пятница, 15 октября 2021 г.

კლიმატის ცვლილება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       კლიმატის ცვლილება

გამოსახულია არქტიკაში არსებული ყინულის ცვლილება (წლების მიხედვით)

 დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებები შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებები თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიკური დარგი — პალეოკლიმატოლოგია.

                                                                        

კლიმატის ცვლილებების ფაქტორები

დედამიწის ყველაზე პირველი ევოლუციური ეტაპების დროს, მისი წარმოშობის დასრულებისა და ბირთვის ფორმირების შემდეგ, მოხდა მაგმატიზმის აქტიური გამოვლინება და ნაწილობრივ ვულკანიზმის გაღვივება, რასაც მოჰყვა მანტიის დეგაზაცია და ატმოსფეროსა და ჰიდროსფეროს ფორმირება.

არქეულში მსოფლიო ოკეანე, როგორც ჩანს, დედამიწას ფარავდა ან მთლიანად, ან უდიდეს ნაწილში მაინც. ატმოსფერო თავის ევოლუციის პირველ სტადიაზე მეთანისგან შედგებოდა, CH4, H2, N2, NH დამატებებით; იმ დროს ჟანგბადს ატმოსფერო არ შეიცავდა. არქეულში გამყინვარების ფართო გავრცელების ნიშნები არ შეიმჩნეოდა. დედამიწის კლიმატი ზონალურობით ხასიათდებოდა და იმდროინდელი ჰავა თბილი იყო.

გვიანდელ არქეულში (2,7 - 2,9 მლრდ. წლის წინ) პირველად გაჩნდა მიკროსკოპული ერთუჯრედიანი წყალმცენარეები, რომლებსაც შეეძლოთ განეხორციელებინათ ჟანგბადისაგან გამოყოფილი თავისუფალი წყლების შედეგად შექმნილი ორგანული ნივთიერებების ფიტოსინთეზი. ჟანგბადი აჟანგებდა ამიაკსა და აზოტს. შედეგად, გვიანდელ პროტეროზოურში (2,6-1,95 მლრდ. წლის წინ) დაიწყო ატმოსფეროს ევოლუციის მეორე სტადია. ამ დროს ატმოსფეროს ძირითადი კომპონენტი ხდება აზოტი N2, ხოლო მეტად მნიშვნელოვანი ნაზავი გახდა CO2 და Ar.

დაახლ. 1,8 მლრდ. წლის წინ დაიწყო ჟანგბადის სწრაფი განვითარება, რასაც მოჰყვა ატმოსფეროში მისი შენაზავების მომატება. ამ სტადიიდან დაწყებული იწყება ატმოსფეროს განვითარების მესამე სტადია. ამ დროიდან მოყოლებული ატმოსფეროში იზრდებოდა ჟანგბადის პარციალური წნევა და უახლოვდებოდა იგი თანამედროვე მნიშნველობას. არქეულში გაბატონებული თბილი კლიმატი იცვლება შედარებით ცივი კლიმატით.

ქვედა პროტეროზოურში შესაძლოა მოხდა გამყინვარებაც, თუმცა მისი გავრცელების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ მოიპოვება.

გეოლოგიური ისტორიის ხანგრძლივი დროის მანძილზე (დაახლოებით 2,1 და 1,0 მლრდ. წლის წინ) დედამიწაზე გამყინვარებას ადგილის არ ქონია, რაც გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს კლიმატი თბილი იყო. გვიანდელ პროტეროზოულში აღინიშნება გამყინვარების კვალი, რომელიც სამ სტადიად იყოფა. გამყინვარების გამომწვევი მიზეზი კი გლობალური დათბობა იყო.

იხ. ვიდეო კლიმატური ცვლილება (გლობალური დათბობა) 2020 წელი კორონავირუსთან ერთად იქცა ყველაზე ცხელ წლად ჩვენი ისტორიის მანძილზე.

სანდრო ცაგარელი გაგაცნობთ, რატომ შეიძლება განადგურდეს ჩვენი ცივილიზაცია საშუალო ტემპერატურის სულ რაღაც 1 გრადუსით მომატების შემთხვევაში. როგორია დედამიწის მომავლის პროგნოზი - დიდი გამყინვარება თუ დიდი დათბობა. რა უნდა გავაკეთოთ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და რამდენი ერთეული წელი დაგვრჩა ამისთვის.

ალეოზოურის დასაწყისი (570 მლნ. წლის წინ) თბილი კლიმატით ხასიათდებოდა. ხმელეთის ძირითადი მასები თავმოყრილი იყო ტროპიკულ და ზომიერ განედებში; სამხრეთ და განსაკუთრებით ჩრდილოეთ პოლუსი ოკეანით იყო დაფარული, რაც როგორც ჩანს, ყინულის წარმოქმნას ხელს უშლიდა. კლიმატის აცივება, რომელმაც გამოიწვია მასიური გამყინვარება, დაფიქსირებულია დაახლოებით 450 მლნ. წლის წინ (გვიანდელ ორდოვიციულში). ამ დროისათვის ხმელეთის ზედაპირზე მოხდა კონტინენტური ფილაქნების მნიშვნელოვანი გადაადგილებები.

გვიანდელ ორდოვიციულში სამხრეთ პოლუსი იმყოფებოდა თანამედროვე საჰარის ტერიტორიაზე. აქვე განვითარდა დიდი სისქის გამყინვარება, რომლის მყინვართა ფარები სისქეში 2 კმ-ს აღწევდა. გამყინვარება საგრძნობლად ასიმეტრიული იყო და მოიცავდა სამხრეთ ნახევარსფეროს ტერიტორიას და განთავსებული იყო გონდვანაზე.

                                                                

CO2-ის ვარიაცია უკანასკნალელი 450,000

სილურულ ეპოქაში (440 მლნ. წლის წინ) დედამიწის საშუალო ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და მიუახლოვდა 20° გრადუსს, რაც თანამედროვე საშუალო ტემპერატურას 5 გრადუსით აღემატება. კლიმატი თბილი იყო. დათბობა მიმდინარეობდა დევონურ პერიოდშიც (ე.ი. 400-იდან 350 მლნ. წლის წინ). ამ ეპოქაში დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 25° გრადუსს მიაღწია (ე.ი. დღევანდელ ტემპერატურასთან შეადარებით 10° გრადუსით გაიზარდა). ბევრ რაიონში ფართოდ განვითარდა მცენარეული საფარი, კლიმატმა მიიღო ტროპიკული ხასიათი. ასეთივე პირობები შენარჩუდა ადრინდელ კარბონულშიც: პლანეტაზე გაბატონებული იყო ნოტიო ტროპიკული კლიმატი, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ისევ 25° გრადუსს ეთანასწორებოდა.

კარბონულში ხდებოდა თანდათანობითი აცივება. ხმელეთის ჰავას თითქმის ყველა სარტყელში მაღალი ტენიანობა ახასიათებდა, რაც ხელს უწყობდა ტყისა და ჭაობის მცენარეულობის ფართოდ გავრცელებას ყველა კონტინენტზე და ქმნიდა ტორფისა და ქვანახშირის უმდიდრესი საბადოების წარმოქმნის პირობებს.

პერმული პერიოდის შუაში მოხდა ხმელეთის დიდი მასივების გაერთიანება, სახელდობრ: გონდვანაანგარია და ლავრაზია ერთიანდება ერთ სუპერკონტიენტად, რომელსაც პანგეა ეწოდება.

დაახლოებით 280 მილიონი წლის წინ გამყინვარებამ მიაღწია მაქსიმალურ სტადიას. დედამიწის საშუალო ტემპერატურა პერმის დასაწყისში ეცემა 8° გრადუსამდე. ღრმა აცივებამ დიდი გავლენა მოახდინა დედამიწის ფლორასა და ფაუნაზე. პერმული პერიოდის ბოლოს ამოწყდა დიდი რაოდენობით მცენარეულობაც.

კლიმატის ცვლილება მეზოზოურში

ტრიასული პერიოდის დასაწყისში (230 მლნ. წლის წინ) ხმელეთის ძირითადი მასივები გაერთიანებული იყო ერთ მთლიან სუპერკონტინენტში (პანგეაში), რომლის ჩრდილოეთით — ლავრაზია, ხოლო სამხრეთით — გონდვანა გარშემოტყმული იყვნენ ტეთისით. საბოლოოდ იურულ პერიოდში პანგეამ დაშლა დაიწყო.

ტრიასული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა კლიმატის თანდათანობითი დათბობა. დათბობა გრძელდება იურულ ეპოქაშიც. ამ დროისათვის დედამიწის საშუალო ტემპერატურა ისევ მაღალი რჩებოდა და უდრიდა 24,5° გრადუსს. იურულში კლიმატი არსებითად ზონალურობით ხასიათდება და ამასთანავე სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების საშუალო განედებში ადგილი აქვს ტემპერატურის სეზონურ რყევას. იურულში მასიური გამყინვარება არ ფიქსირდება.

ცარცულ პერიოდში (135 მლნ. წლის წინ) კლიმატური ოპტიმუმი გრძელდება, დედამიწის საშუალო ტემპერატურა ინარჩუნებს 25° გრადუსს. ცარცულში დასავლეთ ევროპაში საშუალო წლიური ტემპერატურა უდრიდა 18°-22° გრადუსს. თუმცა ცარცული პერიოდის განმავლობაში შეიმჩნევა ტემპერატურული ციკლი 5° გრადუსის ამპლიტუდით. ამ ციკლის განმავლობაში ტემპერატურა იცვლება 21°-16° გრადუსს შორის. ამრიგად ცარცული პერიოდი უფრო თბილი აღმოჩნდა ვიდრე თანადროული პერიოდი.

ცარცული პერიოდის ბოლოს წარმოებდა ზღვისა და ხმელეთის დიადი ფაუნისტურ-ფლორისტული სახეობების ამოწყდომა. სავარაუდოდ, მასიური კატასტროფის მიზეზი გახდა მოკლევადიანი უეცარი დათბობა, რამაც ნაადრევად გამოიწვია სახეობების განადგურება. ცარცული პერიოდის ბოლოს ისევ გაძლიერდა გლობალური დათბობა და იმდროინდელმა ტემპერატურამ ამჟამინდელს 7°-10° გრადუსით გადააჭარბა.

საბოლოოდ მეზოზოურ და კაინოზოურ ერებს შორის დედამიწის კლიმატი გამოირჩეოდა რბილი, თბილი და ნოტიო ჰავით. პოლარულ მხარეებში ყინული არ ფიქსირდებოდა, კონტრასტი ეკვატორსა და პოლუსს შორის 15°-16° გრადუსს აღწევდა.

კლიმატის ცვლილება კაინოზოურში

მყინვარული ეპოქის კლიმატის ცვლილება

კაინოზოური ერა, რომელიც 65 მლნ. წლის წინ დაიწყო და თავდაპირველად თბილი კლიმატით გამოირჩეოდა. პალეოცენში თბილი კლიმატი შენარჩუნდა: ამ პერიოდის საშუალო გლობალური ტემპერატურა თანადროულს აღემატებოდა დაახლოებით 8°-9° გრადუსით. მაგალითად ლონდონის განედზე საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენდა 21° გრადუსს (დღეისათვის კი იგი შეადგენს მხოლოდ 10° გრადუსს).

გვიანდელი ეოცენიდან დაწყებული (44 მლნ. წლის წინ) იწყება გლობალური ტემპერატურის საფეხურებისებური ვარდნა. შუა ოლიგოცენში (30-35 მლნ. წლის წინ) წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის წყლის ზედაპირული ტემპერატურა ეცემა 17°-18° გრადუსამდე, მიოცენში იწყება დათბობა, რომელმაც პიკს 19,5 და 15,5 მლნ. წწ. შორის მიაღწია. დათბობამ მთელი კონტინენტი მოიცვა. საშუალო წლიური ტემპერატურები (მაგალითად ცენტრალურ ევროპაში) არ ეცემოდა 18°-20° გრადუსზე ქვემოთ, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი წელიწადში შეადგენდა არა ნაკლებ 1000 მმ-ს.

ახალი (მკვეთრი) ტემპერატურის ვარდნა იწყება შუა მიოცენში (ე.ი. დაახლ. 15 მლნ. წლის წინ). მიოცენის ბოლოს ბუნებრივი წყლების ტემპერატურა უდრიდა 2° გრადუსს.

პლიოცენის დასაწყისში (5 მლნ. წლის წინ) დაიწყო დათბობა, რომელმაც გამოიწვია ანტარქტიდის ყინულოვანი ფარისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთის მყინვარების დნობა. ამან გამოიწვია მძლავრი და გლობალური ტრანსგრესია (4,7-4,4 მლნ. წლის წინ), რომელმაც გამოიწვია მსოფლიო ოკეანის დონის 100 მეტრით აწევა. თუმცა დაახლოებით 3,3 და 3,2 მლნ. წლის წინ დაიწყო ახალი გლობალური აცივება, რომელიც ხასიათდებოდა კლიმატის არასტაბილური მკვეთრი ზრდით. ძლიერ აცივებას მოჰყვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მყინვარული საფრების გაჩენა. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ოკეანის დონის ვარდნა, რასაც მოჰყვება ხმელეთის მნიშვნელოვანი უბნების გაშიშვლება.

პლიოცენის დაწყებამდე ჩრდილოეთის ნახევარსფერო ყინულით დაუფარავი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გამყინვარება მაინც დაიწყო, ჯერ ლოკალურად ალასკაზე, შემდგომ პლიოცენში დაიწყო არქტიკის გამყინვარება. არქტიკაში მკაცრი კლიმატური პირობები არსებობდა უკანასკნელი 3 მილიონი წლის განმავლობაში.

კლიმატის ცვლილება პლეისტოცენში

ტემპერატურის ვარიაცია ჰოლოცენში

პლეისტოცენში დედამიწა გამყინვარების ფაზაში უკვე შესული იყო. პლეისტოცენში დამახასიათებელია მყინვარული პერიოდის თანმიმდევრულად შედარებით თბილ გამყინვარებათშორისით შეცვლა. პლეისტოცენი შედგება გამყინვარების ოთხი პერიოდისაგან, რომელთაგან პირველი და კლასიკურია გიუნცური გამყინვარება (1,2-1,0 მლნ. წლის წინ). გიუნცური აცივება დასრულდა გიუნც-მინდელური დათბობით (1,0-0,76 მლნ. წლის წინ), რომლის დროსაც ხმელთაშუაშავ და ბერინგის ზღვებზე აღინიშნებოდა ტრანსგრესიები.

შემდეგ დადგა მინდელური გამყინვარება (დაახლ. 790-580 მლნ. წლის წინ), რომელსაც გამყინვარების გაცილებით რთული ხასიათი ჰქონდა. მას მოჰყვა რისული გამყინვარება, რომელიც ვიურმული გამყინვარებით დაგვირგვინდა.

კლიმატის ცვლილება ჰოლოცენში

ახალი გლობალური დათბობა დაიწყო დაახლოებით 10,3-10,2 ათ. წლის წინ. ამრიგად ჰოლოცენი დაიწყო ინტენსიური დათბობით. შედეგად ქრება სკანდინავიის მყინვარული საფარი (8,5 ათ. წლის წინ). ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლის წინ დაიწყო სუბატლანტიკური პერიოდი. ამ პერიოდში ხდება კლიმატის გაუარესება.

კლიმატის ცვლილება ისტორიულ დროში

ყინულის სისქის ვარდნა მსოფლიო მასშტაბით

ჩვენი ერის პირველ ასწლეულში სინოტივე და ტემპერატურა უახლოვდებოდა თანამედროვე მდგომარეობას. თუმცა დაახლოებით ჩვ. წ. IV-V სს. მოხდა პირობების შეცვლა და გაგრძელდა იგი VIII საუკუნემდე.

ამ პერიოდში ევროპაში კლიმატი თბილი და მშრალი იყო. ამავე პერიოდში იწყება ტორფნარების შემცირება და ტბათა დონეების დაცემა. ადრინდელ შუა საუკუნეების (VIII საუკუნიდან XIV საუკუნემდე) პერიოდს ვიკინგების ეპოქა ეწოდება. ამ დროისათვის კლიმატი უფრო რბილი და თბილი ხდება, რასაც მოჰყვა ჩრდილოეთის ზღვებში ყინულოვანი მასის შემცირება.

800-1200 წწ. ვიკინგები ისეთ განედებზე ნაოსნობდნენ, სადაც დღეისათვის მოტივტივე ყინულებია გავრცელებული. სწორედ მათ გახსნეს და დაასახლეს ისლანდია და გრენლანდია. ჩვ. წ. 750-1200 წწ. დასავლეთ ევროპა თბილი კლიმატით ხასიათდებოდა სინოტივის რამდენადმე ვარდნით. XII-XIII სს. ბალტიის სანაპიროებსა და ინგლისში ყურძენს ზრდიდნენ.

VIII-XIII სს. ჩრდილოეთ ამერიკა ასევე დადებითი თბილი კლიმატით გამოირჩეოდა — დიდი ტბების რაიონში გაჩნდა დასახლება, სადაც მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ამიტომაც VIII-XIII საუკუნეების პერიოდმა მიიღო გავრცელებული სახელწოდება — მცირე კლიმატური ოპტიმუმი.

XIII-XIV სს. იწყება კლიმატის ხელახალი აცივება, ჩრდილოეთის წყლებში თანდათანობით იზრდება ყინულოვანი საფრის რაოდენობა, საზღვაო გზები მეტწილად ჩაიკეტა. ამავე პერიოდში იწყება კლიმატის შიდასეზონური ცვლილებანი. შეინიშნებოდა კლიმატის გადასვლა ე.წ. მცირე მყინვარულ პერიოდში. ამ უკანასკნელისთვის ნიშანდობლივი იყო მთის მყინვარების ბუნების ხასიათი.

XVI საუკუნეში შესამჩნევი ხდება ალპური მყინვარების შემოტევა, ხოლო XVI-XVII სს. მან მაქსიმუმს მიაღწია. კლიმატის ცვლილება მცირე კლიმატური ოპტიმუმსა და მცირე მყინვარულ პერიოდში არასინქრონულად მიმდინარეობდა. ამ ცვლილებების ზუსტი მიზეზი უცნობია.

კლიმატის ცვლილება ინსტრუმენტალური დაკვირვების ფონზე

XIX-XX სს. შეინიშნებოდა კლიმატის რხევა, რასაც ადასტურებს პირდაპირი მეტეოროლოგიური დაკვირვებები. დღეისათვის არსებობს ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დათბობა გძელდებოდა XIX საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის პირველ ნახევრამდე, რაც გამოიხატა არა მარტო ევროპის მყინვარების უკანდახევაში, არამედ ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში გამოხატული პირობებითაც, რასაც ამტკიცებს 100 წლის განმავლობაში დამუშავებული რიგი მეტეოროლოგიური დაკვირვებანი.

ტემპერატურის დაკვირვების ხარჯზე გამოირკვა, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში XIX საუკუნის ბოლოდან 1940 წლამდე დათბოდა მიმდინარეობდა მთელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. 1940-იანი წწ. შემდეგ 1960 წლამდე დაიწყო აცივება, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 0,4° გრადუსი. შემდგომ იწყება ხელახალი დათბოდა, რომელიც თანადროულ ეპოქაშიც გრძელდება.

ტემპერატურის საშუალო წლიური ცვლილება ყველაზე უკეთ არქტიკაში შეინიშნება. თანამგზავრების მეშვეობით დგინდება რომ 1960-იანი წწ. დაწყებული თოვლის საფრის ფართობმა დაახლ. 10% დაიკლო. XX საუკუნეში (ათწლეულის განმავლობაში) ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (მაღალ და ზომიერ განედებში) ატმოსფერული ნალექების რაოდენობა გაიზარდა 0,5-1,0%. ზოგან კი პირიქით, ნალექთა რაოდენობა შემცირდა.

მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილება დაფიქსირდა კავკასიაშიც. 1887 წლიდან 1958 წლამდე პერიოდში კავკასიონის გამყინვარების საერთო ფართობი დაახლოებით 10 % შემცირდა, რასაც მოყვა მყინვარების რაოდენობის გაზრდა.

ასე თუ ისე, ბოლო ასი წელი მაინც დათბობის ხანად არის მიჩნეული.

კლიმატის ანთროპოგენური ცვლილება

მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანის ზემოქმედებით მიმდინარეობდა კლიმატზე გავლენა, თუმცა აღნიშნული პროცესი ადამიანისთვის შეუმჩნევლად წარიმართებოდა. XX საუკუნეში ადამიანის საქმიანობამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია, შესაბამისად დგება საკითხი ადამიანის მიერ კლიმატზე გაუფრთხილებელ გავლენაზე.

კლიმატზე გავლენას ახდენს გლობალური ხასიათის პროცესები, როგორებიცაა:

  • მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, რომელიც იწვევს ალბედოს შეცვლას, სინოტივის დაკარგვას, ატმოსფეროში მტვერიანობის გაზრდას;
  • ტყეები განადგურება, განსაკუთრებით ტროპიკულისა, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე, ალბედოზე და აორთქლებაზე;
  • საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც იცვლება ალბედო და მიმდინარეობს ნიადაგის ამოშრობა;
  • ნამარხი ორგანული საწვავის წვა და ატმოსფეროში CO2 და CH4 შეღწევა.

ატმოსფეროში, როდესაც აღწევენ ნარჩენები, ხდება ატმოსფეროს შედგენილობის ცვლა, რასაც საბოლოოდ მოჰყვება რადიაციულ-აქტიური აირებისა და აეროზოლების ზრდა ატმოსფეროში. უკანასკნელი ორი პროცესი აძლიერებს სათბურის ეფექტს.

კლიმატის შეცვლის ფაქტორები

კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია მასშტაბურ ბუნებრივ ცვილებებთან; სამყაროში მიმდინარეობს მრავალგზის პროცესები, რომლებიც აფორმებენ კლიმატს.


среда, 13 октября 2021 г.

გალილეო (კოსმოსური აპარატი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        გალილეო (კოსმოსური აპარატი)

იგლ. Galileo - ავტომატუური კოსმოსური აპარატი (აკა) შექმნილი  ნასაა მიერ იუპიტერის და მისი თანამგზავრების კვლევებეისთვის. სახეოწიდება დაერწვა გალილეო გალილეოს საპატივცემულოდ, რ- აც უდიდესი იუპიტერის თანამგზავრები აღმოჩინა.
აპარატი გაშვებული იქნა 1989წ-ს, ხოლო 1995წს გავიდა იუპიტერის ორბიტაზე მუშაობდა 2003წ-ს. ეს იყო პირველი აპარატი, რ-იც გავიდა იუპიტერის ორბიტაზე, იკვლევდა პლანტას დიდი ხნის განმავლობაში, ასევე იუპიტერის ატმოსფეროში ჩაშვება აპარატის ზონდის. სადგურმა გადმოსცა 30 გბ ინფორმაცია, მათ შორის 14 ათასი გამოსახულებით პლანეტისა და მისი თანამგზავრების ასევე უნიკალური  ინფორმაცია იუპიტერის ატმოსფეროზე.
იხ. ვიდეო გალიელეო ყველაზე პრობლემატური აპრატის ისტორიაში
აპრატის პროექტირევა დაიწყო ჯერ კიდევ 1977წ-ს, როცა იყო გადაწყვეტილება მიღებული ჩაეტარებინათ იუპიტერის ატმოსფეროს კვლევები. დამშვები აპარატის საშუალებით. მისიის მიზანი იყო იუპიტერის ატმოსფეროს, თანამგზავრებისა და მათი სტრუქტურის, მაგნიტოსფეროს, პლანეტის და მისი თანამგზავრების სურათების გადაცემა და ა.შ. ვარაუდობდნენ, რომ "გალილეო" დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური შატლის გამოყენებით გაუშვებენ და შემდეგ დააჩქარებენ ამაჩქარებლის (ზედა ეტაპის) "ცენტავრის" დახმარებით იუპიტერისკენ. თუმცა, ჩელენჯერის შატლის აფეთქების შემდეგ (1986), კენტავრის ზედა საფეხურის ორბიტაზე გადატანა კოსმოსური შატლის გამოყენებით აიკრძალა. თუმცა, გალილეო მოგვიანებით გაიყვანეს ატლანტიდის შატლის და IUS სტარტის დანწყების ბლოკის გამოყენებით
ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა ფრენის ტრაექტორია, რომელმაც მნიშვნელოვნად დაზოგა საწვავი და შესაძლებელი გახადა კენტავრის ზედა საფეხურის გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფრენის დრო. ამ ტრაექტორიამ, სახელწოდებით VEEGA (ვენერა-დედამიწა-დედამიწის გრავიტაციული დახმარება), გამოიყენა გრავიტაციული დახმარების მთელი რიგი ვენერასა და დედამიწის გრავიტაციულ ველებში. შედეგად, მოწყობილობა გაფრინდა ჯერ ვენერაზე და ორჯერ გაიარა დედამიწა, იუპიტერის ტრაექტორიამდე შესვლამდე და პლანეტაზე ფრენის ხანგრძლივობა თითქმის 6 წელი იყო. შედეგად, გალილეომ ჩაატარა ვენერას და ორი ასტეროიდის კვლევები. თავდაპირველი ტრაექტორიის შეცვლის გამო, მოწყობილობას დასჭირდა მზისგან დამატებითი დაცვა. გარდა ამისა, ვინაიდან მოწყობილობა გარკვეულწილად უნდა გადატრიალებულიყო მზის მახლობლად, რათა მზის დაცვის ჩრდილში ყოფილიყო, მთავარი ანტენის გამოყენება შეუძლებელი იყო. ამიტომ, გადაწყდა, რომ არ გაეხსნათ მანამ, სანამ მოწყობილობა მზიდან არ დაშორდება უსაფრთხო მანძილზე, ხოლო კომუნიკაციის შესანარჩუნებლად დამატებითი ანტენა (დაბალი სიმძლავრის) დაიყენა. მაგრამ მთავარი ანტენა ამის შემდეგ არასოდეს გამოვლენილა. მთავარი მისიის ღირებულება იყო 1.35 მილიარდი დოლარი, მათ შორის 892 მილიონი თვით კოსმოსური ხომალდის განვითარებისათვის. გალილეოს მისიის საერთო ღირებულება იყო 1,5 მილიარდი დოლარი.


მთავარი მოვლენები: მოწყობილობა გაუშვეს 1989 წლის 18 ოქტომბერს კოსმოსური შატლი ატლანტისიდან (მისია STS-34). სტარტი არაერთხელ გადაიდო ჩელენჯერის კატასტროფის გამო. 1990 წელს მან გაფრინდა ვენერა, ჩაატარა მთელი რიგი კვლევები ამ პლანეტაზე. 1991 წელს ის შევიდა ასტეროიდების რგოლში, რომელიც მდებარეობს მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის. 1994 წლის ივლისში მან გადაიღო Shoemaker-Levy 9 კომეტა, რომელიც დაეჯახა იუპიტერს. 1995 წლის 12 ივლისს PDT– ის 23:07 საათზე, დაღმავალი ზონდი გამოეყო მთავარ კოსმოსურ ხომალდს. 1995 წლის 7 დეკემბერს ლანდერმა იუპიტერის ატმოსფერო შემოიტანა. 1995 წლის 8 დეკემბერი "გალილეო" შემოვიდა იუპიტერის ორბიტაზე. ითვლებოდა, რომ იუპიტერზე ჩამოსვლის შემდეგ გალილეო იმუშავებს ორი წლის განმავლობაში, გადადის ერთი ორბიტიდან მეორეში, რათა მიუახლოვდეს თითოეულ დიდ თანამგზავრს. სულ შემუშავდა 11 ორბიტა. ფაქტობრივად, გალილეომ "აითვისა" გაცილებით დიდი რაოდენობის ორბიტა, რვა წლის მანძილზე იუპიტერის გარშემო 35 ბრუნი გააკეთა. ძირითადი მისია დასრულდა 1997 წლის 14 დეკემბერს, რასაც მოჰყვა გაფართოებული მისიები ევროპის მისია (2 წელი, 8 ორბიტა, კალისტოს და იოს გადაფრენებით) და ათასწლეულის მისია (1 წელი, პლანეტის 4 თანამგზავრის გადაფრენა). 2003 წლის 21 სექტემბერს, 14 წლიანი ფრენისა და იუპიტერის სისტემის 8 წლის შესწავლის შემდეგ, გალილეოს მისია დასრულდა. მოწყობილობა იუპიტერის ატმოსფეროში გაიგზავნა დაახლოებით 50 კმ / წმ სიჩქარით? რათა თავიდან იქნას აცილებული დედამიწიდან მიკროორგანიზმების იუპიტერის თანამგზავრებში შეყვანის შესაძლებლობა; ის დნება ატმოსფეროს ზედა ნაწილში.
გალილეო  image of Earth, taken in December 1990
აპარატი 5 მ სიმაღლისა და იწონიდა 2223კგ, მათ შორის 118კგ სამეცნიერო აპარატი, 339კგ - დამშვები აპარატი, 925კგ საწვავი. ელექტროენერგიის დანადგარი შედგება 2 რადიოიზოტოპური ელემენტისგან სიმძლავრე 570ვტ მზის ბატარეები არ გამოიყენებოდა მისგან სიშორის გამო.
სტეროიდების სარტყელში ყოფნისას გალილეო მიუახლოვდა ასტეროიდ გასპრას და დედამიწას ახლო მანძილიდან გადაღებული პირველი სურათები გაუგზავნა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გალილეომ გაიარა ასტეროიდი იდა და იპოვა თანამგზავრი სახელად დაქტილი. 1994 წლის ივლისში, კომეტა შომეიკერი - ლევი 9 დაეცა იუპიტერის ზედაპირზე. ფრაგმენტების ზემოქმედების წერტილები მდებარეობდა იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფეროში, დედამიწის მოპირდაპირე ნახევარსფეროში, ამიტომ დაცემის მომენტები ვიზუალურად იყო დაკვირვებული მხოლოდ კოსმოსური ხომალდი გალილეო, რომელიც მდებარეობს 1.6 ა -ის მანძილზე ... ე. იუპიტერიდან 1995 წლის დეკემბერში ლენდერი შემოვიდა იუპიტერის ატმოსფეროში. ზონდი ატმოსფეროში მუშაობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, დაეშვა 130 კმ სიღრმეზე. გაზომვების მიხედვით, ღრუბლების გარე დონე ხასიათდებოდა 1,6 ატმოსფეროს წნევით და -80 ° C ტემპერატურით; 130 კმ სიღრმეზე - 24 ატმოსფერო, +150 ° C. ღრუბლის სიმკვრივე მოსალოდნელზე დაბალი იყო, წყლის ორთქლის ღრუბლის ფენა არ არსებობდა. გალილეომ დეტალურად შეისწავლა იუპიტერის ატმოსფეროს დინამიკა და პლანეტის სხვა პარამეტრები. კერძოდ, მან აღმოაჩინა, რომ იუპიტერის ატმოსფეროს აქვს "სველი" და "მშრალი" რეგიონები. ზოგიერთ "მშრალ ადგილას" წყლის ორთქლი 100 -ჯერ ნაკლები იყო ვიდრე მთლიანად ატმოსფეროში. ეს "მშრალი ლაქები" შეიძლება გაიზარდოს და შემცირდეს, მაგრამ ისინი მუდმივად აღმოჩნდნენ ერთსა და იმავე ადგილას, რაც მიუთითებს იუპიტერის ატმოსფეროს სისტემურ მიმოქცევაზე. "გალილეომ" დაარეგისტრირა მრავალი ჭექა -ქუხილი ელვაზე 1000 -ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე დედამიწა. წარმოდგენილია დიდი წითელი ლაქის მრავალი სურათი, გიგანტური ქარიშხალი (დედამიწის დიამეტრზე დიდი), რომელიც 300 წელზე მეტია შეინიშნება. გალილეომ ასევე აღმოაჩინა ცხელი წერტილები ეკვატორის გასწვრივ. გარე ღრუბლის ფენა ამ ადგილებში თხელი ჩანს და უფრო ცხელი შიდა რეგიონები ჩანს. გალილეოს მონაცემების წყალობით შეიქმნა იუპიტერის ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების უფრო ზუსტი მოდელები. იუპიტერის თანამგზავრების შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იუპიტერის ორბიტაზე ყოფნისას გალილეომ გაიარა ჩანაწერი იუპიტერის მთვარეებთან ახლოს: ევროპა - 201 კმ (1997 წლის 16 დეკემბერი), კალისტო - 138 კმ (2001 წ. 25 მაისი), იო - 102 კმ (2002 წ. 17 იანვარი) , ამალთეა 160 კმ (2002 წლის 5 ნოემბერი). ბევრი ახალი მონაცემი და თანამგზავრების ზედაპირის დეტალური სურათები იქნა მიღებული. აღმოჩნდა, რომ იოს აქვს საკუთარი მაგნიტური ველი, დადასტურდა ევროპის ზედაპირზე თხევადი წყლის ოკეანის არსებობის თეორია და წამოაყენეს ჰიპოთეზები განიმედისა და კალისტოს ნაწლავებში თხევადი წყლის არსებობის შესახებ. ასევე გამოვლენილია ამალთეას უჩვეულო მახასიათებლები

ჯონ ლენონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ჯონ ლენონი

ჯონ უინსტონ ონო ლენონი

(ინგლ. John Lennon), ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი, (დ. 9 ოქტომბერი1940 — გ. 8 დეკემბერი1980) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი და მშვიდობის აქტივისტი. იგი ცნობილი გახდა, როგორც The Beatles-ის, მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი დამაარსებელი. The Beatles-ის წევრ პოლ მაკ-კარტნისთან ერთად მისი შემოქმედებითი ძალების გაერთიანება წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას. ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის თანამონაწილეობით The Beatles-მა 1960-იანებში მსოფლიო წარმატება მოიპოვა.

დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen იყო The Beatles-ის წინამორბედი. მას შემდეგ, რაც The Beatles 1970 წელს დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine. მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.

მუსიკის, მწერლობის, ნახატების, კინოფილმებისა თუ ინტერვიუების ხასიათით, ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. იგი აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს იგი დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონი სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

2012 წლისათვის ლენონის მიერ აშშ-ში გაყიდული დისკების რაოდენობა 14 მილიონ ერთეულს აღემატება. როგორც ავტორს, თანაავტორს ან შემსრულებელს მას ეკუთვნის ბილბორდის 100-ეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი 25 სინგლი. 2002 წელს BBC-მ ჩაატარა გამოკითხვა „100 უდიდესი ბრიტანელი“, სადაც ჯონი მერვე ადგილზე დასახელდა. 2008 წელს ჟურნალ როლინგ სტოუნის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ჯონი დასახელდა ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის რიგით მეხუთედ. გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს იგი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში, ხოლო 1994 წელს - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონი - მშვიდობის აქტივისტი, რ-იც ომებისა და უსამართლობის წინაამღდეგ გამოდიოდა


ლენონი დაიბადა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ინგლისში, 1940 წლის 9 ოქტომბერს, ლივერპულში, ჯულიასა და ალფრედ ლენონის ოჯახში. ალფრედი იყო ვაჭარი მეზღვაური, წარმოშობით ირლანდიელი, რომელიც შვილის დაბადებისას ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მშობლებმა ბიჭუნას ჯონ უინსტონ ლენონი დაარქვეს, მამის მხრიდან ბაბუის, ჯონ „ჯეკ“ ლენონისა და პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის პატივსაცემად. მამა შინ ხშირად არ იყო, მაგრამ აგზავნიდან ფულად ჩეკებს იმ მისამართზე, რომელზეც ლენონი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ჩეკების გამოგზავნა შეწყდა, როდესაც იგი 1944 წლის თებერვალში დაიკარგა. ექვსი თვის შემდეგ იგი შინ დაბრუნდა, მაგრამ ამ დროისთვის ჯულიას ურთიერთობა ჰქონდა სხვა მამაკაცთან და ფეხმძიმედ იყო, ამიტომ მეუღლესთან ურთიერთობის აღდგენაზე უარი თქვა. მას შემდეგ, რაც დამ, მიმი სმითმა, ლივერპულის სოციალურ სამსახურში ორჯერ იჩივლა, ჯონზე მეურვეობა ჯულიამ მას გადასცა. 1946 წლის ივლისში მამამ ჯონს სმითთან მიაკითხა და ბიჭუნა ბლეკპულში წაიყვანა. მას სურდა ჯონის ახალ ზელანდიაში ფარულად თან წაყვანა. თავის პარტნიორთან, ბობი დიკინსთან ერთად, ჯულია მას გაჰყვა და ჯონს მოსთხოვა არჩევანია გაკეთება. ლენონმა ორჯერ აირჩია მამასთან დარჩენა, მაგრამ, როდესაც დედა მიდიოდა, აცრემლებული, უკან გაჰყვა. მამასთან შემდეგი შეხვედრა ჯონს მხოლოდ 20 წლის შემდეგ ჰქონდა.
                                                                    
ლენონი (მარჯვნივ) და The Beatles 1964წ ბალტიმორის პარკი

15 წლის ასაკში, 1956 წელს ლენონმა სკიფლ-ჯგუფი, The Quarrymen ჩამოაყალიბა (სახელწოდება ჯგუფმა შეიძინა კუორი ბენკის სკოლის პატივსაცემად).  1957 წლის ზაფხულისთვის ისინი ასრულებდნენ „სიმღერების ენერგიულ პროგრამას“, რომელშიც შედიოდა სკიფლის და როკ-ენ-როლის ჟანრის სიმღერები. მაკ-კარტნი ლენონმა მეორე კონცერტის დღეს გაიცნო. იგი ჩატარდა ვულტონში, წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის ეზოში, ვულტონში. კონცერტის შემდეგ ჯონმა მაკ-კარტნის ჯგუფში გაერთიანება შესთავაზა.

მაკ-კარტნი იხსენებდა, რომ დეიდა მიმიმ იცოდა, რომ ჯონის მეგობრები დაბალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ და ბიჭებს ხშირად ადევნებდა თვალს, როდესაც პოლი ჯონს შინ აკითხავდა. პოლის ძმა მაიკი ამბობდა, რომ მაკ-კარტნის მამასაც არ მოსწონდა ეს მეგობრობა, ფიქრობდა რა, რომ ჯონი მშვილს რამე უსიანოვნებაში ჩაითრევდა . თუმცა, მოგვიანებით მან ჯგუფს ნება დართო 20 Forthlin Road-ზე მდებარე სახლში რეპეტიციები ჩაეტარებინათ.  ამ პერიოდკში 18 წლის ლენონმა დაწერა პირველი სიმღერა "Hello Little Girl", რომელიც ხუთი წლის შემდეგ ჯგუფმა The Fourmost შეასრულა და სიმღერით ბრიტანეთის ათეულში მოხვდა.

მაკ-კარტნის ინიციატივით The Quarrymen-ს წამყვანი გიტარისტის სახით შეუერთდა მისი მეგობარი, ჯორჯ ჰარისონი  ლენონი თვლიდა, რომ ის მეტად ახალგაზრდა იყო (მაშინ ჯორჯი 14 წლის იყო). მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონმა ჯგუფთან ერთად ინსტრუმენტული „Raunchy“ დაუკრა ავტობუსის სახურავზე და ლენონი დათანხმდა. ბასისტის სახით ჯგუფს მოგვიანებით დაემატა სტიუარტ სეტკლიფი, ლენონის მეგობარი სამხატვრო სკოლიდან. ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სეტკლიფი 1960 წლის დასაწყისში გახდნენ "The Beatles". იმავე წლის აგვისტოში ისინი ჰამბურგში გაემგზავრნენ, სადაც 48 კონცერტი ჩაატარეს. ვინაიდან დრამერი ჯერ არ ჰყავდათ, ძიების რთული პროცესის შედეგად პიტ ბესტი აიყვანეს.  ლენონს 19 წელი შეუსრულდა და დეიდა შეშინებული იყო ამ მოგზაურობით, ამიტომ ჯონს ეხვეწებოდა, სწავლისთვის მიეხედა. ჰამბურგში პირველი ვიზიტის შემდეგ ჯგუფი გერმანიაში 1961 წლის აპრილში დაბრუნდა, მოგვიანებით კი - კიდევ ერთხელ, 1962 წლის აპრილში. როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ჰამბურგში ლენონი პრელუდინის მომხმარებელი გახდა, რაც მას ეხმარებოდა, საღამოს კონცერტების დროს ენერგიულად ყოფილიყო. ამას ამფეტამინი დაემატა.

იხ. ვიდეო ჯონ ლენონის უცნობი ფაქტები



ბრაიან ეპსტაინი, რომელიც The Beatles-ის მენეჯერი 1962 წელს გახდა, მანამდე შემსრულებლების მენეჯმენტის მხრივ გამოუცდელი იყო, მაგრამ მან გავლენა იქონია წევრების ჩაცმულობაზე და სასცენო ქცევაზე. თავდაპირველად ლენონი მის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა და სურდა, ჯგუფს უფრო პროფესიონალური გარეგნობა ჰქონდოდა, მაგრამ მოგვიანებით დანებდა და განაცხადა „სისხლიანი ბუშტებით გამოვალ, ოღონდ გადამიხადონ.“ სეტკლიფი ჰამბურგში დარჩა და ბასზე მაკ-კარტნი გადაერთო, ხოლო ბესტი რინგო სტარის მიერ იქნა ჩანაცვლებული. 1970 წელს დაშლამდე ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო. მათი პირველი სინგლი "Love Me Do" გამოვიდა 1962 წლის ოქტომბერში და ბრიტანეთის ჩარტში #17 იყო. სადებიუტო ალბომ Please Please Me-ის ჩაწერას 10 საათიც არ დასჭირდა. ჯგუფმა იგი 1963 წლის თებერვალში ჩაწერა, როდესაც ლენონი გაიცებული იყო - ეს კარგად შეიმჩნევა იმ დღეს ჩაწერილ "Twist and Shout"-ში.  ლენონის და მაკ-კარტნის ერთობლივი ძალებით დაიწერა ალბომის 14-დან 8 სიმღერა. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (მათ შორის იყო ალბომის სახელწოდება), მომავალში ლენონის საყვარელი მეთოდი, სიტყვების თამაში სიმღერებში ჯერ არ გამოიყენებოდა: „უბრალოდ პოპულარულ სიმღერებს ვწერდით, ყოველგვარი აზრის გარეშე, მხოლოდ ჟღერადობაზე ვმუშაობდით. სიტყვებს მნიშვნელობა არ ჰქონდა.“ 1987 წელს მაკ-კარტნიმ განაცხადა, რომ The Beatles-ის სხვა წევრები ჯონს კერპად თვლიდნენ: „ჩვენი პატარა ელვისის როლს ასრულებდა...ყველა ჯონზე იყო დამოკიდებული. იგი იყო უფროსი და ნამდვილად ლიდერი - ყველაზე მიხვედრილი და ჭკვიანი.“

მნიშვნელოვანი წარმატება ბრიტანეთში ჯგუფმა 1964 წლის დასაწყისში მოიპოვა. ლენონი ჯგუფთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, როდესაც დაიბადა მისი პირველი შვილი, ჯულიანი. სამეფო ოჯახის წინ გამოსვლისას, ლენონმა იხუმრა - „შემდეგი სიმღერისთვის თქვენ დახმარებას ვითხოვ. ვინც იაფ ადგილებზე ზის, ტაში დაუკარით. დანარჩენებმა, ძვირფასეულობა ათამაშეთ.“ ბრიტანეთში ბიტლომანიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ედ სალივანის შოუში, 1964 წლის თებერვალში შედგა ჯგუფის ამერიკული დებიუტი, რასაც მსოფლიო ვარსკვლავობა მოჰყვა. ორ წლიანი ტურნეს, ფილმების გადაღების და სიმღერების შექმნის პარალელურად ჯონმა დაწერა ორი წიგნი In His Own Write და A Spaniard in the Works. The Beatles საბოლოოდ აღიარეს ბრიტანეთის უმაღლეს წრეებშიც და 1965 წელს დედოფალმა ოთხივეს გადასცა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.

ლენონს აღელვებდა, რომ მსმენელები, რომლებიც The Beatles-ის კონცერტებს ესწრებოდნენ, ფანების კივილის გამო ვერ ისმენდნენ მუსიკას, რასაც ეწირებოდა ჯგუფის, როგორც მუსიკოსების, კარიერა. მის მიერ დაწერილი "Help!" გამოხატავდა მის გრძნობებს 1965 წელს: „ანუ...მე ვმღეროდი 'მიშველეთ'.“ მან მოიმატა წონაში (მოგვიანებით ამას უწოდებდა მსუქანი ელვისის პერიოდს) და ესაჭიროებოდა ცვლილებები. შემდეგი წლის იანვარში, როდესაც ლენონი, ჰარისონი და მათი მეუღლეები კბილის ექიმთან სახლში წვეულებაზე იმყოფებოდნენ, უკანასკნელმა მათ ყავაში ლსდ გაურია - ასე ჯონი პირველად ეზიარა ამ ნარკოტიკს. როდესაც შინ წასვლას აპირებდნენ, მასპინძელმა უამბო, თუ რა გასინჯეს და ჰალუცინოგენის ეფექტის გამო დარჩენა ურჩია. მოგვიანებით ისინი ღამის კლუბში შევიდნენ და ეჩვენათ, რომ იგი ცეცხლმოკიდებული იყო: „ისტერიული კივილი დავიწყეთ.“

რამდენიმე თვეში, მარტში, Evening Standard-ის ჟურნალისტ მორინ კლივის ინტერვიუში ლენონმა ისაუბრა ქრისტიანობის შესახებ: „ქრისტიანობა გაქრება,“ განაცხადა მან. „იგი გაუჩინარდება და შემცირდება. ამაზე კამათს არ ვაპირებ. მე მართალი ვარ და ჩემს სიტყვებსაც გაამართლებენ. ჩვენ ამჟამად ვართ უფრო პოპულარული ვიდრე იესო, არ ვიცი, რომელი უფრო ადრე გაქრება, როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესო მართალი იყო, მაგრამ მისი მიმდევრები - შტერი და ჩვეული. სწორედ მათი სიჩლუნგეა, რომ აფუჭებს ყველაფერს.“ ინგლისში კომენტარი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როდესაც აშშ-ის ჟურნალმა Datebook იგი ხუთი თვის შემდეგ დაბეჭდა - აგვისტოში ჯგუფის აშშ-ის ტურნეს წინ - ამერიკულ ბიბლიურ სარტყელში მან გამოიწვია დავა. ვატიკანმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა, ხოლო ესპანეთისა და ჰოლანდიის რადიოსადგურებში და სამხრეთ აფრიკის ეროვნულ სამაუწყებლო საშუალებებში შეწყდა ჯგუფის ტრანსლირება. ეპსტაინმა Datebook დაადანაშაულა ლენონის სიტყვების კონტექსტიდან ამოგლეჯაში. პრეს-კონფერენციაზე ლენონმა განაცხადა: „რომ მეთქვა, რომ ტელევიზიაა უფრო პოპულარული, ვიდრე იესო, ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა.“ ლენონი ამტკიცებდა, რომ იგი გულისხმობდა იმას, თუ როგორ ხედავენ სხვა ადამიანები მათ წარმატებას, მაგრამ ჟურნალისტების მხრიდან მინიშნების შემდეგ შეაჯამა: „თუკი ისურვებთ, რომ მოვინანიო, თუკი ეს ბედნიერებას მოგიტანთ, მაშინ, კარგი, ბოდიშს ვიხდი.“

8 დეკემბერი 1980: მკვლელობა

Strawberry Fields, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, უკანა ფონზე - დაკოტა

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და ონო ბრუნდებოდნენ დაკოტაში (ნიუ-იორკი) მდებარე ბინაში, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანი იქნა ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა. მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ.“ ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც მოგვიანებით აგებული იქნა ძეგლი „Strawberry Fields“. ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და იგი ციხეში შემდეგი 20 წლით მოხვდა. 2016 წლისთვის, მიუხედავად ცხრა აპელირებისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.

სინთია ლენონი

ენონმა სინთია პაუელი (1939–2015) გაიცნო 1957 წელს, ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში სტუდენტობისას. მიუხედავად იმისა, რომ პაუელს ეშინოდა ლენონის ქცევის და გარეგნობის, მან შეიტყო, რომ ჯონს მოსწონდა ფრაგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, ამიტომ თმა ქერად შეიღება. ლენონმა მას ხელი სთხოვა, თუმცა სინთიამ უპასუხა, რომ უკვე დანიშნული იყო და მიაძახა: „ჩემზე ქორწინება არ მითხოვია, ხომ ასეა?“ პაუელი ხშირად ახლდა ლენონს Quarrymen-ის კონცერტებზე და მაკ-კარტნის მეგობარ გოგონასთან ერთად ჰამბურგში მის მოსანახულებლად იმოგზაურა. თავად ლენონი ბუნებით ეჭვიანი იყო, რაც შემდგომში აგრესიაში გადაიზარდა. იგი ხშირად აშინებდა პაუელს თავისი რეაქციით და ფიზიკური ძალადობით. მოგვიანებით მან ახსენა, რომ ონოსთან შეხვედრამდე ქალებისადმი შოვინისტურ დამოკიდებულებაში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. იგი ამბობდა, რომ The Beatles-ის „Getting Better“ სწორედ მის საკუთარ ამბავზეა: „ჩემს ქალთან უხეში ვიყავი და ფიზიკურად – ნებისმიერთან. ვცემდი. საკუთარ თავს ვერ გამოვხატავდი და ვცემდი. კაცებს ვეჩხუბებოდი და ქალებს ვცემდი. ამიტომ არის, რომ ყოველთვის მშვიდობაზე ვსაუბრობ.“

1962 წლის ივლისში თავის რეაქციაზე, როდესაც შეიტყო, რომ სინთია ფეხმძიმედ იყო, ჯონი იხსენებდა, რომ სინთიას უთხრა: „ერთადერთი დაგვრჩენია, სინ. უნდა დავქორწინდეთ.“ მათ 23 აგვისტოს იქორწინეს, მაუნტ-პლეზენტის სამოქალაქო აქტების სარეგისტრაციო ოფისში, ლივერპულში. მეჯვარე იყო ბრაიან ეპსტაინი. ლენონის ქორწინება დაემთხვა ბიტლომანიის დაწყებას. ჯონი გამოვიდა ჯგუფთან ერთად კონცერტზე იმავე საღამოს და შემდგომშიც გრაფიკის მიხედვით მუშაობა განაგრძო. თავად ეპსტაინს ეშინოდა, რომ მსმენელებს დაქორწინებული ბიტლისადმი უნდობლობა ექნებოდათ, ამიტომ ჯონს სთხოვა, ქორწინების დეტალები გაესაიდუმლოებინა. ჯულიანი დაიბადა 1963 წლის 8 აპრილს. ლენონი ამ დროს ტურნეში იყო და შვილი მხოლოდ სამი დღის შემდეგ იხილა.

სინთიას აზრით, წყვილის პრობლემების მიზეზი იყო LSD-ის გამოყენება. მისი აზრით, ნარკოტიკებით გატაცების გამო ლენონმა მისდამი ინტერესი მალევე დაკარგა. როდესაც The Beatles-მა მიემგზავრებოდა ბანგორში (უელსი), 1967 წელს, მაჰარიში მაჰეშ იოგის სემინარზე დასასწრებად, პოლიციელმა ვერ იცნო სინთია და თვითმფრინავში არ აუშვა. სინთია მოგვიანებით იხსენებდა, რომ ეს ქორწინების დასასრულის სიმბოლო იყო. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა შინაურ კენვუდში, ჯონი იოკო ონოსთან ერთად აღმოაჩინა და მეგობრებთან წავიდა. ალექსის მარდასი მოგვიანებით ამბობდა, რომ სინთიასთან ღამე გაატარა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ამცნო მას, რომ ჯონი აპირებდა გაყრას და ჯულიანის მეურვეობას, ცდილობდა რა დაემტკიცებინა, რომ სინთიამ მას უღალატა. ხანგრძლივი დავის შემდეგ ლენონი დანებდა და სინთიასთან თანასწორი უფლებებით გაყრა არჩია. ყოველივე 1968 ნოემბერში, სასამართლოს გარეშე გადაწყდა. შეთანხმების თანახმად, ლენონი ყოფილ მეუღლეს წლიურად გადასცემდა 100 000 გირვანქა სტერლინგს.

იხ. ვიდეო IMAGINE  John Lennon & The Plastic Ono Band (with the Flux Fiddlers) HD

                              Imagine (სიმღერა)

 ჯონ ლენონის სიმღერა, ამავე დასახელების 1971 წლის ალბომიდან Imagine. სინგლის სახით გამოიცა აშშ-ში, სადაც მან უმაღლეს ადგილს მიაღწია ჩარტებში. იქ სინგლმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი ადგილი დაიკავა. ეს სიმღერა მომღერლისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი The Beatles. იგი ასევე ერთ-ერთი პირველი სოლო სიმღერაა ჯონ ლენონისთვის. სიმღერამ გამოსვლისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად იგი შესულია მსოფლიოს საუკეთესო 500 სიმღერას შორის. ჟურნალ როლინგ სტოუნიის ვერსიით სიმღერა მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს სიმღერებს შორის მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი.. „Imagine“ სხვადასხვა დროს საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგენილი იქნა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების მიერ.







понедельник, 11 октября 2021 г.

ტრამალის მგელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ტრამალის მგელი

                                                               Der Steppenwolf
                                                                                   
პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი - ჰერმან ჰესე, ქვეყანა - შვეიცარია, ენა - გერმანელი, ჟანრი - ავტობიოგრაფიული რომანი, გამომცემელი - S. Fischer Verlag, გამოცემის თარიღი - 1927, ქართულად - 1985, 

(გერმ. Der Steppenwolf) — ჰერმან ჰესეს რომანი, რომელშიც “ მწერალი აღწერს პირველი მსოფლიო ომის შემდეგომი პერიოდის გერმანიაში გამეფებულ განწყობილებას და საყოველთაოდ მიღებულ სულიერ ფასეულობათა გადაფასების რთულ პროცესებს. ავტორი აღწერს ტრაგედიას პიროვნებისა, რომელიც ვერც დამყაყებულ ბიურგერულ ყოფას შეჰგუებია და არც მაღალი იდეალებისაკენ სწრაფვისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალები შერჩენია. პიროვნების გაორებით გამოწვეული ეს ტრაგედია დასაბამს მწერლის იმჟამინდელ გუნება-განწყობაში იღებს და, ამდენად, ნაწარმოებში უხვადაა გამოყენებული ავტობიოგრაფიული მომენტები.

„ტრამალის მგელი“ ქართულად სამჯერაა გამოცემული.

იხ. ვიდეო

                                     Critical analysis

In the preface to the novel's 1960 edition, Hesse wrote that Steppenwolf was "more often and more violently misunderstood" than any of his other books. Hesse felt that his readers focused only on the suffering and despair that are depicted in Harry Haller's life, thereby missing the possibility of transcendence and healing.

                                                                                 


                                                       Later German edition

Close friends and longtime readers of Hesse criticized the novel for its perceived lack of morality in its open depiction of sex and drug use, a criticism that indeed remained the primary rebuff of the novel for many years.

American novelist Jack Kerouac dismissed it in Big Sur (1962), though popular interest was renewed in the 1960s – specifically in the psychedelic movement – primarily because it was seen as a counterculture book, and because of its depiction of free love and explicit drug use.


 

რეკვიემი (მოცარტი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 რეკვიემი (მოცარტი)

პარტიტურის პირველი ნაწილი

რე მინორში, K.626 (ლათ. — სულის მოსახსენებელი მესა) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკანასკნელი (დაუმთავრებელი) ნაწარმოები, რომელზეც იგი თავის სიკვდილამდე მუშაობდა — სამგლოვიარო, სულისმოსახსენებელი მესა, დაწერილია კანონიკურ ლათინურ ტექსტზე. გარდაცვალების შემდეგ ნაწარმოები დაასრულეს იოზებ ეიბლერმა და ფრანც ქსავერ ზიუსმარმა, ამის მიუხედავად, «რეკვიემი» ითვლება მოცარტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად და მიჩნეულია მის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნამუშევრად.
                                                                            
შესაძლოა ეს არის ,ოცარტის უკანასკნელი სიცოცხლინდელი პორტრეტი, შექმნილია 1790წელს მიუნხენში. მხატვარ იოჰან გეორგ ედლინგერი
სში მოცარტმა მიიღო შეკვეთა: მასთან სახლში მივიდა უცნობი დესპატი ნაცრისფერში ჩაცმული, საიდუმლოდ შეუკვეთა სულის მოსახსენებელი მესა — «რეკვიემი». მოცარტი დათანხმდა. ბოლოს გაირკვა, რომ რეკვიემი შეკვეთილი იყო გრაფ ფრანც ფონ ვალზეგის მიერ, რათა მისი მეუღლის ხსოვნისათვის შეესრულებინათ, გაირკვა შუამავლის სახელი, რომელმაც პირადად შეუკვეთა მოცარტს ნაწარმოების შექმნა: ის იყო გრაფის მართველი ლოიტგები. გრაფ ფონ ვალზეგი მუსიკის მოყვარული იყო და თვითონ უკრავდა ფლეიტაზე და ვიოლონჩელოზე. გრაფი ხშირად ასრულებდა სხვადასხვა ნაწარმოებებს და სხვადასხვა ავტორების თეატრალურ წარმოდგენებს თავის სახლში, მაგრამ მას სურდა, რომ ისიც ნამდვილ კომპოზიტორად ჩაეთვალათ.

რეკვიემის პირველი შესრულება 14 დეკემბერი 1793 წელი პარტიტურაზე მითითებული იყო: „რეკვიემი გრაფ ფონ ვალზეგის შემოქმედება“ («Requiem composito del conte Walsegg»).

რეკვიემზე მუშაობის დასაწყისში, მოცარტს არაერთხელ შეუშლია ხელი სხვა ნაწარმოებებზე მუშაობამ: აგვისტოში, როდესაც მოცარტი ვერ ასწრებდა სერიოზულად ნაბიჯი გადაედგა რეკვიემის მუშაობაში, მან მიიღო სასწრაფო შეკვეთა ოპერა „La clemenza di Tito“ თაობაზე, წარმოდგენა რომელიც უნდამ დამთხვეოდა ლეოპოლდ II ის კორონაციას, როგორც ბოჰემიის მეფე. პრაღიდან დაბრუნების შემდეგ მოცარტს მოუწია ემუშავა ჯადოსნური ფლეიტაზე, ხოლო შემდეგ „კონცერტი კლარნეტისთვის“-ზე(K.622) ანტონ შტედლერისთვის და „მასონური კანტანტაზე“(K.623).

1791 წლის 30 სექტემბერი ჯადოსნური ფლეიტის პრემიერის შემდეგ, მოცარტი საფუძვლიანად ჩართული იყო რეკვიემის შექმნაში. მისი ენთუზიაზმი იმდენად დიდი იყო, რომ სანამ რეკვიემს არ დაამთავრებდა, მანამდე არცერთი მოსწავლე არ მიეღო. კონსტანცას თქმით,ამ დროს მისი მეუღლე ხშირად უჩიოდა ჯანმრთელობას, და იგი ხშირად იძულებული იყო მოცარტისთვის რეკვიემის პარტიტურა წაერთმია, რადგან მუშაობა ზიანს აყენებდა. კონსტანცა ყვებოდა, რომ მოცარტის ერთი-ერთი სეირნობის დროს პრატერში, მან აცრემლიანებული თვალებით თქვა, რომ ის რეკვიემს თავისთვის წერს. ამასთან ერთან, ის იძახდა: „მე ძალიან კარგად ვხვდები, რომ დიდხანს ვერ გავძლებ; რა თქმა უნდა, მე მომცეს შხამი — არ შემიძლია თავი დავაღწიო ამ აზრს.“ თუმცა, თანამედროვე მკვლევარები დიდი სიფრთხილით უდგებიან მოცარტის ქვრივის გავრცელებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით, თუ კი ეს ეხება კომპოზიტორის ცხოვრების უკანასკნელ თვეს. ყოველ შემთხვევაში მოცარტის არცერთ წერილში, რომელიც დაწერილია სიკვდილამდე ცოტახნით ადრე, არ არის ნახსენები არანაირ დეპრესიაზე და თავის ცუდად გრძნობაზე. 18 ნოემბერს, სიკვდილამდე 3 თვით ადრე, მოცარტი მაშინაც კი დირიჟორობდა თავის „მასონურ კანტანტას“, იგი მხოლოდ 20 ნოემბერს ჩაწვა ლოგინში. გარშემომყოფთა თქმით, მოცარტი განაგრძობდა რეკვიემზე მუშაობას, სიკვდილამდე - 5 დეკემბრამდე.

იხ. ვიდეო რექვიემი მოცარტის

ცნობილია ისტორია იმის შესახებ, რომ თითქოს 4 დეკემბერს სიკვდილის მიჯნაზე მწოლიარე მოცარტმა და ასევე მისი მეგობრები შაკიმ, ხოფერიმ და გერლიმ იმღერეს რეკვიემი, ამასთან ერთად, როდესაც ისინი მივიდნენ პირველი აქტის ბოლოს - „ლაკრიმოზა“, მოცარტი თითქოს და ატირდა და თქვა, რომ ვერ დაამთავრებს ამ ნაწილს. ეს ინფორმაცია მოვიდა ე.წ „შაკას შეტყობინება“-დან და დამკვიდრდა კომპოზიტორის ბიოგრაფიაში. ბევრი მუსიკათმცოდნე თვლის, რომ ეს გზავნილი არ შეიცავს რეალობას, თავისთავად ასეთი შესრულება მომაკვდავი მოცარტის მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო კომპოზიტორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მოცარტის ცოლის დის სოფი ხაიბლის მოგონებების თანახმად, ამ დღეს მოცარტი უკვე კვდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სიუჟეტი მხატვრების წრეში პოპულარული გახდა — თითქმის ყველა სურათზე რომელზეც გამოსახულია მოცარტის უკანასკნელი საათები, ასევე გამოსახულია რეკვიემის შესრულება
,,მოცარტის ბოლო საათები'' მხატვრი ჰენრი ნელსონის ო ნილი
მომაკვდავი მოცარტის მონაწილეობით, შეიძლება ყოფილიყო კომპოზიტორის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა, მოცარტის ცოლის დის სოფი ხაიბლის მოგონებების თანახმად, ამ დღეს მოცარტი უკვე კვდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს სიუჟეტი მხატვრების წრეში პოპულარული გახდა — თითქმის ყველა სურათზე რომელზეც გამოსახულია მოცარტის უკანასკნელი საათები, ასევე გამოსახულია რეკვიემის შესრულება.
იხ. ვიდეო




BIOS

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                       BIOS

გამოყოფილი მიკრორქემა მუდმივად გამოპყენებადი შეიცავს კოდს ბიოს, შექნეს Phoenix Technologies ფორმამ

 კომპიუტერული სისტემების დე ფაქტო მინიპროგრამა .

BIOS-ის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა. ამ პროგრამას დიდი დანიშნულება აქვს კომპიუტერის მუშაობაში.

BIOS ინახება დედაპლატის ურყევ ჩიპზე. იგი ამა თუ იმ კომპიუტერისათვის ინდივიდუალურად იქმნება, გამომდინარე სისტემის ჩიპსეტიდან. BIOS-მა რომ იფუნქციონიროს, დედაპლატაზე დამაგრებულია სპეციალური ბატარეა რომელიც კვებავს BIOS-ის მიკროსქემას.

BIOS-ის პარამეტრები განსაზღვრავენ კომპიუტერის მოწყობილობების მუშაობას, ამიტომაც ზოგიერთი განსაზღვრული პარამეტრის ცვლილებამ შეიძლება გამოიყვანოს კომპიუტერი მწყობრიდან.

იხ. ვიდეო

ტერმინი ბიოსი გამოიყენება მხოლოდ მოწყობილობის მიმართ, პერსონალური კომფიუერთან ერთად აიბიემი. მოწყობილობისთვის ბაზაზე სხვაპლატფორმებზე, გამოიყენება სხვა ტერმინები. მაგ., კოფიუტერის არქიტექტორზე  SPARC მოკროპროგრამებზე შეიძლება ერქვას ,,PROM'' ან ,,Boot''
იხ. ვიდეო რა არის ბიოსი





უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...