вторник, 5 октября 2021 г.
სოიუზ МС-19
ენრიკე პორტუგალიელი (ვიზეუს ჰერცოგი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ენრიკე პორტუგალიელი (ვიზეუს ჰერცოგი)
ენრიკე დაიბადა 1394 წლის 4 მარტს პორტუში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, ლანკასტერის ჰერცოგ ჯონ გაძვალტყავებულის შვილიშვილი და მეფე ჰენრი IV-ის ბიძაშვილი.
1414 წელს ენრიკემ მამა დაარწმუნა, რომ მაროკოზე გაელაშქრათ სეუტას ასაღებად, რითად გიბრალტარის სრუტეზე მნიშვნელოვან დასაყრდენს გაიჩენდნენ. ქალაქი სეუტა 1415 წელს პორტუგალიელთა სამეფო დომენში გადავიდა. იმავე წელს, გამოჩენილი გმირობისა და კეთილგონიერებისათვის მეფემ ენრიკე რაინდისა და ვიზეუს ჰერცოგის წოდებით დააჯილდოვა.
ალგარვეს ქალაქ ლაგოსში ენრიკემ დიდი გემთმშენებელი საწარმო გახსნა, რითაც მალე თავისი ფლოტილია შექმნა. ამის შედეგად, 1425 წელს ენრიკემ თავისი გემებით მოახდინა კუნძულ მადეირას კოლონიზირება, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის. 1420 წლის 25 მაისს ენრიკე დაინიშნა ქრისტეს ორდენის დიდ მაგისტრად.
1426 წელს ენრიკეს დაფინანსებულმა მოგზაურებმა, გონსალო ველო კაბრალის მეთაურობით აღმოაჩინეს აზორის კუნძულები და პორტუგალიას მიუერთეს, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის.
1433 წელს, მეფე ჟუან I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე ენრიკეს ძმა, დუარტე I გახდა, რომელმაც მას აღმოჩენილი მიწებიდან შემოსული ოქროს მეხუთედი მისცა. აგრეთვე მან მიანიჭა უფლება, რომ შეესწავლა მაროკოსა და დასავლეთ აფრიკის სანაპიროები.
1437 წელს, ენრიკეს თაოსნობით პორტუგალიელებმა სცადეს ტანჟერის დაპყრობა, რომელიც დიდი წარუმატებლობით დასრულდა, რადგან მათ ვერც ქალაქი აიღეს და თანაც ენრიკეს უმცროსი ძმა, ინფანტი ფერნანდუ ტყვედ ჩავარდა და სიცოცხლის დარჩენილი ექვსი წელი ტყვეობაში გაატარა. ამით დიდი დარტყმა მიადგა მის სამხედრო რეპუტაციას, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება ენრიკე მხოლოდ აღმოჩენებითა და პოლიტიკით იყო დაკავებული.
დუარტე I-ის მეფობა მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა და იგი 1438 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა — აფონსუ V-მ დაიკავა. წესით რეგენტი აფონსუს დედა, დედოფალი ელეანორ არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტეს ანდერძის თანახმად ეს მისი ძმა, ინფანტი პედრუ უნდა ყოფილიყო, რასაც მოჰყვა რეგენტობისათვის ბრძოლის დაწყება, სადაც ენრიკემ პედრუს მხარე დაიჭირა. საბოლოოდ აფონსუ V-ის რეგენტი პედრუ გახდა, რომელმაც ხელი შეუწყო ენრიკეს აღმოჩენებს.
ენრიკე აფრიკის კოლონიზაციით იყო დაინტერესებული, რის გამოც 1444 წელს მოახდინა მწვანე კონცხის პორტუგალიისათვის მიერთება და აქ ახალი ციხე-ქალაქიც ააგო, სახელად კაბო-ვერდე (მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა ქვეყანას, რომელიც მწვანე კონცხზე ჩამოყალიბდა). კაბო-ვერდედან იგი გვინეასაც ეწვია, თუმცა მისი კოლონიზაცია არ მოუხდენია. საბოლოოდ ენრიკემ მიაღწია თავის მთავარ მიზანს: ეპოვნა ახალი სავაჭრო გზა, რომელმაც მის მიერ შესწავლილ სამხრეთ აფრიკაზე გაიარა.
1449 წელს, როდესაც აფონსუ V სრულწლოვანი გახდა, მასა და პედრუს შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ ამჯერად ენრიკემ მხარი აფონსუს დაუჭირა. ამავე წელს აფონსუს ძალებმა დაამარცხა პედრუს არმია, რა დროსაც დაიღუპა თავად პედრუც. მოგვიანებით, აფონსუმ ენრიკეს ვაჭრობაში მონოპოლია მიანიჭრა, როგორც ჯილდო იმ დიდი შემოსავლებისათვის, რაც მის მიერ აღმოჩენილი მიწებიდან შემოდიოდა.
1452 წელს პორტუგალიაში კოლონიებიდან ოქროს პირველი პარტია ჩავიდა, რამაც პორტუგალიელებს მადა გაუღვიძა და უფრო დაინტერესდნენ კოლონიზაციით. 1460 წელს საბოლოოდ დაასრულეს კაბო-ვერდეს კოლონიზაცია და შეისწავლეს აფრიკული სანაპიროები მაროკოდან სიერა-ლეონემდე.
1452 წელს ენრიკე ალგარვში დასახლდა, სადა 1457 წლიდან ფარუში გადავიდა. მისი აქ გადასახლება გამოწვეული იყო იმით, რომ ენრიკემ დააარსა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ასტრონომიასა და ნავიგატორობას. აქ დასახლებიდან სამ წელიწადში, 1460 წლის 13 ნოემბერს, 66 წლის ენრიკე გარდაიცვალა.
понедельник, 4 октября 2021 г.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯორჯ გორდონ ბაირონი
დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-დან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.
ჯორჯ ბაირონი 💘💘არ გინდა სიტყვები არ გინდა სიტყვები💘💘
შემოქმედება
ბაირონის დიდი პოპულარობა „ჩაილ ჰაროლდის“ გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.
იხ. ვიდეო ბაირონი 💖💖სასიყვარულო ლექსი როდესაც ჩემი დრო დასრულდება💘💘
ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზინა“). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.
დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც „ებრაული მელოდიები“ (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა „მანფრედი“ (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია „კაენი“ (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-დან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი („ტასოს ჩივილი“, 1817; „მაზერა“, 1818; „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები „მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“ (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას („ბეპო“, 1818; „ირლანდიელი ავატარა“, 1821; „სამსჯავროს ხილვა“, 1822 და სხვა).
იხ. ვიდეო ბაირონის მკვლევარი
ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად „დონ ჟუანი“ (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.
ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს. მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ - მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით.
ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი.
იხ. ვიდეო მინდა ვიყო თავისუფალი ბავში ჯორჯ ბაირონი
воскресенье, 3 октября 2021 г.
ქალი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ქალი
ხშირად, უფლებების უთანასწორობა გამომდინარეობს რელიგიური ნორმებიდან და დამახასიათებელი იყო რელიგიების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით აბრაამისათვის. დიდწილად, ამ ნორმების ჩამოყალიბება განპირობებულია იმით, რომ ქალების უმეტესობისთვის, ბავშვების დაბადებასა და აღზრდასთან დაკავშირებით, ცხოვრების მთავარი მიზნები ექსკლუზიურად ოჯახში იყო. უმეტეს კულტურულ ტრადიციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გოგონას ქორწინებისთვის მომზადებას და, კერძოდ, ქალწულობის შენარჩუნებას ქორწინებამდე. ამავე დროს, როგორც წესი, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა ახალგაზრდების ქორწინებისთვის მომზადებას.
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა, რომელიც ახორციელებს საკვების გადამუშავებას ფიზიკური და ქიმიური დამუშავების გზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა უბანი ფუნქციურად და აგებულებით ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ექვემდებარება ერთ ძირითად პრინციპს — მიღებული პროდუქტები ისე გადაამუშაოს და მოინელოს, რომ მათგან რაციონალურად მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა-ათვისება და უვარგისის ორგანიზმიდან დროულად გამოდევნა. კედელი სამშრიანია: გარეთა — შემაერთებელ ქსოვილოვანი, შუა — კუნთოვანი და შიგა — ეპითელური. გარეთა, შემაერთებელქსოვილოვანი შრე შემოსაზღვრავს საჭმლის მომნელებელ მილს და მის დამცავს წარმოადგენს. კუნთოვანი შრე უზრუნველყოფს საკვების მილში გადაადგილებას და ნარჩენების გამოყოფას. შიგა ეპითელური შრის უჯრედები გამოიმუშავებს და გამოყოფს ლორწოს, რაც აადვილებს საკვების მილში მოძრაობას. საჭმლის მომნელებელ მილს სპეციალური სადინარებით ჯირკვლები უკავშირდება. ეს ჯირკვლები მომნელებელი სისტემის სხვადასხვა ნაწილში სპეციალურ წვენს- სეკრეტს გამოყოფს. მათ გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ. ყოველი ფერმენტი მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, pH-სა და ტემპერატურაზე მოქმედებს. მათი ზეგავლენით იშლება საკვებში არსებული ორგანული ნივთიერებები.
იხ. ვიდეო გაიცანით საჭმლის მომნელებელი სისტემა!
ნახშირწყლები ამილაზების ზეგავლენით იშლება გლუკოზად (C6H12O6), ცილა პროტეაზების მეშვეობით იშლება ამინომჟავებად, ცხიმები კი ლიპაზების მოქმედებით გრიცერინად და ცხიმოვან მჟავებად იშლება. ორგანული ნივთიერებების დაშლის პროდუქტები მილის კედლით შეიწოვება და სისხლით ყველა უჯრედს მიეწოდება. ძუძუმწოვრების, მათ შორის ადამიანის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი პირის ღრუთი იწყება. აქ ხდება საკვების გემოს გასინჯვა, დაქუცმაცება, ლუკმის ფორმირება და იწყება ნახშირწყლების დაშლა. პირის ღრუში იხსნება სამი დიდი სანერწყვე ჯირკვალი : ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. ისინი გამოიმუშავებენ ნერწყვს, ნერწყვი კი ხელს უწყობს საკვების დარბილებას. ნერწყვის შედგება 98% წყლისაგან, სიბლანტის მიმცემი ნივთიერებისაგან და ფერმენტებისგან. მათ შორისაა ლიზოციმი, რომელიც ანეიტრალებს მავნე ბაქტერიების მოქმედებას. ნერწყვის პირის ღრუს სუსტ ტუტე არეს ქმნის, პირის ღრუში იწყება ნახშირწყლების დაშლა გლუკოზამდე. ამ პროცესს ხელს უწყობს ფერმენტი პტალინი. საკვების დაქუცმაცებას ხელს უწყობს კბილები, დარბილებას–ნერწყვი, ხოლო საყლაპავში გადასროლას–ენა.( რბილი, მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელზეც მოთავსებულია გემოვნების რეცეპტორები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის თანმიმდევრობა:
- პირის ღრუ
- ხახა
- საყლაპავი მილი
- კუჭი
- თორმეტგოჯა ნაწლავი
- წვრილი ნაწლავი
- მსხვილი ნაწლავი
- სწორი ნაწლავი
- ანალური ხვრელი
ხახა ერთდროულად ემსახურება ჰაერისა და საკვების გატარებას. ხახიდან საკვები საყლაპავში გადადის, ცხვირ-ხახიდან შესული ჰაერი - ხორხში. საკვების გადაყლაპვის დროს ხორხი იხურება ხორხსარქველით, რათა საკვები სასულეში არ მოხვდეს. ხახიდან საყლაპავში გადასული საკვების გადაადგილებას ხელს უწყობს პერისტალტიკა- საჭმლის მომნელებელი მილის კედლის ტალღისებრი შეკუმშვა. საყლაპავიდან საკვები მომნელებელი სისტემის ყველაზე გაფართოებულ ნაწილში, კუჭში გადადის.
იხ. ვიდეო Строение пищеварительной системы человека. Изучаем в 3D
კუჭი არის კუნთოვანი ორგანო. მისი შიგა გარსი დანაოჭებულია.მასში დიდი რაოდენობითაა ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს კუჭის წვენს. კუჭის წვენი შეიცავს მარილმჟავას (0.5%), ფერმენტებს და ლორწოს. კუჭში იწყება ცილების დაშლა პეპსინის დახმარებით. იშლება ასევე რძის ცხიმი ლიპაზას დახმარებით. მარილმჟავა კლავს კუჭში მოხვედრილ ბაქტერიებს. კუჭის კედლები ლორწოთია დაფარული, რომელიც ბარიერის ფუნქციას ასრულებს კედელსა და წვენს შორის. დამცველობითი ბარიერის დარღვევის შემთხვევაში პროტეაზები და ქლორწყალბად მჟავა "გამოჭამს" კედელს. პროცესის გაღრმავების შემთხვევაში ჩნდება კუჭის წყლული და ზიანდება კედლის ყველა შრე. ამ დროს ჩნდება ხვრელი და კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება, ეს სიცოცხლისთვის საშიშია და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
იხ. ვიდეო 10 ყველაზე მავნე პროდუქტი
კუჭის კედლით შეიწოვება მცირე რაოდენობით წყალი, მარილები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატი და ალკოჰოლი. კუჭიდან გათხევადებული საკვები თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის (წვრილი ნაწლავის საწყისი). თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება ორი დიდი ჯირკვლის- კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის სადინარი. პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) წვენს აქვს ტუტე რეაქცია, მასში ფერმენტების მთელი ნაკრებია.
ღვიძლი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია. მისი სეკრეტი ნაღველია, რომელიც ნაღვლის ბუშტში გროვდება. ნაღვლის წარმოქმნა ღვილში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, თუმცა მისი თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლა მხოლო საკვების მოხვედრისას ხდება. წვრილ ნაწლავში გრძელდება ნივთიერებების დაშლა და ასევე ხდება დაშლილი საკვების შეწოვა სისხლში. წვრილი და მსხვილი ნაწლავების გადაბმის აგდილას არის ბრმა ნაწლავი, რომელსაც აქვს გამონაზარდი ჭია ნაწლავი (აპენდიქსი), ხოლო მსხვილ ნაწლავში შეიწოვება წყალი და ხდება მყარი მასების ჩამოყალიბება.
იხ. ვიდეო 10 პროდუქტი რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ
იხ. ვიდეო - გულძმარვა - მკურნალობა. გასტრო-ეზოფაგალური რეფლუხ დაავადება, საყლაპავის თიაქარი.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...