четверг, 9 декабря 2021 г.

გერჰარტ ჰაუპტმანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                გერჰარტ ჰაუპტმანი

(დ. 15 ნოემბერი1862, ობერზალცბრუნი — გ. 6 ივნისი1946, აგნეტენდორფი) — გერმანელი მწერალი, ლიტერატურული ნატურალიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1912 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად".

ჰაუპტმანი XX საუკუნის საუკეთესო გერმანელ დრამატურგად მიიჩნევა. მისი მრავალფეროვანი ლიტერატურული წარმოსახვის გამაერთიანებელი ელემენტია თანაგრძნობა ადამიანის ტანჯვის მიმართ; მისი პერსონაჟები ხშირად სოციალური ან სხვა ფორმის ძლადობის პასიური მსხვერპლები არიან. ჰაუპტმანის პიესები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იხ. ვიდეო

გერჰარტ ჰაუპტმანი 1862 წელს ქალაქ ობერზალცბურნში დაიბადა. დაწყებითი განათლება მან სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო 1974 წლიდან საშუალო განათლებაა ქალაქ ვროცლავში იღებდა, თუმცა 1878 წელს მან სწავლა შეწყვტა და მისი ბიძის ფერმაში სოფლის მეურნეობის შესწავლა დაიწყო. ამ პროფესიის დაუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას სიცოცხლისთვის საშიში ფილტვების დაავადება დაუდგინეს.

ჰაუპტმანმა ვერ შეძლო პრუსიელთა არმიაში მოხვედრა, რის შემდეგაც მან 1880 წელს ვროცლავის ქანდაკების სკოლაში დაიწყო სწავლა. იქ მან გაიცნო იოსეფ ბლოკი, რომელთანაც მთელი ცხოვრების მანძილზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ჰაუპტმანი სკოლიდან დროებით გარიცხეს „ცუდი ყოფაქცევისა და არასაკმარისა გულმოდგინების გამო“, თუმცა პროფესორ რობერტ ჰარტელის თხოვნით იგი დააბრუნეს. მან სწავლა 1882 წელს შეწყვიტა.

ჰაუპტმანმა თავისი ძმის ქორწილისთვის დაწერა პიესა „Liebesfrühling“. ქორწილში მან მარი ტიენემანი გაიცნო, რომელზეც მალევე საიდუმლოდ დაინიშნა. ტიენემანის ფინანსური დახმარების საშუალებით ჰაუპტმანმა იენის უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და ლიტერატურის ისტორიის სწავლა დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა. მოგვიანებით ტიენემანის დაფინანსებით მან ძმასთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე იმოგზაურა. მისი მცდელობა იტალიაში მოქანდაკედ დამკვიდრებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ჰაუპტმანი გერმანიაში დაბრუნდა და ბერლინის უნივერსიტეტში ისტორიის სწავლა დაიწყო.

ჰაუპტმანმა 1885 წლის 5 მაისს მარი ტიენემენი ცოლად შეირთო. მათ თაფლობის თვე ქალაქ რიუგენში გაატარეს. ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ ისინი ბერლინის გარეუბან ერკნერში ცხოვრობდნენ, სადაც მათ სამი ვაჟი შეეძინათ. 1889 წელს ისინი შარლოტენბურგში გადავიდნენ, სადაც ჰაუპტმანი ნატურალისტთა ლიტერატურული კლუბის წევრი გახდა. იმ პერიოდში იგი ემილ ზოლასა და ივანე ტურგენევის შემოქმედებას ეცნობოდა. ლიტერატურული გარემოს გავლენით ჰაუპტმანმა წერა დაიწყო. მისი პირველი პიესა, სოციალური დრამა „მზის ამოსვლამდე“, რომელიც თანამედროვე სოციალურ პრობლემებს ასახავს, 1889 წელს დაიდგა.[20] პიესამ გერმანული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი გამოიწვია. ბურჟუაზიული საზოგადოება აღაშფოთა ალკოჰოლიზმისა და სექსუალობის რეალისტურმა აღწერამ. ჰაუპტმანის მომდევნო პიესები იყო „დაზავების ზეიმი“ 1890 წელს და „მარტოხელანი“ 1891 წელს. დრამატურგს საერთაშორისო აღიარება მოუტანა 1892 წლის პიესამ „ფეიქრები“, რომელიც 1840-იან წლებში სილეზიელი ფეიქრების აჯანყებაზეა. ჰაუპტმანის ცნობილი კომედიებია „კოლეგა კრემპტონი“ (1891) და „წავის ქურქი“ (1893).

1893 წელს ჰაუპტმანმა სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მსახიობ მარგარეტ მარშალკთან, რის შემდეგაც მისი ცოლი შვილებლად ერთად აშშ-ში გადავიდა. ჰაუპტმანმა ფრანგულენოვანი დადგმისთვის მოამზადა დრამა „The Assumption of Hannele“, რომლის პრემიერასაც არ დასწრებია, რადგან აშშ-ში ოჯახთან ჩავიდა. საბოლოოდ, 1904 წელს მისი და ტიენემენის ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა.

1900 წელს ჰაუპტმანს მარგარეტ მარშალკისგან ვაჟი, ბენვენუტო შეეძინა. 1901 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო 1904 წელს დაქორწინდნენ.

1904 წელს ჰაუპტმანმა ოქსფორდის ვორსტერის კოლეჯის, ხოლო 1909 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო.

1910 წელს ჰაუპტმანის პირველი რომანი „The Fool in Christ, Emanuel Quint“ გამოქვეყნდა, რომლის პროტაგონისტი მღვდელიც ერთმანეთში ურევს მზის თაყვანისცემასა და ქრისტიანობას. 1912 წელს გამოქვეყნდა მომდევნო რომანი „Atlantis“, რომლის მიხედვითაც მომდევნო წელს დანიური უხმო ფილმი გადაიღეს.

1912 წელს ჰაუპტმანს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დრამატული ხელოვნების დარგში ნაყოფიერი, მრავალფეროვანი და გამოჩენილი მოღვაწეობის ნიშნად". 1915 წელს მას ვილჰელმ II-მ წითელი არწივის ორდენი გადასცა. მწერალმა 1932 წელს, გოეთეს დაბადებიდან ასი წლისთავზე აშშ-ში მის შემოქმედებაზე ლექციები წაიკითხა და კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა.

ჰაუპტმანი 1946 წლის 6 ივნისს ბრონქიტით გარდაიცვალა.

,,ფეიქრების'' პოსტერი (19370

აუპტმანმა სახელი გაითქვა დრამით „მზის ამოსვლის წინ“ (1889), რომლის თემა - ბურჟუაზიული ოჯახის რღვევა - მის არაერთ ნაწარმოებში დამკვიდრდა („დაზავების ზეიმი“, 1890; „მარტოხელანი“, 1891). ჰაუპტმანი გერმანული ნატურალიზმის ფუძემდებლად მიიჩნევა, თუმცა მის შემოქმედებაში თვალსაჩინოა რეალისტური ელემენტებიც, აგრეთვე პესიმისტური ინტონაცია. თემისა და სტილის მხრივ ნოვატორულად აღიარეს მისი დრამა „ფეიქრები“ (1892). ჰაუპტმანმა მრავალ ჟანრში სცადა კალამი, წერდა ლექსებსკომედიებსდრამებსზღაპრებს; აღსანიშნავია ისტორიული ტრაგედია „ფლორიან გაიერი“ (1896). პირველი მსოფლიო ომის დროს პაციფისტის პოზიცია ეკავა; ამ პერიოდში ისტორიული და მითოლოგიური თემებით გატაცებასთან ერთად გადაიხარა ირაციონალიზმისკენ (დრამები „ზამთრის ბალადა“, 1917; „თეთრი მხსნელი“, 1920; რომანი „გიჟი ქრისტეისითა - ემანუელ კვინტი“, 1910 და სხვები), ფაშიზმის წლებში დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი „ჩემი სიჭაბუკის თავგადასავალი“ (ტ. 1-2, 1937), დრამატული ტეტრალოგია ბერძნული ლეგენდის სიუჟეტზე (1941-1944); ნაციზმისადმი მტრული განწყობილება გამოჩნდა მის პოემაში „დიდი სიზმარი“ (1942-1943). სიკვდილის წინ 1945 წელს, აირჩიეს „კულტურბუნდის“ საპატიო პრეზიდენტად.

ჰაუპტმანის შემოქმედებას ქართული საზოგადოება უკვე XX საუკუნის დასაწყისშივე იცნობდა. 1902 „მოამბის“ მე-2 - მე-4 ნომრებში გამოქვეყნდა ვინმე იან-იანის თარგმანი „დაძირული ზარი“ (დაიდგა 1915); ქართულ სცენაზე იდგმებოდა ჰაუპტმანის პიესები „დაზავების ზეიმი“ სათაურით „ავადმყოფი ხალხი“ (1901), „წავის ქურქი“ სათაურით „მელანიას ოინები“ (1903), „როზა ბერნდი“ (1904), „ფეიქრები“ (1904-1905, გამოქვეყნდა 1910), „მარტოხელანი" (1906), „ამხანაგი კრემპტონი“ (1907), „მზის ამოსვლამდე“ (1910), „ჰანელეს ამაღლება“ (1911), „მიხაელ კრამერი“ (1911), „შლუკი და იაუ“ (1912), „ვილჰელმ ჰენშელი“ (1915); 1979 „მზის ჩასვლის წინ“ დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში (რეჟისორი მალხაზ ჟვანია).

ჰაუპტმანის შემოქმედებას მიუძღვნა წერილი კიტა აბაშიძემ სათაურით „ჰაუპტმანის ახალი პიესის გამო“ (გაზეთი "ივერია", 1906, № 7).







 

среда, 8 декабря 2021 г.

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში

დასავლეთში კოლხეთის სამეფოსა და აღმოსავლეთში იბერიის სამეფოს სახით.ძვ. წ. VI-I საუკუნეების ბერძენი მწერლების ცნობათა მიხედვით კოლხეთის სამეფო მოიცავდა ტერიტორიას პიტიუნტიდან აფსაროსამდე. ის სამი მხრიდან შემოფარგლული იყო ქედებით, კავაკსიონით, მესხეთის ქედითა ლიხის ქედით. ცხოვრობდნენ კოლხები და სანები. კოლხეთის სამეფოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდნენ ჰენიოხები და სანიგები. სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც ქსენოფონტეს ცნობით მითიური აიეტის შთამომავალი იყო. კოლხეთის სამეფო წარმოადგენდა ადრეკლასობრივ სახელმწიფოს. მისი ტერიტორია დაყოფილი იყო სკეპტუხიებად, რომლებსაც სათავეში სკეპტუხები ედგნენ. სკეპტუხები ადგილობრივი გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლებისგან ინიშნებოდნენ მეფის მიერ. დედაქალაქი იყო ქუთაისი. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო სკეპტუხიების ცენტრები ვანი, ითხვისი, საირხე და სხვა. მაღალ დონეზე იდგა რკინის მეტალურგია. აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში მრავლადაა სასოფლო–სამეურნეო იარაღებებიც, განვითარებული იყო მესაქონლეობა, ხელოსნობა. მშენებლობის ძირითადი მასალა იყო ხე, გავრცელებული იყო ჯარგვალის ტიპის შენობები და კოშკური არქიტექტურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოლხური ოქრომჭედლობა და ოქროს ნივთების სიმრავლე, რაც გახდა ანტიკურ საბერძნეთში ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ წარმოდგენის საფუძველი და აასახა მითში არგონავტებისა და ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მათი კოლხეთში მოგზაურობის შესახებ.

გაცხოველებულ საშინაო და საგარეო ვაჭრობაზე მიუთითებს ორიგინალური ვერცლის მონეტების კოლხური თეთრის არსებობა. მისი გავრცელების არეალი თითქმის ემთხვევა სამეფოს ტერიტორიას. კოლხეთის სამეფოს არსებობა ემთხვევა ბერძნული კოლონიზაციის პერიოდს. ბერძნული დასახლებები კოლხეთში იყო ფაზისიდიოსკურიაგიენოსი. ბერძნებს კოლხეთიდან გაჰქონდათ ოქრო, ხე–ტყე, რკინა, სელი, შემოჰქონდათ ღვინო, ზეთი, კერამიკა. დიოსკურია და ფაზისი ვაჭრობისა და ტრანზიტის მნიშნელოანი ცენტრები იყო.

კოლხეთის სამეფოს ძლიერება დაეცა ძვ. წ. IV საუკუნიდან. დაქვეითდა მატერიალური კულტურა.

იხ. ვიდეო ქართველთა ცხოვრაბა დასაბამიდან ფარნავაზამდე

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ჩამოყალიბებას ხელი შეუშალა აქემენიანთა იმპერიამ. ქართლი მექცა აქემენიანთა იმპერიის XVIII და XIX სატრაპიებში. ამასთან ამ ტერიტორიებზე ძვ. წ. IV საუკუნეში უკვე დაშლილი იყო გვაროვნული სოციალური სტრუქტურები და მომხდარი იყო კლასობრივი დიფერენციაცია, წარმოქმნილი იყო ქალაქები ურბნისისამადლო და სხვა.

ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის სამეფოს დამაარსებელია ფარნავაზ I. მისი ცნობით ფარნავაზმა დაამარცხა აზო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი იყო. აზომ დაიპყრო ქართლი და ეგრისი, შეავიწროვა ადგილობრივები, დახარკა ოსები, ლეკები და ხაზარები. აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი, რომელიც 3 წლის ასაკიდან მთიულეთში იყო გახიზნული. დასავლეთ საქართველოს მმართველ ქუჯისდურძუკების და სელევკიდების მეფე ანტიოქოს I-ის დახმარებით ფარნავაზმა დაამარცხა აზო და გახდა ქართლის მეფე. ფარნავაზმა საკუთარი ძალაუფლება გაავრცელა დასავლეთ საქართველოზეც. მისი სამეფო მოიცავდა ტერიტორიას მდინარე ბერდუჯიდან შავ ზღვამდე. მასში შედიოდა ჭოროხის ხეობაც. ჩრდილოეთით მისი სამეფო შემოსაზღვრული იყო კავკასიონის ქედითა და მდინარე ღალიძგით.

ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო 8 საერისთავოდ: მარგვეთის, კახეთისხუნანისსამშვიდლისწუნდისოძრხისკლარჯეთის და ეგრისის. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში შექმნა ქართლის სასპასპეტო, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპასპეტი — სამხედრო სარდფალი. საერისთავოს სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა „ხარკი სამეუფო და საერისთავო“.

ფარნაავაზმა გააშენა ქალაქი მცხეთა და სხვა ქალაქები. მცხეთის მნიშვნელობას განაპირობებდა სავაჭრო გზა, რომელიც ევროპას აკავშირებდა ინდოეთთან. მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი, არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს. არმაზთან ერთად, რომელიც მთვარის ღვთაება იყო, შენარჩუნდა გაცის და გაიმის კულტი. ფარნავაზის შემდგომმა მეფემ საურმაგმა აღმართა აინინას კერპი, ხოლო მირიან I-მა დანინას კერპი. კერპების აღმართვას თან სდევდა ციხესიმაგრეების მშენებლობა. არმაზის კერპის სიახლოვეს აშენდა არმაზის ციხე, ხოლო მეფე ფარნაჯომმა აღმართა ზადენის კერპი და ციხე. ამ კერპებთან ერთად იბერიის სამეფოში გავრცელებული იყო მზის კულტიც.

იხ. ვიდეო



უილიამ შექსპირის სონეტები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              უილიამ შექსპირის სონეტები  

გვერდის სათაური 1609წ-ის ,, სონეტები''
უილიამ შექსპირის ლექსები, დაწერილი სონეტის სახით. სულ 154-ია, უმეტესობა კი 1592-1599 წლებშია დაწერილი. პირველად შექსპირის სონეტები დაიბეჭდა 1609 წელს, როგორც ჩანს, ავტორის ცოდნის გარეშე. თუმცა, ორი სონეტი გამოჩნდა ბეჭდვით ჯერ კიდევ 1599 წელს მეკობრეების კოლექციაში Passionate Pilgrim. ეს არის სონეტი 138 და 144.
სონეტების მტელი ციკლი იყოფა ცალკეულ თემატურ ჯგუფებად:
მეგობრისადმი მიძღვნილი სონეტი: 1-126 მეგობრის გალობა: 1-26 მეგობრობის გამოწვევები: 27-99 გამოყოფის სიმწარე: 27-32 პირველი იმედგაცრუება მეგობარში: 33-42 ლტოლვა და შიში: 43-55 მზარდი გაუცხოება და სევდა: 56-75 სხვა პოეტების მეტოქეობა და ეჭვიანობა: 76-96 განშორება "ზამთარი": 97-99 განახლებული მეგობრობის ზეიმი: 100-126 სნეული შეყვარებულისადმი მიძღვნილი სონეტი: 127-152 დასკვნა - სიყვარულის სიხარული და სილამაზე: 153-154 წწ სონეტები სონეტები დღემდე საიდუმლოდ რჩება, მიუხედავად უამრავი კვლევისა, შექსპირის პოეტური მემკვიდრეობის ყველაზე ცნობილი ნაწილი მისი სონეტებია. თანამედროვეებისთვის ისინი "შაქარივით ტკბილი" ჩანდნენ. ეს საკმარისი იყო წიგნის გამყიდველების სიხარბის გასაღვივებლად და „წიგნის მეკობრემ“, სახელად ჯაგარდი, დაბეჭდა რამდენიმე სონეტი თავის ქურდულ გამოცემაში „ვნებიანი პილიგრიმი“ (1599), რომლებიც ტყუილად მიეწერება შექსპირს. სხვა სონეტები გვხვდება შექსპირის პიესების ზოგიერთ სხვა მტაცებლურ გამოცემაში. 1609 წელს კი „წიგნის მეკობრე“ თორპი ამოიღო შექსპირის სონეტების სრული ასლი, რომლებიც ლიტერატურულ წრეებში ტრიალებს და ავტორის ნებართვის გარეშე აქვეყნებს. თუმცა, მისი მოლოდინი განაღდება არ გამართლდა. სონეტებს, როგორც ჩანს, არ მოეწონათ ფართო საზოგადოება, რადგან მათი შემდეგი გამოცემა გამოჩნდა მხოლოდ 1640 წელს, შემდეგ კი ისინი იმდენად დავიწყებული და იგნორირებულია, რომ ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, როგორც შექსპირის (1773) კლასიკური შეგროვებული ნაწარმოებების გამომცემელი სტივენსი. არ მინდოდა მათი გადაბეჭდვა... მან შექსპირის სონეტები მოსიყვარულე პედანტურ და უბრალოდ მოსაწყენ სისულელედ მიიჩნია და მოგვიანებით გამოთქვა, რომ „უმკაცრესი საპარლამენტო კანონი იძულებითაც კი არ აძლევდა მკითხველს“ ამ სონეტებზე. და მათ უბრალოდ შეწყვიტეს კითხვა ან წაიკითხეს იმდენად უყურადღებოდ, რომ შექსპირის ნაწარმოებების ზოგიერთი გამომცემელი ამტკიცებდა, რომ შექსპირის საყვარელი მღეროდა სონეტებში, ხოლო ერთმა თქვა, რომ დედოფალი ელიზაბეტ I.
იხ. ვიდეო უილიამ შექსპირი - ,, სონეტი 10

მხოლოდ მე-1 საუკუნის ბოლოს შეამჩნია მალონმა, რომ პირველ 126 სონეტში ქალზე საუბარი კი არ არის, არამედ კაცს მღერიან და მხოლოდ ბოლო 26-ში ჩნდება ქალი. მე-19 საუკუნის პირველი წლებიდან სონეტების უგულებელყოფა შეიცვალა საპირისპირო მიდგომით, რომელიც დაიწყო პოეტ უილიამ უორდსვორთით. იგი ენთუზიაზმით საუბრობდა სონეტების პოეტურ მნიშვნელობაზე, გარდა ამისა, ხედავდა მათში ავტობიოგრაფიულ ანაბეჭდს და თვლიდა, რომ „ამ გასაღებით პოეტის გული გახსნილია“. Wordsworth-ის მსუბუქი ხელით სონეტებისადმი ინტერესი ინფექციური ხდება. მრავალი ათეული მკვლევარი მოუთმენლად ართმევს თავს მაცდურ ამოცანას, შეცვალონ შექსპირის ინტიმური ცხოვრების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების ნაკლებობა მისი გულის გამოცდილების სავარაუდო ქრონიკის შესწავლით. მაგრამ სონეტებისადმი მგზნებარე ინტერესმა მათ შესწავლაში იმდენი გულუბრყვილობა და ტენდენციურობა შემოიტანა, რომ, გარკვეულწილად, სონეტების საკითხი შექსპირის ფანტაზიების ტოლფასია - ბეკონის კითხვა.

სონეტების მიძღვნა იდუმალი ბატონი W. H. მას ხელს აწერს სონეტების გამომცემელი - თომას ტორპი.
სონეტების მკვლევარები იყოფა ორ ძირითად მიმართულებად: ზოგი მათში ყველაფერს ავტობიოგრაფიულად თვლის, ზოგი კი პირიქით, სონეტებში ხედავს წმინდა ლიტერატურულ სავარჯიშოს მოდური სტილით, თუმცა, ზოგიერთი დეტალის ავტობიოგრაფიულ მნიშვნელობას უარყოფს. ავტობიოგრაფიული თეორია ეფუძნება აბსოლუტურად სწორ დაკვირვებას, რომ სონეტი არ არის მხოლოდ ცალკეული ლექსების კრებული. თითოეული სონეტი შეიცავს, რა თქმა უნდა, რაღაც სრულყოფილს, როგორც ერთი აზრის განუყოფელ გამოხატულებას. მაგრამ თუ ვინმე კითხულობს სონეტს სონეტის შემდეგ, მაშინ უდავოდ აშკარაა, რომ ისინი ქმნიან უამრავ ჯგუფს და რომ ამ ჯგუფებში ერთი სონეტი, თითქოსდა, მეორის გაგრძელებაა.
იხ. ვიდეო


ასე რომ, პირველი 26 სონეტი არწმუნებს ზოგიერთ ახალგაზრდას, კეთილშობილ და ძალიან ლამაზ ახალგაზრდას დაქორწინდეს, რათა მისი სილამაზე არ გაქრეს და შვილებში განაგრძოს ცხოვრება. არაერთი სონეტი ადიდებს ამ ახალგაზრდას პოეტს განმანათლებლური მფარველობისთვის, მეორე ჯგუფში არის მწარე ჩივილი, რომ სხვა პოეტებმა დაიკავეს მაღალი მფარველის მფარველობა. პოეტის არყოფნისას პატრონი საყვარელს დაეპატრონა, მაგრამ ის აპატიებს მას. კეთილშობილი ჭაბუკის მიმართ მიმართვა 126-ე სონეტით მთავრდება, რის შემდეგაც შავბნელი ქალბატონი იწყებს გამოჩენას, შავი თმით და შავი თვალებით. ამ უსულო კოკეტმა უღალატა პოეტს და შეაცდინა მისი მეგობარი. მაგრამ ვინ არის ეს კეთილშობილი ჭაბუკი და ვინ არის უსულო კოკეტი? სწორედ მაშინ დაიწყო მკვლევართა ფანტაზიამ მუშაობა და, პოეტური სიმბოლიზმის ლიტერატურულ ინტერპრეტაციაში სანდოს აბსოლუტურ თვითნებობასთან შერევით, ავტობიოგრაფიული თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დისკრედიტაცია მოახდინა.
იხ. ვიდეო უილიამ შექსპირი - ❤ნუ გასცემ სიყვარულს იმაზე ვინც❤
ავტობიოგრაფიული თეორიის ზომიერებსა და მიმდევრებს შორის, რომლებმაც შექსპიროლოგია ღირებული მოსაზრებებით გაამდიდრეს, შეიძლება დავასახელოთ გერვინუსი, ულრიცი, ფეირნივალი, სვინბეირნი, დოუდენი და რუს მეცნიერებს შორის, გარკვეულწილად, ნ.ი. სტოროჟენკო. ბრანდესის წიგნში სონეტების უზარმაზარი თავი შეიძლება გახდეს ამ თეორიისადმი მისი ენთუზიაზმის ნათელი მაგალითი. ბრანდესმა გასაოცარი სისულელეებით შეიმუშავა და გაალამაზა ტაილერის ერთ-ერთი უახლესი მკვლევარის და სონეტების გამომცემლის შეხედულებები (ტაილერი, 1890). ტაილერი, ეთანხმება ზოგიერთის მიერ დიდი ხნის წინ გამოთქმულ ვარაუდს, რომ შექსპირმა გამოიყვანა ელიზაბეთის სიმპათიური ფავორიტი, გრაფი პემბროკი, შექსპირის ახალგაზრდა მფარველში, გარდა ამისა, ხედავს, გარდა ამისა, ბოლო სონეტების "შავ" სილამაზეში, ქალბატონს. სასამართლო მერი ფიტონი, რომელიც ცნობილია თავისი თავგადასავლებით. ასე რომ, სონეტების წმინდა ლიტერატურული ტექნიკის გამოყენებით, ბრანდესმა მისცა მთელი რომანი შექსპირის ფიტონთან კავშირის შესახებ და მის ღალატში დარჩენილ მწარე განცდაში ხედავს შექსპირის შემოქმედების ბნელი პერიოდის წყაროს 1600-1609 წლებში. ამ რომანის სრული შორსმჭვრეტელობის დასახასიათებლად, გარდა იმისა, რომ მის დასადასტურებლად არც ერთი დადებითი ფაქტი არ არსებობს, სავსებით საკმარისია იმის მითითება, რომ „შავკანიანი“ ქალბატონის წარმოსახვითი ორიგინალი მასში მერი ფიტონია. ღია ქერას ორიგინალური პორტრეტი! ამჟამად მეცნიერული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სონეტების, როგორც მოდის ერთ-ერთ გამოვლინებას, რომელმაც ეპიდემიურად დაიპყრო ლიტერატურული წრეები მე-16 საუკუნის ბოლოს, იტალიური და ფრანგული ლიტერატურის გაცნობის გავლენით. პირველად გამოთქმული 1850 წელს ცნობილი შექსპირის გამომცემლის ჩარლზ ნაითის მიერ, ეს მოსაზრება შემდეგ მხარი დაუჭირეს უაღრესად პატივსაცემი და რაც მთავარია, მეცნიერულად ფრთხილი შექსპირის მკვლევარების მიერ, როგორიცაა სტონტონი, დაისი და დელიუსი.
იხ. ვიდეო მონანიება უილიამ შექსპირის 66 სონეტი
უახლოეს ნაწერებიდან შექსპირის სონეტებსა და იმდროინდელ სონეტურ ლიტერატურას შორის ყველაზე მჭიდრო კავშირის დამყარება ბრწყინვალედ განხორციელდა შექსპირის ყველაზე ავტორიტეტულ ბიოგრაფიაში, რომელსაც ეკუთვნის სიდნი ლი (1898 წ.). შექსპირის სონეტების შედარებითი შედარება სხვა ინგლისელ სონეტებთან, განსაკუთრებით დანიელთან, ნათლად აჩვენა, რომ შექსპირმა ისესხა მრავალი მოტივი, პოეტური აზრი და შედარება თავისი წინამორბედებისგან იმავე სიმარტივით, რომლითაც ისესხა თავისი დრამის სიუჟეტები. მართალია, როგორც დრამებში, მან საგრძნობლად გააღრმავა ნასესხებლების შინაარსი და ისეთი ბრწყინვალება მიანიჭა მათ, რომ ინგლისელ სონეტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქ ავტობიოგრაფია გამორიცხულია. ყველაზე დამახასიათებელი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მთელი ცნობილი "შავკანიანი" ქალბატონი, თავისი "შავი" ღალატით და პოეტის ლანძღვით მის მისამართით, მთლიანად არის აღებული ცნობილი ფილიპ სიდნის სონეტებიდან, რომელმაც, თავის მხრივ, წაიყვანა იგი. ფრანგული და იტალიური სონეტები. მაგრამ, ალბათ, შექსპირის სონეტების წარმოშობის სიყვარულის თეორიის წინააღმდეგ ნებისმიერი მეცნიერული არგუმენტი უბრალო ესთეტიკურ განცდაზე საუბრობს.
იხ. ვიდეო ულიამ შექსპირი 74-ე სონეტი
რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყოს მათი მხატვრული სრულყოფილებით, არ შეიძლება უარვყოთ, რომ ეს ნამუშევრები ძალიან ჭკვიანურად სრულყოფილად და პირობითია. და მერე ვფიქრობ: შექსპირი, სიყვარულისა და ვნების უკვდავი მომღერალი მისი ყველა ფორმით, რომელიც ასე აოცებს მაყურებელსა და მკითხველს სხვისი სიყვარულის ციებ-ცხელების გამოსახულებით, განა მართლა გამოხატავდა საკუთარ ღრმა მწუხარებას ასეთი ცივი, თავაზიანი გალანტური ფორმებით? შექსპირის სონეტების წარმოსახვითი რომანის ავტობიოგრაფიული ბუნების უარყოფისას, მეცნიერულად ფრთხილი კრიტიკა სულაც არ ფიქრობს უარყოს მათი ზოგიერთი ინდივიდუალური მახასიათებლის ავტობიოგრაფიული ბუნება. ასე, მაგალითად, იმ სიმწარეში, რომლითაც შექსპირი მსახიობობისადმი ზიზღზე საუბრობს, რა თქმა უნდა, პირადი განცდა გამოიხატება. ანალოგიურად, "მამაკაცური" სონეტების გმირის ძალიან რეალური სახე. ყოველგვარი ალეგორიების გამოყენების გარეშე, შექსპირი ნამდვილად ადიდებს თავის ახალგაზრდა, გამორჩეულ მფარველს და ხელოვნების მფარველს. ის მას სახელს არ უწოდებს, მაგრამ ვიცით, რომ დაახლოებით 1594 წელს, როდესაც პირველი სონეტები ჩნდება, დრამატურგს მხოლოდ ერთი მფარველი ჰყავდა - საუთჰემპტონი და ყველაფერი, რაც მასზეა ნათქვამი სონეტებში, სრულად ემთხვევა ახალგაზრდა გრაფის შესახებ ბიოგრაფიულ მონაცემებს. თუ შექსპირი ლაპარაკობს თავის მფარველზე ისეთი სათუთი ენთუზიაზმით, რომ მე-18 საუკუნის უყურადღებო გამომცემლები. თუ აქ დაინახეს ქალისადმი სიყვარულით სავსე ახსნა, ეს იმიტომ, რომ ასეთი იყო სონეტის ჟანრის მანერა. გარდა ამისა, სიტყვები "სიყვარული" და "შეყვარებული", რომლებიც ასე ხშირად გვხვდება შექსპირის "მამაკაცის" სონეტებში, იმ დროს უბრალოდ მეგობრობას ნიშნავდა.
იხ. ვიდეო უილიამ შექსპირი 73 სონეტი










რადიარდ კიპლინგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        რადიარდ კიპლინგი


(ინგლ. Joseph Rudyard Kipling; დ. 30 დეკემბერი1865ბომბეიინდოეთი ― გ. 18 იანვარი1936ლონდონიდიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მწერალი, პოეტი და ნოველსიტი.

კრიტიკოსებისა და მითხველების მიერ მის საუკეთესო ნაწარმოებებად მიჩნეულია: „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book), „კიმი“ (Kim), ლექსი «უკანასკნელი სიმღერა» (Recessional). 1907 წელს კიპლინგი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი ინგლისელი ლაურეატი ხდება. იმავე წელს ჯილდოვდება პარიზისსტრასბურისათენისა და ტორონტოს უნივერსიტეტებისგან. ასევე დაჯილდოებულია ოქსფორდის, კემბრიჯის, ედინბურგისა და დარემის უნივერსიტეტების საპატიო ხარისხით.

კიპლინგის ნაწარმოებების მდიდარმა ენამ, მეტაფორების სიუხვემ დიდი წვლილი შეიტანა ინგლისური ენის საგანძურში.

იხ. ვიდეო რადიარდ კიპლინგი - ,, თუ''

რადიარდ კიპლინგი დაიბადა ინდოეთის ქალაქ ბომბეიში, ადგილობრივი სკოლის პედაგოგ ჯონ ლოკვუდ კიპლინგისა და ალისა კიპლინგის (მაკდონალდი) ოჯახში. სახელი რადიარდი ბავშვმა მიიღო ინგლისის ტბის პატივსაცემად, რომელთანაც მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი. ცხოვრების საწყისი და ბედნიერი წლები რადიარდმა ინდოეთის ეგზოტიკურ ბუნების გაცნობაში გაატარა. მაგრამ 5 წლის ასაკში იგი დასთან ერთად სასწავლებლად ინგლისში გაამგზავრეს. შემდეგი 6 წელი რადიარდმა კერძო პანსიონში გაატარა, რომლის პატრონიც (მადამ როზა) ხშირად სჯიდა მას. ასეთმა დამოკიდებულებამ სიცოცხლის ბოლომდე დაღი დაუსვა მის ცხოვრებას – იგი უძილობით იტანჯებოდა.

12 წლის ასაკში მშობლები რადიარდს აწყობენ კერძ დევონის სასწავლებელში, რათა შემდგომში პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში ჩარიცხულიყო. სასწავლებლის დირექტორი მამამისის მეგობარი კორმელ პრაისი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ლიტერატურის შესწავლაში. ახლომხედველობამ ხელი შეუშალა რადიარდს სამხედრო კარიერის გაგრძელებაში, ხოლო აღნიშნული სასწავლებლის დიპლომი სხვა ტიპის უნივერსიტეტისთვის შეუთავსებადი აღმოჩნდა. შვილის მოთხრობებით აღფრთოვანებულმა, მამამ რადიარდი ლაჰორის „სამოქალაქო და სამხედრო გაზეთის“ რედაქციაში მოაწყო ჟურნალისტად.

1882 წლის ოქტომბერში კიპლინგი ბრუნდება ინდოეთში და იწყებს ჟურნალისტად მუშაობას. თავისუფალ დროს იგი წერდა პატარა მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებსაც შემდეგ გაზეთში სხვა სტატიებთან ერთად აქვეყნებდა. ნაწარმოებების პირველი გაყიდვები 1883 წელს დაიწყო

იხ. ვიდეო




80–ანი წლების შუაში რადიარდი, როგორც ალაჰაბადის გაზეთ „პიონერის“ კორესპონდენტი, იწყებს მოგზაურობას აზიასა და აშშ–ში. „პიონერთან“ მას საქმიანი კონტრაქტი აკავშირებდა – გაზეთს უნდა გამოეცა კიპლინგის საგზაო ჩანახატები. მოგზაურობასთან ერთად რადიარის შემოქმედების გაყიდვა გაიზარდა, 1888 და 1889 წლებში მისი 6 წიგნი გამოიცა, რამაც შემოქმედებითი აღიარება მოუტანა.

1889 წელს მან მოინახულა ბირმაჩინეთიიაპონიააშშ და დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ ლონდონში დასახლდა. მას უკვე ჩარლზ დიკენსის მემკვიდრედ მოიხსენიებდნენ. 1890 წელს მისი პირველი რომანი „ჩამქრალი სინათლე“ გამოვიდა.

                                                    შემოქმედება

ლონდონში კიპლინგი ეცნობა ახლაგაზრდა ამერიკელ გამომცემელ უოლკოტ ბეილსტირს, რომელთანაც ერთად მუშაობს მოთხრობაზე „ნუალაკჰა“ (The Naulahka). 1892 წელს უოლკოტი გარდაიცვალა, და ცოტა ხანში რადიარდი მის დაზე – კაროლინაზე ქორწინდება. თაფლობის თვის დროს, ბანკი, რომელშიც კიპლინგს მთელი თავისი კაპიტალი ჰქონდა უეცრად გაბანკროტდა და ცოლ–ქმარს ფული მხოლოდ იმისთვის დარჩა, რომ ვერმონტამდე მიეღწიათ, სადაც კაროლინას ნათესავები ცხოვრობდნენ. შემდეგი 4 წელიწადი მათ ვერმონტში გაატარეს.

ამ დროს იწყებს კიპლინგი ბავშვებისთვის წერას. 1894–1895 წლებში გამოდის მისი ცნობილი „ჯუნგლების წიგნი“ (The Jungle Book) და „ჯუნგლების მეორე წიგნი“ (The Second Jungle Book). გამოიცა ასევე ლექსთა კრებული „შვიდი ზღვა“ (The Seven Seas). გაუჩნდა ორი შვილი: ჯოზეფინა და ელსი. ცოლისძმასთან ჩხუბის შემდეგ 1896 წელს ოჯახთან ერთად ინგლისში ბრუნდება. 1897 წელს გამოსცემს მოთხრობას „მამაცი ზღვაოსნები“ (Captains Courageous). 1899 კიპლინგმა დიდი დარტყმა მიიღო - აშშ–ში მოგზაურობისას ფილტვების ანთებისგან უფროსი ქალიშვილი – ჯოზეფინა გარდაეცვალა.

1899 წელს სამხრეთ აფრიკაში ატარებს რამდენიმე თვეს, სადაც ცნობილ მაგნატ სისილ როდს გაიცნობს. 1901 წელს გამოდის მისი რომანი „კიმი“ (Kim), მისი ერთ–ერთი საუკეთესო ნაწარმოები. აფრიკაშივე იგი აგროვებს მასალას ახალ საბავშვო წიგნისთვის, რომელიც 1902 წელს გამოდის სახელწოდებით „უბრალო ზღაპრები“ (Just So Stories).

იმავე წელს კიპლინგი ყიდულობს აგარაკს სასექსის საგრაფოში, ინგლისში, სადაც ცხოვრების ბოლომდე სახლდება. იქვე წერს თავის ცნობილ წიგნებს (Puck of Pook’s Hill) და (Rewards and Fairies). ლიტერატურულ საქმიანობასთან ერთად პოლიტიკურს იწყებს. იგი წერს გერმანიასთან სამომავლო ომზე, გამოდის კონსერვატორთა მხარდაჭერით და ფემინიზმის წინააღმდეგ. 1907 წელს მან ნობელის პრემია მიიღო.

მოთხრობები:

1.ათასი მწუხარების ჭიშკარი

2.პატარა ტობრა

3.ლისპეტი

4.ღმერთების ხაზინა

5.მოხეტიალე ებრაელი

6.ამირას მოწყალება

7.ნაბოთე

8.მეამბოხე მოტი-გოჯი

9.წყალდიდობის ჟამს

10.ნამგეი დულა

11.რიქშა-აჩრდილი

12.ოლქის თავკაცი

13.იმრეის დაბრუნება

14.ტყუპი

                                       პირველი მსოფლიო ომი

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კიპლინგი ლიტერატურულ შემოქმედებას სულ უფრო მცირე დროს უთმობს. 1915 წელს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო – ომში დაიღუპა უფროსი ვაჟი, ჯონი. რადიარდი ამ დროს მეუღლესთან ერთად წითელ ჯვარში მუშაობდა. ომის შემდეგ იგი სამხედრო დაკრძალვების კომისიაში მუშაობდა. სწორედ მის მიერ იქნა არჩეული ბიბლიური ფრაზა „მათი სახელები მუდამ იცოცხლებენ“ ხსოვნის ობელისკებზე.

იხ. ვიდეო



                                            ბოლო დღეები

კიპლინგი აგრძელებდა ლიტერატურულ შემოქმედებას 1930–იანი წლების დასაწყისამდე, თუმცა ნაკლები წარმატებით. ბოლო წლებში ავადმყოფობდა. გარდაიცვალა 1936 წლის 18 იანვარს თავის ქალაში სისხლის ჩაქცევით. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეცდომით ნაადრევად დაიბეჭდა ერთ–ერთ ჟურნალში და კიპლინგმა მისთვის ჩვეული ენამახვილობით რედაქციას ასეთი შინაარსის წერილი მისწერა: „ახლა წავიკითხე, რომ გარდავცვლილვარ. არ დაგავიწყდეთ, ჟურნალის ხელმომწერთა სიიდან ამომშალეთ!“

რადიარდ კიპლინგი დაკრძალულია ვესტმინსტერის სააბატოში, პოეტთა კუთხეში

                                                          

1930 წლამდე, კიპლინგის მიერ გამოცემულ წიგნებზე ხშირად იყო გამოსახული სვასტიკა. რადიარდი მას იყენებდა როგორც ძველინდურ სიმბოლოს, რომელიც წარმატებისა და ბედნიერების მომტანი იყო. მას შემდეგ რაც ნაცისტებმა სვასტიკა საკუთარი მოძრაობის სიმბოლოდ აირჩიეს, კიპლინგმა დაიქირავა გრავიურებზე მომუშავე სპეციალისტი და სცადა მაქსიმალურად გაენადგურებინა იგი თავისი ძველი გამოცემებიდან, რათა ამით ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ იგი არ თანაუგრძნობდა გერმანელებს. 1936 წელს კი მოუწია საჯარო გამოსვლა ნაციზმის გმობითა და მისი საშიშროების შესახებ.

იხ. ვიდეო 








უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...