понедельник, 11 апреля 2022 г.
MGM-140 ATACMS
სამკურნალო ტუხტი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სამკურნალო ტუხტი
კულტურიდან, იშვიათად ველური ნაკრებიდან. სააფთიაქო საქონლის დიდი ნაწილი ავსტრალიური წარმოშობისაა.
ტუხტის ყველა ნაწილი შეიცავს 10-დან 15 პროცენტამდე მაღალხარისხოვან ლორწოვან ნივთიერებას და ძირითადად გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. მაგრამ მას არ გააჩნია ნახველის ამოღების ხელშემწყობი მოქმედება. ფოთოლსა და ყვავილში ლორწოს შემცველობა შეადგენს 6-9 პროცენტს. ჩაი მზადდება ოთახის ტემპერატურაზე, რათა არ შესქელდეს მასში უხვად არსებული სახამებელი და მის ქმედითუნარიანობაზე შემაფერხებელი გავლენა არ მოახდინოს.
ფესვების ლორწო ლოკალიზებულია ქერქის ლორწოვან უჯრედებში. აქ საქმე გვაქვს პოლიგლიკონის ლორწოსთან, რომლის საქარიდულ კომპონენტებს სხვა დანარჩენთან ერთად წარმოადგენენ რამნოზა, გალაქტოზა და გალაქტურონის მჟავა.
შემოდგომაზე საჭიროა ნაკელის შეტანა. მოთხოვნა აზოტზე შეადგენს 60 კგ/ჰა–ზე. 70 კგ — P2O5 და 120 კგ — K2O აკმაყოფილებენ აღნიშნული საკვები ნივთიერებების მოთხოვნას. კალიუმის სასუქი შეიძლება შეიცავდეს ქლორიდებს.
ამ თვალსაზრისით სამკურნალო ტუხტს არ გააჩნია რამე განსაკუთრებული პრეტენზიები. განსაკუთრებით ვარგისია ღრმა, ახალი, ნაკლებ ქვაღორღიანი ნიადაგი. უვარგისია ძნელადდასამუშავებელი ადგილი. ბალბასებრთა შემდეგ საჭიროა დაიცვას მიწის დასვენების 4-წლიანი პაუზა. სათოხნი კულტურები წარმოადგენენ საუკეთესო წინამორბედს.
სამკურნალო ტუხტის ფესვების წარმოების მიზნით, უმჯობესია მისი კვლებად თესვა. ეს შესაძლებელია ღია გრუნტში, აპრილის დასაწყისიდან. აღმოცენებამდე საჭიროა 2-დან 3 კვირა. ივნისში, როცა ნაზარდი 8-10 სმ–ს მიაღწევს, შესაძლოა მისი საბოლოო ადგილზე გადარგვა. აღმოსავლეთ ავსტრიაში დამკვიდრდა კიდეც დარგვის ვადა; ესაა მომდევნო წლის მარტი–აპრილი. დარგვის ეს ვადა იძლევა ძლიერი ნერგების გარანტიას, რაც ხელსაყრელ გავლენას ახდენს ფესვების მოსავლიანობაზე. მუყაოს ქოთანში ან დაპრესილი მიწის კუბებში, თებერვლის ბოლო რიცხვებიდან კი მიწის ქვეშ წინა კულტურის გამოყვანის შემთხვევაში შესაძლებელია მისი აპრილის ბოლოსთვის გადარგვა და იმავე წელს მოსავლის აღება. ღია გრუნტში თესვა უპირველეს ყოვლისა ვარგისია ფოთლების ან ღეროების მოპოვების მიზნით. თესვის ნორმა შეადგენს 6 კგ. გარჩეულ თესლს ჰექტარზე. თესვის სიღრმეა 1 სმ. მწკრივებს შორის მანძილი — დაახლოებით 30 სმ. მრავალწლიანი სარგებლობისას შესაძლებელია თითო ჭრა წელიწადში. შესაძლებელია აგრეთვე გამრავლება ფესვის ნაწილებით. მათი მოპოვება ხდება მოსავლის აღების შემდეგ, ფესურას დაჭრის გზით. ფესვის ნაჭრებს საჭიროა გააჩნდეთ ერთი ან ორი კვირტი და თითო ნაჭერი ფესურას სიგრძე შეადგენდეს მინიმუმ 3 სმ–ს. სხვათა შორის, უნდა გაიზარდოს აგრეთვე დაკეპილი ფესურებიც, თუ მათი სიგრძე 5-10 სმ–ს შეადგენს და დაირგვება 10 სმ–ის სიღრმეზე, შემდეგ კი დაიტკეპნება. იმ კულტურებიდან, რომლებიც განსაზღვრულია ფესვის მისაღებად, შესაძლებელია ყვავილების ან თესლის მოპოვება, მაგრამ არ უნდა განხორციელდეს ფოთლის მოსავლის აღება, რადგან ეს გამოიწვევს ფესვის მოსავლიანობის შემცირებას. კულტურის ვერტიკალური ზრდა აიოლებს საწყის ეტაპზე მექანიკური სათოხნი იარაღების გამოყენებას. ნიადაგის შემოყრა, რაც ზოგჯერ რეკომენდებულია, აძლიერებს ფესვებს და ეს განაპირობებს გაფცქვნისას ნაკლები დროის ხარჯვას. სხვათა შორის, აღნიშნული კულტურის მოსავლიანობა თითოეულ ჰექტარზე მწკრივებს შორის მანძილის სიდიდის გამო უფრო დაბალია.
суббота, 9 апреля 2022 г.
ზღვის წყალი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ზღვის წყალი
დედამიწის ზედაპირზე ზღვებსა და ოკეანეებში დაგროვილი წყალი. მსოფლიო ოკეანის წყლის საერთო მოცულობა 1370 მლნ. კმ3 შეადგენს. ზღვის წყალში გახსნილის მინერალური მარილები, აირები (უმთავრესად ჟანგბადი, აზოტიმ ნახშირორჟანგი, ზოგიერთ რაიონში გოგირდწყალბადი), უმნიშვნელო რაოდენობით ორგანული ნივთიერება (1-5 მგ/ლ) და აგრეთვე ატივნარებული გაუხსნელი ორგანული და მინერალური ნაერთები.
ზღვის წყალს ახასიათებს შემდეგი ქიმიური და ფიზიკური თვისებები: მარილიანობა, რომელიც გამოისახება პრომილეთი (%0) და უჩვენებს 1 კგ ზღვის წყალში გახსნილ მყარ ნივთიერებათა რაოდენობას გრამებით. ოკეანეში ზღვის წყლის საშუალო მარილიანობა 35%0-მდეა; სიმკვრივე, რომელიც დამოკიდებულია ზღვის წყლის მარილიანობაზე, ტემპერატურასა და წნევაზე; კუმშვადობა, რომელიც იმდენად უმნიშვნელოა, რომ წნევის გაზრდა 1000 დეციბარით, რაც სიღრმის დაახლოებით 1 კმ-ით გადიდებას შეესაბამება, იწვევს სიმკვრივის მომატებას მხოლოდ 0,004-ით; ბგერის სიჩქარე, რომელიც მეტია, ვიდრე მტკნარ წყალში, და კიდევ მატულობს მარილიანობისა და ტემპერატურის ზრდასთან ერთად; სინათლის შთანთქმის კოეფიციენტი, რომელიც მაქსიმალურია სპექტრის ინფრაწითელ ნაწილში. ოკეანოლოგიაში ფართოდ იყენებენ აგრეთვე ზღვის წყლის შეფარდებით ელექტროგამტარობას, კუთრ სითბო-ტევადობას და სხვა.
იხ. ვიდეო - Что произойдет, если пить морскую воду? - Почти каждый человек с самого детства знает, что морскую воду пить категорически запрещено. Никто даже не задумывался почему, все просто думают, что соленая вода не вкусная. Но вы даже не догадывались, что произойдет, если выпить морской воды.
სლოვაკეთი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
სლოვაკეთი
(სლოვაკ. Slovensko), ოფიციალურად სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. ფართობი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია უმეტესად მთიანი რელიეფით. მოსახლეობა 5.4 მილიონს აღემატება, რომლის უმეტეს ნაწილს სლოვაკები შეადგენენ. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა, ხოლო მეორე უდიდესი ქალაქი – კოშიცე. სახელმწიფო ენა სლოვაკურია.
სლოვაკების წინაპარი სლავური ტომები დღევანდელი სლოვაკეთის ტერიტორიაზე V-VI საუკუნეებში გამოჩნდნენ, ხალხთა დიდი გადასახლების დროს. VII საუკუნეში, აქ მცხოვრებმა სლავებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სამოს მიერ ჩამოყალიბებურ იმპერიაში, რომელიც ისტორიულად პირველი სლავური სახელმწიფო იყო. სამოს იმპერიის ცენტრი დასავლეთ სლოვაკეთში იყო. IX საუკუნეში, სლოვაკთა სლავმა წინაპრებმა დააარსეს ნიტრის სამთავრო, რომელმაც მოგვიანებით მორავიის სამთავროსთან ერთად გახდა დიდი მორავიის ფორმირების საფუძველი.X საუკუნის შემდეგ სლოვაკეთის ტერიტორია თანდათანობით უნგრეთის სამეფოს შეუერთდა, რომელიც XIX საუკუნეში თავის მხრივ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. პირველი მსოფლიო ომის და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სლოვაკებმა და ჩეხებმა შექმნეს ერთობლივი სახელმწიფო, — ჩეხოსლოვაკია. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, შეიქმნა ნაცისტური გერმანიის სატელიტური სლოვაკეთის რესპუბლიკა, რომელიც ომის დასრულებისას გაუქმდა. სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა 1993 წლის 1 იანვარს, ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანი დაშლის შემდეგ.
სლოვაკეთი არის განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, ძალიან მაღალი ადამიანის განვითარების ინდექსით, ცხოვრების მაღალი დონით. ქვეყანა ინარჩუნებს საბაზრო ეკონომიკის ერთობლიობას სოციალური უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემით. ევროპის კავშირს 2004 წლის 1 მაისს, ხოლო ევროზონას 2009 წლის 1 იანვარს შეუერთდა. აგრეთვე არის შენგენის ზონის, ნატოს, გაეროს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ვიშეგრადული ჯგუფის წევრი. როგორც ევროზონის ნაწილი, სლოვაკეთის ოფიციალური ვალუტა ევროა, მსოფლიოში მე-2 ყველაზე გამოყენებადი ვალუტა. სლოვაკეთი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი მანქანის მწარმოებელია, სულ 1,110,000 მანქანა იწარმოა ქვეყანაში მხოლოდ 2019 წელს; არის ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა; მანქანათმშენებლობა წარმოადგენს სლოვაკეთის მთლიანი სამრეწველო პროდუქტის 43%-ს.

იხ. ვიდეო - რა შეიძლება ნახოთ ბრატისლავაში 10 ცენტად?! მოგზაურობა სლოვაკეთში | Slovakia | Travel With Us Vlog
ოპერაცია Odyssey Dawn
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ოპერაცია Odyssey Dawn
დისლექსია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დისლექსია
Boeing EA-18G Growler
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Boeing EA-18G Growler
ასაკი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - ასაკი ჯორჯიონე. სამი ასაკის კაცი. 1500-1510 წწ. პალაცო...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...