суббота, 21 мая 2022 г.
ციფრული კინოკამერა
четверг, 19 мая 2022 г.
ოთხი იმპერატორის წელი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ოთხი იმპერატორის წელი
ნერონიდან გალბამდე
65 წელს, პიზონის შეთქმულებამ რესპუბლიკის აღდგენა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მრავალი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ნერონს მცირეოდენი პოლიტიკური მომხრეებიღა შერჩნენ სენატში. 67 წლის ბოლოს ან 68 წლის დასაწყისში, ლუგუდუნის გალიის გუბერნატორმა, გაიუს იულიუს ვინდექსმა, ნერონის საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო, ნერონის ტარაკონის ესპანეთის გუბერნატორის, სერვიუს სულპიციუს გალბათი შეცვლის განზრახვით.
ვინდექსის ამბოხება გალიაში წარუმატებელი გამოდგა. გერმანიის საზღვართან განლაგებული ლეგიონები მასთან საბრძოლველად გაემართნენ და იგი მოღალატედ გამოაცხადეს. რაინის არმიამ, ლუციუს ვერგინიუს რუფუსის მეთაურობით, ვინდექსი ბრძოლაში დაამარცხა და ამ უკანასკნელმა თავი მოიკლა. თავდაპირველად, სენატმა გალბა ხალხის მტრად გამოაცხადა.
68 წლის ივნისში, პრეტორიანელთა პრეფექტმა, ნიმფიდიუს საბინუსმა, რომელსაც თავად სურდა იმპერატორობა, თავისი გეგმის ფარგლებში, თავის ხალხს მოუწოდა გალბასათვის ერთგულება გამოეცხადებინათ. ნერონი უეცრად სრულიად უძლური აღმოჩნდა და სენატმა შეძლო მისი ხალხის მტრად გამოცხადება. იგი ქალაქიდან გაიქცა და თავი მოიკლა. გალბა იმპერატორად აღიარეს და იგი ქალაქში შევიდა ერთადერთი, VII ლეგიონით.
გალბადან ოტონამდე
მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ გერმანულ ლეგიონებს ერთგულების სანაცვლოდ ის ჯილდო კი არ მისცა, რასაც ისინი ელოდნენ, არამედ პირიქით, ბრალდებები, რომლებმაც ტახტისაკენ მიმავალ გზაზე გალბას დაბრკოლებები შეუქმნეს. მათი სარდალი, რუფუსი, ახალმა იმპერატორმა დაუყოვნებლივ შეცვალა. აულუს ვიტელიუსი ზემო გერმანიის გუბერნატორად დაინიშნა. გერმანიაში პოლიტიკური ნდობის დაკარგვამ, აგრეთვე, გამოიწვია საიმპერიო ბატავიანელთა დაცვის დათხოვნა და აჯანყება.
გალბამ პოპულარობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა. რომზე მსვლელობისას, მან გაანადგურა ან უზარმაზარი ჯარიმები აკრიფა იმ ქალაქებიდან, რომელთაც იგი დაუყოვნებლივ არ აღიარეს. რომში მან ნერონის ყველა რეფორმა გააუქმა, მრავალი მნიშვნელოვანი პიროვნებისათვის მატერიალური დახმარების ჩათვლით. წინამორბედების მსგავსად, გალბასაც ეშინოდა შეთქმულებების და ამიტომაც სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯა მრავალი სენატორი და მხედარი. უკმაყოფილო იყო პრეტორიანელთა გვარდიაც. რომში უსაფრთხოდ ჩასვლის შემდეგ, მან პრეტორიანელებს უარი განუცხადა იმ ჯილდოების გადაცემაზე, რომლებიც მათ პრეფექტმა ნიმფიდიუსმა ახალი იმპერატორის სახელით აღუთქვა. უფრო მეტიც, 69 წლის 1 იანვარს, სამოქალაქო წლის დასაწყისში, გერმანიის ლეგიონებმა უარი თქვეს მისთვის ერთგულებისა და მორჩილების ფიცის მიცემაზე და მომდევნო დღეს თავიანთი მმართველი, ვიტელიუსი, იმპერატორად გამოაცხადეს.
რაინის ლეგიონების დაკარგვის ამბის შეტყობის შემდეგ გალბა პანიკაში ჩავარდა. მან იშვილა ახალგაზრდა სენატორი, ლუციუს კალპურნიუს პიზონ ლიცინიანუსი და მემკვიდრედ გამოაცხადა. ამით მან ბევრი ადამიანი გაანაწყენა, უპირველეს ყოვლისა, მარკუს სალვიუს ოტონი, გავლენიანი და ამბიციური კაცი, რომელსაც ეს დიდება თავისთვის სურდა. მან მოქრთამა იმპერატორით უკვე ისედაც ძალზე უკმაყოფილო პრეტორიანელთა გვარდია და იგი თავის მხარეს გადაიბირა. როდესაც გალბამ გადატრიალების შესახებ შეიტყო, ქუჩებისაკენ გაემართა სიტუაციის მოწესრიგების მცდელობით, თუმცა ეს უკვე შეცდომა იყო, რადგანაც მას მხარდამჭერთა მოზიდვა არ შეეძლო. მცირე ხნის შემდეგ, პრეტორიანელებმა ის და ლუციუსი ფორუმზე დახოცეს.
ოტონიდან ვიტელიუსამდე
იმავე დღეს, სენატმა ოტონი იმპერატორად აღიარა. ამბიციურობისა და სიხარბის მიუხედავად, ამ უკანასკნელს ტირანიისა და სისასტიკისაგან სუფთა წარსული ჰქონდა და არსებობდა მოლოდინი, რომ იგი სამართლიანი იმპერატორი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ოტონის მიერ მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის თავდაპირველი მცდელობები მალე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც გამომჟღავნდა, რომ ვიტელიუსმა გერმანიაში იმპერატორად გამოაცხადა თავი და თავისი არმიის ნახევარი იტალიისაკენ გაგზავნა.
ვიტელიუსის განკარგულებაში იყვნენ რომის იმპერიის საუკეთესო ლეგიონები, რომლებიც გერმანული ომების ვეტერანებისაგან შედგებოდნენ. როგორც გამოირკვა, სწორედ ეს იყო ძალაუფლებაზე მისი პრეტენზიის საუკეთესო არგუმენტები. ოტონს ახალი სამოქალაქო ომის წამოწყება არ სურდა, ამიტომაც მოწინააღმდეგეს ელჩების პირით მშვიდობა შესთავაზა. იგი, აგრეთვე, ვიტელიუსის ქალიშვილზე დაქორწინების წინადადებითაც გამოვიდა, თუმცა უკვე გვიანი იყო. ვიტელიუსის არმიის ნახევარი უკვე იტალიისაკენ მოემართებოდა. რიგი მცირე გამარჯვებების შემდეგ, ოტონი დამარცხდა ბედრიაკუმის ბრძოლაში. თავის გადარჩენისა და კონტრშეტევის წამოწყების მცდელობის ნაცვლად, ოტონმა გადაწყვიტა წერტილი დაესვა ანარქიისათვის და თავი მოიკლა. იგი რომის იმპერატორი სამ თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში იყო.
ვიტელიუსიდან ვესპასიანემდე
ოტონის თვითმკვლელობის ამბის გახმაურების შემდეგ, სენატმა ვიტელიუსი იმპერატორად ცნო. აღიარების მიღების შემდეგ, ეს უკანასკნელი რომისაკენ გაემართა, თუმცა მმართველობის დასაწყისშივე პრობლემებს შეეჯახა. ქალაქი ძალიან სკეპტიკურად განეწყო, როდესაც იმპერატორმა პონტიფექს მაქსიმუსის თანამდებობის დასაკვებლად ალიის ბრძოლის (ძვ. წ. 390 წ.) წლისთავი შეარჩია, დღე, რომელიც რომაული ცრურწმენით ცუდად იყო მიჩნეული.
მოვლენების განვითარებამ, როგორც ჩანს, მათი სიმართლე დაამტკიცა. რადგანაც ტახტი საიმედოდ იყო დაცული, ვიტელიუსმა ნადიმების, წვეულებებისა (სვეტონიუსი აღნიშნავს, რომ ასეთი დღეში სამი იმართებოდა: დილით, შუადღეს და საღამოს) ტრიუმფალური მსვლელობების გამართვა დაიწყო, რამაც საიმპერიო ხაზინა გაკოტრების პირას მიიყვანა. ვალები სწრაფად იზრდებოდა და გამსესხებლებმა მათი გადახდის მოთხოვნა დაიწყეს. ვიტელიუსმა გამოავლინა თავისი სასტიკი ბუნება, როდესაც ამგვარი მოთხოვნების წამომყენებელთა წამება და სიკვდილით დასჯა ბრძანა. ფინანსური საქმეების საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნასთან ერთად, ვიტელიუსმა იმ მოქალაქეთა დახოცვა დაიწყო, რომლებმაც იგი თავიანთ მემკვიდრედ გამოაცხადეს. ხშირად, მათ ბედს მისი თანამემკვიდრეებიც იზიარებდნენ. უფრო მეტიც, მან ყველა შესაძლო მეტოქის დევნა დაიწყო. იგი მათ ძალაუფლების დაპირებით სასახლეში იწვევდა და აკვლევინებდა.
ამასობაში, ეგვიპტეში, იუდეასა და სირიაში განლაგებულმა ლეგიონებმა იმპერატორად ვესპასიანე გამოაცხადეს. იუდეველთა ამბოხების ჩახშობის დავალებით, 67 წელს ნერონმა ვესპასიანე იუდეის სპეციალურ მმართველად დანიშნა. მან სირიის გუბერნატორის, გაიუს ლიცინიუს მუციანუსის მხარდაჭერაც მოიპოვა. იუდეური და სირიული ლეგიონებისაგან შემდგარი ძლიერი არმია ლუცინიუსის მეთაურობით რომისაკენ დაიძრა. თავად ვესპასიანე ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც 1 ივლისს იმპერატორად გამოცხადდა, რითაც კონტროლი მოიპოვა ეგვიპტის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარცვლეულის მარაგზე. მისი ვაჟი, ტიტუსი, აჯანყებულ იუდეველებთან საბრძოლველად იუდეაში დარჩა. სანამ აღმოსავლეთის ლეგიონები რომს მიაღწევდნენ, აგვისტოში, რეციისა და მეზიის ლეგიონებმაც აღიარეს ვესპასიანე იმპერატორად და მარკუს ანტონიუს პრიმუსის მეთაურობით იტალიაში შეიჭრნენ. ოქტომბერში, პრიმუსის ძალებმა ვიტელიუსის არმიაზე გამანადგურებელი გამარჯვება მოიპოვეს ბედრიაკუმის მეორე ბრძოლაში.
მტრებით გარშემორტყმულმა ვიტელიუსმა უკანასკნელ ღონეს მიმართა ქალაქის მისამხრობად და ქრთამებისა და ძალაუფლების დაპირებების გავრცელება დაიწყო. მან სცადა ძალის გამოყენებით დაებეგრა რამდენიმე მოკავშირე ტომი, როგორებიც იყვნენ ბატავიელები, თუმცა უშედეგოდ. დუნაის არმია უკვე რომის მახლობლად იყო. ვიტელიუსმა, რომელიც აშკარად ხედავდა უშუალო საფრთხეს, დროის მოსაგებად უკანასკნელი ღონე იხმარა და ვესტას ქურუმები ელჩებად გაგზავნა, დროებითი ზავის დადებაზე დაიწყო მოლაპარაკება და მშვიდობაზე ალაპარაკდა. მომდევნო დღეს, მაცნეებმა ამბავი მოიტანეს, რომ მტერი ქალაქის კარიბჭეებთან იყო. ვიტელიუსმა სამალავს შეაფარა თავი და გასაქცევად მოემზადა, თუმცა გადაწყვიტა უკანასკნელად სწვეოდა სასახლეს, სადაც იგი ვესპასიანეს ხალხმა შეიპყრო და მოკლა. ქალაქის აღებისას, მათ იუპიტერის ტაძარი დაწვეს.
მომდევნო დღეს, სენატმა ვესპასიანე იმპერატორად ცნო. იდგა 69 წლის 21 დეკემბერი, წელი, რომლის დასაწყისშიც ტახტზე გალბა იჯდა.
ვესპასიანე ვიტელიუსის სიკვდილის შემდეგ რაიმე პირდაპირ საფრთხეს არ შეხვედრია. იგი ფლავიუსების დინასტიის დამაარსებელი გახდა და 79 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა იმპერატორის რანგში.
იხ. ვიდეო - The Death of Nero and the Year of Four Emperors
რუსული სამხედრო თანამგზავრი Kosmos-2555 დაიკარგა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რუსული სამხედრო თანამგზავრი Kosmos-2555 დაიკარგა
ჰოლანდიის ოსტინდოეთი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰოლანდიის ოსტინდოეთი
SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის 53 თანამგზავრი გაუშვა. ორ დღეში
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის 53 თანამგზავრი გაუშვა. ორ დღეში
Reuters
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
Reuters
საქართველოს კონსტიტუცია
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
საქართველოს კონსტიტუცია
მშობიარობა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...