пятница, 9 сентября 2022 г.

Microsoft PixelSense

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                    Microsoft PixelSense

 (ადრე ერქვა Microsoft Surface-ი, რაც ახლა Microsoft-ის მიერ გამოშვებულ პლანშეტურ კომპიუტერს ჰქვია) — ინტერაქტიული, სენსორული კომპიუტერული პლათფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ ან მეტ ადამიანს, გამოიყენოს სენსორული ეკრანი როგორც თითებით, ისე სხვა რეალური საგნებით. ეს პლათფორმა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან: სპეციალური სენსორული მოწყობილობისგან (რომელიც დიდ, ტელევიზორს მოგვაგონებს) და ამ მოწყობილობაში ჩაწერილი სპეციალური პროგრამებისგან, რომლებსაც მართავს საოპერაციო სისტემა Windows-ი. პროგრამული უზრუნველყოფა ქმნის 360 გრადუსიან სამომხმარებლო ინტერფეისს, რაც საშუალებას იძლევა, რომ მოწყობილობის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად აკეთოს რამე სენსორულ ეკრანზე. პლათფორმის უმთავრესი ფასეულობა არის ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისი (ინტერფეისი, სადაც არ არის ზედმეტი ხელოვნური ღილაკები, და რომლის მოხმარებასაც სწავლა არ სჭირდება, საჭიროა მხოლოდ მარტივი მოძრაობებით თით(ებ)ის, ხელ(ებ)ის ან საგნ(ებ)ის ეკრანზე შეხება, რადგან მისი სამართავი მოქმედებების ბუნებრივობისა და ლოგიკურობის გამო მისი ათვისება საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთათვისაც კი, რომელთაც ტექნიკასთან შეხება არასდროს ჰქონიათ).

                                              მიმოხილვა

PixelSense-ის პირველი ვესია: Microsoft Surface 1.0 საჯაროდ წარდგენილ იქნა 2007 წლის 29 მაისს, D5-ის (D: All Things Digital-ის მე-5 კონფერენცია) კონფერენციაზე. D: All Things Digital-ი არის კონფერენცია, რომლის დამფუძნებელი არის უოლტ მოსბერგი (Walt Mossberg). ეს ადამიანი ასევე არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტექნოლოგიური ვებსაიტისა: All Things Digital (allthingsd.com).

2008 წელს Microsoft Surface 1.0 საბოლოოდ გაეშვა გაყიდვაში. მისი ეკრანი არის უკანა პროექციის (Rear projection) ტექნოლოგიით შექმნილი. ეკრანის ფიქსელური ზომაა 1024x768 (4:3 შეფარდებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ფიქსელები კვადრატული ფორმისაა), ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 76 სმ (30 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია ხუთი თითქმის-ინფრაწითელი კამერა, რომელიც შიგნიდან უყურებს ეკრანს (თითქმის-ინფრაწითელი (Near-infrared) ეწოდება ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომლის ტალღის სიგრძის დიაპაზონი მოთავსებულია ადამიანის თვალის მიერ აღქმადი ტალღის სიგრძის დიაპაზონსა და მოკლე-ინფრაწითელი (Short-wavelength infrared) ტალღის სიგრძის დიაპაზონს შორის). ეს კამერები მგრძნობიარენი არიან თითქმის-ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ და წამში დაახლოებით 60 სურათს აფიქსირებენ, ამიტომ თავისუფლად აღიქვამენ ეკრანზე თითების ან რაიმე სხვა საგნების შეხებას. მოწყობილობა იდგმება მაგიდასავით, ანუ ეკრანი არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ამ პროდუქტის დიზაინი და პლათფორმის პროგრამის სამომხმარებლო ინტერფეისი ისეა შექმნილი, რომ ეკრანის გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს თავისუფლად შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს ერთდროულად 52 შეხებას სამი სახის ობიექტებისგან: თითები, სტიკერები (tags) (ა შემთხვევაში სტიკერი არის პატარა ფურცელი, რომელზეც სპეცილური ბაიტური კდია ამობეჭდილი) და შედარებით რთული ფიზიკური ობიექტები (blobs) (მაგალითად მყარი საგნები, ხელის გული, პლასტიკური ბარათი და ა.შ.). ასევე შესაძლებელია თითოეული შეხების შესახებ მყისიერი ინფორმაციის (Raw vision data) დანახვა, მაგალითად შეხების კოორდინატების. Microsoft Surface 1.0-ის გაყიდვები 2011 წელს შეჩერდა. იმავე წელს Microsoft-მა და Samsung-მა Consumer Electronics Show-ზე (CES - სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა) ერთობლივად წარადგინეს პლათფორმის ახალი თაობა: Samsung SUR40 for Microsoft Surface (2012 წლის 18 ივნისიდან სახელი გადაერქვა როგორც: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense) (ან უბრალოდ SUR40), რომელშიც პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია: Microsoft Surface 2.0 არის ჩაწერილი. 2012 წლის ადრეულ ხანებში კი ახალი პროდუქტი უკვე გამოვიდა გაყიდვაში.

Samsung SUR40-ს გააჩნია LED-backlit LCD ეკრანი, რომლის ფიქსელური ზომაა 1920x1080, 16:9 შეფარდებით, ხოლო დიაგონალის სიგრძე არის 102 სმ (40 დუიმი/ინჩი). ამ მოწყობილობაში თითქმის-ინფრაწითელი კამერების ნაცვლად PixelSense-ის ტექნოლოგიაა ჩაშენებული. ამ ტექნოლოგიამ საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ მოწყობილობის სისქე შეემცირებინათ 56 სმ-იდან (22 დუიმი/ინჩი) 10 სმ-მდე (4 დუიმი/ინჩი). ზომის შემცირების წყალობით კი შესაძლებელი გახდა ახალი მოწყობილობის დაყენება როგორც ჰორიზონტალურ ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში. ტექნიკური შესაძლებლობები კი ბევრად გაუმჯობესებული აქვს მის წინამორბედთან შედარებით.

2012 წლის 18 ივნისს, ზოგადად, პლათფორმის სახელი, შეიცვალა "Microsoft PixelSense"-ით, ხოლო ძველი სახელწოდება "Microsoft Surface" ეწოდა Microsoft-ის მიერ წარდგენილ ახალ პროდუქტს, კერძოდ Microsoft-ის პირველ პორტატულ, პლანშეტურ კომპიუტერს.

იხ. ვიდეო - ГаджеТы: обзор тач-стола Microsoft PixelSense - В этом обзоре я постарался рассказать не сколько про сам стол Microsoft PixelSense, сколько про концепции его использования на примере демо-приложений.



                                                 გაყიდვების სამიზნე ბაზარი

PixelSense-ი შეიქმნა უფრო მეტად კომერციული კლიენტებისთვის, ვიდრე უბრალო მომხმარებლებისთვის. მოწყობილობა არ საჭიროებს ფიზიკურ კლავიატურას ან მაუსს მუშაობისთვის. ნებისმიერი ადამიანისთვის მისი მოხმარება ძალიან ადვილია, რაც ბუნებრივი სამომხმარებლო ინტერფეისის დამსახურებაა.

Microsoft-მა ეს პროდუქტი შექმნა შემდეგი ინდუსტრიული სფეროებისთვის: მედია და გართობა, მედიცინა, საცალო გაყიდვა, ფინანსური სერვისები, განათლება და პოლიტიკა. მისი შეძენა შესაძლებელია 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორისაა: აშშკანადაავსტრიაბელგიადანიასაფრანგეთიგერმანიაირლანდიაიტალიანორვეგიანიდერლანდებიკატარისაუდის არაბეთიესპანეთიშვედეთიშვეიცარიაარაბთა გაერთიანებული საამიროებიგაერთიანებული სამეფო (დიდი ბრიტანეთი), ავსტრალიაკორეაინდოეთისინგაპური და ჰონგ-კონგი.

ისტორია

1:13
Surface 1.0-ის დემონსტრაცია
5:56
MSNBC-ის მიერ Microsoft PixelSense-ის გამოყენება პირდაპირ ეთერში 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს

PixelSense-ის შექმნის იდეა წამოაყენეს 2001 წელს, Microsoft Hardware-ის თანამშრომელმა სტივენ ბეთიჩმა (Steven Bathiche) და Microsoft Research-ის თანამშრომელმა ენდი უილსონმა (Andy Wilson). იმავე წლის ოქტომბერში, დეივიდ ჯოშუა კურლანდერმა (David Joshua Kurlander, იგივე DJ Kurlander), მაიკლ კიმმა (Michael Kim), ჯოელ დელინმა (Joel Dehlin), ბეთიჩმა და უილსონმა დააფუძნეს ვირტუალური გუნდი, რათა იდეის ხოცშესხმისთვის ემუშავათ.

2003 წელს, გუნდმა იდეა წარუდგინა ბილ გეითსს, Microsoft-ის თავმჯდომარეს. მოგვიანებით ეს ვირტუალური გუნდი გაფართოვდა და სულ რაღაც ერთ თვეში შეიქმნა მათი იდეის პროტოტიპი, სახელწოდებით T1. ეს პროტოტიპი აგებული იყო IKEA-ს მაგიდის გამოყენებით. გუნდმა ასევე დაწერა სპეციალური აპლიკაციები პლათფორმისთვის, მაგალითად Pinball-ი, სურათების ბრაუზერი, და ვიდეო თავსატეხი. მომდევნო წელს, Micosoft-მა შექმნა 85-ზე მეტი პროტოტიპი. მოწყობილობის საბოლოო დიზაინზე მუშაობა დასრულდა 2005 წელს.

ამგვარი კონცეპტი გამოიყენეს Minority Report-ში, 2002 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმში. ამ ფილმის DVD-ის კომენტარებში ვკითხულობთ, რომ რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა აღნიშნა, რომ ფილმში ნაჩვენები მოწყობილობის კონცეპტი არის გადაღებების დროს Microsoft-თან კონსულტაციის ნაყოფი. ერთ-ერთი ტექნოლოგიური კონსულტანტი ამ ფილმისა იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან, მოგვიანებით კი ეს ადამიანი შეუერთდა Microsoft-ს ამ პროექტზე მუშაობაში.

2007 წლის 30 მაისს, სტივ ბალმერმა (Steve Ballmer), Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა (CEO), აშშ-ს ქალაქ კარსლბადში (Carlsbad, California) The Wall Street Journal-ის D: All Things Digital-ის კონფერენციაზე საზეიმოდ წარადგინა ეს ტექნოლოგია "Surface"-ის სახელით.

2008 წლის 17 აპრილს, AT&T (ამერიკული მრავალეროვანი ტელეკომუნიკაციის კორპორაცია) გახდა პირველი გადამყიდველი ამ პროდუქტისა. იმავე წლის ივნისში, უოლტ დისნეის კომპანიამ ეს მოწყობილობა Innoventions-ის (დისნეილენდის ატრაქციონების ერთ-ერთ გაერთიანებაში: Tomorrowland-ში მდებარე ატრაქციონი) ერთ-ერთ განყოფილებაში: Dream Home-ში შეიტანა. 2008 წლის 13 აგვისტოდან, ეს პროდუქტი შეიტანეს Sheraton Hotels-ის ზოგიერთ სასტუმროში. 2008 წლის 8 სექტემბრიდან კი MSNBC-მ (სატელევიზიო საინფორმაციო არხი) დაიწყო მისი გამოყენება 2008 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო რუკებზე სამუშაოდ პირდაპირ ეთერში.

2012 წლის 18 ივნისს, Microsoft-მა წარადგინა პორტატული პლანშეტი იმავე სახელით: "Surface", შესაბამისად, ძველ Surface-ს დაერქვა ახალი სახელი: PixelSense.

შესაძლებლობები

PixelSense-ის დემონსტრაცია. ფუნჯის გამოყენება და სხვა.

Microsoft PixelSense-ს აქვს ფუნქციონირების ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება, ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch), ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously), და რეალური საგნების აღქმა.

პირდაპირი ინტერაქტიული მოხმარება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს არ სჭირდება არანაირი კლავიატურა ან მაუსი, საჭიროა უბრალოდ შეხება ეკრანზე. ერთდროულად მრავალი შეხების აღქმა (Multi-touch) ნიშნავს იმას, რომ სენსორულ ეკრანს შეუძლია მრავალი (PixelSense-ის შემთხვევაში ათობით) შეხება აღიქვას ერთდროულად. ერთდროულად მრავალი ადამიანის მიერ მოხმარების შესაძლებლობა (Multi-user simultaneously) მრავალშეხებიანი სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობების დიდ უპირატესობაზე მეტყველებს, იმ მოწყობილობებთან შედარებით, რომელთა მართვაც მხოლოდ მაუსით და კლავიატურით ხდება. რეალური საგნების აღქმა კი ალბათ ყველაზე დიდი უპირატესობაა ამ ტექნოლოგიის.

საგნების აღქმის ტექნოლოგია (რომლის აღწერაც ზევით, მიმოხილვაში არის წარმოდგენილი) საშუალებას იძლევა რომ არა მხოლოდ მარტივი მყარი საგნებით ვიხელმძღვანელოთ, არამედ ისეთი საგნებითაც როგორიცაა ჩვეულებრივი სახატავი ფუნჯი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვეულებრივი ფუნჯით თავისუფლად შესაძლებელია ზედმეტი ძალიასხმევის გარეშე დაიხატოს ეკრანზე ციფრული სურათი.

პლათფორმას ასევე გააჩნია შეხების დაწოლის სიძლიერის აღქმის უნარიც. მაგალითისთვის ავიღოთ მასში ჩაწერილი ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც ეკრანზე შეხების დროს წარმოქმნის წყლის ტალღებს და თან საკმაოდ რეალური ვიზუალით, რეალური ნაკადულივით. რაც უფრო ძლიერად მოხდება შეხება ეკრანზე, მით უფრო დიდი ტალღა წარმოიქმნება.

                                                          ტექნიკური მონაცემები

მოწყობილობა: Microsoft Surface 1.0

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 1.0
  • ფორმა: მაგიდის ფორმა
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: უკანა პროექცია და თითქმის-ინფრაწითელი კამერები (Rear projection DLP w/cameras)
  • ფასი: იწყება $10,000 აშშ დოლარიდან
  • მასა: 198 ფუნტი (90 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.5 × 27 × 21 დუიმი (108 × 68.6 × 53.3 სმ)
  • პროცესორი (CPU): Intel Core 2 Duo 2.13 GHz processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): ATI Radeon X1650 - 256 MB
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 2 GB (DDR2)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 160 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 30 დუიმი (76.2 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1024 x 768 – 4:3 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: XGA (DE-15) video out, RGB analog component video out, RCA analog component audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11g, Bluetooth, and Ethernet 10/100
  • საოპერაციო სისტემა: Windows Vista (32-bit)
  • იხ. ვიდეო - video - Samsung SUR40 with Microsoft® PixelSense™


მოწყობილობა: Samsung SUR40 with Microsoft PixelSense

  • პლათფორმის პროგრამა: Microsoft Surface 2.0
  • ფორმა: მაგიდა, კიოსკი, კედელი
  • ეკრანის და სენსორის ტექნოლოგია: თხელი LCD w/PixelSense ტექნოლოგია
  • ფასი: იწყება $8,400 აშშ დოლარიდან
  • მასა: 80 ფუნტი (36 კგ)
  • მოწყობილობის ზომები (სიგრძე × სიგანე × სიმაღლე): 42.7 × 27.5 × 4 დუიმი (108.5 × 69.9 × 10.2 სმ)
  • პროცესორი (CPU): AMD Athlon II X2 2.9 GHz dual-core processor
  • გრაფიკული ჩიპი (GPU): AMD Radeon HD 6570M – 1 GB GDDR5
  • ოპერატიული მეხსიერება (RAM): 4 GB (DDR3)
  • მეხსიერება (მყარი დისკი): 320 GB HDD
  • ეკრანის ზომა: 40 დუიმი (101.6 სმ) დიაგონალი
  • ეკრანის ფიქსელური ზომა: 1920 × 1080 – 16:9 შეფარდება
  • შესაერთებელი პორტები: HDMI input & output, S/PDIF 5.1 digital audio surround sound out, RCA analog component audio out, 3.5 mm TRS (stereo mini-jack) audio out, 4 USB ports
  • ქსელები (Networking): Wi-Fi 802.11n, Bluetooth, and Ethernet 10/100/1000
  • საოპერაციო სისტემა: Windows 7 Professional for Embedded Systems (64-bit)
იხ. ვიდეო -  video - Microsoft Surface PixelSense 'Coffee Table' Hands On


    

Комментариев нет:

უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...