суббота, 6 ноября 2021 г.

ჰილდეგარდ ბინგენელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

             ჰილდეგარდ ბინგენელი

(ერმ. Hildegard von Bingenლათ. Hildegardis Bingensis; დ. 1098 — გ. 17 სექტემბერი1179) ასევე ცნობილი, როგორც წმინდა ჰილდეგარდა ბინგენელიჰილდეგარდ ფონ ბინგენი და სიბილა რაინელი — გერმანული წარმომავლობის ბენედიქტელი მონაზონიაბატიმწერალიკომპოზიტორიფილოსოფოსი, ქრისტიანი მისტიკოსი, წინასწარმეტყველი და პოლიმათი.

ჰილდეგარდი არჩეულ იქნა მაგისტრად თავისი მიმდევარი მონაზვნების მიერ 1136 წელს. დააარსა რუპერტსბერგისა (1150) და აიბინგენის (1165) მონასტრები. მისი ჰიმნოგრაფიული თხზულება: Ordo Virtutum არის ლიტურგიკული დრამა და შესაძლოა, ჩვენამდე მოღწეული ამ ჟანრის უძველესი თხზულება. მას ასევე დაწერილი აქვს თეოლოგიურიბოტანიკური და სამედიცინო შრომები, ისევე როგორც წერილები, ლიტურგიკული ჰიმნები და ლექსები. მასვე მიეწერება დაფარული ენის Lingua Ignota (ქართუცნობი ენა) შემუშავება.

წმინდანად არის გამოცხადებული რომის კათოლიკე ეკლესიის სხვადასხვა განშტოების მიერ. ზოგიერთი სამრევლოსა და სააბატოს ტრადიციით წმინდანად მოიხსენიება. 2012 წლის 7 ოქტომბერს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ ჰილდეგარდ ბინგენელი ეკლესიის მასწავლებლად (ლათ. Doctor Ecclesiae) გამოაცხადა.

იხ. ვიდეო


ჰილდეგარდა დაიბადა 1098 წლის მახლობლად, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. მისი მშობლები მეშტილდ (ზოგიერთი ცნობით – მატილდა) მერქსჰაიმ-ნაჰეტი და ჰილდებერტ ბერმერშაიმელი აზნაურები იყვნენ. არსებობს ცნობები, რომ ჰილდეგარდა შეიძლება ყოფილიყო გამოჩენილი ოჯახიდან, რომლის შთამომავლები ამჟამად სალმის დიდგვაროვნები არიან. მამა, ჰილდებერტი, იყო ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა მეგინჰარდთან, სპანჰაიმის გრაფთან.

დაბადებიდან სუსტი ჯანმრთელობის მქონე, ოჯახის მეათე და ყველაზე უმცროსი შვილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები მხოლოდ მის შვიდ უფროს და-ძმას ასახელებს. თავის „ცხოვრებაში“ ჰილდეგარდი აღნიშნავს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი სამი წლის ასაკიდან ჰქონდა და მშობლებს უყვებოდა თავის ხილვებს. ამის საფუძველზე რვა წლის ასაკში ოჯახმა გაგზავნა ჰილდეგარდი მონასტერში საღვთო წერილის შესასაწავლად.

მისი ეს ნიჭი საკმაოდ გვიან იქნა აღიარებული ეკლესიის მიერ. ტრიერში 1147 წლის ნოემბრისა და 1148 წლის თებერვლის შუალედში წარმართულ სინოდის კრებაზე პაპმა ევგენიუსმა შეიტყო ჰილდეგარდის ნაწერების შესახებ და მიიჩნია, რომ ისინი სულიწმინდისგან იყო მომდინარე.

                         სამონასტრო ცხოვრება

ჰილდეგარდ ბინგენელი მონასტრის მონაზვნებთან ერთად

რვა წლის ასაკში ჰილდეგარდა მაინჰარდის გრაფის დის, დისიბოდის მონასტრის აბატის, იუტას, მფარველობის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას. აქ ეუფლება იგი ლათინურად კითხვასა და ლოცვას. მონაზვნად აღიკვეცა 14 წლის ასაკში. იუტას გარდაცვალების შემდგომ მონასტრის დებმა ჰილდეგარდას სთხოვეს მონასტრის წინამძღოლობა, თუმცა ორმოცდაათ მონაზონ ქალთან ერთად იგი საცხოვრებლად რუპერსბერგში გადადის, ბინგენის მახლობლად, მდინარე რაინის მარცხენა მხარეს. ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდა მონასტრის აბატი. ამის მიუხედავად არქიეპისკოპოს ჰენრი I მაინზელი ამ იდეის განხორციელების ნებას რთავს ჰილდეგარდს და უთმობს ტერიტორიებს მონასტრის ასაშენებლად. ჰერცოგ ბერნარდ ჰილდესჰაიმთან გადატანილი არაერთი ძნელბედობის შემდეგ თვრამეტ ქალთან ერთად სახლდება ახალ ადგილას 1147 წელს.

1165 წლისთვის ჰილდეგარდმა დააარსა სხვა დედათა მონასტერი აიბინგენში, მდინარე რაინის მარჯვენა მხარეს, სადაც მოწესე დედები მანამდეც ცხოვრობდნენ 1148 წლიდან, თუმცა მათი კომუნა წარმატებით არ გამოირჩეოდა.

1179 წლის 17 სექტემბერს ჰილდეგარდი გარდაიცვალა. მონასტრის დები აღწერდნენ, რომ ცაზე იხილეს სინათლის ორი ნაკადი და ნათლის ჯვარი, რომელიც ადგა წმინდანის ოთახს გარდაცვალებისას.

                                  Vita Sanctae Hildegardis

ჰილდეგარდის „ცხოვრება“ აღწერა თეოდორიკ ეჰტერნახმა ჰილდეგარდის გარდაცვალების შედეგ. მან თავი მოუყარა მცირე მოცულობის თხზულებებს წმინდანის ცხოვრების შესახებ (ლათ. Libellusქართ. მცირე წიგნი ). ეს ნაწერები, თავის მხრივ, წარმოადგენდა გოტფრეი დისიბოდენბერგელის შრომების ნაწილს. აღსანიშნავია, რომ მანამ გარდაიცვალა გოტფრეი, სანამ ბოლომდე მიიყვანდა წმინდანის ცხოვრების აღწერას. გოტფრეის გარდაცვალების შემდგომ ჟილბერტ ჟემბლერი მოიწვიეს „ცხოვრების“ დასასრულებლად, თუმცა მას თავის მონასტერში მოუწია დაბრუნება დაწყებული საქმის დასრულებამდე. თეოდორიკმა გამოიყენა ჟილბერტის წყაროები და ამით დაასრულა კიდეც მისი „ჰილდეგარდის ცხოვრება“ (ლათ. Vita Sanctae Hildegardis).

                                                შრომები

ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი, მინიატურა ჰილდეგარდის თხზულებიდან Liber Divinorum Operum, I.2. Lucca, MS 1942, მე-13 საუკუნის ხელნაწერი

ჰილდეგარდის შემოქმედებიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება „მჭვრეტელობითი თეოლოგიის“ სამ დიდ ტომს. განსაკუთრებულია მისი, როგორც ჰიმნოგრაფის როლი ლიტურგიკული ჰიმნების ტექსტობრივი და მუსიკალური დამუშავების პროცესში. მანვე დაწერა ეთიკური თხზულება Ordo Virtutum, რაც წარმოადგენს მისი, როგორც თეოლოგისა და ფილოსოფოსის, ერთ-ერთ მთავარ თხზულებას.

დღემდე მოღწეულია მისი 400-მდე წერილი, რომელიც დაგზავნილი აქვს როგორც იმერატორებთან და რომის პაპებთან, ისე — აბატებთან. ამაში შედის ქადაგებები 1160-იანი წლებიდან 1170 წლამდე. ჰილდეგარდმა, პრაქტიკული საჭროებებიდან გამომდინარე, შეადგინა სამედიცინო ტრაქტატების ორი დიდი ტომი. მანვე შეიმუშავა გამოგონილი ენა, რომელსაც Lingua ignota, ანუ „უცნობი ენა“ ეწოდება. მასვე მიეწერება უამრავი მცირე ზომის თხზულება, როგორიცაა: სახარების კომენტარები და ორი ჰაგიოგრაფიული ძეგლი: „წმინდა აღმსარებელ რუპერტელთა ცხოვრება“ (ლათ. Vita Sancti Rupperti Confessoris) და „წმინდა დისიბოდელ ეპისკოპოსთა ცხოვრება“ (ლათ. Vita Sancti Dysibodi Episcopi[69].

მჭვრეტელობითი თეოლოგია

ჰილდეგარდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებაა მჭვრეტელობითი თეოლოგიის სამტომეული: Scivias (1142-1151), Liber Vitae Meritorum („წიგნი ცხოვრების ღირსებათა“ ან „წიგნი ცხოვრების ჯილდოთა“, 1158-1163) და Liber Divinorum Operum („წიგნი ღვთაებრივ შრომათა“, ასევე ცნობილი როგორც De operatione Dei („ღმრთის ქმედებათა შესახებ“, 1163/4–1172 ან 1174). ამ შრომებში ჰილდეგარდი პირველად აღწერს თითოეულ ხილვას, რომლის დეტალები ხშირად უცნაური და ენიგმურია; და შემდეგ განმარტავს მათ თეოლოგიურ შინაარსს „ცხოველი ნათლის ხმის“ სიტყვებით.

                                                   Scivias

ეკლესია, როგორც ქრისტეს სძალი და ნათელღებულ მორწმუნეთა დედა. მინიატურა ხელნაწერიდან: Scivias II.3, fol. 51r, რუპერტსბერგის ხელნაწერის ფაქსიმილე (მე-20 საუკუნის), 1165–1180 წწ.

ჰილდეგარდის პირველი თხზულება Scivias („შეიცან გზანი“), ან სრული სახელწოდებით Scito vias Domini („შეიცან გზანი უფლისანი“), მოიცავს თავისი პირველი ღვთისმიერი ხილვების აღწერას, რისი წერაც 1142 წელს, ორმოცდასამი წლის ასაკში დაიწყო. დაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად. პირველი ნაწილი (ექვსი ხილვა) გადმოგვცემს ღმერთის შემოქმედების რიგს: შესაქმეადამისა და ევას ცოდვით დაცემა, სამყაროს სტრუქტურა (აღწერილია, „კვერცხის“ მაგალითით), სხეულსა და სულს შორის ურთიერთობა, ღმერთის ურთიერთობა თავის ხალხთან სინაგოგაში და ანგელოზთა გუნდები. ამ თხზულებაში იგი საუბრობს კოსმოლოგიაზე, განმარტავს ფიზიკური სამყაროს მოქმედებას რელიგიური ალეგორიულობით, რაც, თავის მხრივ, ბერძნულ ტრადიციას ეფუძნება. ჰილდეგარდი დედამიწას წარმოსახავს სფეროდ, რომელიც შედგება ოთხი ფიზიკური ელემენტისგან: ქარიცეცხლიჰაერი და წყალი. სამყაროს აღწერს, როგორც ნაჭუჭით შემოფარგლულ სივრცეს, რომელსაც წყლისა და ჰაერის ფენები აკრავს გარშემო. ვარსკვლავებიმთვარე და სხვა პლანეტები შედგება წმინდა აირისგან (purus aether) და დეტერმინირებულია სამყაროში, ხოლო ქარების მეშვეობით მოძრაობს ღრუბლები და იცვლება სეზონები დედამიწაზე.

მეორე ნაწილი (შვიდი ხილვა) აღწერს გამოსყიდვის წესს: ქრისტეს (როგორც ცოდვებისგან გამომსყიდველის) მოსვლა, სამება, ეკლესია (როგორც ქრისტეს სძალი და მორწმუნე ადამიანის დედა ნათლისღებისა და გამოსყიდვისას), ეკლესიის წესები, ქრისტეს მსხვერპლად შეწირვა ჯვარზეევქარისტია და ეშმაკთან ბრძოლა. მესამე ნაწილი (ცამეტი ხილვა) უმეტესად ალეგორიული ხასიათისაა და კაცობრიობის მონობისგან გამოსვლას შეეხება. თხზულება სრულდება ზეცის სიმფონიით, ჰილდეგარდის ადრეული მუსიკალური კომპოზიციით. 

გარდაცვალებამდე ჰილდეგარდმა მონასტერში შეასრულა ამ თხზულებისთვის ხელნაწერი წიგნი, რომელიც ჭარბად იყო დასურათებული და გამშვენებული (რუპერტსბერგის ხელნაწერი, Rupertsberg Codex). ხელნაწერი მოღწეულია ფაქსიმილეს სახით, დედანი კი 1945 წელს დრეზდენში გადატანის დროს დაიკარგა.

                                                                 

კოსმოსის სტრუქტურა და აგებულება, მინიატურა თხუზულებიდან Scivias

                                                        Liber Divinorum Operum

ჰილდეგარდის უკანასკნელი და უდიდესი მისტიკური თხზულებაა „Liber Divinorum Operum“ (სრული სახელწოდებით: „Liber Divinorum Operum Simplicis Hominis“) (ქართ.„წიგნი ღვთაებრივ შემოქმედებებზე“, ან „წიგნი ღვთაებრივ შრომათა“). შედგება სამი ნაწილისგან და მოიცავს ჯამში ათ ხილვას:1.1. „ღვთაებრივი სიყვარულის თეოფანია“, 1.2. „კოსმოსური სფეროები და ადამიანი“, 1.3. „ქარების მაკროკოსმოსი, ექსტრაქტების მიკროკოსმოსი“, 1.4. „კოსმოსი, სხეული და სული: სიტყვამ ქმნა ხორცი“, 2.1. „დედამიწა: სიცოცხლის საჩუქრები, განსაწმენდელი და კომენტარები „შესაქმეზე“, 3.1. „ღვთის ქალაქი და ანგელოზთა სარკე“, 3.2. „ქალაქი მონობის ისტორიაში: შესაქმიდან ხორცშესხმამდე“, 3.3. „ღვთის შემოქმედების შადრევანი: ღვთაებრივი სიყვარულის თეოფანია მორჩილებითა და მშვიდობით“ 3.5. „ღვთაებრივი სიყვარული დისკოს მიღმა: მარადიულობა და ისტორია“.

ჰილდეგარდი განმარტავს ღვთაებრივი კრეაციის ძირითად მომენტებს: სამყაროს, როგორც ღმერთისგან მომდინარე ფიზიკურ და მეტაფიზიკურ მოცემულობას; ადამიანისა და უსხეულო არსებების წარმოშობასა და მათ როლსა და ფუნქციას სამყაროში:

„როდესაც ღმერთმა თქვა სიტყვით: „იქმენინ ნათელი“ (დაბ. 1:3), შეიქმნა გონიერი ნათელი, რაც არიან ანგელოზები, ხოლო მათ ნაცვლად, ვინც ამ კურთხევიდან გამოვიდნენ, ღმერთმა შექმნა სხვა გონიერი სიცოცხლე, რომელიც შემოსა ხორცით. ეს არის კაცობრიობა, რომელმაც უნდა მოიპოვოს ადგილი და დაცემულთა დიდება.“

ნევმირებული ხელნაწერი წიგნი, ზეციური გამოცხადების ჰარმონიული სიმფონია, Wiesbaden Codex (Riesencodex), 466 r

მუსიკა და ჰიმნები

ჰილდეგარდის ყველაზე ცნობილი ჰიმნოგრაფიული კრებულია Ordo Virtutumეთიკური ჟანრის საგალობელი. დრამა შედგება მონოფონური მელოდიებისაგან, რომლის პერსონაჟები არიან ადამიანის სული და თექვსმეტი სათნოება. დიალოგებს შორის ჩართულია ეშმაკის ფრაზები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეშმაკის როლს ასრულებდა ვოლმარი, ხოლო ადამიანის სულისა და სათნოებების — მონასტრის დები. ამიას გარდა, ჰილდეგარდს ეკუთვნის ბევრი სხვა ლიტურგიკული ჰიმნი-საგალობელი, რომლებიც თავმოყრილია სახელის: „ზეციური გამოცხადების ჰარმონიული სიმფონია“ ქვეშ. ჰილდეგარდი წერდა გრიგორიანულ მონოფონურ მუსიკას, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს საგალობლის შესრულებისა და აგებულების ძირეულ გადახვევებზეც.

მუსიკალური თხზულებები შემონახულია შუა საუკუნეების პერიოდის ორი ხელნაწერი წიგნით: დენდერმონდე (1175) და ე.წ. რიზენკოდექსი (1190). საგალობლები ჩაწერილია გოთიკური სანოტო სისტემით. მისი თხზულებები გამოცემულია „პატროლოგია ლატინას“ სერიით, რომლის ტომის რედაქტორია ჟან-ბაპტისტ პიტრა.

ორიგინალური ენა და ანბანი (Lingua Ignota et Scripta Ignota)

ჰილდეგარდმა შეიმუშავა ალტერნატიული ენა, რომელსაც მისტიკური მიზნებისთვის იყენებდა.  ამ ენის ჩასაწერად შექმნა 23 გრაფემა სახელწოდებით litterae ignotae. შემონახულია ორ ხელნაწერში: ვიეზბადენის ხელნაწერი წიგნი და ბერლინი MS (Lat. Quart. 4° 674), იგივე რაც ჩელტენჰამის ხელნაწერი წიგნი (Codex Cheltenhamensis). დაფარული ენის გლოსარიუმი შეიცავს 1011 სიტყვას, ლათინურ ენაზე, თუმცა ასევე გვხვდება გერმანულენოვანი გლოსებიც:



ფრიზული ენა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            ფრიზული ენა

პოლიციის ნიშანი გერმანულსა და ფრიზიულ ენებზე ქალაქ ჰიზუმში
(თვითსახელრქმევა Fryske talen) წარმოადგენს მეტყველებების, ან დიალექტების საერთო კრებით სახელწოდებას. ფრიზიულად გერმანია-ნიდერლანდების საზღვარზე მცხოვრები ხალხები მეტყველებენ, რომელთაც ფრიზებს უწოდებენ. ძირითადად გავრცელებულია ისტორიულ ფრიზიაში — ფრისლანდიაში, დასავლეთფრიზიული კუნძულების ტერსჰელინგისა და სჰირმონიკოგის ჩათვლით ასევე გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, ზატერლანდში — ქვემო საქსონია; უკიდურეს ჩრდილოეთში — შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარე ჩრდილოფრიზიული კუნძულების და კუნძულ ჰელგოლანდის ჩათვლით. ფრიზები რაოდენობრივად დაახლოებით დაახლ. 400 000 კაცია.

თავად ფრიზები თავიანთ თავს სხვადასხვა ფორმით მოიხსენებიენ; დასავლელი ფრიზები იტყვიან ფორმა Frysk-ს [ფრისკ], ჩრდილოელები - fresk-ს [ფრესკ], ან frasch-ს [ფრაშ] ამბობენ, ხოლო თვითსახელდების მეტ-ნაკლებად გავრცელებული, ან ყველა კუთხისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ფორმებია Friisk [ფრიისკ], ანდა Fräisk [ფრეისკ].

ენა, თუ ენები, დიალექტი, თუ მეტყველება

წინათ, ფრიზიული ენა საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული — ნიდერლანდების ეიოიდერსეს ყურიდან დანიის სამხრეთ ნაპირებამდე. XVI საუკუნეში ფრისლანდიამ დამოუკიდებლობა დაკარგა და ენაც ნიდერლანდურის მიერ განიდევნა ოფიციალური მოხმარების სფეროდან, რის შედეგადაც ფრიზიულმა ენამ მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო მნიშვნელობა შეინარჩუნა.

ფრიზიულ ენებს ყოფენ სამ ერთეულად, რომელთაც ზოგი ენათმეცნიერი სამ ენად განიხილავს, ხოლო ზოგიერთი კი ერთი ენის სამ დიალექტად მიიჩნევს მათ. ფრიზიული ენა ყველაზე ახლოს დგას ძველინგლისურთან, ამის მიუხედავად, თანამედროვე ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანს ფრიზიული ენის გაგება გაუჭირდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ფრიზიულს ხშირად შეცდომით ნიდერლანდურთან აიგივებენ.

იხ. ვიდეო






ვირჯინია ვულფი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           ვირჯინია ვულფი

 (ინგლ. Adeline Virginia Woolf, ქალიშვილობის გვარით: სტივენი – ინგლ. Stephen, დ. 25 იანვარი1882 – გ. 28 მარტი1941) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, აღიარებული, როგორც XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა. ვირჯინია ედელინ ვულფი (ქალიშვილობაში სტეფენი) დაიბადა ლონდონში 1882 წლის 25 იანვარს. მამამისი, ლესლი სტეფენი ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი იყო. ვირჯინიას მშობლები ვულფის 1927 წელს დაწერილი რომანის „შუქურასკენ“ გმირების, მისტერ და მისის რამსეების პროტოტიპები არიან.

1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. იმ ხანიდან მოყოლებული ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, სადაც მისთვის „ხელმისაწვდომი იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც არც ერთი წიგნი არავისთვის ყოფილა დამალული“. ძმებისგან განსხვავებით უნივერსიტეტში არ უსწავლია. როდესაც 1904 წელს მამამისი გარდაიცვალა ვირჯინია დასთან და ძმებთან ერთად კენსინგტონის ფეშენებელური რაიონიდან საცხოვრებლად ბლუმსბერიში გადავიდა - რაიონში, სადაც ლონდონური ბოჰემა ცხოვრობდა. 1905 წელს ვულფი რეგულარულად წერს „თაიმსის“ ლიტერატურული დამატებისთვის. კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ერთ-ერთი ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ტკივილი მისი რომანის „ტალღების“ საფუძველი გახდა.

იხ. ვიდეო რატომ უნდაწავიკითხოთ ვირჯინია ვულფი



1907 წელს დის, ვანესას კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე კლაივ ბელზე დაქორწინების შემდეგ ვირჯინია ძმასთან ერთად ფიტცროი-სკვერზე (ასევე ბლუმსბერიში) გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ იმართებოდა ე.წ. „ბლუმსბერის ჯგუფის“ შეხვედრები. თავისუფლად შეკრებილი თანამოაზრეებისგან შემდგარ ჯგუფში უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო. ფილოსოფოს გ.ე. მურის იდეების ზეგავლენით ისინი თვლიდნენ, რომ მეგობრობისა და სიყვარულის იდეალები უმთავრესია და რომ ეს იდეალები მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც გულწრფელობა და თავისუფლება თვალთმაქცობაზე აღმატებული იქნება. მათი აზრით, სოციალური პირობითობები პირადი მორალისა და პასუხისმგებლობის პრინციპების მიხედვით უნდა გამოდევნილიყო. ჯგუფის წევრთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომელიც მათ შორის ყალიბდებოდა. როგორც რომანისტი ე.მ. ფორსტერი წერდა, „ურთიერთობებს არაფერი შეცვლის“. ფორსტერის გარდა ჯგუფში შედიოდნენ ეკონომისტი ჯონ მეინერდ კეინსი, ბიოგრაფი და ესსეისტი ლიტტონ სტრეჩი, მხატვარი დანკან გრანტი, კრიტიკოსი-ხელოვნებათმცოდნეები როჯერ ფრაი და კლაივ ბელი.

1912 წელს, მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცეილონიდან ახლადდაბრუნებული საქმრო ლეონარდ ვულფი წინასწარ გააფრთხილა მამაკაცთან სექსის მიმართ ცუდი დამოკიდებულების შესახებ, ვირჯინია მას ცოლად მიჰყვება. მათი ქორწინება ურთიერთპატივისცემისა და ემოციური მხარდაჭერის მაგალითი იყო, სექსუალური ურთიერთობები კი - მინიმუმამდე დაყვანილი. ვირჯინიამ და ლეონარდმა ერთად დააარსეს „ჰოგარტ პრესი“ - გამომცემლობა, სადაც ვირჯინია ვულფის რომანების გარდა იბეჭდებოდა ფორსტერის, ტ.ს. ელიოტის და კეტრინ მენსფილდის ნაწარმოებები.რომანზე სახელწოდებით „მოგზაურობა“ მუშაობის დროს ვულფმა კიდევ ერთი სერიოზული ნერვული შეტევა გადაიტანა, რომელმაც 1915 წელს ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. თუმცა, შემდეგ გამოკეთდა და 1919 წელს მომდევნო რომანი „ღამე და დღე“ გამოაქვეყნა. ორივე ეს ნაწარმოები უჩვეულო ენით იყო დაწერილი. შემდეგ ნაწარმოებში სახელწოდებით „იაკობის ოთახი“ (1922) კი ვულფმა ლიტერატურულ ფორმებში ფართო და რადიკალურ ექსპერიმენტირებას მიჰყო ხელი. ნაყოფიერი ექსპერიმენტები სამ მომდევნო რომანში გრძელდებოდა: “მისის დელოუეი“ (1925), „შუქურისაკენ“ (1927) და „ტალღები“ (1931). თხრობის ხერხების, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს და ცნობიერების გარდატეხის გადმოცემის თვალსაზრისით ნოვატორული რომანები ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში შევიდა.

ვირჯინია ვულფი ემოციურად ყოველთვის უფრო ქალებზე იყო მიჯაჭვული ვიდრე მამაკაცებზე. 1922 წელს მას ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის რომანი განვითარდა, რომელმაც თითქმის მთელი 20 წელი გასტანა. 1928 წელს ვულფმა ვიტა ასახა „ორლანდოში“ - ფანტასმაგორიულ ბიოგრაფიაში, სადაც ეფემერული მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ის ხან მამაკაცად, ხანაც ქალად იქცევა. ვიტა სეკვილ-უესტის შვილმა ნაიჯელ ნიკოლსონმა ამ ნაწარმოებს „ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი“ უწოდა ვულფი წერდა ბევრს და დაუღალავად. რომანების გარდა მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი ლიტერატურულ კრიტიკაში. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ათასობით წერილს და დაახლოებით ხუთი ათასი ფურცლის ოდენობის დღიურებს. მისი ამბიციური რომანი „წლები“, რომელიც ვირჯინიას წინა რომანების მსგავსად დიდ ფსიქიკურ ძალისხმევად დაუჯდა, შეფასებულ იქნა როგორც „ბრწყინვალე კატასტროფა“.

გერმანული ავიაციის მიერ ლონდონის დაბომბვების შედეგად სახლის დანგრევის შემდეგ ლეონარდ და ვირჯინია ვულფები ქალაქ როდმელში გადავიდნენ, რომელიც სასექსის საგრაფოში მდებარეობდა. ომთან დაკავშირებული საშინელებების და ახალი რომანის „აქტებს შორის“ მუშაობაზე დაღლილობისგან ღრმა დეპრესიაში მყოფი ვულფის მდგომარეობა გაუარესდა. ლეონარდოს მორიგი ტანჯვისგან დახსნის სურვილით 1941 წლის 28 მარტს ვირჯინია ვულფმა მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი.

იხ. ვიდეო ადელაინ ვირჯინია ვულფი და მისის დოლოვიე “როცა ვბერდებით, შეგვიძლია, თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა, რომ მწველი ვნებები არ ნელდება, მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია, განვლილი ცხოვრება შევიცნოთ, გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ. ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი” _ ადელაინ ვირჯინია ვულფი და მისი „ მისის დოლოვეი“




 

четверг, 4 ноября 2021 г.

დაისი (ოპერა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            დაისი (ოპერა)

 ზაქარია ფალიაშვილის ოპერა სამ მოქმედებად. ლიბრეტოს ავტორი - ვალერიან გუნია. პრემიერა გაიმართა თბილისში, 1923 წლის 23 დეკემბერს. განაახლეს ზურაბ და ჯემალ ანჯაფარიძეებმა, 1977 წელს. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილის ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ოპერაზე მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი მოწყალების დის, ბოლშევიკიური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. ოპერის პრემიერა გაიმართა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. საზოგადოების აღტაცების მიუხედავად კომპოზიტორმა ცვლილებები შეიტანა ოპერაში - დაამატა მალხაზის არია პირველ მოქმედებაში და ცალკეული ნომრები მეორე მოქმედებაში. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავმა ოპერამ „დაისმა“ პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში.
იხ. ვიდეო დაისი


მთავარი გმირები

  • მარო
  • ნანო
  • მალხაზი
  • კიაზო
  • ცანგალა
  • ტიტო

                                        პირველი მოქმედება

სოფელი საეკლესიო დღესასწაულის - ხატობისთვის ემზადება, საღამო ხანია. ნანო მოუთმენლად ელის დღესასწაულის დაწყებას. მისი მეგობარი მარო კი მოწყენილია, რადგან დიდი ხანია არაფერი ისმის სატრფოსგან - მალხაზისგან, რომელიც შორეულ მხარეს გაემგზავრა. მაროს სულიერ განცდებს ისიც ამძიმებს, რომ იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ არის დანიშნული ასისთავ კიაზოზე. ნანო მაროს მალხაზის ჩამოსვლას ამცნობს, რომელიც შორიდან მოიმღერის. ამ შეხვედრის დროს მალხაზი მაროს დანიშვნის თავზარდამცემ ამბავს იგებს. ხატობის დღესასწაულზე ხალხი მხიარულობს. გლეხის ბიჭი ტიტო და მესტვირე ცანგალა ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებიან, რომელშიც ტიტო იმარჯვებს. გაბრაზებული ცანგალა ჩხუბს წამოიწყებს. თანასოფლელები მათ აშველებენ. ნანოს წრეში მარო და მალხაზი შეჰყავს. ცანგალა ემუქრება ნანოს, რომ ამ ამბავს კიაზოს აცნობებს. ნანო თავიდან იცილებს აბეზარ მესტვირეს. ისმის ზარების რეკვა. ხალხი ეკლესიისაკენ მიემართება. მალხაზი მაროსთან განმარტოებას ლამობს, მაგრამ მარო ხელიდან უსხლტდება. მალხაზი დარდს მიეცემა.

იხ. ვიდეო



                                           მეორე მოქმედება

დღესასწაული ეკლესიის ეზოში გრძელდება. ცანგალამ კიაზოს მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბავი შეატყობინა. კიაზო შურისძიების გრძნობით ანთებული ღვინოს ეძალება. მარო აღელვებულია, რადგან მეტოქეების შეხვედრას ელის. ნანო შეყვარებულებს კიაზოს მოახლოებას ატყობინებს. მაროს და ნანოს თხოვნით მალხაზი მათ გაეცლება. მოულოდნელად განგაში იწყება. სამშობლოს მტერი შემოესია და კიაზო ხალხს ბრძოლისაკენ მოუწოდებს.

იხ. ვიდეო დაისი მე-2 მოქედება



                                         მესამე მოქმედება

ცანგალასგან მაროსა და მალხაზის შეხვედრის ამბის გაგების შემდეგ, კიაზო მაროს პასუხს თხოვს. მარო აღარ მალავს თავის გრძნობებს მალხაზისადმი. მალხაზის გამოჩენა ვითარებას ამწვავებს. კიაზო შეყვარებულთა სასწრაფოდ განშორებას ითხოვს. იმართება ორთაბრძოლა. მოლაშქრეთა სიმღერის გაგონებაზე წუთიერად გონს მოეგებიან მეტოქეები... კიაზო მახვილით განგმირავს მალხაზს. მარო დასტირის სატრფოს. ხალხი კიაზოს კიცხავს და სამშობლოს დასაცავად მიემართება.

დაისი კინო მხტარული ფიმლი ოპერა 1971წ-ს




მიხეილ თუმანიშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               მიხეილ თუმანიშვილი

(დ. 6 თებერვალი1921თბილისი ― გ. 11 მაისი1996თბილისი) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981). 1986 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 
მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა თბილისში, ვერაზე გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული "ანზორის" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა, თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. 1939 წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1941 წლიდან იბრძოდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა .
იხ. ვიდეო ინტერვიუ მიხელი თუმანიშვლთან


მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე,გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში, რომელიც მან 1949 წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა 1948 წელს.

1949–1971 წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965–1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971–1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...