суббота, 29 октября 2022 г.

ხარკივის ბრძოლა (2022)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ხარკივის ბრძოლა (2022)

რიღი 24 თებერვალი, 2022 – დღემდე (8 თვე და 5 დღე) - მდებარეობა ხარკოვი, ხარკოვის ოლქი, უკრაინა - 
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
რუსეთის დროშა ვიტალი გერასიმოვი  უკრაინის დროშა იჰორ ტერეხოვი
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  •  რუსეთის სახმელეთო ჯარები
    • 1-ელი საგვარდიო სატანკო არმია
      • მე-4 საგვარდიო სატანკო დივიზია
        • 423-ე საგვარდიო მოტომსროლელი პოლკი
    • მე-20 საგვარდიო საერთო-საჯარისო არმია
    • 41-ე საერთო-საჯარისო არმია
    • მე-14 საარმიო კორპუსი
      • მე-200 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა
    • 25-ე საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადა[
 უკრაინის შეიარაღებული ძალები

 უკრაინის ეროვნული გვარდია

  • მე-3 ოპერატიული ბრიგადა
  • ეროვნული გვარდიის მე-5 ბრიგადა

 უკრაინის უშიშროების სამსახური
 უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური
 უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალები

დანაკარგები
უცნობიაუკრაინის თანახმად (7 მარტი):
76 მოკლული, 124 დაჭრილი
უკრაინის თანახმად:
  • 7 მარ.:133 დაღუპული და 319 დაჭრილი სამოქალაქო პირი
  • 16 მარ.: არანაკლებ 500 დაღუპული
  • 28 აპრ.: 606 დაღუპული
  • 600 000+ ევაკუირებული
მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობს უკრაინის ქალაქ ხარკივში და მის გარშემო. არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის (2022) ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი. ხარკივი, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან სამხრეთით სულ რაღაც 32 კილომეტრში მდებარეობს და ძირითადად რუსულენოვანი ქალაქია, სიდიდით მეორეა უკრაინაში და ითვლება რუსეთის სამხედროების მთავარ სამიზნედ.

ბრძოლა რუსეთის შეჭრის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამხედრო კონფლიქტია, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იგი „21-ე საუკუნის სტალინგრადად“ მოიხსენია.
იხ. ვიდეო - Российско-украинская война: #16 Битва за Харьков
თებერვალი
24 თებერვალს ბელგოროდში თავმოყრილმა რუსულმა ჯარებმა გადაკვეთეს საზღვარი და ხარკივისკენ დაიწყეს წინსვლა, სადაც უკრაინის წინააღმდეგობას შეხვდნენ. რუსებმა ქალაქს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ბიჭი.

25 თებერვალს სასტიკი ბრძოლები დაიწყო ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, სოფელ ცირკუნის მახლობლად, სადაც უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსების შეკავება.


რაკეტით ნაწილობრივ დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი ხარკივში, 26 თებერვალი.
26 თებერვალს ხარკივის ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ მთელი ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე მძიმე ბრძოლები ხარკივში გაიმართა.

27 თებერვალს, გამთენიისას, რუსულმა ძალებმა ხარკივში გაზსადენი გაანადგურეს. გვიან დილით, რუსული ნაწილები ქალაქში შევიდნენ. სინიეჰუბოვი იტყობინებოდა, რომ ხარკივში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ ჰერაშჩენკოა განცხადებით, ქალაქის ცენტრში ქუჩის ბრძოლები წარმოებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა განცხადება, რომ რუსულმა ძალებმა შეძლეს უკრაინის 302-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის კაპიტულაცია და ტყვედ აიყვანეს 471 უკრაინელი სამხედრო, რაც უკრაინულმა წყაროებმა უარყვეს. იმავდროულად, უკრაინის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ხარკივში შესული რუსული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარი გაანადგურეს, მათ შორის სულ მცირე 6 გაზ „ტიგრი“.

27 თებერვლის შუადღისთვის სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა სრული კონტროლი აღადგინეს ქალაქზე. ასევე დასძინა, რომ ათობით რუსი ჯარისკაცი ჩაბარდა, ისინი უჩიოდნენ დემორალიზებას, არ ესმოდათ რა იყო მათი მისია და ჰქონდათ საწვავის ნაკლებობა.
28 თებერვალს უკრაინელი თანამდებობის პირი ანტონ ჰერაშჩენკო იტყობინებოდა, რომ ქალაქზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მოგვიანებით სინიეჰუბოვმა გააკეთა განცხადება, რომ 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათობით დაიჭრა. ხარკივის მერმა იჰორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 37 დაიჭრა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი იყო 25 წლის სტუდენტი ალჟირიდან, რომელიც რუსმა სნაიპერმა მოკლა.

მოგვიანებით, 28 თებერვალსვე, ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ხარკივში მდებარე ელექტროობის ქვესადგურების განადგურებას იწყებდნენ, რის შედეგადაც ქალაქის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგია, გათბობა და წყალი გაეთიშებოდა. მან ასევე დასძინა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 87 სახლი დაზიანდა. დანგრეულ შენობებს შორის იყო მალიშევის სახელობის ქარხანაც

Human Rights Watch-ის შეფასებით, რუსეთმა ინდუსტრიალნის, მოსკოვსკისა და შევჩენკივსკის რაიონებში კასეტური ბომბები გამოიყენა. მათი გამოყენება აკრძალულია 2010 წლის კონვენციით კასეტური საბრძოლო მასალების შესახებ და ამგვარი ფაქტი შესაძლოა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდეს, რადგან იგი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველია.
იხ. ვიდეო - Kharkiv, February 27, 2022. Russian troops enter the city

1 მარტის დილას, რუსულ რაკეტა 3მ54-1 „კალიბრით“ დაიბომბა ხარკივის ცენტრში მდებარე თავისუფლების მოედანი, იგი ხარკივის ოლქის ადმინისტრაციული შენობის წინ აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სლოვენიის საკონსულო. ასევე დაზიანდა ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი. დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, უკრაინელი ოფიციალური პირები სხვადასხვა რიცხვს ავრცელებდნენ; სულ მცირე დაიღუპა 7 და დაიჭრა 24.

უკრაინის ბიატლონის ფედერაციამ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 მარტს ხარკივში დაღუპული უკრაინელი სამხედროებიდან ერთ-ერთი იყო ევგენი მალიშევი, ბიატლონისტი და უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი.

ხარკივის ცენტრში მდებარე ქუჩა დაბომბვის შემდეგ.

1 მარტის დაბომბვებისას ასევე დაიღუპა უკრაინაში ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წევრი მაინა ფენინა.

2 მარტს სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 112 დაიჭრა. რუსი მედესანტეები ხარკივში დაეშვნენ და ქალაქზე საჰაერო თავდასხმის შემდეგ დაარბიეს სამხედრო ჰოსპიტალი, რასაც მძიმე შეტაკებები მოჰყვა რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის. მოგვიანებით ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ ჰოსპიტალს.

დილის საათებში რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანდა ხარკივის პოლიციის შენობა, სამხედრო აკადემია და ხარკივის ეროვნული უნივერსიტეტი. რუსული რაკეტები ჩამოვარდა რამდენიმე საცხოვრებელ უბანშიც. მოგვიანებით სარაკეტო დარტყმები კვლავ განხორციელდა თავისუფლების მოედანზე, დააზიანა ხარკივის საკრებულოს შენობა და დერჟპრომი, ასევერამდენიმე მაღალსართულიანი ნაგებობა.

2 მარტის ღამეს ორი რაკეტა დაეცა ხარკივის ტერიტორიული თავდაცვის ძალების შტაბს. დაზიანდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარიც, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები თავშესაფრად იყენებდნენ. ჭურვების სამიზნე აღმოჩნდა წმინდა ანტონის კათოლიკური ეკლესიაც. CNN-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხარკივის იმ 16 ადგილიდან, რომლებიც იმ კვირაში რუსული დაბომბვის სამიზნე იყო, მხოლოდ 3 წარმოადგენდა არასამოქალაქო ტერიტორიას.

4 მარტიდან, უკრაინის სახმელეთო ძალების ცნობით, დაიწყეს ხარკივიდან სუმის მიმართულებით კონტრშეტევა. პოლიციის ცნობით, 4 მარტის მდგომარეობით ხარკივისათვის ბრძოლაში 188 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 122 მშვიდობიანი მოქალაქე.

6 მარტს უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსული ძალების სატვირთო მანქანაზე დაყენებული „გრადის“ გამშვებიდან ნასროლი ჭურვები მოხვდა ხარკივის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტს, რომელშიც განთავსებული იყო ბირთვული კვლევითი ცენტრი და შესაძლო იყო ამას მსხვილმასშტაბიანი ეკოლოგიური კატასტროფა გამოეწვია. მეორე დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ კვლევითი ცენტრი დაზიანებული იყო, მაგრამ რადიაციის გაჟონვა არ ფიქსირდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ღამით ჭურვების ჩამოყრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე რვა მშვიდობიანი მოქალაქე. ძლიერ დაზიანდა აზერბაიჯანის საკონსულოს შენობა. ავიადარტყმები განხორციელდა სატელევიზიო ანძა, შსს-ის პოლიკლინიკა, მართლწესრიგის სამხედრო სამსახურის შენობა და სხვ. ხარკივის ოლქში ჩამოაგდეს ორი რუსული თვითმფრინავი.

7 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ხარკივთან ბრძოლებში მოკლეს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაური გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი, ასევე დაიღუპა ან დაიჭრა რამდენიმე სხვა მაღალი რანგის ოფიცერი. რუსმა სამხედროებმა ფელდმანის ეკოპარკში ორი სამოქალაქო მოხალისე მოკლეს, როდესაც ისინი ცხოველების ვოლიერში მათ გამოსაკვებად შევიდნენ.

სინიეჰუბოვმა 8 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქიდან რკინიგზით 600 000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინის მთავრობის ცნობით, ხარკივი მთლიანად მისი კონტროლის ქვეშ იყო და ქალაქის შემოგარენში გახსნილი ცეცხლის გარდა, რუსეთის მხრიდან არანაირ შეტევით მოქმედებას ადგილი არ ჰქონდა.

10 მარტს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლით დაიღუპა ორი ადამიანი, ქალაქის ცენტრში არსებული სავაჭრო ცენტრი კი დაინგრა.

ხარკივის საოლქო პროკურატურის 14 მარტის ცნობით, რუსული ძალების მიერ საცხოვრებელი რაიონის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ოლქის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა მეორე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 მარტს ქალაქს 65-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი, დაღუპული იყო 1 ადამიანი და 1-იც დაჭრილი. ომის დაწყებიდან კი 600 საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანახმად, 16 მარტს ხარკივის ბაზარზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი, კიდევ ხუთმა დაზიანებები მიიღო.

18 მარტს ხარკივის საოლქო პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა სლობოდისა და მოსკოვის რაიონების საცხოვრებელ სახლებს. ამას გარდა, ნაწილობრივ დაინგრა სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის კარკივის რეგიონული ინსტიტუტის შენობა. სალტივკის მასივზე მიტანილ იერიშებს ემსხვერპლა 96 წლის ბორის რომანჩენკო, რომელმაც 4 ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გადაიტანა და მოღვაწეობდა ნაციზმის დანაშაულების ხსოვნის შესანარჩუნებლად.

19 მარტს ხარკივის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბნები მუდმივი ცეცხლის სამიზნე იყო, ცენტრზე კი საარტილერიო-სარაკეტო დარტყმები ხორციელდებოდა. მისივე თქმით, მრავალი ადმინისტრაციული და კულტურული შენობა დაინგრა ან დაზიანდა. ასევე აღნიშნა ისიც, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და მოწინააღმდეგე ქალაქის შემოგარენიდან განდევდნა.

24 მარტს „ნოვა ფოსტას“ განყოფილებაზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 6 და დაიჭრა სულ მცირე 15 ადამიანი. 26 მარტს რუსულმა ჭურვებმა დააზიანა დრობიცკი-იარის ჰოლოკოსტის მემორიალი.

28 მარტს იჰორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების დღიდან ხარკივის მოსახლეობის 30%-მა ქალაქი დატოვა. სინიეჰუბოვის განცხადებით, მოწინააღმდეგემ საცხოვრებელი კვარტლები კვლავ კასეტური საბრძოლო საშუალებების ცეცხლის სამიზნე აღმოჩნდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ ზოგიერთ მიმართულებაზე უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ოკუპანტებისგან გაასუფთავეს მალა-როჰანი და ვილხივკა.

31 მარტს, ხარკოვის მიმართულებით გაძლიერებული რუსული ცეცხლის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით რამდენიმე ათეულ კოლომეტრში მდებარე ქალაქ ბელგოროდში განთავსებული ნავთობბაზის აფეთქებაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა; მათი განცხადებით, იერიში ორი საბრძოლო შვეულმფრენით მი-24-ით განხორციელდა. ამას გარდა, მათ განაცხადეს, რომ ამ დღეს ხარკივის თავდაცვით ბაზაზე მაღალი სიზუსტის რაკეტა „ისკანდერით“ დასავლეთის ქვეყნების 100-ზე მეტი „ექსტრემისტი და დაქირავებული მებრძოლი“ გაანადგურეს.

აპრილი

2 აპრილს სინიეჰუბოვმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსულმა ნაწილებმა გვერდი აუარეს იზიუმს, რათა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისკენ გაეგრძელებინათ სვლა. 3 აპრილს უკრაინის ხელისუფლება იტყობინებოდა, რომ რუსეთის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა და 28 საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მათ მოწამლული ნამცხვარები აჭამეს.

ქალაქის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების ნაწილობრივი გასვლისა და უკრაინელთა მიერ ჩუჰუივისკენ მიმავალ გზაზე სრული კონტროლის აღდგენის შემდეგ, 4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ოკუპანტები ქალაქის ასაღებად ახალ შტურმს ამზადებდნენ აღმოსავლეთის მხრიდან.

17 აპრილს სინიეჰუბოვმა ტელეგრამში გამოაქვეყნა, რომ კონტრშეტევების შედეგად დაიბრუნეს სოფლები ბაზალიივკა, ლებიაჟე და კუტუზივკის ნაწილი, შეიარაღებული ძალები კი სოფელ მალა-როჰანისკენ დაწინაურდნენ. ამას გარდა აღნიშნა ისიც, რომ „რეაქტიული ცეცხლით“ გაანადგურეს მოწინააღმდეგის 5 ტანკი და 10 ჯავშანტრანსპორტიორი, მოკლეს ან ტყვედ აიყვანეს 100 ჯარისკაცი.

27 აპრილისთვის ხარკივი ნაწილობრივ იყო გარშემორტყმული მოწინააღმდეგის მიერ. 29 აპრილს სინიეჰუბოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დაწყების დღიდან ქალაქში დაზიანდა ან დაინგრა 2000-ზე მეტი შენობა. ასევე, 28 აპრილს პრაქტიკულად შეუწყვეტელი ცეცხლით დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. ამავე დღესვე გამოაცხადეს, რომ ხარკივთან მდებარე სოფელი რუსკა-ლოზოვა ოკუპანტებისგან გათავისუფლდა.

მაისი

2 მაისს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) დაადასტურა, რომ უკრაინამ დაიბრუნა სოფელი სტარი-სალტივი (ხარკივიდან 40 კმ-ით ჩრდილოეთით). 6 მაისს ამავე ორგანიზაციამ აღწერა უკრაინელთა ფართო კონტრშეტევა, რომლის შედეგადაც დაიბრუნეს რამდენიმე სოფელი, მ.შ. ცირკუნიპერემოჰა და ჩერკასკი-ტიშკის ნაწილი. მისი შეფასებით, „უახლოეს დღეებში უკრაინას შეეძლებოდა რუსული ძალების უკუგდება ხარკივის საარტილერიო ცცხლის ზონიდან“. 7 მაისის ინფორმაციით, უკრაინელებმა წარმატებით უკუაგდეს ხარკივის გარშემო დისლოცირებული რუსული ჯარები და ქალაქი მათთვის მისაწვდომობის ფარგლებს გარეთ დარჩა. ამავე დღეს უკრაინული მხარე იტყობინებოდა ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთით ხუთი სოფლის დაბრუნების შესახებ. უკრაინელ ჩინოსანზე დაყრდნობით „The New York Times“-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხარკივისათვის ბრძოლა ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ მოცემულ მომენტში დომინირებდა უკრაინა, რუსული ძალები კი უკან იხევდნენ და გზად ხიდებს ანადგურებდნენ.

11 მაისს უკრაინულმა მხარემ კიდევ ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნების შესახებ განაცხადა, შეიარაღებული ძალები რუსეთ-უკრაინის საზღვარს მიუახლოვდნენ. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ხარკივის ოლქიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. 14 მაისს ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ „უკრაინამ, როგორც ჩანს, ხარკივის ბრძოლა მოიგო“. ქალაქის მერმა „BBC“-სთან ისაუბრა, რომ „უკანასკნელი ხუთი დღის მანძილზე ქალაქში სროლები არ ყოფილა. რუსების მხრიდან ქალაქზე სარაკეტო დატყმის მხოლოდ ერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი ხარკივის აეროპორტთან ახლოს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ის გაანეიტრალა.

დანაკარგები

ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით, 7 მარტის მდგომარეობით, დაღუპული იყო 209 ადამიანი, მ.შ. 133 მშვიდობიანი მცხოვრები. ამას გარდა, 443-მა, მ.შ. 319 მშვიდობიანმა, ჭრილობები მიიღო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის 16 მარტს გამოქვეყნებული ცნობით, ამ დროისათვის ქალაქისათვის ბრძოლას არანაკლებ 500 მშვიდობიანი შეეწირა. 13-დან 16 აპრილამდე პერიოდში მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად ხარკივში დაიღუპა 18 და დაიჭრა 106 სამოქალაქო პირი. 28 აპრილის მონაცემებით, ხარკივის ოლქში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა 606 ადამიანის სიცოცხლე, მ.შ. 26 ბავშვი

იხ. ვიდეო - Kharkiv, February 27, 2022. Russian troops enter the city




ტრუბადური (ოპერა)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ტრუბადური (ოპერა)

ტრუბადური
ჯუზეპე ვერდის ოპერა
ლუიჯი მორგარის პოსტერი
(იტალ. Il trovatore) — ჯუზეპე ვერდის 4-მოქმედებიანი ოპერა, დაწერილი სალვადორე კამარანოს ლიბრეტოზე. პრემიერა 1853 წლის 19 იანვარს შედგა რომის თეატრ «აპოლოში». «ტრავიატასთან» და «რიგოლეტოსთან» ერთად «ტრუბადური» ვერდის ერთ-ერთ დიდ ნამუშევრად ითვლება, რომელიც 1850-იან წლებში შექმნა.
                                                                  

ტრუბადურის კოშკი ალჯაფერიაში (სარაგოსა).

                                 მოქმედი პირები

პერსონაჟებიხმები
გრაფ დი ლუნაბარიტონი
ლეონორა, ჰერცოგინიასოპრანო
აზუჩენა, ბოშა ქალიმეცო-სოპრანო
მანრიკო, ტრუბადური, მისი(აზუჩენას) აყვანილი
შვილი და გრაფის ღვიძლი ძმა
ტენორი
ფერნანდო, ლუნას ოფიცერიბანი
ინესი, ლეონორას მეგობარისოპრანო
რუისი, მანრიკოს მეგობარიტენორი
მოხუცი ბოშაბანი
შიკრიკიტენორი
ლეონორას მეგობრები, მონაზვნები,
გრაფის დაახლოებული პირები, მეომრები, ბოშები.

სიუჟეტი

ვერდიმ მოქმედებებს «ნაწილები» დაარქვა და თითოეული დაასათაურა.

                                                            


                                     მოქმედება პირველი «დუელი»

«მოხუც დი ლუნას ჰყავდა ორი ვაჟი. ერთხელ ღამით, როდესაც ციხე-სიმაგრეში ყველას ეძინა, უმცროს ვაჟის ოთახში შეიპარა ბოშა ქალი და მოაჯადოვა იგი. ბოშა ქალი გააგდეს, თუმცა იგი ყველას არწმუნებდა, რომ პატარას ბედნიერება ელოდა. მალე ბავშვი დაავადმყოფდა და თვალსა და ხელს შუა ჭკნებოდა. ჯადოქარი დაიჭირეს და კოცონზე დაწვეს. მისმა ქალიშვილმა კი, ახალგზარდა ბოშამ, იზუჩენამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა დედის გამო. დაწვის ღამეს მან თავისი შვილით შეაღწია სასახლეში, მოიპარა გრაფის ჩვილი აკვნიდან და ჩააგდო ცეცხლში, რომელშიც იწვოდა დედამისი. ამის შემდეგ მოხუც გრაფს დიდხანს არ უცოცხლია და სიკვდილამდე არ სჯეროდა შვილის დაღუპვა. სიკვდილის წინ მან თავის უფროს ვაჟს დაუბარა შური ეძია ძმისთვის. ამ დროიდან იგი ყველგან ეძებს ბოშა ქალს, თუმცა უშედეგოდ». ფერნანდო ამატებს, რომ მოხუცი ჯადოქრის სული ჯერ კიდევ დაეხეტება და სხვადასხვა სახეს იღებს. ზარი რეკს შუაღამით, შეშინებული ჯარისკაცები და ფერნანდო გადიან.

სურათი მეორე. ლეონორას ბაღი. ღამეა. ლეონორა მოუთმენლად ელოდება თავის საყვარელს, ტრუბადურ მანრიკოს. ის უყვება თავის მეგობარ ინესს მათ სიყვარულზე. უკანასკნელ სასიმღერო შეჯიბრზე მან ყველა კონკურენტს აჯობა და ახლა ყოველ ღამით უმღერის მას ფანჯრებთან. ინესი ურჩევს ლეონორას შეეშვას ამ გატაცებას, ვინაიდან წინათგრძნობა ეუბნება, რომ იგი დაღუპავს მას. გოგონები მიდიან ციხე-სიმაგრეში. ტევრის მდუმარებას ტრუბადურის სერენადა არღვევს. გაიგონა რა სერენადა, ბაღში შედის დი ლუნა, ლეონორაზე შეყვარებული. სიბნელეში ლეონორა გრაფს სანატრელ ტრუბადურად აღიქვამს და გამოირბენს მის შესახვედრად, მაგრამ ღრუბლებიდან ეჩვენება ლუნა და რწმუნდება თავის შეცდომაში. ხეებიდან გამოდის ტრუბადური, რომელშიც გრაფი შეიცნობს თავის წყეულ მტერს, მანრიკოს, სიკვდილ მისჯილს და არაგონიიდან განდევნილს. დი ლუნა უცხადებს მას, რომ ჩამოკრა მისი სიკვდილს ჟამმა და იწვევს მას დუელში. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შორდებიან, მომარჯვებული დაშნებით, ლეონორა ეცემა გულწასული.

იხ. ვიდეო -  video - ÓPERA IL TROVATORE 2017 - TRM



მოქმედება მეორე «ბოშა ქალი»

სურათი პირველი. ბოშათა ბანაკი მთებში. აისი. კოცონთან — ბოშა აზუჩენა და მისი აყვანილი შვილი მანრიკო, რომელიც ეს-ეს არის განიკურნა გრაფთან დუელში მიღებული მძიმე ჭრილობისგან. აზუჩენა სევდიან სიმღერაში იხსენებს დედას, რომელიც სასტიკმა ადამიანებმა კოცონზე დაწვეს. შურისძიების წყურვილით დაბრმავებულმა აზუჩენამ, შეცდომით ცეცხლში გრაფის შვილის მაგიერ, თავისი, საკუთარი შვილი ჩააგდო. გრაფის ვაჟი, მანრიკო, აზუჩენამ ღვიძლი შვილივით გაზარდა. დედამისის სიკვდილი შურისძიების გარეშე დარჩა, მანრიკოს ვალია აღასრულოს იგი. მანრიკოს, მეგობარი რუისი ეუბნება, რომ ლეონორას სურს მონასტერში წავიდეს, რადგან ჰგონია რომ ტრუბადური მოკვდა. მანრიკო ემშვიდობება აზუჩენას და მიიჩქარის ლეონორასკენ.

სურათი მეორე. ღამეა. მოსტერთან მიდის ჯარისკაცთა დანაყოფი გრაფ დი ლუნასა და ფერნანდოს მეთაურობით. მათ სურთ მოიტაცონ ლეონორა, სანამ იგი მონაზვნად აღიკვეცება და როგორც კი იგი სამლოცველოდან გამოდის, გრაფი მივარდება მას, ხოლო გრაფს გზაზე მანრიკო გადაეღობება თავისი მეგობრებით. გრაფის რაზმი მიმოფანტულია და გაქცევით შველიან თავს. ლეონორა, რომელიც თვალებს არ უჯერებს, უვარდება მანრიკოს მკლავებში, რომელსაც აქამდე დაღუპულად თვლიდა.

მოქმედება მესამე «ბოშა ქალის ვაჟი»

სურათი პირველი. გრაფ დი ლუნას ბანაკი. მის ჯარს ალყა აქვს შემორტყმული ციხე-სიმაგრისთვის, რომელშიც მანრიკო იფარავს ლეონორას. ჯარისკაცებმა დაიჭირეს მოხუცი ქალი, რომელიც ბანაკის გარშემო დაეხეტებოდა. ფერნანდო მასში ამოიცნობს სწორედ იმ ბოშა ქალს, რომელმაც გრაფის უმცროსი ძმა კოცონში ჩააგდო. სასოწარკვეთილი აზუჩენა მანრიკოს იხმობს. გრაფი ბრძანებს ბოშა ციხეში ჩასვან და კოცონზე დაწვან.

სურათი მეორე. სამლოცველო ციხე-სიმაგრეში. მანრიკო და ლეონორა მზად არიან წავიდნენ საკურთხეველში. შემორბის რუისი და აცხადებს, რომ გრაფმა აზუჩენა შეიპყრო და მის დასჯას აპირებს. მანრიკო რუისთან და თავის მეომრებთან ერთად აზუჩენას დასახსნელად მიიჩქარის. ისმის იარაღის ხმაური. ლეონორა სასოწარკვეთილია.

მოქმედება მეოთხე «სიკვდილით დასჯა»

სურათი პირველი. ციხე-სიმაგრე კასტელორში, ციხის წინ. ბნელი ღამე. ლაბადაში გახვეული რუისი და ლეონორა ჩნდებიან. რუისი ანიშნებს მას ციხის კოშკზე, სადაც იტანჯება გრაფის დამარცხებული ტყვე — მანრიკო. ლეონორა საყვარლის საშველად თანახმაა გახდეს გრაფის ცოლი, თუ ის შეიწყალებს მანრიკოს. გრაფიც თანახმაა, თუმცა ლეონორა ჩუმად სვამს საწამლავს.

სურათი მეორე. მიწის ქვეშ. მანრიკო ამშვიდებს აზუჩენას. ისინი მიეძალნენ მწარე მოგონებებს განვლილ დღეებზე, თავისუფალ ცხოვრებაზე მთებში. იღება კარი, შემოდის ლეონორა, რომლისგანაც მანრიკო იგებს, რომ შეწყალებულია. ის იხმობს ლეონორას მასთან, მაგრამ იგი პასუხობს რომ უნდა დაბრუნდეს ციხე-სიმაგრეში. მანრიკო ხვდება, რომ თავისუფლება ლეონორამ უღირსი საქციელით იყიდა და წყევლის მას. მანრიკოს სისასტიკით შეურცხყოფილი ლეონორა, არწმუნებს მას საკუთარ უდანაშაულობაში და სთხოვს გაიქცეს. მანრიკო არ იღებს ყურად მის თხოვნას. ლეონორას მიერ მიღებული საწამლავი მოქმედებას იწყებს და გოგონა მკვდარი ეცემა საყვარლის მკლავებში. შემოსული გრაფი თავის ცოლს, ლეონორას მკვდარს ნახავს მტრის მკლავებში. სიცრუით გაცეცხლებული გრაფი უბრძანებს მანრიკო კოცონზე დაწვან, ხოლო თვითონ სასაცილოდ იგდებს ბოშა ქალს, მიჰყავს იზუჩენა ფანჯარასთან და უთითებს მას დასჯილ მანრიკოზე. იზუჩენა წამოიძახებს: «გაიგე ყველაფერი — ის ძმაა შენი! დედა, შენთვის შურინაძიებია!» და მოცელილი ეცემა მკვდარი.

იხ. ვიდეო - Опера «Трубадур» с русскими субтитрами (Венская опера, 1978) 1/2 - 

Opera Il trovatore რუსული სუბტიტრებით (ვენის ოპერა, 1978) 1/2


ჰიპერბოლური სამკუთხედი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

        ჰიპერბოლური სამკუთხედი

                            ჰიპერბოლური სამკუთხედი უნაგირის ზედაპირზე
ჰიპერბოლურ გეომეტრიაში ჰიპერბოლური სამკუთხედი არის სამკუთხედი ჰიპერბოლურ სიბრტყეში. იგი შედგება სამი სეგმენტისგან, რომელსაც ეწოდება მხარეები ან კიდეები, და სამი წერტილისგან, რომელსაც ეწოდება კუთხეები ან წვერები.

როგორც ევკლიდეს შემთხვევაში, თვითნებური განზომილების ჰიპერბოლური სივრცის სამი წერტილი ყოველთვის ერთ სიბრტყეშია. ამრიგად, პლანზური ჰიპერბოლური სამკუთხედები ასევე აღწერს სამკუთხედებს, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერ მაღალგანზომილებიან ჰიპერბოლურ სივრცეში.
                                                                               
სამკუთხედის მოზაიკა მე-7 რიგის სამკუთხა კრამიტს აქვს ტოლგვერდა სამკუთხედები, რომელთა შიდა კუთხე 2π/7 რადიანია.
ჰიპერბოლური სამკუთხედი შედგება სამი არაწრფივი წერტილისგან და მათ შორის სამი სეგმენტისგან.

Თვისებები
ჰიპერბოლურ სამკუთხედებს აქვთ ევკლიდეს გეომეტრიის სამკუთხედების მსგავსი თვისებები:

ყველა ჰიპერბოლურ სამკუთხედს აქვს შემოხაზული წრე, მაგრამ ყველა ჰიპერბოლურ სამკუთხედს არ აქვს შემოხაზული წრე (იხ. ქვემოთ). მისი წვეროები შეიძლება იყოს ჰოროციკლზე ან ჰიპერციკლზე.
ჰიპერბოლურ სამკუთხედებს აქვთ სფერული ან ელიფსური გეომეტრიის სამკუთხედების მსგავსი თვისებები:

ორი სამკუთხედი კუთხეების ერთნაირი ჯამით ტოლია ფართობით.
სამკუთხედების ფართობისთვის არის ზედა ზღვარი.
ჩაწერილი წრის რადიუსზე არის ზედა ზღვარი.
ორი სამკუთხედი თანმიმდევრულია, თუ და მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ერთმანეთში გადადიან წრფის სასრული რაოდენობის ასახვის შედეგად.
ტოლი შესაბამისი კუთხით ორი სამკუთხედი თანმიმდევრულია (ანუ ყველა მსგავსი სამკუთხედი თანმიმდევრულია).
ჰიპერბოლურ სამკუთხედებს აქვთ გარკვეული თვისებები, რომლებიც საპირისპიროა სამკუთხედების სფერულ ან ელიფსურ გეომეტრიაში:

სამკუთხედის კუთხეების ჯამი 180°-ზე ნაკლებია.
სამკუთხედის ფართობი პროპორციულია მისი კუთხეების ჯამის დეფიციტისა (180°-მდე).
ჰიპერბოლურ სამკუთხედებს ასევე აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც სხვა გეომეტრიაში არ არის ნაპოვნი:

ზოგიერთ ჰიპერბოლურ სამკუთხედს არ აქვს შემოხაზული წრე, რაც ხდება მაშინ, როდესაც წვეროებიდან ერთი მაინც იდეალური წერტილია, ან როდესაც ყველა წვერო დევს ჰოროციკლზე ან ცალმხრივ ჰიპერციკლზე.
ჰიპერბოლური სამკუთხედები თხელია, არის მაქსიმალური მანძილი δ გვერდის წერტილიდან დანარჩენ ორ გვერდამდე. ეს პრინციპი იწვევს δ-ჰიპერბოლური სივრცეების გაჩენას.
იხ. ვიდეო - Сферический избыток треугольника
სამკუთხედის განმარტება შეიძლება განზოგადდეს იმით, რომ წვეროები განლაგდეს ჰიპერთვითმხედველობის იდეალურ საზღვარზე, ხოლო გვერდები სიბრტყის შიგნითაა. თუ წყვილი გვერდი ასიმპტომურად პარალელურია (ანუ მათ შორის მანძილი ნულისკენ მიისწრაფვის, როცა ისინი იდეალურ წერტილს უახლოვდებიან, მაგრამ ისინი არ იკვეთებიან), მაშინ ისინი მთავრდება იდეალურ წვეროზე, რომელიც წარმოდგენილია ომეგა წერტილით.

ამბობენ, რომ ასეთი წყვილი გვერდები ქმნიან ნულოვან კუთხეს.

ნულოვანი კუთხით სამკუთხედი ევკლიდეს გეომეტრიაში შეუძლებელია სხვადასხვა წრფეზე მდებარე სწორხაზოვანი გვერდებისთვის. თუმცა, ასეთი ნულოვანი კუთხეები შესაძლებელია ტანგენტის წრეებისთვის[en].

სამკუთხედს ერთი იდეალური წვერით ეწოდება ომეგას სამკუთხედი.

სამკუთხედების სპეციალური ტიპები სრულყოფილი წვეროებით:
სამი იდეალური სამკუთხედი პუანკარეს დისკის მოდელში
პარალელურობის სამკუთხედი
სამკუთხედი, რომელშიც ერთი წვერო არის იდეალური წერტილი, ერთი კუთხე არის მართი კუთხე - მესამე კუთხე არის პარალელურობის კუთხე მართკუთხა და მესამე კუთხეს შორის მდებარე მხარისთვის.

შვაიკერტის სამკუთხედი
სამკუთხედი, რომელშიც ორი წვერო არის სრულყოფილი წერტილი, ხოლო დარჩენილი კუთხე არის მართი კუთხე. ეს არის ერთ-ერთი პირველი ჰიპერბოლური სამკუთხედი (1818), რომელიც აღწერა ფერდინანდ კარლ შვაიკერტმა.

იდეალური სამკუთხედი
მთავარი სტატია: სრულყოფილი სამკუთხედი
სამკუთხედი, რომელშიც ყველა წვერო იდეალური წერტილია. ასეთი სამკუთხედი ყველაზე დიდია ლობაჩევსკის გეომეტრიაში შესაძლო სამკუთხედებს შორის, რადგან მას აქვს ნულოვანი კუთხეების ჯამი.
იხ. ვიდეო - Illuminating hyperbolic geometry




კონსერვები

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                კონსერვები დაკონსერვებული ტომატის პასტა მინის ქილებში და...