пятница, 9 сентября 2022 г.

Microsoft PixelSense

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    Microsoft PixelSense

 (ადრე ერქვა Microsoft Surface-ი, რაც ახლა Microsoft-ის მიერ გამოშვებულ პლანშეტურ კომპიუტერს ჰქვია) — ინტერაქტიული, სენსორული კომპიუტერული პლათფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ ადამიანს, გამოიყენოს სენსორული ეკრანი როგორც თითებით, ისე სხვა რეალური საგნებით. ეს პლათფორმა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: სპეციალური სენსორული მოწყობილობისგან (რომელიც დიდ, ტელევიზორს მოგვაგონებს) და ამ მოწყობილობაში ჩაწერილი სპეციალური პროგრამებისგან, რომლებსაც მართავს საოპერაციო სისტემა Windows-ი. პროგრამული უზრუნველყოფა ქმნის 360 გრადუსიან სამომხმარებლო ინტერფეისს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოწყობილობის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად აკეთოს რამე სენსორულ ეკრანზე. პლათფორმის უმთავრესი ფასეულობა არის ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი (ინტერფეისი, სადაც არ არის ზედმეტი ხელოვნური ღილაკები, და რომლის მოხმარებასაც სწავლა არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ მარტივი მოძრაობებით თით(ებ)ის, ხელ(ებ)ის ან საგნ(ებ)ის ეკრანზე შეხება, რადგან მისი სამართავი მოქმედებების ბუნებრივობისა და ლოგიკურობის გამო მისი ათვისება საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთათვისაც კი, რომელთაც ტექნიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ).

                                              მიმოხილვა

PixelSense-ის პირველი ვესია: Microsoft Surface 1.0 საჯაროდ წარდგენილ იქნა 2007 წლის 29 მაისს, D5-ის (D: All Things Digital-ის მე-5 კონფერენცია) კონფერენციაზე. D: All Things Digital-ი არის კონფერენცია, რომლის დამფუძნებელი არის უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg). ეს ადამიანი ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტექნოლოგიური ვებსაიტისა: All Things Digital (allthingsd.com).

2008 წელს Microsoft Surface 1.0 საბოლოოდ გაეშვა გაყიდვაში. მისი ეკრანი არის უკანა პროექციის (Rear projection) ტექნოლოგიით შექმნილი. ეკრანის ფიქსელური ზომაა 1024x768 (4:3 შეფარდებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ფიქსელები კვადრატული ფორმისაა), ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 76 სმ (30 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ხუთი თითქმის-ინფრაწითელი კამერა, რომელიც შიგნიდან უყურებს ეკრანს (თითქმის-ინფრაწითელი (Near-infrared) ეწოდება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძის დიაპაზონი მოთავსებულია ადამიანის თვალის მიერ აღქმადი ტალღის სიგრძის დიაპაზონსა და მოკლე-ინფრაწითელი (Short-wavelength infrared) ტალღის სიგრძის დიაპაზონს შორის). ეს კამერები მგრძნობიარენი არიან თითქმის-ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ და წამში დაახლოებით 60 სურათს აფიქსირებენ, ამიტომ თავისუფლად აღიქვამენ ეკრანზე თითების ან რაიმე სხვა საგნების შეხებას. მოწყობილობა იდგმება მაგიდასავით, ანუ ეკრანი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ პროდუქტის დიზაინი და პლათფორმის პროგრამის სამომხმარებლო ინტერფეისი ისეა შექმნილი, რომ ეკრანის გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს თავისუფლად შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს ერთდროულად 52 შეხებას სამი სახის ობიექტებისგან: თითები, სტიკერები (tags) (ა შემთხვევაში სტიკერი არის პატარა ფურცელი, რომელზეც სპეცილური ბაიტური კდია ამობეჭდილი) და შედარებით რთული ფიზიკური ობიექტები (blobs) (მაგალითად მყარი საგნები, ხელის გული, პლასტიკური ბარათი და ა.შ.). ასევე შესაძლებელია თითოეული შეხების შესახებ მყისიერი ინფორმაციის (Raw vision data) დანახვა, მაგალითად შეხების კოორდინატების. Microsoft Surface 1.0-ის გაყიდვები 2011 წელს შეჩერდა. იმავე წელს Microsoft-მა და Samsung-მა Consumer Electronics Show-ზე (CES - სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) ერთობლივად წარადგინეს პლათფორმის ახალი თაობა: Samsung SUR40 for Microsoft Surface (2012 წლის 18 ივნისიდან სახელი გადაერქვა როგორც: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense) (ან უბრალოდ SUR40), რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია: Microsoft Surface 2.0 არის ჩაწერილი. 2012 წლის ადრეულ ხანებში კი ახალი პროდუქტი უკვე გამოვიდა გაყიდვაში.

Samsung SUR40-ს გააჩნია LED-backlit LCD ეკრანი, რომლის ფიქსელური ზომაა 1920x1080, 16:9 შეფარდებით, ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 102 სმ (40 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში თითქმის-ინფრაწითელი კამერების ნაცვლად PixelSense-ის ტექნოლოგიაა ჩაშენებული. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ მოწყობილობის სისქე შეემცირებინათ 56 სმ-იდან (22 დუიმი/ინჩი) 10 სმ-მდე (4 დუიმი/ინჩი). ზომის შემცირების წყალობით კი შესაძლებელი გახდა ახალი მოწყობილობის დაყენება როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ტექნიკური შესაძლებლობები კი ბევრად გაუმჯობესებული აქვს მის წინამორბედთან შედარებით.

2012 წლის 18 ივნისს, ზოგადად, პლათფორმის სახელი, შეიცვალა "Microsoft PixelSense"-ით, ხოლო ძველი სახელწოდება "Microsoft Surface" ეწოდა Microsoft-ის მიერ წარდგენილ ახალ პროდუქტს, კერძოდ Microsoft-ის პირველ პორტატულ, პლანშეტურ კომპიუტერს.

იხ. ვიდეო - ГаджеТы: обзор тач-стола Microsoft PixelSense - В этом обзоре я постарался рассказать не сколько про сам стол Microsoft PixelSense, сколько про концепции его использования на примере демо-приложений.



                                                 გაყიდვების სამიზნე ბაზარი

PixelSense-ი შეიქმნა უფრო მეტად კომერციული კლიენტებისთვის, ვიდრე უბრალო მომხმარებლებისთვის. მოწყობილობა არ საჭიროებს ფიზიკურ კლავიატურას ან მაუსს მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის მისი მოხმარება ძალიან ადვილია, რაც ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისის დამსახურებაა.

Microsoft-მა ეს პროდუქტი შექმნა შემდეგი ინდუსტრიული სფეროებისთვის: მედია და გართობა, მედიცინა, საცალო გაყიდვა, ფინანსური სერვისები, განათლება და პოლიტიკა. მისი შეძენა შესაძლებელია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშკანადაავსტრიაბელგიადანიასაფრანგეთიგერმანიაირლანდიაიტალიანორვეგიანიდერლანდებიკატარისაუდის არაბეთიესპანეთიშვედეთიშვეიცარიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიგაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), ავსტრალიაკორეაინდოეთისინგაპური და ჰონგ-კონგი.

ისტორია

1:13
Surface 1.0-ის დემონსტრაცია
5:56
MSNBC-ის მიერ Microsoft PixelSense-ის გამოყენება პირდაპირ ეთერში 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს

PixelSense-ის შექმნის იდეა წამოაყენეს 2001 წელს, Microsoft Hardware-ის თანამშრომელმა სტივენ ბეთიჩმა (Steven Bathiche) და Microsoft Research-ის თანამშრომელმა ენდი უილსონმა (Andy Wilson). იმავე წლის ოქტომბერში, დეივიდ ჯოშუა კურლანდერმა (David Joshua Kurlander, იგივე DJ Kurlander), მაიკლ კიმმა (Michael Kim), ჯოელ დელინმა (Joel Dehlin), ბეთიჩმა და უილსონმა დააფუძნეს ვირტუალური გუნდი, რათა იდეის ხოცშესხმისთვის ემუშავათ.

2003 წელს, გუნდმა იდეა წარუდგინა ბილ გეითსს, Microsoft-ის თავმჯდომარეს. მოგვიანებით ეს ვირტუალური გუნდი გაფართოვდა და სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა მათი იდეის პროტოტიპი, სახელწოდებით T1. ეს პროტოტიპი აგებული იყო IKEA-ს მაგიდის გამოყენებით. გუნდმა ასევე დაწერა სპეციალური აპლიკაციები პლათფორმისთვის, მაგალითად Pinball-ი, სურათების ბრაუზერი, და ვიდეო თავსატეხი. მომდევნო წელს, Micosoft-მა შექმნა 85-ზე მეტი პროტოტიპი. მოწყობილობის საბოლოო დიზაინზე მუშაობა დასრულდა 2005 წელს.

ამგვარი კონცეპტი გამოიყენეს Minority Report-ში, 2002 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში. ამ ფილმის DVD-ის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღნიშნა, რომ ფილმში ნაჩვენები მოწყობილობის კონცეპტი არის გადაღებების დროს Microsoft-თან კონსულტაციის ნაყოფი. ერთ-ერთი ტექნოლოგიური კონსულტანტი ამ ფილმისა იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან, მოგვიანებით კი ეს ადამიანი შეუერთდა Microsoft-ს ამ პროექტზე მუშაობაში.

2007 წლის 30 მაისს, სტივ ბალმერმა (Steve Ballmer), Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა (CEO), აშშ-ს ქალაქ კარსლბადში (Carlsbad, California) The Wall Street Journal-ის D: All Things Digital-ის კონფერენციაზე საზეიმოდ წარადგინა ეს ტექნოლოგია "Surface"-ის სახელით.

2008 წლის 17 აპრილს, AT&T (ამერიკული მრავალეროვანი ტელეკომუნიკაციის კორპორაცია) გახდა პირველი გადამყიდველი ამ პროდუქტისა. იმავე წლის ივნისში, უოლტ დისნეის კომპანიამ ეს მოწყობილობა Innoventions-ის (დისნეილენდის ატრაქციონების ერთ-ერთ გაერთიანებაში: Tomorrowland-ში მდებარე ატრაქციონი) ერთ-ერთ განყოფილებაში: Dream Home-ში შეიტანა. 2008 წლის 13 აგვისტოდან, ეს პროდუქტი შეიტანეს Sheraton Hotels-ის ზოგიერთ სასტუმროში. 2008 წლის 8 სექტემბრიდან კი MSNBC-მ (სატელევიზიო საინფორმაციო არხი) დაიწყო მისი გამოყენება 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო რუკებზე სამუშაოდ პირდაპირ ეთერში.

2012 წლის 18 ივნისს, Microsoft-მა წარადგინა პორტატული პლანშეტი იმავე სახელით: "Surface", შესაბამისად, ძველ Surface-ს დაერქვა ახალი სახელი: PixelSense.

შესაძლებლობები

PixelSense-ის დემონსტრაცია. ფუნჯის გამოყენება და სხვა.

Microsoft PixelSense-ს აქვს ფუნქციონირების ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება, ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch), ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously), და რეალური საგნების აღქმა.

პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს არ სჭირდება არანაირი კლავიატურა ან მაუსი, საჭიროა უბრალოდ შეხება ეკრანზე. ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch) ნიშნავს იმას, რომ სენსორულ ეკრანს შეუძლია მრავალი (PixelSense-ის შემთხვევაში ათობით) შეხება აღიქვას ერთდროულად. ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously) მრავალშეხებიანი სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობების დიდ უპირატესობაზე მეტყველებს, იმ მოწყობილობებთან შედარებით, რომელთა მართვაც მხოლოდ მაუსით და კლავიატურით ხდება. რეალური საგნების აღქმა კი ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა ამ ტექნოლოგიის.

საგნების აღქმის ტექნოლოგია (რომლის აღწერაც ზევით, მიმოხილვაში არის წარმოდგენილი) საშუალებას იძლევა რომ არა მხოლოდ მარტივი მყარი საგნებით ვიხელმძღვანელოთ, არამედ ისეთი საგნებითაც როგორიცაა ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივი ფუნჯით თავისუფლად შესაძლებელია ზედმეტი ძალიასხმევის გარეშე დაიხატოს ეკრანზე ციფრული სურათი.

პლათფორმას ასევე გააჩნია შეხების დაწოლის სიძლიერის აღქმის უნარიც. მაგალითისთვის ავიღოთ მასში ჩაწერილი ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც ეკრანზე შეხების დროს წარმოქმნის წყლის ტალღებს და თან საკმაოდ რეალური ვიზუალით, რეალური ნაკადულივით. რაც უფრო ძლიერად მოხდება შეხება ეკრანზე, მით უფრო დიდი ტალღა წარმოიქმნება.

                                                          ტექნიკური მონაცემები

მოწყობილობა: Microsoft Surface 1.0

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 1.0
  • ფორმა: მაგიდის ფორმა
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: უკანა პროექცია და თითქმის-ინფრაწითელი კამერები (Rear projection DLP w/cameras)
  • ფასი: იწყება $10,000 აშშ დოლარიდან
  • მასა: 198 ფუნტი (90 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.5 × 27 × 21 დუიმი (108 × 68.6 × 53.3 სმ)
  • პროცესორი (CPU): Intel Core 2 Duo 2.13 GHz processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): ATI Radeon X1650 - 256 MB
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 2 GB (DDR2)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 160 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 30 დუიმი (76.2 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1024 x 768 – 4:3 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: XGA (DE-15) video out, RGB analog component video out, RCA analog component audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11g, Bluetooth, and Ethernet 10/100
  • საოპერაციო სისტემა: Windows Vista (32-bit)
  • იხ. ვიდეო - video - Samsung SUR40 with Microsoft® PixelSense™


მოწყობილობა: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 2.0
  • ფორმა: მაგიდა, კიოსკი, კედელი
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: თხელი LCD w/PixelSense ტექნოლოგია
  • ფასი: იწყება $8,400 აშშ დოლარიდან
  • მასა: 80 ფუნტი (36 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.7 × 27.5 × 4 დუიმი (108.5 × 69.9 × 10.2 სმ)
  • პროცესორი (CPU): AMD Athlon II X2 2.9 GHz dual-core processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): AMD Radeon HD 6570M – 1 GB GDDR5
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 4 GB (DDR3)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 320 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 40 დუიმი (101.6 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1920 × 1080 – 16:9 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: HDMI input & output, S/PDIF 5.1 digital audio surround sound out, RCA analog component audio out, 3.5 mm TRS (stereo mini-jack) audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11n, Bluetooth, and Ethernet 10/100/1000
  • საოპერაციო სისტემა: Windows 7 Professional for Embedded Systems (64-bit)
იხ. ვიდეო -  video - Microsoft Surface PixelSense 'Coffee Table' Hands On


    

მერი უოლსტოუნკრაფტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

              მერი უოლსტოუნკრაფტი

დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1759
დაბადების ადგილი Spitalfields, Middlesex, დიდი ბრიტანეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 10 სექტემბერი, 1797 (38 წლის)
გარდაცვალების ადგილი სომერს-ტაუნი, Middlesex, დიდი ბრიტანეთის სამეფო
დასაფლავებულია St Pancras Old Church და ბორნმუთის წმინდა პეტრეს ეკლესია
ფსევდონიმი Mr. Cresswick
საქმიანობა მწერალი , მთარგმნელი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, რომანისტი, ესეისტი, გუვერნანტი, ბიზნესმენი, მოგზაური მწერალი და საბავშვო მწერალი
ენა ფრანგული ენა, გერმანული ენა და ინგლისური ენა
მოქალაქეობა Union flag 1606 (Kings Colors).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ჟანრი ფემინიზმი
Magnum opus A Vindication of the Rights of Woman და Letters Written During a Short Residence in Sweden, Norway, and Denmark
მეუღლე უილიამ გოდვინი და Gilbert Imlay
პარტნიორ(ებ)ი Gilbert Imlay
შვილ(ებ)ი მერი შელი და Fanny Imlay
 (ინგლ. Mary Wollstonecraft; დ. 27 აპრილი, 1759, მურსტაუნი – გ. 10 სექტემბერი, 1797) — XVIII საუკუნის ინგლისელი მწერალი, ფილოსოფოსი და ქალთა უფლებების დამცველი. მას თავისი ხანმოკლე კარიერის განმავლობაში დაწერილი აქვს ნოველები, ტრაქტატები, მოგზაურობანი, საფრანგეთის რევოლუციის ისტორია და საბავშვო წიგნები.
ბავშვობა და ახალგაზრდობა
უოლსტონკრაფტი დაიბადა 1759 წლის 27 აპრილს ლონდონის სპიტალფილდსში. მამამისმა ოჯახური ქონება გაფლანგა სხვადასხვა სპეკულაციებში მონაწილეობით და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო Wollstonecrafts-ს ხშირად უწევდა გადაადგილება. მოგვიანებით მარიამი მამამ აიძულა დაეტოვებინა ფულის ნაწილი, რომელიც მას მემკვიდრეობით მიიღებდა სრულწლოვანებამდე. გარდა ამისა, ოჯახის უფროსი სვამდა და ხშირად სცემდა ცოლს. ახალგაზრდობაში მარიამი დედის საძინებლის კართან დასაძინებლად წავიდა მის დასაცავად. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მერი ძლიერ გავლენას ახდენდა მის დებზე, ევერინაზე (ევერეინზე) და ელიზაზე. ასე, მაგალითად, 1784 წელს მან დაარწმუნა ელიზა, რომელიც მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იყო დაავადებული, დაეტოვებინა ქმარი და ბავშვი. მიღებული ნორმების ზიზღით მარიამმა ყველაფერი მოამზადა, რათა დას გაშვებულიყო. ასეთი საქციელი იმ დროს წარმოუდგენელი იყო: ელიზას აღარ შეეძლო დაქორწინება და საარსებო მინიმუმის დაკარგვის გამო, იძულებული გახდა გროშებით ემუშავა.

უოლსტონკრაფტის ადრეული ცხოვრება აღინიშნა ორ ქალთან მეგობრობით. პირველი იყო ჯეინ არდენი ბევერლიდან. ისინი ხშირად ერთად კითხულობდნენ წიგნებს და ესწრებოდნენ თვითნასწავლი ფილოსოფოსის მამა არდენის ლექციებს. უოლსტონკრაფტი სარგებლობდა არდენის ოჯახის ინტელექტუალური ატმოსფეროთი, დიდად აფასებდა ჯეინთან მეგობრობას და მეგობარსაც კი ფლობდა. მან ჯეინს მისწერა: „მე განვავითარე მეგობრობის რომანტიული გაგება... მე ცოტათი იდიოსინკრატული ვარ სიყვარულსა და მეგობრობაზე ჩემს იდეებში; ან პირველი ადგილი უნდა დავიკავო, ან არცერთი. ზოგიერთ წერილში აშკარად ჩანს ემოციური არასტაბილურობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება, რომელიც აწუხებდა მარიამს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში .

მეორე და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისი მეგობრობა Fanny Blood-თან, რამაც, მერი უოლსტონკრაფტის თქმით, ხელი შეუწყო მისი ჰორიზონტის გაფართოებას. ოჯახური ცხოვრებით უკმაყოფილო უოლსტონკრაფტმა დატოვა მშობლების სახლი 1778 წელს და გახდა ბათში მცხოვრები ქვრივის სარა დოუსონის თანამგზავრი. უოლსტონკრაფტს უჭირდა რთული ხასიათის ქალის სამსახურში ყოფნა, მაგრამ მოგვიანებით მიღებული გამოცდილება დიდად დაეხმარა მის ნაშრომში „ფიქრები ქალიშვილების განათლებაზე“ (ინგლისური) (1787). 1780 წელს მერი სახლში დაბრუნდა მომაკვდავი დედის მოსავლელად, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ სამსახური დატოვა და სისხლს წავიდა. Bloods-ში ყოფნის ორი წლის განმავლობაში უოლსტონკრაფტმა გააცნობიერა, რომ იდეალიზაცია მოახდინა ფანის, რომელიც იცავდა ტრადიციულ ქალურ ღირებულებებს. მაგრამ უოლსტონკრაფტი ყოველთვის ერთგული დარჩა ფანისა და მისი ოჯახისადმი.

Blood-თან ერთად ის ოცნებობდა „ქალთა უტოპიაში“ ცხოვრებაზე: გოგონები ერთად აპირებდნენ ოთახების დაქირავებას და ერთმანეთის ემოციურად და ფინანსურ მხარდაჭერას, რაც, თუმცა, უსახსრობის გამო შეუძლებელი იყო. საარსებო წყაროს გამო უოლსტონკრაფტმა, მისმა დებმა და ფანი ბლადმა დააარსეს სკოლა ნიუინგტონ გრინში, დისიდენტური საზოგადოება. სისხლი მალევე დაინიშნა და, ქორწინების შემდეგ, მისმა ქმარმა, ჰიუ სკასემ ის ევროპაში წაიყვანა სამკურნალოდ. ამის მიუხედავად, სისხლის ჯანმრთელობა ორსულობის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 1785 წელს უოლსტონკრაფტმა დატოვა სკოლა, წავიდა მეგობართან მის მოსავლელად, მაგრამ ფანი მალევე გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მერი წავიდა, სკოლა ნიუინგტონ გრინში დაიხურა. სისხლის სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა უოლსტონკრაფტზე და შთააგონა პირველი რომანი, მერი (ინგლისური) (1788).
იხ. ვიდეო - Мэри Уолстонкрафт: жизнь поверх барьеров
წერილები დაწერილი შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში (1796)
შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში დაწერილი წერილების კრებული (ინგლისური) არის მოგზაურობის ჩანაწერების ღრმად პირადი კოლექცია. ეს ოცდახუთი წერილი მოიცავს თემების ფართო სპექტრს: სოციალური რეფლექსია სკანდინავიასა და მის ხალხებზე, ფილოსოფიური კითხვები, იმლეისთან ურთიერთობა (მისი სახელი არ არის ნახსენები ტექსტში). ამაღლებულის რიტორიკის გამოყენებით, უოლსტონკრაფტი იკვლევს ურთიერთობას საკუთარ თავსა და საზოგადოებას შორის. რუსოს ძლიერი გავლენის ასახვით, შვედეთში, ნორვეგიასა და დანიაში დაწერილი წერილები ავითარებს მის „მარტოხელა მეოცნებე გასეირნებაში“ (1782) წამოჭრილ თემებს: „...ადამიანური ბედნიერების წყაროს ძიება, მატერიალური სიკეთეების სტოიკური უარყოფა, ექსტაზური ჩახუტება. ბუნებისა და არსებითი განცდების გაგებაში“. თუმცა, სანამ რუსო საბოლოოდ ეწინააღმდეგება საზოგადოებას, უოლსტონკრაფტი ადიდებს ოჯახის ინსტიტუტს და ტექნოლოგიურ პროგრესს.
                                                                        
ფრედერიკ ედვინ ჩერჩის "აისბერგები" (1861)
უოლსტონკრაფტი ხელს უწყობს სუბიექტურ გამოცდილებას, განსაკუთრებით, როდესაც ის ეხება ბუნებას, იკვლევს კავშირებს ამაღლებულსა და მგრძნობელობას შორის. ბევრი წერილი აღწერს სკანდინავიის თვალწარმტაცი პეიზაჟს და ავტორის სურვილს შექმნას ემოციური კავშირი ამ ბუნებრივ სამყაროსთან. ამრიგად, აქ იგი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ფანტაზიას, ვიდრე წინა თხზულებებში. როგორც ყოველთვის, Wollstonecraft მხარს უჭერს ქალების განთავისუფლებასა და განათლებას. თუმცა, ადრინდელი ნამუშევრებისგან განსხვავებით, იგი ასახავს საზოგადოებაზე ვაჭრობის სულის დამანგრეველ გავლენას, აპირისპირებს მხატვრულ კავშირს მატერიალური კავშირების სამყაროსთან, რაც გადააქვს მის ურთიერთობაზე იმლეისთან.

შვედეთში დაწერილი წერილები... იყო Wollstonecraft-ის ყველაზე პოპულარული წიგნი 1790-იან წლებში. ის კარგად გაიყიდა და კრიტიკოსების უმეტესობისგან დადებითი შეფასებები მიიღო. მის შესახებ გოდვინმა დაწერა, რომ ეს წიგნი შექმნილია იმისთვის, რომ „კაცს მწერალი შეუყვარდეს“ . წერილებმა გავლენა მოახდინა რომანტიკულ პოეტებზე, როგორებიც იყვნენ უილიამ უორდსვორთი და სამუელ ტეილორ კოლრიჯი, რომლებიც იყენებდნენ მსგავს თემებსა და ესთეტიკას.
იხ. ვიდეო - Mary Wollstonecraft, Writer and Philosopher | Biography




მერი შელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              მერი შელი

დაბადების თარიღი 30 აგვისტო, 1797
დაბადების ადგილი სომერს-ტაუნი, Middlesex, დიდი ბრიტანეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი,  წლის)
გარდაცვალების ადგილი ჩესტერის მოედანი, St George Hanover Square, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია ბორნმუთის წმინდა პეტრეს ეკლესია
საქმიანობა მოგზაური მწერალი, რომანისტი , ესეისტი, დრამატურგი, ბიოგრაფი, მწერალი , სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და პოეტი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Union flag 1606 (Kings Colors).svg დიდი ბრიტანეთის სამეფო
ჟანრი მოგზაურობანი, მოთხრობა, გოთიკური ლიტერატურა, გოთიკური პროზა, ფანტასტიკა და რომანი
Magnum opus უკანასკნელი ადამიანი და ფრანკენშტაინი
ჯილდოები სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი
მეუღლე პერსი ბიში შელი
შვილ(ებ)ი Clara Everina Shelley , უილიამ შელი , პერსი ფლორენს შელი და Clara Shelley.
იხ. ვიდეო -მერი შელი - კოდექს აუდიოს ფარგლებში /“კატოს საღამოები“/რადიო იმედი, Radio Imedi - ინგლისის საუკეთესო პოეტის მშვენიერი მუზა და მარადიული თანამგზავრი, საოცრად რომანტიული, ლამაზი, ჭკვიანი, ახალგაზრდა მწერალი ქალი და ივლისის თოვლში დაბადებული საშინელება. „ფრანკენშტაინი“ გადაცემაში „კატოს საღამოები“,მიშა მიმინოშვილთან ერთად, რადიო იმედის პროექტ „კოდექს აუდიოს“ ფარგლებში
 (ინგლ. Mary Wollstonecraft Shelley, ქალიშვილობის გვარი გოდვინი; დ. 30 აგვისტო, 1797 — გ. 1 თებერვალი, 1851) — ინგლისელი მწერალი ქალი. ცნობილია გოთიკური რომანით „ფრანკენშტაინი“ (1818). მწერლის მამა პოლიტიკური ფილოსოფოსი უილიამ გოდვინი იყო, დედა კი — ფილოსოფოსი და ფემინისტი მარი ვოლსტოუნკრაფტი. ცნობილი ფაქტია, რომ მერი შელი ხელს უწყობდა თავისი მეუღლის, რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის პერსი ბიში შელის შემოქმედებას.

შელის დედა მისი დაბადებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა, ამიტომ მას მამა ზრდიდა. უილიამ გოდვინი საკმაოდ შეძლებული იყო და შეეძლო საკუთარი ქალიშვილი ყოველივეთი უზრუნველყო. მერი არაფორმალურ განათლებას იღებდა მამის ხელით, რომელიც მას აგულიანებდა, რომ თავისი ანარქისტული პოლიტიკური შეხედულებები გაეზიარებინა და დაეცვა. როდესაც მერი 4 წლის იყო, მამამისი დაქორწინდა მათ მეზობელზე, რომელთანაც შელის მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

1814 წელს მერიმ სასიყვარულო ურთიერთობა წამოიწყო მამამისის ერთ-ერთ პოლიტიკურ მიმდევართან პერსი ბიში შელთან, რომელიც იმ დროს უკვე დაქორწინებული იყო. მის ნახევარდასთან, კლერ კლერმონტთან ერთად შელი და პერსი საფრანგეთში გაემგზავრნენ. იმ დროისათვის, როდესაც ისინი ინგლისში დაბრუნდნენ, მერი უკვე ორსულად იყო. შემდეგი ორი წლის განმავლობაში მერი და პერსი ოსტრალიზმის, გამუდმებული ვალებისა და ნაადრევად დაბადებული ქალიშვილის გარდაცვალების პირისპირ აღმოჩნდნენ. ისინი 1816 წლის მიწურულს დაქორწინდნენ მას შემდეგ, რაც პერსის ცოლმა, ჰარიეტმა, თავი მოიკლა.

1816 წელს წყვილმა ზაფხული ჯორჯ ბაირონთან, ჯონ უილიამ პოლიდორთან და კლერ კლერმონტთან ერთად ჟენევასთან ახლოს, შვეიცარიაში გაატარა. სწორედ აქ მოუვიდა მერის „ფრანკენშტაინის“ დაწერის იდეა. 1818 წელს შელების ოჯახმა დატოვა ბრიტანეთი და იტალიაში გაემგზავრა, სადაც მათი მეორე და მესამე შვილები დაბადებამდე დაიღუპნენ, თუმცა მათ საბოლოოდ ეყოლათ უკანასკნელი და ერთადერთი გადარჩენილი შვილი, პერსი ფლორენს შელი. 1822 წელს შელის ქმარი დაიხრჩო მას შემდეგ, რაც მისი ნავი ვიარეჯიოსთან ახლოს შტორმის შედეგად ჩაიძირა. ერთი წლის შემდეგ მერი შელი ინგლისში დაბრუნდა და იმ დროიდან საკუთარი თავი მთლიანად შვილის აღზრდასა და კარიერულ წინსვლას მიუძღვნა, რაც მისი, როგორც პროფესიონალი მწერლის, განვითარებას გულისხმობდა. მძიმედ დაავადმყოფდა თავის ტვინის სიმსივნით. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

1970-იან წლებამდე მერი შელი ძირითადად ცნობილი იყო მხოლოდ საკუთარი მეუღლის შემოქმედების გამოცემითა და მისი რომანით „ფრანკენშტაინი“, რომელიც კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან წიგნად ურიცხვი მკითხველითურთ. იგი მრავალი ფილმისა თუ თეატრალური დადგმის ინსპირატორი გახდა.
იხ. ვიდეო - Мери Шелли, дочь писателя и жена поэта Перси Шелли. История литературы, Англия, XIX век
რეპუტაცია
მერი შელის, როგორც მწერალს, სერიოზულად აღიქვამდნენ, თუმცა რეცენზენტები ხშირად გამოტოვებდნენ მისი ნაწარმოების პოლიტიკურ აქცენტს. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ მას ძირითადად ახსოვთ როგორც პერსი ბიშე შელის ცოლი და როგორც ფრანკენშტეინის ავტორი. 1945 წელს გამოქვეყნებულ მერი შელის წერილების შენიშვნებში რედაქტორი ფრედერიკ ჯონსი წერდა: „ყველა სახის ნაწარმოების დღევანდელი ზომის კოლექცია არ შეიძლება გამართლდეს წერილების ზოგადი ხარისხით ან მერი შელის, როგორც მწერლის მნიშვნელობით“. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის პერსი ბიშე შელის ცოლია, ჩვენს ინტერესს იწვევს. პერსი ბიშე შელის ცოლი, რომ ის აღძრავს ჩვენს ინტერესს.
იხ. ვიდეო - Mary Shelley documentary -  Mary Wollstonecraft Shelley (30 August 1797 – 1 February 1851) was an English novelist who wrote the Gothic novel Frankenstein; or, The Modern Prometheus (1818), which is considered an early example of science fiction.[2] She also edited and promoted the works of her husband, the Romantic poet and philosopher Percy Bysshe Shelley. Her father was the political philosopher William Godwin and her mother was the philosopher and feminist activist Mary Wollstonecraft.








четверг, 8 сентября 2022 г.

MRAP

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                 MRAP

MRAP Cougar 6x6 US Navy SeaBee სამშენებლო ჯარები (2007)
(ინგლისური mine resistant ambush protected - mine resistant ambush protected, ანუ მდგრადია ნაღმების აფეთქების მიმართ და დაცულია ჩასაფრებისგან) - ბორბლიანი ჯავშანტექნიკა გაძლიერებული ნაღმების დაცვით.

უმეტესწილად, ამ ტიპის ჯავშანტექნიკას აქვს მაღალი კლირენსი, V- ფორმის ფსკერი, რომელიც კარგად ეწინააღმდეგება ფრაგმენტებს და საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გაანადგუროთ ნაღმის აფეთქების ენერგია (გამონაკლისია გერმანული Dingo 2 ჯავშანმანქანა, სადაც არის ბრტყელი ფსკერი. დაცულია კომპოზიციური ჯავშნით, ხოლო უკრაინული Dozor-B ცილინდრული ფორმის ქვედაბოლოებით).
იხ. ვიდეო - Броневики для контрнаступления: ВСУ получили MRAP. Почему они так важны именно сейчас?
ისტორია - პირველად, ასეთი ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყო სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების მიერ ანგოლასა და ნამიბიაში საომარი მოქმედებების დროს, მოგვიანებით სხვა სახელმწიფოებმა მიიღეს გამოცდილება (შეერთებულმა შტატებმა დაიწყო MRAP მანქანების მასობრივი წარმოება მას შემდეგ, რაც ჯარები შევიდნენ ერაყში). ამ ტიპის რუსული ჯავშანტექნიკა არის VPK-3924 "დათვი" და "ტაიფუნის" ოჯახი.

MRAP მანქანები გამოიყენება პერსონალის გადაადგილებისას იმ ტერიტორიებზე, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა არარეგულარული ფორმირებები, VIP მგზავრების გადასაყვანად გაზრდილი ტერორისტული საფრთხის პირობებში, დისტანციური დასაყრდენებისა და გარნიზონების მომარაგებისთვის და სხვა მსგავს შემთხვევებში. თანამედროვე პირობებში, როდესაც კონფლიქტების უმეტესობა არ მიმდინარეობს როგორც ორი რეგულარული არმიის შეტაკება, არამედ პარტიზანები (აჯანყებულები) მოქმედებენ როგორც ერთ-ერთი მხარე, MRAP მანქანების როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ექსპერტები პროგნოზირებენ ამ კლასის მანქანების ბაზრის გაფართოებას, მათ შემდგომ გაუმჯობესებას, მწარმოებელი კომპანიებისა და ქვეყნების სიის გაფართოებას, სადაც ეს აღჭურვილობა იწარმოება (ამჟამად, MRAP წარმოება ხორციელდება აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, ისრაელში, უკრაინაში, რუსეთსა და ყაზახეთში).
იხ. ვიდეო - MRAP Vehicles Facts





შტეფან ცვაიგი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                              შტეფან ცვაიგი

დაბადების თარიღი 28 ნოემბერი, 1881
დაბადების ადგილი ვენა
გარდაცვალების თარიღი 22 თებერვალი, 1942 (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი პეტროპოლისი
დასაფლავებულია ბრაზილია
საქმიანობა მწერალი , მთარგმნელი , ჟურნალისტი, დრამატურგი, პოეტი , ლიტერატურული კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ბიოგრაფი, რომანისტი, პროზაიკოსი და ესეისტი
ენა გერმანული ენა
ეროვნება ავსტრიელები
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი
Magnum opus საჭადრაკო ნოველა, The World of Yesterday, უცნობი ქალის წერილი, The Post Office Girl და Beware of Pity
ჯილდოები სამხრეთის ჯვრის ორდენი
მეუღლე ფრიდერიკ მარია ცვაიგი
იხ. ვიდეო - СТЕФАН ЦВЕЙГ: Что убило еврейского гения в изгнании?


     ბიოგრაფია
ცვაიგი დაიბადა ავსტრიაში, კერძოდ ქალაქ ვენაში. ვენის უნივერსიტეტში იგი სწავლობდა ფილოსოფიას და ფსიქოანალიზის თეორიას, სადაც ასევე მოღვაწეობდა ცნობილი ფსიქიატრი და ნევროლოგი, ფსიქოანალიზის მამამთავარი — ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც ცვაიგის უფროსი თანამედროვე, მისი მეგობარი და მკურნალი ექიმიც კი იყო. ცვაიგმა თავიდან მოკლე მოთხრობების წერა დაიწყო, რამაც საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახადა. ამავე დროს იგი ძალიან აქტიურად თარგმნიდა მრავალ ფრანგულ ნამუშევარს გერმანულად. 1927 წელს, როდესაც შტეფან ცვაიგის ნოველების ციკლ „ჯაჭვის“ სამივე ტომი ერთდროულად გამოიცა, ავტორის მოთხოვნის შესაბამისად, სამივე წიგნი სხვადასხვა ფერის ყდაში ჩასვეს: მწვანეში, ნარინჯისფერსა და ცისფერში. მწერალს ამ მხრივაც უნდოდა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის განცდათა ტიპოლოგიურ გამას, დალაგებულს ასაკობრივი თანამიმდევრობით: მწვანე ხატოვნად გამოხატავდა ბავშვობას, ნარინჯისფერი — სიმწიფის ხანას, ხოლო ღია ლურჯი — კლიმაქტერიული ხანდაზმულობის პერიოდს. და საერთოდაც, ემოციების ანალიზი, განცდათა ეტიოლოგიის შესწავლა ცვაიგის უდიდესი გატაცება იყო. პირველმა მსოფლიო ომმა მას დიდი ტკივილი მიაყენა, როგორც ადამიანს და ასევე როგორც მწერალს. იქიდან გამომდინარე, რომ იგი ებრაელი იყო, იძულებული გახდა ავსტრიიდან წასულიყო. მან ვერსად ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და 1942 წლის 22 თებერვალს პეტროპოლისში თავი მოიკლა.

ბიბლიოგრაფია
რომანი
„მოუთმენლობა გულისა“
„მარია სტიუარტი“
ნოველები
„უცნობი ქალის წერილები“
„ამოკით შეპყრობილი“
„მწველი საიდუმლო“
„საჭადრაკო ნოველა“
„შიში“
„მთვარის შუქით განათებული ქუჩაბანდი“
„უხილავი კოლექცია“
„ფანტასტიკური ღამე“
იხ. ვიდეო 


კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...