среда, 25 мая 2022 г.

გმირთა ვარამი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          გმირთა ვარამი

(1958-1962) — ისტორიული რომანი, რომლის ავტორია ლევან გოთუა. წარმოადგენს ოთხნაწილიან ტეტრალოგიას.

რომანი დაიწერა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში მწერლის გადასახლებაში ყოფნისას. ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლევან გოთუა რეპრესირებული იქნა და სასჯელს იხდიდა რუსეთში, შორეულ ვორკუტაში, სადაც მან თითქმის მეოთხედი საუკუნე (66 წლიდან დაახლოებით 22 წელი) სამშობლოსაგან მოწყვეტილმა გაატარა.

ნაწარმოები იქმნებოდა ფარულად, სიგარეტის ფურცლებზე და ასევე ფარულად, ნაწილ-ნაწილ იგზავნებოდა სამშობლოში.

თხზულების შინაარსი
„გმირთა ვარამში“ აღწერილია XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ყოფა, კერძოდ, კახეთის სამეფოს თავგადასავალი, რომელიც გამომწყვდეული იყო სამ დიდ იმპერიას — ოსმალეთის იმპერიას, ირანს და რუსეთის იმპერიას შორის. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა. საქართველოს გაერთიანებას ებრძოდა მრავალი შიდა და გარე მტერი. შინააშლილობა, თავადების თავგასულობა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი შესანიშნავად აღწერა ლევან გოთუამ. თხზულება მეგობრობის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. მასში ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება და მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს.
იხ. ვიდეო - ლევან გოთუა;გმირთა ვარამის აუდიოვერსიიის პირველი ნაწილი;კითხულობს გოჩა ჭაბუკაიძე



                                                        

ლევან გოთუა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                        ლევან გოთუა

(დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე
ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს თბილისში, ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის პართენ გოთუას ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით გურიიდან, სოფელ ძიმითიდან იყო. გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა. დედა — ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა ქვეყნის სიყვარულის გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და, მამის რჩევით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა.

1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში.

მეორე მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რის გამოც 1946–55 წლებში კვლავ მოათავსეს ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1-4, 1965- 67).

ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტორიული ფაქტები, ეთნოგრაფიული მასალა, გეოგრაფიული ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები, კოლორიტული ხალხური პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.

ისტორიული რომანი „მითრიდატე“ (1970, დასრულებულია მხოლოდ I წიგნი), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში. ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა“ (1941), „ყინწვისის ანგელოზი“ (1943), „ხანძთის ზარი“ (1945), „უგზო ქარავანი“ (1945) „სიბრძნე სიკვდილისა“ (1949). მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“ (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“ (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე“ (1960), „ფრესკის მეორე დაბადება“ (1961) და სხვა. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიც. წერილი, საბავშვო მოთხრობა, ნოველა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებია "„სერაფიტა“" (1973).

ლევან გოთუა აქტიურად თანამშრომლობდა თეატრთანაც, ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა უმეტესად მარჯანიშვილის თეატრში: „დავით აღმაშენებელი“ (1946, რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი), „მეფე ერეკლე“ (1963, რეჟ. გიგა ლორთქიფანიძე) და სხვა. რომან „გმირთა ვარამის“ მიხედვით დაიდგა აგრეთვე ამავე სახელწოდების სპექტაკლი (1976, რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი).

გოთუა ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც, დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი“ (1960).
იხ. ვიდეო - ლევან გოთუას საქმე - დოკუმენტური ფილმი


მალე გაზაფხული მოვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                 მალე გაზაფხული მოვა

 ქართული მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორი ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი ოტია იოსელიანი
თეიმურაზ მაღლაფერიძე
ოთარ აბესაძე
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მონტაჟი მილდა რომანოვა
მხატვარი შოთა გოგოლაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 76 წთ.
სიუჟეტი - ხანდაზმული გლეხი მინაგო ირემაძე და მისი მეუღლე ოჯახის დაცარიელებას მწვავედ განიცდიან. უფროს შვილს ქალაქელი ქალი შეურთავს, უმცროსი - უმაღლესში სწავლობს. მინაგო გადაწყვეტს შვილები მშობლიურ კერას დაუბრუნოს, ქალაქში ჩააკითხავს და დაცარიელებული სოფლისა და მიტოვებული მშობლების სატკივარს გაუზიარებს. მამის გულისწყრომა საგონებელში ჩააგდებს შვილებს, სოფელში დაბრუნების აუცილებლობას მიხვდებიან, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. მათი ცხოვრება მჭიდროდ დაკავშირებია ქალაქს.
როლებში - სერგო ზაქარიაძე (მინაგო)
სესილია თაყაიშვილი (მარიამი)
თენგიზ არჩვაძე (ბიძინა)
ნუნუ მაჭავარიანი (გიო)
ლია ელიავა (ნატო)
ქ. ჯორჯაძე (ფოთოლა)
კარლო საკანდელიძე (სავლე)
დიმიტრი კაპკა (თომა კუზმიჩი)
იპოლიტე ხვიჩია
დოდო აბაშიძე
მიხეილ ვაშაძე
ვალერიან გვენცაძე
ელენე ყიფშიძე
ეკატერინე ვერულეიშვილი
ლალი მესხი
ეთერი ბეჟუაშვილი
მარლენ ეგუტია
იხ. ვიდეო ფილმი - მალე გაზაფხული მოვა





понедельник, 23 мая 2022 г.

ჰიპოფიზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ჰიპოფიზი

თავის ქალას საგიტალური მონაკვეთი, ჰიპოფიზის ჯირკვალი შეღებილია ვარდისფრად: მარცხნივ არის ადენოჰიპოფიზი, მარჯვნივ ნეიროჰიპოფიზი.
 (ბერძნ. hypophysis – მორჩი) — თავის ტვინის ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს ჰიპოთალამუსის ქვეშ, თურქულ კეხზე. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა საშუალო 0,35-0,65 გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი (ადენოჰიპოფიზი) წარმოიქმნება ჩანასახოვანი პირისა და ხაზის ნაკეცისაგან. განვითარების ადრეულ საფეხურზე ჰიპოფიზი გარეგანი სეკრეციის ჯირკვლის როლს ასრულებს. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება და ჰიპოფიზის წინა წილი წმინდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება. უკანა წილი (ნეიროჰიპოფიზი) უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდს წარმოადგენს, ანატომიურად ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული.
იხ. ვიდეო - ჰიპოფიზი

ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ ანუ ზრდის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს (ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების გამოყოფის სტიმულატორი), გონადოტროპულ ჰორმონებს-ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მალუტეინიზირებელ ჰორმონს და ლაქტოგენურ ჰორმონს (სასქესო ჯირკვლების შიდასეკრეციული ფუნქციის სტიმულატორები). ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს აგრეთვე ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქული წილის ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას ასტიმულირებს.

ჰიპოფიზის უკანა წილი
ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს ნეიროსეკრეციაში - ჰიპოთალამუსის მიერ განსაკუთრებული ჰორმონების - ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე.წ. რილიზინგ-ფაქტორების მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში. ვაზოპრესინი ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, გარდა ამისა, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ჰორმოზი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას საშვილოსნოს კედლის კუმშვის უნარზეც ახდენს, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება ორსულობის ბოლო პერიოდში და მშობიარობის დროს. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს ან მოდულატორებს წარმოადგენენ.
იხ. ვიდეო - Что такое гипофиз и как он функционирует? - Гипофиз входит в состав гипоталамо-гипофизарной системы головного мозга. Это объединение является решающей в работе нервной и эндокринной системы человека.



ჰიპოფიზის შუა წილი
ნაკლებად არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით ადამიანში) ჰიპოფიზის შუა წილი; მასში გამომუშავდება მელანოფორული ჰორმონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის სიბნელისადმი ადაპტაციაში.

ჰიპოფიზის შემადგენლობა
ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი ქიმიურად ცილა ან პეპტიდია. ზოგადად ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების რეგულატორებს წარმოადგენენ. ეს რეგულაცია ორმხრივი უკუკავშირით ხორციელდება. მაგალითად, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაკლებისთანავე იწყება თირეოტროპული ჰორმონის უხვი გამოყოფა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულ სეკრეციას და, პირიქით, უკანასკნელის გაძლიერებული სეკრეცია აკავებს ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.

ჰიპოფიზი ადამიანისა
ადამიანის ჰიპოფიზი თხილის ფორმის, ზემოდან ქვემოთ შებრტყელებული ორგანოა, რომელიც მდებარეობს თურქული კეხის საგანგებო ფოსოში და ზემოდან დაფარულია ტვინის მაგარი გარსის წარმონაქმნით - თურქული კეხის შუასაძგიდით, რომელიც გაჭიმულია სოლისებრი ძვლის წინა და უკანა დახრილ მორჩებს შორის. მის ცენტრში არის მცირე ხვრელი, რომლის საშუალებითაც ერთვის თავის ტვინის რუხი ბორცვის ძაბრს წვრილი და ნაზი, ნერვული ქსოვილებისგან შემდგარი ფეხით. ორგანოს მასა 0,5 გრამს შეადგენს. ჰიპოფიზის წინა წილი - ადენოჰიპოფიზი ვითარდება ემბრიონული განვითარების მეოთხე კვირას პირის ღრუს ექტოდერმული ჩაღრმავების (რატკეს ჯიბე) მფარავი ეპითელიუმიდან, შუამდებარე წილი წარმოიქმნება იქ, სადაც რატკეს ჯიბის შიგნითა ფურცელი მეორეულად ამყარებს კონტაქტს ნეიროჰიპოფიზთან. წინა და შუამდებარე წილებს შორის რჩება ნაპრალი, ე.წ. ნარჩენი ღრუ (რატკეს ჯიბის პირველადი ღრუს ნაშთი). ადენოჰიპოფიზი ადრე იძენს ენდოკრინული ჯირკვლისათვის დამახასიათებელ თვისებებს. სეკრეტორული უჯრედების ირგვლივ ვითარდება სინუსოიდები. მოზრდილი ადამიანის ჰიპოფიზის წინა წილი ფერად მოწითალო-რუხია, უკანა წილს, პიგმენტის დაგროვების გამო, ბაცი მომწვანო-მოყვითალო ფერი დაჰკრავს; იგი ნერვული ქსოვილისაგან შედგება და უფრო რბილია. შუამდებარე წილი მოივავს კოლოიდური შიგთავსის მქონე ცისტებს. ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის ფაძლიერება - ჰიპერფუნქცია, თუ იგი ბავშვონის ასაკში დაიწყო, იწვევს გიგანტიზმს და ნაადრევ სქესობრივ განვითარებას. ზრდის დასრულების შემდეგ ჰიპოფიზის ჰიპერფუნქციის შედეგად ვითარდება აკრომელაგია. ფუნქციის დაქვეითება - ჰიპოფუნქცია, თუ ის ბავშვობის პერიოდში დაიწყო, იწვევს ნანიზმს - ქონდრისკაცობას. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონის - ვაზოპრესინის ნაკლებობის დროს თირკმელი კარგავს შაქრის კონცენტრაციის უნარს და ვითარდება უშაქრო დიაბეტი.

აგებულება
ადენოჰიპოფიზი
ადენოჰიპოფიზიდან ექვსი მნიშვნელოვანი და რამდენიმე მეორეხარისხოვანი ჰორმონი გამოიყოფა.წინა წილის ჰორმონები ასრულებენ მთავარ როლს მთელი ორგანიზმის მეტაბოლური ფუნქციების კონტროლში:

ზრდის ჰორმონი განაპირობებს მთელი ორგანიზმის ზრდას ცილების წარმოქმნის, უჯრედების გამრავლებისა და დიფერენციაციის პროცესებზე მოქმედების გზით.
ადრენოკორტიკოტროპინი(კორტიკოტროპინი) აკონტროლებს ზოგიერთი ადრენოკორტიკული ჰორმონის სეკრეციას,რომლებიც,თავის მხრივ,გავლენას ახდენენ გლუკოზის,ცილების და ცხიმების მეტაბოლიზმზე.
თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონი (თიროტროპინი) აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლიდან თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის გამოყოფას,რომლებიც,თავის მხრივ,მოქმედებენ უჯრედშიდა ქიმიური რეაქციების სიჩქარეზე მთელ ორგანიზმში.
პროლაქტინი იწვევს სარძევე ჯირკვლების განვითარებასა და ლაქტაციას.
ფოლიკულმასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონები მოქმედებენ გონადების ზრდაზე და მათ ჰორმონულ და რეპროდუქციულ აქტივობაზე. 
ნეიროჰიპოფიზი
ჰიპოფიზის უკანა წილის მიერ გამოყოფილი ჰორმონებია:ანტიდიურეზული ჰორმონი(ვაზოპრესინი), რომელიც შარდით წყლის გამოყოფას აკონტროლებს და ამ გზით განსაზღვრავს წყლის კონცენტრაციას ორგანიზმის სითხეებში და ოქსიტოცინი, რომელიც ხელს უწყობს ძუძუს წოვის მომენტში სარძევე ჯირკვლებიდან ძუძუს თავებისაკენ რძის გადაადგილებას.
იხ. ვიდეო - How Does Pituitary Gland Work? Hormones of Hypophysis Functions & Disorders Animation -TSH FSH Video
 The pituitary gland is often referred to as the "master gland" of the body, since it regulates many activities of other endocrine glands. Located above the pituitary gland is the hypothalamus. The hypothalamus decides which hormones the pituitary should release by sending it either hormonal or electrical messages.
In response to hormonal messages from the hypothalamus, the pituitary gland releases the following hormones:
    GH (growth hormone) – increases size of muscle and bone
    TSH (thyroid stimulating hormone) – stimulates the thyroid gland to release T3 and T4 to stimulate metabolism in other cells throughout the body
    FSH (follicle stimulating hormone) – stimulates ovarian follicle production in women; stimulates sperm production in men
    LH (luteinizing hormone) – stimulates ovaries to produce estrogen in women; stimulates sperm production in men
    Prolactin – stimulates breast tissue in nursing mothers to produce milk
    ACTH (adrenocorticotropic hormone) - causes the adrenal glands to produce important substances that have properties similar to steroids 

In response to electrical messages from the hypothalamus, the pituitary gland releases the following hormones:
    ADH (antidiuretic hormone) - stimulates the kidneys to reabsorb fluid and produce less urine
    Oxytocin – initiates labor, uterine contractions and milk ejection in mothers
The pituitary gland, or hypophysis, is an endocrine gland about the size of a pea and weighing 0.5 grams (0.018 oz) in humans. It is a protrusion off the bottom of the hypothalamus at the base of the brain. The hypophysis rests upon the hypophysial fossa of the sphenoid bone in the center of the middle cranial fossa and is surrounded by a small bony cavity (sella turcica) covered by a dural fold (diaphragma sellae). The anterior pituitary (or adenohypophysis) is a lobe of the gland that regulates several physiological processes (including stress, growth, reproduction, and lactation). The intermediate lobe synthesizes and secretes melanocyte-stimulating hormone. The posterior pituitary (or neurohypophysis) is a lobe of the gland that is functionally connected to the hypothalamus by the median eminence via a small tube called the pituitary stalk 
Hormones secreted from the pituitary gland help control the following body processes:
    Growth
    Blood pressure
    Some aspects of pregnancy and childbirth including stimulation of uterine contractions during childbirth
    Breast milk production
    Sex organ functions in both males and females
    Thyroid gland function
    The conversion of food into energy (metabolism)
    Water and osmolarity regulation in the body
    Water balance via the control of reabsorption of water by the kidneys
    Temperature regulation
    Pain relief
    Sleeping patterns (pineal gland)
Some of the diseases involving the pituitary gland are:

    Central diabetes insipidus caused by a deficiency of vasopressin.
    Gigantism and acromegaly caused by an excess of growth hormone in childhood and adult respectively.
    Hypothyroidism caused by a deficiency of thyroid-stimulating hormone.
    Hyperpituitarism, the increased (hyper) secretion of one or more of the hormones normally produced by the pituitary gland.
    Hypopituitarism, the decreased (hypo) secretion of one or more of the hormones normally produced by the pituitary gland.
    Panhypopituitarism a decreased secretion of most of the pituitary hormones.
    Pituitary tumours.
    Pituitary adenomas, noncancerous tumors that occur in the pituitary gland.

Somatotrophins: Human growth hormone (HGH), also referred to as 'growth hormone' (GH), and also as somatotropin, is released under the influence of hypothalamic growth hormone-releasing hormone (GHRH), and is inhibited by hypothalamic somatostatin

Thyrotrophins: Thyroid-stimulating hormone (TSH), is released under the influence of hypothalamic thyrotropin-releasing hormone (TRH) and is inhibited by somatostatin. Corticotropins: Adrenocorticotropic hormone (ACTH), and Beta-endorphin are released under the influence of hypothalamic corticotropin-releasing hormone (CRH). Lactotrophins: Prolactin (PRL), also known as 'Luteotropic' hormone (LTH), 
Gonadotropins: Luteinizing hormone (also referred to as 'Lutropin' or 'LH').
    Follicle-stimulating hormone (FSH), both released under influence of Gonadotropin-Releasing Hormone (GnRH)
The intermediate lobe synthesizes and secretes the following important endocrine hormone: Melanocyte–stimulating hormone (MSH). This is also produced in the anterior lobe. When produced in the intermediate lobe, MSHs are sometimes called "intermedins".

Posterior: Magnocellular Neurons: Antidiuretic hormone (ADH, also known as vasopressin and arginine vasopressin AVP), the majority of which is released from the supraoptic nucleus in the hypothalamus.
    Oxytocin, most of which is released from the paraventricular nucleus in the hypothalamus.


ქერი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                               ქერი

(ლათ. Hordeum) — ერთ- და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ქერის ფესვთა სისტემა ფუნჯაა; ღერო-ღრუ ჩალისფერი, რომლის სიმაღლე 35-135 სმ აღწევს. ფოთოლი სხვა მარცვლოვანებზე უფრო ფართო აქვს. ყვავილედი თავთავია, ნაყოფი — მარცვალია.

ევრაზიასა და ამერიკაში ცნობილია დაახლოებით 30 სახეობა. მისი სამშობლოა აზია, თუმცა ველური სახით გვხვდება სირიაში, თურქეთში, შუა აზიასა და კავკასიაში. ეგვიპტეში ქერის კულტურა ფარაონების დროიდანაა ცნობილი. სწორედ აქედან გავრცელდა ის საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. XV საუკუნემდე ქერის მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. აღსანიშნავია, რომ ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ ქერის მარცვლებსა და ქერის წყალს. ავიცენას მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს.

კულტურაშია 3 სახეობა. სამივეს ხშირად აერთიანებენ ერთ კრებად სახეობაში — სათესი ქერი (ლათ. Hordeum sativum); ბიოლოგიური თავისებურების მიხედვით ქერი იყოფა საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. ქერის მარცვალი შეიცავს (პროცენტობით): წყალს (13), ცილას (12), ნახშირწყლებს (64,6), უჯრედისს (5,5), ცხიმს (2,1), ნაცრის ელემენტებს (2,8).

ქერი მეტად ღირებული მარცვლოვანი კულტურაა. მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს და ღერღილს. პურის გამოცხობისას ქერის ფქვილს უმატებენ ხორბლის ფქვილს. ქერი ძვირფასი კონცენტრირებული საკვებია მეღორეობასა და მეფრინველეობაში. იყენებენ ლუდის წარმოებაში, მის ექსტრაქტებს — საფეიქრო, საკონდიტრო და ფარმაცევტულ მრეწველობაში.
მედიცინაში
ქერის ბურღულის თვისებაა დიდი რაოდენობით β-გლუკანის პოლისაქარიდი, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დაქვეითება, კარგი თანაფარდობა ცილასა და სახამებელს შორის, პროვიტამინ A-ს, B ვიტამინებისა და მიკროელემენტების მდიდარი შემცველობა: კალციუმი, ფოსფორი, იოდი. განსაკუთრებით ბევრი სილიციუმის მჟავა. ხალხურ მედიცინაში ქერის ბურღულის ნახარშს იყენებენ კუჭისა და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, როგორც ზოგადი მატონიზირებელი საშუალება მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციების შემდეგ.

ბოლო კვლევების თანახმად, ქერის მთლიანი მარცვლების ჭამას შეუძლია სისხლში შაქრის დონის რეგულირება (მაგალითად, შეზღუდოს სისხლში გლუკოზის მატება ჭამის საპასუხოდ) მიღებიდან 10 საათის განმავლობაში. ეფექტი აიხსნება ნელა მონელებული ნახშირწყლების დუღილის სპეციფიკით.
იხ. ვიდეო - ქერის სასარგებლო თვისებები




ლიმონმჟავა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             ლიმონმჟავა

ზოგადი
ქიმიური ფორმულა {\displaystyle {\ce {C6H8O7}}}{\displaystyle {\ce {C6H8O7}}}
მოლური მასა 192.12 გ/მოლი
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა 156 °C
დუღილის ტემპერატურა 310 °C
კლასიფიკაცია
CAS 77-92-9
PubChem 22230
  — სამფუძიანი ორგანული ოქსიმჟავა, ფართოდაა გავრცელებული ცოცხალ ბუნებაში.
ლიმონმჟავას აღმოჩენას მიაწერენ არაბ ალქიმიკოს ჯაბირ იბნ ჰაიანს. პირველად შვედმა ფარმაცევტმა კარლ შელემ მოახერხა მისი იზოლირება. 1784 წელს მან დაალექა იგი ლიმონის წვენიდან კალციუმის ციტრატის სახით.

1838 წელს იუსტუს ფონ ლიბიგმა დაადგინა, რომ ლიმონმჟავას მოლეკულა შეიცავს ერთ ჰიდროქსილის ჯგუფს და სამ კარბოქსილის ჯგუფს. ფაქტობრივად, ლიმონის მჟავა სუფთა სახით მიიღეს კალციუმის ციტრატიდან 1860 წელს ინგლისში.
იხ. ვიდეო - კრებსის/ლიმონმჟავას ციკლი
175 ° C-ზე ზევით გაცხელებისას ლიმონმჟავა იქცევა აკონიტურ მჟავად, ხოლო მშრალი დისტილაციის დროს წყალი იშლება და დეკარბოქსილირდება, ერთდროულად წარმოქმნის აცეტონს და იძლევა იტაკონის და ციტრაკონის მჟავების ანჰიდრიდებს. კალიუმის პერმანგანატით დაჟანგვა 35°C-ზე იწვევს აცეტონდიკარბოქსილის მჟავას, ხოლო 85°C-ზე ოქსილის მჟავას. კალიუმის ჰიდროქსიდთან დნობისას ლიმონმჟავა წარმოქმნის ოქსილის მჟავას და ძმარმჟავას.


1800-იანი წლების შუა ხანებიდან. ლიმონის მჟავა მიიღება ექსკლუზიურად მოუმწიფებელი ლიმონის წვენიდან, შერევით მას ცაცხვთან და ამგვარად აგროვებდა ცუდად ხსნად კალციუმის ციტრატს. კალციუმის ციტრატის დამუშავება გოგირდის მჟავით იწვევს კალციუმის სულფატის ნალექის წარმოქმნას, ხოლო ლიმონის მჟავა კრისტალიზაციით გამოიყოფა ზენატანიდან. ასეთი პროცესის მოსავლიანობა იყო 2-3 ვტ. ხილის მშრალი წონის % . ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ლიმონმჟავა კალციუმის მარილის სახით გადაჰქონდათ სიცილიიდან და სამხრეთ იტალიიდან მოხმარების ადგილებში (ძირითადად ინგლისში, საფრანგეთსა და აშშ-ში) და თავად მჟავა იზოლირებული იყო უკვე ადგილზე.

1893 წელს აღმოაჩინეს ლიმონმჟავას წარმოქმნის პირველი ფერმენტული მეთოდი: გერმანელმა ქიმიკოსმა და მიკოლოგი კარლ ვემერმა ამისთვის გამოიყენა პენიცილიუმის გვარის სოკოები. თუმცა, პროდუქტის გაწმენდასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მეთოდის დანერგვა ინდუსტრიაში შეუძლებელი გახდა. წარმატება მიღწეული იქნა მხოლოდ 1919 წელს, როდესაც ბელგიაში მოეწყო ფერმენტული პროცესი. ფერმენტული წარმოების უპირატესობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, როდესაც იტალიიდან ლიმონმჟავას მიწოდების პრობლემა წარმოიშვა და მსოფლიო საჭიროებები იზრდებოდა. 1923 წელს Pfizer-მა კომერციალიზაცია მოახდინა ჯეიმს კარის და ჩარლზ ტომის მიერ ადრე აღმოჩენილი პროცესის, ნახშირწყლების ლიმონმჟავად გარდაქმნის ასპერგილუს ნიგერის ყალიბების მოქმედებით მცირე რაოდენობით არაორგანული მარილების თანდასწრებით .
                                                           
ლიმონმჟავას კრისტალები მიკროსკოპის ქვეშ ჯვარედინ პოლაროიდებს შორის. ცისარტყელას ფერები განპირობებულია სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის განსხვავებული ბრუნვით სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე. გადიდება 200x.



როგორც XXI საუკუნის დასაწყისიდან. სამრეწველო ლიმონმჟავას მთელი მოცულობა წარმოიქმნება ბიოსინთეზით. გამოყენებული ნედლეული არის სიმინდის ჰიდროლიზატი (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში და ევროპაში), კასავა, ტკბილი კარტოფილის და სიმინდის ჰიდროლიზატი (აზიაში), კრისტალური საქაროზა (სამხრეთ ამერიკაში) და მელაზა (აზიაში და ევროპაში). ზოგიერთ შემთხვევაში, ლიმონმჟავა მიიღება სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან.

ეს პროცესი გამოიყენება 1930 წლიდან. თეორიულად, 100 კგ საქაროზადან შეიძლება მივიღოთ 123 კგ ლიმონმჟავას მონოჰიდრატი ან 112 კგ უწყლო ლიმონმჟავა. ფაქტობრივად, მოსავლიანობა უფრო დაბალია, რადგან სოკოები მოიხმარენ საქაროზას ნაწილს საკუთარი ზრდისა და სუნთქვისთვის. რეალური გამომავალი არის თეორიულის 60-დან 85%-მდე. ფერმენტული პროცესი შეიძლება განხორციელდეს სამი სახის:

მყარი ფაზის დუღილი;
ზედაპირული დუღილი;
ღრმა დუღილი.
მყარი ფაზის დუღილის დროს ნედლეულს ათავსებენ ღეროებში და სველებენ წყლით. საჭიროების შემთხვევაში წყალს უმატებენ საკვებ ნივთიერებებს, შემდეგ კი იქ ათავსებენ სოკოვან კულტურას. პროცესის დასრულების შემდეგ ლიმონმჟავას რეცხავენ წყლით, გამოყოფენ ხსნარიდან და ასუფთავებენ.

ზედაპირული დუღილი ტარდება სპეციალურ უჯრებზე, სადაც თავსდება სუბსტრატი და ზოგიერთი არაორგანული საკვები ნივთიერება. გარემოს pH რეგულირდება 3-7 pH-ის ფარგლებში, სუბსტრატის ტიპის მიხედვით, შემდეგ ტარდება სტერილიზაცია და დგინდება საჭირო ტემპერატურა. შემდეგ უჯრებზე ვრცელდება სოკოების კულტურა, რომელიც მრავლდება და ფარავს სუბსტრატის მთელ ზედაპირს, რის შემდეგაც იწყება ლიმონმჟავას წარმოქმნა. პროცესის დასასრულს, ლიმონმჟავა იზოლირებულია სითხიდან.

ღრმა დუღილი ტარდება დიდ ავზებში ორ ეტაპად. ჯერ სუბსტრატის 10% დუღდება 1 დღის განმავლობაში თესლად, რის შემდეგაც ნარევს ემატება ნაყარი და დუღდება 3-7 დღის განმავლობაში. პროცესი ხორციელდება სითხის მუდმივი გაწმენდით ჰაერით კომპრესორის გამოყენებით .

დუღილის შემდეგ სითხე იფილტრება მემბრანის მეშვეობით და ლიმონმჟავას გამოყოფენ ცილებისგან და ნარჩენი ნახშირწყლებისგან ცოცხალი კირის, ექსტრაქციის ან ქრომატოგრაფიით. პირველი, ყველაზე გავრცელებული მეთოდის მიხედვით, ლიმონმჟავას აყრიან კალციუმის მარილის სახით, რომელსაც შემდეგ ამუშავებენ გოგირდის მჟავით, მიიღება უხსნადი თაბაშირი და გაწმენდილი ლიმონმჟავას ხსნარი. მეორე მეთოდი ეფუძნება სპეციფიკური გამხსნელის გამოყენებას, რომელშიც ლიმონმჟავა იხსნება უკეთესად, ვიდრე მინარევები.

ქრომატოგრაფიული გაწმენდა ემყარება ანიონის გადამცვლელების გამოყენებას: ლიმონმჟავა სორბირებულია მატარებელზე და შემდეგ სორბენტიდან გარეცხილი გოგირდის მჟავით.

იზოლაციის შემდეგ ტარდება გაწმენდა. ამისათვის დაბინძურებულ ლიმონმჟავას ამუშავებენ გააქტიურებული ნახშირბადით ფერადი მინარევების მოსაშორებლად, გადიან იონგამცვლელი ფისების ფენაში ხსნადი მარილების მოსაშორებლად, ფილტრავენ უხსნადი მინარევებისაგან და კრისტალიზდებიან .

2012 წელს ლიმონმჟავას გლობალური წარმოება შეადგენდა დაახლოებით 1,6 მილიონ ტონას, საიდანაც დაახლოებით 0,8-0,9 მილიონი ტონა იწარმოებოდა ჩინეთში. მთლიანი წარმოების დაახლოებით 70% გამოიყენება კვების მრეწველობაში.

რომის იმპერიის დაცემა (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

       რომის იმპერიის დაცემა (ფილმი)

                                                          The Fall of the Roman Empire

ორიგინალური თეატრალური გამოშვების პლაკატი
რენატო ფრატინის მიერ
ჟანრი peplum
რეჟისორი ენტონი მანი
პროდიუსერი სამუელ ბრონსტონი
ავტორი
სცენარის ავტორი ბენ ბარზმანი
ბასილიო ფრანჩინა
ფილიპ ჟორდანია
ძირითადში
როლებში ჯეიმს მეისონი
სოფია ლორენი
სტივენ ბოიდი
ომარ შარიფი
კინოოპერატორი რობერტ კრასკერი
კომპოზიტორი დიმიტრი ტიომკინი
წარმოების დიზაინერი ვენიერო კოლასანტი
Samuel Bronston Productions
Paramount Pictures-ის დისტრიბუტორი
ხანგრძლივობა 188 წთ.
ბიუჯეტი 20 მილიონი დოლარი
4,75 მილიონი დოლარის მოზიდვა
ქვეყანა: აშშ
ინგლისური ენა
1964 წელი
IMDb ID 0058085
არის 1964 წლის ამერიკული ეპიკური ფილმი, რეჟისორი ენტონი მანისა და პროდიუსერი სამუელ ბრონსტონის სცენარით ბენ ბარზმანის, ბასილიო ფრანჩინას და ფილიპ იორდანის სცენარით. ფილმში მონაწილეობენ სოფია ლორენი, სტივენ ბოიდი, ალეკ გინესი, ჯეიმს მეისონი, კრისტოფერ პლამერი, მელ ფერერი და ომარ შარიფი.

როდესაც El Cid (1961) გადაღებები დასრულდა, ენტონი მენმა ნახა ედვარდ გიბონის 1776–1789 წლების ექვსტომეული სერია „რომის იმპერიის დაცემისა და დაცემის ისტორია“ ჰაჩარდსის წიგნის მაღაზიაში. მან წიგნის კინოადაპტაცია გადასცა სამუელ ბრონსტონს, რომელიც შემდეგ დათანხმდა პროექტის პროდიუსერობას. სცენარის დასაწერად ფილიპ იორდანი ჩაირიცხა, მაშინ როდესაც ჩარლტონ ჰესტონი თავდაპირველად ითამაშა. თუმცა, ჰესტონმა თავი დაანება ფილმს და დათანხმდა მონაწილეობა მიეღო ფილმში 55 Days at Peking (1963). ფილმში რამდენიმე როლის შესასრულებლად ცნობილი მსახიობები მიიღეს მონაწილეობა. საბოლოო სცენარი დაწერეს ბენ ბარზმანმა და ბასილიო ფრანჩინამ ისტორიკოს უილ დურანტის მიერ დაწერილი პროლოგით. გადაღებები 1963 წლის იანვარში დაიწყო და ივლისში დასრულდა. გარდა ამისა, ფილმში ნაჩვენები იყო იმდროინდელი კინოს ისტორიაში ყველაზე დიდი გარე ფილმი, რომაული ფორუმის 92,000 მ2 (990,000 კვ. ფუტი) ასლი.

ფილმის სახელწოდება ეხება არა რომის იმპერიის საბოლოო დაცემას, რომელიც ფაქტობრივად გადარჩა ფილმში ასახული პერიოდის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში, არამედ კორუფციისა და დეკადანსის დაწყებას, რამაც რომის დაღუპვა გამოიწვია. იგი ფართოდ ეხება იმპერიული მემკვიდრეობის პრობლემას და განიხილავს როგორც მამა-შვილს შორის ურთიერთობას იმპერიული პოლიტიკის ფონზე, ასევე ლოიალობისა და მეგობრობის ბუნებასა და საზღვრებს.

1964 წლის 24 მარტს ფილმის პრემიერა შედგა ლონდონის ასტორიაში. კრიტიკოსებმა გააკრიტიკეს სცენარი, როგორც ემოციებისა და ჰუმანურობის გარეშე, ხოლო რეჟისორი, როგორც არასწორი, მაგრამ აჩვენეს გარკვეული ქება დიდი სპექტაკლების გამო. ფილმი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა სალაროებში.
იხ. ვიდეო კინო რუსულ ენაზე - Падение Римской Империи
180 წლის ზამთარში, ავადმყოფი რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი იბრძვის იმისათვის, რომ გერმანული ტომები არ შეიჭრას მის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე დუნაის საზღვარზე. მისი მოადგილეები არიან ბერძენი ყოფილი მონა ტიმონიდე და მკაცრი და პატიოსანი გენერალი გაიუს ლივიუსი. პირადად ავრელიუსს აქვს ეგალიტარული იდეალები და სურს მემკვიდრე, რომელიც მოახდინებს იმპერიის რეფორმას და მის ყველა ქვეშევრდომს თანაბარ უფლებებს მიანიჭებს; ეს არღვევს მის შვილს კომოდუსს, რომელიც ამჯობინებს ძალის გამოყენებით მმართველობას. ამის ნაცვლად, ავრელიუსი გადაწყვეტს დაასახელოს ლივიუსი, კომოდუსის უახლოესი მეგობარი და იმპერატორის ქალიშვილის ლუცილას საყვარელი.

სანამ ავრელიუსი გამოაცხადებს თავის გეგმას, ის მოწამლულია კომოდუსის ნათესავებით, რომლებიც იმედოვნებენ, რომ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს უზრუნველყოფენ თავიანთი მეგობრის ტახტზე დაყენებით. იმის განცდა, რომ ისეთ პლებეიანს, როგორიც თავად იყო, არასოდეს მიიღებდნენ იმპერატორად ავრელიუსის მკაფიო მხარდაჭერის გარეშე, ლივიუსი თავის ძველ მეგობარს ნებას რთავს, დაიკავოს თანამდებობა. კომოდუსი არ იყო მკვლელობის შეთქმულების ნაწილი, მაგრამ მაინც სძულდა მამამისი ტახტის უარყოფის მცდელობის გამო. იგი ეძღვნება ავრელიუსის ყველა თანასწორობის პოლიტიკის გაუქმებას და პროვინციებიდან მძიმე გადასახადების გამოღებას ქალაქ რომის გასამდიდრებლად.

ამასობაში ლივიუსის არმია საზღვარზე ამარცხებს გერმანელებს. ტყვეებს შორის არის უფროსი ბალომარი და მისი სასამართლო. ტიმონიდე და ლუცილა არწმუნებენ ლივიუსს დაპყრობილი ბარბაროსების მიმართ წყალობის ადვოკატირებაში, რითაც აგრძელებენ ავრელიუსის მემკვიდრეობას. ტიმონიდე გერმანელების ნდობას იმარჯვებს განსაცდელის წარმატებით გავლის გზით, ჩირაღდნის ცეცხლში ტირილის გარეშე, და ისინი თანახმა არიან დაემორჩილონ რომის სენატის განაჩენს. კომოდუსის მტრობის მიუხედავად, ლივიუსისა და ტიმონიდესის გამოსვლებმა დაარწმუნა სენატორები, რომ გერმანელი ტყვეები მშვიდობიანი ფერმერები გახდნენ იტალიის მიწაზე, რითაც წაახალისეს თავიანთი თანამემამულე ბარბაროსები, ებრძოლათ რომთან. ჩაშლის გამო, კომოდუსი აგზავნის ლივიუსს ჩრდილოეთ საზღვარზე, ხოლო ლუცილას სომხეთში, რომლის მეფესთან, სოჰაემუსთან, იგი უსიყვარულო პოლიტიკურ ქორწინებას იზიარებს.

ლუცილა უერთდება აჯანყებას რომის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც შიმშილობა გამწვავდა ახალი გადასახადების გამო. კომოდუსი აგზავნის თავის ჩრდილოეთ არმიას აჯანყებულების წინააღმდეგ, რადგან იცის, რომ ლივიუსი განზე გადადებს პირად გრძნობებს და იბრძოლებს იმპერიის ერთიანობის შესანარჩუნებლად. როდესაც მოწინააღმდეგე რომაული ჯარები იკრიბებიან საბრძოლველად, სოჰემუსი ჩამოდის და თავს ესხმის ლივიუსს როგორც სომხური არმიით, ასევე რომის მთავარი მტრისგან, სპარსელებისგან ნასესხები ჯარებით. აჯანყებულები პატრიოტულად გადაწყვეტენ რომის ნაცვლად სპარსეთთან ბრძოლას, შეუერთდნენ ლივიუსს და დაეხმარნენ მას სოჰაემუსის დამარცხებაში. ჯილდოდ კომოდუსი გამოაცხადებს ლივიუსს თავის თანაიმპერატორად, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩრდილოეთის არმია აჯანყებულ პროვინციებს მკაცრი სასჯელი დაუწესებს.

უარყვეს ამ სისასტიკით, ლივიუსმა და ლუცილამ თავიანთი ჯარი რომში წაიყვანეს, კომოდუსის ტახტიდან გათავისუფლების განზრახვით. იმპერატორი პასუხობს ჯარისკაცების ერთგულების მოსყიდვით და ტიმონიდესისა და გერმანიის კოლონიის მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტით. ლუცილა ცდილობს დაიქირაოს ვერულუსი, კომოდუსის გლადიატორის დაცვა, რათა მოკლას მისი ძმა; ვერულუსი უარს ამბობს და აღიარებს, რომ ეძინა ავრელიუსის ცოლთან და რომ კომოდუსი მისი უკანონო შვილია.

სენატმა კომოდუსი ღმერთად გამოაცხადა, ლივიუსსა და ლუცილას კი მიუსაჯეს ცოცხლად დაწვა, როგორც ადამიანის მსხვერპლშეწირვა ახალი ღვთაებისთვის, როცა რომაელი მოქალაქეები მთვრალ დღესასწაულს აღნიშნავენ. მათი ყოფილი მეგობრობის გათვალისწინებით, კომოდუსი ლივიუსს სთავაზობს დუელს ტახტისთვის. ორივე იბრძვის ჯაველინებთან რომის ფორუმში, სადაც ლივიუსი საბოლოოდ გადის კომოდუსს. საბოლოოდ ლივიუსს შეუძლია გახდეს იმპერატორი, მაგრამ მან დაკარგა რწმენა რომის რეფორმების უნარის მიმართ. ის ტოვებს ქალაქს ლუცილასთან ერთად, რადგან კომოდუსის ძველი მრჩევლები იბრძვიან ტახტზე და სთავაზობენ ქრთამს ჯარს სამხედრო მხარდაჭერის მოპოვების მცდელობაში.

ხმოვანი ეპილოგი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია მაშინვე არ დაეცა, შიდა კორუფციამ გამოიწვია მისი საბოლოო დაშლა.
იხ. ვიდეო - The Fall of the Roman Empire | Full HD Movies For Free | Flick Vault



მშობიარობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                              მშობიარობა დედა და ახალშობილი ნაჩვენებია vernix caseosa სა...