ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ფეიერვერკი
იხ. ვიდეო ულამაზესი ფეირვერკი
ბოსფორის სამეფოს ძირითადი შემოსავალი მონების, ხორბალისა და თევზის ექსპორტი იყო, მოგვიანებით კი მას დაემატა სკვითური ოქროს ნაკეთობები. ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ, ხელი შეუწყო სამეფოს ელიტური კლასის კეთილდღეობას, რაც გამოიხატა დიდ სიმდიდრესა და ქალაქების სწრაფ აღორძინებაში. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ბოსფორის მეფეების სამეფო ყორღანებში, რომლებიც მიმოფანტულია ყირიმის სამხრეთ ტერიტორიებზე. სამარხებში მრავლადაა ნაპოვნი სკვითური ტიპის ოქროს სამკაულები, ძვირფასი ქვები, ოქროს ვაზები ათენელი ოსტატებისგან, ტერაკოტა შორეული ქვეყნებიდან, აბრეშუმის ქსოვილების ნაშთები და ბარელიეფური სტილით გაკეთებული უზარმაზარი ოქროს ქანდაკებები.
იხ. ვიდეოოსფორის სამეფო. უძველესი ცივილიზაციის ზღვარზე Боспорское царство. Hа краю античной цивилизации
რეგიონში არსებული ბერძნული კოლონიებიდან აღსანიშნავია: პანტიკაპეონი (დღევ. ქერჩი) — რეგიონის ყველაზე დიდი, მდიდარი და ცნობილი ქალაქი. ქერსონესი, ნიმფეონი და ნირმეკიონი; ფანაგორია (პანტიკაპეიონის აღოსავლეთით, ტამანის ნახევარკუნძულის დას, სანაპიროზე), რომელიც ბოსფორის ქალაქებს შორის დიდიდთ მეორე იყო. კეპოი, ჰერმონასი, პორტუს სინდიკა და გორგიპეა.
ამ კოლონიების უმრავლესობა დაარსეს მილეტელებმა ძვ.წ. VII-V სს-ში. ფანაგორია დააარსეს თეოსელებმა ძვ.წ. 540 წელს, ხოლო ნიმფეონი - ათენელებმა. ეს კოლონიები ძვ.წ. V საუკუნის მანძილზე შედიოდნენ დელოსის ლიგაში.
ყველაზე გვიან რეგიონში დაარსდა ქალაქი ტანაისი (ძვ.წ. IIIს), რომელიც მალევე იქცა სამეფოს ძირითად ქალაქად და პლაცდარმად აზოვის ზღვის რეგიონში.
ძვ.წ. IV ს-ში ასევე დაარსდა სკვითიის ნეაპოლისი - ბოსფორის სამეფოში მცხოვრები სკვითების მთავარი ქალაქი
სახელმწიფოს ტერიტორია ძირითადად მოიცავდა ყირიმის ტერიტორიის ძირითად ნაწილს, ტამანის ნახევარკუნძულს და აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს.
არქაენაქტიდები (ბერძ. Αρχαιανακτίδαι) იყვნენ თრაკიული წარმოშობის მეფეები ბოსფორის სამეფოში. ბერძენი ისტორიკოსის დიოდორე სიცილიელის გადმოცემით ეს დინასტია ბოსფორს მართავდა ძვ.წ. 480-438 წწ-ში. მათ ჩაანაცხვლეს ნახევრადლეგენდარული კიმერიელი მეფეების დინასტია. დინასტიის დამფუძნებელი არქაენაქსი იყო ქალაქ-სახელმწიფოთა ლიგის სტრატეგოსი, რომელიც მეთაურობდა პოლისების გაერთიანებსა საერთო საფრთხის წინაამღდეგ სკვითების და მეოტების თვდახმებისაგან. მათთან გამარჯვებებში მოხვეჭილი სახელი არქაენაქსმა გამოიყენა ძალაუფლების მოსაპოვლებლად და დაისაკუთრა ქალაქი პანტიკაპეონი, ეკურთხა მეფედ და თავი ბოსფორის მმართველად გამოაცხადა, არქაენაქტიდების მმართველობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი ერთიან მონარქიულ სახელმწიფოს ბოსფორში და გაიზარდა მისი საერთაშორისო პრესტიჟი. აიგო ახალი სავაჭრო ფაქტორიები და ტაძრები, ასევე რეგიონის ცენტრად საბოლოოდ იქცა ქალაქი პანტიკაპეონი. დინასტიის უკანასკნელი მმართველი საურგუსი ტახტიდან ჩამოაგდო ტირანმა სპარტოკმა, რომელიც იყო თრაკის სამეფო დინასტიის სპარტოკიდებს წარმომადგენელი.
დინასტია დაარსა თრაკიული სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წამომადგენელმა ტირანმა სპარტოკ I-მა, თუმცა აჯანტების დეტალების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, დინასტია ბოსფორის სამეფოს მართავდა ძვ.438-110 წწ-ში და წარმოადგენს ყველაზე ცნობილ და ძლევამოსილ დინასტიას სამეფოს ისტორიაში. სწორედ ამ დინასტიის ადრეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს პირველად ბასილევსის ტიტული. ასევე ბოსფორის ყველა ქალაქის არქონტი-ს ტიტული და ადგილობრივი ტომების მეფის ტიტულები სინდების, სკვითების და მეოტების მეფე. არქეოლოგიურად აღმოჩენილი მატერიალური (მონეტები, ტექსტები, წარწერები ძეგლებსა და სამარხებში) არ გვაწვდის სრულ ინფორმაციას რეგიონის მმართველების სრული და ზუსტი ქრონოლოგიისთვის.
სატირუსმა (ძვ.წ. 431-387წწ), სპარტოკის მემკვიდრემ, გააფართოვა დინასტიის გავლენა რეგიონში. ბრძოლით დაიკავა ქალაქი ნიმფეონი, ალყა შემოარტყა თეოდოსიას, რომელიც რეგიონში მეორე იყო სიმდიდრით და ჰქონდა ყველაზე ხელსაყრელი მდებარეობის მქონე პორტი რეგიონში. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით მისი აკვატორია მთელი წლის განმავლობაში არ იყინებოდა. სატირუსმა დაამარცხა სკვითები და აჯანყებული სინდები. გააფართოვა ვაჭრობა საბერძნეთის მსხვილ მეტროპოლიებთან, თუმცა თეოდოსიის აღებას ვერ მოესწრო.
სატირუსის ვაჟმა ლეუკონ I -მა (ძვ,წ, 387-347წწ) დაასრულა მამის დაწყებული საქმე და ხანგრძლივი ალყის შემდეგ დაიკავა ქალაქი თეოდოსია. გაიმყარა პოზიციები ყირიმში. დაიკავა დასავლეთ ყირიმი და ტამანის დაპყრობის შემდეგ დაიწყო სამხედრო ექსპედიციები აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, ლეუკონის დროს სამეფომ მაღწია თავისი ადრეული პერიოდის განვითარების პიკს. სიმდიდრისა და კეთილდღეობის მწვერვალს. ამ დროს მოიჭრა პირველად ბოსფორული ვერცხლის მონეტები სამეფო ინიციალებით. ლეუკონი ითვლება ბოსფორის სამეგოს აპრტოკიდების დინასტიის უდიდეს მმართველად.
ლეუკონის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლეუკონის უფროსმა ვაჟმა სპარტოკ II-მ დაიკავა, თუმცა იგი 342 წელს გარდაიცვალა და ტახტზე ავიდია მისი უმცროსი ძმა პერსიდესი, რომელმაც იმეფა ძვ.წ. 310 წლამდე, პერსიდესის მმართველობის პერიოდში დადგა ელინისტური ეპოქა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ასპექტები. შავი ზღვის ქალაქები და სახელმწიფოები განიცდიდნენ ეკონომიკურ კრიზისს, რაც აისახა ბოსფორის სამეფოზეც, ამ პერიოდში იწყება ხორბლის დეფიციტიც, რაც ძირითადად გამოწვეული უნდა ყოფილიყო ბოსფორში მიმდინარე კრიზისით. სამეფოში შექმნილ კრიზისს ცხადყოფს ასევე სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო მეფე პერსიდესის გარდაცვალებისთანავე. პერსიდესის ორმა ვაჟმა ევმელიუსმა და სატირუსმა ტახტისთვის სამოქალაქო ომი წამოიწყეს. საბოლოოდ ევმელიუსმა მოიშველია სარმატული კავალერია მეფე არიფარნესის მეთაურობით, რითაც რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა ძმაზე, თუმცა მდინარე თეტისთან გამართულ გადამწყვეტ ბრძოლაში უპირატესობა ვერ მოიპოვა და დამარცხდა. ევმელიუსი გარდაუვალ სიკვდილს გადარჩა, რადგან სატირუსი ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა და მიუხედავად დამარცხებისა ტახტზე ევმელიუსი ავიდა.
ევმელიუსის მემკვიდრე იყო სპარტოკ III (ძვ,წ, 303-284წწ), ხოლო მის შემდეგ პერსიდეს II (ძვ.წ. 284-245წწ) გამეფდა. მათი მმართველობის პერიოდში ბოსფორი ინარჩუნებს მოპოვებულ გავლენასა და სიმდიდრეს რეგიონში. მათი მმართველობის პერიოდის შემდეგ კი იწყება მომთაბარე ტომების მომძლავრება და დინასტიის ძალაუფლების დაცემა. მონათმფლობელი ზედაფენა, რომელიც განუზომელ სიმდიდრეს ფლობდა აღმოჩნდა მეთემეთა აჯანყებების ზღვარზე. სამეფოში დაიწყო სოციალური კრიზისი. უკანასკნელი მეფეების პერიოდში მომძლავრებულმა სკვითებმა, მეოტებმა და აზოვის განაპირა ტომებმა ნელ-ნელა შეავიწროვეს ბოსფორის სამეფო, სპარტოკიდების დინასტიის უკანასკნელი მმართველი პერსიდეს V (ძვ.წ. 125-108წწ) დაუკავშირდა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს და სთხოვა ნომადურ ტომებთან ბრძლაში დახმარება, რადგან ისინი უკვე მთავარ ქალაქებს ესხმოდნენ თავს. მითრიდატემ ბოსფორში გაგზავნა გენერალი დიოფანტე, რომელიც ჩავიდა პანტიკაპეონში და პერსიდესს ტახტის დათმობა მოსთხოვა მითრიდატეს სასარგებლოდ. უკიდურეს კრიზისში ჩავარდნილი ბოსფორის ელიტარული წრეების ხელშეუხებლობის გარანტიით დათანხმდნენ ძალაუფლების გადაცემაზე, რამაც აღაშფოთა ადგილობრივი სკვითი მეთაურები. მათმა ბელადმა სავმაკმა პერსიდესისა და მისი მომხრე დიდებულების წინააღმდეგ წამოიწყო აჯანყება. სავმაკმა დაიპყრო ქალაქი პანტიკაპეონი და თავი ბოსფორის ახალ მეფედ გამოაცხადა ძვ,წ, 108 წელს პერსიდესი გაიქცა და ამით დასრულდა ბოსფორში სპარტოკიდების დინასტიის მმართველობა.
სპარტოკიდების დინასტია ძველ სამყაროში ცნობილი იყო როგორც ერთ ერთი ყველაზე ძლევამოსილი დინასტია ბერძნულ სამყაროში, რომლებიც ცნობილი იყვნენ საკუთარი სიბრძნითა და ავანტიურიზმით. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული წყაროები ვერ უარყოფენ მათი მმართველობის ტირანულ სახეს, მაინც ისინი მოხსენიებულები არიან როგორც ძლიერ დინასტებად და მმართველებად. მათ შეძლეს ნახევრად ველური რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ ძალად გადაქცევა, მჭიდრო კავშირები შეინარჩუნეს ათენთან, რომელიც ბოსფორული ხორბლის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო; მეფე ლეუკონ I - მა მიანიჭა პრივილეგიები ათენურ ხომალდებს ბოსფორის პორტებში, ამის საპასუხოდ ათენელებმა მოქალაქეობა მიანიჭეს ლეუკონს და დიდი შეღავათები დაუწესეს მასაც და მის შვილებსაც ატიკაში.
სავმაკის აჯანყების შემდეგ მითრიდატე VI-მ ხანგრძლივი მზადება დაიწყო ყირიმის სამხედრო გზით დასაპყრობად. ძვ.წ. 108 წელს მან გაგზავნა დიდი დამსჯელი ექსპედიცია, დიოფანტეს მეთაურობით, მათ დაიკავეს ფეოდოსია, პანტიკაპეონი. აჯანყება ჩაახშეს, სავმაკი დაატყვევეს, ხოლო ბოსფორის სახელმწიფო მითრიდატე VI-ის ძალაუფლების ქვეშ მოექცა.
მითრიდატეს მმართველობის პერიოდში ყირიმში სტაბილურობა აღსდგა, მან სკითებთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო და ყირიმის სამხედრო ელიტის ძირითადი ნაწილი სწორედ მათი ბელადებით დააკომპლექტა, ასევე შეამჩინა მონათმფლობელთა გავლენა რეგიონში, დაიბრუნა ქალაქი ტანაისი და ასეთივე სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო აზოვის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ტომების ბელადებთან, მათ შორის ყვლაზე ცნობილია ოლთაკე, რომელიც შემდგომში კოლხეთის სატრაპიც გახდა,
მითრიდატემ აღადგინა სამოქალაქო ომის და აჯანყებების შედეგად დაკნინებული პანტიკაპეონი და აქ საკუთარი სასახლეც ააგო. მან სკვითებისაგან შექმნა ძლიერი კავალერია და რომთან ომების პერიოდში სწორედ ყირიმიდან გადმოყავდა ნომადური საომარი რესურსების უმრავლესი ნაწილი. ასევე აქედან მარაგდებოდა პონტოს სამეფო ფლოტის დიდი ნაწილი, მითრიდატემ შექმნა პერეცენდენტი ბოსფორის და კოლხეთის სატრაპიების საერთო მმართველობითი სისტემის, რომელიც ამ ორ რეგიონს შორის ბევრად არეულ მჭიდრო კავშირებს უნდა უკავშირდებოდეს. მითრიდატეს ოცნებას შავი ზღვის გარშემო შექმნა იმპერია მთავარ როლს სწორედ ბოსფორის სამეფო ასრულებდა,
რომთან დამარცხებული მითრიდატე ძვ.წ. 66 წელს მცირე მხედრობით, ჯერ კოლხეთში გადავიდა, სადაც ქალაქ დიოსკურიაში საკუთარ რეზიდენციაში გამოიზამთრა, ხოლო აქედან კოლხეთ-მეოტიდას გზით გადავიდა პანტიკაპეონში, სადაც ისევ შეუდგა მზადებას რომზე კიდევ ერთი თავდასხმის განსახორციელებლად. ყირიმის მმართველს მაქარესს არ სურდა მამის დახმარება და რომთან ახალი ომის წამოწყება, რის გამოც მითრიდატემ მოკლა შვილი და თვითონ გახდა ყირიმის ერთპიროვნული მმართველი. ამის შემდეგ გააძლიერა სამხედრო მზადება და მოიხმო მოკავშირე მომთაბარე ტომების ბელადები, ასევე დაიწყო ადგილობრივი სამხედრო გაწვევა, ძვ.წ. 63 წელს მითრიდატეს უფროსმა ვაჟმა ფარნაკემ რომაელთა დახმარებით მითრიდატეს წინააღმდეგ მოასწყო აჯანყება. მან მოულოდნელი თავდასხმით მარტივად დაამარცხა სამზადისში მყოფი მამის სამხედრო ძალები. მითრიდატე პანტიკაპეონს შეეფარა, დამარცხებისთვის განწირულმა მეფემ თავი მოიკლა. ერთ ერთი ვერსიით მითრიდატე ბოსფორის მეფეთა ყორღანშია დარკძალული
ცნობილი ოსური ხაჭაპურია. ის ტრადიციული ხაჭაპურისგან იმით განსხვავდება, რომ შიგთავსად ყველთან ერთად მოხარშულ კარტოფილს, ხახვს და ნიორს ამატებენ. ეს არის კერძი, რომლის მომზადებაც საკმაოდ მარტივია, რადგან ის ინგრედიენტები რაც მოსამზადებლად გვჭირდება, ადვილად იშოვება.
კერძოდ, მიდის კამათი იმის შესახებ, რომ ოსური ხაჭაპური მშრალად უნდა გამოცხვეს და არა – ერბოში. თუმცა, ამასაც ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს: ძველ დროს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოსური ტომები (სარმატები, ალანები, სკვითები) აზიაში ცხოვრობდნენ, ხორბლის ფქვილის დეფიციტი იყო და სიმინდის ფქვილით იკვებებოდნენ. ერთგვარად, ამითაც აიხსნება ის, რომ ოსურ ხაჭაპურს ნახევარჯერ ნაკლები ცომი სჭირდება, ვიდრე – შიგთავსი. ჰოდა, ეკონომიის მიზნით, ცომი რომ ძალიან არ გათხელებულიყო, ოსი დიასახლისები ერბოში აცხობდნენ. ამით ნოყიერების შეგრეძნებაც იზრდებოდა და კალორიების რაოდენობაც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო მათი ჯანმრთელობისთვის. ბოლოსდაბოლოს, სულ ომში იყვნენ და ნოყიერი საკვები ყველას განსაკუთრებით სჭირდებოდა.
იხ. ვიდეო
ოსურ ეთნოსში ხაჭაპურს ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ეს არ არის მხოლოდ გასტრონომიული შემთხვევა, ესაა ერთგვარად საკრალური მოვლენა, რომელიც მზის, წყლისა და მიწის სიმბოლოებს აღნიშნავს. მზისა და წყლის სიმბოლოებზე (ხებიჟნ, ცახარაჯინ) უკვე მოგახსენეთ რაც შეეხება მიწის სიმბოლოს, ოსურ ეთნოსში მას фыдджын-ს უწოდებენ და ხორციანი შიგთავსი აქვს. ეს ოსური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია.
ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრამი; საფუარი - 1 ჩაის კოვზი; შაქარი - 1 ჩაის კოვზი; მარილი - 1/2 ჩაის კოვზი;კვერცხი - 1 ცალი; კეფირი - 200 გრამი; არაჟანი - 2 სუფრის კოვზი; რძე - 100 გრამი; მოხარშული კარტოფილი - 350 გრამი; ყველი - 450 გრამი; კარაქი - 50 გრამი და მარილი.
ხაბიზგინას ძალიან უხდება ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით კი თეთრი მშრალი ღვინო.
2-3 ჭიქა ფქვილში შევურიოთ მშრალი საფუარი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავასხათ საფუვრიან მასას და კარგად მოვურიოთ. თანდათანობით ვუმატოთ ფქვილი, შევაზილოთ ზეთი და დავდგათ ასაფუებლად. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი. საშუალო ზომის კარტოფილები კანიანად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ჯერ ყველი, შემდეგ კარტოფილი, შევურიოთ ერბო, მარილი და კარგად ავზილოთ. ცომისა და გულსართისგან თანაბარი ზომის გუნდები მოვამზადოთ. ცომი ოდნავ გავაბრტყელოთ, ზედ მოვათავსოთ გულსართი, შევკრათ და გავაბრტყელოთ. ხაბიძგინები გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. მეორე მხარეს რომ გადმოვატრიალებთ, ერბო წავუსვათ.
(ინგლ. Gerard James Butler; დ. 13 ნოემბერი, 1969, პეიზლი, შოტლანდია) — შოტლანდიელი მსახიობი და კინოპროდიუსერი, რომელმაც სახელი გაითქვა ჰოლივუდურ ფილმებში მონაწილეობით.
ჯერარდ ჯეიმზ ბატლერი დაიბადა 1969 წლის 13 ნოემბერს პეისლში, შოტლანდიაში, მარგარეტ და ედვარდ ბატლერების ოჯახში. ექვსი თვის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად მონრეალში გადავიდა. ერთი წლის შემდეგ, ბატლერის მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. გლაზგოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სტაჟირებას გადიოდა ედინბურგის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში.
სამსახიობო კარიერა დაიწყო 1990-იან წლებში, როდესაც შეუდგა მცირე როლების შესრულებას ფილმებში, როგორებიცაა „მისის ბრაუნი“ (1997), ჯეიმზ ბონდის ფილმი „ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება“ (1997) და „მუმია: ეგვიპტის პრინცი“ (1998). 2000 წელს განასახიერა გრაფ დრაკულას როლი გოთიკურ საშინელბათა ფილმში „დრაკულა 2000“, სადაც აგრეთვე მონაწილეობდნე კრისტოფერ პლამერი და ჯონ ლი მილერი.
2001 წელს ითამაშა ატილა ჰუნის როლი მინისერიალში „ატილა“, ხოლო მომდევნო წელს გამოჩნდა ფილმებში — „ცეცხლის ძალა“, „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი — სიცოცხლის აკვანი“, „დროის ხაფანგში“ — მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების კინოადაპტაცია. 2004 წელს მოირგო ერიკის როლი ჯოელ შუმახერის ფილმში „ოპერის მოჩვენება“, რომელიც დაფუძნებულია ენდრიუ ლოიდ უებერის ამავე სახელწოდების მიუზიკლზე,[რომელმაც მოუტანა სატელიტის ჯილდოს ნომინაცია საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის.
საყოველთაო აღიარება მოიპოვა მეფე ლეონიდასის როლით ზაკ სნაიდერის 2006 წლის ფილმში „300 სპარტანელი“, რისთვისაც მიიღო იმპერიისა და სატურნის ჯილდოების ნომინაციები საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში. 2010-2019 წლებში გაახმოვანა ანიმაციური ფილმების სერიის „როგორ მოვარჯულოთ დრაკონის“ პერსონაჟი სტოიკი. 2010-იან წლებში განასახიერა საიდუმლო აგენტის, მაიკ ბეინიგის როლი მოქმედებითი-თრილერის ჟანრის ტრილოგიაში — „ოლიმპის დაცემა“, „ლონდონის დაცემა“ და „ანგელოზის დაცემა“. 2011 წელს შეასრულა სამხედრო ლიდერის, ტულუს აუფიდუსის როლი ფილმში „კორიოლანი“, რომელიც წარმოადგენს უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიის თანამედროვე კინოადაპტაციას. იმავე წელს მონაწილეობდა ფილმში „მოქადაგე იარაღით“.
იხ. ვიდეო 10 ფილმი სადაც ჯერარდ ბატლერი მონაწიელობს
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...