среда, 10 августа 2022 г.

ლენარდ ბერნსტაინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ლენარდ ბერნსტაინი

(ინგლ. Leonard Bernstein [ˈlɛnərd ˈbɜːrnstaɪn]; დ. 25 აგვისტო, 1918, ლორენსი, მასაჩუსეტსი ― გ. 14 ოქტომბერი, 1990, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში“.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე ხანგრძლივი მუშაობისას და კონცერტების დირიჟორობით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. აგრეთვე, მიუზიკლებით „ვესტ-საიდის ისტორია“, „პიტერ პენი“, „საოცარი ქალაქი“ და სხვები, ოპერეტით „კანდიდი“, მუსიკით ფილმისთვის On the Waterfront, აგრეთვე, მესით და სხვა კომპოზიციებით, რომელთა შორისაც არის სამი სიმფონია და მრავალი კამერული და სოლო ნაწარმოები.

ბერნსტაინი იყო პირველი დირიჟორი, რომელმაც ჩაატარა სატელევიზიო ლექციების სერია კლასიკური მუსიკის შესახებ. ეს 1954 წელს დაიწყო და მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იყო კარგი პიანისტი და საფორტეპიანო კონცერტებს ხშირად როიალიდან დირიჟორობდა. გადამწყვეტი როლი ითამაშა გუსტავ მალერის მუსიკის თანამედროვე გაცოცხლებაში, რომლითაც ყველაზე მხურვალედ იყო დაინტერესებული.

როგორც კომპოზიტორი, მუშაობდა არაერთ სტილში, რომელთა შორისაცაა სიმფონიური და საორკესტრო მუსიკა, ბალეტი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, საგუნდო ნამუშევრები, ოპერა, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო პიესები. მისი ბევრი ნაწარმოები რეგულარულად სრულდება მსოფლიოს გარშემო, თუმცა, არცერთ მათგანს „ვესტ-საიდის ისტორიის“ მსგავსი კოლოსალური წარმატება არ მოჰყოლია.
იხ. ვიდეო - George Gershwin - Rhapsody in Blue - Leonard Bernstein, New York Philharmonic (1976) - 
 Leonard Bernstein conducts the New York Philharmonic and plays piano in a performance of George Gershwin's Rhapsody in Blue at the Royal Albert Hall in 1976.

დრეული წლები

მისი დაბადების სახელი იყო ლუის ბერნსტაინი (Louis Bernstein). დაიბადა ლორენსში, მასაჩუსეტსის შტატში. მისი მშობლები იყვნენ უკრაინელი ებრაელები: ჯენი, ქალიშვილობის გვარით რესნიკი და სემუელ ჯოზეფ ბერნსტაინი, წარმოშობით როვნოდან (ამჟამად უკრაინაშია).

ოჯახი ზაფხულს აგარაკზე, მასაჩუსეტის შტატის ქალაქ შერონში ატარებდა ხოლმე. ბებიის მოთხოვნით, მას ლუისი დაარქვეს, თუმცა მშობლები მუდამ ლენარდს ეძახდნენ. თხუთმეტი წლის ასაკში, ბებიის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მან სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ლენარდი დაირქვა.

მამა, სემ ბერნსტაინი, ბიზნესმენი იყო და თმის მოვლის საშუალებების მაღაზიას ფლობდა ამესბერის და ესექსის ქუჩების კუთხეში (მაღაზია ამჟამად აღარ არსებობს). იგი თავიდან ეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდა ლენარდის დაინტერესებას მუსიკით. მიუხედავად ამისა, თინეიჯერობის წლებში საორკესტრო კონცერტებზე დაჰყავდა და ბოლოს მუსიკალური განათლების მიღებაშიც დაეხმარა.

ფორტეპიანოზე დაკვრა ბერნსტაინმა ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოისმინა და ინსტრუმენტით მაშინვე მოიხიბლა. შემდგომში, როცა ოჯახმა მისი ბიძაშვილის, ლილიან გოლდმანის ფორტეპიანო შეიძინა, (რომელიც მას აღარ სჭირდებოდა), ლენარდმა ინსტრუმენტის შესწავლას სერიოზულად მიჰყო ხელი. დადიოდა გარისონის გრამატიკის სკოლაში და ბოსტონის ლათინურ სკოლაში. ბავშვობაში ძლიერ ახლოს იყო დასთან, შერლისთან და მასთან ერთად ფორტეპიანოზე მთლიან ოპერებს და ბეთჰოვენის სიმფონიებს უკრავდა ხოლმე. ახალგაზრდობაში ფორტეპიანოს რამდენიმე მასწავლებელი ჰყავდა, მათ შორის, ჰელენ კოუტსი, რომელიც, მოგვიანებით, მისი მდივანი გახდა.

ბოსტონის ლათინური სკოლის დასრულების შემდეგ (1935), ბერნსტაინი მუსიკას ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა ედუარდ ბერლინგემ ჰილთან, უოლტერ პისტონთან და სხვებთან ერთად. მუსიკა მისი ძირითადი სპეციალობა იყო. მისი სადიპლომო თეზისის (1939) სათაური იყო „რასობრივი ელემენტების შეთვისება ამერიკულ მუსიკაში“ (The Absorption of Race Elements into American Music, მოგვიანებით, დაიბეჭდა მის წიგნში „აღმოჩენები“ (Findings). მიუხედავად ამისა, მასზე უმთავრესი ინტელექტუალური გავლენა მოახდინა ესთეტიკის პროფესორმა დევიდ პროლმა, რომლის მულტიდისციპლინურ მიდგომას ხელოვნების მიმართ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში იზიარებდა.

ჰარვარდში მისი ერთ-ერთი მეგობარი იყო ფილოსოფოსი დონალდ დევიდსონი, რომელთან ერთადაც ოთხ ხელში ფორტეპიანოს უკრავდა ხოლმე. ბერნსტაინმა დაწერა და იდირიჟორა მუსიკა არისტოფანეს „ჩიტების“ დევიდსონისეული დადგმისთვის, ბერძნულ ენაზე. ამ მუსიკის გარკვეული ნაწილი კი მოგვიანებით გამოიყენა ბალეტში Fancy Free.

ჰარვარდში სწავლისას მცირე ხნით მუშაობდა უნივერსიტეტის მამაკაცთა გუნდის, „ჰარვარდ გლი კლაბის“ კონცერტმაისტერად. დადგა სტუდენტური წარმოდგენა მარკ ბლიცშტაინის მუსიკალური პიესისა „აკვანი დაირწევა“ (The Cradle Will Rock), რომელსაც, კომპოზიტორის მსგავსად, ფორტეპიანოდან დირიჟორობდა და ხელმძღვანელობდა. ბლიცშტაინი, რომელმაც წარმოდგენის შესახებ შეიტყო, მოგვიანებით ბერნსტაინის მეგობარი გახდა და მასზე დიდი მუსიკალური და პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინა.

ამავე პერიოდში შეხვდა დირიჟორ დიმიტრი მიტროპულოსს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს ასწავლიდა, მისი ქარიზმა და მუსიკალური სიძლიერე გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდა ბერნსტაინის მიერ საიდირიჟორო საქმიანობის არჩევისას. სტილისტურად მიტროპულოსი ბერნსტაინისგან განსხვავდებოდა, თუმცა, საფიქრებელია, რომ მან გავლენა მოახდინა ბერნსტაინის ზოგიერთ გვიანდელ ჩვევაზე, როგორიცაა დირიჟორობა ფორტეპიანოდან, თავდაპირველად ჯოხის გარეშე დირიჟორობა და შესაძლოა, მის ინტერესზეც მალერის მიმართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გავლენა ჰარვარდში იყო კომპოზიტორი აარონ კოპლანდი, რომელსაც ბერნსტაინი კონცერტზე, ხოლო შემდეგ, კოპლანდის დაბადების დღის წვეულებაზე შეხვდა, 1938 წელს. ამ წვეულებაზე ბერნსტაინმა დაუკრა კოპლანდის საფორტეპიანო ვარიაციები, რთული ნაწარმოები, რომელიც უყვარდა ისე, რომ იმ საღამომდე მისი ავტორის შესახებ არაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოპლანდის სტუდენტი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა, მისგან რეგულარულად იღებდა რჩევებს მომდევნო წლებში და ხშირად იხსენიებდა, როგორც „კომპოზიციის ერთადერთ მასწავლებელს“.

ჰარვარდში სწავლის წარმატებით (cum laude) დასრულების შემდეგ (1939) ბერნსტაინმა ფილადელფიაშიკერტისის მუსიკის ინსტიტუტში ჩააბარა. იქ ყოფნისას დირიჟორობას ფრიც რაინერთან სწავლობდა,[შ 1] ხოლო ფორტეპიანოს – იზაბელ ვენგეროვასთან, გაორკესტრებას რანდალ ტომსონთან, კონტრაპუნქტს რიხარდ შტერთან და პარტიტურის კითხვას – რენე ლონჟი მიკელთან.ჰარვარდისგან განსხვავებით, კერტისის ინსტიტუტში სწავლა ბერნსტაინისთვის სასიამოვნო გამოცდილება არ იყო, თუმცა, მნიშვნელოვან მენტორებზე საუბრისას ფრიც რაინერს ყოველთვის ახსენებდა ხოლმე.

1940–1950

ლენარდ ბერნსტაინი და ბენი გუდმენი რეპეტიციაზე, დაახლ. 1940–1949

კერტისის დატოვების შემდეგ ბერნსტაინი ნიუ-იორკში გადავიდა. იგი ბინაში ადოლფ გრინთან ერთად ცხოვრობდა და ხშირად მასთან, ბეტი კომდენთან და ჯუდი ჰოლიდეისთან ერთად მონაწილეობდა კომედიურ ჯგუფში სახელად The Revuers, რომელიც გრინვიჩ ვილიჯში წარმოდგენებს მართავდა ხოლმე. მუშაობდა მუსიკის გამომცემლებთან, ახდენდა მუსიკის ტრანსკრიპციას და ამზადებდა არანჟირებებს, ფსევდონიმით ლენი ემბერი (Lenny Amber). 1940 წელს დაიწყო სწავლა ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის საზაფხულო ინსტიტუტში, ტენგლვუდში, სადაც ორკესტრის ხელმძღვანელის, სერჟ კუსევიცკის სადირიჟორო გაკვეთილებს ესწრებოდა.

აღნიშნულ კლასში ადგილის მოპოვებაში ბერნსტაინს მიტროპულოსთან და კოპლანდთან მეგობრობა დაეხმარა (ეს უკანასკნელი კუსევიცკის ახლო მეგობარი იყო). სტუდენტთა შორის იყო ლუკას ფოსიც, რომელთანაც მთელი ცხოვრება მეგობრობდა. კუსევიცკის მისთვის საბაზისო სადირიჟორო ტექნიკა არ უსწავლებია (აღნიშნული მას უკვე რაინერთან ჰქონდა გავლილი), სანაცვლოდ, მისთვის მამის მსგავს ფიგურად ჩამოყალიბდა და საფიქრებელია, რომ მუსიკის ინტერპრეტაციის მისთვის დამახასიათებელ, ემოციურ მანერაზე ძირითადი გავლენა სწორედ მან მოახდინა. ბერნსტაინი, მოგვიანებით, კუსევიცკის ასისტენტ-დირიჟორიც გახდა და შემდგომში, მასვე მიუძღვნა სიმფონია №2 „მღელვარების ეპოქა“ (The Age of Anxiety).

1943 წლის 14 ნოემბერს, როცა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის დირიჟორის, არტურ როძინსკის ასისტენტად ახალი დანიშნული იყო, შედგა ბერნსტაინის, როგორც დირიჟორის დებიუტი, წინასწარი გაფრთხილების და რეპეტიციის გარეშე, რისი მიზეზიც დირიჟორ ბრუნო ვალტერის გრიპით დაავადება გახდა. პროგრამაში შედიოდა რობერტ შუმანის, მიკლოშ როჟას და რიხარდ ვაგნერის მუსიკა, ასევე, რიხარდ შტრაუსის „დონ კიხოტი“ ორკესტრის სოლო ჩელოისტთან, იოზეფ შუსტერთან ერთად. კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე ბერნსტაინი ვალტერს ესაუბრა და მასთან ნაწარმოებების კონკრეტული სირთულეები განიხილა. მეორე დღეს ამბავი The New York Times-ის გარეკანზე მოხვდა, ხოლო რედაქტორის სვეტში აღინიშნა, „როგორც წარმატების კარგი, ამერიკული ისტორია“, რომლის „თბილმა, მეგობრულმა ტრიუმფმა კარნეგი ჰოლი გაავსო და ჰაერის ტალღებივით გაიშალა ბევრად შორსაც“. დირიჟორი ერთ ღამეში გახდა ცნობილი, რადგანაც CBS Radio კონცერტს მთელს შეერთებულ შტატებში გადასცემდა. ამის შემდეგ ის ბევრ ამერიკულ ორკესტრთნ ერთად მოწვეული დირიჟორის ამპლუაში წარსდგა.

1945-დან 1947 წლამდე ბერნსტაინი ნიუ-იორკ სითის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი იყო. აღნიშნული ორკესტრი 1944 წელს ლეოპოლდ სტოკოვსკის მიერ იყო დაარსებული. იგი, ქალაქის მერის მხარდაჭერით, განსხვავებულ აუდიტორიაზე იყო გათვლილი, ვიდრე ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრი; მისი პროგრამა შედარებით თანამედროვე იყო და ბილეთები – უფრო იაფი.[22] განსხვავებული აუდიტორიის მოზიდვის თვალსაზრისით, 1945 წელს ბერნსტაინი განიხილავდა მონაწილეობას ფილმში გრეტა გარბოსთან ერთად, სადაც თავად ჩაიკოვსკის, ხოლო გარბოს – კომპოზიტორის მფარველის, ნადეჟდა ფონ მეკის როლი უნდა შეესრულებინა.[23]

ბერნსტაინმა, გარდა დირიჟორის სახელის მოხვეჭისა, იმავე პერიოდში მოპოვა აღიარება, როგორც კომპოზიტორმა. 1944 წლის იანვარში, პიტსბურგში, იდირიჟორა თავისი პირველი სიმფონიის (Jeremiah Symphony) პრემიერა. იმავე წლის აპრილში, ნიუ-იორკში, დაიდგა მისი ბალეტი Fancy Free, ჯერომ რობინსის ქორეოგრაფიით. მოგვიანებით, იგი საფუძველი გახდა მიუზიკლისა On the Town, კომდენის და გრინის ტექსტით. იგი ბროდვეიზე იმავე წლის დეკემბერში დაიდგა.

ბერნსტაინი დირიჟორობს ნიუ-იორკ სითის სიმფონიურ ორკესტრს (1945)

ბერნსტაინს ასთმა ჰქონდა, რის გამოც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო სამსახურში არ გაუწვევიათ.[24] ომის შემდგომ გაიფურჩქნა მისი საერთაშორისო კარიერა. 1946 წელს შედგა მისი დებიუტი ოკეანის გამოღმა, პრაღაში, ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. აგრეთვე, სოლისტის და დირიჟორის ამპლუაში ჩაწერა რაველის საფორტეპიანო კონცერტი ლონდონის Philharmonia Orchestra-სთან ერთად. 1946 წლის 4 ივლისს, ლონდონის სამეფო ოპერის საბალეტო თეატრში იდირიჟორა ევროპული პრემიერა ბალეტისა Fancy Free. 1946 წელსვე, ტენგლვუდში, პირველად იდირიჟორა ოპერა. ეს იყო ბენჯამინ ბრიტენის „პიტერ გრაიმსის“ ამერიკული პრემიერა. ოპერა კუსევიცკის შეკვეთით იყო დაწერილი. იმავე წელს, არტურო ტოსკანინიმ მიიწვია NBC სიმფონიურ ორკესტრთან ორი ნაწარმოების სადირიჟოროდ, მათ შორის ერთ-ერთი კვლავ რაველის კონცერტი იყო, რომელშიც ბერნსტაინი სოლისტადაც მოგვევლინა.

1947 წელს პირველად იდირიჟორა თელ-ავივში, რითიც დაიწყო და მისი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა კავშირი ისრაელთან. მომდევნო წელს, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის დროს, ბეერ-შევაში, შუა უდაბნოში განლაგებული სამხედრო დანაყოფებისთვის კონცერტი ღია ცის ქვეშ იდირიჟორა. 1957 წელს იდირიჟორა თელ-ავივის მანის აუდიტორიის გახსნითი კონცერტი; იქვე მოგვიანებით არაერთი ჩანაწერიც გააკეთა. 1967 წელს, სკოპუსის მთაზე იდირიჟორა კონცერტი, რომელიც იერუსალიმის გაერთიანებას ეძღვნებოდა. 1970-იან წლებში თავისი სიმფონიები და სხვა ნაწარმოებები ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა Deutsche Grammophon-ისთვის.

1949 წლის 10 დეკემბერს, კარნეგი-ჰოლში, ბოსტონის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის ამპლუაში, პირველად გამოჩნდა ტელევიზიით. კონცერტი, რომლის დროსაც მაყურებელს ელეონორა რუზველტმაც მიმართა, ეძღვნებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან ერთი წლის თავს. მის პროგრამაში შედიოდა პრემიერა აარონ კოპლანდის ნაწარმოებისა „პრეამბულა“, რომლის დროსაც სერ ლორენს ოლივიე გაეროს ქარტიის ტექსტს კითხულობდა. კონცერტს NBC გადასცემდა.

1949 წელს ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან იდირიჟორა ოლივიე მესიანის „სიმფონია-ტურანგალილა“ (Turangalîla-Symphonie), მსოფლიო პრემიერა. საკონცერტო რეპეტიციის ნაწილის ვიდეოჩანაწერი მოგვიანებით ორკესტრმა გამოსცა. ორი წლის შემდეგ კუსევიცკი გარდაიცვალა და ბერნსტაინი ტენგლვუდის საორკესტრო და სადირიჟორო დეპარტამენტების ხელმძღვანელი გახდა.

1951–1959

ბერნსტაინი, დაახლ. 1950-იანი წლები

1951 წელს ბერნსტაინმა ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ჩარლზ აივზის მე-2 სიმფონიის მსოფლიო პრემიერა იდირიჟორა. აღნიშნული ნაწარმოები დაახლოებით ნახევარი საუკუნით ადრე იყო დაწერილი, მაგრამ იმ დრომდე არ იყო შესრულებული. მთელი კარიერის განმავლობაში ბერნსტაინი ხშირად საუბრობდა აივზის მუსიკაზე. კომპოზიტორი 1954 წელს გარდაიცვალა. იგი, ასაკოვანი და უძლური, სხვადასხვა გადმოცემით არ, ან ვერ დაესწრო აღნიშნულ კონცერტს, თუმცა მას მისი მეუღლე ესწრებოდა. გადმოცემის თანახმად, რამდენიმე დღის შემდეგ კონცერტის რადიო ტრანსლაცია აივზმა თავისივე სამზარეულოში მოისმინა. პრემიერის ჩანაწერი ორკესტრმა 10-დისკიან კომპლექტში გამოსცა, სახელწოდებით Bernstein LIVE, თუმცა, შენიშვნებში ვკითხულობთ, რომ დისკზე, რეალურად, სამი დღის შემდეგ განხორციელებული განმეორებითი პერფორმანსია ჩაწერილი და დიდი ალბათობით, სწორედ იგი მოისმინა ავტორმაც. ნებისმიერ შემთხვევაში, აივზის რეაქციასთან დაკავშირებით განსხვავებული გადმოცემები არსებობს, რომელთაგანაც ზოგიერთის მიხედვით, იგი აღფრთოვანებული იყო და ცეკვაც კი დაიწყო. აღნიშნული სიმფონია ბერნსტაინმა და ნიუ-იორკის ფილარმონიულმა 1958 წელს, Columbia-სთვის ჩაწერეს, 1987 წელს კი Deutsche Grammophon-ისთვის. არსებობს 1987 წელს, ბავარიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად განხორციელებული პერფორმანსიც DVD ფორმატში.

1951-1956 წლებში ბერნსტაინი მიწვეული პროფესორი იყო ბრანდაისის უნივერსიტეტში, სადაც 1952 წელს შემოქმედებითი ხელოვნების ფესტივალიც დააარსა. პირველ ფესტივალზე მან რამდენიმე დადგმას უდირიჟორა, რომელთა შორისაც იყო პრემიერა თავისივე ოპერისა „არეულობა ტაიტიზე“ (Trouble in Tahiti) და კურტ ვაილის „სამგროშიანი ოპერის“ ინგლისური ვარიანტი, რომელიც ბლიცშტაინს ეკუთვნოდა. 2005 წელს ფესტივალს მისი სახელი ეწოდა. იგი პირველი ამერიკელი დირიჟორი იყო, რომელიც მილანის ლა სკალაში მიიწვიეს. ეს მოხდა 1953 წელს, როცა მან კერუბინის „მედეა“ იდირიჟორა. მთავარ როლს მარია კალასი ასრულებდა. ოპერა შემსრულებლებს დიდი ხნის წინ მიევიწყებინათ და ბერნსტაინს მისი შესწავლა ერთ კვირაში მოუხდა. მისი და კალასის თანამშრომლობა ნაყოფიერი აღმოჩნდა და 1955 წელს ბელინის La Sonnambula-თი გაგრძელდა. იმავე წელს, ძალიან მოკლე დროში, გამოსცა პარტიტურა მიუზიკლისთვის „საოცარი ქალაქი“, რომლის ტექსტის ავტორებიც კვლავ კომდენი და გრინი იყვნენ.

1954 წელს ბერნსტაინმა წარადგინა თავისი პირველი სატელევიზიო ლექცია CBS-ის სახელოვნებო პროგრამისთვის, სახელწოდებით Omnibus. Live ლექცია, სახელწოდებით „ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია“, მოიცავდა ნაწარმოების განმარტებას ყოფილი NBC-ს სიმფონიური ორკესტრის (იმჟამად, უკვე ახალი სახელით „Symphony of the Air“) მუსიკოსების და პარტიტურის გიგანტური გვერდის დახმარებით, რომელიც მთელს იატაკს ფარავდა. მოგვიანებით, ბერნსტაინმა აღნიშნულ ორკესტრთან ერთად კონცერტები გამართა, აგრეთვე, ჩაწერა თავისი სერენადა ვიოლინოსთვის (სოლისტი ისააკ სტერნი). „ომნიბუსის“ ლექციები 1955-1958 წლებშიც ჩატარდა (ABC-ზე და NBC-ზე). ისინი შეეხებოდა ჯაზს, სადირიჟორო ხელოვნებას, ამერიკულ მუსიკალურ კომედიას, თანამედროვე მუსიკასი. ს. ბახს და გრანდ-ოპერას. 2010 წელს ისინი აშშ-ში DVD კრებულის სახით გამოიცა.

ბერნსტაინი ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად სატელელევიზიო გადაცემისთვის რეპეტიციის დროს

1956 წლის მიწურულს ბერნსტაინმა ნიუ-იორკის ფილარმონიულთან რამდენიმე კონცერტი იდირიჟორა. მან გუიდო კანტელი ჩაანაცვლა, რომელიც პარიზში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 1951 წლის შემდეგ ეს მისი პირველი გამოსვლა იყო აღნიშნულ ორკესტრთან ერთად. ნაწილობრივ, სწორედ ამ კონცერტების წყალობით, 1957 წელს ორკესტრის მუსიკალურ ხელმძღვანელად დანიშნეს, სადაც დიმიტრი მიტროპულოსი ჩაანაცვლა. თანამდებობაზე მუშაობას 1958 წელს შეუდგა, 1957-1958 წლებში კი პოსტს მიტროპულოსთან ერთად იკავებდა. 1958 წელს მან და მიტროპულოსმა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე წაიყვანეს. ორკესტრის დამოუკიდებლად ხელმძღვანელობის პირველი სეზონი ბერნსტაინმა ამერიკულ კლასიკურ მუსიკას მიუძღვნა. მსგავსი ტიპის თემატური პროგრამა, დღევანდელობისგან განსხვავებით, იმ დროს სიახლე იყო. ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტს იგი 1969 წლამდე იკავებდა (1965 წელს შვებულებაში იყო), თუმცა ორკესტრთან თანამშრომლობას და ჩანაწერების გაკეთებას ცხოვრების ბოლომდე განაგრძობდა და მოგვიანებით, „საპატიო დირიჟორადაც“ დაინიშნა.

იგი შეერთებული შტატების მასშტაბით ცნობილი ფიგურა გახდა ორმოცდაცამეტი სერიისგან შემდგარი „ახალგაზრდების კონცერტებით“, რომელიც მისივე „ომნიბუსისგან“ წარმოიშვა და CBS-ზე გადაიცემოდა. პირველი ასეთი კონცერტი ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად მისი დანიშვნიდან მალევე გადაიცა. ამ კონცერტების წყალობით მან ისევე გაითქვა სახელი თავისი საგანმანათლებლო საქმიანობით, როგორც დირიჟორობით. „ახალგაზრდების კონცერტები“ მუსიკის დაფასებასთან დაკავშირებული პირველი და ალბათ, ყველა დროის ყველაზე გავლენიანი სატელევიზიო პროგრამაა. მას კრიტიკოსთაგან საყოველთაო აღიარებაც ხვდა წილად. ბერნსტაინის ზოგიერთი მუსიკალური ლექცია ჩანაწერის სახითაც გამოიცა. ერთ-ერთი ასეთი, თემაზე „იუმორი მუსიკაში“ გრემითაც დაჯილდოვდა 1961 წელს, საუკეთესო დოკუმენტური ან სიტყვიერი ჩანაწერის (კომედიის გარდა) კატეგორიაში. გადაცემები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში აჩვენეს, ხშირად, სხვა ენებზე დუბლირებული ბერნსტაინის საუბრით. ყველა მათგანი DVD-ს სახით გამოსცა Kultur Video-მ (ნახევარი 2013 წელს).

ბერნსტაინი ფორტეპიანოსთან, მუსიკალურ პარტიტურაზე ანოტაციების გაკეთების პროცესში

დაახლოებით იმ დროს, როცა ნიუ-იორკის ფილარმონიულის მუსიკალურ დირექტორად დაინიშნა და კარნეგი-ჰოლის პირდაპირ, ოზბორნის აპარტამენტებში ცხოვრობდა, ბერნსტაინმა დაწერა მუსიკა ორი შოუსთვის. პირველი იყო ოპერეტა „კანდიდი“, რომელიც პირველად 1956 წელს შესრულდა. ლიბრეტოს ავტორი ლილიან ჰერმანი იყო და ვოლტერის იმავე სახელწოდების ნოველას ეფუძნებოდა. მეორე იყო ბერნსტაინის კოლაბორაცია ქორეოგრაფ ჯერომ რობინსთან, მწერალ არტურ ლორენცთან და ტექსტის ავტორ სტივენ სონდჰაიმთან, რომლის შედეგიც იყო მიუზიკლი „ვესტ-საიდის ისტორია“. პირველი სამი აღნიშნულ პროექტზე სხვადასხვა ინტენსივობით 1949 წლიდან, რობინსის მიერ იდეის პირველი გაჟღერებიდან მოყოლებული მუშაობდა, თუმცა, სონდჰაიმის დამატების და გარკვეული კონცენტრირებული ძალისხმევის შემდეგ, მიუზიკლის პრემიერა 1957 წელს განხორციელდა. იგი ბერნსტაინის ყველაზე ხანგრძლივად პოპულარულ ნაწარმოებს წარმოადგენს.

1959 წელს ნიუ-იორკის ფილარმონიული წაიყვანა ტურნეზე ევროპასა და საბჭოთა კავშირში, რომლის ნაწილიც CBS Television-მა გადაიღო. ტურნეს ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო ბერნსტაინის მიერ დიმიტრი შოსტაკოვიჩის მე-5 სიმფონიის შესრულება, რომელსაც კომპოზიტორიც ესწრებოდა. იგი ნაწარმოების დასასრულს სცენაზე ავიდა, რათა დირიჟორისა და მუსიკოსებისთვის მიელოცა. ოქტობერში, აშშ-ში დაბრუნებულმა ბერნსტაინმა და ორკესტრმა აღნიშნული ნაწარმოები Columbia-სთვის ჩაწერეს. მეორედ ეს სიმფონია ბერნსტაინმა ორკესტრის იაპონური ტურნეს ფარგლებში, 1979 წელს ჩაწერა. როგორც ჩანს, ბერნსტაინის მიერ შესრულებული შოსტაკოვიჩის რეპერტუარი 1-ლი, მე-5, მე-6, მე-7, მე-9 და მე-14 სიმფონიებით შემოიფარგლება. მე-7 სიმფონია („ლენინგრადი“) მან ორჯერ ჩაწერა: პირველად ნიუ-იორკის ფილარმონიულთან, 1960-იან წლებში, ხოლო მეორედ ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. (ეს ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ჩანაწერებიდან, რომელიც მან ამ ორკესტრთან გააკეთა. მათ შორის არის შოსტაკოვიჩის 1-ლი სიმფონიაც).

იხ. ვიდეო - Adagio For Strings - Samuel Barber - directed by Leonard Bernstein



1960 - 1969

1960 წელს ბერნსტაინმა და ნიუ-იორკის ფილარმონიულმა ორკესტრმა ჩაატარეს მალერის ფესტივალი, რომელიც კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნებოდა. პერფორმანსებს თავად, ბრუნო ვალტერი და მიტროპულოსი დირიჟორობდნენ. ბერნსტაინის რამდენიმე რეპეტიციას დაესწრო კომპოზიტორის ქვრივი, ალმა მალერი. 1960 წელსვე გააკეთა მალერის მე-4 სიმფონიის პირველი კომერციული ჩანაწერი, ხოლო მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში ჩაწერა მისი ცხრავე დასრულებული სიმფონია სრული ციკლის სახით. (ყველა მათგანი ნიუ-იორკის ფილარმონიულთან, გარდა მე-8 სიმფონიისა, რომელიც ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა 1966 წელს, როიალ ალბერტ ჰოლში გამართული კონცერტის შემდეგ.) ამ ჩანაწერთა წარმატება, ბერნსტაინის საკონცერტო პერფორმანსებსა და სატელევიზიო საუბრებთან ერთად, აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი 1960-იან წლებში მალერის მუსიკის მიმართ ინტერესის ხელახლა გაღვივებაში, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბერნსტაინი აღნიშნავდა განსაკუთრებულ პიროვნულ სიახლოვეს მალერის მუსიკასთან და კომპოზიტორის შესახებ ერთხელ თქვა: „მან ამ სამყაროს ისეთი სილამაზე აწვიმა, რომლის თანასწორიც მას შემდეგ აღარ ყოფილა“.

ლენარდ ბერნსტაინი ფინეთში ვიზიტის დროს, 1959

სხვა არა-ამერიკელი კომპოზიტორებიდან, რომელთა მუსიკასაც ამ პერიოდში უწევდა პოპულარიზაციას, აღსანიშნავია დანიელი კარლ ნილსენი, რომელიც შტატებში მაშინ ნაკლებად ცნობილი იყო და ჟან სიბელიუსი, რომლის მუსიკაც იმ დროს პოპულარობას კარგავდა. ეს ნიუ-იორკში სიბელიუსის სიმფონიების სრული ციკლის და ნილსენის მე-2, მე-4 და მე-5 სიმფონიების ჩაწერით, ასევე, ამ უკანასკნელის სავიოლინე, კლარნეტის და ფლეიტის კონცერტების შესრულებით დასრულდა. დანიაში ნილსენის მე-3 სიმფონიის საჯარო შესრულების შემდეგ, რომელსაც კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ბერნსტაინმა ეს ნაწარმოები დანიის სამეფო ორკესტრთან ერთადაც ჩაწერა. პოპულარიზაციას უწევდა ამერიკელ კომპოზიტორებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც პიროვნულად ახლოს იყო (მაგალითად, აარონ კოპლანდი, უილიამ შუმანი და დეივიდ დაიმონდი). აგრეთვე, შეუდგა საკუთარი ნაწარმოებების უფრო აქტიურ ჩაწერასაც Columbia Records-ისთვის. ესენი მოიცავდა მის სამ სიმფონიას, ბალეტებს და „სიმფონიურ ცეკვებს“ მიუზიკლიდან „ვესტ-საიდის ისტორია“, ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. 1944 წელს, ასევე, ჩაწერა საკუთარი მიუზიკლი „ქალაქზე“ (On The Town). ეს იყო პირველი თითქმის სრული ჩანაწერი, რომელშიც ბროდვეის თავდაპირველი დადგმიდან რამდენიმე შემსრულებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ბეტი კომდენი და ადოლფ გრინი. აგრეთვე, თანამშრობლობდა ექსპერიმენტულ ჯაზ-პიანისტ დეივ ბრუბეკთან. ამ კოლაბორაციის შედეგი იყო ალბომი Bernstein Plays Brubeck Plays Bernstein (1961).

გადმოცემის თანახმად, 1962 წლის აპრილში პიანისტ გლენ გულდთან ერთად ბრამსის 1-ლი საფორტეპიანო კონცერტის შესრულების წინ ბერნსტაინი სცენაზე გამოვიდა. მანამდე, რეპეტიციების დროს, გულდი ითხოვდა ჩვეულებრივზე ბევრად ფართო ტემპებს, რაც მუსიკის ბერნსტაინისეულ აღქმას არ შეესაბამებოდა. დირიჟორმა მოკლე მიმართვა აუდიტორიისადმი დაიწყო ფრაზით „არ შეგეშინდეთ, ბატონი გულდი აქაა...“ და განაგრძო: „ვინ არის უფროსი კონცერტზე (ამას მსმენელთა სიცილი მოჰყვა) – სოლისტი თუ დირიჟორი? პასუხი, რა თქმა უნდა, არის ხან ერთი, ხან მეორე, გააჩნია ვისზეა საუბარი.“[32] მოგვიანებით, ეს გამოსვლა ჰაროლდ ჩარლზ შონბერგმა, The New York Times-ის მუსიკალურმა კრიტიკოსმა შეაფასა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და თავდასხმა გულდზე, რომლის პერფორმანსიც იმავე შონბერგმა მწვავედ გააკრიტიკა. ბერნსტაინი მუდამ უარყოფდა მსგავს განზრახვას და აცხადებდა, რომ აღნიშნული შენიშვნები გულდთან შეთანხმებით გამოთქვა. 2013 წლის ოქტომბერში გამოცემულ წიგნში „სადილი ლენისთან“ ავტორი ჯონათან კოტი ინციდენტის საფუძვლიან უარყოფას გვთავაზობს, ბერნსტაინის სიტყვებით, ლეგენდისა, რომელიც „არაფრით გვანებებს თავს“. თავისი სიცოცხლის განმავლობაში ბერნსტაინი თავს გულდის მეგობრად და თაყვანისმცემლად აცხადებდა. რაც შეეხება ჰაროლდ შონბერგს, იგი ხშირად (თუმცა, არა ყოველთვის), კრიტიკულად იყო განწყობილი ბერნსტაინის, როგორც დირიჟორის მიმართ ამ უკანასკნელის მუსიკალური დირექტორობის პერიოდში. მიუხედავად ამისა, მის ხედვას არ იზიარებდა მსმენელი, რომელიც ხშირად ავსებდა დარბაზებს და სავარაუდოდ, არც მუსიკოსთა შემადგენლობა, რომელსაც ბერნსტაინის აქტიურმა სატელევიზიო და დისკოგრაფიულმა საქმიანობამ, სხვა სიკეთეებთან ერთად, ფინანსური სტაბილურობაც მოუტანა.

1962 წელს ნიუ-იორკის ფილარმონიულმა ორკესტრმა დარბაზი შეიცვალა და კარნეგი-ჰოლიდან ფილარმონიკ-ჰოლში (ამჟამად, დევიდ გეფენის ჰოლი), ახალ ლინკოლნის ცენტრში გადავიდა. გადაწყვეტილება, ახალი დარბაზის აკუსტიკური პრობლემების გამო, სადავო იყო. ბერნსტაინმა იდირიჟორა გალა-კონცერტი, რომელზეც მალერის, ბეთჰოვენის და ვონ უილიამსის ვოკალური ნაწარმოებები შესრულდა; აგრეთვე, შედგა პრემიერა კოპლანდის „კონნოტაციებისა“. ეს სერიული ნაწარმოები, უბრალოდ, ზრდილობიანად მიიღეს. შესვენების დროს ბერნსტაინმა პრეზიდენტის ცოლს, ჟაკლინ კენედის ლოყაზე აკოცა, რაც პროტოკოლის დარღვევა იყო და ეს აღინიშნა კიდეც. 1961 წელს მას პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის ინაუგურაციისწინა გალა ჰქონდა შესრულებული და დროდადრო თეთრ სახლსაც სტუმრობდა ხოლმე. წლების შემდეგ, 1968 წელს, პრეზიდენტის ძმის, რობერტ კენედის დაკრძალვაზე მალერის მე-5 სიმფონიის Adagietto იდირიჟორა. ცნობილია ჟაკლინ კენედის წერილი, რომელიც მან დირიჟორს ღონისძიების შემდეგ მისწერა: „დღეს, როცა თქვენმა მალერმა კათედრალის ავსება დაიწყო, გავიფიქრე, რომ ეს ყველაზე მშვენიერი მუსიკა იყო, რაც კი ოდესმე მომესმინა“.

ბერნსტაინი ამსტერდამში, 1968

1963 წლის 23 ნოემბერს, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის მეორე დღეს, ბერნსტაინის დირიჟორობით ნიუ-იორკის ფილარმონიულმა და ნიუ-იორკის Schola Cantorum-მა პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემაში გუსტავ მალერის „აღდგომის სიმფონია“ შეასრულეს. ეს ამ სიმფონიის პირველი სატელევიზიო შესრულება იყო. მალერის მუსიკა მსგავს ღონისძიებებზე მანამდე არასდროს შესრულებულიყო, ამ მიძღვნის შემდეგ კი მისი სიმფონიები ნიუ-იორკის ფილარმონიულის სტანდარტულ რეპერტუარში შევიდა ეროვნული გლოვის მოვლენებთან დაკავშირებით.

1964 წელს, მეტროპოლიტენის ოპერაში ბერნსტაინმა იდირიჟორა ვერდის „ფალსტაფი“, ფრანკო ძეფირელის დადგმა. 1966 წელს კი შედგა მისი დებიუტი ვენის სახელმწიფო ოპერაში, იმავე ოპერის ლუკინო ვისკონტისეული ვერსიით, რომელშიც ფალსტაფის როლს დიტრიხ ფიშერ-დისკაუ ასრულებდა. ვენაში ყოფნის დროს აღნიშნული ოპერა ჩაწერა Columbia Records-ისთვის და იდირიჟორა პირველი კონცერტი ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, რომელიც ვენის სახელმწიფო ოპერის მუსიკოსებისგან შედგებოდა. კონცერტზე შესრულდა მალერის „დედამიწის სიმღერა“, სოლისტები ფიშერ-დისკაუ და ჯეიმზ კინგი იყვნენ. ბერნსტაინი სახელმწიფო ოპერას 1968 წელს, შტრაუსის „ვარდის რაინდით“, 1970 წელს კი ბეთჰოვენის „ფიდელიოს“ ოტო შენკისეული დადგმით დაუბრუნდა. თექვსმეტი წლის შემდეგ იქვე იდირიჟორა გაგრძელება თავისი ოპერისა „არეულობა ტაიტიზე“, სახელწოდებით „წყნარი ადგილი“, ავსტრიის სამაუწყებლო კომპანიის (ORF) ორკესტრთან ერთად. მისი გამოთხოვება ვენის სახელმწიფო ოპერასთან შემთხვევით მოხდა 1989 წელს: მუსორგსკის „ხოვანშჩინას“ პერფორმანსის დროს იგი მოულოდნელად ავიდა სცენაზე და მსმენელთა აპლოდისმენტების ფონზე დირიჟორ კლაუდიო აბადოს გადაეხვია.

ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან დაკავშირებული მოვალეობების და სხვა მრავალი აქტივობის გამო 1960-იან წლებში ბერნსტაინს კომპოზიციისთვის ცოტა დრო რჩებოდა. ორი უმთავრესი ნაწარმოები, რომელიც ამ პერიოდს ეკუთვნის, არის მისი სიმფონია №3 („კადიშის სიმფონია“), რომელიც პრეზიდენტ კენედის მკვლელობას უკავშირდება და „ჩიჩესტერის ფსალმუნები“, რომელიც 1965 წელს, კომპოზიციაზე კონცენტრირების მიზნით ორკესტრიდან აღებული ერთწლიანი შვებულების დროს დაწერა. კომპოზიციისთვის მეტი დროის გამონახვა ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო გადაწყვეტილების მიღებისას, როცა მან, 1969 წელს, ორკესტრის მუსიკალური დირექტორის პოსტი დატოვა და მსგავს პოზიციაზე სამსახურს სხვაგანაც აღარასდროს დათანხმებია.

1970 - 1979

ლენარდ ბერნსტაინი. ალან უორენის ფოტო

ნიუ-იორკის ფილარმონიულში თანამდებობის დატოვების შემდეგაც ბერნსტაინი ამ ორკესტრთან თითქმის ყოველწლიურად, გარდაცვალებამდე თანამშრომლობდა; 1976 წელს ევროპაში, 1979 წელს კი აზიაში მათთან ერთად ტურნეც გამართა. აგრეთვე, გააძლიერა თანამშრომლობა ვენის ფილარმონიულთან – მათთან 1967-1976 წლებში იდირიჟორა მალერის ცხრავე სიმფონია და მე-10 სიმფონიის Adagio. Unitel-ისთვის ყველა მათგანის ვიდეოჩანაწერი მომზადდა, გარდა მე-2 სიმფონიისა, რომელიც ბერნსტაინმა ვენის ფილარმონიულის ნაცვლად ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ილაის კათედრალში გადაიღო. გვიან 1970-იან წლებში ვენის ფილარმონიულთან იდირიჟორა ბეთჰოვენის სიმფონიების სრული ციკლი, რასაც 1980-იანებში ბრამსის და შუმანის ციკლები მოჰყვა. სხვა ორკესტრებიდან, რომლებთანაც იგი თანამშრომლობდა, აღსანიშნავია ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, საფრანგეთის ნაციონალური ორკესტრი და ბოსტონის სიმფონიური ორკესტრი.

1970 წელს ბერნსტაინმა დაწერა და წაიყვანა 90 წუთიანი პროგრამა, რომელიც ბეთჰოვენის 200 წლის იუბილეს ეძღვნებოდა და ვენაში, ავთენტურ ლოკაციებზე იყო გადაღებული. მასში შედიოდა ნაწყვეტები ბეთჰოვენის მუსიკის რეპეტიციებიდან და ოტო შენკის „ფიდელიოს“ წარმოდგენიდან, ბერნსტაინის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის 1-ლი საფორტეპიანო კონცერტიდან და მე-9 სიმფონიის პერფორმანსიდან ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, სადაც სოლისტთა შორის ახალგაზრდა პლასიდო დომინგოც იყო. პროგრამა პირველად 1970 წელს გადაიცა ავსტრიულ და ბრიტანულ ტელევიზიებში, ხოლო მოგვიანებით, 1971 წლის შობის საღამოს, აშშ-ში, CBS-ზე. შოუმ, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო ბეთჰოვენის დაბადების დღე: დღესასწაული ვენაშიემის ჯილდო მოიგო და 2005 წელს DVD ფორმატშიც გამოიცა. 1970 წლის ზაფხულში, ლონდონის ფესტივალის ფარგლებში ბერნსტაინმა წმ. პავლეს კათედრალში ვერდის რექვიემი იდირიჟორა, ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

ბერნსტაინის კომპოზიციებიდან 1970-იან წლებში აღსანიშნავია „მესა: თეატრალური პიესა მომღერლების, შემსრულებლებისა და მოცეკვავეებისთვის“ (Mass: A Theatre Piece for Singers, Players, and Dancers), მუსიკა ბალეტისთვის „დიბუკი“ (Dybbuk), საორკესტრო ნაწარმოები „სიმღერის ფესტივალი: ამერიკული ლექსების ციკლი ექვსი მომღერლისა და ორკესტრისათვის“ (Songfest: A Cycle of American Poems for Six Singers and Orchestra) და აშშ-ს ორასი წლისთავთან დაკავშირებული მიუზიკლი 1600 Pennsylvania Avenue, რომლის ტექსტის ავტორი ალან ჯეი ლერნერი იყო. ეს უკანასკნელი თეატრალური ჩავარდნა და მისი ბოლო შოუ იყო ბროდვეისთვის. „მესის“ მსოფლიო პრემიერა 1971 წლის 8 სექტემბერს შედგა. მისი დამკვეთი ჟაკლინ კენედი იყო, ჯონ ფიცჯერალდ კენედის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ვაშინგტონში. იგი, ნაწილობრივ, ანტისაომარ განაცხადადაც იყო ჩაფიქრებული. ზოგიერთ ადგილას ნაჩქარევად დაწერილი ეს ნამუშევარი წარმოადგენს ნარევს არა მარტო განსხვავებული რელიგიური ტრადიციებისა (ლათინური ლიტურგია, ებრაული ლოცვა და დიდი ოდენობით თანამედროვე ინგლისური ტექსტი), არამედ განსხვავებული მუსიკალური სიტილებისაც, კლასიკურიდან როკ-მუსიკამდე. თავდაპირველად იგი კრიტიკის ობიექტი გახდა, ერთის მხრივ, რომის კათოლიკური ეკლესიისგან, ხოლო მეორეს მხრივ, მუსიკის კრიტიკოსებისგან, რომელთაც მისი პოპულისტური, ბროდვეისეული ელემენტები არ მოსწონდათ. დღესდღეობით, იგი თავისი ეპოქისთვის ტიპურ ნაწარმოებად უფრო განიხილება, ვიდრე მკრეხელობად. 2000 წელს ის ვატიკანშიც კი შესრულდა.

1972 წელს, მეტროპოლიტენის ოპერაში რამდენიმე წარმატებული დადგმის შემდეგ, ბერნსტაინმა ჩაწერა ბიზეს „კარმენი“. მთავარ პარტიას მერილინ ჰორნი, ხოლო დონ ხოზეს როლს ჯეიმს მაკკრაკენი ასრულებდა. ეს ერთ-ერთი პირველი სტერეო ჩანაწერი იყო, რომელიც სასიმღერო ნაწილებს შორის პირვანდელ, სასაუბრო დიალოგს იყენებდა ერნესტ გიროს მიერ ბიზეს გარდაცვალების შემდეგ დაწერილი რეჩიტატივების ნაცვლად. ასევე, ეს იყო დირიჟორის პირველი ჩანაწერი Deutsche Grammophon-ისთვის. ჩანაწერმა გრემი აიღო.

1973 წელს თავის ალმა მატერში, ჰარვარდის უნივერსიტეტში, ჩარლზ ელიოტ ნორტონის კათედრაზე პოეზიის პროფესორად დაინიშნა. აქ მან ექვსი სატელევიზიო ლექცია წაიკითხა მუსიკის შესახებ, რომლის დროსაც მუსიკალურ მაგალითებს ბოსტონის სიმფონიური ორკესტრი უკრავდა. თუმცა, აღნიშნული ლექციები ტელევიზიით მხოლოდ 1976 წელს გადაიცა. სალექციო კურსის სათაური, „უპასუხო შეკითხვა“, ჩარლზ აივზის ნაწარმოებიდან იყო აღებული. ამ ინტერდისციპლინარული ლექციების ფარგლებში ბერნსტაინმა მუსიკალური სტრუქტურის ანალიზი და მისი სასაუბრო ენასთან შედარება მოახდინა, რისთვისაც ტერმინები ლინგვისტიკიდან ისესხა. ამჟამად, ლექციები DVD ფორმატშიცაა ხელმისაწვდომი, თუმცა, ისინი ჰარვარდში წაკითხულ ლექციებს არ წარმოადგენს. ვიდეოჩანაწერებისთვის ლექციები WGBH სტუდიაში ხელახლა გაიმართა. როგორც ჩანს, ეს ნორტონის ლექციების ერთადერთი შემორჩენილი ვიდეოჩანაწერია. 2007 წელს, Znet-ის ფორუმზე ნოამ ჩომსკიმ ლექციების ლინგვისტიკურ ასპექტებზე დაწერა: „ამ ლექციების მომზადების და შესრულების დროს ბერნსტაინთან ერთად გარკვეული დრო გავატარე. შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცას ამზადებდა, თუმცა ვერ გეტყოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის.“

ბერნსტაინმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მსოფლიოში ცნობილი ჩელისტის და დირიჟორის, მსტისლავ როსტროპოვიჩის მიერ საბჭოთა კავშირის დატოვებაში, 1974 წელს. როსტროპოვიჩი, რომელსაც ღრმად სწამდა დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის, ოფიციალურად იდევნებოდა საბჭოთა რეჟიმის მიერ, აკრძალული იყო მისი კონცერტები და ტურები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ და 1972 წელს რუსეთის დატოვებაც აეკრძალა. ბერნსტაინმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა დაარწმუნეს მასაჩუსეტსის სენატორი ტედ კენედი და მისი მეუღლე, ჯოანი, რომლებიც 1974 წელს საბჭოთა კავშირში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, რომ სსრკ კომუნისტური პარტიის ლიდერთან, ლეონიდ ბრეჟნევთან, როსტროპოვიჩის სიტუაციაზე ესაუბრათ. ორი დღის შემდეგ როსტროპოვიჩმა საბჭოთა კავშირიდან გასასვლელი ვიზა მიიღო.

ჩევი ჩეისი თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ ლორნ მაიკლსს სურდა ბერნსტაინს Saturday Night Live წაეყვანა შოუს პირველ სეზონში (1975–76). ჩეისი კურტ ვონეგუტის დაბადების დღის წვეულებაზე ბერნსტაინის გვერდით იჯდა და თხოვნა პირადად გადასცა. თუმცა, იდეა შოუსთვის „ვესტ-საიდის ისტორიის“ დირიჟორობასაც ითვალისწინებდა და ბერნსტაინი მისით არ დაინტერესდა.

1976 წლის ოქტომბერში, ბერნსტაინმა უხელმძღვანელა Amnesty International-ის ეგიდით გამართულ საქველმოქმედო კონცერტს მიუნხენში, რომელშიც ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი და ლეგენდარული პიანისტი, კლაუდიო არაუ მონაწილეობდნენ. გარდაცვლილი ცოლის პატივსაცემად და ადამიანის უფლებათა დასაცავად მათი საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად დირიჟორმა დააფუძნა ფელიჩია მონტეალეგრე ბერნსტაინის ფონდი Amnesty International-ისთვის აშშ-ში, რომლის მიზანიც იყო იმ უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა, რომელთაც პიროვნული თავდადების გარდა მცირედი რესურსები გააჩნდათ.

1978 წელს ბერნსტაინი ვენის სახელმწიფო ოპერაში დაბრუნდა და გააცოცხლა „ფიდელიოს“ ოტო შენკისეული დადგმა, რომელშიც მთავარ როლებს, ამჯერად, გუნდულა იანოვიცი და რენე კოლო ასრულებდნენ. ამავე დროს, გააკეთა ოპერის სტუდიური ჩანაწერი Deutsche Grammophon-ისთვის, ხოლო თავად სპექტაკლი Unitel-მა გადაიღო და Deutsche Grammophon-მა 2006 წლის მიწურულს DVD ფორმატში გამოსცა. 1978 წლის მაისში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა მისი დირიჟორობით აშშ-ში ორი კონცერტი გამართა, რითიც აღინიშნა ორკესტრის დაარსების 30 წლის იუბილე. ვაშინგტონის საგუნდო ხელოვნების ასოციაციასთან ერთად ორკესტრმა შეასრულა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია და ბერნსტაინის „ჩიჩესტერის ფსალმუნები“ ვაშინგტონის კენედის ცენტრში, ხოლო მეორე საღამოს – ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში.

1979 წელს ბერნსტაინმა პირველად უდირიჟორა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრს Amnesty International-ისთვის გამართულ ორ საქველმოქმედო კონცერტზე, სადაც მალერის მეცხრე სიმფონია შესრულდა. ბერნსტაინი კონცერტებზე მოიწვია თავად ორკესტრმა და არა მისმა მთავარმა დირიჟორმა, ჰერბერტ ფონ კარაიანმა. უცნობია, რატომ არასოდეს მოუწვევია იგი კარაიანს ორკესტრის სადირიჟოროდ მაშინ, როცა თავად ბერნსტაინის ხელმძღვანელობის პერიოდში ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის სადირიჟოროდ მიწვეული იყო. მიზეზები, სავარაუდოდ, უცნობი დარჩება. გადმოცემის თანახმად, ისინი მეგობრობდნენ, თუმცა თითოეულ მათგანს თავი უპირატესად მიაჩნდა.[40] ერთ-ერთი კონცერტი რადიოთი გადაიცა და ბერნსტაინის გარდაცვალების შემდეგ Deutsche Grammophon-მა მისი CD-ც გამოსცა. ჩანაწერს ერთი უცნაურობა აქვს – ფინალის კულმინაციურ ნაწილში ტრომბონები არ შემოდიან, რისი მიზეზიც რამდენიმე წამით ადრე, ტრომბონების სექციის უკან ერთ-ერთი მსმენელის გულის წასვლა იყო.

1980 - 1990

1980 წელს ბერნსტაინმა კენედის ცენტრის ჯილდო მიიღო. 1980-იანი წლების ბოლომდე აგრძელებდა სადირიჟორო, პედაგოგიურ, საკომპოზიტორო და სატელევიზიო საქმიანობას. ამ ათწლეულის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია ოპერა „წყნარი ადგილი“ (A Quiet Place), რომელიც სტივენ უოდსუორთთან ერთად დაწერა და რომლის პრემიერა (თავდაპირველი სახით) 1983 წელს, ჰიუსტონში შედგა, დივერტიმენტო ორკესტრისთვის, „ჰალილი“ ფლეიტისა და ორკესტრისთვის, საორკესტრო კონცერტი Jubilee Games და ვოკალური ციკლი „არიები და ბარკაროლები“, რომლის სახელწოდებაც პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მიერ მის შესახებ 1960 წელს გაკეთებული კომენტარიდან მოდის.

ბერნსტაინი და მაქსიმილიან შელი. PBS-ის სატელევიზიო პროგრამა ბეთჰოვენის შესახებ (1982)

1982 წელს PBS-მა აშშ-ში გაუშვა 11 ეპიზოდისგან შემდგარი, 1970 წლის ბოლოს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ბერნსტაინი ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ბეთჰოვენის ცხრავე სიმფონიას და სხვა ნაწარმოებებს ასრულებს. ნაწარმოებებს ბერნსტაინის შესავალი სიტყვები ახლავს. პროგრამაში აგრეთვე მონაწილეობს მსახიობი მაქსიმილიან შელი, რომელიც კომპოზიტორის წერილებიდან ნაწყვეტებს კითხულობს.[41] მოგვიანებით, ფილმების თავდაპირველი ვერსია Deutsche Grammophon-მა DVD ფორმატში გამოსცა. 1980-იან წლებში, ნიუ-იორკში, ვენაში და ისრაელში სადირიჟორო საქმიანობასთან ერთად, ბერნსტაინი მიწვეული დირიჟორის რანგში რეგულარულად თანამშრომლობდა სხვა ორკესტრებთანაც. მათ შორის აღსანიშნავია ამსტერდამის სამეფო კონცერტხებაუს ორკესტრი, რომელთან ერთადაც მან მალერის პირველი, მეოთხე და მეცხრე სიმფონიები, აგრეთვე რამდენიმე სხვა ნაწარმოები ჩაწერა; ბავარიის რადიოს სიმფონიური ორკესტრი მიუნხენში, რომელთან ერთადაც ჩაწერა ვაგნერის „ტრისტან და იზოლდა“, ჰაიდნის „შესაქმე“, მოცარტის რეკვიემი და დიდი მესა დო-მინორში; აგრეთვე, რომის სანტა ჩეჩილიას ნაციონალური აკადემიის ორკესტრი, რომელთან ერთადაც დებიუსის ზოგიერთი ნაწარმოები და პუჩინის „ბოჰემა“ ჩაწერა.

1982 წელს მან და ერნესტ ფლაიშმანმა ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ინსტიტუტი დააარსეს. იგი, ტენგლვუდის კვალობაზე, წარმოადგენდა საზაფხულო სასწავლო აკადემიას, სადაც ბერნსტაინი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და 1984 წლამდე დირიჟორობასაც ასწავლიდა. დაახლოებით იმავე პერიოდში, ლოს-ანჯელესის ფილარმონულ ორკესტრთან ერთად შეასრულა და Deutsche Grammophon-ისთვის ჩაწერა რამდენიმე საკუთარი ნაწარმოები. იმავე დროს, ბირთვული განიარაღების თავგამოდებული მხარდამჭერი იყო. 1985 წელს ევროკავშირის ახალგაზრდული ორკესტრი წაიყვანა ტურნეზე ევროპასა და იაპონიაში, სახელწოდებით „მოგზაურობა მშვიდობისათვის“.

1985 წელს „ვესტ-საიდის ისტორია“ ჩაწერა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან ნაწარმოები სრული სახით იდირიჟორა. ჩანაწერი, რომელშიც მთავარ როლებს, ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასებით, ცუდად შერჩეული საოპერო მომღერლები – კირი ტე კანავა, ხოსე კარერასი და ტატიანა ტროიანოსი ასრულებდნენ, საერთაშორისო ბესტსელერი აღმოჩნდა. სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ჩანაწერის მომზადების პროცესია ნაჩვენები, DVD ფორმატში არსებობს. 1980-იან წლებში საკუთარი დოკუმენტური ფილმების გადაღებასაც აგრძელებდა, მათ შორისაა „პატარა მედოლე ბიჭი“, რომელშიც, ალბათ, მისთვის ყველაზე საინტერესო კომპოზიტორის, გუსტავ მალერის მუსიკაზე საუბრობს და „სამი ორკესტრის სიყვარული“, სადაც განიხილავს თავის საქმიანობას ნიუ-იორკში, ვენასა და ისრაელში.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბერნსტაინის ცხოვრება და შემოქმედება, ისევე, როგორც მისი გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნებოდა. ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა მასთან თანამშრომლობა 1977 წელს, ისრაელსა და ავსტრიაში, ფესტივალებით აღნიშნა. 1986 წელს ლონდონის სიმფონიურმა ორკესტრმა მშობლიურ ქალაქში მისი სახელობის ფესტივალი ჩაატარა, რომლის ერთ-ერთ კონცერტსაც, რომელსაც თავად დირიჟორობდა, დედოფალიც დაესწრო. 1988 წელს ბერნსტაინის 70 წლის იუბილე ბრწყინვალე გალა-კონცერტით აღინიშნა ტენგლვუდში. საღამო ტელევიზიით გადაიცემოდა და მასში ბერნსტაინთან შემოქმედებითი საქმიანობით დაკავშირებული ბევრი ცნობილი შემსრულებელი მონაწილეობდა.

1987 წლის ზაფხულში ბერნსტაინმა ფონტენბლოს ამერიკულ კონსერვატორიაში ნადია ბულანჟეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ფონტენბლოს სასახლეში მან ბრწყინვალე მასტერკლასიც გამართა.

1988 წლის დეკემბერში ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერა თავისი ოპერეტა „კანდიდი“, ასევე, იდირიჟორა მისი რამდენიმე ცოცხალი წარმოდგენა. ჩანაწერში მთავარ პარტიებს ჯერი ჰედლი, ჯუნ ანდერსონი, ადოლფ გრინი და კრისტა ლუდვიგი ასრულებდნენ. როგორც ჩანს, კრიტიკოსების აზრით, საოპერო ხმების გამოყენება ზოგიერთ როლში ოპერეტას უფრო შეეფერებოდა, ვიდრე „ვესტ-საიდის ისტორიას“, რის გამოც, 1991 წელს (ბერნსტაინის გარდაცვალების შემდეგ) გამოცემულ ამ ჩანაწერს საყოველთაო აღიარება ხვდა წილად. ერთ-ერთი ცოცხალი წარმოდგენა ლონდონის ბარბიკან ცენტრიდან DVD ფორმატშია ხელმისაწვდომი. „კანდიდს“ რთული ისტორია ჰქონდა. მის შექმნაში ბევრი მწერალი იყო ჩართული და მისი არაერთი ვერსია არსებობს. ზემოხსენებული კონცერტები და ჩანაწერი „საბოლოო“ ვერსიას ეფუძნებოდა, რომელიც პირველად შოტლანდიის ოპერაში, 1988 წელს შესრულდა. ამ წარმოდგენას, რომელსაც ბერნსტაინის მოსწავლე, ჯონ მოსერი დირიჟორობდა, თავად ავტორიც დაესწრო.

1989 წლის 25 დეკემბერს, ბერლინის კედლის დაცემასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, აღმოსავლეთ ბერლინის საკონცერტო სახლში ბერნსტაინმა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია იდირიჟორა. წინა დღით კი იგივე ნაწარმოები დასავლეთ ბერლინში ჰქონდა შესრულებული. კონცერტი ოცზე მეტ ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. ამ საღამოსთვის, დირიჟორმა ფრიდრიხ შილერის ლექსში „ოდა სიხარულს“ სიტყვა „Freude“ („სიხარული“) შეცვალა სიტყვით „Freiheit“ („თავისუფლება“). სიტყვიერ შესავალში მან ეს გადაწყვეტილება „სავარაუდოდ, გამოგონილი“ ამბით ახსნა, რომლის მიხედვითაც შილერმა დაწერა „ოდა თავისუფლებას“, რომელიც შემდგომ დაიკარგა და დასძინა: „დარწმუნებული ვარ, ბეთჰოვენი გადაწყვეტილებას მოგვიწონებდა.“

1990 წელს ბერნსტაინმა და მაიკლ ტილსონ ტომასმა საპოროში, იაპონიაში, დააარსეს წყნარი ოკეანის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც, ტენგლვუდის და ლოს-ანჯელესის ფილარმონიული ინსტიტუტის მსგავსად, საზაფხულო სკოლა იყო. იგი დღესაც არსებობს. ამ დროს კომპოზიტორს უკვე ტანჯავდა ფილტვების დაავადება, რომელმაც მოგვიანებით მისი სიცოცხლეც შეიწირა. გახსნით სიტყვაში მან აღნიშნა, რომ დარჩენილი დროის დათმობას საგანმანათლებლო საქმიანობისთვის აპირებდა. ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბერნსტაინი პირველი ფესტივალის დროს საუბრობს და რეპეტიციას ატარებს, იაპონიაში DVD ფორმატშია ხელმისაწვდომი.

1990 წელს მიიღო იმპერატორის პრემია (Praemium Imperiale), საერთაშორისო ჯილდო, რომელსაც იაპონიის სახელოვნებო ასოციაცია ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისთვის გასცემს. მიღებული $100 000 გამოიყენა ფონდის დასაარსებლად, სახელწოდებით „განათლება ხელოვნების გზით“ (The Bernstein Education Through the Arts Fund, Inc., BETA).[43] აღნიშნული გრანტის მიზანი ხელოვნებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება იყო. 1992 წელს დაარსებულმა ბერნსტაინის ცენტრმა ამ მიზნით ვრცელი სასკოლო კვლევა ჩაატარა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ე.წ. „ბერნსტანის მოდელი“.

ბერნსტაინის საფლავი გრინ-ვუდის სასაფლაოზე

ბერნსტაინის ბოლო გამოსვლა სცენაზე დირიჟორის რანგში 1990 წლის 19 აგვისტოს, ტენგლვუდში შედგა. იგი ბოსტონის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ბენჯამინ ბრიტენის ოთხ ინტერლუდიას ზღვაზე ოპერიდან პიტერ გრაიმსი, ასევე, ბეთჰოვენის მე-7 სიმფონიას ასრულებდა. ბეთჰოვენის სიმფონიის მე-3 მოქმედების დროს მას ხველება აუტყდა, თუმცა პიესა დასასრულამდე მაინც მიიყვანა და სცენა ოვაციის დროს, ტკივილისგან ძალაგამოცლილმა დატოვა. კონცერტი მოგვიანებით CD-ს სახით გამოსცა Deutsche Grammophon-მა, სახელწოდებით ლენარდ ბერნსტაინი –უკანასკნელი კონცერტი (კატალოგის ნომერი 431 768).

პირადი ცხოვრება

დიდი პირადი ტანჯვის და უთანხმოებებით სავსე ურთიერთობის შემდეგ, 1951 წლის 10 სექტემბერს, ბერნსტაინი დაქორწინდა მსახიობ ფელიჩია მონტეალეგრეზე. ერთ-ერთი ვერსიით, მან დაქორწინების გადაწყვეტილება თავის პირად ცხოვრებაზე მითქმა-მოთქმის გასაფანტად მიიღო, რაც ერთ-ერთი სერიოზული სადირიჟორო თანამდებობის მიღებაში ხელს უშლიდა, მიჰყვა რა თავისი მენტორის, დიმიტრი მიტროპულოსის რჩევას, რომელიც კარგად იცნობდა ორკესტრების სამეთვალყურეო საბჭოთა კონსერვატიულ ბუნებას. 2013 წლის ოქტომბერში გამოიცა წიგნი, სახელწოდებით ლენარდ ბერნსტაინის წერილები, რომელშიც ფელიჩია აღიარებს მისი მეუღლის ჰომოსექსუალობას. ის წერს:

შენ ჰომოსექსუალი ხარ და ვერასოდეს შეიცვლები - არ გსურს, აღიარო, რომ ორმაგი ცხოვრება გჭირდება, მაგრამ თუ შენი სულიერი სიმშვიდე, ჯანმრთელობა, მთელი შენი ნერვული სისტემა დამოკიდებულია გარკვეულ სექსუალურ ქცევაზე, რა უნდა გააკეთო?

ართურ ლორენცი, რომელიც ბერნსტაინთან ერთად ვესტ-საიდის იტორიაზე მუშაობდა, ამბობდა, რომ ბერნსტაინი „იყო გეი მამაკაცი, რომელიც დაქორწინდა. ეს მასში არავითარ კონფლიქტს არ იწვევდა. იგი, უბრალოდ, გეი იყო“.  შერლი როუდს პერლი, დირიჟორის კიდევ ერთი მეგობარი, ფიქრობდა, რომ ბერნსტაინს „მამაკაცები სექსუალურად, ხოლო ქალები - ემოციურად სჭირდებოდა“. მიუხედავად ამისა, ქორწინების ადრეული წლები ბედნიერი იყო და არავის გამოუთქვამს აზრი, რომ ბერნსტაინს და მის ცოლს ერთმანეთი არ უყვარდათ. მათ სამი შვილი ჰყავდათ - ჯეიმი, ალექსანდერი და ნინა. თუმცა, არსებობს გადმოცემები, რომ ბერნსტაინს ჰქონდა მოკლეხნიანი კავშირები ახალგაზრდა კაცებთან ქორწინების გარეთ, რომელთა შესახებაც მისმა მეუღლემ იცოდა.

ბერნსტაინის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმასვლის პერიოდი დაიწყო 1976 წელს, როცა მან გადაწყვიტა, რომ უკვე აღარ შეეძლო თავისი ჰომოსექსუალობის დამალვა, მიატოვა თავისი ცოლი - ფელიჩია და საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი რადიოს მუსიკალურ დირექტორთან, ტომ კოთრანთან გადავიდა.[51] მომდევნო წელს ფელიჩიას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც ბერნსტაინი უკან დაბრუნდა და მეუღლის გარდაცვალებამდე (1978 წლის 16 ივნისი) მასზე ზრუნავდა.[40] როგორც ამბობენ, მეუღლის გარდაცალების გამო დანაშაულის შეგრძნება ტანჯავდა.[40] ბერნსტაინის ბიოგრაფიების უმეტესობა თანხმდება, რომ მეუღლის სიკვდილის შემდეგ იგი შედარებით თამამი, დაუფიქრებელი და უხეში გახდა, თუმცა მის საზოგადოებრივ მდგომარეობასა და მეგობრულ კავშირებზე ამას გავლენა არ მოუხდენია და დაძაბული პროფესიული საქმიანობაც მალევე განაახლა.

მამაკაცებთან მის რომანებს შორის იყო ათწლიანი ურთიერთობა კუნიჰიკო ჰაშიმოტოსთან, დაზღვევის თანამშრომელთან ტოკიოდან. მათი შეხვედრა 1979 წელს, ტოკიოში, ნიუ-იორკის ფილარმონიულის გასტროლების დროს შედგა. ჰაშიმოტო ამ დროს 26 წლისა იყო. იგი დირიჟორს კულისებში ეწვია და მათ ღამე ერთად გაატარეს. ურთიერთობას დიდი მანძილი უშლიდა ხელს, თუმცა, წერილების მიხედვით, მათ ერთმანეთის მიმართ ღრმა გრძნობები გააჩნდათ. მარი იოშიჰარას წიგნში ძვირფასო ლენი: წერილები იაპონიიდან დეტალურადაა საუბარი მათ წერილებზე და ურთიერთობაზე. მასში არის ინტერვიუები ჰაშიმოტოსთანაც, აგრეთვე, წერილები, რომელთაც ბერნსტაინი სხვა იაპონელი თაყვანისმცემლებისგან იღებდა.

გარდაცვალება

1990 წლის 9 ოქტომბერს ბერნსტაინმა სადირიჟორო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ხუთი დღის შემდეგ კი ნიუ-იორკში, საცხოვრებელ კომპლექს დაკოტაში, გულის შეტევით გარდაიცვალა, რომლის მიზეზიც მეზოთელიომა იყო. იგი 72 წლის იყო. ბერნსტაინს, რომელიც აქტიური მწეველი იყო, 50 წლის ასაკიდან ემფიზემაც ჰქონდა. მისი დაკრძალვის პროცესიას მანჰეტენზე მუშებმა ქუდი მოუხადეს და გააცილეს სიტყვებით „მშვიდობით, ლენი“. დაკრძალულია გრინ-ვუდის სასაფლაოზე, ბრუკლინში, ნიუ-იორკში, მეუღლის გვერდით. მას გულზე მალერის მე-5 სიმფონიის პარტიტურა ადევს.

სოციალური აქტივობა

გარდა სადირიჟორო და საკომპოზიტორო მოღვაწეობისა, ბერნსტაინი ცნობილი იყო ღია პოლიტიკური შეხედულებებით და სოციალური ცვლილებებისადმი ძლიერი მისწრაფებით. ეს უკანასკნელი პირველად მისი სტუდენტობის დროს გამოვლინდა, როცა მარკ ბლიცშტაინის ცოტა ხნით ადრე აკრძალული ოპერა დადგა, სახელწოდებით აკვანი დაირწევა, რომლის თემაც მუშათა და მაღალ კლასს შორის არსებული უთანასწორობა იყო. მისი პირველი ოპერა, არეულობა ტაიტიზე, ბლიცშტაინს ეძღვნებოდა. მასში ძლიერადაა წინ წამოწეული სოციალური თემა, აკრიტიკებს რა ამერიკულ ცივილიზაციას და განსაკუთრებით, მაღალი კლასის წარმომადგენელთა ცხოვრების სტილს. კარიერის შემდგომ ეტაპებზე იბრძოდა ბევრი საკითხისთვის, „ამერიკული მუსიკის“ გავლენის და დასავლეთის ბირთვული განიარაღების ჩათვლით.

1940-იანი წლებიდან მოყოლებული, თავისი ბევრი მეგობრის და კოლეგის მსგავსად, არაერთ მემარცხენე მოძრაობასთან თუ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. იგი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და CBS-ის შავ სიაშიც იყო, თუმცა მის კარიერაზე ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია და მისთვის არც თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობის კომიტეტს მოუთხოვია ჩვენების მიცემა.}} 1970-იან წლებში მისი პოლიტიკური ცხოვრება პრესაში მნიშვნელოვანი განხილვის საგანიც გახდა, რისი მიზეზიც მის სახლში, მანჰეტენზე, პარკ ავენიუს №895-ში 1970 წლის 17 იანვარს გამართული შეკრება გახდა. ბერნსტაინის და მისი მეუღლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მიზანი „შავი პანტერების“ პარტიის წევრების დასაცავად ინფორმაციის გავრცელება და სახსრების შეგროვება იყო რამდენიმე სამართლებრივ საქმესთან, განსაკუთრებით კი, Panther 21-ის საქმესთან დაკავშირებით. The New York Times-მა ამ შეკრებაზე თავდაპირველად გასართობ სექციაში დაწერა, თუმცა მალე გამოაქვეყნა რედაქტორის სვეტი, რომელშიც ბერნსტაინი მკაცრად იყო გაკრიტიკებული გახმაურებული საქმისადმი საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურების ფონზე. ეს უარყოფითი რეაქცია 1970 წლის ივნისში ჟურნალ New York-ის ყდაზე ტომ ვოლფის ესეს გამოქვეყნებით დაგვირგვინდა, სახელწოდებით „რადიკალი სნობი: წვეულება ლენისთან (Radical Chic: That Party at Lenny's)“. სტატიაში ერთმანეთთან იყო დაპირისპირებული ბერნსტაინის კომფორტული ცხოვრების სტილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ უბანში და მისი პოლიტიკური ხედვები „შავ პანტერებთან“ დაკავშირებით, რომელიც ისტებლიშმენტის ხედვებს ეწინააღმდეგებოდა. ამას „რადიკალი სნობის (radical chic)“, როგორც კრიტიკული გამოთქმის პოპულარიზაცია მოჰყვა. ბერნსტაინმა და ფელიჩიამ აღნიშნული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი მიზანი არა მოდური ემპათიის გამოხატვა, არამედ სამოქალაქო თავისუფლების ხელშეწყობა იყო.

წიგნში წითელი არხები: რეპორტაჟი რადიოსა და ტელევიზიაში კომუნისტური გავლენების შესახებ (Red Channels: The Report of Communist Influence in Radio and Television (1950) ბერნსტაინი აარონ კოპლანდთან, ლინა ჰორნთან, პიტ სიგერთან, არტი შოსთან და საშემსრულებლო ხელოვნების სხვა წამყვან ფიგურებთან ერთად კომუნისტად იყო მოხსენიებული. წითელი არხები მემარჯვენე ჟურნალ კონტრშეტევის (Counterattack) მიერ გამოიცა და მისი რედაქტორი ვინსენტ ჰარტნეტი იყო, რომელიც, მოგვიანებით, განთქმული რადიო-წამყვანის, ჯონ ჰენრი ფოლკის ცილისწამებაში იქნა მხილებული.

ქველმოქმედება

ერთ-ერთმა მრავალ ჯილდოთაგან, რომელიც ბერნსტაინმა ცხოვრების განმავლობაში მოიპოვა, საშუალება მისცა თავისი ფილანთროპიული ოცნება რეალობად ექცია. მას დიდი ხნის განმავლობაში სურდა, ჩამოეყალიბებინა საერთაშორისო სკოლა, რომელიც ხელს შუწყობდა ხელოვნების ინტეგრაციას განათლებაში. 1990 წელს იაპონიის ხელოვნების ასოციაციისგან იმპერატორის პრემია მიიღო, მიღებული 100,000 აშშ დოლარი კი ნეშვილში ზემოხსენებული ტიპის სკოლის აშენებას მოახმარა, რომლის მიზანიც იყო ესწავლებინა მასწავლებლებისთვის, თუ როგორ მოეხდინათ მუსიკის, ცეკვის და თეატრის ინტეგრირება სასკოლო სისტემაში, რომელიც „არ მუშაობდა“. სამწუხაროდ, სკოლის გახსნა მხოლოდ ბერნსტაინის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ პროცესის საბოლოო შედეგი იყო ე.წ. „სწავლება ხელოვნებით“ (Artful Learning), როგორც „ბერნსტაინის ცენტრის“ ინიციატივათა ნაწილი.

ბერნსტაინი, როგორც დირიჟორი

ლენარდ ბერნსტაინი თავისი მესის რეპეტიციების დროს, 1971

ბერნსტაინი საორკესტრო სადირიჟორო საქმიანობაში XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. იგი დიდად დაფასებული იყო მუსიკოსთა შორის, მათ შორის, ისეთი ორკესტრების მუსიკოსებისგან, როგორიცაა ვენის ფილარმონიული, რისი დასტურიცაა მისთვის მინიჭებული ორკესტრის საპატიო წევრის სტატუსი, ლონდონის სიმფონიური, რომლის პრეზიდენტიც იყო გარკვეული ხნის განმავლობაში და ისრაელის ფილარმონიული, რომელთანაც, მიწვეული დირიჟორის რანგში, რეგულარულად თანამშრომლობდა. 1960 წლიდან მოყოლებული თითქმის სუპერვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა, ჰერბერტ ფონ კარაიანის მსგავსად, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით ოპერას იშვიათად დირიჟორობდა და მისი ცნობადობა, გარკვეულწილად, საკომპოზიტორო საქმიანობითაც იყო განპირობებული. იყო პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელიც ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური დირექტორი გახდა. მისმა წარმატებამ შეცვალა წარმოდგენა, რომ საუკეთესო დირიჟორებს განათლება აუცილებლად ევროპაში უნდა ჰქონოდათ მიღებული.

ბერნსტაინის სადირიჟორო სტილი ხასიათდებოდა უკიდურესი ემოციურობით და მძლავრი რიტმული პულსით, რომელიც ვიზუალურად პოდიუმზე დგომისას თითქმის ცეკვისებური მანერით გადმოიცემოდა. ბევრი მუსიკოსის მიხედვით, მისი მანერები რეპეტიციების დროსაც კონცერტის მსგავსი იყო. ასაკის მატებასთან ერთად მის სტილში პირადმა ექსპრესიულობამ იმატა, რაც, ზოგჯერ, კრიტიკის საგანიც ხდებოდა. ამის ნათელი მაგალითები შეიძლება აღმოვაჩინოთ Deutsche Grammophon-ისთვის ჩაწერილ ნიმროდში ელგარის ენიგმას ვარიაციებიდან (1982), მალერის მე-9 სიმფონიის დასასრულში (1985) და ჩაიკოვსკის მე-6 (პათეტიკური) სიმფონიის ფინალში (1986), სადაც მისი ტემპები ჩვეულებრივ მიღებულ ტემპებზე ბევრად ნელია.

ბერნსტაინის ფართო რეპერტუარი მოიცავდა ყველაფერს ბაროკოდან XX საუკუნის მუსიკამდე, თუმცა, 1970-იანი წლებიდან იგი უფრო რომანტიკული ეპოქის მუსიკაზე კონცენტრირდა. განსაკუთრებით დახელოვნებული იყო გუსტავ მალერის, ასევე, ამერიკელი კომპოზიტორების მუსიკის ინტერპრეტაციაში (ჯორჯ გერშვინი, აარონ კოპლანდი, ჩარლზ აივზი, როი ჰარისი, უილიამ შუმანი და რა თქმა უნდა, თავად). ამ კომპოზიტორთა მუსიკის მისეული ჩანაწერები, როგორც წესი, ბევრი კრიტიკოსის რეკომენდაციებში ხვდება, როგორც საუკეთესო ნიმუშები. სხვა, კარგად შეფასებულ ჩანაწერთა შორის განიხილება ჰაიდნისბეთჰოვენისბერლიოზისრობერტ შუმანისლისტის, კარლ ნილსენის, სიბელიუსის, სტრავინსკის, ჰინდემიტის, შოსტაკოვიჩის და სხვათა ცალკეული ნაწარმოები.[75] Columbia Records-ის მიერ 1959 წელს გამოცემული ჩანაწერები: ბლუზური რაფსოდია (ვერსია სრული ორკესტრისთვის) და ამერიკელი პარიზში ბევრი კრიტიკოსის მიერ სანიმუშოდ განიხილება, თუმცა, ბერნსტაინმა რაფსოდია მცირედით შეამოკლა და მისი „სიმფონიური“ მიდგომა მუსიკასთან, ნელი ტემპებით, საკმაოდ შორსაა გერშვინისეული წარმოდგენისგან, რომელიც მის ორ ჩანაწერში ჩანს და რომელსაც ოსკარ ლევანტი, ერლ უინდი და სხვები უფრო მიუახლოვდნენ. ბერნსტაინს არასოდეს უდირიჟორია გერშვინის საფორტეპიანო კონცერტი, ხოლო პორგი და ბესიდან მხოლოდ ნაწყვეტებს ასრულებდა ხოლმე, თუმცა, ეს ოპერა განიხილა ნიუ-იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით Why Don't You Run Upstairs and Write a Nice Gershwin Tune? (მოგვიანებით, იგივე სტატია 1959 წელს გამოცემულ წიგნშიც მოხვდა, სახელწოდებით The Joy of Music.)

გარდა საკუთრი საქმიანობისა, ბერნსტაინი დირიჟორობის გავლენიანი პედაგოგიც იყო. ტენგლვუდში და სხვაგან მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში იგი ასწავლიდა და ხელმძღვანელობდა დირიჟორებს, რომელთაგანაც ბევრი დღეს აქტიურ საქმიანობას ეწევა. მათ შორისაა ჯონ მოსერი, მარინ ალსოპი, ჰერბერტ ბლომშტეტი, ედო დე ვარტი, ალექსანდერ ფრეი, პავო იერვი, ეიჯი ოუე, მორის პერესი, სეიჯი ოზავა (რომლის ამერიკული სატელევიზიო დებიუტი ახალგაზრდული კონცერტების ერთ-ერთ გადაცემაში შედგა), კარლ სენ-კლერი, ჰელმუტ რილინგი, მაიკლ ტილსონ ტომასი და იაპ ვან ზვედენი. ეჭვგარეშეა მისი გავლენა ბევრი ამერიკელი მუსიკოსის კარიერულ არჩევანზე, რომლებიც მის სატელევიზიო პროგრამებზე აღიზარდნენ, 1950-იან და 60-იან წლებში.

ჩანაწერები

დანიელი კომპოზიტორის, კარლ ნილსენის მე-3 სიმფონიის აუდიო-ჩაწერის პროცესი CBS-ისთვის. კოპენჰაგენი, 1965

ბერნსტაინის აქტიური დისკოგრაფიული საქმიანობა 1940-იანი წლების შუაში დაიწყო და მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრეც გრძელდებოდა. გარდა ზემოხსენებული 1940-იანი წლების ჩანაწერებისა, უმეტესწილად Columbia Masterworks Records-ისთვის მუშაობდა, განსაკუთრებით, 1958-1971 წლებში, როცა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელი იყო. მისი ჩვეული მეთოდი იყო დიდი საორკესტრო ნაწარმოებების დაუყოვნებლივ ჩაწერა კონცერტზე ან ტელევიზიით მათი ცოცხლად წარდგენის შემდეგ, ხოლო თავისუფალ პერიოდს მცირე ზომის საორკესტრო ნაწარმოებების ჩასაწერად იყენებდა. ბევრი ჩანაწერი ციფრულად გადამუშავდა და ხელახლა გამოიცა Sony Classical Records-ის[შ 4] მიერ ჯერ 1992 და 1993 წლებში 100 ნაწილისგან (125 კომპაქტ-დისკისგან) შემდგარი „Royal Edition-ის“ სახით, ხოლო შემდგომ, 1997–2001 წლებში, „Bernstein Century-ს“ ფარგლებში. 1940-იან წლებში RCA Victor-ისთვის გაკეთებულ ჩანაწერებზე სრული უფლებები Sony-მ 2008 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც Bertelsmann Music Group (BMG) შეიძინა, რის შედეგადაც, ამჟამად ორივე, RCA-ს და Columbia-ს არქივებს თავად აკონტროლებს. ისინი სრულად გამოიცა სამი ბოქს-სეტის სახით (2010, 2014 და 2018 წლებში). აღნიშნული სერია, მთლიანობაში, 198 დისკისგან შედგება და სახელად Leonard Bernstein Edition ეწოდება.

მისი გვიანდელი ჩანაწერები (1972 წლის კარმენიდან მოყოლებული), ძირითადად, Deutsche Grammophon-ისთვის კეთდებოდა, თუმცა, დროდადრო Columbia-ს ლეიბლსაც უბრუნდებოდა ხოლმე. გამონაკლისთა შორის აღსანიშნავია ვენის ფილარმონიულთან ერთად Decca Records-ისთვის ჩაწერილი მალერის დედამიწის სიმღერა, ასევე, მოცარტის მე-15 საფორტეპიანო კონცერტი და 36-ე („ლინცის“) სიმფონია (1966); ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონია და ჰაროლდი იტალიაში EMI-სთვის (1976) და ვაგნერის ტრისტან და იზოლდა Philips Record-ისთვის (1981), რომელიც, Deutsche Grammophon-ის მსგავსად, იმჟამად PolyGram-ის შემადგენლობაში შედიოდა. Columbia Masterworks-ისთვის გაკეთებული ჩანაწერებისგან განსხვავებით, გვიანდელი, Deutsche Grammophon-ის ჩანაწერები Live კონცერტებიდან არის აღებული (ან რამდენიმე კონცერტიდან აღებული მასალისგან შედგება, რასაც, ზოგჯერ, შეცდომათა გასწორების მიზნით, დამატებითი სტუდიური სესიებიც ახლდა თან). ბევრი მათგანი 1950-იან და 60-იან წლებში ჩაწერილ რეპერტუარს იმეორებს.

აუდიო-ჩანაწერების გარდა ბერნსტაინის ბევრი კონცერტი 1970-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანულმა კინოკომპანია Unitel-მა ფირზეც აღბეჭდა. მათ შორის არის მალერის სიმფონიების სრული ციკლი (ვენის ფილარმონიულთან და ლონდონის სიმფონიურთან ერთად), ასევე, ბეთჰოვენის, ბრამსის და შუმანის სიმფონიების ციკლები, რომლებიც იგივე კონცერტებს წარმოადგენს, რომლებიც Deutsche Grammophon-მა აუდიო-ჩანაწერებისათვის გამოიყენა. ამ ფილმების უმეტესობა დღეს DVD-ს სახითაა ხელმისაწვდომი.

მთლიანობაში, ბერნსტაინის ჩანაწერებს, მათ შორის, გარდაცვალების შემდეგ გამოცემულს, სხვადასხვა კატეგორიაში 16 გრემი აქვს მოპოვებული. 1985 წელს მას ეს ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვისაც გადასცეს.

ბერნსტაინი, როგორც კომპოზიტორი

ბერნსტაინი ეკლექტური კომპოზიტორი იყო, რომლის მუსიკაშიც ერთმანეთს ერწყმოდა ჯაზის, ებრაული მუსიკის, თეატრალური მუსიკის და სხვა კომპოზიტორთა, მაგალითად, კოპლანდის, სტრავინსკის, დარიუს მილოს, გერშვინის და მარკ ბლიცშტაინის მუსიკის ელემენტები. მისმა ზოგიერთმა ნაწარმოებმა, განსაკუთრებით, მუსიკამ ვესტ-საიდის ისტორიისთვის, ხელი შეუწყო კლასიკური და პოპულარული მუსიკის დაახლოვებას. მისი მუსიკა ტონალობაზეა დაფუძნებული, თუმცა, ზოგიერთ ნამუშევარში, როგორიცაა მე-3 (კადიშის) სიმფონია და ოპერა წყნარი ადგილი, 12-ტონიანი ტექნიკის ელემენტებსაც იყენებს. თავისივე სიტყვებით, მისი, როგორც კომპოზიტორის მთავარი მოტივაცია „კომუნიკაცია“ იყო და მისი ყველა ნაწარმოები, სიმფონიების და საკონცერტო პიესების ჩათვლით, „შეიძლება, გარკვეული აზრით, თეატრალურ ნაწარმოებებად განვიხილოთ“.[76]

Place Léonard-Bernstein - მოედანი პარიზის მე-12 რაიონში

ამერიკული ორკესტრების ლიგის მიხედვით, 2008-2009 წლებში ბერნსტაინი ყველაზე ხშირად შესრულებულ ამერიკელ კომპოზიტორთა შორის მეორე ადგილზე იყო, კოპლანდის შემდეგ, ხოლო ყველა ეროვნების კომპოზიტორთა შორის – მე-16 ადგილზე. (აღსანიშნავია, რომ შესრულებათა სიხშირე, შესაძლოა, მისი დაბადებიდან 90 წლის იუბილესაც უკავშირდებოდა, 2008 წელს). ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებთა შორის იყო კანდიდის უვერტიურა, სიმფონიური ცეკვები ვესტ-საიდის ისტორიიდან, სერენადა პლატონის სიმპოზიუმის მიხედვით და სამი საცეკვაო ეპიზოდი მიუზიკლიდან ქალაქზე. მისი მიუზიკლები რეგულარულად სრულდება, დროდადრო მსოფლიოს წამყვან ორკესტრთა პროგრამაში ჩნდება მისი სიმფონიური და საკონცერტო მუსიკაც. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ნაწარმოები კომერციულადაც ჩაიწერა, მათ შორისაა ზემოხსენებული სერენადა, რომლის 10-ზე მეტი სხვადასხვა ჩანაწერი არსებობს.

მიუხედავად მისი ნაწარმოებების პოპულარობისა, ბერნსტაინი იმედგაცრუებული იყო არცთუ სახარბიელო კრიტიკული გამოხმაურებებით, რომლებიც მის შედარებით სერიოზულ ნამუშევრებს მოჰყვებოდა ხოლმე, ასევე, იმ ფაქტითაც, რომ სადირიჟორო და სხვა სახის საქმიანობის გამო კომპოზიციას საკმარის დროს ვერ უთმობდა. ბერნსტაინის მუსიკის პროფესიული კრიტიკა ხშირად მოიცავს იმის განხილვას, თუ რამდენად ქმნიდა იგი, როგორც კომპოზიტორი რაიმე ახალს ნაცვლად იმისა, რომ მოხერხებულად ესესხებინა და შეეზავებინა ელემენტები სხვათა მუსიკიდან. 1960-იანი წლების მიწურულს თავად ბერნსტაინი ამბობდა, რომ მისი ეკლექტურობა, გარკვეულწილად, იმის შედეგი იყო, რომ კომპოზიციას ხანგრძლივ დროს ვერ უთმობდა ხოლმე; ამასთან, ცდილობდა თავისი მუსიკალური ენა გაემდიდრებინა წინამორბედი დიდი კომპოზიტორების მსგავსად, რომლებიც ყოველთვის სესხულობდნენ სხვადასხვა ელემენტებს. ალბათ, ყველაზე მწვავე კრიტიკა მის კადიშის სიმფონიასმესას და ოპერა წყარ ადგილს უკავშირდებოდა, რომელთა მთავარი მესიჯები ბევრისთვის ოდნავ გამაღიზიანებელი, სტერეოტიპული ან შეურაცხმყოფელი იყო. მიუხედავად ამისა, ყველა ეს ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრჯერ შესრულდა და განხილვის საგანიც გახდა.

ბერნსტაინის ნამუშევრები რამდენჯერმე შესრულდა იოანე პავლე II-ისთვის. მათ შორის, მსოფლიოს ახალგაზრდობის დღეზე, დენვერში, 1993 წლის 14 აგვისტოს (ნაწყვეტები მესიდან), ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე 1994 წლის 7 აპრილს, სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ვატიკანში, სალა ნერვიში (ჩიჩესტერის ფსალმუნები და ნაწყვეტი მე-3 სიმფონიიდან). ორივე კონცერტს გილბერტ ლივაინი დირიჟორობდა.

დირიჟორობისგან განსხვავებით, ბერნსტაინს კომპოზიცია არასოდეს უსწავლებია და როგორც კომპოზიტორს, მემკვიდრეები არ ჰყავს. მასთან ყველაზე ახლოს, ალბათ, კომპოზიტორი ჯონ ადამსია, რომელმაც 1970-იანი წლებიდან მისი ეკლექტური, თეატრალური სტილის ელემენტები ირიბად აითვისა.

ნაწარმოებები

ლენარდ ბერნსტაინი ედისონის კლასიკური მუსიკის ჯილდოს მიღებისას, 1968

ბალეტები

  • Fancy Free, 1944
  • Dybbuk, 1974

ოპერები

  • არეულობა ტაიტიზე (Trouble in Tahiti), 1952
  • კანდიდი (Candide) (ოპერეტა), 1956 (ახალი ლიბრეტო 1973 წელს დაიწერა, ოპერეტის საბოლოო ვერსია კი 1989 წლით თარიღდება)
  • წყნარი ადგილი (A Quiet Place), 1983, რევიზია 1986 წელს

მიუზიკლები

  • ქალაქზე (On The Town), 1944
  • საოცარი ქალაქი (Wonderful Town), 1953
  • ვესტ-საიდის ისტორია (West Side Story), 1957
  • The Race to Urga (დაუსრულებელი), 1969
  • 1600 Pennsylvania Avenue, 1976
  • წვეულება ბეტი კომდენთან და ადოლფ გრინთან ერთად (A Party with Betty Comden and Adolph Green), 1977
  • The Madwoman of Central Park West]], (ნაწილობრივ) 1979

ინციდენტური მუსიკა და სხვა თეატრალური ნაწარმოებები

  • პიტერ პენი, 1950
  • ტოროლა, 1955
  • პირმშო (The Firstborn), 1958
  • მესა (MASS) (თეატრალური პიესა მომღერლების, შემსრულებლების და მოცეკვავეებისთვის), 1971
  • გვერდიგვერდ ზონდჰაიმთან (Side by Side by Sondheim) 1976

მუსიკა ფილმისთვის

  • ქალაქზე (On the Town), 1949 (გამოყენებული იყო მისი მუსიკის მხოლოდ ნაწილი)
  • On the Waterfront, 1954 (საუნდტრეკი)
  • ვესტ საიდის ისტორია (West Side Story), 1961

საორკესტრო მუსიკა

  • სიმფონია №1 „იერემია“, 1942
  • სიმფონია №2 „მღელვარების ეპოქა“ (უ. ჰ. ოდენის მიხედვით) ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, 1949 (რევიზია 1965 წელს)
  • სერენადა პლატონის სიმპოზიუმის მიხედვით სოლო ვიოლინოს, სიმებიანი ინსტრუმენტების, არფის და დასარტყამებისთვის, 1954
  • პრელუდია, ფუგა და რიფები სოლო კლარნეტის და ჯაზის ანსამბლისთვის, 1949
  • სიმფონია №3 „კადიში“ ორკესტრის, შერეული გუნდის, მთხრობელის და სოლო სოპრანოსთვის, 1963 (რევიზია 1977 წელს)
  • სიმღერის ფესტივალი: ამერიკული ლექსების ციკლი ექვსი მომღერლის და ორკესტრისთვის, 1977
  • სლავა! პოლიტიკური უვერტიურა (Slava! A Political Overture) ორკესტრისთვის, 1977
  • Ḥalil, ნოქტურნი სოლო ფლეიტის, პიკოლოს, ალტის ფლეიტის, დასარტყამი ინსტრუმენტების, არფის და სიმებიანებისთვის, 1981

საგუნდო მუსიკა

  • Hashkiveinu კანტორის (ტენორი), შერეული გუნდის და ორგანისთვის, 1945
  • Missa Brevis შერეული გუნდის და სოლო კონტრტენორისთვის, დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად, 1988
  • ჩიჩესტერის ფსალმუნები (Chichester Psalms) ბიჭი სოპრანოს (ან კონტრტენორის), შერეული გუნდის და ორკესტრისთვის, 1965 (არსებობს ვერსია ორგანის, არფის და დასარტყამი ინსტრუმენტებისთვისაც)

კამერული მუსიკა

  • საფორტეპიანო ტრიო, 1937
  • სონატა კლარნეტის და ფორტეპიანოსთვის, 1942
  • საცეკვაო სიუიტა, 1988

ვოკალური მუსიკა

  • Big Stuff, შეასრულა ბილი ჰოლიდეიმ
  • გახსნის ლოცვა (Opening Prayer) ბარიტონის და ორკესტრისთვის, 1986, კარნეგი ჰოლის გასნისთვის რესტავრაციის შემდეგ

საფორტეპიანო მუსიკა

  • 7 Anniversaries, 1944
  • 4 Anniversaries, 1948
  • 5 Anniversaries, 1952
  • 13 Anniversaries, 1988

სტანისლავ ლემი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      სტანისლავ ლემი


     (პოლ. Stanisław Herman Lem; დ. 12 სექტემბერი, 1921, ლვოვი — გ. 27 მარტი, 2006) — პოლონელი მწერალი. დაამთავრა კრაკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1948). 1946 წლიდან ბეჭდავდა ლექსებსა და მოთხრობებს. 1956 წლიდან აქვეყნებდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ნაწარმოებებს („ასტრონავტები“, 1951, ,,სოლარისი", 1961 ,,მაგელანის ღრუბელი" და სხვა). ლემი იყო ფანტასტიკის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იგი ავტორია ფსიქოლოგიური რომანისა „დაუკარგავი დრო“ (1955), დეტექტიური ნაწარმოებისა „გამოძიება“ (1959). საყოველთაოდ აღიარებული აკადემიური ფუტუროლოგიური კრებულის ,,ტექნოლოგიათა ჯამი" და სხვა. ლემის ნაწარმოებები , მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი.
ბიოგრაფია - სტანისლავ ლემი დაიბადა 1921 წლის 12 სექტემბერს ლვოვში ოტოლარინგოლოგ სამუილ ლემის (1879-1954) და საბინა ვოლერის (1892-1979) ოჯახში. ოჯახი ბრიეროვსკაიას ქუჩაზე 4 ნომერში ცხოვრობდა.

სწავლობდა ლვოვის კაროლ შაინოხას სახელობის გიმნაზიაში. ის სწავლობდა მედიცინას ლვოვის უნივერსიტეტში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. მიუხედავად მათი ებრაული წარმომავლობისა, ომის წლებში ოჯახმა მოახერხა გეტოში დეპორტაციის თავიდან აცილება ყალბი დოკუმენტების წყალობით (ლემას ოჯახის ყველა ახლო ნათესავი, რომელიც მაშინ იმყოფებოდა პოლონეთში გარდაიცვალა). . გერმანული ოკუპაციის დროს ლემი მუშაობდა ავტომექანიკოსად და შემდუღებლად, მონაწილეობდა ნაცისტების წინააღმდეგობის ჯგუფში. ომის დასრულების შემდეგ ლემის ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ტერიტორია, რომელიც სსრკ-ს შემადგენლობაში შევიდა და გადასულიყო კრაკოვში. იქ სტანისლავმა დაიწყო მედიცინის შესწავლა იაგელონის უნივერსიტეტში (Uniwersytet Jagielloński).

1948 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ სტანისლავ ლემმა უარი თქვა საბოლოო გამოცდების ჩაბარებაზე, არ სურდა სამხედრო ექიმი გამხდარიყო და მიიღო მხოლოდ კურსის დასრულების მოწმობა. მუშაობდა პროფესორ მიეჩილავ ჩოინოვსკის ასისტენტად "სამეცნიერო წრეში" ("წრე" იყო მთელი უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის კოლექციონერი, რომელიც შემდეგ მოვიდა პოლონეთში). ლემ თავისუფალ დროს დაიწყო მოთხრობების წერა, რათა ომისშემდგომ რთულ პერიოდში დამატებითი საარსებო წყარო ეშოვა. მისი ნამუშევრები პირველად 1946 წელს გამოიცა. მოგვიანებით ეს ჰობი ლემის მთავარ პროფესიად გადაიზარდა, რამაც მედიცინაში მუშაობა უკანა პლანზე გადაიტანა. 1948-1950 წლებში ლემი ასევე მუშაობდა უნივერსიტეტის ანატომიური თეატრის უმცროს ასისტენტად.
იხ. ვიდეო - სტანისლავ ლემის 100 წლის იუბილე: სპეციალური ონლაინ პრეზენტაცია ქართული აუდიტორიისთვის - იმდინარე წელს პოლონეთი სტანისლავ ლემის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ლემი  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე ცნობილი პოლონელი ავტორია, რომლის ნამუშევრებიც მსოფლიოს გარშემო 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. 

გვსურს, რომ აღნიშნულ მოკლე პრეზენტაციაში ქართულ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სტანისლავ ლემისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ვიდეოში გამოყენებული მასალები უფრო ვრცელი სახით ხელმისაწვდომია ინგლისურენოვან პოდკასტში „პოლონური სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის შესწავლა. სტანისლავ ლემის 100 წლის იუბილე“, რომელიც პოდკასტების პლატფორმებზეა განთავსებული. - This presentation is supported by a grant from the Polish Ministry of Culture, National Heritage and Sport under the grant program “Promotion of Polish Culture Abroad” from the Fund for the Promotion of Culture, obtained from subsidies established in games subject to state monopoly, in accordance with Art. 80 sec. 1 of the Act of November 19, 2009 on Gambling.




ლემის პირველი ლიტერატურული წარმატება მოვიდა 1951 წელს ასტრონავტების გამოქვეყნებით. რომანი არაერთხელ გამოიცა საზღვარგარეთ.

1962 წელს დიმიტრი ბრუსკინმა რუსულად თარგმნა ლემის რომანი Solaris, რის შემდეგაც მწერლის წიგნების რეგულარულად დიდი რაოდენობით გამოცემა დაიწყო. საბჭოთა მეცნიერთან ი. შკლოვსკის ნაშრომი ეხმიანება მისი წიგნის მესამე ნაწილს: „ცივილიზაცია, კოსმოსური ხომალდები“.

უკვე 1963 წელს ლემმა მიიღო მოსფილმისგან შეთავაზება სოლარისის კინოადაპტაციის შესახებ, მაგრამ მას ეჭვი ეპარებოდა ამ რომანის თარგმნის შესაძლებლობებში ბუნებასთან და იდეის გაგების სირთულეების გამო. მას სურდა შეეთავაზებინა „უძლეველის“ გადაღება. ასევე, ოდესის კინოსტუდიამ მიმართა ლემს წინადადებებით ფილმის ადაპტაციისთვის
1973 წელს ლემს მიენიჭა საპატიო წევრობა ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლების ორგანიზაციაში SFWA (ნებულა პრიზის დამფუძნებელი), საიდანაც იგი გააძევეს 1976 წელს ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ლიტერატურის კრიტიკის გამო, რომელსაც მან კიჩი უწოდა, ბრალს სდებდა ცუდ აზროვნებაში. ცუდი სტილის წერა და მოგებისადმი გადაჭარბებული ინტერესი ახალი იდეებისა და ლიტერატურული ფორმების ხარჯზე. მოგვიანებით, ურსულა ლე გუინისა და მისი რამდენიმე წევრის პროტესტის შემდეგ, SFWA-მ შესთავაზა მას რეგულარული წევრობა, რაც ლემ უარყო.

PPR-ში ლემი თანაუგრძნობდა დისიდენტურ მოძრაობას, შეუერთდა პოლონეთის დამოუკიდებელი შეთანხმების ოპოზიციური ინტელექტუალების ორგანიზაციას.

1981 წელს ლემმა მიიღო საპატიო ხარისხი ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (პოლონური: Politechnika Wrocławska), მოგვიანებით კი ოპოლის, ლვოვის და იაგელონის უნივერსიტეტებიდან. ლვოვის სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
იხ. ვიდეო - В доме Станислава Лема. Телевизионный журнал "Содружество". Эфир 19 ноября 1977



პოლონეთის პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 1983 წლიდან 1988 წლამდე მწერალი გერმანიასა და ავსტრიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა.

1997 წელს სტანისლავ ლემი კრაკოვის საპატიო რეზიდენტი გახდა.

იგი გარდაიცვალა 2006 წლის 27 მარტს კრაკოვში 84 წლის ასაკში ხანგრძლივი გულის დაავადების შემდეგ. ის დაკრძალეს სალვატორის სასაფლაოზე.

სტანისლავ ლემის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზაზე დაიწერა ავტობიოგრაფია "ჩემი ცხოვრება" (გერმ. Mein Leben, 1983) და რომანი ლვოვის ბავშვობის შესახებ "მაღალი ციხე". გამოქვეყნებულია ინტერვიუების სერია სათაურით "ასე ლაპარაკობდა... ლემ" (Tako rzecze ... Lem)
მოღვაწეობა - სტანისლავ ლემი წერდა (ხშირად ერთი შეხედვით გადაულახავ) სირთულეებზე კაცობრიობის არამიწიერ ცივილიზაციებთან კომუნიკაციის, პლანეტის ტექნოლოგიური მომავლის შესახებ. მისი შემდგომი ნამუშევრები ასევე ეძღვნება იდეალისტურ და უტოპიურ საზოგადოებას და ადამიანის არსებობის პრობლემებს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური განვითარების გამო არაფერია გასაკეთებელი. მისი არამიწიერი სამყაროების თემები მოიცავს მექანიკური თვითორგანიზებული "მწერების" ჯგუფს ("უძლეველი"), მგრძნობიარე ოკეანეს ("სოლარისი") და სხვა. ტექნოლოგიური უტოპიის პრობლემები განიხილება რომანებში „დაბრუნება ვარსკვლავებიდან“, „მშვიდობა დედამიწაზე“, „შემოწმება ადგილზე“ და ცოტა ციკლში „კიბერიადა“.

ლემის ნამუშევრები სავსეა ინტელექტუალური იუმორით, სიტყვით, ყველანაირი მინიშნებით.

თავად ლემის თქმით, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგი ავტორების ნაშრომებმა:

სოლ ბელოუ (1915–2005), ამერიკელი მწერალი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში;
ჰ.გ უელსი (1866-1946) - ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი, მე-20 საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი;
ნორბერტ ვინერი (1894-1964) - ამერიკელი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი, კიბერნეტიკის ფუძემდებელი;
კლოდ ელვუდ შენონი (1916-2001) - ინფორმაციის მათემატიკური თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებელი;
ჟიულ ვერნი (1828-1905 წწ.) - ფრანგი მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი;
უილიამ ოლაფ სტეპლდონი (1886-1950), ინგლისელი ფილოსოფოსი და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალი.
იხ. ვიდეო - The Visionary Sci-Fi World of Lem - Often described as a prophet and visionary, world-renowned Sci-Fi writer and futurologist Stanisław Lem is the world’s most often translated Polish writer, whose book Solaris was perhaps his internationally best known work, twice made into a film, most recently directed by Steven Soderbergh with George Clooney in the starring role. His recognition is such that it was recently announced that European Space Agency astronauts travelling on Elon Musk’s SpaceX Crew Dragon spacecraft will honour Lem in space as part of their six-month mission.

With 2021 named in Poland as the year of Sci-Fi writer Stanisław Lem, who would have turned 100 this year, Heart of Poland’s Patrick Ney spoke to Szymon Kloska, curator of the Lem 2021 programme at the Kraków Festival Office about a fascinating man and the dozens of events being organised in his honour this year, including flagship project, Planet Lem.



воскресенье, 7 августа 2022 г.

ესტეტიკური სიამუვნების დრო რომატიზმის და სიყვარულის

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                                

          ❤❤Christine Imedadze - მიყვარხარ❤❤


       ❤❤ლევან კბილაშვილი & მეგობრები - ისევ მიდიხარ❤❤

❤❤მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო ❤❤

❤❤Gia Yancheli - Yellow Leaves❤❤
❤❤33ა ამოდენა მდინარე❤❤



❤❤ჯგუფი 1/4 - ვეცადე დამეხატა დრო❤❤

❤❤ანრი ჯოხაძე & ნუცა შანშიაშვილი - მაჩუქე ფრთები❤❤
❤❤გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ / galaktion❤❤
❤❤გალაკტიონ ტაბიძე - რაც უფრო შორს ხარ❤❤
❤❤გალაკტიონ ტაბიძე - სად / galaktion tabidze - where❤❤














მტკვარ-არაქსის კულტურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

            მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი). - Early expansion of the Kuro-Araxes culture (light shading) shown in relation to subsequent cultures in the area, such as Urartu (dark shading).

ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

                                       კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არაქსის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.

                                                                     

          Kura-Araxes pottery fragments and obsidian from the Shengavit Settlement


                                           ისტორია

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.

მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველიმილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფეიანიქთეფე), თურქეთში (ქარაზიფულურუ) და სხვა.

ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.

მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორაგუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.

შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.

მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.

იხ. ვიდეო - მტკვარ - არაქსის კულტურა - "გუდაბერტყას ნამოსახლარი" - ბრინჯაოს ხანის საქართველო - მტკვარ-არაქსის კულტურა "გუდაბერტყას ნამოსახლარი".

გუდაბერტყას ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი 5000 წლისაა. ის მტკვარ-არაქსული კულტურის შემქმნელების ერთ-ერთი დიდი დასახლებაა საქართველოში. დეტალურად ამ ძეგლის შესახებ - ჩვენს ფილმში...



თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.

იხ. ვიდეო - Understanding the Kura-Araxes from the South Caucasus to Iran -  In this video, Dr. Mitchell Rothman Emeritus Professor of Anthropology and Archaeology, Widener University and Consulting Scholar at Penn Museum, talks about the Kura-Araxes culture in a broad context from South Caucasus to Western Iran. He describes the similarities and distinctions of this culture throughout the region.




მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.

მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდი ნაკლებ დასაშვებია.

კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.

იხ. ვიდეო - The Kura-Araxes Culture, Language & DNA




შულავერ-შომუთეფეს კულტურა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        შულავერ-შომუთეფეს კულტურა


                              შულავერ-შომუთეფეს კულტურის ნეოლითური ღვინის ჭურჭელი
არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გვიან ნეოლითში და ენეოლითში გავრცელებული იყო ამიერკავკასიაში, თანამედროვე საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. 6000-4000 წლებით. სახელწოდება მიიღო შულავრის გორისა (საქართველო) და შომუთეფეს (აზერბაიჯანი) დასახლებების მიხედვით.

იმირის გორა და შულავრის გორა 1965-1971 წწ. შეისწავლა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები ო. ჯაფარიძე, ალ. ჯავახიშვილი), ხოლო შომუთეფე შეისწავლეს 1961-1964 წლებში.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა წინ უსწრებს მტკვარ-არაქსის კულტურას, რომელიც არსებობდა ამიერკავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის მიმდებარე რეგიონებში დაახლოებით ძვ. წ. 4000-2200 წლის განმავლობაში და რომელმაც მოგვიანებით მნიშვნელოვნად ზეგავლენა მოახდინა თრიალეთის კულტურაზე (ძვ. წ. 2200-1500 წწ.). აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული სიონის კულტურა უნდა იყოს გარდამავალი ეტაპი შულავერ-შომუთეფეს კულტურიდან მტკვარ-არაქსის კულტურაზე.

აზერბაიჯანში, ლეილათეფეს კულტურის ფენები ზოგიერთ შემთხვევაში გადაფარავს შულავერი-შომუთეფესს კულტურის ადრეულ ფენებს.

შულავერ-შომუთეფეს კულტურა, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის მეზობელი ნეოლითური კულტურები, იარაღების დასამზადებლად იყენებდა ადგილობრივ ობსიდიანს, დაკავებული იყო მესაქონლეობით (მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი), კულტივირებული მცენარეების, მათ შორის ყურძნის მოყვანით. სოფელ იმირის ახლოს მდებარე გადაჭრილი გორის მასალები რადიოლოგიური ანალიზის შედეგად თარიღდება ძვ. წ. 6000 წლით
იხ. ვიდეო - "გადაჭრილი გორა" - შულავერ - შომუთეფეს კულტურა - 
ადრესამიწათმოქმედო კულტურები საქართველში 
- შულავერ - შომუთეფეს კულტურა - "გადაჭრილი გორა"
რა აღმოჩენები გაკეთდა გადაჭრილ გორაზე და რის გამო მოუტანა ამ აღმოჩენებმა საქართველოს მსოფლიო სახელი.   
......
სამეცნიერო-პოპულარული  პროექტი - "ფესვები" 
ქართველი ემიგრანტი მოსწავლეებისათვის და ასევე საქართველოში მცხოვრები ბავშვებისათვისაც, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ისტორიის და კულტურის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, 
და რომელიც დაეხმარება ბავშვებს უკეთ გაიცნონ თავისი სამშობლო და მისი დიადი წარსული.


ლეგენდები და მითები თანავარსკვლავედების შესახებ | თანავარსკვლავედი ორიონი, კურო (პლეადები და ჰიადები), დიდი დათვის თნავარსკლავედუ

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ლეგენდები და მითები                                      თანავარსკვლავედების შესახებ                       თანავარსკვლავედი ორიონი, კურო (პლეადები და ჰიადები),  დიდი დათვის                                თანავარსკლავედი
ნათელ ღამეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის გვეჩვენება, რომ ყველა ციური სხეული ჩვენგან თანაბრად დაშორებულია, თითქოს ისინი განლაგებულია რომელიმე სფეროს შიდა ზედაპირზე, რომელსაც ჩვეულებრივ ციურ სფეროს უწოდებენ, რომლის ცენტრში არის დამკვირვებლის თვალი. ხილული ციური სფერო სინამდვილეში ილუზიაა და ამ ილუზიის მიზეზი არის ადამიანის თვალის უუნარობა განასხვავოს უზარმაზარი რეალური მანძილი სხვადასხვა ციურ სხეულებამდე.
   ათასობით წლის განმავლობაში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ციური სფერო ნამდვილად არსებობს და არის საზღვარი, რომლის ფარგლებშიც სამყარო ვრცელდება. მაგრამ 1837-1839 წლებში, როდესაც პირველად გაზომეს ზოგიერთი ვარსკვლავის წლიური პარალაქსები2, დადასტურდა, რომ ვარსკვლავები ჩვენგან დიდ მანძილზე არიან და ციური სფერო არსებითად ოპტიკური ილუზიის შედეგია, რადგან ეს მანძილი განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, ციური სფეროს კონცეფცია შენარჩუნებულია ასტრონომიაში, რადგან მოსახერხებელია მისი გამოყენება ციური სხეულების პოზიციების განსაზღვრისას (სფერულ კოორდინატებში).
   ხილულ ციურ სფეროზე რეალურად ჩანს ვარსკვლავებისა და ციური სხეულების პროგნოზები, ანუ ის წერტილები, რომლებზეც ვიზუალური სხივები ხვრეტენ სფეროს. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ორი ვარსკვლავის პროექცია ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს ციურ სფეროზე, გვეჩვენება, რომ ვარსკვლავები ერთმანეთთან ახლოს არიან, ხოლო სივრცეში მათი დაშორება შესაძლებელია უზარმაზარი მანძილით. როგორც ვარსკვლავები, ისე სხვა ციური სხეულები, რომლებიც მდებარეობენ კოსმოსში ერთმანეთისგან დიდ მანძილზე და ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ, ციურ სფეროზე შეიძლება ძალიან ახლოს ჩანდეს (მოჩვენებითი სიახლოვე!). ამ თვალსაზრისით, გამონაკლისს წარმოადგენს ფიზიკური ორობითი ვარსკვლავები, მრავალი ვარსკვლავი3, ვარსკვლავური გროვები (ღია და გლობულური), ვარსკვლავური ასოციაციები და ა.შ. ცალკეული ვარსკვლავები ამ წარმონაქმნებში არა მხოლოდ აშკარად ახლოს არიან, არამედ მათ შორის რეალური მანძილი არც ისე დიდია ასტრონომიული მასშტაბით).
   ვარსკვლავებით მოჭედილი ცისკენ მზერას ვაბრუნებთ, ჩვენ ვხედავთ უთვალავ ვარსკვლავს შემთხვევით მიმოფანტულ სივრცეში. სინამდვილეში, ციურ სფეროში მხოლოდ 6 ათასი ვარსკვლავის დანახვა შეიძლება შეუიარაღებელი თვალით, ხოლო დედამიწის ზედაპირის ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ მომენტში - მათი მხოლოდ ნახევარი.
   უფრო ხანგრძლივი რეგულარული დაკვირვებით ჩანს, რომ კაშკაშა ვარსკვლავების მიერ წარმოქმნილი ფიგურები რჩება „უცვლელი“ და რომ ზოგადად ვარსკვლავური ცის იერსახე „არ იცვლება“ დროის გასვლასთან ერთად. შესაძლებელია, რომ ფიგურების „უცვლელობა“, რომლებსაც ვარსკვლავები ქმნიან ციურ სფეროზე, არის პირველი აღმოჩენა, რომელიც ადამიანმა გააკეთა მისი ცნობიერი ცხოვრების გარიჟრაჟზე. (ფაქტობრივად, პრეცესიის გამო4, ვარსკვლავური ცის იერსახე იცვლება დაახლოებით 25800 წლის განმავლობაში. ვარსკვლავების სწორი მოძრაობის გამო თანავარსკვლავედების კონტურებიც იცვლება. მაგრამ ეს ცვლილებები იმდენად ნელა ხდება, რომ შესამჩნევი ხდება. მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ და არ შეიძლება აღინიშნოს ერთი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში, თუ არ იქნა გამოყენებული დაკვირვების ასტრონომიული მეთოდები (ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს მთვარის, მზის და პლანეტების აშკარა მოძრაობებს.)
   ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრეც კი, ვარსკვლავური ცის ის უბნები, სადაც უფრო კაშკაშა ვარსკვლავები ქმნიან დამახასიათებელ ფიგურებს, იყო გამოყოფილი ცალკეულ თანავარსკვლავედებად. უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩანს, განისაზღვრა თანავარსკვლავედები, რომლებმაც თავიანთი კაშკაშა ვარსკვლავებითა და ჩამოყალიბებული კონფიგურაციებით ყველაზე მეტად მიიპყრეს ყურადღება. ადამიანზე ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ვარსკვლავურ ცაზე იგივე თანავარსკვლავედების გამოჩენამ გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთარში. ზოგიერთი ამ თანავარსკვლავედის გამოჩენა ასოცირდებოდა (დროში) ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობასთან და, შესაბამისად, მათ მიიღეს შესაბამისი სახელები.
იხ. ვიდეო - ЛЕГЕНДЫ и МИФЫ О СОЗВЕЗДИЯХ | Созвездие Ориона, Тельца (Плеяды и Гиады), Большой Медведицы


   ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციის თანახმად, ზოდიაქოს თანავარსკვლავედებისა და ჩრდილოეთ ციური ნახევარსფეროს თანავარსკვლავედების უმეტესი ნაწილის დელიმიტაცია მოხდა ეგვიპტეში დაახლოებით ძვ.წ. 2500 წელს. ე. მაგრამ თანავარსკვლავედების ეგვიპტური სახელები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ძველმა ბერძნებმა მიიღეს თანავარსკვლავედების ეგვიპტური დელიმიტაცია, მაგრამ მათ ახალი სახელები დაარქვეს. ვერავინ იტყვის, როდის მოხდა ეს. გაითვალისწინეთ, რომ ილიადაში აქილევსის ცნობილი ფარის აღწერისას, ჰომეროსი უწოდებს თანავარსკვლავედებს ურს დიდს, ბუტებს, ორიონს, რომლებიც გამოსახულია ღმერთი ჰეფესტოსის მიერ ფარზე, კუროს თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა მტევნებს - პლეადებს, ჰიადებს, ისევე როგორც ისინი. დარეკა ახლა.
იხ. ვიდეო - Calisto: The Bear - The Ursa Major Myth - Greek Mythology Stories - See U in History


   საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა (MAC) გადაწყვიტა, რომ თანავარსკვლავედების რაოდენობა მთელ ციურ სფეროში არის 88, რომელთაგან 47 დასახელდა დაახლოებით 4500 წლის წინ. ესენია დიდი ურშა, მცირე ურზა, დრაკონი, ბუტები, კურო, მერწყული, თხის რქა, მშვილდოსანი, სასწორი, ქალწული, მორიელი, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ვერძი, თევზები, ორიონი, ძაღლი მაიორი, კურდღელი, ჰერკულესი, ისარი, დელფინი, ერიდანუსი. ვეშაპი, სამხრეთის თევზი, სამხრეთის გვირგვინი, პატარა ძაღლი, კენტავრი, მგელი, ჰიდრა, ჭაჭა, ყორანი, ვერონიკას თმა, სამხრეთის ჯვარი, მცირე ცხენი, ჩრდილოეთ გვირგვინი, ოფიუხუსი, ეტლი, ცეფეუსი, კასიოპია, ანდრომედა, პეგასუსი, პერსევსი, ლირა, ციგნუსი, არწივი და სამკუთხედი.
   როგორც ხედავთ, სახელების უმეტესობა აღებულია ბერძნული მითოლოგიიდან. ეს რიცხვი შემოინახა ძველმა ბერძენმა ასტრონომმა ჰიპარქემაც (ძვ. წ. II ს.).
იხ. ვიდეო - Myth of Orion: Constellation Quest - Astronomy for Kids, FreeSchool



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...