среда, 13 октября 2021 г.

ჯონ ლენონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ჯონ ლენონი

ჯონ უინსტონ ონო ლენონი

(ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (დ. 9 ოქტომბერი1940 — გ. 8 დეკემბერი1980) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი. იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის თანამონაწილეობით The Beatles-მა 1960-იანებში მსოფლიო წარმატება მოიპოვა.

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

2012 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონი - მშვიდობის აქტივისტი, რ-იც ომებისა და უსამართლობის წინაამღდეგ გამოდიოდა


ლენონი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ინგლისში, 1940 წლის 9 ოქტომბერს, ლივერპულში, ჯულიასა და ალფრედ ლენონის ოჯახში. ალფრედი იყო ვაჭარი მეზღვაური, წარმოშობით ირლანდიელი, რომელიც შვილის დაბადებისას ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მშობლებმა ბიჭუნას ჯონ უინსტონ ლენონი დაარქვეს, მამის მხრიდან ბაბუის, ჯონ „ჯეკ“ ლენონისა და პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პატივსაცემად. მამა შინ ხშირად არ იყო, მაგრამ აგზავნიდან ფულად ჩეკებს იმ მისამართზე, რომელზეც ლენონი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ჩეკების გამოგზავნა შეწყდა, როდესაც იგი 1944 წლის თებერვალში დაიკარგა. ექვსი თვის შემდეგ იგი შინ დაბრუნდა, მაგრამ ამ დროისთვის ჯულიას ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცთან და ფეხმძიმედ იყო, ამიტომ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც დამ, მიმი სმითმა, ლივერპულის სოციალურ სამსახურში ორჯერ იჩივლა, ჯონზე მეურვეობა ჯულიამ მას გადასცა. 1946 წლის ივლისში მამამ ჯონს სმითთან მიაკითხა და ბიჭუნა ბლეკპულში წაიყვანა. მას სურდა ჯონის ახალ ზელანდიაში ფარულად თან წაყვანა. თავის პარტნიორთან, ბობი დიკინსთან ერთად, ჯულია მას გაჰყვა და ჯონს მოსთხოვა არჩევანია გაკეთება. ლენონმა ორჯერ აირჩია მამასთან დარჩენა, მაგრამ, როდესაც დედა მიდიოდა, აცრემლებული, უკან გაჰყვა. მამასთან შემდეგი შეხვედრა ჯონს მხოლოდ 20 წლის შემდეგ ჰქონდა.
                                                                    
ლენონი (მარჯვნივ) და The Beatles 1964წ ბალტიმორის პარკი

15 წლის ასაკში, 1956 წელს ლენონმა სკიფლ-ჯგუფი, The Quarrymen ჩამოაყალიბა (სახელწოდება ჯგუფმა შეიძინა კუორი ბენკის სკოლის პატივსაცემად).  1957 წლის ზაფხულისთვის ისინი ასრულებდნენ „სიმღერების ენერგიულ პროგრამას“, რომელშიც შედიოდა სკიფლის და როკ-ენ-როლის ჟანრის სიმღერები. მაკ-კარტნი ლენონმა მეორე კონცერტის დღეს გაიცნო. იგი ჩატარდა ვულტონში, წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის ეზოში, ვულტონში. კონცერტის შემდეგ ჯონმა მაკ-კარტნის ჯგუფში გაერთიანება შესთავაზა.

მაკ-კარტნი იხსენებდა, რომ დეიდა მიმიმ იცოდა, რომ ჯონის მეგობრები დაბალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ბიჭებს ხშირად ადევნებდა თვალს, როდესაც პოლი ჯონს შინ აკითხავდა. პოლის ძმა მაიკი ამბობდა, რომ მაკ-კარტნის მამასაც არ მოსწონდა ეს მეგობრობა, ფიქრობდა რა, რომ ჯონი მშვილს რამე უსიანოვნებაში ჩაითრევდა . თუმცა, მოგვიანებით მან ჯგუფს ნება დართო 20 Forthlin Road-ზე მდებარე სახლში რეპეტიციები ჩაეტარებინათ.  ამ პერიოდკში 18 წლის ლენონმა დაწერა პირველი სიმღერა "Hello Little Girl", რომელიც ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა The Fourmost შეასრულა და სიმღერით ბრიტანეთის ათეულში მოხვდა.

მაკ-კარტნის ინიციატივით The Quarrymen-ს წამყვანი გიტარისტის სახით შეუერთდა მისი მეგობარი, ჯორჯ ჰარისონი  ლენონი თვლიდა, რომ ის მეტად ახალგაზრდა იყო (მაშინ ჯორჯი 14 წლის იყო). მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონმა ჯგუფთან ერთად ინსტრუმენტული „Raunchy“ დაუკრა ავტობუსის სახურავზე და ლენონი დათანხმდა. ბასისტის სახით ჯგუფს მოგვიანებით დაემატა სტიუარტ სეტკლიფი, ლენონის მეგობარი სამხატვრო სკოლიდან. ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სეტკლიფი 1960 წლის დასაწყისში გახდნენ "The Beatles". იმავე წლის აგვისტოში ისინი ჰამბურგში გაემგზავრნენ, სადაც 48 კონცერტი ჩაატარეს. ვინაიდან დრამერი ჯერ არ ჰყავდათ, ძიების რთული პროცესის შედეგად პიტ ბესტი აიყვანეს.  ლენონს 19 წელი შეუსრულდა და დეიდა შეშინებული იყო ამ მოგზაურობით, ამიტომ ჯონს ეხვეწებოდა, სწავლისთვის მიეხედა. ჰამბურგში პირველი ვიზიტის შემდეგ ჯგუფი გერმანიაში 1961 წლის აპრილში დაბრუნდა, მოგვიანებით კი - კიდევ ერთხელ, 1962 წლის აპრილში. როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ჰამბურგში ლენონი პრელუდინის მომხმარებელი გახდა, რაც მას ეხმარებოდა, საღამოს კონცერტების დროს ენერგიულად ყოფილიყო. ამას ამფეტამინი დაემატა.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონის უცნობი ფაქტები



ბრაიან ეპსტაინი, რომელიც The Beatles-ის მენეჯერი 1962 წელს გახდა, მანამდე შემსრულებლების მენეჯმენტის მხრივ გამოუცდელი იყო, მაგრამ მან გავლენა იქონია წევრების ჩაცმულობაზე და სასცენო ქცევაზე. თავდაპირველად ლენონი მის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა და სურდა, ჯგუფს უფრო პროფესიონალური გარეგნობა ჰქონდოდა, მაგრამ მოგვიანებით დანებდა და განაცხადა „სისხლიანი ბუშტებით გამოვალ, ოღონდ გადამიხადონ.“ სეტკლიფი ჰამბურგში დარჩა და ბასზე მაკ-კარტნი გადაერთო, ხოლო ბესტი რინგო სტარის მიერ იქნა ჩანაცვლებული. 1970 წელს დაშლამდე ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო. მათი პირველი სინგლი "Love Me Do" გამოვიდა 1962 წლის ოქტომბერში და ბრიტანეთის ჩარტში #17 იყო. სადებიუტო ალბომ Please Please Me-ის ჩაწერას 10 საათიც არ დასჭირდა. ჯგუფმა იგი 1963 წლის თებერვალში ჩაწერა, როდესაც ლენონი გაიცებული იყო - ეს კარგად შეიმჩნევა იმ დღეს ჩაწერილ "Twist and Shout"-ში.  ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი ძალებით დაიწერა ალბომის 14-დან 8 სიმღერა. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მათ შორის იყო ალბომის სახელწოდება), მომავალში ლენონის საყვარელი მეთოდი, სიტყვების თამაში სიმღერებში ჯერ არ გამოიყენებოდა: „უბრალოდ პოპულარულ სიმღერებს ვწერდით, ყოველგვარი აზრის გარეშე, მხოლოდ ჟღერადობაზე ვმუშაობდით. სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.“ 1987 წელს მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ The Beatles-ის სხვა წევრები ჯონს კერპად თვლიდნენ: „ჩვენი პატარა ელვისის როლს ასრულებდა...ყველა ჯონზე იყო დამოკიდებული. იგი იყო უფროსი და ნამდვილად ლიდერი - ყველაზე მიხვედრილი და ჭკვიანი.“

მნიშვნელოვანი წარმატება ბრიტანეთში ჯგუფმა 1964 წლის დასაწყისში მოიპოვა. ლენონი ჯგუფთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი, ჯულიანი. სამეფო ოჯახის წინ გამოსვლისას, ლენონმა იხუმრა - „შემდეგი სიმღერისთვის თქვენ დახმარებას ვითხოვ. ვინც იაფ ადგილებზე ზის, ტაში დაუკარით. დანარჩენებმა, ძვირფასეულობა ათამაშეთ.“ ბრიტანეთში ბიტლომანიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ედ სალივანის შოუში, 1964 წლის თებერვალში შედგა ჯგუფის ამერიკული დებიუტი, რასაც მსოფლიო ვარსკვლავობა მოჰყვა. ორ წლიანი ტურნეს, ფილმების გადაღების და სიმღერების შექმნის პარალელურად ჯონმა დაწერა ორი წიგნი In His Own Write და A Spaniard in the Works. The Beatles საბოლოოდ აღიარეს ბრიტანეთის უმაღლეს წრეებშიც და 1965 წელს დედოფალმა ოთხივეს გადასცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.

ლენონს აღელვებდა, რომ მსმენელები, რომლებიც The Beatles-ის კონცერტებს ესწრებოდნენ, ფანების კივილის გამო ვერ ისმენდნენ მუსიკას, რასაც ეწირებოდა ჯგუფის, როგორც მუსიკოსების, კარიერა. მის მიერ დაწერილი "Help!" გამოხატავდა მის გრძნობებს 1965 წელს: „ანუ...მე ვმღეროდი 'მიშველეთ'.“ მან მოიმატა წონაში (მოგვიანებით ამას უწოდებდა მსუქანი ელვისის პერიოდს) და ესაჭიროებოდა ცვლილებები. შემდეგი წლის იანვარში, როდესაც ლენონი, ჰარისონი და მათი მეუღლეები კბილის ექიმთან სახლში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, უკანასკნელმა მათ ყავაში ლსდ გაურია - ასე ჯონი პირველად ეზიარა ამ ნარკოტიკს. როდესაც შინ წასვლას აპირებდნენ, მასპინძელმა უამბო, თუ რა გასინჯეს და ჰალუცინოგენის ეფექტის გამო დარჩენა ურჩია. მოგვიანებით ისინი ღამის კლუბში შევიდნენ და ეჩვენათ, რომ იგი ცეცხლმოკიდებული იყო: „ისტერიული კივილი დავიწყეთ.“

რამდენიმე თვეში, მარტში, Evening Standard-ის ჟურნალისტ მორინ კლივის ინტერვიუში ლენონმა ისაუბრა ქრისტიანობის შესახებ: „ქრისტიანობა გაქრება,“ განაცხადა მან. „იგი გაუჩინარდება და შემცირდება. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე მართალი ვარ და ჩემს სიტყვებსაც გაამართლებენ. ჩვენ ამჟამად ვართ უფრო პოპულარული ვიდრე იესო, არ ვიცი, რომელი უფრო ადრე გაქრება, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო მართალი იყო, მაგრამ მისი მიმდევრები - შტერი და ჩვეული. სწორედ მათი სიჩლუნგეა, რომ აფუჭებს ყველაფერს.“ ინგლისში კომენტარი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როდესაც აშშ-ის ჟურნალმა Datebook იგი ხუთი თვის შემდეგ დაბეჭდა - აგვისტოში ჯგუფის აშშ-ის ტურნეს წინ - ამერიკულ ბიბლიურ სარტყელში მან გამოიწვია დავა. ვატიკანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, ხოლო ესპანეთისა და ჰოლანდიის რადიოსადგურებში და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ სამაუწყებლო საშუალებებში შეწყდა ჯგუფის ტრანსლირება. ეპსტაინმა Datebook დაადანაშაულა ლენონის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯაში. პრეს-კონფერენციაზე ლენონმა განაცხადა: „რომ მეთქვა, რომ ტელევიზიაა უფრო პოპულარული, ვიდრე იესო, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა.“ ლენონი ამტკიცებდა, რომ იგი გულისხმობდა იმას, თუ როგორ ხედავენ სხვა ადამიანები მათ წარმატებას, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან მინიშნების შემდეგ შეაჯამა: „თუკი ისურვებთ, რომ მოვინანიო, თუკი ეს ბედნიერებას მოგიტანთ, მაშინ, კარგი, ბოდიშს ვიხდი.“

8 დეკემბერი 1980: მკვლელობა

Strawberry Fields, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, უკანა ფონზე - დაკოტა

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და ონო ბრუნდებოდნენ დაკოტაში (ნიუ-იორკი) მდებარე ბინაში, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანი იქნა ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა. მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“ ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც მოგვიანებით აგებული იქნა ძეგლი „Strawberry Fields“. ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და იგი ციხეში შემდეგი 20 წლით მოხვდა. 2016 წლისთვის, მიუხედავად ცხრა აპელირებისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.

სინთია ლენონი

ენონმა სინთია პაუელი (1939–2015) გაიცნო 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სტუდენტობისას. მიუხედავად იმისა, რომ პაუელს ეშინოდა ლენონის ქცევის და გარეგნობის, მან შეიტყო, რომ ჯონს მოსწონდა ფრაგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, ამიტომ თმა ქერად შეიღება. ლენონმა მას ხელი სთხოვა, თუმცა სინთიამ უპასუხა, რომ უკვე დანიშნული იყო და მიაძახა: „ჩემზე ქორწინება არ მითხოვია, ხომ ასეა?“ პაუელი ხშირად ახლდა ლენონს Quarrymen-ის კონცერტებზე და მაკ-კარტნის მეგობარ გოგონასთან ერთად ჰამბურგში მის მოსანახულებლად იმოგზაურა. თავად ლენონი ბუნებით ეჭვიანი იყო, რაც შემდგომში აგრესიაში გადაიზარდა. იგი ხშირად აშინებდა პაუელს თავისი რეაქციით და ფიზიკური ძალადობით. მოგვიანებით მან ახსენა, რომ ონოსთან შეხვედრამდე ქალებისადმი შოვინისტურ დამოკიდებულებაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. იგი ამბობდა, რომ The Beatles-ის „Getting Better“ სწორედ მის საკუთარ ამბავზეა: „ჩემს ქალთან უხეში ვიყავი და ფიზიკურად – ნებისმიერთან. ვცემდი. საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი და ვცემდი. კაცებს ვეჩხუბებოდი და ქალებს ვცემდი. ამიტომ არის, რომ ყოველთვის მშვიდობაზე ვსაუბრობ.“

1962 წლის ივლისში თავის რეაქციაზე, როდესაც შეიტყო, რომ სინთია ფეხმძიმედ იყო, ჯონი იხსენებდა, რომ სინთიას უთხრა: „ერთადერთი დაგვრჩენია, სინ. უნდა დავქორწინდეთ.“ მათ 23 აგვისტოს იქორწინეს, მაუნტ-პლეზენტის სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო ოფისში, ლივერპულში. მეჯვარე იყო ბრაიან ეპსტაინი. ლენონის ქორწინება დაემთხვა ბიტლომანიის დაწყებას. ჯონი გამოვიდა ჯგუფთან ერთად კონცერტზე იმავე საღამოს და შემდგომშიც გრაფიკის მიხედვით მუშაობა განაგრძო. თავად ეპსტაინს ეშინოდა, რომ მსმენელებს დაქორწინებული ბიტლისადმი უნდობლობა ექნებოდათ, ამიტომ ჯონს სთხოვა, ქორწინების დეტალები გაესაიდუმლოებინა. ჯულიანი დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს. ლენონი ამ დროს ტურნეში იყო და შვილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იხილა.

სინთიას აზრით, წყვილის პრობლემების მიზეზი იყო LSD-ის გამოყენება. მისი აზრით, ნარკოტიკებით გატაცების გამო ლენონმა მისდამი ინტერესი მალევე დაკარგა. როდესაც The Beatles-მა მიემგზავრებოდა ბანგორში (უელსი), 1967 წელს, მაჰარიში მაჰეშ იოგის სემინარზე დასასწრებად, პოლიციელმა ვერ იცნო სინთია და თვითმფრინავში არ აუშვა. სინთია მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს ქორწინების დასასრულის სიმბოლო იყო. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა შინაურ კენვუდში, ჯონი იოკო ონოსთან ერთად აღმოაჩინა და მეგობრებთან წავიდა. ალექსის მარდასი მოგვიანებით ამბობდა, რომ სინთიასთან ღამე გაატარა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ამცნო მას, რომ ჯონი აპირებდა გაყრას და ჯულიანის მეურვეობას, ცდილობდა რა დაემტკიცებინა, რომ სინთიამ მას უღალატა. ხანგრძლივი დავის შემდეგ ლენონი დანებდა და სინთიასთან თანასწორი უფლებებით გაყრა არჩია. ყოველივე 1968 ნოემბერში, სასამართლოს გარეშე გადაწყდა. შეთანხმების თანახმად, ლენონი ყოფილ მეუღლეს წლიურად გადასცემდა 100 000 გირვანქა სტერლინგს.

იხ. ვიდეო IMAGINE  John Lennon & The Plastic Ono Band (with the Flux Fiddlers) HD

                              Imagine (სიმღერა)

 ჯონ ლენონის სიმღერა, ამავე დასახელების 1971 წლის ალბომიდან Imagine. სინგლის სახით გამოიცა აშშ-ში, სადაც მან უმაღლეს ადგილს მიაღწია ჩარტებში. იქ სინგლმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. ეს სიმღერა მომღერლისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი The Beatles. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი სოლო სიმღერაა ჯონ ლენონისთვის. სიმღერამ გამოსვლისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო 500 სიმღერას შორის. ჟურნალ როლინგ სტოუნიის ვერსიით სიმღერა მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს სიმღერებს შორის მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი.. „Imagine“ სხვადასხვა დროს საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგენილი იქნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მიერ.







понедельник, 11 октября 2021 г.

ტრამალის მგელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ტრამალის მგელი

                                                               Der Steppenwolf
                                                                                   
პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი - ჰერმან ჰესე, ქვეყანა - შვეიცარია, ენა - გერმანელი, ჟანრი - ავტობიოგრაფიული რომანი, გამომცემელი - S. Fischer Verlag, გამოცემის თარიღი - 1927, ქართულად - 1985, 

(გერმ. Der Steppenwolf) — ჰერმან ჰესეს რომანი, რომელშიც “ მწერალი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდის გერმანიაში გამეფებულ განწყობილებას და საყოველთაოდ მიღებულ სულიერ ფასეულობათა გადაფასების რთულ პროცესებს. ავტორი აღწერს ტრაგედიას პიროვნებისა, რომელიც ვერც დამყაყებულ ბიურგერულ ყოფას შეჰგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია. პიროვნების გაორებით გამოწვეული ეს ტრაგედია დასაბამს მწერლის იმჟამინდელ გუნება-განწყობაში იღებს და, ამდენად, ნაწარმოებში უხვადაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული მომენტები.

„ტრამალის მგელი“ ქართულად სამჯერაა გამოცემული.

იხ. ვიდეო

                                     Critical analysis

In the preface to the novel's 1960 edition, Hesse wrote that Steppenwolf was "more often and more violently misunderstood" than any of his other books. Hesse felt that his readers focused only on the suffering and despair that are depicted in Harry Haller's life, thereby missing the possibility of transcendence and healing.

                                                                                 


                                                       Later German edition

Close friends and longtime readers of Hesse criticized the novel for its perceived lack of morality in its open depiction of sex and drug use, a criticism that indeed remained the primary rebuff of the novel for many years.

American novelist Jack Kerouac dismissed it in Big Sur (1962), though popular interest was renewed in the 1960s – specifically in the psychedelic movement – primarily because it was seen as a counterculture book, and because of its depiction of free love and explicit drug use.


 

რეკვიემი (მოცარტი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 რეკვიემი (მოცარტი)

პარტიტურის პირველი ნაწილი

რე მინორში, K.626 (ლათ. — სულის მოსახსენებელი მესა) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი (დაუმთავრებელი) ნაწარმოები, რომელზეც იგი თავის სიკვდილამდე მუშაობდა — სამგლოვიარო, სულისმოსახსენებელი მესა, დაწერილია კანონიკურ ლათინურ ტექსტზე. გარდაცვალების შემდეგ ნაწარმოები დაასრულეს იოზებ ეიბლერმა და ფრანც ქსავერ ზიუსმარმა, ამის მიუხედავად, «რეკვიემი» ითვლება მოცარტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად და მიჩნეულია მის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნამუშევრად.
                                                                            
შესაძლოა ეს არის ,ოცარტის უკანასკნელი სიცოცხლინდელი პორტრეტი, შექმნილია 1790წელს მიუნხენში. მხატვარ იოჰან გეორგ ედლინგერი
სში მოცარტმა მიიღო შეკვეთა: მასთან სახლში მივიდა უცნობი დესპატი ნაცრისფერში ჩაცმული, საიდუმლოდ შეუკვეთა სულის მოსახსენებელი მესა — «რეკვიემი». მოცარტი დათანხმდა. ბოლოს გაირკვა, რომ რეკვიემი შეკვეთილი იყო გრაფ ფრანც ფონ ვალზეგის მიერ, რათა მისი მეუღლის ხსოვნისათვის შეესრულებინათ, გაირკვა შუამავლის სახელი, რომელმაც პირადად შეუკვეთა მოცარტს ნაწარმოების შექმნა: ის იყო გრაფის მართველი ლოიტგები. გრაფ ფონ ვალზეგი მუსიკის მოყვარული იყო და თვითონ უკრავდა ფლეიტაზე და ვიოლონჩელოზე. გრაფი ხშირად ასრულებდა სხვადასხვა ნაწარმოებებს და სხვადასხვა ავტორების თეატრალურ წარმოდგენებს თავის სახლში, მაგრამ მას სურდა, რომ ისიც ნამდვილ კომპოზიტორად ჩაეთვალათ.

რეკვიემის პირველი შესრულება 14 დეკემბერი 1793 წელი პარტიტურაზე მითითებული იყო: „რეკვიემი გრაფ ფონ ვალზეგის შემოქმედება“ («Requiem composito del conte Walsegg»).

რეკვიემზე მუშაობის დასაწყისში, მოცარტს არაერთხელ შეუშლია ხელი სხვა ნაწარმოებებზე მუშაობამ: აგვისტოში, როდესაც მოცარტი ვერ ასწრებდა სერიოზულად ნაბიჯი გადაედგა რეკვიემის მუშაობაში, მან მიიღო სასწრაფო შეკვეთა ოპერა „La clemenza di Tito“ თაობაზე, წარმოდგენა რომელიც უნდამ დამთხვეოდა ლეოპოლდ II ის კორონაციას, როგორც ბოჰემიის მეფე. პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მოცარტს მოუწია ემუშავა ჯადოსნური ფლეიტაზე, ხოლო შემდეგ „კონცერტი კლარნეტისთვის“-ზე(K.622) ანტონ შტედლერისთვის და „მასონური კანტანტაზე“(K.623).

1791 წლის 30 სექტემბერი ჯადოსნური ფლეიტის პრემიერის შემდეგ, მოცარტი საფუძვლიანად ჩართული იყო რეკვიემის შექმნაში. მისი ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ სანამ რეკვიემს არ დაამთავრებდა, მანამდე არცერთი მოსწავლე არ მიეღო. კონსტანცას თქმით,ამ დროს მისი მეუღლე ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობას, და იგი ხშირად იძულებული იყო მოცარტისთვის რეკვიემის პარტიტურა წაერთმია, რადგან მუშაობა ზიანს აყენებდა. კონსტანცა ყვებოდა, რომ მოცარტის ერთი-ერთი სეირნობის დროს პრატერში, მან აცრემლიანებული თვალებით თქვა, რომ ის რეკვიემს თავისთვის წერს. ამასთან ერთან, ის იძახდა: „მე ძალიან კარგად ვხვდები, რომ დიდხანს ვერ გავძლებ; რა თქმა უნდა, მე მომცეს შხამი — არ შემიძლია თავი დავაღწიო ამ აზრს.“ თუმცა, თანამედროვე მკვლევარები დიდი სიფრთხილით უდგებიან მოცარტის ქვრივის გავრცელებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით, თუ კი ეს ეხება კომპოზიტორის ცხოვრების უკანასკნელ თვეს. ყოველ შემთხვევაში მოცარტის არცერთ წერილში, რომელიც დაწერილია სიკვდილამდე ცოტახნით ადრე, არ არის ნახსენები არანაირ დეპრესიაზე და თავის ცუდად გრძნობაზე. 18 ნოემბერს, სიკვდილამდე 3 თვით ადრე, მოცარტი მაშინაც კი დირიჟორობდა თავის „მასონურ კანტანტას“, იგი მხოლოდ 20 ნოემბერს ჩაწვა ლოგინში. გარშემომყოფთა თქმით, მოცარტი განაგრძობდა რეკვიემზე მუშაობას, სიკვდილამდე - 5 დეკემბრამდე.

იხ. ვიდეო რექვიემი მოცარტის

ცნობილია ისტორია იმის შესახებ, რომ თითქოს 4 დეკემბერს სიკვდილის მიჯნაზე მწოლიარე მოცარტმა და ასევე მისი მეგობრები შაკიმ, ხოფერიმ და გერლიმ იმღერეს რეკვიემი, ამასთან ერთად, როდესაც ისინი მივიდნენ პირველი აქტის ბოლოს - „ლაკრიმოზა“, მოცარტი თითქოს და ატირდა და თქვა, რომ ვერ დაამთავრებს ამ ნაწილს. ეს ინფორმაცია მოვიდა ე.წ „შაკას შეტყობინება“-დან და დამკვიდრდა კომპოზიტორის ბიოგრაფიაში. ბევრი მუსიკათმცოდნე თვლის, რომ ეს გზავნილი არ შეიცავს რეალობას, თავისთავად ასეთი შესრულება მომაკვდავი მოცარტის მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო კომპოზიტორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მოცარტის ცოლის დის სოფი ხაიბლის მოგონებების თანახმად, ამ დღეს მოცარტი უკვე კვდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სიუჟეტი მხატვრების წრეში პოპულარული გახდა — თითქმის ყველა სურათზე რომელზეც გამოსახულია მოცარტის უკანასკნელი საათები, ასევე გამოსახულია რეკვიემის შესრულება
,,მოცარტის ბოლო საათები'' მხატვრი ჰენრი ნელსონის ო ნილი
მომაკვდავი მოცარტის მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო კომპოზიტორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მოცარტის ცოლის დის სოფი ხაიბლის მოგონებების თანახმად, ამ დღეს მოცარტი უკვე კვდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სიუჟეტი მხატვრების წრეში პოპულარული გახდა — თითქმის ყველა სურათზე რომელზეც გამოსახულია მოცარტის უკანასკნელი საათები, ასევე გამოსახულია რეკვიემის შესრულება.
იხ. ვიდეო




BIOS

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                       BIOS

გამოყოფილი მიკრორქემა მუდმივად გამოპყენებადი შეიცავს კოდს ბიოს, შექნეს Phoenix Technologies ფორმამ

 კომპიუტერული სისტემების დე ფაქტო მინიპროგრამა .

BIOS-ის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა. ამ პროგრამას დიდი დანიშნულება აქვს კომპიუტერის მუშაობაში.

BIOS ინახება დედაპლატის ურყევ ჩიპზე. იგი ამა თუ იმ კომპიუტერისათვის ინდივიდუალურად იქმნება, გამომდინარე სისტემის ჩიპსეტიდან. BIOS-მა რომ იფუნქციონიროს, დედაპლატაზე დამაგრებულია სპეციალური ბატარეა რომელიც კვებავს BIOS-ის მიკროსქემას.

BIOS-ის პარამეტრები განსაზღვრავენ კომპიუტერის მოწყობილობების მუშაობას, ამიტომაც ზოგიერთი განსაზღვრული პარამეტრის ცვლილებამ შეიძლება გამოიყვანოს კომპიუტერი მწყობრიდან.

იხ. ვიდეო

ტერმინი ბიოსი გამოიყენება მხოლოდ მოწყობილობის მიმართ, პერსონალური კომფიუერთან ერთად აიბიემი. მოწყობილობისთვის ბაზაზე სხვაპლატფორმებზე, გამოიყენება სხვა ტერმინები. მაგ., კოფიუტერის არქიტექტორზე  SPARC მოკროპროგრამებზე შეიძლება ერქვას ,,PROM'' ან ,,Boot''
იხ. ვიდეო რა არის ბიოსი





ნიობიუმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ნიობიუმი     

ბზინავი რუხი ფერის ლითონი, იფარება მოყვითალო ფერის ოქსიდის ფენით იშვიათად მიწა ლითონი
ნიობიუმის ატომური სქემა
მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მეხუთი ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტიატომური ნომერია 41. აღინიშნება სიმბოლოთი Nb (ლათ. Niobium). მარტივი ნივთიერების ნიობიუმი (CAS-ნომერი: 7440-03-1) — ბრწყინვალე მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონი.
აღმოჩენილი იქნა 1801 წ. ინგლისელი მეცნიერის ჩ. ჰატჩეტის მიერ მინერალში (კოლუმბიტი), რომელიც ნაპოვნი იქნა მდ. კოლუმბიის აუზში, და ამიტომაც ამ ელემენტმა მიიღო სახელწოდება «კოლუმბიუმი». 1809 წ. ინგლისელმა ქიმიკოსმა უ.ვოლასტონმა შეცდომით დაასკვნა, რომ ტანტალი და კოლუმბიუმი ინდენტურები
                                                                           
ჩსრზლ ჰატჩეტი
გერმანელმა მეცნიერმა ჰ.როუზმა 1846 წ. განსაზღვრა, რომ ტანტალის საბადო შეიცავდა მეორე (სხვა) ელემენტს, რომელსაც მან უწოდა ნიობიუმი.ნიობის ტანტალის ქალიშვილის პატივსაცემად, რითაც ხაზი გაუსვა ნიობიუმისა და ტანტალის მსგავსებას. შემდგომმა მეცნიერულმა კვლევებმა უჩვენა, რომ ნიობიუმი და კოლუმბიუმი წარმოადგენდა ერთსადაიმავე ელემენტს (ტანტალისგან განსხვავებულს) და მთელი საუკუნის განმავლობაში ორივე სახელი გამოიყენებოდა მონაცვლეობით. მაგრამ ზოგ ქვეყანაში (აშშ, ინგლისი) დიდი ხნით შენარჩუნდა ელემენტის პირვანდელი სახელწოდება — კოლუმბიუმი, და მხოლოდ 1950 წ. თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის გადაწყვეტილებით (IUPAC) ელემენტს საბოლოოდ მიენიჭა ნიობიუმის სახელწოდება.
ნიობის ელინური სკუპლტურა (ავტ. ჯიორჯიო სიომერი)
იობიუმი დედამიწაზე გავრცელების მიხედვით წარმოადგენს 33–ე ელემენტს. დედამიწის ქერქში იგი არის 20ppm. ბუნებაში თავისუფალი ელემენტი არ არის ნაპოვნი, მაგრამ იგი გვხვდება მინერალებში. ნიობიუმის კლარკი არის 18 გრ/ტ. ნიობიუმის შემცველობა მატულობს ულტრაფუძე ქანებიდან (0,2 გრ/ტ Nb) მჟავე ქანებისაკენ 24 გრ/ტ Nb). ნიობიუმს სულ თან ახლავს ტანტალი. ტანტალისა და ნიობიუმის ახლო ქიმიური თვისებები განაპირობებენ მათ ერთობლივ არსებობას ერთ და იგივე მინერალში და საერთო გეოლოგიურ პროცესებში მონაწილეობას. ნიობიუმს შეუძლია ჩაანაცვლოს ტიტანი ზოგ ტიტანშემცველ მინერალში (სფენი, ორტიტი, ბიოტიტი). ბუნებაში ნიობიუმის არსებობის ფორმა შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: გაბნეული (ქანწარმომქმნელ და მაგმატური ქანების აქცესორულ მინერალებში) და მინერალური. საერთოდ ცნობილია 100-ზე უფრო მეტი ნუბიუმშემცველი მინერალი. მათ შორის სამრეწველო მნიშვნელობა აქვს მხოლოდ რამდენიმეს: კოლუმბიტ-ტანტალიტი (Fe, Mn)(Nb, Ta)2O6, პიროქლორი (Na, Ca, TR, U)2(Nb, Ta, Ti)2O6(OH, F) (Nb2O5 0 — 63 %), ლოპარიტი (Na, Ca, Ce)(Ti, Nb)O3 ((Nb, Ta)2O5 8 — 10 %), ზოგჯერ გამოიყენება ევქსენითი, ტოროლიტი, ილმენორუტილი, ასევე მინერალები, რომლებიც შეიცავენ ნიობიუმს როგორც მინარევს (ილმენიტი, კასიტერიტი, ვოლფრამიტი). ტუტე - ულტრაფუძე ქანებში ნიობიუმი იფანტება მინერალებში. ნიობიუმის კონცენტრაცია ზღვის წყალში შეადგენს 1×10−5 მგრ/ლ

ნიობიუმის საბადოები მდებარეობენ აშშ, იაპონიაში, რუსეთში, ბრაზილიაში, კანადაში[4]. ბრაზილია მსოფლიოში ლიდერობს ნიობიუმის და ფერონიობიუმის (ნიობიუმისა და რკინის შენადნობი) წარმოებაში.

იხ. ვიდეო ნიობიუმი - მეტალი რომელსაც შეუძლა ჩაანაცვლოს ოქრო

ნიობიუმის მადანი — ჩვეულებრივ არის კომპლექსური და ღარიბია ლითონით. მადნის კონცენტრატები შეიცავენ Nb2O5პიროქლორები — არა უმცირეს 37 %-ისა, ლიპარიტები — 8 %, კოლუმბიტები — 30—60 %. მათი უმრავლესობას ამუშავებენ ალუმინო- ან სილიკოთერმული აღდგენით ფერონიობიუმამდე (40—60 % Nb) და ფეროტანტალონიობიუმამდე. ლითონურ ნიობიუმს მიიღებენ მადნის კონცენტრატებისაგან სამ სტადიანი რთული ტექნოლოგიით:

1) კონცენტრატის გახსნა, 2) ნიობიუმისა და ტანტალის გამოყოფა და მათი სუფთა ქიმიური ნაერთების მიღება, 3) ლითონური ნიობიუმის და მისი შენადნობების აღდგენა და რაფინირება. ლითონური ნიობიუმის Nb და შენადნობების მიღების ძირითადი სამრეწველო მეთოდებია - ალუმინოთერმული, ნატრიუმთერმული, კარბოთერმული: თავდაპირველად Nb2O5-სა და ჭვარტლის - ბუნებრივი აირის ნამწვისაგან 1800 °C ტემპერათურისას წყალბადის ატმოსფეროში მიიღებენ კარბიდს, შემდეგ კარბიდისა და ხუთჟანგის ნარევისაგან 1800—1900 °C-ზე ვაკუუმში - მიიღებენ ლითონს; ნიობიუმის შენადნობების მისაღებად ამ ნარევებში ამატებენ მალეგირებელი ლითონების ჟანგებს; მეორე ვარიანტით ნიობიუმს აღადგენენ ვაკუუმში მაღალი ტემპერატურისას უშუალოდ Nb2O5-საგან. ნატრიუმთერმული მეთოდისას ნიობიუმს K2NbF7-დან აღადგენენ ნატრიუმით, ალუმინოთერმულისას — Nb2O5-დან ალუმინით. კომპაქტურ ლითონებს (შენადნობი) აწარმოებევნ ფხვნილური მეტლურგიის მეთოდებით, ჯერ ვაკუუმში ლითონის დაწნეხილ ფხვნილებს 2300 °C-ზე ადუღებენ ერთმანეთთან ელექტრონულსხივური ან ვაკუუმური შედუღებით.

ბუნებაში, ნიობიუმი გვხვდება ერთადერთი სტაბილური იზოტოპის Nb-93–ის სახით. 2003 წ. სინთეზირებულ იქნა 32–მდე რადიოიზოტოპი, რომელთა ატომური მასები 81-დან 113–მდე მერყეობს. მათგან ყველაზე სტაბილურია Nb-92 (ნახევარდაშლის პერიოდით 34.7 მილიონი წელი. ყველაზე ნაკლებ სტაბილურია Nb-113 (ნახევარდაშლის პერიოდი – 30 მილიწამი).

აღწერილია 25 ბირთვული იზომერი, ატომური მასით 84–დან 104–მდე ამ რიგში იზომერი არ აქვს მხოლოდ Nb-96, Nb-101 და Nb-103–ს. ნიობიუმის იზომერიდან ყველაზე მდგრადია 93მეტაNb (ნახევარდაშლის პერიოდი 103 ნწმ). გარდა 92მეტაNb–ისა, ნიობიუმის ყველა იზომერი იშლება ან იზომეტრიული გარდაქმნით ან ბეტა–დაშლით.

ფიზიკური თვისებები

ნიობიუმი — დრეკადი პარამაგნიტური, ბრწყინავი მოვერცხლისფრო-რუხი ფერის ლითონია რომელსაც კუბური მოცულობაცენტრირებული კრისტალური α-Fe, а = 0,3294 ნმ ტიპის მესერი აქვს.

  • მას ახასიათებს მაღალი სიმაგრე და ჭედადობა.
  • ჰაერზე მდგრადი და პარამაგნიტურია.
  • გარე ელექტრონულ შრეზე დანარჩენ წევრებთან შედარებით გააჩნია ელექტრონების არატიპიური კონფიგურაცია. (ეს აღინიშნება მის მეზობელ რუთენიუმშიროდიუმში (45) და პალადიუმში (46)).
  • ნიობიუმი კრიოგენულ ტემპერატურაზე ხდება ზეგამტარი.
  • ატმოსფერულ წნევაზე, მას გააჩნია ელემენტური სუპერგამტარობის უმაღლესი კრიტიკული ტემპერატურა: 9.2 K.
  • ნიობიუმს გააჩნია უდიდესი მაგნიტური შეღწევადობა სხვა ელემენტებთან შედარებით.
  • ლითონ ნიობიუმის ზეგამტარობა ძლიერ არის დამოკიდებული მის სისუფთავეზე, როდესაც ძლიერ სუფთაა იგი შედარებით რბილი და დრეკადია, მაგრამ მინარევების დროს იგი ხდება უფრო მაგარი
იხ. ვიდეო


ქიმიური თვისებები

ლითონი ნიობიუმი ოთახის ტემპერატურაზე, ჰაერზე გარკვეული პერიოდით დაყოვნებისას იღებს მოლურჯო ელფერს, მიუხედავად იმისა, რომ ელემენტურ ფორმაში გააჩნია მაღალი ლღობის ტემპერატურა (2.468 °C), ახასიათებს დაბალი სიმკვრივე, სხვა ძნელადლღობად ლითონებთან შედარებით. იგი წარმოადგენს კოროზიამედეგ ლითონს, რომელიც ამჟღავნებს ზეგამტარობის უნარს და წარმოქმნის ოქსიდის ფენებს. ნიბიუმის ელექტროუარყოფითობა მცირედ ნაკლებია და მეტად კომპაქტურია, ვიდრე პერიოდულ სისტემაში მის წინ მდგომი ცირკონიუმისა, მაშინ როცა იგი ზომაში ვირტუალურად იდენტურია უფრო მძიმე ტანტალისა. ამიტომაც, ნიბიუის ქიმიური თვისებები ძალიან ემსგავსება ტანტალისას, რომელიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულია ნიობიუმის ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოროზიული მედეგობა არ არის ისეთივე გამოკვეთილი, როგორიც ტიტანის, მაგრამ დაბალი ფასისა და დიდი მისაწვდომობის გამო ნიობიუმი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ნაკლებად მოთხოვნად გამოყენებაში. მაგალითად როგორიცაა დანადგარების მოპირკეთება.

ქიმიურად ნიუბიუმი მეტად მდგრადია. ჰაერზე გახურებისას იჟანგება Nb2О5-მდე. ამ ოქსიდისათვის აღწერილია მიახლოებით 10 კრისტალური მოდიფიკაცია. ჩვეულებრივი წნევისას β-ფორმა სტაბილურია Nb2О5.

  • Nb2О5-ის შედნობისას სხვადასხვა ოქსიდებთან მიიღებენ ნიობატებს: Ti2Nb10О29, FeNb49О124. ნიობატები შეიძლება განვიხილოთ როგორც ჰიპითეთიკური ნიობიუმის მჟავეების მარილებად. ისინი იყოფიან მეტანიობატებად MNbO3ორთონიობატებად M3NbO4პირონიობატებად M4Nb2O7 ან პოლინიობატებად M2O·nNb2O5 (M — ერთმუხტიანი კათიონია, n = 2-12). ცნობილია ასევე ორ- და სამმუხტიანი კათიონი ნიობატები.
  • ნიობატები რეაგირებენ ფტორწყალბადმჟავასთან HF, ტუტე ლითონების და ამონიუმის ჰიდროფტორიდებთან, (KHF2). ზოგი ნიობატი M2O/Nb2O5 ჰიდროლიზდება:
6Na3NbO4 + 5H2O = Na8Nb6O19 + 10NaOH.
                                      

ნიობიუმის პენტატლორიდი

  • ნიობიუმი წარმოქმნის NbO2, NbO, მთელ რიგ ოქსიდებს, შუალედური NbO2,42-სა და NbO2,50-ს შორის და ის სტრუქტურით ახლოა β-ფორმასთან Nb2О5.
  • ნიობიუმი წარმოქმნის ჰალოგენიდებს დაჟანგულობის ხარისხით +5 და +4. პენტაჰალგენიდები (NbHal5) წარმოადგენენ ოქტაედრს, რომლის ცენტრშიც არის ნიობიუმი. ნიობიუმ პენტაფტორიდი (NbF5) წარმოადგენს თეთრ, მყარ ნივთიერებას, ლღობის ტემპერატურით 79,0 °C, ნიობიუმ პენტაქლორიდი (NbCl5) კი არის ყვითელი ფერის ნივთიერება ლღობის ტემპერატურით 203.4 °C. ორივე ნივთიერება განიცდის ჰიდროლიზს და იძლევა ოქსიდებს და ოქსიდჰალოგენებს, როგორიცაა მაგალითად NbOCl3. პენტაქლორიდი გამოიყენება ძირითადად ორგანომეტალური ნაერთების მისაღებად, როგორიცაა ((C5H5)2NbCl2).
                                                                              
ნაბიუმ-პენტაქლორიდი

ტეტრაჰალოგენიდი (NbHal4) და ფაზები NbHal2,67 — NbHal3+x, რომლებში არის დაჯგუფებები Nb3 ან Nb2 მუქი ფერის პოლიმერი Nb-Nb ბმით, მაგალითად, შავი ჰიგროსკოპული ნიობიუმტეტრაქლორიდი (NbF4) და ყავისფერი ნიობიუმტეტრაქლორიდი (NbCl4). ნიობიუმის პენტაჰალოგენიდები ადვილად ჰიდროლიზდებიან წყალში კარგადაა ცნობილი ნიობიუმის ანიონური ჰალოგენიდები. მათ შორის პენტაჰალოგენიდები. მნიშვნელოვანია [NbF7]2-, რომელიც შუალედური პროდუქტია საბადოებიდან Nb და Ta გამოყოფის დროს. ეს ჰეფტაფტორიდი წარმოქმნის ოქსოპენტაქლორიდს უფრო ადვილად, ვიდრე ტანტალის ნაერთები. სხვა ჰალოგენიდკომპლექსები მოიცავენ ოქტაედრული [NbCl6]-:

Nb2Cl10 + 2 Cl- → 2 [NbCl6]-

  • წყლის ორთქლთან და ჟანგბადთან ერთად NbCl5 და NbBr5 წარმოქმნის ოქსიჰალოგენიდებს NbOCl3 და NbOBr3 — ფხვიერი ბამბისმაგვარი ნივთიერება.
  • ნიობიუმისა და გრაფიტის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება კარბიდები Nb2C და NbC, მაგარი ცეცხლგამძლე ნაერთებია. Nb — N სისტემაში არსებობს ცვალებადი შემადგენლობის რამდენიმე ფაზა და ნიტრიდები Nb2N და NbN. ნიობიუმი ფოსფორის და დარიშხანის სისტემებშიც მსგავსად იქცევა. ნიობიუმისა და გოგირდის ურთიერთქმედებით მიიღება სულფიდები: NbS, NbS2 და NbS3. Nb-სა და კალიუმის (ნატრიუმის) ორმაგი ფტორიდები სინთეზირდებიან — K2[NbF7].
  • წყლის ხსნარებიდან ელექტროქიმიურად ნიობიუმის მიღება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. შესაძლებელია ნიობიუმის შემცვლელი შენადნობების მიღება ელექტროქიმიურად. უწყლო მარილების შენადუღებიდან ელექტროლიზით შესაძლებელია ლითონური ნიობიუმის მიღება.

რომ 2006 წელს, ნიობიუმის 44.500 მეტრი ტონა იქნა წარმოებული, რომლის 90% გამოყენებული იქნა მაღალი ხარისხის ფოლადის წარმოებაში, იგი აგრეთვე გამოყენებული იქნა ზეშენადნობებში. ნიობიუმის მიღება და გამოყენება სწრაფად იზრდება, რაც განპირობებულია მისი ისეთი თვისებებით, როგორიცაა ძნელადლღობადობა, ზეგამტარობა, სითბური ნეიტრონების მიტაცების მცირე განიკვეთი, ცეცხლმედეგობა, კოროზიამედეგობა და სხვა. ნიობიუმის გამოკენების ძირითადი დარგებია: რაკეტის მშენებლობა, ავიაციური და კოსმოსური ტექნიკა, რადიოტექნიკა, ელექტრონიკა, ატომური ენერგეტიკა.

  • სუფთა ნიობიუმიდან ან მისი შენადნობებიდან ამზადებენ საფრენი აპარატების ნაწილებს; ურანისა და პლუტონიუმის სითბოგამემცემი ელემენტის გარსებს; თხევადი ლითონების კონტეინერებსა და მილებს; ელექტრილიტური კონდენსატორების ნაწილებს; ელექტრონული (რადარული დანადგარებისათვის) და მძლავრი გენერატორების ნათურების (ანოდები, კათოდები, ბადეები და სხვა) «ცხელ» არმატურებს; კოროზიამედეგ აპარატურისათვის ქიმიურ მრეწველობაში.
  • ნიობიუმით ალეგირებენ სხვა ფერად ლითონებს, მათ შორის ერანს.
  • ნიობიუმი გამოიყენება კრიოტრონებში — გამომთვლელი მანქანების ზეგამტარ ელემენტებში. ნიობიუმი ასევე ცნობილია იმით, რომ გამოიყენება დიდი ადრონული კოლაიდერის აჩქარებულ სტრუქტურებში
                                                                   
ლითონური ნიობიუმის კრისტალები
  • სტანიდი Nb3Sn და ნიობიუმის შენადნობები ტიტანთან და ცირკონიუმთან ერთად გამოიყენება ზეგამტარი ელექტრომაგნიტების კოჭების დასამზადებლად.
  • ნიობიუმი და მისი შენადნობები ტანტალთან ბევრ შემთხვევაში ცვლიან ტანტალს, რასაც დიდი ეკონომიური ეფექტი აქვს (ნიობიუმი იაფია და თითქმის ორჯერ უფრო მჩატეა, ვიდრე ტანტალი).
  • ფერონიობიუმს ამატებენ უჟანგავი ქრომონიკელის ფოლადებში კრისტალებსშორისი კოროზიისა და დაშლის თავიდან ასაცილებლად და სხვა ტიპის ფოლადებში თვისებების გასაუმჯობესებლად.
  • ნიობიუმი გამოიყენება კოლექციური მონეტების მოჭრისას. ლატვიის ბანკი ამტკიცებს, რომ 1 ლატის ნომინალის კოლექციურ მონეტებში ვერცხლთან ერთად გამოყენებულია ნიობიუმი

ნიობიუმის ნაერთების გამოყენება

  • Nb2O5 - არის კატალიზატორი ქიმიურ მრეწველობაში;
  • გამოიყენება ცეცხლგამძლე მასალებში, კერმეტებში, სპეციალური მინებში, ნიტრიდებში, კარბიდებში და ნიობატებში.
  • ნიობიუმის კარბიდი (დნ. ტ. 3480 °C) ცირკონიუმის კარბიდთან და ურან-235-ის კარბიდთან ერთად შენადნობში წარმოადგენს მნიშვნელოვან კონსტრუქციულ მასალას სითბოგამომყოფი ელემენტებისათვის მყარფაზიან ბირთვულ რეაქტიულ ძრავებში.
  • ნიობიუმის ნიტრიდი NbN გამოიყენება 5-10 К მქონე კრიტიკული ტემპერატურის, წვრილი გადასვლის - მიახლოებით 0,1 К-ის თხელი და ულტრათხელი ზეგამტარი ბრკეების (пленка) დასამზადებლად .

პირველი თაობის ზეგამტარი მასალები

  • არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ზეგამტარი მასალა (ზეგამტარობაზე გადასვლის ტემპერატურა 9,25 К). ნიობიუმის ნაერთების ზეგამტარობის გადასვლის ტემპერატურა აღწევს 23,2 К (Nb3Ge).
  • ყველაზე ხშირად გამოყენებადი სამრეწველო ზეგამტარებია — NbTi და Nb3Sn.
  • ნიობიუმი ასევე გამოიყენება მაგნიტურ შენადნობებში.
  • გამოიყენება როგორც მალეგირებელი დანამატი.
  • ნიობიუმის ნითრიდი გამოიყენება ზეგამტარი ბოლომეტრების დასამზადებლად.
  • ცეზიუმ-133-ის გადახურებულ ორთქლში ნიობიუმისა და მისი შენადნობები ტანტალთან ერთად წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სასურველ და იაფ კონსტრუქციულ მასალას დიდი სიძლიერის თერმოემისიური გენერატორებისა.

ფიზიოლოგიური ქმედება

ნიობიუმის ლითონური მტვერი ცეცხლსაშიშია და აღიზიანებს თვალებს და კანს. ნიობიუმის ზოგი ნაერთი ძალიან ტოქსიკურია. წყალში ნიობიუმის ზღვრული დასაშვები კონცენტრაციაა 0,01 მგრ/ლ. ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს შინაგანი ორგანოების გაღიზიანებას და კიდურების დამბლას.








                                                          

თერაპია (მკურნალობა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                       თერაპია (მკურნალობა) მოახლემ წამალი და წვნიანი მოუტანა გაციებულ ბ...