четверг, 7 октября 2021 г.
სტიბიუმი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1918 წლის 8 თებერვალს [ძვ. სტ. 26 იანვარს], დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში. ამავე წლის 3 სექტემბერს ეწოდა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი იყო იმ დროს მთელ კავკასიაში. ამჟამად ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა. უნივერსიტეტი გამოსცემს საკუთარ გაზეთს „თბილისის უნივერსიტეტი“.
1917 შეიქმნა თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, რომელმაც ითავა უნივერსიტეტის დაფუძნებაზე ზრუნვა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1919–1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა
იხ. ვიდეო
ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. შემდგომ ბოლშევიკურ და კომუნისტურ პერიოდში, მიუხედავად თავსმოხვეული იდეოლოგიისა და მკაცრი ცენზურისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო ეროვნული სულისკვეთების შენარჩუნება, ზოგადსაკაცობრიო იდეალებისადმი მსახურება, აღზარდა ეროვნული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ჩამოაყალიბა საყოველთაოდ ცნობილი სამეცნიერო სკოლები მათემატიკაში, ფსიქოლოგიაში, ფილოსოფიაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, აღმოსავლეთმცოდნეობაში. თსუ-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მრავალი უმაღლესი სასწავლებლის და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნას.
1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. ივანე ჯავახიშვილმა პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია: აკადემიური და ფინანსური. ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა, ხოლო აკადემიურს — მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა. აკადემიურ კომისიაში შევიდნენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე. კომისიამ სხვადასხვა დროს 9 სხდომა ჩაატარა. 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი — სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი, რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა
იხ. ვიდეო
вторник, 5 октября 2021 г.
სოიუზ МС-19
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სოიუზ МС-19
ენრიკე პორტუგალიელი (ვიზეუს ჰერცოგი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ენრიკე პორტუგალიელი (ვიზეუს ჰერცოგი)
ენრიკე დაიბადა 1394 წლის 4 მარტს პორტუში. იგი იყო პორტუგალიის მეფე ჟუან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფილიპა ლანკასტერის შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან იგი იყო ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, ლანკასტერის ჰერცოგ ჯონ გაძვალტყავებულის შვილიშვილი და მეფე ჰენრი IV-ის ბიძაშვილი.
1414 წელს ენრიკემ მამა დაარწმუნა, რომ მაროკოზე გაელაშქრათ სეუტას ასაღებად, რითად გიბრალტარის სრუტეზე მნიშვნელოვან დასაყრდენს გაიჩენდნენ. ქალაქი სეუტა 1415 წელს პორტუგალიელთა სამეფო დომენში გადავიდა. იმავე წელს, გამოჩენილი გმირობისა და კეთილგონიერებისათვის მეფემ ენრიკე რაინდისა და ვიზეუს ჰერცოგის წოდებით დააჯილდოვა.
ალგარვეს ქალაქ ლაგოსში ენრიკემ დიდი გემთმშენებელი საწარმო გახსნა, რითაც მალე თავისი ფლოტილია შექმნა. ამის შედეგად, 1425 წელს ენრიკემ თავისი გემებით მოახდინა კუნძულ მადეირას კოლონიზირება, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის. 1420 წლის 25 მაისს ენრიკე დაინიშნა ქრისტეს ორდენის დიდ მაგისტრად.
1426 წელს ენრიკეს დაფინანსებულმა მოგზაურებმა, გონსალო ველო კაბრალის მეთაურობით აღმოაჩინეს აზორის კუნძულები და პორტუგალიას მიუერთეს, რომელიც დღემდე პორტუგალიას ეკუთვნის.
1433 წელს, მეფე ჟუან I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფე ენრიკეს ძმა, დუარტე I გახდა, რომელმაც მას აღმოჩენილი მიწებიდან შემოსული ოქროს მეხუთედი მისცა. აგრეთვე მან მიანიჭა უფლება, რომ შეესწავლა მაროკოსა და დასავლეთ აფრიკის სანაპიროები.
1437 წელს, ენრიკეს თაოსნობით პორტუგალიელებმა სცადეს ტანჟერის დაპყრობა, რომელიც დიდი წარუმატებლობით დასრულდა, რადგან მათ ვერც ქალაქი აიღეს და თანაც ენრიკეს უმცროსი ძმა, ინფანტი ფერნანდუ ტყვედ ჩავარდა და სიცოცხლის დარჩენილი ექვსი წელი ტყვეობაში გაატარა. ამით დიდი დარტყმა მიადგა მის სამხედრო რეპუტაციას, რის გამოც დარჩენილი ცხოვრება ენრიკე მხოლოდ აღმოჩენებითა და პოლიტიკით იყო დაკავებული.
დუარტე I-ის მეფობა მხოლოდ ხუთ წელს გაგრძელდა და იგი 1438 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა — აფონსუ V-მ დაიკავა. წესით რეგენტი აფონსუს დედა, დედოფალი ელეანორ არაგონელი უნდა გამხდარიყო, მაგრამ დუარტეს ანდერძის თანახმად ეს მისი ძმა, ინფანტი პედრუ უნდა ყოფილიყო, რასაც მოჰყვა რეგენტობისათვის ბრძოლის დაწყება, სადაც ენრიკემ პედრუს მხარე დაიჭირა. საბოლოოდ აფონსუ V-ის რეგენტი პედრუ გახდა, რომელმაც ხელი შეუწყო ენრიკეს აღმოჩენებს.
ენრიკე აფრიკის კოლონიზაციით იყო დაინტერესებული, რის გამოც 1444 წელს მოახდინა მწვანე კონცხის პორტუგალიისათვის მიერთება და აქ ახალი ციხე-ქალაქიც ააგო, სახელად კაბო-ვერდე (მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა ქვეყანას, რომელიც მწვანე კონცხზე ჩამოყალიბდა). კაბო-ვერდედან იგი გვინეასაც ეწვია, თუმცა მისი კოლონიზაცია არ მოუხდენია. საბოლოოდ ენრიკემ მიაღწია თავის მთავარ მიზანს: ეპოვნა ახალი სავაჭრო გზა, რომელმაც მის მიერ შესწავლილ სამხრეთ აფრიკაზე გაიარა.
1449 წელს, როდესაც აფონსუ V სრულწლოვანი გახდა, მასა და პედრუს შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა, მაგრამ ამჯერად ენრიკემ მხარი აფონსუს დაუჭირა. ამავე წელს აფონსუს ძალებმა დაამარცხა პედრუს არმია, რა დროსაც დაიღუპა თავად პედრუც. მოგვიანებით, აფონსუმ ენრიკეს ვაჭრობაში მონოპოლია მიანიჭრა, როგორც ჯილდო იმ დიდი შემოსავლებისათვის, რაც მის მიერ აღმოჩენილი მიწებიდან შემოდიოდა.
1452 წელს პორტუგალიაში კოლონიებიდან ოქროს პირველი პარტია ჩავიდა, რამაც პორტუგალიელებს მადა გაუღვიძა და უფრო დაინტერესდნენ კოლონიზაციით. 1460 წელს საბოლოოდ დაასრულეს კაბო-ვერდეს კოლონიზაცია და შეისწავლეს აფრიკული სანაპიროები მაროკოდან სიერა-ლეონემდე.
1452 წელს ენრიკე ალგარვში დასახლდა, სადა 1457 წლიდან ფარუში გადავიდა. მისი აქ გადასახლება გამოწვეული იყო იმით, რომ ენრიკემ დააარსა სკოლა, სადაც ასწავლიდნენ ასტრონომიასა და ნავიგატორობას. აქ დასახლებიდან სამ წელიწადში, 1460 წლის 13 ნოემბერს, 66 წლის ენრიკე გარდაიცვალა.
понедельник, 4 октября 2021 г.
ჯორჯ გორდონ ბაირონი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჯორჯ გორდონ ბაირონი
დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-დან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.
ჯორჯ ბაირონი 💘💘არ გინდა სიტყვები არ გინდა სიტყვები💘💘
შემოქმედება
ბაირონის დიდი პოპულარობა „ჩაილ ჰაროლდის“ გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.
იხ. ვიდეო ბაირონი 💖💖სასიყვარულო ლექსი როდესაც ჩემი დრო დასრულდება💘💘
ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზინა“). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.
დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც „ებრაული მელოდიები“ (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა „მანფრედი“ (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია „კაენი“ (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-დან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი („ტასოს ჩივილი“, 1817; „მაზერა“, 1818; „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები „მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“ (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას („ბეპო“, 1818; „ირლანდიელი ავატარა“, 1821; „სამსჯავროს ხილვა“, 1822 და სხვა).
იხ. ვიდეო ბაირონის მკვლევარი
ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად „დონ ჟუანი“ (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.
ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს. მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ - მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით.
ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი.
იხ. ვიდეო მინდა ვიყო თავისუფალი ბავში ჯორჯ ბაირონი
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...