ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
2С7
2S7 PION — 1977 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირში სერიულად წარმოებული ტანკი. ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975 თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2S4 Tyulpan-ს თუმცა საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით. საბრძოლო წონა - 46ტ, ეკიპაჟი - 7 ადამიანი, ექსპლუტაციის წელი დღემდე, გამოშვების რაოდენობა - 300, ძირიტადი ოპერატორები - რიუსეთი, ბელორუსია უკრაინა, კორპუსის სიგანე 3,38, ჯავშნის ტიპი - 10მმ მსუბუქი, შეიარაღება - რყვიამფქვევი - 1 х 12,7-მმ НСВТ, სხვა შეიარაღება - 20 მმ 2А44 მაქს.სიშორე სტანდარტული ჭურვით 37,500. მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში თუმცა საბოლოო შედეგი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა ასევე ატომური ჭურვის გასროლაც რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდაცივი ომისდროსნატოსწინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიყო 1967 წელსT-64- ის ბაზაზე შედეგი მალევე მიიღეს თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა რაც აქვთბულდოზერებსწინ ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო უკან და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში,ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაცT-64- ს რის გამოც ქვემეხი ახალ შასზეT-80- ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.
იხ. ვიდეო - ВСУ применили мощное оружие 2С7 "Пион"!
საბრძოლო ისტორია
2S7 PION - ი საბჭოთა დროს უმეღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ, ამიტომ მას ძალიან ცოტა აქვს საბრძოლო გამოცდილება. პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს ძალიან მცირე რაოდენობით თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ ის ჩეჩნეთის ომში შედარებით აქტიურად გამოიყენეს.
რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
მანქანის ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომში გამოიყენეს,მანქანას მხოლოდ ქართული მხარე იყენებდა და ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე სხვა საარტილერიო დანადგარი. ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - პიონების ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური ამბობს :
გორთან სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა,ეს მაშინ ვირწმუნეთ,როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ,მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს!სამაგიეროდ მტერს 600მდე 203-მმიანი ჭურვი მაინც ვესროლეთ.
პიონი გასროლისას (ნახატი)
გორის სატელევიზიო ანძასთან ქართულმა მხარემ პიონების დახმარებით რუსულ ავიაციას მახეც კი დაუგო.გორის სატელევიზიო ანძა იყო საუკეთესო ადგილი საარტილერიო დანადგარების განთავსებისთვის რადგან ამ ადგილს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრებოდა ხოლო უკან კი მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები,როცა რამდენიმე დაბომბვა მოხდა ამ ადგილის და თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა,მალევე ქართველ გენერლებს იდეა მოუვიდატ რომ ამ ადგილებში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განეთავსებინათ,ამან კი მალევე შედეგი გამოიღო და 5 SU-25 და SU-24 ჩამოაგდო ბოლოს კი პიონების გასანდგურებლად მი-24 - ი გამოფრინდა რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რაგდან დაბალ სიმაღლეზე სარაკეტო დანადგარს ჩამოგდება არ შეუძლია თუმცა მალევე ვერტმფრენიც ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარით. სულ ომში საქართველომ 5 პიონი დაკარგა (ბრძოლაში არც ერთი).
2С7М Малка - 1985 წელს პიონს მოდერნიზაცია ჩაუტარეს და გაიზარდა ქვემეხის სროლის სისწრაფე 1,5-დან 2,5 გასროლამდე წუთში,ასევე აგაუმჯობესდა ჭურვების საწყობი და 4 ჭურვის მაგივრად 8 მიჰქონდა,ასევე დაყენდა ელექტრონული აპარატურა რომელიც ავტომატურ რეჟიმში იღებდა მონაცემებს ზუსტი გასროლისთვის,მოდერნიზებული ვერსია 5 წუთში 8 ჭურვს ისროდა,10 წუთში 15ს,20 წუთში 24ს,30 წუთში 30 ჭურვს ხოლო ერთსაათში კი უკვე 40 ჭურვს.
СГК-80 - მაღალი მობილურობის 65 ტონის ამწე.
БТМ-4М "Тундра" - სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანა რომელიც თხრიდა სანგრებს.
საქართველო - პირველად პიონი ქართული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის დროს გამოჩნდა, ეს პიონი იყო იმდროინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პაველ გრაჩოვის საჩუქარი. (გარდა ამის 31 T-72 და სხვადასხვა საარტილერიო დანადგარები გადმოგვცა) თუმცა პიონის ჭურვები არ მისცა და მთელი დროის განმავლობაში ნაჩუქარი ერთი პიონი ფაქტობრივად მთლიანად გაძარცვული იყო თუმცა 2004 წელს ის აღადგინეს და უკრაინისგან ჭურვებიც იყიდეს, 2007 წელს კი კიდევ 5 პიონი დაამატეს და ომამდე საქართველოს 6 პიონი ჰყავდა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Rolex
დაფუძნდა - 1905, დამასრებელი - ჰანს ვილსდორფი ალფრედ დევისი, როდუქცია - საათები, მდებარეობა - ჟენევა, შვეიცარია, შემოსავალი - $4,7მლრდ (2016), თანამშრომელის რაოდენობა - 2800(2016)
იმ დროისთვის მათი ბიზნესი იყო Hermann Aegler Swiss–ის მექანიზმების იმპორტირება ლონდონში. თავიანთი წარმოების მაჯის საათებს ყიდდნენ იუველირებს, რომლებიც შემდეგ მათ ყიდდნენ, როგორც საკუთარ ნაწარმს.
1908 წელს შვეიცარიაში ვილსდორფმა რეგისტრაციაში გაატარა ფაბრიკის ნიშანი Rolex მანამ, სანამ მას უთხრეს რომ საჭირო იყო ისეთი სახელი, რომელიც თავისუფლად გამოითქმებოდა ნებისმიერ ენაზე და საათის სახეს კარგად წარმოაჩენდა. არსებობს ვერსია, რომ მისი მნიშვნელობა მოდის ფრანგული ენიდან, რომელიც ნიშნავს საუკეთესო მექანიზმს.
იხ.ვიდეო - История Ролекс | Откуда Взялись Часы За $50 000
ყალბებიRolex-ის საათები ხშირად ფალსიფიცირებულია და ისინი ხშირად უკანონოდ იყიდება ქუჩაში და ინტერნეტში.Rolex-ის ყალბი საათები განსხვავდება ხარისხით: ზოგი იყენებს ყველაზე იაფ მოძრაობებს, ზოგი კი ავტომატურ მოძრაობებს, ზოგი კი ETA მოძრაობას.ო.ჯ. სიმფსონმა 1994 წელს მკვლელობის სასამართლო პროცესზე ყალბი როლექსი ეკეთა.
იხ. ვიდეო - ROLEX CONTROLS 25% OF SWISS WATCH MARKET - Despite 19% Production Drop!
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტერმინატორი 2: განკითხვის დღე
რეჟისორი - ჯეიმს კამერონი, პრდიუსერი - ჯეიმზ კამერონი, სცენარის ავტორი - ჯეიმზ კამერონი, უილიამ უიშერ უმცროსი როლებში - არნოლდ შვარცნეგერი, ლინდა ჰამილტონი, რობერტ პატრიკი, ედვარდ ფერლონგი, მუსიკა - ბრედ ფილდი, გამოსვლის თარიღი - 1991წ-ის 1 ივლისი (პრემიერა) 1991წ-ის 3 ივლისი კინოთეტრები, ხაგრძლივობა - 139წთ, ენა - ინგლ., ბიუჯეტი - $94მლნ., შემოსავალი - $519, 843, 345
ფილმის გადაღება დაიწყო 1990 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 1991 წლის 4 აპრილს. სურათის გადაღება დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და იმ დროისათვის ეს რეკორდი იყო. გაქირავებაში ფილმმა 204,8 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა და იგი 1991 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო. თავის დროზე „ტერმინატორმა“ 1984 წელს მხოლოდ 38 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა კინოგაქირავებიდან (მისი გადაღება 6,5 მლნ აშშ დოლარი დაჯდა).
იხ. ვიდეო - Terminator 2: Judgment Day FuLLMovie HD (QUALITY)
ათი წლის შემდეგ რას სარა კონორმა გაანადგურა ტერმინატორი რომელსაც სარას მოკვლა ჰქონდა დავალებული, ორი ახალი ტერმინატორი ჩამოდის ლონ-ანჯელესში 2029 წლის შემდეგდროინდელი მომავლიდან. ამათგან პირველი არის T-800 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი მის როლში) - ისეთივე კიბორგი როგორიც ადრე სარას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ხოლო მეორე T-1000 (რობერტ პატრიკი).
ჯონ კონორი (ედუარდ ფურლონგი მის როლში) ცხოვრობს მის მეურვეებთან. ის ადრე იზრდებოდა დედამისთან, სარა კონორთან ერთად რომელიც მას ეუბნებოდა რომ ჯონი ოდესმე ადამიანთა ლიდერი გახდებოდა და მათ გაუძღვებოდა მანქანების წინააღმდეგ საბრძოლველად. სარას შეხვედრამ ტერმინატორთან და რისთან იგი მკვეთრად შეცვალა. იგი უკვე აღარ არის ის სუსტი და ჩვეულებრივი ქალი, არამედ გახდა უფრო გამძლე და მტკიცე რომელმაც იცის თუ რა უნდა მოხდეს მომავალში და ამის გამო განუწყვეტლივ ტანჯავს კოშმარები. მისი პიროვნების ამგავრი ცვლილება და მისი საქციელი აფიქრებინებს მის გარშემო მყოფთ და მათ შორის მის შვილს — ჯონს რომ სარა იგი არანორმალურია. საბოლოო ჯამში სარა ხვდება პესკადეროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ამასობაში ორივე ტერმინატორი ჯონს ეძებს. ამათგან ერთ-ერთი, T-800 რომელიც ადამიანებმა მომავალში დაიჭირეს და გადააპროგრამეს, ჯონის დასაცავადაა გამოგზავნილი მაშინ როცა მეორე ტერმინატორი-T-1000, ბევრად გაუმჯობესებული — ჯონის გასანადგურებლად არის გამოგზავნილი „სკაინეტის“ მიერ. ეს უკანასკნელი, T-1000 თხევადი ლითონებისგან არის დამზადებული და სურვილისამებრ შეუძლია ფორმის შეცვლა და ნებისმიერი საგნისადმი (რთული მანქანების გარდა) და სხვა ადამიანებისადმი დამსგავსება.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)
თარიღი - 2022წ-ის 24 თებერვალი მდებარეობა - უკრაინა, სტატუსი - მიმდინარე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შევიდნენ რუსეთიდან, ყირიმიდან და ბელორუსიიდან
რუსეთმა სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა უკრიანის დიდ ქალაქებზე, მათ შორის: დედაქალქ კიევზე, ოდესასა და ხარკოვზე
დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. კამპანია დაიწყო ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებულიდონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, შეჭრის წინა დღეებში, რასაც მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში 2022 წლის 21 თებერვალს.
დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელორუსთან დაესხნენ თავს. დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს უკრაინაზე თავდასხმა.
უკრაინის დროით 05:00 საათამდე (UTC+2) (06:00 მოსკოვის დროით, UTC+3) 24 თებერვალს, პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში. თავის მიმართვაში პუტინმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას და განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ხალხების თვითგამორკვევის უფლებას.პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის „დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას“ ესწრაფვის და მან უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
იხ. ვიდეო - У Путина истерика. Украина показала силу
პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში აფეთქებები დაფიქსირდა კიევში, ხარკოვში, ოდესასა და დონბასში. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჯარები ჩამოიყვანა ოდესასა და მარიუპოლში და გაუშვა საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტები აეროდრომებზე, სამხედრო შტაბებსა და სამხედრო საცავებზე კიევში, ხარკოვსა და დნიპროში. მოგვიანებით უკრაინელმა სამხედროებმა უარყვეს ინფორმაცია რუსული არმიის ოდესაში დაშვების შესახებ. სამხედრო მანქანები უკრაინაში შევიდა სენკოვკას გავლით იმ ადგილას, სადაც უკრაინის, ბელორუსიასა და რუსეთის საზღვრები იკვეთება ადგილობრივი დროით დილის 6:48 საათზე.
იხ. ვიდეო ახალი ამბები
უკრაინის სახელმწიფო მინისტრის ანტონ ჰერაშჩენკოს თქმით, მხოლოდ 06:30 UTC+2-ის შემდეგ, რუსული ძალები ხმელეთიდან შემოიჭრნენ ქალაქ ხარკოვთან და დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი ამფიბიური დესანტი ქალაქებში მარიუპოლსა და ოდესაში; ჰერაშენკომ დაადასტურა დაშვება ოდესასთან. 07:40 საათზე BBC-მ სხვა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჯარები ქვეყანაში ბელორუსიიდანაც შედიოდნენ. უკრაინის სასაზღვრო ძალებმა განაცხადეს თავდასხმების ობიექტებზე ლუგანსკში, სუმიში, ხარკოვში, ჩერნიგოვსა და ჟიტომირში, ასევე ყირიმში.
ერთი საათის შემდეგ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი აღდგა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ლუგანსკში ხუთი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
07:00 საათამდე (UTC+2) პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის ფონზე უკრაინის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ქვედანაყოფებს ფრენების შეჩერების თხოვნით, აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეს აქვს შეზღუდვები სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლაზე, მთელი ტერიტორია ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ მიჩნეულია აქტიურ კონფლიქტის ზონად (EASA).
იხ. ვიდეო - Russian troops close in on Ukrainian capital of Kyiv | WNT -The Russian Defense Ministry has claimed to have blocked Kyiv from the west. The U.S. and its European allies responded with new sanctions on Vladimir Putin and other top Russian officials.
საერთაშორისო რეაქციები
ორი სეპარატისტული რესპუბლიკის აღიარების საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. 22 თებერვალს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სანქციები გავრცელდა ბანკებზე, Rossiya Bank, Industrialny Sberegatelny Bank, General Bank, Promsvyazbank და Black Sea Bank, და პუტინის სამი მილიარდერი პარტნიორზე, კერძოდ: გენადი ტიმჩენკო, ბორის როტენბერგი და იგორ როტენბერგი. გერმანიის კანცლერმა შოლცმა გამოაცხადა Nord Stream 2 მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დუმის ყველა წევრი შეიტანეს შავ სიაში, რომლებმაც ხმა მისცეს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, აუკრძალეს ევროკავშირის ინვესტორებს ვაჭრობა სეპარატისტულ სუბიექტებთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა VEB.RF-ზე, Promsvyazbank-სა და რუსეთის სუვერენულ ვალზე დააწესა ყოვლისმომცველი სანქციები.
იხ. ვიდეო - Украина перемалывает Россию: Минус 3,5 тысячи военных Путина за 48 часов. Сводка на утро субботы - Российские агрессоры несут крупные потери в ходе преступной войны против Украины, а генсек НАТО и США объявили о том, что страны Альянса предоставят украинской армии системы противовоздушной обороны и другое вооружение, которое ранее никогда не поселялось Киеву.
24 თებერვალს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა, სკოტ მორისონმა, გამოაცხადა მიზანმიმართული მოგზაურობის აკრძალვა და ფინანსური სანქციები რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოუწოდა რუსეთს შეწყვიტოს აგრესია უკრაინაში, ხოლო საფრანგეთისა და აშშ-ის ელჩებმა განაცხადეს, რომ წარუდგენდნენ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოს 2022 წლის 25 თებერვალს, და გაერთიანებულმა სამეფომ დაგმო რუსეთის „არაპროვოცირებული თავდასხმა“ და დაპირდა, რომ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებდნენ. ბაიდენმა უწოდა თავდასხმას „არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია განიხილავს შემდგომ შესაძლო ქმედებებს.
მოსკოვის ბირჟამ დროებით შეაჩერა ყველა ვაჭრობა თავის ბაზრებზე 08:05 UTC+3 საათზე და განაახლა 10:00 საათზე. სანქტ-პეტერბურგის საფონდო ბირჟამ ასევე შეაჩერა ვაჭრობა.
იხ. ვიდეო რუსეთი უკრაინაში შეიჭრა - საომარი მოქმედებები უკრაინაში - უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სამხედრო აგრესია გრძელდება - მთელი ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ შეტევას ქვეყნის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე. ცალკეული დივერსიული რაზმები შეიჭრნენ კიევის ტერიტორიაზე. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ ცხრება. უკრაინის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეძლეს კიევში მოქმედი დივერსიული ჯგუფების ძირითადი ნაწილის განეიტრალება.
მტრის ძალებმა აქტიური იერიში მიიტანეს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში მდებარე კიევის თბოელექტროსადგურზე, ადგილზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. კიევის მერის განცხადებით, სადგური ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო. თუმცა, საოკუპაციო ძალებმა ვასილკოვოში მოახერხეს დესანტის გადასხმა. ვასილკოვოში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს - დასახლება კიევის ოლქში, უკრაინის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში მდგებარეობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმვალობაში შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. „ბიბისი“ ამ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
მნიშვნელოვანი მოვლენები მიმდინარეობს გეოპოლიტიკური თვასაზრისათაც და საქართველოს მომავლის ბედიც წყდება. საბოლოოდ უკრაინელებზეა დამოკიდებული ყველაფერი რადენად მზად არიან ტოტალური ომისთვის და ავღანური უკრაინისთვის და ხაგრძლივი ომისთვის. დასავლეთისგან არის როგორც იარაღის მოწოდება ასევე ფინანსურიც. ასევე მორიგი საქციები პირადა რუსეთის პრეზიდენტზე და მის საგარეო საქმეთა მინისტრზე და სხვა.
იხ. ვიდეო - Урожайная суббота: ВСУ штабелируют ряженых рашистов, фарс над Чернобылем и мастер TOW
იხ. ვიდეო - ვითარება უკრაინაში - უკრაინის მასშტაბით საომარი მოქმედებები გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს და მტრის სპეცოპერაციები ჩაშლილია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს. მათი თქმით, ოკუპანტები ცდილობენ გარკვეული რეგიონების დაკავებას.
საჰაერო შეტევის დროს მტერი ისევ ცეცხლს უხსნის სამხედრო და სამოქალაქო აეროდრომებს, სამხედრო პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა დასახლებებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, ოკუპანტებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე ქალაქ ჟიტომირსა და ჩერნიგოვში.
დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ერთი უკრაინული ბრიგადის საარტილერიო ცეცხლმა გაანადგურა მტრის ტექნიკის ხუთზე მეტი კოლონა და მტრის ცოცხალი ძალა. რაც შეეხება რუსული საოკუპაციო ძალების ადამიანურ დანაკარგებს, ის რამდენიმე ათასს აღწევს. ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადება.