вторник, 14 декабря 2021 г.

პეტრე მოციქული

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       პეტრე მოციქული

(ებრ. שמעון შიმონ — „მსმენელი“, ბერძ. Πέτρος პეტროს — „კლდე“) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, ასევე ცნობილია, როგორც შიმონ კაიფა, ბარ-იონა. ხსენების დღე - 29 (12.07) ივნისი.

წმინდა პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებულის ძმა, გამორჩეულია მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად იგი პირველ-მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა. სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, მას სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე მას თვით უფალმა დაარქვა მისი მტკიცე რწმენისა და საღმრთო გულმოდგინებისათვის.

იგი იყო ძე იონასი, სიმონის ტომიდან, და დაიბადა გალილეის პატარა და ნაკლებად ცნობილ ქალაქ ბეთსაიდაში. ცოლად ჰყავდა წმინდა მოციქულ ბარნაბას ძმის - არისტობულეს ასული, რომლისაგანაც ქალ-ვაჟი ჰყავდა და სახლობდა კაპერნაუმში (1კორ.9:5, ლუკ.4:38). ცხოვრობდა წმინდად და იყო მართალი ღმერთის წინაშე, ოჯახს კი მებადურობით არჩენდა, რომელსაც თავის ძმასთან ერთად იქვე გალილეის ზღვაში მისდევდა. მისი ცხოვრების ნაწილი აღწერილია ახალი აღთქმის სახარებებსა და მოციქულთა საქმეში, ნაწილი კი წმინდა მამათა გადმოცემებში.

იხ. ვიდეო პეტრეს პირველი წერილი



                             ცხოვრება აღწერილი წმინდა წერილში

გადმოცემის თანახმად იესო ქრისტემ მოციქულთა შორის პირველს ანდრიას მოუწოდა, რომელიც იოანე ნათლისმცემელის მოწაფე იყო და სხვა დანარჩენის მსგავსად მესიის მოსვლისათვის ემზადებოდა. მოინათლა რა იესოც იორდანეში, ნათელი გადმოვიდა იესოზე მტრედის სახით. მაშინ იოანე მოუტრიალდა თავის მოწაფეებს და უთხრა:


„ესე არს ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი -(იოან. 1:29)

მეორე დღეს, დილით, ანდრია თავის ძმასთან - სიმონთან მივიდა და უთხრა: ჩვენ ვნახეთ მესია - ქრისტე და ისიც მიიყვანა იესოსთან. უფალმა შეხედა სიმონს და უთხრა:


„შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“ -(იოან. 1:42)

იმ დღეს განიმსჭვალა სიმონი უფლის სიყვარულით, თუმცა მოციქულად არჩევისთვის ჯერ დრო არ იყო მოსული. მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელი მხილებისათვის დაატუსაღეს, იესო მივიდა ანდრიასა და პეტრესთან და უთხრა მათ:


„მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას -(მათ. 4:18-20)

აქედან მოყოლებული, წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს შეუდგა და თავის ძმასთან და სხვა ახლად მოწოდებულ მოწაფეებთან ერთად აღარასოდეს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისათვის უყვარდა პეტრე მოციქული; ერთხელ იგი სიმონის ღარიბულ სახლს ეწვია, სადაც ხელის შეხებით განკურნა მისი ციებ-ცხელებით სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულის, რომლებიც ნათლად მოწმობდნენ, რომ იესო ქრისტე არის ძე ღმრთისა. ერთხელ უფალი ფილიპეს კესარიიდან მოვიდა (ეს ქალაქი იორდანეს სათავეში მდებარეობდა და აშენებული იყო ჰეროდე მეფის ძის ფილიპეს მიერ კეისარ ტიბერიოსის პატივსაცემად), ჰკითხა თავის მოწაფეებს:



„რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას -(მათ. 16;13-18)

ერთხელ როდესაც თავის მრავალრიცხოვან მოწაფეთა გუნდს ესაუბრებოდა საკუთარ სისხლითა და ხორცით მასთან ზიარებაზე, მრავალი მოწაფის გონებამ ვერ დაიტია მისი სიტყვები და განშორდა მას. ხოლო იესო მიუბრუნდა თორმეტ მოციქულს და ჰკითხა:


„ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ -(იოან. 6;67-69)

სწორედ პეტრე მოციქული იყო ის ვინც აბობოქრებულ ზღვაში მოარულ უფალთან ფეხით შეხვედრა მოინდომა და სთხოვა უფალს:


„უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი? და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ -(მათ. 14;28-33)

უფლის სხვა ორ მოწაფესთან - იაკობთან და იოანესთან ერთად წმინდა პეტრე მოციქული ღირს იქმნა უფლის ფერისცვალების დიდება ეხილა თაბორის მთაზე. როდესაც მოახლოვდა უფლის ნებაყოფლობითი ვნებისა და ჯვარზე სიკვდილის დრო, წმინდა პეტრე მოციქულმა კვლავაც გამოამჟღავნა იესო ქრისტეს მიმართ ერთგულება და მაშინ, როდესაც იუდა ისკარიოტელმა გასცა უფალი, პეტრე ეცა ერთ-ერთ მათგანს და ყური მოკვეთა. მიუხედავად პეტრე მოციქულის ესოდენი სიყვარულისა, ღმერთმა მაინც დაუშვა მის მიერ უფლის სამგზის უარყოფა.

იუდას გამცემლობა და პეტრეს მიერ სამგზის უარყოფა

„ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა. ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა. და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ -(მათ. 26;69-75)

წმინდა პეტრე მოციქულთაგან პირველი იყო ვისაც ეჩვენა მკვდრეთით აღმსდგარი უფალი.


„და რამეთუ ეჩუენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ -(I კორ. 15;5)

მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა მიიღო წმინდა პეტრეს გულხურვალე სინანული; მისივე სამჯერ უარყოფა სამჯერადი აღიარებით წარხოცა და მიჰმადლა სულიწმინდის მადლი.


„სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი -(იოან. 21;15-19)

იხ. ვიდეო პავლეს მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ


                                                    ქადაგება

მას შემდეგ, რაც სულიწმინდით შეიმოსნენ მოციქულები, პეტრემ მრავალი მორწმუნე შეჰმატა ახლად დაარსებულ რელიგიას - ქრისტიანობას. (საქ. მოც. 2:14-41; 3:1-26; 4:4), აღასრულა მრავალი კურნება (საქ. მოც. 3:1-8; 9:32-34), აღადგინა მკვდრები (საქ. მოც. 9:36-42) და არათუ ხელები და სიტყვები ჰქონდა სასწაულმოქმედების ძალით შემოსილი, არამედ თვით ჩრდილიც კი კურნავდა მასთან მისულ სნეულებს (საქ. მოც. 5:15). ამის შემხედვარე ჰეროდე მეფემ დაიწყო ქრისტიანების დევნა და მოაკვლევინა იოანე ღვთისმეტყველის ძმა - იაკობ ალფესი. ესეც არ იკმარა და დააჭერინა თავად პეტრე მოციქულიც, დაადო ორი დიდი ხელბორკილი და საპყრობილეში ჩააგდო. ღამით დატყვევებულ პეტრეს ანგელოზი ეახლა და უთხრა:

წმინდა პეტრეს ხელბორკილები სან-პეტრო ინ ვინკოლი

„აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა -(საქ. მოც. 12:1-11)

პეტრე მოციქულმა პირველმა იქადაგა წარმართებში, მანამდე სახარებას უქადაგებდნენ მხოლოდ იუდეველებს.


„და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად -(საქ. მოც. 10:11-16)

იხ. ვიდეო პავლე მოცოქული ებრეელთა მიმართ


                      ცხოვრება აღწერილი წმ. სვიმეონ მეტაფრასის მიერ

                                                     პირველი მისიონერული მოგზაურობა

იერუსალიმიდან წმინდა პეტრე სტრატონიის ქალაქ კესარიაში მივიდა, სადაც თავის მხლებელ ხუცესთაგან ერთ-ერთი ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ქრისტიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინიკიის ქალაქ სიდონში მრავალი სნეული განკურნა და ეპისკოპოსიც დაადგინა, პეტრე მოციქული ქალაქ ბერიტში ჩავიდა და აქაც დაასხა ხელი ღირსეულ კაცს. შემდეგ ფინიკიის ქალაქ ბიბლოსში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, იქიდან კი იმავე მხარის ქალაქ ტრიპოლიში ჩავიდა, სადაც ერთი გონიერი მორწმუნის - მარსონეს სახლში მკვიდრობდა, რომელსაც ასევე დაასხა ხელი და ეპისკოპოსად დაუდგინა იქაურ ხალხს. ტრიპოლიდან პეტრე მოციქული ორთოსიაში ჩავიდა, შემდეგ კი კუნძული არადოსი, ქალაქი ვალანეაპონტო და ლაოდიკია მოვლო სახარების ქადაგებით, სადაც დაადგინა ეპისკოპოსად ღირსეული ადამიანი. ლაოდიკიიდან სირიის ქალაქ ანტიოქიაში ჩავიდა, სადაც სიმონ მოგვი ემალებოდა რომაელ მხედრებს, რომელთაც იმპერატორ კლავიდიუსისაგან მისი შეპყრობა და რომში ჩაყვანა ჰქონდათ ნაბრძანები. პეტრე მოციქულის ჩასვლისთანავე სიმონ მოგვი იუდეაში გაიქცა. აქ პეტრე მოციქულმა რამდენიმე კაცს ეპისკოპოსად დაასხა ხელი: მარკიანეს - სიცილიის ქალაქ სირაკუზასთვის და პანკრატეს - ქალაქ ტავრომენიისათვის. ანტიოქიიდან წმინდა პეტრე მოციქული კაბადოკიის ქალაქ ტინიანში ჩავიდა, აქედან კი გალატიის ქალაქ ანკვირს ეწვია. ანკვირში მან დააფუძნა ეკლესია და დაადგინა ეპისკოპოსი და გაემართა პონტოს სინოპში, იქიდან კი ამავე მხარის შუაგულში მდებარე ქალაქ ამასიაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. შემდეგ მოიარა მცირეაზიის სხვა ქალაქებიც: განგრაჰონორიადანიკომედია და ბოლოს ქალაქ ნიკეაში გაჩერდა. აქ მან დააფუძნა ეკლესია და გაემართა იერუსალიმისაკენ. გზად გაიარა: პისიუსტიკაბადოკიასირიაანტიოქია და ბოლოს ჩავიდა იერუსალიმში, სადაც შეხვდა წმინდა პავლეს.

                                                    მეორე მისიონერული მოგზაურობა

დღესასწაულების შემდეგ პეტრე კვლავ ბრუნდება ანტიოქიაში, სადაც ევოდი დაადგინა ეპისკოპოსად. შემდეგ ფრიგიის ქალაქ სინადში ქადაგებდა ღვთის სიტყვას, აქედან კი ნიკომედიაში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად წმინდა პროხორეს დაასხა ხელი. ჰელესპონტის ქალაქ ილონში ჩასულმა პეტრე მოციქულმა ეპისკოპოსად კორნილიოს ასისთავი დაადგინა და შემდეგ კვლავ იერუსალიმში დაბრუნდა, სადაც მას თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა:


„აღდეგ, პეტრე და დასავლეთს წადი! იმის დროც დადგა რომ იგიც განათლდეს შენი ქადაგებით. მე კი შენთან ვიქნები და შეგეწევი!“

                                                  მესამე მისიონერული მოგზაურობა

იმ დროისათვის რომაელებს შეეპყროთ სიმონ მოგვი, რომელიც დასასჯელად რომში ჩაიყვანეს. რომში მან თავისი გრძნეულებით მრავალი ხალხი მოხიბლა და იმის მაგივრად, რომ დაესაჯათ, ღმერთადაც კი აღიარებდნენ მას. თავისი ხილვის შემდეგ პეტრე მოციქული ადგა და რომისაკენ გაემართა. გაემართა ჯერ ანტიოქიაში, სადაც წმინდა პავლე მოინახულა, სადაც ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი ურბანს; ადრიატიის ქალაქ ლევკიის ეპისკოპოსად - ეპაფროდიტეს; აპელიოსს, პოლიკარპე სმირნელის ძმას - სმირნის ეპისკოპოსად; ფიგელაოსს კი - ეფესოს ეპისკოპოსად. მოგვიანებით ფიგელაოსი განდრკა სარწმუნოებისაგან და სიმონ მოგვს თანაეზიარა. ანტიოქიიდან პეტრე მოციქული მაკედონიაში ჩავიდა, სადაც ასევე დაასხა ხელი ოლიმპს - ფილიპელთა ეპისკოპოსად, იასონს - თესალონიკელ ეპისკოპოსად, სილას - კორინთელთა ეპისკოპოსად, იროდიონს - პატრიას ეპისკოპოსად. შემდგომ სიცილიისკენ ხომალდით გაეშურა და ქალაქ ტავრომენიაში ვინმე მაქსიმ დააყენა ეპისკოპოსად, იქიდან კი რომში ჩავიდა.

                                                            დაპირისპირება სიმონ მოგვთან

რომში ჩასულმა მოციქულმა დაიწყო ქრისტიანობის გავრცელება, რომლის შემხედვარე სიმონ მოგვი შურით აივსო და მის წინააღმდეგ გამოემართა. არაერთხელ ეცადა სიმონ მოგვი პეტრე მოციქულის ჩამოშორებას, ხან სიტყვით, ხან ცრუ-სასწაულებით, მაგრამ ვერაფერს გახდა. რომში მცხოვრები ხალხი, რომელიც დაბრმავებული იყო სიმონ მოგვის სასწაულთმოქმედებით, გვერდს ვერ უვლიდა პეტრე მოციქულის პიროვნებას და მის სულიერ უპირატესობას. ერთხელაც, როდესაც პეტრე მოციქული მიხვდა რომ შორიდან პაექრობით არაფერი გამოვიდოდა გადაწყვიტა სახლში ხლებოდა სიმონ მოგვს. სახლთან მას მრავალი ადამიანი დახვდა, რომლებმაც გზა გადაუღობეს და უთხრეს, რომ გასცლოდა სიმონ მოგვის სახლს, თორემ სახლის დარაჯი აუცილებლად მოკლავდა, თუკი მას ბოროტი განზრახვა ექნებოდა და მიუთითეს დიდ შავ ძაღლზე. პეტრე მოციქული მიუბრუნდა ძაღლს და უთხრა: წადი და გადაეცი სიმონს: პეტრეა მოსული, ქრისტეს მოციქული, და შენთან შემოსვლა სურსო! ძაღლი შევიდა სახლში და ყველას გასაგონად ადამიანური ხმით მოახსენა მოციქულის მისვლის შესახებ. ყველა განცვიფრდა .განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც სიმონმა ძაღლი გამოუშვა და დააბარა, შემოვიდეს პეტრეო. პეტრეს სახლში შესვლისთანავე სიმონმა მრავალი ჯადოქრობა გამოიყენა, თუმცა პეტრე მოციქულმა ყველა მათგანს სძლია. სიმონი კი მაინც განაგრძობდა მისნობას. ერთხელაც რომში ერთ კეთილშობილ ქვრივ დედაკაცს შვილი გარდაეცვალა, მრავალი მოდიოდა მის სანუგეშოდ. მათგან ზოგი პეტრესთან და ზოგი კი სიმონთან მისვლას ურჩევდა. ჭაბუკის დასაფლავების დროს უამრავი ხალხი შეიკრიბა, რომ საბოლოოდ გადაეწყვიტათ, ვისი მოძღვრება ეღიარებინათ. თავდაპირველად სიმონ მოგვი ადგა და თქვა, თუ მე გავაცოცხლებ მიცვალებულს, მაშინ პეტრე უნდა მოკლათო, რაზეც ხალხი დათანხმდა. სიმონმა თავისი გრძნეულებით მხოლოდ ის შესძლო, რომ მიცვალებულმა თავი გააქნია, გახელებული ხალხი ეცა პეტრე მოციქულს მოსაკლავად. წმინდა პეტრემ თქვა, მოიცადეთ, თუ ცოცხალია, ადგეს და გაიაროსო. მიცვალებულმა არ გაიარა, ხალხმა სიმონი დაიჭირა და მოსაკლავად მოამზადა. მაშინ ადგა პეტრე მოციქული, აღაპყრო მაღლა ხელები და თქვა: ჭაბუკო აღდეგ! შენ განგკურნავს და მკვდრეთით აღგადგინებს უფალი ჩემი იესო ქრისტე! ჭაბუკი უმალ ადგა და ჩაუვარდა პეტრე მოციქულს ფეხებში. ამის შემდეგ ხალხმა იწამა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალაქიდან გააძევა სიმონი. ასე გრძელდებოდა, სანამ იმპერატორ კლავდიუსის მემკვიდრე - ნერონი არ ავიდა ტახტზე. ნერონმა, რომელსაც დადებითი წარმოდგენა შეუქმნეს სიმონ მოგვზე, დააბრუნა იგი ქალაქში. სიმონი არც ახლა ისვენებდა, მრავალი ფუჭი სასწაული მოახდინა, რომლებიც წმინდა პეტრემ ამხილა და გამოაშკარავა და ბოლოს, როდესაც სიმონი ვეღარაფერს გახდა, გადაწყვიტა ისეთი სასწაული მოეხდინა, რომ საბოლოოდ დაეპყრო ხალხის გულები. გამოაცხადა, ზეცად ავმაღლდებიო. ამისათვის სიმონი ავიდა ყველაზე მაღალ შენობაზე, გაიკეთა დაფნის გვირგვინი და იქიდან ეშმაკების ძალით დაიწყო ფრენა. ამის შემხედვარე მოციქულმა პეტრემ გულმხურვალედ ილოცა და მაღლა აფრენილ სიმონს გამოაცალა ეშმაკებზე დასაყრდენი ძალა. სიმონ მოგვი ტყვიასავით გამოექანა და დაებერტყა მიწაზე, მას დიდხანს არ უცოცხლია -მეორე დღეს ტანჯვით ამოხდა სული.

პეტრე მოციქულმა დამოძღვრა და გააძლიერა მორწმუნეები რწმენაში და ესპანეთში გაეშურა .ეპისკოპოსად კი ლინე აკურთხა. ესპანეთში იქაური იბერიის უძველეს ქალაქ ტარაკონში ჩავიდა, სადაც ეპისკოპოსად ეპაფროდიტე (არა 70 მოციქულთაგანი) დაადგინა. შემდეგ სირმიანში ქადაგებდა, სადაც ეპისკოპოსად ეფენეტე დაადგინა. შემდეგ გასცურა აფრიკისკენ და ჩავიდა კართაგენში, სადაც ეპისკოპოსად კრისკენტი აკურთხა. შემდეგ ეგვიპტეს მიაშურა და აკურთხა ეპისკოპოსად: შვიდკარიბჭოვან თებეში - რუფეალექსანდრიაში - მარკოზ მახარებელი და დაბრუნდა იერუსალიმში ღვთისმშობლის მიძინებასთან დაკავშირებით.

                                                      მეოთხე მისიონერული მოგზაურობა

ერუსალიმიდან პეტრე მოციქული ეგვიპტისაკენ გაემართა, მოვლო აფრიკა და ისევ რომში ჩავიდა, საიდანაც მედიოლანში გადავიდა, შემდეგ ფოტიკინში. წმინდა პეტრემ იქადაგა ასევე ბრიტანეთშიც, სადაც არაერთი წელი დაჰყო, აქაც დააარსა ეკლესია და მოღვაწეობდა, ვიდრე არ გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა:


„პეტრე! მოახლოვდა ამა ქვეყნიდან შენი განსვლის დღეც! შენ რომს უნდა ჩახვიდე, სადაც ჯვარზე სიკვდილს დაითმენ და ღირსეულ საზღაურს მიიღებ უფალ იესო ქრისტესაგან!“

ნერონის ზეობის მეთორმეტე წელს იგი რომში ჩამოვიდა და ეპისკოპოსად კლიმენტი დაადგინა.

მოწამეობრივი აღსასრული

წმინდა პეტრეს ჯვარცმა და წმინდა პავლეს თავისკვეთა
ეკლესია „უფალო, სად მიხვალ“ (Domine, Quo Vadis), რომელიც აღმართეს ქრისტეს გამოცხადების ადგილზე. რომი, იტალია

იმ დროს ნერონი დიდების ზენიტში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მრავალი ხარჭა, რომელთა შორის ორი თავისი მშვენიერებით და გონიერებით გამოირჩეოდა.მათ მიიღეს პეტრე მოციქულის სიტყვები და მოინათლნენ, ჩაიკეტნენ და დაიწყეს ღირსეული ცხოვრება. ნერონმა გაიგო ამის შესახებ და დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მათ შორის პეტრე მოციქულს სდევნიდა განსაკუთრებით. წმინდა პეტრე მოციქულს მისმა მეგობრებმა ურჩიეს, გასცლოდა რომს, ნერონის მრისხანებას რომ არიდებოდა. იგი კი მტკიცედ უარობდა, თუმცა ბოლოს სრულიად ეკლესიის თხოვნით მოუწია რომის დატოვება. ღამით, როდესაც ქალაქის გალავანს მიუახლოვდა და უნდა გასულიყო კარიბჭეში, შეეგება მაცხოვარი. მოციქული ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:


„- ვიდრე ხვალ, უფალო?
- რომს მივალ, რათა კვლავ ჯვარს ვეცვა!
- მიუგო უფალმა და უხილავი შეიქმნა.“

ამ შეხვედრამ სრულიად შეცვალა პეტრე მოციქულის აზრები და ქრისტესთვის საწამებლად კვლავ შებრუნდა ქალაქში, სადაც ის შეიპყრეს. მის გვერდით ასევე აღმოჩნდენ კლიმენტი, იროდიონი, ოლიმპი და სხვა მარავალნი. რომაელმა მსაჯულმა კლიმენტი - გაათავისუფლა როგორც ხელმწიფის ნათესავი, წმინდა პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი მიესაჯა, ხოლო ყველა დანარჩენს კი - მახვილით თავისმოკვეთა. პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო და ითხოვა თავდაყირა გაეკრათ ჯვარზე.მოწამეობრივად აღსრულებული პეტრე მოციქულის ცხედარი ეპისკოპოსმა კლიმენტიმ გამოსთხოვა რომაელ მეომრებს, ჯვრიდან გარდამოხსნა და სხვა წამებულ ქრისტიანებთან ერთად დიდი პატივით მიაბარა მიწას.

ასე აღესრულა ქრისტეს მოციქულთა თავი წმინდა პეტრე, †67 წლის 29 ივნისს.

იხ. ვიდეო Почему апостол Петр отрекся от Христа?




                                      წმინდა ნაწილები

პეტრე მოციქულის წმინდა ნაწილების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა:

  • ერთნი ამტკიცებენ, რომ წმ. პეტრე დასაფლავებულია რომში. გადმოცემით პირველი ბაზილიკა კონსტანტინეს მიერ აიგო წმ. პეტრეს დასაფლავების ადგილას, მოგვიანებით იმ ადგილას ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი ააგეს. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც დაადასტურა ძველი სასაფლაოს არსებობა. 1952 წელს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ I-II საუკუნეებში ამ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი განსაკუთრებით თაყვანიცემებოდა. შემდგომი სამუშაოები ჩატარდა იტალიელი არქეოლოგის - მარგარიტა გუარდუჩის მიერ. 1964 წელს მან გამოუშვა წიგნი „წმინდა პეტრეს რელიქვია ვატიკანის ბაზილიკის ქვეშ“ (იტალ. Reliquie Di Pietro Sotto La Confossione della Basílica Vaticana), რომელშიც ამ საფლავის პეტრე მოციქულთან კავშირის ალბათობას მაქსიმუმამდე ზრდიდა. 1968 წელს რომის პაპმა პავლე VI განაცხადა, რომ მეცნიერთა გამოკვლევებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პეტრე მოციქულის წმიდა ნაწილები ნაპოვნია.
  • მეორე, კრიტიკულად განწყობილი ჯგუფი კი პირიქით ამტკიცებს, რომ პეტრე მოციქული რომში არც ყოფილა და არც იქ არის დასაფლავებული.
იხ. ვიდეო СИМОН-ПЕТР. АПОСТОЛЫ Съемки фильма проходили в Израиле – на родине апостола Петра, в Галилее, и в Иерусалиме, а также в Италии – в Риме, где апостол Петр стал первым епископом и принял мученическую смерть. Студия "Неофит" по заказу телеканала "Культура", 2014




                                      სხვადასხვა

                                        mperium: Saint Peter
is a 2005 Italian television-film about the life and work of Saint Peter. The film stars Omar Sharif as Peter, and was originally released as San Pietro.
იხ. ვიდეო კინო ფილმი წმინდა პეტრე





понедельник, 13 декабря 2021 г.

მიგელ ალკუბიეტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         მიგელ  ალკუბიერი 

ესპ. Miguel Alcubierre Moya; Mexico City, 1964) - მექსიკელი თეორიული ფიზიკოსი. სწავლობდა ფიზიკას მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (NAUM) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1990 წელს გადავიდა უელსში კარდიფის უნივერსიტეტში სასწავლებლად, სადაც დაასრულა სადოქტორო დისერტაცია ზოგადი ფარდობითობის განტოლებების რიცხვითი ამოხსნის შესახებ 1994 წელს.
1996 წლიდან მუშაობდა პოტსდამის მაქს პლანკის გრავიტაციული ფიზიკის ინსტიტუტში, სადაც მან შეიმუშავა ახალი მათემატიკური მეთოდები შავი ხვრელების ფიზიკის აღწერისთვის. 2002 წლიდან - მუშაობს NAUM-ის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, სადაც კოორდინაციას უწევს კვლევას ფარდობითობის თეორიის განტოლებების რიცხვითი ამონახსნების შესახებ, - უზარმაზარი კომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებას ფიზიკური განტოლებების ფორმულირება და ამოხსნა. ალბერტ აინშტაინის მიერ ჩამოყალიბებული.
იხ. ვიდეო VIAJAR A UNA ESTRELLA LEJANA Y REGRESAR A TIEMPO PARA CENAR | Miguel Alcubierre | TEDxCuauhtémoc



ალკუბიერი ცნობილია ყველაზე მეტად იმით, რომ მან შემუშავა მათემატიკური მოდელი რომელიც საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ სინათლეზე უფრო სწრაფად აინშტაინის ფიზიკური პრინციპის დარღვევის გარეშე.
ალკუბიერის თქმით, ეს იდეა მას მაშინ გაუჩნდა, როცა ვარსკვლავური გზის სერიას უყურებდა. ჰიპერ-რელატივისტური ლოკალური დინამიური სივრცის ეს მათემატიკური მოდელი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ალკუბიერის ბუშტი, ურთიერთდაკავშირებულია ფარდობითობის საერთო ფარდობითობის მრუდის მეტრულ ტენსორთან (Warp Drive).
იხ. ვიდეო ნასა მუშაობს სივრცის დეფორმაციი


воскресенье, 12 декабря 2021 г.

ალკუბიერეს ძრავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -    ჩვენ ვიკლევთ სამყაროს და მისი იდუმალებას რათა გავიგოთ რა არის სამყაროს არსი და როგორ არის მოწყობილი

                          ალკუბიერეს ძრავა

ალკუბიერეს ძრავის ორგანზომილებიანი ვიზუალიზაცია რომელიც გვიჩვენებს ურთიერთსაწინააღმდეგო გაფართოებად და შეკუმშვად რეგიონს რომელიც წაანაცვლებს ცენტრალურ რეგიონს.

(შეეხება მეტრიკულ ტენზორს) — თეორიული იდეა, რომელიც დაფუძნებულია აინშტაინის ველის განტოლებებზე და რომელიც შემოთავაზებულია მექსიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსის მიგელ ალკუბიერეს მიერ. ამ მოსაზრების თანახმად, ნეგატიური მასის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სინათლეზე სწრაფად მოძრაობა. იმის მაგივრად რომ კოსმოსურმა ხომალდმა განავითაროს სინათლეზე მეტი სისწრაფე ათვლის ადგილობრივ სისტემაში, ხომალდი დაფარავს მანძილს მის წინ სივრცის შეკუმშვით, ხოლო მის უკან სივრცის გაფართოებით, რაც გამოიწვევს სინათლეზე სწრაფ მოძრაობას.

საერთოდ, ნორმალური დრო-სივრცის პირობებში ობიექტებს არ შეუძლიათ სინათლის სისწრაფემდე აჩქარება, ამის მაგივრად ობიექტის გარშემო არსებული სივრცე ისე გადაადგილდება რომ ეს ობიექტი დანიშნულების ადგილას ჩავა უფრო მალე ვიდრე სინათლე ნორმალური სივრცის შემთხვევაში. ალკუბიერეს მიერ შემოთავაზებული მეტრიკა მათემატიკურად ეთანხმება აინშტაინის ველის განტოლებებს, მაგრამ ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს რომ ეს მეტრიკა ფიზიკურად შესაძლებელია ან ასეთი ძრავა სინამდვილეში შეიძლება აგებულ იქნეს. შემოთავაზებული მექანიზმი ითვალისწინებს ენერგიის უარყოფით სიმკვრივეს და შესაბამისად ითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. თუმცა არ არსებობს არავითარი მტკიცებულება რომ ასეთი მატერია არსებობს, მაგრამ ზოგიერთი თეორიული მოდელი (რომლებიც განსხვავდებიან სტანდარტული მოდელისგან) მოითხოვს ასეთი მატერიის არსებობას.

იხ. ვიდეო

1994 წელს მიგელ ალკუბიერემ შემოგვთავაზა მეთოდი რომელიც შეეხებოდა სივრცის გეომეტრიის შეცვლას ტალღის შექმნის გზით და რომელიც კოსმოსური ხომალდის წინ სივრცეს შეკუმშავდა, ხოლო უკან კი გააიშვიათებდა. ეს ხომალდი შემდგომ აამოძრავებდა ამ ტალღას ბრტყელი სივრცის შიგნით რომელსაც გამრუდებული ბუშტი ეწოდება და არ იმოძრავებდა ამ ბუშტის შიგნით, ამის ნაცვლად რეგიონი თვითონ გადაადგილდება.

ლკუბიერეს მეტრიკა განსაზღვრავს გამრუდებული ძრავის დრო-სივრცეს. ეს არის ლორენცისეული მრავალფეროვნება რომელიც თუ ფარდობითობის ზოგადი თეორიით იქნება ინტერპრეტირებული საშუალებას მისცემს გამრუდებულ ბუშტს გამოჩნდეს ადრე ბტყელ დრო-სივრცეში და იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად. ბუშტის შიგნით მყოფი ადამიანი არ იგრძნობენ არავითარ ინერციალურ ეფექტებს. პროპულსიის ეს მეთოდი გამრუდებული ბუშტის მიმართ სინათლეზე სწრაფ მოძრაობას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს რომ ამ ბუშტის შიგნით სინათლის სხივი უფრო სწრაფად იმოძრავებს ვიდრე ხომალდი. რადგან ობიექტები ბუშტის შიგნით არ მოძრაობენ (ლოკალურად) სინათლეზე სწრაფად. ალკუბიერეს მეტრიკის მათემატიკური ფორმულირება არ ეწინააღმდეგება ფარდობითობის თეორიის მტკიცებულებებს, კერძოდ კი იმას რომ არცერთ ობიექტს რომელსაც აქვს მასა არ შეუძლია სინათლის სისწრაფის ან მეტის განვითარება. რაც შეეხება რელატივისტურ ეფექტებს, კერძოდ დროის შეყოვნებას, მას არ ექნება არავითარი შეხება ამ სახის მოძრაობასთან რადგან ეს ეფექტი ვლინდება მხოლოდ სინათლესთან მიახლოებული სიჩქარის შემთხვევაში.

ალკუბიერეს ძრავა რჩება მხოლოდ კონცეფციად რომელსაც როგორც ჩანს გადაუჭრელი პრობლემები ეღობება წინ: იმ რაოდენობის ენერგია რაც საჭიროა ამ მიზნისათვის მეტად ძნელი მოსაპოვებელი იქნება, არ არის ცნობილი არც გამრუდებული ბუშტის შექმნის და არც მისი დატოვების მეთოდი როცა კოსმოსური ხომალდი მიაღწევს დანიშნულების ადგილს.

ფარდობითობის ზოგადი თეორიის ADM ფორმალიზმის გამოყენებით სივრცე-დრო აღიწერება ჰიპერზედაპირების სივრცის მსგავსი შრეების საშუალებით დროის t მუდმივი კოორდინატით. იმ მეტრიკის ზოგადი ფორმა რომელიც აღიწერება ამ ფორმალიზმის ფარგლებში არის:

სადაც:

 არის გაშვებული ფუნქცია რომელიც გვაძლევს მართებულ დროებს შორის ინტერვალს მეზობელ ჰიპერზედაპირებს შორის,
 არის წანაცვლების ვექტორი რომელიც ეხება სხვადასხვა ჰიპერზედაპირების სივრცულ კოორდინატებს
 არის დადებითი განსაზრვრული მეტრიკა ყოველ ჰიპერზედაპირზე.

კერძო ფორმა რომელიც ალკუბიერემ შეისწავლა  განისაზღვრება:

სადაც:

და

შემთხვევითი პარამეტრებით სადაც  და . ამგვარად, ალკუბიერეს მეტრიკის სპეციფიკური ფორმა შეიძლება შემდეგნაირად ჩაიწეროს

მეტრიკის ამ კერძო ფორმასთან შესაძლებელია ვაჩვენოთ რომ ენერგიის სიმკვრივე გაზომილი იმ დამკვირვებლის მიერ რომლის 4-სიჩქარე ჰიპერზედაპირების მიმართ არის ნორმალური გამოისახება შემდეგი ფორმულით:

სადაც  არის მეტრული ტენზორის დეტერმინანტი.

შესაბამისად, რაკი ენერგიის სიმკვრივე არის უარყოფითი, ამიტომ საჭიროა ეგზოტიკური მატერია სინათლეზე სწრაფად სამოძრაოდ. ასეთი სახის მატერიის არსებობა თეორიულად არ არის გამორიცხული. თუმცა, სინათლეზე სწრაფად მოძრაობისათვის საჭირო ეგზოტიკური მატერიის რაოდენობის შექმნა და შენახვა (და ასევე ჭიახვრელის ყელის ღიად შენარჩუნება) მიჩნეულია არაპრაქტიკულ საქმედ. ლოუ ასაბუთებს რომ ფარდობითობის ზოგადი თეორიის ფარგლებში შეუძლებელია გამრუდებული ძრავის აგება ეგზოტიკური მატერიის გარეშე.

იმათთვის ვისთვისაც ნაცნობია ფარდობითობის თეორიის ისეთი ეფექტები როგორიცაა ლორენცისეული შემოკლებები და დროის დაყოვნება ალკუბიერეს მეტრიკა წარმოადგენს ძალიან თავისებურ მოვლენას. კერძოდ, ალკუბიერემ აჩვენა რომ თვით მაშინაც კი როდესაც კოსმოსური ხომალდი აჩქარდება ის მიჰყვება გეოდეზიურ ხაზებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ხომალდი მოძრაობს გამრუდებული ბუშტით ის ყოველთვის თავისუფალ ვარდნაშია და ხომალდის ეკიპაჟი არ განიცდის არავითარ გადატვირთვებს. სამაგიეროდ უძლიერესი მოქცევითი ძალები იქნება ბრტყელი სივრცის კიდეებზე სივრცის უდიდესი გამრუდების შედეგად, მაგრამ ეს ძალები არსებითად უმნიშვნელო იქნებიან იმ ადგილას რომელსაც თვითონ ხომალდი დაიკავებს.

გამრუდებული ძრავის მეტრიკას და მის უმარტივეს ვარიანტს აქვს ADM ფორმა რომელიც ხშირად გამოიყენება ფარდობითობის ზოგადი თეორიის საწყისი ფორმულირების განსახილველად. ამას შეუძლია ახსნას გავრცელებული გაუგებრობა რომ ეს დრო-სივრცე არის ფარდობითობის ზოგადი თეორიის ველის განტოლებების გადაწყვეტა. მეტრიკა ADM ფორმაში ადაპტირებულია ინერციული დამკვირვებლების გარკვეული კატეგორიისათვის, მაგრამ ეს დამკვირვებლები ფიზიკურად არ არიან განსხვავებულნი სხვა ასეთი კატეგორიის დამკვირვებლებისგან. ეს ალკუბიერემ განმარტა მისი „გამრუდებული ბუშტის“ წინ სივრცის შეკუმშვით და უკან გაიშვიათებით. მაგრამ ეს განმარტება შეიძლება მცდარი იყოს  რადგან შეკუმშვა და გაიშვიათება სინამდვილეში ეხება ADM კატეგორიის ახლომყოფი წევრების შეფარდებით მოძრაობას.

ფარდობითობის ზოგად თეორიაში ხშირად ადამიანი თავდაპირველად განსაზღვრავს მატერიის და ენერგიის დამაჯერებელ განაწილებას და შემდეგ პოულობს დრო-სივრცის შესაფერის გეომეტრიას. თუმცა ასევე შესაძლებელია აინშტაინის ველის განტოლებების გამოყენებაც რომლის შემთხვევაში ჯერ ზუსტდება მეტრიკა და შემდეგ პოულობენ ენერგია-იმპულსის ტენზორს, სწორედ ასე მოიქცა ალკუბიერე მისი მეტრიკის აგების დროს. ეს პრაქტიკა ნიშნავს იმას რომ ამ ამოცანის გადაწყვეტას შეუძლია დაარღვიოს სხვადასხვა ენერგეტიკული პირობები და მოითხოვოს ეგზოტიკური მატერიის არსებობა. ამ სახის მატერიის საჭიროებას მივყავართ იმ საკითხამდე შესაძლებელია თუ არა იმ მეთოდის გამოძებნა რომელიც შეგვაძლებინებს ამ მატერიის განაწილებას იმ საწყის დრო-სივრცეში რომელსაც თავდაპირველად არ აქვს გამრუდებული ბუშტი და რომელიც მოგვიანებით შეიქმნება. თუმცა არის სხვა პრობლემაც, კერძოდ სერგეი კრასნიკოვის, მიხედვით შეუძლებელი იქნება გამრუდებული ბუშტის შექმნა იმ შესაძლებლობის გარეშე რომ ვაიძულოთ ეგზოტიკური მატერია ლოკალურად იმოძრაოს სინათლეზე სწრაფად რომელსაც თავის მხრივ დასჭირდება ტაქიონების არსებობა. შემოთავაზებულ იქნა გარკვეული მეთოდები თუ როგორ ავარდოთ თავი ტაქიონების მოძრაობის საჭიროებას მაგრამ ისინი სავარაუდოდ წარმოშობენ შიშველ სინგულარობას ბუშტის წინ.

იხ. ვიდეო



ამ სახის მეტრიკასთან დაკავშირებული პრობლემები გამომდინარეობს იმ ფაქტიდან ყველა ის თეორია რომელიც ეხება გამრუდებული ძრავის სივრცეს არღვევს სხვადასხვა ენერგეტიკულ პირობებს. თუმცა არსებობს ზოგიერთი ექსპერიმენტალურად დადასტურებული კვანტური ფენომენი, მაგალითად კაზიმირის ეფექტი რომელსაც როდესაც იგი აღიწერება კვანტური ველის თეორიის ფარგლებში მივყავართ სტრეს-ენერგიის ტენზორებამდე რომელთაც ასევე შეუძლიათ ენერგეტიკული მდგომარეობების დარღვევა რაც მაგალითად უარყოფით მასა-ენერგიაში გამოიხატება. გამომდინარე აქედან, ალკუბიერეს ძრავა შეიძლება აგებულ იქნეს ასეთი სახის კვანტური ეფექტებიდან გამომდინარე.

გარკვეული სახის კვანტური უტოლობების თანახმად რომლებიც შემოთავაზებულ იქნა ლ.ჰ. ფორდის და ა.ტ. რომანის  მიერ უაღრესად დიდი რაოდენობის ენერგიაა საჭირო გამრუდებული ძრავებისათვის. მაგალითად, იმისათვის რომ შედარებით პატარა ზომის კოსმოსური ხომალდი ვამოძრაოთ ჩვენი გალაქტიკის მასშტაბებით საჭირო იქნება 1064 კგ მასის ექვივალენტური ენერგია, ეს კი მთელი რიგით მეტია ვიდრე მთელი სამყაროს მასა. თუმცა შეიძლება ამის საწინააღმდეგო კონტრარგუმენტებიც იქნეს შემოთავაზებული.

კრის ვან დენ ბრუკმა ბელგიაში არსებული ლუვანის კათოლიკური უნივერსიტეტიდან 1999 წელს სცადა ამ საკითხების გადაწყვეტა. მან შეძლო პატარა ატომების გადაადგილებისათვის საჭირო ენერგიის რაოდენობა ჩამოეყვანა მზის სისტემის მასის ექვივალენტურ ენერგიამდე, საამისოდ საჭირო გახდა ძრავის მიერ გადაადგილებადი „ბუშტის “ 3+1 განზომილებიანი ზედაპირის შეკუმშვა და ამავდროულად ბუშტის შიგნით არსებული სამგანზომილებიანი სივრცის გაფართოება. მოგვიანებით, სერგეი კრასნიკოვმა ცოტათი შეცვალა ვან დენ ბრუკის მეტრიკა და საჭირო ნეგატიური ენერგიის რაოდენობა შეამცირა რამდენიმე მილიგრამამდე.

2012 წელს, ფიზიკოსმა ჰაროლდ უაიტმა და მისმა თანამშრომლებმა გამოაცხადეს რომ ეგზოტიკური მატერიის გეომეტრიის შეცვლით შესაძლებელია მასა-ენერგიის რაოდენობის შემცირება იუპირეტის მასიდან „ვოიაჯერ-1“ (700 კგ)  ხომალდის მასამდე მაკროსკოპული ზომის კოსმოსური ხომალდისათვის  და განაცხადეს რომ მათი მიზანია მცირე ზომის ცდას ჩატარება გამრუდებული ველების შესაქმნელად. უაიტმა შემოგვთავაზა გამრუდებული ბუშტის ფორმის შეცვლა სფეროდან ტორუსამდე. ამას გარდა, თუკი გამრუდებული სივრცის ინტენსიურობა შეიძლება დროთა განმავლობაში ირხეოდეს მაშინ საჭირო ენერგიის რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. უაიტის თანახმად ეს იდეა შეიძლება გამოცდილ იქნეს მაიკელსონ-მორლის მოდიფიცირებული ინტერფერომეტრის გამოყენებით. ინტერფერომეტრის ერთ-ერთი ფეხი გამოჩნდეს ოდნავ განსხვავებული სიგრძისად როდესაც სატესტო მოწყობილობა იქნება აღგზნებული.

                              მატერიის მოთავსება

კრასნიკოვმა ივარაუდა რომ თუკი ტაქიონური მატერიის პოვნა ან გამოყენება შეუძლებელი იქნება მაშინ ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს ხომალდის მოძრაობის ტრაექტორიის გასწვრივ მასების გადანაწილებით და მოძრაობაში მოყვანით იმგვარად რომ საჭირო ველი შექმნილ იქნეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ალკუბიერეს ძრავას არ შეეძლება გალაქტიკის გაუკვალავ გზებზე მოძრაობა. მას შეეძლება მხოლოდ უკვე შექმნილ გზებზე მოძრაობა, უკვე შექმნილი ინფრასტრუქტურით სარგებლობა. ბუშტის შიგნით მყოფი პილოტი მიზეზობრივად განცალკევებულია მისი კედლებისგან და არაფრის გაკეთება არ შეუძლია ბუშტის გარეთ. ასე რომ რაკი პილოტს არ შეუძლია მოძრაობის დროს ინფრასტრუქტურის შექმნა ბუშტის წინ ამიტომ ბუშტი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პირველი მოძრაობის დროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვარსკვლავ ვეგასკენ (რომელიც 25 სინათლის წლის მანძილზეა დედამიწისგან) გასამგზავრებლად საჭიროა ყველაფრის წინდაწინ მოწყობა და ბუშტს მხოლოდ ამის მერე შეეძლება ამ ვარსკვლავისკენ გადაადგილება, მაგრამ ამ ყველაფრის მოწყობას 25 წელზე მეტი დასჭირდება.

კულმა გამოთქვა ვარაუდი რომ ალკუბიერეს მსგავსი სქემები განუხორციელებელია რადგან მატერია კოსმოსური ხომალდის წინ გზაზე უნდა მოთავსდეს ზესინათლის სისწრაფით. ამიტომ მის თანახმად ალკუბიერეს ძრავის შესაქმნელად ისევ ალკუბიერეს ძრავა იქნება საჭირო. მაგრამ რაკი ჯერჯერობით ამ სახის ძრავის არსებობა არავის დაუმტკიცებია ამიტრომ მისი შექმნა შეუძლებელი იქენბა იმ შემთხვევაშიც კი თუ ალკუბიერეს მეტრიკა ფიზიკურად შესაძლებელი იქნება. კული ვარაუდობს რომ ეს და მსგავსი წინააღმდეგობა და დაბრკოლება ეხება ალკუბიერეს ძრავის შექმნის ნებისმიერ შემოთავაზებულ მეთოდს.

                          გადარჩენა ბუშტის შიგნით

ხოზე ნატარიო 2002 წელს გამოქვეყნებულ მის ნაშრომში ამტკიცებდა რომ კოსმოსურ ხომალდს არ შეეძლებოდა სიგნალების გაგზავნა ბუშტის წინ, ეს კი იმას ნიშნავს რომ ეკიპაჟის წევრებს არ შეეძლებათ ხომალდის მართვა-მოხვევა და გაჩერება

უფრო მოგვიანებით კარლოს ბარსელომ, სტეფანო ფინაციმ და სტეფანო ლიბერატიმ გამოიყენეს კვანტური თეორია იმის საჩვენებლად რომ ალკუბიერეს ძრავა სინათლეზე სწრაფად სამოძრაოდ შეუძლებელია, ძირითადში იმიტომ რომ ჰოკინგის გამოსხივების მიერ გამოწვეული უკიდურესად მაღალი ტემპერატურა ბუშტის შიგნით გაანადგურებდა ყველაფერს ზესინათლის სიჩქარით მოძრაობისას და აგრეთვე გამოიწვევდა თავად ბუშტის არასტაბილურობას. ეს პრობლემები არ წარმოიშვება იმ შემთხვევაში თუკი ბუშტი იმოძრავებს ქვესინათლის სიჩქარით, მაგრამ ეგზოტიკური მატერია მაინც საჭიროა ბუშტის მუშაობისთვის ამ შემთხვევაშიც კი.

დამაზიანებელი ეფექტები დანიშნულების ადგილას მიღწევისას

ბრენდონ მაკმონიგალმა, ჯერაინტ ლუისმა და ფიპიპ ო’ბირნმა ივარაუდეს რომ როდესაც ალკუბიერეს ძრავით მოძრავი ხომალდი ზესინათლის სიჩქარიდან დაამუხრუჭებს ის ნაწილაკები რომლებიც ხომალდმა დააგროვა გათავისუფლდებიან ძლიერ ენერგეტიკული ანთებების სახით. კერძოდ, ბუშტის წინ მყოფი ნაწილაკების შემთხვევაში წარმოქმნილი ანთების ენერგია საკმარისი იქნება რომ ხომალდის დანიშნულების ადგილას ყველაფერი გაანადგუროს.

                                        კედლის სისქე

გაცილებით უფრო დიდი სიძნელეები წარმოიშვება ამ სახის პროპულსიისთვის საჭირო ეგზოტიკური მატერიის რაოდენობასთან დაკავშირებით. პფენინგის და ალენ ევერეტის თანახმად იმ გამრუდებული ბუშტს რომელიც სინათლეზე ათჯერ სწრაფად იმოძრავებს კედლების სისქე უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 10−32 მეტრისა. ეს პლანკის სიგრძესთან ახლოსაა რომელიც 1.6 × 10−35 მეტრს შეადგენს. ის ბუშტი რომელიც 200 მეტრი ზომის მაკროსკოპულ ხომალდს დაიტევდა მოითხოვდა იმდენ ენერგიას რომელიც დაკვირვებადი სამყაროს მასაზე 10 მილიარდჯერ მეტი იქნებოდა. ეგზოტიკური მატერიის გაჭიმვა უკიდურესაც თხელ, 10−32 სისქის ლენტად მიჩნეულია არაპრაქტიკულ საქმედ. მსგავსი შეზღუდველი ეხება აგრეთვე კრასნიკოვის ზესინათლის მაგისტრალსაც. ცოტა ხნის წინ კრის ვან დენ ბრუკმა შემოიღო ალკუბიერეს მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი. მას გაცილებით ნაკლები ეგზოტიკური მატერია სჭირდება, მაგრამ იგი მოითხოვს ხომალდის მოთავსებას გამრუდებულ დრო-სივრცის „ბოთლში“ რომლის ყელი 10−32 მეტრის ზომის იქნება. ეგრეთ წოდებული კოსმოსური სიმები რომლებიც წარმოდგენილნი არიან ზოგიერთ კოსმოლოგიურ მოდელში შეიცავენ ენერგიის მეტად დიდ სიმკვრივეს გრძელ, ვიწრო ხაზებში მაგრამ ფიზიკურად ყველა შესაძლებელ კოსმოსურ სიმს აქვს ენერგიის დადებითი სიმკვრივე (დრო-სივრცის გამრუდების დადებითი ეფექტები). ეს შედეგები გვიჩვენებს რომ ძალიან არარეალურია რომ ვინმეს შეეძლოს ალკუბიერეს გამრუდებული ძრავის შექმნა კვანტური ეფექტების მიერ გამოწვეული ეგზოტიკური მატერიის გამოყენებით.

                                         ექსპერიმენტები

                          სამეცნიერო ფანტასტიკაში

სინათლეზე სწრაფი მოგზაურობა ხშირად გვხვდება ხოლმე სამეცნიერო ფანტასტიკაში. ძალიან ბევრი სახის სავარაუდო პროპულსიის მეთოდია ხოლმე შემოთავაზებული, თუმცა იგი ყოველთვის არ ეფუძნება ალკუბიერეს ძრავას ან რომელიმე ფიზიკურ თეორიას.

სატელევიზიო სერიალში Star Trek გამოყენებულია ტერმინი „გამრუდებული ძრავა“ სინათლეზე სწრაფად გადაადგილების მეთოდის აღსაწერად. ალკუბიერეს თეორია და ყველა მისი მსგავსი არ არსებობდა როდესაც ეს სერიალი იქმნებოდა, მაგრამ ალკუბიერემ თავის წერილში უილიამ შატნერისადმი და აგრეთვე თავისი 1994 წლის ნაშრომის წყაროებში  მიუთითა რომ მისი თეორია სწორედ ამ სერიალში ნახსენები ტერმინით იქნა შთაგონებული.





Autonomous spaceport drone ship

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   ჩვენ ვიკლევთ სამყაროს რათა შევიცნოთ მისი იდუმალება

             Autonomous spaceport drone ship


იტყვასიტყვით ინგლისურიდან. - "ავტონომიური უპილოტო კოსმოსური ხომალდის კოსმოსური პორტი") - გემის ტიპი; მცურავი პლატფორმა, რომელსაც კოსმოსური კომპანია SpaceX იყენებს, როგორც სადესანტო ბალიშს Falcon 9 გამშვები მანქანის პირველი ეტაპის კონტროლირებადი დაშვებისთვის, მისი შემდგომი აღდგენისა და ხელახალი გამოყენების მიზნით.
ის პირველად გამოიყენეს 2015 წლის 10 იანვარს, SpaceX CRS-5 მისიის ფარგლებში. Falcon 9-ის პირველი ეტაპის პირველი წარმატებული დაშვება მოხდა 2016 წლის 8 აპრილს კოსმოსური ხომალდის Dragon-ის გაშვების შემდეგ SpaceX CRS-8 მისიის ფარგლებში.
იხ. ვიდეო SpaceX Autonomous Spaceport Drone Ship Explained
5214წ-ის 24 ოქტომბერს SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ინტერვიუში თქვა, რომ ლუიზიანაში მდებარე გემთმშენებელ ქარხანაში მიმდინარეობს დიდი მცურავი პლატფორმის მშენებლობა, რომელიც გამოყენებული იქნება Falcon 9-ის პირველი ეტაპის დასაფრენად. შემდგომი გაშვებები .
2014 წლის 22 ნოემბერს ილონ მასკმა აჩვენა ავტონომიური კოსმოსური თვითმფრინავის გემის პირველი ფოტო SpaceX-ის ლოგოთი პლატფორმის ცენტრში. ავტონომიური კოსმოსური თვითმფრინავის ხომალდი ჯექსონვილის პორტში, ფლორიდაშია გაჩერებული. ნავმისადგომთან აშენდა პლატფორმა, რომელიც აღჭურვილი იყო ამწით პირველი საფეხურის მოხსნის პლატფორმიდან, ასევე სპეციალური სადგამი მისი (საფეხურის) განთავსებისთვის. 2015 წლის 23 იანვარს, ილონ მასკმა ტვიტერში დაწერა, რომ პლატფორმას ეწოდა "უბრალოდ წაიკითხე ინსტრუქციები" , ხოლო მეორე პლატფორმა, ვანდენბერგის ბაზიდან გამშვები მანქანის გასაშვებად, რომლის წარმოებაც ასევე იგეგმება, იქნება სახელწოდება. "რა თქმა უნდა, მე მაინც მიყვარხარ". ორივე სათაური ეფუძნება იან მ. ბენქსის სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანს The Gambler.
სქემა საფეხურისა დაშვება პლატფორმაზე
2015 წ-ის გაჩნდა ინფორმაცია, რომ, პლატფორმა Just Read the Instructions» (JRTI) მოდიფიცირებული ბარჟეზე Marmac 300 დასრულდა მუშაობა როგორც დამშვები მოედანი გემთსამშენებლო ვერფიზში ლუიზიანაში ორი მსგავსი ბარჟიზ ოღონდ უფრო ახალი ბრჟე Marmac 304 და Marmac 303
ASDS «Of Course I Still Love You»
Barge Marmac 304 ჯექსონვილში 2015 წლის ივნისის დასაწყისში ჩავიდა, რის შემდეგაც ბოლო მზადება განხორციელდა პლატფორმის ექსპლუატაციაში ჩასართავად. თვალსაჩინო ცვლილებები მოიცავს ფოლადის კედლებს, რომლებიც ფარავს კონტეინერებს მნიშვნელოვანი პლატფორმის აღჭურვილობით . ერთ კედელზე არის ოთხფოთლიანი სამყურა, რომელიც გამოიყენება SpaceX-ის მისიის ყველა ლოგოზე. მას შემდეგ, რაც კომპანიის ლოგო და პლატფორმის სახელი პლატფორმის სადესანტო ზედაპირზე იქნა გამოყენებული, აღმოჩნდა, რომ პლატფორმას დაერქვა "რა თქმა უნდა, მე მაინც მიყვარხარ" (OCISLY), თუმცა ადრე ეს სახელი მეორე პლატფორმისთვის იყო განკუთვნილი. შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდან გამშვები მანქანის გაშვებისთვის ... დადასტურებულია, რომ პლატფორმა გამოყენებული იქნება Falcon 9-ის პირველი ეტაპის დაშვების მცდელობისთვის, როგორც SpaceX CRS-7 მისიის ნაწილი.
იხ. ვიდეო SpaceX Lands 1st Stage Again on ‘Of Course I Still Love You’ Drone Ship


მოდიფიცირებული ბარჟიდან Marmac 300 სპეციალურად SpaceX-ისთვის - 91 52 მეტრით, გვერდითი სიმაღლე - 6 მეტრი.
პლატფორმა აღჭურვილია GPS სანავიგაციო სისტემით და 4 Thrustmaster დიზელის აზიმუტის ძრავით, თითოეული 300 ცხენის ძალის (220 კვტ) სიმძლავრის მქონე, რაც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ საჭირო პოზიცია 3 მეტრამდე შეცდომით, თუნდაც შტორმის დროს. პლატფორმაზე ეკიპაჟი არ არის, ის სრულიად ავტონომიურად ფუნქციონირებს და ასევე შესაძლებელია დისტანციურად მართვა დამხმარე გემიდან. პირველი ეტაპის დაშვებისას დამხმარე გემი ტექნიკური პერსონალით არის პლატფორმიდან უსაფრთხო მანძილზე
იხ. ვიდეო Falcon 9 landing on "Of Course I Still Love You" droneship. 8/4/16








пятница, 10 декабря 2021 г.

კოსმოსის ეპოქა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -    ჩვენ ვიკლევთ  სამყაროს და მის იდუმალებას 

                             კოსმოსის ეპოქა

კოსმოსური შატლი ,, კოლუმბია''

თანამედროვე პერიოდი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიღწევებს კოსმოსის ათვისებასთან, კოსმოსურ რბოლასთან, კოსმოსურ ტექნოლოგიასთან და ამ მოვლენების გავლენით წარმოქმნილ სხვა კულტურულ განვითარებასთან დაკავშირებით.

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინისსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგიბაზ ოლდრინიაშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები, მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსისვენერასმერკურისიუპიტერისსატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

იხ. ვიდეო ძალინ საინტერესო ფაქტები კოსმოსზე თუ ღამით მოწმენდილ ცას შევხედავთ, აუცილებლად დავინახავთ უამრავ ვარსკვლავს. დამეთანხმებით ალბათ რომ გასაოცარი სანახაობაა. ზოგიერთი ვარსკვლავი ჩვენი მზის სისტემიდან ასობით სინათლის წლითაა დაშორებული მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ მათ. მოგესალმებით მეგობრებო ეს სქაი ჩენელია და დღეს წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო 15 ფაქტს კოსმოსის შესახებ.

21-ე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კომნკურსი  Ansari X Prize, რ-ის მიზანი იყო დახამრება კერძო ფრენების დაწყებას. გამარჯვებული  Space Ship One 2004 წელს, გახდა პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც არ დაფინანსდა სამთავრობო სააგენტოს მიერ.
SpaceX-ის Falcon Heavy მრავალჯერადი გამოყენების გვერდითი გამაძლიერებლები ერთხმად დაეშვება კეიპ კანავერალის სადესანტო ზონებში 1 და 2 საცდელი ფრენის შემდეგ 2018 წლის 6 თებერვალს

ახლა რამდენიმე ქვეყანას აქვს კოსმოსური პროგრამები; დაკავშირებული ტექნოლოგიური საწარმოებიდან სრულფასოვან კოსმოსურ პროგრამებამდე გაშვების საშუალებებით. დღესდღეობით გამოიყენება მრავალი სამეცნიერო და კომერციული თანამგზავრი, ათასობით თანამგზავრით ორბიტაზე, და რამდენიმე ქვეყანას აქვს გეგმები კოსმოსში ადამიანების გაგზავნას. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც უერთდება ამ ახალ რბოლას, არის საფრანგეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი და გაერთიანებული სამეფო, ყველა მათგანმა გამოიყენა სათვალთვალო თანამგზავრები. არის რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომლებსაც აქვთ ნაკლებად ვრცელი კოსმოსური პროგრამები, მათ შორის ბრაზილია, გერმანია, უკრაინა და ესპანეთი.
რაც შეეხება შეერთებული შტატების კოსმოსურ პროგრამას, NASA ამჟამად აშენებს ღრმა კოსმოსური ეკიპაჟის კაფსულას სახელად Orion. NASA-ს მიზანი ამ ახალი კოსმოსური კაფსულით არის ადამიანების მარსზე გადაყვანა. კოსმოსური ხომალდი Orion უნდა დასრულდეს 2020-იანი წლების დასაწყისში. NASA იმედოვნებს, რომ ეს მისია „დაიწყებს კოსმოსის კვლევის ახალ ეპოქას“.
ჩვენ არა ერთი სტატია მივუძღვენით კოსმოსური კვლევებს და პროგრამებს ამ ეტაპზე მაინც სოლიდურად გამოიყურება ილონ მასქის კომპანია სფეიქსი ყოველ შემთხვევაში ერთდერთი კერძო კომპანია არის რ-იც აპირებს მარსზე არა მარტო ადამენების გაშვებას არამედ კოლლონიზაცია. სწორედ ამისთვის აშენებს და ქმნის ყველაზე დიდ რაკეტას სტრაშიფს. რაც შეეხება ორბიტალურ ფრენები რეალურად აშს-ა ლიდერი ქვეყანა შემდეგ კი რუსეთი და ჩინეთმაც დაიწყო.
იხ. ვიდეო კოსმონავტის ცხოვრება








უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...