воскресенье, 17 октября 2021 г.

ერიხ ფრომი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                                 ერიხ ფრომი

ერიხ ფრომი პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა. დედამისი, როზა კრაუზე, რუსეთიდან ემიგრირებული რაბინის ქალიშვილი იყო; საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები თალმუდის ღრმა ცოდნით გამოირჩევოდნენ, რის გამოც ებრაულ სათვისტომოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. ნათესავების გავლენის ქვეშ მოქცეულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომ იუდაიზმის შესწავლა და გავრცელება მისი მოწოდება იყო.ფრომის საყვარელ წიგნს ბავშვობაში ძველი აღთქმა წარმოადგენდა, რომელშიც მას განსაკუთრებით სამი ეპიზოდი ხიბლავდა: ადამ და ევას განდევნა სამოთხიდან, სოდომის ისტორია და იონა — წინასწარმეტყველის ამბავი. მამამისი, ნაფტალი ფრომი, აგრეთვე რაბინების შთამომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაჭრობას ეწეოდა, ის ორთოდოქსულ ტრადიციებს იცავდა, რაც უარყოფითად აისახებოდა მის კომერციულ საქმიანობაზე, ვინაიდან ის გაცილებით უფრო დიდ დროს უთმობდა მრავალრიცხოვანი რიტუალების აღსრულებასა და რელიგიური ტექსტების გარჩევას, ვიდრე მყიდველების მომსახურებას. ამის გამო სიდუხჭირე ფრომთა ოჯახის მუდმივი თანმდევი იყო. ფრომი ხშირად აღნიშნავდა, რომ ის სუბკულტურული გარემო (იხ.სუბკულტურა), რომელშიც იგი აღიზარდა, ანგარებისგან და პრაგმატიზმისგან შორს იყო, რომ კაპიტალისტური ფასეულობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მას ბავშვობაში ჩამოუყალიბდა იუდაიზმის გავლენით (ეს უკანასკნელი კი ქადაგებს, რომ მატერიალური კეთილდღეობა არა თუ თვითმიზანია, არამედ სულიერი მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებელი პირობაა). თუმცა ამ სკეპტიციზმმა ნიჰილიზმისაკენ და სულიერი ფასეულობების უარყოფისკენ ევოლუცია არ განიცადა.

კაპიტალისტური ფასეულობების უარმყოფელი და სოციალური რეკონსტრუქციის მომხრე ფრომი არც ტრადიციულ კონსერვატიზმის იდეოლოგიას იზიარებდა. ფრანკფურტში ფრომი ებრაულ სკოლაში დადიოდა, რომელშიც რელიგიური ტრადიციების გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებიც ისწავლებოდა. 1918 წელს ატესტატის მიღების შემდეგ ფრომმა სამართლის შესწავლა გადაწყვიტა, ხოლო რელიგიური განათლების მიღებაზე უარი განაცხადა. სამართალს ფრომი აღიქვამდა, როგორც რაიმე საზოგადოების ეთიკურ მინიმუმს, ეთიკის კავშირს რელიგიასთან კი ფრომი ყოველთვის ნათლად ხედავდა, ასე რომ, მის ამ გადაწყვეტილებაში რადიკალური არაფერი იყო. სამართლის ხიბლი მალე გაქარწყლდა, რის შემდეგ ფრომი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაემგზავრა . აქ ფრომი სწავლობდა ფილოსოფიასსოციოლოგიას და ფსიქოლოგიას. იმხანად ჰაიდელბერგში კარლ იასპერსიმაქს ვებერი და ალფრედ ვებერი მოღვაწეობდნენ,; უკანასკნელი ფრომის დისერტაციის ხელმძღვანელი იყო. 1922 წელს მას ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

შემდეგ ფრომმა სწავლა ფსიქოანალიზის ბერლინის ინსტიტუტში განაგრძო. აქ მან ორთოდოქსული ფროიდიზმი სრულფასოვნად შეისწავლა, და კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენება დაიწყო.მისი ნაშრომები სერიოზულ ფსიქოანალიტიკურ ჟურნალებში იბეჭდებოდა (მაგალითად, "იმაგო"-ში).ზიგმუნდ ფროიდს ფრომი პირადად არ იცნობდა, თუმცა მისი მოძღვრებით მოხიბლული და გამსჭვალული იყო. ამის მიუხედავად, საკუთარი კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ ფროიდიზმის რადიკალური რევიზია სწორედ ფრომმა მოახდინა . ჰაიდელბერგში ფრომმა ფსიქოანალიტიკოსი ქალი ფრიდა რაიჰმანი გაიცნო, რომელიც მასზე 10 წლით უფროსი იყო. ფრიდა ჯერ ფრომის პაციენტი გახდა, შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათი კავშირი არამდგრადი აღმოჩნდა (4 წლის შემდეგ მეუღლეები ერთმანეთს გაშორდნენ). 1930 წელს ფრომი ფრანკფურტის სკოლის დამაარსებლებთან (მაქს ჰორკჰაიმერთანთეოდორ ადორნოსთან და ჰერბერტ მარკუზესთან) იწყებს თანამშრომლობას. 1932 წელს ჩატარებული გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფრომმა ადოლფ ჰიტლერის ახლო მომავალში გამარჯვება იწინასწარმეტყველა. 1933 წელს მან გერმანია დატოვა დააშშ-ს შეაფარა თავი.

1941 წელს მისი პირველი წიგნი გამოქვეყნდა, ეს იყო აწ კლასიკად ქცეული ნაშრომი "თავისუფლებისგან გაქცევა"("Escape from freedom"), რომელშიც მან ტოტალიტარიზმის სახეობები გამოააშკარავა და დაგმო.გერმანიაში ამ წიგნმა ფრომის მიმართ ბრმა სიძულვილის ტალღა გამოიწვია. 1940-იან წლებში ფრომი ფრანკფურტის სკოლას ემიჯნება, რადგან აღარ იზიარებს მარკუზეს და ადორნოს იდეებს. ის პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობით და პრაქტიკული ფსიქოანალიზითაა დაკავებული. კლინიკურმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ნევროზების უმრავლესობას არა მარტო ბიოლოგიური, არამედ სოციალური ფაქტორებიც იწვევენ. ასე ფრომი საბოლოოდ გაემიჯნა კლასიკურ ფროიდიზმს. ფრომი ომის შემდეგ გერმანიაში აღარ დაბრუნდა. 1949 — 1969 წწ. იგი მექსიკაში ცხოვრობდა. აქ ფრომი ხშირად კაპიტალისტური წყობის კრიტიკით გამოდიოდა. 1960 წელს ის აშშ-ს სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა,მან ამ პარტიის პროგრამაც კი შეიმუშავა, რომელიც არ იქნა მიღებული პარტიაში არსებული შიდა განხეთქილების გამო. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ფრომი არ ტოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, განაგრძობს ლექციების კითხვას და მიტინგებში მონაწილეობას. 1969 წელს პირველი ინფარქტის შემდეგ, ფრომი შვეიცარიაში მიემგზავრება. აქ, ლოკარნოში, მან სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში იგი სრულფასოვან შემოქმედებას ეწეოდა.

                                                    ფილოსოფიური იდეები

თავისუფლების საკუთარ კონცეფციას ერიხ ფრომმა რადიკალური ჰუმანიზმი უწოდა.ამ კონცეფციის იდეური წყაროების ნუსხაში შეგვიძლია ვიხილოთ: კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ებრაელი წინასწარმეტყველები, ბუდალაო-ძი. ფრომის აზრით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა კაცობრიობას საყოველთაო ბედნიერება და კეთილდღეობა ვერ მოუტანა, მატერიალურ — ტექნიკურ პროგრესს ადამიანების სულიერი სრულყოფა თან არ სდევდა, რის გამოც თანამედროვე საზოგადოებაში სრული ქაოსია გაბატონებული. მატერიალური კომფორტის კულტით შეპყრობილ საზოგადოებას ფრომმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა. ფრომის აზრით, რელიგიები ორ ჯგუფად იყოფა: ავტორიტარული და ჰუმანისტური.

ავტორიტარული რელიგია გულისხმობს ადამიანის მიერ ისეთი გარე, უზენაესი და უხილავი ძალის აღიარებას, რომელიც მის ცხოვრებას ცალსახად განსაზღვრავს და ითხოვს უპირობო თაყვანისცემას და მორჩილებას. ამავდროულად, მორჩილება ეფუძნება არა ღვთაების ზნეობრივ თვისებებს, არამედ მხოლოდ ძალაუფლების ფაქტს. ღვთაება ყოვლისშემძლეა და ყოვლისმცოდნე, ადამიანი არარაობაა. ადამიანის მიღმა არსებული ამ ძალის წინაშე ინდივიდი უმწეოა, ერთადერთი გამოსავალი სრული კაპიტულაციაა, მარტოობის და შემოსაზღვრულობის დაძლევა მხოლოდ ამ აქტითაა შესაძლებელი.ინდივიდი კარგავს დამოუკიდებლობას, სანაცვლოდ კი უსაფრთხოებისა და უსასრულობასთან ზიარების განცდებს იძენს. ასეთ რელიგიაში მორჩილება უზენაესი სათნოებაა, ხოლო უმძიმეს ცოდვას დაუმორჩილებლობა წარმოადგენს. ამ დოქტრინებში ტანჯვის და დანაშაულის გრძნობები დომინირებენ. ავტორიტარულ რელიგიას ხშირად პოსტულატის სახით შემოაქვს აბსტრაქტული და შორეული იდეალი ("სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ", "კაცობრიობის კეთილდღეობა"), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალური ადამიანების რეალურ ყოფასთან, და რომელსაც რელიგიური თუ საერო "ელიტა" ადამიანთა დიდი ჯგუფების სამართავად იყენებს. ასეთი სიმბოლოების საშუალებით ნებისმიერი მიზნის და ნებისმიერი მსხვერპლის გამართლებაა შესაძლებელი. ავტორიტარული რელიგიის კლასიკურ მაგალითად ფრომი კალვინის თეოლოგიას მიიჩნევს.

ჰუმანისტურ რელიგიაში სამყაროს ცენტრი ადამიანია. ამ კონცეფციის თანახმად, ადამიანმა საკუთარი გონი უნდა განავითაროს, რათა შეიცნოს მიმართება საკუთარ თავსა და გარე სამყაროს შორის. მან ადამიანები უნდა შეიყვაროს და ყველა ცოცხალი არსების ერთიანობა მოიაზროს და შეიგრძნოს. ჰუმანისტური რელიგია მიზნად ადამიანის დაუძლურებას კი არ ისახავს, პირიქით, მისი მიზანი ძლიერი ინდივიდია, რომელიც სამყაროს სიხარულით ეგებება. მთავარი სათნოება არა მორჩილებაა, არამედ თვითრეალიზაციაა. ღმერთი ასეთ რელიგიაში ადამიანის შესაძლებლობების ზღვრული სიმბოლოა; ის ადამიანზე ძალადობას და ბატონობას არ განასახიერებს. ჰუმანისტური რელიგიის მთავარ შემოქმედებად ფრომი ლაო-ძისბუდასსოკრატესიესო ქრისტესსპინოზას ასახელებს. მათი მოძღვრებები მხოლოდ დეტალებში განსხვავდებიან, ლაიტმოტივი კი ერთია: ადამიანის ამოცანა ჭეშმარიტების შემეცნებაა, ინდივიდი იმდენადაა ადამიანი, რამდენადაც მან ამ ამოცანის გადაჭრა შეძლო.იგი თავისუფალი უნდა იყოს; ადამიანი თვითმიზანია, და არა სხვა ადამიანების მიზნების მისაღწევად არსებული საშუალება. მის მთავარ მამოძრავებელ ძალას სიყვარული უნდა წარმოადგენდეს.

რაც ეხება ფსიქოანალიზს, მის დანიშნულებას, ფრომის აზრით, სამყაროს მიმართ სწორედ ასეთი,ჰუმანისტურ-რელიგიური დამოკიდებულების შექმნა წარმოადგენს. მაშასადამე, იგი მხოლოდ ავტორიტარულ რელიგიას უპირისპირდება. რელიგიას ემუქრება არა ფსიქოანალიზი, არამედ თანამედროვე ადამიანის საბაზრო ორიენტაცია. თანამედროვე ადამიანი უზენაეს მიზანს აღარ ეძებს, ის ეკონომიკური მანქანის ინსტრუმენტად გადაიქცა, რომლის ერთადერთი საზრუნავი წარმატების მიღწევაა.ეს უკანასკნელი მას ბედნიერებასთან აქვს გაიგივებული. საბაზრო ორიენტაციის პირობებში ადამიანი მხოლოდ გარკვეული ტიპის საქონელია, რომლის "ფასს" მის მიღმა არსებული, მისგან დამოუკიდებელი ფაქტორები განსაზღვრავენ, ასეთი ვითარება კი საზიანოა ინდივიდუალური თვითშეფასებისთვის. იქმნება ახალი ტიპის ადამიანი, რომლის ქცევას გაუცხოება და უმწეობა განსაზღვრავს. ამასთანავე, იგი კერპთაყვანისცემელია: მისი კულტის ობიექტებია სახელმწიფოს ინსტიტუტი, ავტორიტარული ბელადის ფიგურა, მეცნიერება და მის მიერ შობილი ტექნოლოგია და სხვ. ავტორიტარული და ჰუმანისტური ელემენტები ხშირად ერთი და იმავე რელიგიური ტრადიციის ფარგლებში თანაარსებობენ განუწყვეტლივი კონფლიქტის პირობებში.

ისტორია ადასტურებს, რომ რელიგიურ გამოცდილებას და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ სტრუქტურას შორის გარკვეული კორელაცია არსებობს, კერძოდ, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ადამიანთა მცირერიცხოვანი ძლევამოსილი ჯგუფი ძალისმიერი მეთოდებით მართავს,და რომელშიც შიშით შეპყრობილ ინდივიდს ძლიერი და დამოუკიდებელი განცდების უნარი დაქვეითებული აქვს, რელიგიის ავტორიტარული ფორმაა გაბატონებული. ჰუმანისტური რელიგიური გამოცდილება იქმნება იმ საზოგადოებებში, სადაც პიროვნება ან გრძნობს თავისუფლებას და პასუხისმგებლობას, ან თავისუფლებისთვის მებრძოლ უმცირესობაშია გაწევრიანებული. მსოფლიო რელიგიების ტრაგედია მდგომარეობს შემდეგში: თავის განვითარების ერთ—ერთ ეტაპზე ისინი მასობრივ ორგანიზაციებად ყალიბდებიან, მათ საკუთარი ბიუროკრატიული აპარატი უჩნდებათ, რის შემდეგ ისინი თავისუფლების პრინციპებს რყვნიან და არღვევენ. ადამიანი ეთაყვანება არა ღმერთს, არამედ სხვა ადამიანებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ უფალი მათი საშუალებით გამოხატავს თავის ნებას.

იხ. ვიდეო იტერვიუ ერიხ ფრომანთან



                              ფსიქოანალიზის მნიშვნელობა

კარლ გუსტავ იუნგი დასავლეთის კულტურაში ხედავს მწვავედ დასმულ პრობლემებს, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია თუ მატერიალური და რაციონალური ფასეულობების მოთხოვა დაიკლებს.

"ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ თანამედროვე დასავლეთის ადამიანის სულიერ კრიზისს და ფსიქოანალიზს, როგორც ამ კრიზისის გადალახვის ერთ-ერთ იარაღს. დასავრულ კულტურას მიკუთვნებულ ადამიანთა უმრავლესობა ამა თუ იმ ხარისხით განიცდის ამ კრიზისის გავლენას, ამასთან თავად ამას სრულად ვერ აცნობიერებს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტები სავსებით ერთსულოვანნი არიან როგორც ამჟამინდელი კრიზისის არსებობის აღიარებაში, ისე მისი არსის განსაზღვრაში. ეს ფენომენი განისაზღვრება ცნებებით "შეუძოდ ყოფნა" ("malaise") "მოწყენილობა" ("ennui"), "საუკუნის დაავადება" ("maladie du siucle"), აქ ლაპარაკია ადამიანის აპათიაზე, ავტომატურობაზე, თვით გაუცხოვებაზე. სხვა ინდივიდებთან და ბუნებასთან კავშირის დარღვევაზე, რაციონალიზმი ადამიანის მიერ ყველაფრის სათავედ ითვლებოდა, სანამ მან უაღრესად ირაციონალური თვისებები არ შეიძინა, დეკარტის ეპოქამ დასაბამი მისცა აზროვნების და გრძნობების მკადიო განცალკევებას: აზროვნება რაციონალურია. ადამიანური პიროვნება, როგორც მხოლოდ ინტელექტის განსახიერება, მოწოდებულია ბუნებაზე კონტროლი განახორციელოს. არსებობის მიზანი ხდება სულ უფრო მეტი მატერიალური ფასეულობების წარმოება."

                                 ❤❤ ერიხ ფრომი - სიყვარლის ხელოვნება 1956❤❤



                                          ❤  სიყვარული❤

ყველა ეპოქაში და ნებისმიერ კულტურაში ადამიანის წინაშე ერთი და იგივე საკითხი დგას: ეს არის ადამიანს და სამყაროს შორის არსებული დისჰარმონიის დაძლევა, ინდივიდუალური შემოსაზღვრულობის დამარცხება და უნივერსუმთან ერთიანობის აღდგენა. სამყაროს ამ გამოწვევაზე ადამიანები სხვადასხვანაირად პასუხობენ: აგრესიით, ასკეტიზმით,შემოქმედებით, სიყვარულით, რწმენით.

იუნგის არქეტიპები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        იუნგის არქეტიპები

პერსონაჟი ფინჩი To Kill a Mockingbird, რომელიც დასახელებულია ამერიკის კინოს ინსტიტუტის მიერ ყველა დროის უდიდეს კინო გმირად, არქეტიპების მიხედვით ასრულებს სამ როლს: მამა, გმირი, და იდეალისტი.

რქეტიპების ჰიპოტეზის წარმოშობა ჯერ კიდევ პლატონის ეპოქას მიეკუთვნება. თვითონ გამოჩენილი ფსიქიატრი კარლ იუნგი არქეტიპებს ადარებდა პლატონის ეიდოსს. პლატონის იდეები წარმოადგენს წმინდა სულიერ (მენტალურ) ფორმებს, რომლებიც სულში იქნა ჩაბეჭდილი ამ უკანასკნელის სამყაროში მოვლენამდე. იუნგის არქეტიპები შესაძლოა განვიხილოთ, როგორც პლატონის ფორმების თეორიაში აღწერილი ფორმების ფსიქოლოგიური ეკვივალენტი.

იუნგის მიხედვით, არქეტიპები წარმოადგენენ უნივერსალურ თანდაყოლილ ფსიქოლოგიურ განპირობებულობებს (დისპოზიციებს), რომლებიც ქმნიან იმ სუბსტრატს, რომლისგანაც შემდგომ წარმოიშობა ადამიანის გაუთვითცნობიერებელი გამოცდილების ძირითადი სიმბოლოები. არსებობს ოთხი უნივერსალური არქტიპი: შინაგანი „მე“, აჩრდილი, ანიმა ან ანიმუსი და პერსონა. იუნგის მიხედვით, არქეტიპი, მიუხედავად მისი გამოხატულების ცვალებადობისა არასდროს არ კარგავს თავის არსს და წარმოადგენს ე.წ. ინსტინქტურ ტენდენციას.

არქეტიპები ქმნიან დინამიურ სუბსტრატს, რომელიც საერთოა მთელი კაცობრიობისთვის და სწორედ ამ სუბსტრატის საფუძველზე ხდება ცალკეული ინდივიდის ცხოვრებისეული გამოცდილების აგება, რაც გამოიხატება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების შენებაში.

                                                        

ტარდება  ინიციატივის ცერემონია პაპუა -ახალ გვინეაში

შინაგანი „მე“ - წარმოადგენს არქტიპს, რომელიც გამოიხატება ინდივიდის ქვეცნობიერების და ცნობიერების უნიფიკაციაში (გაერთიანებაში). შინაგანი „მე“-ს წარმოქმნას ადგილი აქვს იმ პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ცნობილია "ინდივიდუაციის" სახელწოდებით და ეს უკანასკნელი გამოიხატება იმაში, რომ ადგილი აქვს ინდივიდის პიროვნების სხვადასხვა ასპექტის გაერთიანებას. იუნგი შინაგანი „მე“-ს ხშირად გამოხატავდა წრეწირის, კვადრატის ან მანდალას სახით.

აჩრდილი - წარმოადგენს არქეტიპს, რომელიც მოიცავს სექსუალურ და სასიცოცხლო ინსტიქტების ერთობლიობას. აჩრდილი არსებობოს, როგორც ქვეცნობიერის ნაწილი და მოიცავს დათრგუნულ იდეებს, სისუსტეებს, სურვილებს, ინსტინქტებს და ნაკლოვანებებს. ეს არქეტიპი ხშირად მოიხსენიება, როგორც ფსიქიკის ბნელი მხარე, რომელიც განასახიერებს ველურობას და ქაოსს. იუნგის მიხედვით ასეთი ლატენტური პროცესები ყველა ჩვენგანისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა, ხშირად ადამიანები ამ თვისების თავის თავში არსებობას უარყოფენ და მათ მხოლოდ სხვებს მიაკუთვნებენ.

ანიმა ან ანიმუსი - ანიმა არის მდერობითის სახე მამრის ფსიკიკაში, ხოლო ანიმუსი - მამრობითის სახე მდედრის ფსიქიკაში. ანიმა და ანიმუსი წარმოადგენს ჩვენ „ნამდვილ ეგოს“, განსხვავებით იმ სახისგან, რომელსაც ჩვენ სხვებს ვიჩვენებთ; იგი წარმოადგენს კრებით გაუთვითცნობიერებელთან კომუნიკაციის პირველად წყაროს. ანიმას და ანიმუსის ერთიანობა ცნობილია, როგორც ან „მარჩიელი წყვილი“ და განასახიერებს დამთავრებულობას, უნიფიკაციას, სიმთლიანეს.

პერსონა - ეს არქეტიპი წარმოადგენს იმას განსახიერებას, თუ როგორ წარვუდგენთ ჩვენს თავს გარე სამყაროს. სიტყვა „პერსონა“ ლათინური სტყვაა და ითარგმნება როგორც ნიღაბი. პერსონა წარმოადგენს ბევრ სხვადასხვა სოციალურ ნიღაბს, რომლებსაც ჩვენ ვანაცვლებთ სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ჯგუფებთან ურთიერთობის დროს. იგი მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ დაიცვას ჩვენი ეგო უარყოფითი იმიჯისგან. იუნგის მიხედვით პერსონა შეიძლება წარმოჩნდეს სიზმრებში თუ ოცნებებში სხვადასხვა ფორმით.

იხ. ვიდეო

უნგის მიხედვით, არსებული არქეტიპების რაოდენობა არ არის მუდმივი ან ფიქსირებული. ბევრი სხვადასხვა არქეტიპი შესაძლოა გაერთანდეს ან ერთმანეთი გადაფაროს დროის ნებისმიერ მომენტში. ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე ასეთი არქეტიპის მაგალითი:

  • მამა - ავტორიტეტული პიროვნება; მრისხანე; ძლიერი.
  • დედა - აღმზრდელი; კომფორტული.
  • ბავშვი - უმწიკვლოებისკენ მიისწრაფება; გადარჩენა.
  • ბრძენი - ხელმძღვანელობა; ცოდნა.
  • გმირი - ჩემპიონი; დამცველი; მშველელი.
  • ქალწული - უცოდვილობა; სურვილი; სიწმინდე.
  • ტრიქსტერი - მოღალატე; მატყუარა; პრობლემების შემქმნელი


აზერბაიჯან-ირანული ურთიერთობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

    აზერბაიჯან-ირანული ურთიერთობა

სანამ დავიწყებდეთ ირან აზერბაიჯანის ურთიერთობაზე საუბარს  მანადე ეხლანდელი ურთიერთობა ახალი გეოპოლიტიკურ კონტექსტში სულ სხვა ეტაპზე გადავიდა  განსაკუთრებით ყარაბაღიში წამრამტებების შემდეგ და დაძაბულობა პიკს აღწევს.  საზღვარი აზერბაიჯნასა და იარნს შორის შეადგენს 689კმ-ს. აზერბაიჯან-ირანული ურთიერთობა გამოიხატება სპეციფიკური განსაკუთრებულობით. შედეგად მე19 საიკუნეში რუსეთ-ირანის 1828წ-ის ომის შედეგად აზერბაიჯანული ხახლი საზღვის  ორივე მხარეს დარჩენენ რუსულ-ირანული საზღვარზე. თვითონ აზერებაიჯანელბს იარანთან გააჩნით ღრმა ისტორიულ-კულტურული კავშირები იქამდე საერთო სოციალური ფონიც. მისახლეობის ძირითადი  უმრავლესობა წარმოადგენს შიიტურ ისლამს, რამაც უშულოდ იმოქმედა მსგავსი ტრადიციაებზე.
ჩრდ.  ირანის ჩრდილოეთით მცხოვრები მილიონობით აზერბაიჯანელი (ახლა ირანში სამჯერ მეტი აზერბაიჯანელია ვიდრე თავად აზერბაიჯანში) ირანს ეშინია სეპარატისტული მოძრაობის გაჩენის. ამიტომ, რიგი ექსპერტების აზრით, ირანი აზერბაიჯანს პოტენციურ პრობლემად მიიჩნევს და სომხეთი ამ საკითხში შეიძლება ირანის მნიშვნელოვანი მოკავშირე გახდეს. ირანისთვის სომხეთთან მეგობრობა ხდება ქრისტიანულ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და აზერბაიჯანზე ზეწოლის საშუალება. ამრიგად, ირანი ძირითადად პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას უწევს სომხეთს, აუფასურებს თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადას
იხ. ვიდეო ცუდი ახალი ამბები კრემლისთვის
კონფლიქტის საწყისი წერტილი იყო 2021წ-ს ზერბაიჯანული პოლიციის მიერ სექტემბერში დაკავება მძიმე მანქანების ორი ირანელი მძღოლის მიერ M -2 სახელმწიფოთაშორის მაგისტრალზე ირანი სომხეთთან, მის ცალკეულ მონაკვეთზე (გორისი - კაპანი სომხეთის სიუნიკის რეგიონში), რომელიც ომის შედეგად ბაქოს კონტროლის ქვეშ მოექცა. თეირანის მოთხოვნა თავისი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე უგულებელყო აზერბაიჯანულმა მხარემ. მალე ირანმა, წვრთნების საფარქვეშ, დამატებითი ჯარები განათავსა ჩრდილო -დასავლეთ რეგიონში, აზერბაიჯანის საზღვართან (სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები) . ცოტა მოგვიანებით, ირანულმა მხარემ გადაწყვიტა დახუროს თავისი საჰაერო სივრცე აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავების მიერ ნახჭევანში მიწოდებისთვის, სადაც აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სარსილმაზ კარდესლიკის ერთობლივი წვრთნები - 2021 ("ურყევი ძმობა - 2021") იყო. გაიმართა 5 -დან 8 ოქტომბრამდე. ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი არ შეეგუებიან პანთურქიზმის განხორციელებას რეგიონში, ხოლო ირანმა გააკეთა განცხადება, რომ ის არასოდეს დაუშვებს "რეგიონის (პოლიტიკური) რუქის შეცვლას" ". ირანს ასევე სურს ისრაელი სპეციალისტების გაძევება აზერბაიჯანიდან, რომლებიც დაეხმარნენ ბაქოს სომხეთთან ომის მომზადებაში, "ასწავლეს აზერბაიჯანელებს თანამედროვე ომის მეთოდები". დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ირანის სამხედრო სარდლობა ასევე მიუთითებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის ჩრდილოეთ საზღვრებთან მიმდებარედ, სხვადასხვა ტერორისტული ელემენტები - ბოევიკები, რომლებიც თურქეთმა სირიიდან რეგიონში გადაიყვანა ყარაბაღში ომის დროს, 2020 წლის შემოდგომაზე. ოქტომბრის დასაწყისში არაბულმა გაზეთმა „ელაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ისრაელის საჰაერო ძალების F-35 მებრძოლების განლაგების შესახებ მუდმივი განლაგების მიზნით; მებრძოლების გადაცემა განხორციელდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების პერიოდში და ბრალდებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მის ტერიტორიაზე ისრაელის ძალების განლაგების შესახებ ; აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ი. ალიევმა ადრე უარყო ირანის ბრალდებები ისრაელის ყოფნის შესახებ ამიერკავკასიის უდიდესი რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მოითხოვა თეირანისგან შესაბამისი მტკიცებულება.
იხ. ვიდეო
ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რომლებიც არიან ქვეყნის სიდიდით მეორე ეროვნება და რამდენიმე ასეული ათასი ტალიში, რომლებიც ენობრივად ახლოს არიან სპარსელებთან. ორ სახელმწიფოს შორის პრობლემები წარმოიქმნება ირანის აზერბაიჯანელების სოციალურ-პოლიტიკურ სტატუსზე, აზერბაიჯანსა და ისრაელსა და ირანს შორის ორმხრივ კარგ ურთიერთობაზე სომხეთთან. თუმცა, პრობლემების არსებობის შემთხვევაშიც კი, ორივე სახელმწიფო ცდილობს ხაზი გაუსვას მათი ურთიერთობების "ძმურ" ხასიათს. ასე რომ, ერთხელ, ირანის ელჩმა აზერბაიჯანში მუჰამედბაგირ ბაჰრამი, ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებზე საუბრისას, ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "გაუგებრობაც კი შეიძლება წარმოიშვას ოჯახში".






ლუსი (კოსმოსური აპარატი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                  ლუსი (კოსმოსური აპარატი)

Lucy  - დაგეგმილი მისია ნასა მიერ კვლევებისთვის გამკუთვნილი იუპიტერია ტრაინული ასტეროიდების კვლევებისთვის, რ-იც მოძრაობენ  60° და იუპიტერის შემდეგ გაშვებაგახორციელდა 2021წ-ის 16 ოქტომბერს.
2017წ-ის 4 იანვარს ლუსი შეირჩა ფსიხიას მისიასას ნაცვლად, როგორც NASA– ს პროგრამის Discovery Missions შესაბამისად 13 და 14 შესაბამისად. მისიას ჰომინიდ ლუსიის ჩონჩხის საპატივცემულოდ დაერქვა, რადგან ტროას შესწავლას შეუძლია გამოავლინოს "პლანეტის ფორმირების ნამარხი": მასალები, რომლებიც მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში გაერთიანდა პლანეტებისა და სხვა სხეულების შესაქმნელად (თავად ავსტრალოპითეკმა დაარქვა ბითლზის სიმღერის სახელი - "ლუსი ცაში ბრილიანტებით", ინგლ. ლუსი ცაში ბრილიანტებით).
იხ. ვიდეო lucy lainches on atlas V
ლუსი იყო ნომინირებული შემდგომ მისიაზე (აღმოჩენებზე) Discovery Program- ზე, რომელიც დაიხურა 2015 წლის თებერვალში. წინადადებები მზად უნდა ყოფილიყო 2021 წლის ბოლოსთვის. სულ მიღებულია 28 წინადადება.
2015 წლის 30 სექტემბერს, ლუსი შეირჩა როგორც ხუთი მისიიდან ერთ-ერთი, რომელთაგან თითოეულმა $ 3 მილიონი მიიღო უფრო სიღრმისეული კვლევისა და კონცეფციის ანალიზისათვის. მისი ფინალისტები იყვნენ DAVINCI, NEOCam, Psyche და VERITAS. 2017 წლის 4 იანვარს, ხუთი წინადადებადან ორი - "ლუსი" და "ფსიქიკა" შეირჩა შემუშავებისა და გასაშვებად. 2019 წლის 31 იანვარს ნასამ გამოაცხადა, რომ ლუსი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყებს რაკეტას Atlas V 401 კეიფი კანავერალიდან (ფლორიდა, აშშ). გაშვების მთლიანი ღირებულება შეფასებულია 148.3 მილიონ აშშ დოლარად. 2019 წლის 13 თებერვალს SpaceX– მა გააპროტესტა კონტრაქტის მინიჭება და განაცხადა, რომ მას შეეძლო ლუსი იმავე ორბიტაზე მოექცია „მნიშვნელოვნად დაბალი ღირებულებით“. 4 აპრილს SpaceX– მა გააუქმა პროტესტი
იხ. ვიდეო



пятница, 15 октября 2021 г.

ცეკვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 ცეკვა

ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროებში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური და მხატვრული დანიშნულება ჰქონდა. ცეკვის (ძვ.ფრანგ: danse, წარმოშობის შესახებ საკითხი საკამათოა და იგი უმეტესწილად მუსიკის და/ან რითმიკისაგან მიღებულ ინსპირაციის გამოვლინებას წარმოადგენს. ცეკვა მოიცავს რიტუალსწეს-ჩვეულებებსსაშემსრულებლო ხელოვნების სახეობებსსპორტულ სახეობასთერაპიის ფორმას და ის შესაძლოა სოციალური ინტერაქციის ფორმა იყოს ან უბრალოდ იდივიდის გრძნობათა გამოხატვის გზა.
იხ. ვიდეო გვანცა ციხელაშვილი

ცეკვას საზოგადოებაში მრავალი ფუნქცია გააჩნია და ის ხშირ შემთხვევაში გარკვეულ მიზანს ატარებს ან მხოლოდ გართობის მიზნით სრულდება. ქრისტიანობამდელ ეპოქაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიტუალურ ცეკვებს, ძველი ბერძნული ცეკვები დღემდე ახდენენ ზეგავლენას თანამედროვე ცეკვებზე. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ხალხურ ცეკვებს ხანგრძლივი ისტორია აქვთ, აღმოსვლური ცეკვების ტრადიცია მას ბევრად წინ უსწრებს. ყველა ხალხს ცეკვის თავისებური მისთვის დამახასიათებელი, ფორმა აქვს შექმნილი. ამ საფუძველზეა შექმნილი სასცენო ცეკვა — ბალეტი.

სარიტუალო ცეკვა კომპლექსურობასა და ემოციებს გამოხატავს და როგორც საზეიმო, შესაძლოა ის აგრეთვე ახალბედა წევრის რაიმე სახის ჯგუფში ან თემში მიღების ცერემონიას, სასკოლო ან სხვა სახის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამაგვირგვინებელ წვეულებასაც ახლდეს თან. ძველ დროებში სარიტუალო ცეკვებით ღვთაებებს განდიდებდნენ და მათი შესრულება ხშირად ასევე ბოროტი სულების განდევნას და მათგან თავის დაცვას ემსახურებოდა.

ცეკვა, როგორც სპორტი კუნთოვანი სისტემის აგებულებას, ასევე კოორდინაციისა და წონასწორობის შეგრძნების განვითარებას უწყობს ხელს. ცეკვის სრულყოფილად შესწავლა, მისი გეგმის დასახვა და კომპლექსური მოძრაობების შესრულება ადამიანს თვითრწმენას უნერგავს და ეხმარება მისსავე სხეულთან ჯანმრთელი დამოკიდებულების გამომუშავებაში.

                                                                       

საბალო ცეკვა

   ცეკვა, როგორც ხელოვნების სახეობა გრძნობებისა და მოქმედებათა ვიზუალურ ჩვენებას ემსახურება. მიმიკა, ჟესტიკულაცია, მთლიანი სხეულის საცეკვაო მოძრაობები მუსიკის თანხლებით ცეკვის მნიშვნელოვან სამუშაო მასალას წარმოადგენს, რომელსაც მაყურებლის თვალწინ ადამიანის სხეულის სილამაზისა და მისი გამოხატვის უნარი შესწევს.

პროფესიული ცეკვა, რომელმაც განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია, გახდა ევროპული კლასიკური ცეკვის, აგრეთვე აზიისა და აფრიკის ქვეყნების საცეკვაო სისტემების საფუძველი. კლასიკური ტრადიცია XV საუკუნით თარიღდება (იტალია), ცეკვების პირველი დაბეჭდილი ტესტები — XVI საუკუნით (საფრანგეთი). პირველი საცეკვაო სკოლა პარიზში გაიხსნა XVII საუკუნეში. თანამედროვე ცეკვები XX საუკუნის პირმშოა.

ქართული ცეკვებიდან აღსანიშნავია: აჭარულიგანდაგანაკინტაურილეკურიფერხული.

იხ. ვიდეო ქართული ცეკვა ერისიონი



ძველი დრო

მუსიკოსები და მოვეკვავეების ფრესკა ნებამუნის საფლავის

ეკვის უძველესი შემონახული დოკუმენტიაცია ინდურ კლდის მხატვრობას წარმოადგენს, რომელიც ძვ.წ. 5000 - 2000 წწ. შეიქმნა. ბჰიმბეტკას გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი ნახატი ფერხულის ცეკვის ადრეულ ჩანასახების სცენებს ასახავს. სცენები ინდუიზმის ადრეულ ფორმებს წარმოადგენს და მასში ნაჩვენებია ღმერთი შივა, როგორც “ცეკვის ღმერთი”. ინდოეთში შემონახულია ძვ.წ. 400 - 200 წწ.  დაწერილი “ნატიაშასტრა”, “ცეკვის წმინდა მეცნიერება” - უმნიშველოვანესი ტრაქტატი შექმნილი ცეკვის თემაზე.

ძველ ეგვიპტეში არსებობდა სარიტუალო ცეკვები, რომლებიც ღმერთი ოსირისის სიკვდილსა და ხელახალი დაბადების სცენებს ილუსტრირებდნენ. ცეკვებს, მათი შესრულების ტექნიკის სირთულის გამო, მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები წარმოადგენდნენ.

                                                               

გამოსახული მოცეკვავე ანიტიკური საბერძნეთში

     

ძველმა ბერძნებმა სისტემაში მოიყვანეს ღვთაებებისადმი მიძღვნილი ცეკვები და მათთან დაკავშირებული გრძნობათა გამოხატვის ხერხებიც. ამის მნიშვნელოვანი მაგალითს წარმოადგენს ჰომეროსის მიერ ილიადაში გადმოცემული ცეკვის ხორეიას (ბერძ. ἡ χορεία hē choreía  “ცეკვა, გუნდური ცეკვა, ფერხული”) ძვ.წ.  8 - 6 საუკუნეების ექსტატური ცეკვების აღწერა, რომლებიც დიონისიების ერთ-ერთ ნაწილს შეადგენდნენ და რომელთაგანაც შემდგომში დრამა და კომედია წარმოიშვა. ამ თეატრალურ ფორმებში ხშირად ქორო ანუ გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომლის მოძრაობების ე.წ. “ქორეოგრაფიის”  მონიშვნა პიესებში ხდებოდა; სწორედ აქედან განვითარდა ქორეოგრაფიის თანამედროვე ცნება.

შუა საუკუნეები

Tacuina sanitatis (XIV century) 0-svaghi,suono e ballo,Taccuino Sanitatis, Casanatense 4182

ცეკვა შუა საუკუნეების ევროპაში ტრადიციულ ხალხურ ფორმებზე დაყრდნობით იქმნებოდა და ამდენადვე ის ნაყოფიერების სარიტუალო ელემენტებითაც იყო დატვირთული (მაგ: მაისის ხის სარიტუალო ცეკვა). აგრეთვე ფართოდ გავრცელებული იყო მებრძოლთა და დემონთა თემატიკაზე შესრულებული რიტუალები. ცეკვა ეკლესიებში იმართებოდა და მას რელიგიური ცერემონიალის საზეიმოდ მუსიკა ახლდა თან. ცეკვა მალე სეკულარიზირებული და განვითარებული იქნა სოციალური და თეატრალური ხასიათით, რომელსაც მოხეტიალე კომედიანტები ასრულებდნენ. 11-ე და 12-ე საუკუნეებში წმ. ვიტუსისა თუ წმ. იოანეს ცეკვამ, ექსტატური მასიური ცეკვის ფორმა წარმოშვა; მგზნებარე ნახტომიანი ცეკვა, რომლის პროტაგონისტები ძალ-ღონის გამოლევამდე ცეკვადნენ და მღეროდნენ. 12-ე საუკუნისათვის უკვე ჩნდება წყვილის დახვეწილი ცეკვა, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტების აკომპანიმენტისა და მაყურებელთა მიერ ნამღერის ფონზე სრულდებოდა. ბაზელის საეკლესიო კრების მიერ 1445 წელს აკრძალული წინარე ქრისტიანული ზამთრის სატურნალია ან “მასხარების დღეობა” (ლათ. festum fatuorum, festum stultorum) და სხვა მსგავსი ტიპის დღესასწაულები ქალებსა და კაცებს საშუალებას აძლევდნენ ეცეკვათ ხტომებით, ხელთ სჭეროდათ ზარები თუ ათასგვარი ზანზალაკები და ხანაც ეტარებინათ ნიღბები. ხელიხელ ჩაკიდებული მოცეკვავეები ცეკვავდნენ წრიულად, საათის ისრის მიმართულებით შედგენილი ნიმუშების გათვალიწინებით, ხშირად ცენტრალური პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცეკვაში მაგ: ხელნაკეთი ვირის ფიგურით იყო მოხმობილი. გვიანდელ 15-ე საუკუნეში კი 'შვიდი სათნოებისა და შვიდი ცოდვის' ცეკვას მღვდლები და მათი მგალობლები ასრულებდნენ, როგორც ერთ-ერთ ნაწილს კორპუს ქრისტის დღესასწაულისას მადრიდში, რომლისგანაც შემდგომში ალეგორიული ხასიათის საცეკვაო დრამებს ჩაეყარა საფუძველი.

რენესანსის ხანა

რობერტ დადლი, მოცეკვავე ელისაბედი

განპირობებული ცეკვის ეფემერული ბუნებით 1400-იანი წლებიდან ვერ შემოინახა საგულისხმოდ მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი, მაგრამ ამ დროისათვის მაინც არსებობდნენ ცეკვის ოსტატები და მათ შორის იყო დომენიკო და პიაჩენცა (იგივე და ფერარა, ფლორენ. დაახ. 1420-60), რომლებიც იტალიური სამეფოების კარზე მსახურობდნენ. რენესანსის ხანაში მიუხედავად იმისა, რომ სრულდებოდა ცეკვები და განსაკუთრებით გლეხების მიერ ორგანიზირებულ, წელიწადის დროებთან დაკავშირებული დღესასწაულების დროს, მაინც მწირი ინფორმაცია მოიპოვება ამდროინდელ წყაროებში. ადრეულ 15-ე საუკუნეში შეიმჩნევა აშკარა ცვილილება. დაიწყო ხალხური (ისინი მეტწილად პრექრისტიანულ საცეკვაო ფორმებს ეყრდნობოდნენ და უმთავრესად ღია ცის ქვეშ იმართებოდნენ) და დიდებულთა ცეკვების ერთმანეთისაგან გამოყოფა. ცვლილება შეიმჩნეოდა აგრეთვე სოციალური ცეკვების წყველების მიერ შესრულებაშიც, რომლებიც ევროპული სამეფოების კარზე დროსტარებისა და გართობის მიზნით ხდებოდა. სამეფო კარის პროფესიონალი მოცეკვავის გამოსვლა და პირველი ცეკვის სახელმძღვანელოების გამოჩენა ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ცეკვა იმ დროს უკვე არისტოკრატიის ცხოვრების სტილის ნაწილად იყო ქცეული. იმ დროის კარის პოეტმა ანტონიო კორნაცანომ (1429 - 1484) მრავალრიცხოვანი ნამუშევრების ჩათვლით დაწერა “Libro sull’arte del danzara” ((დაახლ. 1455 წ.). ამ დროისათვის მეტად იყო გავრცელებული ცეკვა პავანა (ფარშევანგების ცეკვა). რენესანსის ეპოქის განმავლობაში უმთავრესად საპროცესიო ცეკვას ეკავა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ღირსეული საცერემონიო მოძრაობებით გამოირჩეოდა და რომელთა შესერულება ქალბატონებსაც კი შეეძლოთ მიუხედავად მათი არაკომფორტული კაბებისა. მხიარულებამ და მისწრაფებამ თავისუფალი წეს-ჩვეულებებისადმი განაპირობა “danse haute”-ის (მაღალი ცეკვა) შემოღება, რომელიც “danse basse”-თან შედარებით უფრო სწრაფი მოძრაობებისაგან, შეხტომებისაგან შედგებოდა და ფიზიკურ მოქნილობას მოითხოვდა. ამ სახის პირველი ცეკვა იყო იტალიური გალიარდა, რომელიც უმეტესწილად პარტნიორებს შორის ხელის შეხების გარეშე შერეული ნაბიჯებითა და შეხტომებით სრულდებოდა. გალიარდა, როგორც წესი, პავანას მოჰყვებოდა ხოლმე.16-ე საუკუნეში არისტოკრატიის მხიარული ხასიათის ცეკვები დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ფენის ძირებს შეიცავდა, რომლებიც სტილისტურად სახეცვლილი ფორმით იქნა გადმოღებული. 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში ცეკვები კი უფრო მეტად  დაიხვეწა, გამთლიანდა და ამავდროულად მეტი სენსაციურობაც შეიძინა. ევროპულ სამეფო კარებზე ცეკვის სკოლების მიერ დიდგვაროვანთა სწავლება ხორციელდებოდა იმგვარად, რომ  იმ დროის პოპულარული ცეკვების ერთი ქვეყნიდან მეორეში გავრცელება შესაძლებელი ყოფილიყო. ნიჭიერი და დახელოვნებული იმპრესარიოები საუცხოო წარმოდგენებს უწევდნენ ორგანიზირებას, რომლის დროსაც ცეკვებს, გალობასრეჩიტატივს და პანტომიმას მდიდრულად მორთული გარემოში ეთმობოდა ადგილი. ესენი იყო იტალიური “balli”, ფრანგული “Ballet de cour” და ინგლისური “masques”, რომელთა დაგეგმვასა და დადგმაში თავად სამეფო ოჯახი იღებდა მონაწილეობას. გვიანდელი რენესანსის ცეკვის საუკეთესო წყაროდ თუანო არბოს “ორქესოგრაფიაა” (1588) მიჩნეული.

ტრადიციული აფრიკული ცეკვა

აკვა იბომის მოცეკვავეები

მრავალ აფრიკულ საზოგადოებებში ცეკვა რიტუალებისა და ცერემონიების განუყოფელი ნაწილია, რომლის არსებობაც მრავალ საუკუნეს ითვლის. ცეკვას მნიშვნელოვანი როლი უკავია ადამიანებისათვის თავიანთ ღმერთებთან სულიერი კავშირის დასამყარებლად, ომისათვის მოსამზადებლად თუ ჩვილის დაბადების ზეიმის, ქორწინებისა და სიკვდილის აღსანიშნავად. მსგავსი სარიტუალო ცეკვები უმთავრესად მკაცრი წესებით იმართება და ამა თუ იმ ტომისათვის დამახასიათებელი სპეციფიურობით ხასიათდება: ბანტუს ხალხებს შორის მეტად გავრცელებული მისალმების სიტყვიერი ფორმა არის “რას ცეკვავ (შენ)?”. აქედან გამომდინარე, ადამიანის სოციალური წეს-ჩვეულებანი, რელიგია თუ ტომის მიერ განსაზღვრული იდენტურობა განსაზღრავს მისი ცეკვის ხასიათს. აფრიკული მუსიკა და ცეკვა მიუხედავად კულტურათა მრავალფეროვნებისა ბევრ აფრიკულ ქვეყანაში მაინც საერთოა. ტრადიციული აფრიკული ცეკვა სათემო საქმეა და ძირითადად ჯგუფურ საქმიანობას წარმოადგენს. ის ასევე ცხოვრების მრავალ ასპექტსაც აერთანებს მაგ: მრავალფეროვანი მითითებები შრომის, თევზაობის თუ საომარი მოქმედებების შესახებ. ის სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური დღესასწაულების მნიშვნელოვანი ნაწილია. დასვლური ბალეტის სწორი ხაზებისა და ვერტიკალური პოზიციის საპირისპიროდ, ბევრი აფრიკული ცეკვა ფეხის დაკვრითი მონაცვლეობით, მუხლში მოხვრით, სხეულის კიდურებისა და ტანის ტალღისებური მოძრაობებით ხასიათდება. დროთა განმავლობაში არაერთი აფრიკული საზოგადოება გადაშენების პირას არის და მასთან ერთად მისი ცეკვებიც. მსოფლიოში დღემდე მოღწეულ აფრიკულ ცეკვებს მაყურებელს უმეტესწილად პროფესიონალური ცეკვის კომპანიები წარმოუდგენენ.

ცეკვა და მუსიკა

ცეკვა და მუსიკა ერთმანეთთან მჭირდოდ არიან დაკავშირებულნი. ზოგ კულტურებში კი მაგ: აფრიკულ ცეკვაში განსაკუთრებით მჭიროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ხელოვნების ეს ორი ფორმა. ეს თვალნათელი ხდება მაშინ, როცა მუსიკა და ცეკვა რიტუალურ მნიშვნელობას იძენენ, რომელთა შესრულების დროსაც ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი და ცეკვის ილეთი ღმერთებს სიმბოლურად განასახიერებენ. დროთა განმავლობაში ცეკვა და მუსიკა ინდივიდუალურად განვითარდა, მაგრამ მათ მუდმივ არსებით საზიარო ელემენტად მაინც რითმი რჩება. ცეკვისა და მუზიცირების პრაქტიკაში აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული ისეთი შერეული ფორმები, რომლის კარგ მაგალითსაც ვხვდებით ფლამენკოში, შუპლატერში ანდაც სტეპის ცეკვისას. ამრიგად ყოველი თანამედროვე საზოგადოებრივი ცეკვა მთავარი რითმის გათვალისწინებით იქმნება, რომელსაც მუსიკა მთლიანი ნაწარმოების განმავლობაში ინარჩუნებს.

იხ. ვიდეო Can Can Dance




უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...