среда, 2 марта 2022 г.
კოლიბრი (ფრთოსანი რაკეტა)
понедельник, 28 февраля 2022 г.
კრისტანა ლოკენი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კრისტანა ლოკენი
დედის რჩევით კრისტანა გახდა მოდელი და მონაწილეობა მიიღო 1994 წლის კონკურსში Elite Model Look, სადაც მესამე ადგილს დასჯერდა. იმავე წელს ლოკენმა შესრულა დანიელ ანდროპულოს #3-ს როლი სერიალში „როგორც მსოფლიო ბრუნდება“ და, ასევე, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სხვა სატელევიზიო შოუში.
1998 წელს კრისტანა დაამტკიცეს როლზე სერიალში „სასიკვდილო ბრძოლა: დაპყრობა“. 2003 წელს კი ითამაშა მისთვის, ალბათ, ყველაზე ცნობილი, კიბორგ Т-Х-ის როლი ფილმში „ტერმინატორი 3: მანქანების ამბოხი“. 2004 წელს შეასრულა ბრუნჰილდას როლი პოპულარულ გერმანულ ფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“, რომელიც ორი მინი-სერიის სახით გამოვიდა. კრისტანამ 2006 წელს შეასრულა მთავარი ვამპირის, რეინის, როლი ვიდეოთამაშ „ბლადრეინზე“ დაფუძნებულ ამავე სახელწოდების ფილმში. ითამაშა, ასევე, ვიდეოთამაშზე დაფუძნებულ ფილმში „მეფის სახელით“.
კრისტანა ლოკენი გამოჩნდა სერიალის „L სამყარო“ მეოთხე სეზონის მეათე ეპიზოდში, რომლის დებიუტი შედგა 2007 წლის იანვარში. იმავე წელს მან შეასრულა მთავარი როლი სერიალში „კერკეტი კაკალი ჯეინი“, რომელიც გადიოდა 2007 წლის აპრილიდან სექტემბრამდე არხზე Sci-Fi. 2011 წლის დეკემბერში კრისტანამ შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს აგენტის, რებეკა ლენგის, როლი სერიალ „შავი ნიშანის“ მეხუთე სეზონის ფინალში.
იხ.ვიდეო - ABC Good Morning America - Kristanna Loken Terminator 3 Interview (2003)
კრისტინამ ინტერვიუში ჟურნალთან Curve განაცხადა: „მე ვხვდებოდი და მქონდა სექსი კაცებთან და ქალებთან. უნდა ვაღიარო, რომ ურთიერთობები რომლებიც მქონდა კონკრეტულ ქალებთან, იყო სექსუალურად და ემოციურად უფრო სავსე, ვიდრე ურთიერთობები კონკრეტულ მამაკაცებთან... მე ვუკავშირდები აურით, ენერგიით. და თუ ადამიანი, რომელსაც მე დავუკავშირდები, აღმოჩნდება მდედრობითი სქესის, უბრალოდ, ასეთი ყოფილა ჩემი გზა.“
2006 წლის ნოემბერში ლოკენის კომენტარები ჟურნალში The Advocate ფართო საზოგადოებაში ინტერპრეტირებული იქნა, რომ მას და „ბლადრეინის“ ერთ-ერთ მსახიობს, მიშელ როდრიგესს, ურთიეთობა ჰქონდათ, და მედიაშიც ასე გაიჟღერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთობა ოფიციალურად არ დაადასტურა არცერთმა მსახიობმა. 2008 წლის 17 იანვარს ლოკენმა საკუთარ საიტზე განაცხადა, რომ ის და „კერკეტი კაკალი ჯეინის“ მსახიობი ნოა დერბი დანიშნულები იყვნენ. წყვილმა იქორწინა კრისტანას ოჯახის კუთვნილ ფერმაზე 2008 წლის 10 მაისს. ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 16 ნოემბერს, კრისტანამ განაცხადა, რომ ის და დერბი დაშორდნენ და ამჟამად ქალთან ურთიერთობს.
იხ. ვიდეო - Терминаторша 18 лет спустя. Что стало с актрисой Кристаной Локен
ტერმინატორი 3 მაქანების ამბოხი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტერმინატორი 3 მაქანების ამბოხი
(ჩვეულებრივ, ბრევიატურით T3) — 2003 წელს გადაღებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, მეორე გაგრძელება ფილმისა „ტერმინატორი“ (1984). მისი რეჟისორია ჯონათან მოსტოუ, ხოლო მთავარ როლებს ინაწილებენ არნოლდ შვარცენეგერი, ნიკ სტალი, კლერ დეინსი და კრისტანა ლოკენი. ეფუძნება ჯეიმზ კამერონისა და გეილ ენ ჰარდის მიერ შექმნილი პერონაჟებს. გამოსვლის თარიღი - 2003წ-ის 7 ივლისი, ხაგრძლივობა - 109წთ, ქვეყანა - აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი,ენა - ნგლ., ბიუჯეტი - $170 - 200მლნ, შემოსავალი - $433 371 112
მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ მოკლა სარა კონორი, სანამ მისი შვილი დაიბადებოდა, წარსულში გამოგზავნა სხვა ტერმინატორი, T-X. მის მიზანი იყო წინააღმდეგობის ლიდერების უმრავლესობის განადგურება, მაგრამ არა თავად ჯონ კონორისა, რადგან სკაინეტმა არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. ჯონის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც T-X მას შემთხვევით იპოვის.
შინაარსი - ცხრა წლის განმავლობაში ჯონ კონორი (ნიკ სტალი) ცხოვრობდა ლოს-ანჯელესის მიდამოებში ნახევრად იატაკქვეშა ცხოვრებით. მიუხედავად იმისა, რომ განკითხვის დღე არ მომხდარა 1997 წლის 29 აგვისტოს, ჯონს არ სჯეროდა, რომ ომი მანქანებსა და ადამიანებს შორის თავიდან იქნა აცილებული. მას შემდეგ, რაც სკაინეტმა ვერ შეძლო ჯონის ადგილსამყოფელის განსაზღვრა, წარსულში, 2004 წლის 24 ივლისში, გამოგზავნა ახალი მოდელის ტერმინატორი, T-X (კრისტანა ლოკენი), რათა მას გაენადგურებინა ჯონის რაც შეიძლება მეტი თანაშემწე მეთაური მომავალ წინააღმდეგობაში. T-X იყო გაცილებით დახვეწილი მოდელი წინა მოდელის ტერმინატორებთან შედარებით, ჰქონდა ჰიპერშენადნობისგან დამზადებული ჩონჩხი (როგორც T-800-ს) ჩაშენებული შეიარაღებით, გარეგნულად ახალგაზრდა ქალი იყო, „თხევადი მეტალისგან“ დამზადებული გარსით (რომლისგანაც მთლიანად შედგებოდა T-1000), რაც მას გარეგნობის შეცვლის საშუალებას აძლევდა, მას ასევე შეეძლო სხვა მანქანების კონტროლი და დაპროგრამება. წინააღმდეგობამ გამოგზავნა გადაპროგრამებული ტერმინატორი T-850 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი) T-X-ის სამიზნო ობიექტების დასაცავად, რომელთა შორისაც იყვნენ კეიტ ბრუსტერი, ჯონის მომავალი მეუღლე (კლერ დეინსი) და თავად ჯონიც.
ტერმინატორი გადაარჩენს ჯონსა და კეიტს T-X-ის პირველი თავდასხმისგან, რის შემდეგაც ისინი გაემართებიან სარა კონორის საფლავის მოსანახულებლად, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლეიკემიით გარდაცვლილიყო. სარას კუბოში ტერმინატორი იპოვის სარას თხოვნით მისი მეგობრების მიერ გადანახულ იარაღის მარაგს იმ შემთხვევისთვის, თუ განკითხვის დღე მაინც დადგებოდა. ამ დროისთვის T-X და პოლიციელები მოვლენ და გაიმართება ბრძოლა, მაგრამ ჯონი, კეიტი და ტერმინატორი მოიპარავენ კატაფალკას და გაიქცევიან. ტერმინატორი დაპროგრამებული იყო იმგვარად, რომ წაეყვანა კეიტი და ჯონი უსაფრთხო ადგილას, რათა მათ შეძლებოდათ განკითხვის დღის გადატანა, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყებოდა, მაგრამ ჯონმა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, არ დაეშვათ სკაინეტის ჩართვა. ტერმინატორი მათ ეტყვის, რომ მომავალში კეიტი ჯონს გაყვება ცოლად, რომ კეიტმა გადააპროგრამა იგი და გამოგზავნა მათ დასაცავად, და რომ სწორედ იმ ტერმინატორმა მოკლა ჯონი 2032 წელს, რომელიც ახლა მათ გადასარჩენად თავს არ ზოგავდა.
1995 წელს Cyberdyne Systems-ის განადგურების შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საკუთარ თავზე აიღეს პროექტი „სკაინეტი“, რომელსაც მოცემულ მომენტში კეიტის მამა, გენერალ-ლეიტენანტი რობერტ ბრუსტერი (დევიდ ენდრიუსი) ხელმძღვანელობდა. ჯონმა ტერმინატორმა და კეიტმა დააგვიანეს: სკაინეტი უკვე გაშვებული იყო გლობალურ კიბერ-სივრცეში იმ მიზნით, რომ იგი გაანადგურებდა კომპიუტერულ ვირუსს, რომელიც საკუთარი შემოქმედება იყო; T-X-მა მოკლა რობერტ ბრუსტერი, რათა მას ხელი არ შეეშალა სკაინეტის შემდგომი მოქმედებებისთვის, ასევე დააპროგრამა საწყობში მდგარი ყველა მოდელი პირველყოფილი ტერმინატორებისა, რომლებმაც დახოცეს სამეცნიერო-კველივითი დაწესებულების შენობაში მყოფი პერონალი. სასიკვდილოდ დაჭრილმა კეიტის მამამ ჯონის შეკითხვაზე, სად იმყოფება სკაინეტის ბირთვი, უთხრა მთაში აშენებული „კრისტალური პიკის“ კოორდინატები. ხოლო მეორე შეკითხვაზე, თუ რა დახვდებათ იქ, რობერტი პასუხობს: „ეს თქვენი შანსია.“
სანამ ჯონი და კეიტი გაიქცეოდნენ თვითმფრინავით, T-X-მა დაამარცხა ტერმინატორი და გადააპროგრამა იგი, რის შემდეგაც ტერმინატორი ჯონსა და კეიტს უტევს. მან შეძლო T-X-ის პროგრამირების გვერდის ავლა და გამორთა საკუთარი თავი, სანამ ჯონს მოკლავდა. „კრისტალურ პიკში“ მისულ ჯონსა და კეიტს უკან მიჰყვა T-X და დაიწყო შეტევისთვის მზადება, მაგრამ ხელახლა ჩატვირთულმა ტერმინატორმა ვერტმფრენით გადაუარა. ფეხებმოგლეჯილიც კი T-X განაგრძობს ჯონისა და კეიტის დევნას, მაგრამ ისინი ასწრებენ მთავარ კარში შეღწევას ტერმინატორის წყალობით, ხოლო კარის მეორე მხარეს დარჩენილი ტერმინატორი ააფეთქებს თავის უკანაკნელ წყალბადის საწვავით სავსე ბლოკს T-X-ის პირში, რაც ორივეს ანადგურებს. ჯონი და კეიტი აღმოაჩენენ, რომ „კრისტალური პიკი“ სულაც არ წარმოადგენს სკაინეტის ბირთვს, არამედ ცივი ომის დროინდელ თავშესაფარს ბირთვული რაკეტებისგან მნიშვნელოვანი პირებისთვის. გენერალმა ბრუსტერმა ისინი იქ იმიტომ გაგზავნა, რომ დაეცვა სკაინეტის მიერ ინიცირებული მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფისგან. სკაინეტს, ფაქტობრივად, არც გააჩნია რაიმე სახის ბირთვი: იგი პროგრამული უზრუნველყოფის სახითაა მოდებული მსოფლიოს მთელ კომპიუტერებზე, რაც შეუძლებელს ხდის მის გათიშვას. დაიწყება ბირთვული შეტევების სერიები სხვადასხვა ქალაქზე, რითაც იწყება განკითხვის დღე. მალევე გადარჩენილი ადამიანები მსგავსი ბუნკერებიდან რაციით ითხოვენ დახმარებასა და მითითებებს. მათ შეკითხვაზე, თუ ვინ არის მთავარი, ჯონი საკუთარ თავზე იღებს ლიდერობას.
იხ. ვიდეო - TERMINATOR 3 | Best Action Movies 2021 Hollywood Full Length English HD | Later Action Movies 2021
როლებში
- არნოლდ შვარცენეგერი ტერმინატორის როლში: მან ითამაშა წინა ორ ფილმშიც. ეს იყო შვარცენეგერის ბოლო როლი სანამ იგი კალიფორნიის გუბერნატორი გახდებოდა.
- ნიკ სტალი ჯონ კონორის როლში: ედვარდ ფერლონგისთვის, რომელიც თამაშობდა ჯონის როლს წინა ნაწილში, არ შეუთავაზებიათ ჯონის როლი ამ ფილმშიც ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენების გამო (სხვა ვერსიით, ედვარდმა ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა). 2004 წლის ინტერვიუში ედვარდი აცხადებს: „მე არ ვიცი [რა მოხდა]. უბრალოდ დრო არ იყო. მე ჩემი საკუთარი საქმეებით ვიყავი დაკავებული — რა მნიშვნელობა აქვს, ეს უბრალოდ არ იყო ჩაფიქრებული, რომ მომხდარიყო.“
- კლერ დეინსი კეიტ ბრუსტერის როლში: 2005 წელს ინტერვიუში კლერმა თქვა, რომ ის ბოლო წუთს დაამტკიცეს კეიტის როლზე, მას შემდეგ, რაც მსახიობი სოფია ბუში მოხსნეს როლიდან, რადგან ჩათვალეს, რომ იგი ძალიან ახალგაზრდა იყო ბრუსტერის როლის განსასახიერებლად.
- კრისტანა ლოკენი T-X-ის როლში: პირველად ეკრანზე მდედრობითი სქესის ტერმინატორი.
- დევიდ ენდრიუსი რობერტ ბრუსტერის როლში: აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენატი, კეიტის მამა.
- მარკ ფამილეტი სკოტ მეისონის როლში: T-X-ის მიერ მოკლული კეიტ ბრუსტერის საქმრო. თავდაპირველად, მისი სახელი უნდა ყოფილიყო სკოტ პეტერსენი, მაგრამ შეცვალეს სკოტ პეტერსონთან მსგავსების გამო, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი ცოლისა და ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილის, კონერის, მკვლელობა. დასასრულს, ტიტრებში მისი სახელი კვლავ ნახსენებია, როგორც „სკოტ პეტერსენი“.
- ერლ ბოენი დოქტორი პიტერ სილბერმანის როლში: იგი ერთადერთი მსახიობია (შვარცნეგერთან ერთად), რომელიც გამოჩნდა ტერმინატორის პირველ სამ სერიაში ერთსა და იმავე პერსონაჟის როლში.
სცენარის თავდაპირველ ვერსიაში სარა კონორის როლიც იყო გათვალისწინებული, მაგრამ როდესაც ლინდა ჰემილტონმა, რომელიც განასახიერებდა სარას წინა ორ ფილმში, უარი უთხრა შეთავაზებაზე, ამოიღეს იგი საერთოდ. ლინდამ განმარტა: „მათ შემომთავაზეს მე ნაწილი. მე წავიკითხე და ვიცოდი, როგორი სრულყოფილი იყო სარას პერსონაჟი პირველ ორ ნაწილში, მესამეში კი — უმნიშვნელო. იგი კვდებოდა ფილმის შუა ნაწილში და დროც კი არ იყო მის დასატირებლად. ეს იყო რაღაც ერთჯერადის მსგავსი, ამრიგად, მე ვუთხარი: მადლობა, მაგრამ არა
2С7
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
2С7
2S7 PION — 1977 წლიდან 1983 წლამდე საბჭოთა კავშირში სერიულად წარმოებული ტანკი. ნატოს კლასიფიკაციით მისი სახელია M-1975 თუმცა მსგავსი სახელი ასევე ჰქვია თვითმავალ ნაღმტყორცნს 2S4 Tyulpan-ს თუმცა საბჭოთა კავშირში მათი საიდენთიფიკაციო სახელები განსხვავდებოდა ბოლო ციფრით. საბრძოლო წონა - 46ტ, ეკიპაჟი - 7 ადამიანი, ექსპლუტაციის წელი დღემდე, გამოშვების რაოდენობა - 300, ძირიტადი ოპერატორები - რიუსეთი, ბელორუსია უკრაინა, კორპუსის სიგანე 3,38, ჯავშნის ტიპი - 10მმ მსუბუქი, შეიარაღება - რყვიამფქვევი - 1 х 12,7-მმ НСВТ, სხვა შეიარაღება - 20 მმ 2А44 მაქს.სიშორე სტანდარტული ჭურვით 37,500. მსგავსი ქვემეხის შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში თუმცა საბოლოო შედეგი 1967 წელს მიიღეს,ქვემეხი გამოდგა ერთ ერთი უნიკალური რადგან ამ ქვემეხს შეეძლო როგორც ჩვეულებრივი ჭურვის გასროლა ასევე ატომური ჭურვის გასროლაც რომელიც დიდ უპირატესობას აძლევდა ცივი ომის დროს ნატოს წინააღმდეგ. მისი შასის დამუშავება კი დაიყო 1967 წელს T-64 - ის ბაზაზე შედეგი მალევე მიიღეს თუმცა გასროლისას ძლიერი მუხტის გამო მანქანა წონასწორობას კარგავდა და მიზანს დიდი მანძილით აცილებდა,ამის გამო აუცილებელი გახდა შეემუშავათ ისეთი რამ რაც მანქანას გასროლისას გაამაგრებდა სულ მალე კი გამოჩნდა ვარიანტი რომ დაეყენებინათ ისეთივე მოწყობილობა რაც აქვთ ბულდოზერებს წინ ოღონდ ამ შემთხვევაში ის უკან უნდა ყოფილიყო უკან და გასროლამდე ის კარგად უნდა ჩასმულიყო მიწაში,ამან მალევე გამოიღო ეფექტი თუმცა მალე ამ საცდელ მანქანას იგივე პრობლემები შეექმნა რაც T-64 - ს რის გამოც ქვემეხი ახალ შასზე T-80 - ზე გადაიტანეს და სიგრძეში დააგრძელეს და სწორედ ეს ვერსია მიიღეს შეიარაღებაში.
იხ. ვიდეო - ВСУ применили мощное оружие 2С7 "Пион"!
საბრძოლო ისტორია
2S7 PION - ი საბჭოთა დროს უმეღლესი მთავარსარდლის პირად დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებული დანიშნულების საარტილერიო დანაყოფების შეიარაღებაში იყო ამიტომაც ამ მანქანას განსაკუთრებით უფრთხილდებონენ, ამიტომ მას ძალიან ცოტა აქვს საბრძოლო გამოცდილება. პირველად ის ავღანეთის ომში გამოიყენეს ძალიან მცირე რაოდენობით თუმცა სსრკ - ს დაშლის შემდეგ ის ჩეჩნეთის ომში შედარებით აქტიურად გამოიყენეს.
რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
მანქანის ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენება რუსეთ-საქართველოს ომში გამოიყენეს,მანქანას მხოლოდ ქართული მხარე იყენებდა და ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე სხვა საარტილერიო დანადგარი. ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - პიონების ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური ამბობს :
გორთან სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა,ეს მაშინ ვირწმუნეთ,როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ,მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს!სამაგიეროდ მტერს 600მდე 203-მმიანი ჭურვი მაინც ვესროლეთ.
გორის სატელევიზიო ანძასთან ქართულმა მხარემ პიონების დახმარებით რუსულ ავიაციას მახეც კი დაუგო.გორის სატელევიზიო ანძა იყო საუკეთესო ადგილი საარტილერიო დანადგარების განთავსებისთვის რადგან ამ ადგილს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრებოდა ხოლო უკან კი მაღალი ძაბვის ელექტრო ანძები,როცა რამდენიმე დაბომბვა მოხდა ამ ადგილის და თუმცა ყველა წარუმატებელი გამოდგა,მალევე ქართველ გენერლებს იდეა მოუვიდატ რომ ამ ადგილებში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება განეთავსებინათ,ამან კი მალევე შედეგი გამოიღო და 5 SU-25 და SU-24 ჩამოაგდო ბოლოს კი პიონების გასანდგურებლად მი-24 - ი გამოფრინდა რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა რაგდან დაბალ სიმაღლეზე სარაკეტო დანადგარს ჩამოგდება არ შეუძლია თუმცა მალევე ვერტმფრენიც ჩამოაგდეს საზენიტო დანადგარით. სულ ომში საქართველომ 5 პიონი დაკარგა (ბრძოლაში არც ერთი).
- 2С7М Малка - 1985 წელს პიონს მოდერნიზაცია ჩაუტარეს და გაიზარდა ქვემეხის სროლის სისწრაფე 1,5-დან 2,5 გასროლამდე წუთში,ასევე აგაუმჯობესდა ჭურვების საწყობი და 4 ჭურვის მაგივრად 8 მიჰქონდა,ასევე დაყენდა ელექტრონული აპარატურა რომელიც ავტომატურ რეჟიმში იღებდა მონაცემებს ზუსტი გასროლისთვის,მოდერნიზებული ვერსია 5 წუთში 8 ჭურვს ისროდა,10 წუთში 15ს,20 წუთში 24ს,30 წუთში 30 ჭურვს ხოლო ერთსაათში კი უკვე 40 ჭურვს.
- СГК-80 - მაღალი მობილურობის 65 ტონის ამწე.
- БТМ-4М "Тундра" - სწრაფი მოქმედების საინჟინრო მანქანა რომელიც თხრიდა სანგრებს.
ოპერატორები
- აზერბაიჯანი - 12;
- ბელარუსი - 36
- საქართველო - პირველად პიონი ქართული არმიის შეიარაღებაში ჯერ კიდევ ვარდიკო ნადიბაიძის დროს გამოჩნდა, ეს პიონი იყო იმდროინდელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პაველ გრაჩოვის საჩუქარი. (გარდა ამის 31 T-72 და სხვადასხვა საარტილერიო დანადგარები გადმოგვცა) თუმცა პიონის ჭურვები არ მისცა და მთელი დროის განმავლობაში ნაჩუქარი ერთი პიონი ფაქტობრივად მთლიანად გაძარცვული იყო თუმცა 2004 წელს ის აღადგინეს და უკრაინისგან ჭურვებიც იყიდეს, 2007 წელს კი კიდევ 5 პიონი დაამატეს და ომამდე საქართველოს 6 პიონი ჰყავდა.
- რუსეთი - 160
- უკრაინა - 99
- უზბეკეთი - 48
- სლოვაკეთი - ?
ყოფილი ოპერატორები
- სსრკ - დარჩათ სხვადასხვა ქვეყნებს
- ჩეხოსლოვაკია - ამოიღეს შეიარაღებიდან 1990 წელს
- პოლონეთი - ამოიღეს შეიარაღებიდან 2006.
суббота, 26 февраля 2022 г.
Rolex
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Rolex
იმ დროისთვის მათი ბიზნესი იყო Hermann Aegler Swiss–ის მექანიზმების იმპორტირება ლონდონში. თავიანთი წარმოების მაჯის საათებს ყიდდნენ იუველირებს, რომლებიც შემდეგ მათ ყიდდნენ, როგორც საკუთარ ნაწარმს.
1908 წელს შვეიცარიაში ვილსდორფმა რეგისტრაციაში გაატარა ფაბრიკის ნიშანი Rolex მანამ, სანამ მას უთხრეს რომ საჭირო იყო ისეთი სახელი, რომელიც თავისუფლად გამოითქმებოდა ნებისმიერ ენაზე და საათის სახეს კარგად წარმოაჩენდა. არსებობს ვერსია, რომ მისი მნიშვნელობა მოდის ფრანგული ენიდან, რომელიც ნიშნავს საუკეთესო მექანიზმს.
იხ.ვიდეო - История Ролекс | Откуда Взялись Часы За $50 000
ყალბები Rolex-ის საათები ხშირად ფალსიფიცირებულია და ისინი ხშირად უკანონოდ იყიდება ქუჩაში და ინტერნეტში. Rolex-ის ყალბი საათები განსხვავდება ხარისხით: ზოგი იყენებს ყველაზე იაფ მოძრაობებს, ზოგი კი ავტომატურ მოძრაობებს, ზოგი კი ETA მოძრაობას. ო.ჯ. სიმფსონმა 1994 წელს მკვლელობის სასამართლო პროცესზე ყალბი როლექსი ეკეთა.ტერმინატორი 2: განკითხვის დღე
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტერმინატორი 2: განკითხვის დღე
სამეცნიერო ფანტასტიკური ბაევილი ჟანრის აშშ-ის ფილმი, „ტერმინატორის“ გაგრძელება. ფილმი ფართო ეკრანებზე გამოვიდა 1991 წლის 3 ივლისს. მთავარ როლებში არნოლდ შვარცენეგერი, ლინდა ჰამილტონი, ედუარდ ფურლონგი და რობერტ პატრიკი.
ფილმის გადაღება დაიწყო 1990 წლის 9 ოქტომბერს და დასრულდა 1991 წლის 4 აპრილს. სურათის გადაღება დაახლოებით 100 მლნ აშშ დოლარი დაჯდა და იმ დროისათვის ეს რეკორდი იყო. გაქირავებაში ფილმმა 204,8 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა და იგი 1991 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო. თავის დროზე „ტერმინატორმა“ 1984 წელს მხოლოდ 38 მლნ აშშ დოლარი შემოიტანა კინოგაქირავებიდან (მისი გადაღება 6,5 მლნ აშშ დოლარი დაჯდა).
ათი წლის შემდეგ რას სარა კონორმა გაანადგურა ტერმინატორი რომელსაც სარას მოკვლა ჰქონდა დავალებული, ორი ახალი ტერმინატორი ჩამოდის ლონ-ანჯელესში 2029 წლის შემდეგდროინდელი მომავლიდან. ამათგან პირველი არის T-800 მოდელი 101 (არნოლდ შვარცენეგერი მის როლში) - ისეთივე კიბორგი როგორიც ადრე სარას მოსაკლავად იყო გამოგზავნილი, ხოლო მეორე T-1000 (რობერტ პატრიკი).
ჯონ კონორი (ედუარდ ფურლონგი მის როლში) ცხოვრობს მის მეურვეებთან. ის ადრე იზრდებოდა დედამისთან, სარა კონორთან ერთად რომელიც მას ეუბნებოდა რომ ჯონი ოდესმე ადამიანთა ლიდერი გახდებოდა და მათ გაუძღვებოდა მანქანების წინააღმდეგ საბრძოლველად. სარას შეხვედრამ ტერმინატორთან და რისთან იგი მკვეთრად შეცვალა. იგი უკვე აღარ არის ის სუსტი და ჩვეულებრივი ქალი, არამედ გახდა უფრო გამძლე და მტკიცე რომელმაც იცის თუ რა უნდა მოხდეს მომავალში და ამის გამო განუწყვეტლივ ტანჯავს კოშმარები. მისი პიროვნების ამგავრი ცვლილება და მისი საქციელი აფიქრებინებს მის გარშემო მყოფთ და მათ შორის მის შვილს — ჯონს რომ სარა იგი არანორმალურია. საბოლოო ჯამში სარა ხვდება პესკადეროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ამასობაში ორივე ტერმინატორი ჯონს ეძებს. ამათგან ერთ-ერთი, T-800 რომელიც ადამიანებმა მომავალში დაიჭირეს და გადააპროგრამეს, ჯონის დასაცავადაა გამოგზავნილი მაშინ როცა მეორე ტერმინატორი-T-1000, ბევრად გაუმჯობესებული — ჯონის გასანადგურებლად არის გამოგზავნილი „სკაინეტის“ მიერ. ეს უკანასკნელი, T-1000 თხევადი ლითონებისგან არის დამზადებული და სურვილისამებრ შეუძლია ფორმის შეცვლა და ნებისმიერი საგნისადმი (რთული მანქანების გარდა) და სხვა ადამიანებისადმი დამსგავსება.
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...