воскресенье, 15 января 2023 г.

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის

ტრიბუნალის ლოგო

სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისთვის (ICTY; სრული სახელი: 1991 წლიდან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში პასუხისმგებელი პირების სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი საერთაშორისო ტრიბუნალი, უფრო ფართოდ ცნობილი როგორც საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე ან უბრალოდ ჰააგის ტრიბუნალი) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა, რომლის მიზანია სასამართლოს გადაეცეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991 წლიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირები, აღიკვეთოს ახალი დანაშაულები, ხელი შეეწყოს ყოფილ იუგოსლავიაში შერიგების გზით მშვიდობის დამყარებას. შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის 25 მაისის № 827 (1993 წ.) რეზოლუციის საფუძველზე.

სასამართლოს იურისდიქციაში შედიოდა ოთხი ტიპის დანაშაულის განხილვა, რომლებიც 1991 წლიდან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განხორციელდა: ჟენევის კონვენციის სერიოზული დარღვევა, სამართლისა და ომის წესების დარღვევა, გენოციდი და კაცობიობის წინაშე დანაშაულები. მაქსიმალური სასჯელის სახე, რომლის შეფარდებაც სასამართლოს შეეძლო, იყო სამუდამო პატიმრობა.

ბრალი 161 ადამიანს დასდეს, აქედან უკანასკნელს 2005 წელს. უკანასკნელი პირი მიმალვაში გორან ჰაჯიჩი 2011 წლის 20 ივლისს დააკავეს.[2] 2017 წელს სასამართლომ უკანასკნელი განაჩენი გამოიტანა. ინსტიტუციამ საკუთარი საქმიანობა ფორმალურად 2017 წლის 31 დეკემბერს შეწყვიტა.

ისტორია

დაარსება

ტრიბუნალის შენობა

1991 წლიდან იუგოსლავიაში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა მოკლე დროში ძლიერი ესკალაცია განიცადა. შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა რიცხვმა არნახულ რაოდენობას მიაღწია. ადამიანი ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებათა მსხვერპლი გახდა. განსაკუთრებით მწვავედ და მასშტაბურად კონფლიქტი ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე განვითარდა.[5] ამ მოვლენებით შეშფოთებულმა გაეროს უშიშროების საბჭომ 1991 წლის 25 სექტემბრიდან რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მკაცრად აფრთხილებდა მხარეებს და მოუწოდებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვისაკენ.

საბოლოოდ, როდესაც ნახსენებმა ზომებმა არ მოიტანა შედეგი და დადასტურდა მათი არაეფექტურობა, უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია N808(1993), რომლითაც დაადგინა, რომ უნდა შექმნილიყო „საერთაშორისო ტრიბუნალი იმ პირთა სასამართლო დევნისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე 1991 წლიდან ჩადენილ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევებზე“.

ამავე რეზოლუციით გაეროს გენერალურ მდივანს ეთხოვა, ყოველმხრივ შეესწავლა საკითხი და უახლოეს ვადებში წარედგინა სამოქმედო გეგმა და პროექტი ამ ტრიბუნალის შესაქმნელად. საბოლოოდ, 1993 წლის 25 მაისს უშიშროების საბჭოს № 827 (1993) რეზოლუციით სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისათვის (The International Criminal Tribunal for the former Yugoslavia - ICTY) შექმნილად გამოცხადდა. ამავე რეზოლუციით მიიღეს ტრიბუნალის სტატუტი. მოგვიანებით, 1994 წლის 11 თებერვალს, სტატუტის მე-15 მუხლის საფუძველზე მიიღეს პროცედურისა და მტკიცებულებათა წესები. სწორედ ამ ორმა დოკუმენტმა შეადგინა ტრიბუნალის ძირითადი სამართლებრივი ბაზა.

განხორციელება

1993 წელს ტრიბუნალმა შიდა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგა. 17-მა სახელმწიფომ კი ხელი შეთანხმებას მოაწერა, რომლის თანახმად ისინი თავისუფლების აღკვეთას პატიმრობით აღასრულებდნენ.

ტრიბუნალმა დაადგინა საკუთარი საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო. მოაწესრიგა პროცედურებისა და მტკიცებულებების სისტემა, ასევე მათ მიერ პატიმრობაში ყოფნის წესი და უფლებების დაცვითი მექანიზმები. ამ წესთა ერთობლიობამ შექმნა სამართლებრივი სისტემა, რომელიც ტრიბუნალს საქმიანობის სწორად წარმართვაში ეხმარებოდა. იქედან გამომდინარე, რომ ტრიბუნალი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაქვემდებარებული პირველი საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი სასამართლო, ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. თუმცა, პირველი წლის შემდეგ ტრიბუნალის მოსამართლეების მიერ შემუშავდა და შემდგომში დაინერგა ყველა წესი, რომლემაც სასამართლოს პროცესუალური მუშაობა გამართა.

1994-1995 წლებში, ტრიბუნალმა საკუთარი ოფისი სადაზღვევო კომპანია Aegon-ის შენობაში მოიწყო, რომელიც ჰააგაში მდებარეობდა. დროებითი მოთავსების იზოლატორი კი სხევენინგენში, ჰააგის ერთ-ერთ რაიონში მოაწყვეს. ამ პერიოდში ტრიბუნალმა დაიქირავა მრავალი თანამშრომელი და 1994 წელს საქმეების მოკვლევის დაწყება შეძლო. 1995 წლის მდგომარეობით ICTY-ში 200 მდე ადამიანი მუშაობდა. 1994 წლისთვის კი პირველი ბრალდებები წარდგენილი, ხოლო პირველი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეგროვებული იყო.

ღონისძიებები

1994 წელს პირველი ბრალი ბოსნიელ სერბს დრაგან ნიკოლიჩს წაუყენეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს ხელმძღვანელობდა. მომდევნო ბრალი 1995 წლის 13 თებერვალს 21 ბოსნიელი სერბს წაუყენეს. 21 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს ბრალად მუსლიმი და ხორვატი პატიმრების წამება ედებოდათ. იმ პერიოდშიც კი, როდესაც ყოფილ იუგოსლავიაში ომი მძვინვარებდა, ICTY-მ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო სასამართლო სიცოცხლისუნარიანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა არც ერთი ბრალდებული ჯერ დაკავებული არ იყო.

სასამართლომ ჯამში რვა სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა და 46 ადამიანზე დაკავების მიზნით გაიცა შესაბამისი ორდერები. დუშკო ტადიჩის, ბოსნიელი სერბის დაკავება ტრიბუნალის მიერ პირველი განსახილველი საქმე აღმოჩნდა. ტადიჩი 1994 წელს მიუნხენში დააკავეს. 1995 წლის 26 აპრილს იგი პირველი წარსდგა სასამართლოს დარბაზში და წარდგენილ ბრალს არც ერთ პუნქტში არ დაეთანხმა.

1995 წლის ივნისიდან 1996 წლის ივნისის ჩათვლით კიდევ 33 ადამიანის მიმართ მოკვლევა დაიწყო. დროებითი მოთავსების იზოლატორში კიდევ 6 ახალი ბრალდებული მოათავსეს. დუშან ტადიჩის გარდა 1996 წლის ივნისისთვის იზოლატორში იმყოფებოდნენ: ტიჰომი ბლაშკიჩიდრაჟენ ერდემოვიჩიზეჟნილ დელალიჩიზდრავკო მუკიჩიესად ლანძოჰაზიმ დელიჩი. დრაჟენ ერდემოვიჩი გახდა პირველი ვინც საკუთარი ბრალი ტრიბუნალის წინაშე აღიარა.

მიღწევები

2004 წელს ICTY-მ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ხუთი მიღწევა იყო ჩამოთვლილი „სამართლისა და იურისპრუდენციის“ წინაშე:

  1. „დაუსჯელობის გადაყვანა პასუხისმგებლობაში“, იგულისხმება ის, რომ ის იყო ერთადერთი სასამართლო, რომელიც ქმედითად მუშაობდა და გამოჰქონდა გადაწყვეტილებები იუგოსლავიის კონფლიქტთან დაკავშირებით. რადგან, იმ პერიოდის პროკურატურა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მსგავს დანაშაულებზე თვალს ხუჭავდა.
  2. „ფაქტების დადგენა“, იგულისხმება ტრიბუნალის მუშაობის განმავლობაში შეგროვებული მტკიცებულებებსა და მიგნებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
  3. „ათასობით მსხვერპლისთვის სამართლიანობის განცდის მინიჭება და მათთვის ხმის უფლების მიცემა“, იგულისხმება მრავალრიცხოვანი თვითმხილველი, რომელიც პროცესების ფარგლებში დაიკითხა და უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა სამართლის აღსრულებაში.
  4. „საერთაშორისო სამართლის წინაშე მიღწევები“ იგულისხმება, რომ ნიურნბერგის პროცესის შემდეგ ეს იყო ერთადერთი სისხლისსამართლებრივი სასამართლო, რომლის ქმედებებსაც შედეგი მოჰყვა.
  5. „სამართლის უზენაესობის განმტკიცება“, იგულისხმება საერთაშორისო სამართლის სტანდარტების გამოყენებით ომის დანაშაულების გამო დამნაშავეთა დასჯა.

სამუშაოების დასრულება

2003 წლის აგვისტოს 1503-ე და 2004 წლის მარტში 1534-ე რეზოლუციით გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა ICTY-სა და ICTR-ს (საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდის საკითხებზე) მიმდინარე საქმეები დასასრულისკენ წაეყვანათ.

2010 წლის დეკემბერში, უშიშროების საბჭომ 1966-ე რეზოლუცია მიიღო, რომელმაც დააფუძნა სისხლის სამართლის ტრიბუნალების საერთაშორისო მექანიზმი (IRMCT). IRMCT გახდა ის ორგანო, რომელმაც გადმოიბარა ICTY-სა და ICTR-ის უფლებამოსილებები. 1996 რეზოლუციით, ტრიბუნალს მიეცა ვადა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, რათა საკუთარი მუშაობა დაესრულებინა და უფლებამოსილებები გადაეცათ IRMCT-სთვის.

სამუშაოების დასრულების სტრატეგიის ანგარიშში, რომელიც 2011 წლის მაისში გამოქვეყნდა, ICTY მიუთითა, რომ ისინი საკუთარი საქმიანობის დასრულებას 2012 წლის ბოლომდე შეძლებდნენ, ხოლო ყველა აპელაციის განხილვისთვის და გადაწყვეტილების გამოტანისთვის მათ 2015 წლამდე მუშაობა დასჭირდებოდათ. გამონაკლისები მხოლოდ რადოვან კარაჯიჩირატკო მლადიჩი და გორან ხაჯიჩი იყვნენ, რადგან იმ დროისთვის ისინი დაკავებულები არ იყვნენ, მათი დაკავება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა.

ICTY-ს ბოლო სასამართლო პროცესი რატკო მლადიჩთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც 2017 წლის 22 ნოემბერს გასამართლდა. უკანასკნელი საკითხი კი, რომელიც ICTY-მ განიხილა იყო სააპელაციო საქმეები ექვს პირთან დაკავშირებით, რომელთა მისამართით გამოტანილი გადაწყვეტილებები ძალაში დარჩა.

იხ. ვიდეო - Итоги трибунала по бывшей Югославии. Удалось ли восстановить справедливость?



ორგანიზაცია

გახსნიდან, ტრიბუნალში 900-მდე თანამშრომელი მუშაობდა. ორგანიზაციულ მოწყობაში შედიოდა განმხილველი პალატები, პროკურორთა ოფისი და სამდივნო.

პროკურორთა ოფისი

პროკურორები პასუხისმგებლები იყვნენ დანაშაულთა ჯეროვან გამოძიებაზე, მტკიცებულებების მოგროვებაზე და სამძებრო სამუშაოებზე. პროკურორთა ოფისს ჰყავდა ხელმძღვანელი პროკურორი.

განმხილველი პალატები

პალატები შედგებოდნენ მოსამართლეებისგან და მათი თანაშემწეებისგან. სასამართლო სამი პალატისგან და ერთი სააპელაციო პალატისგან შედგებოდა. ტრიბუნალის თავმჯდომარე იმავდროულად სააპელაციო პალატის თავმჯდომარე იყო.

მოსამართლეები

ტრიბუნალის მუშაობის ბოლო ეტაპზე შემადგენლობაში შვიდი მუდმივმოქმედი მოსამართლე მუშაობდა და მათ ერთი დროებითი მოსამართლე ჰყავდათ. 52 გაეროს წევრი ქვეყნიდან სულ 86 მოსამართლე მუშაობდა ICTY-ში. მათგან 51 მუდმივი მოსამართლე იყო, ხოლო 36 დანიშნული მოსამართლე, ხოლო ერთიც დროებითი მოსამართლე.

სამდივნო

სამდივნო პასუხისმგებელი იყო ტრიბუნალის მუშაობაზე. მათ შორის იყო: სასამართლო ოქმების შედგენა, სასამართლო დოკუმენტაციის გადათარგმნა, ტრანსპორტირება და განთავსება, ჩვენებების ორგანიზაცია, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, თანამშრომელთა ანაზღაურება, ადამიანური რესურსების მართვა და შესყიდვები. ისინი ასევე პასუხს აგებდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორის მუშაობაზე, სასამართლო პროცესზე გამოცხადებული ბრალდებულების დაცულობაზე, ბრალდებულთა იურიდიულ დახმარებაზე, რომლებსაც საკუთარი სახსრები წარმომადგენლის დასაქირავებლად არ გააჩნდათ.

დროებითი მოთავსების იზოლატორი

პირები, რომლებსაც უარი ეთქვათ თავისუფალი გადაადგილების უფლებაზე საქმის გამოძიების პერიოდში, მოთავსებულები იყვნენ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, რომელიც სხევენინგენში, ბელგიშ-პარკთან, ჰააგის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. სასამართლოდან ის 3 კილომეტრის დაშორებით არის განთავსებული. ბრალდებულები ინდივიდუალურ იზოლატორებში იყვნენ განთავსებულები რომლებშიც იყო ტუალეტი, საშხაპე, რადიო, საკაბელო ტელევიზია, პერსონალური კომპიუტერი (რომელიც არ იყო ინტერნეტთან დაკავშირებული) და ფუფუნების სხვა საგნები. მათ შეეძლოთ ოჯახთან ყოველდღიურად დაკავშირება და ასევე შეეძლოთ მეუღლეებთან შეხვედრა. მათთვის ხელმისაწვდომი იყო ბიბლიოთეკა, ტრენაჟორების დარბაზი და სხვადასხვა შენობები რელიგიური რიტუალების შესასრულებლად. საკნები უფრო საუნივერსიტეტო ოთახებს წააგავდა ვიდრე ციხეებს, ზოგიერთი იზოლატორს „ჰააგის ჰილტონსაც“ კი ეძახდა. ასეთი მიდგომის მიზეზი უდანაშაულობის პრეზუმციაში მდგომარეობდა, რადგან ის ბრალდებულები, რომლებსაც ბრალი არ დაუმტკიცდებოდათ სხვაგარ მოპყრობას არ იმსახურებდნენ.

ბრალდებულები

1997 წლიდან 2004 წლის ჩათვლით ტრიბუნალმა ბრალი 161 პიროვნებას დასდო. ბრალდებულები იყვნენ როგორც რიგითი ჯარისკაცები, გენერლები, პოლიციის ხელმძღვანელი პირები ისე პრემიერ-მინისტრებიც კი. სლობოდან მილოშევიჩი იყო პირველი, რომელიც მოქმედი პირველი პირი იყო და ტრიბუნალმა ბრალი დასდო. სხვა „მაღალი იერარქიის“ ბრალდებულთა შორის იყვნენ მილან ბაბიჩი — ხორვატიის სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი. რამუშ ჰარადინაი — კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. რადოვან კარაჯიჩი — ბოსნიელი სერბების რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი. რატკო მლადიჩი — ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერალი და ანტე გოტოვინა ხორვატთა არმიის ყოფილი გენერალი.

161 პირიდან 94 იყო სერბი, 29 — ხორვატი, 9 — ალბანელი, 9 — ბოსნიელი, 2 — მაკედონელი და 2 — მონტენეგროელი.

კრიტიკა

ICTY ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი სერბეთისა და რუსეთის ხელისუფლებების მიერ. ორგანიზაციას ხშირად აბრალებდნენ გამოძიების არაობიექტურად წარმართვას. სერბები და რუსები ხშირად აპელირებდნენ, რომ გასამართლებული პირები და გასამართლებულთა შორის უმკაცრესაც დასჯილი პირები უმეტეს შემთხვევებში სერბები იყვნენ და არა ხორვატები, ბოსნიელი მუსლიმები ან კოსოვოელი ალბანელები.

კრიტიკა შეხვდა ასევე ორგანიზაციის უფლებამოსილების სამართლებრივ ასპექტებსაც. ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის საკითხი დღემდე სადავო რჩება. ეს დავა არსებობს როგორც სამეცნიერო დონეზე წმინდა თეორიულ ჭრილში, ასევე პერიოდულად წამოიჭრება ხოლმე მხარეებს შორის ამ ტრიბუნალზე განხილვის პროცესში მყოფ საქმეებში. რა თქმა უნდა, საკითხი ტრიბუნალის ლეგიტიმურობაზე აქამდე მხოლოდ დაცვის მხარეს დაუყენებია

იხ. ვიდეო - Mladic - Judgement - 22 November 2017 (part 2 of 2)



მზის ქვა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            მზის ქვა


(ესპ. Piedra del Sol), ასევე შეცდომით უწოდებენ აცტეკების კალენდარს — მონოლითური ბაზალტის დისკი აცტეკური კოსმოგონიის სიმბოლური და მზის კულტის გამოსახულებებით.

მონუმენტის სიგრძე არის 3,60 მეტრი დიამეტრში, 1,22 მეტრი სისქეში და იწონის 24 ტონას, ამჟამად მდებარეობს ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმის ექსპოზიციაში.

სავარაუდოდ, ატარებს კუაუჰიკალის რიტუალური ჭურჭლის ან ტალამაკატლის მსხვერპლთშეწირვების საკურთხევლის როლს, რომლის დამზადებაც ვერ დამთავრდა დიდი ბზარის გამო. თუმცა, ამის მიუხედავად, ქვა, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა ტლაკაჰიპეუალისტლის ცერემონიების დროს.

სხვა მხრივ, ნაუატლზე ქვას ეწოდებოდა „ოლინ ტონაიუ“ („ტონატიუს მოძრაობა“ ან „მზის მიმათვა“), რაც მეტყველებს აცტეკების გეოცენტრულ შეხედულებებზე, რომლებიც ახასიათებდა ძველი ხალხების კოსმოლოგიურ სისტემებს. ასევე მოიცავს აცტეკების დროის შესახებ წარმოდგენების პიქტოგრაფიულ გამოსახულებებს.
იხ. ვიდეო - Камень Солнца - Камень Солнца , также ошибочно называемый ацтекским календарём, — монолитный базальтовый диск с символическим изображением ацтекской космогонии и солнечного культа.Монумент имеет 3,60 м в диаметре и 1,22 м в толщину и весит 24 тонны, в настоящее время находится в экспозиции Национального музея антропологии.Вероятно, представляет собой ритуальный сосуд куаушикалли или алтарь для жертвоприношений темалакатль, изготовление которого не было закончено из-за глубокого разлома.Однако, несмотря на это, камень, скорее всего, использовался во время церемонии тлакашипеуалистли.
ისტორია
მზის ქვა — აცტეკური კულტურის ერთ-ერთი უძველესი ძეგლი, თარიღდება, დაახლოებით, 1479 წლით. ის იმყოფებოდა ტემპლო მაიორის ერთ-ერთ ტაძარში და 2006 წელს ტლალტეკუტლის მონოლითის აღმოჩენამდე, მზის ქვა ითვლებოდა ტემპლო მაიორში აღმოჩენილ უდიდეს ძეგლად.

მექსიკის დაპყრობის შემდეგ ქვა მიწაში ჩაიმარხა, სადაც 1790 წლის 17 დეკემბრამდე იმყოფებოდა, სანამ მეხიკოს ცენტრში, სოკალოს მოედანზე არ იპოვეს, იმავე წელს და თითქმის იმავე ადგილას სადაც კოატლიკუეს ქანდაკება. ქვის პირველი მკვლევარი იყო ანტონიო დე ლეონ-ი-გამა, რომელსაც მექსიკური არქეოლოგიის მამას უწოდებდნენ. ამჟამად ქვა ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმის აცტეკური დარბაზის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მისი გამოსახულება აცტეკური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა და ცნობილია მთელ მსოფლიოში.

აღწერა და ახსნა
დისკზე მოკლე სიმბოლურ ფორმაშია წარმოდგენილი აცტეკების კოსმოლოგია. აცტეკების გადასახედიდან, ჩვენს სამყარომდე არსებობდა და დაიღუპა კიდევ ოთხი სამყარო. ახლა ჩვენ ვცხოვრობთ მეხუთე ერაში (ოთხი მიწისძვრა), რომლის უზენაესი მზეა ღმერთი ტონატიუ. მის პატივსაცემად რეგულარულად მიმდინარეობს მსხვერპლთშეწირვები, რათა სამყაროს დასასრული არ დადგეს.

   
ცენტრალური დისკი: სახე, ოთხი ერა და ჰორიზონტის მხარე

ცენტრალური დისკი

ცენტრალური დისკი: სახე, ოთხი ერა და ჰორიზონტის მხარე
დისკის ცენტრშია მზის ღმერთ ტონატიუს სახე  ორი სამაჯურიანი ხელი-თათით, თვალებითა და წარბებით, რადგანაც ვერავინ ვერ გაექცევა მის მზერას. ორივე ხელში მას ადამიანის გული უჭირავს, მისი ენა გამოსახულია კაჟის დანის სახით, რაც სიმბოლურად გამოხატავს მსხვერპლთშეწირვების აუცილებლობას მზის უწყვეტი მოძრაობისთვის.

ოთხი ერა
ოთხი კვადრატი, რომლებიც ღვთაებასაა გარშემორტყმული, ასახიერებენ ოთხ მზეს — ოთხ ერას, რომლებიც წინ უძღოდნენ თანამედროვე მეხუთე მზეს.

ზემოთა მარჯვენა კვადრატში გამოსახულია პირველი ერა „ოთხი იაგუარი“, რომელიც დამთავრდა მიწისქვეშეთიდან ამოსული საშინელი იაგუარების მიერ ადამიანების განადგურებით.
მარცხნივ არის ერა „ოთხი ქარი“, რომლის მიწურულსაც ქარიშხლები წარმოიქმნენ, ადამიანები კი მაიმუნებად გადაიქცნენ. წარმოადგენს ჰაერის სტიქიას.
მის ქვემოთ გამოსახულია ერა „ოთხი წვიმა“, რომელიც დაიღუპა ცეცხლის წვიმაში. წარმოადგენს ცეცხლის სტიქიას.
დაბლითა მარჯვენა კვადრატში გამოსახულია ერა „ოთხი წყალი“, რომელიც დამთავრდა იმით, რომ სამყარო დაიტბორა, ხოლო ადამიანები თევზებად გადაიქცნენ. წარმოადგენს წყლის სტიქიას.

ოლინის, ტეკპატლის, კიაუიტლისა და ჰოჩიტლის ნიშნები (საათის ისრის საწინააღმდეგოდ)
ჰორიზონტის მხარეები
გარდა ამისა, ცენტრალურ დისკზე ერებს შორის გამოსახულია ჰორიზონტის მხარეები: ჩრდილოეთი ნიშნით „ერთი კაჟი“; სამხრეთი ნიშნით „ერთი წვიმა“; აღმოსავლეთი სამეფო გვირგვინით და დასავლეთი ნიშნით „შვიდი მაიმუნი“. აღმოსავლეთით — მზის დაბადების ადგილისკენ — მიმართული გვირგვინი და კაჟის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს ტენოჩტიტლანის უზენაეს ძალაუფლებასა და უიცილოპოჩტლის, აცტეკების მფარველი ღმერთის, დაბადების თარიღს.

პირველი წრე
შემდეგი წრე გამოხატავს სიმბოლურ გამოსახულებას აცტეკების კალენდრისა, რომელიც შედგება ორი პარალელური წრფისგან: სასულიეროსა და საეროსგან. საათის ისრის საწინააღმდეგოდ განლაგებულია წმინდა კალენდრის ოცი დღის პიქტოგრამები. ეს ოცი დღე ცამეტ რიცხვთან კომბინაციისას გვაძლევდა რიტუალურ 260-დღიან წელიწადს (ტონალპოუალი). ასევე დამატებულია ხუთი წერტილი, რომლებიც გამოხატავენ საერო კალენდრის (ჰიუპოუალი) ხუთ დამატებით დღეს, რომელიც შედგებოდა 18 პერიოდისგან, თითოში 20 დღით. ამგვარად, საბოლოოდ გამოდის 365-დღიანი საერო წელიწადი.
                                                               
ქვის რეპლიკა

დღეების დასახელება (საათის ისრის საწინააღმდეგოდ):

  • სიპაქტლი — ნიანგი
  • ეჰეკატლი — ქარი
  • კალი — სახლი
  • კუეცპალინი — ხვლიკი
  • კოატლი — გველი
  • მიკისტლი — ქალა
  • მასატლი — ირემი
  • ტოჩტლი — კურდღელი
  • ატლი — წყალი
  • იცკინტლი — ძაღლი
  • ოსომატლი — მაიმუნი
  • მალინალი — ბალახი
  • აკატლი — ლერწამი
  • ოცელოტლი — იაგუარი
  • კუაუტლი — არწივი
  • კოსკაკუაუტლი — სვავი
  • ოლინი — მოძრაობა
  • ტეკპატლი — კაჟის დანა
  • კიაუიტლი — წვიმა
  • ჰოჩიტლი — ყვავილი
  

მეორე წრე

მეორე წრე შედგები კვადრატებისგან, რომლებზეც გამოსახულია ხუთი წერტილი, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოხატავენ კვირის ხუთ დღეს. გარდა ამისა, რვა კუთხე ქვას რვა ნაწილად ჰყოფს. ითვლება, რომ ეს მზის სხივებია, რომლებიც ჰორიზონტიის მხარეებს უჩვენებენ.

მესამე წრე

გარე წრეზე ქვას გარს ეხვევა ორი ცეცხლოვანი გველი ჰიუკოატლი ერთმანეთის პირისპირ (ქვემოთ). ერთ-ერთის სახე ნაწილობრივ შავია, მეორესი წითელი, რაც ორობითობას გამოსახავს — დღისა და ღამის მარადიულ ცვლას. გველების თავების უკან არის ბრჭყალებიანი თათები თვალებით, რომლებიც იმეორებენ ცენტრალურ დისკზე გამოსახული ტონატიუს თათებს. მათი სხეულები დაყოფილია მონაკვეთებად, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოსახავენ 52-წლიან ციკლს.

დისკის ზემოთა ნაწილში, გველების კუდებს შორის, არის კვადრატი, რომლის შიგნითაც ამოკვეთილია თარიღი 13 აკატლი (13 ლერწამი). თვლიან, რომ ეს თარიღი შეესაბამება 1479 წელს, როდესაც დამთავრდა მონოლიტზე მუშაობა, უფრო ზუსტად კი აჰაიაკატლის მმართველობის პერიოდს, რომლის ბრძანებითაც მზის ქვა გააკეთეს.

ქვის კიდეებზე ამოკვეთილია ოთხი ჭუჭრუტანა, რომლებიც ერთმანეთისგან თანაბარ მანძილებზეა დაშორებული. შესაძლოა, მზის ქვა მზის საათის როლშიც გამოიყენებოდა: ჭუჭრუტანებში შეიძლებოდა ჯოხების ჩარჭობა, რომელთა ჩრდილიც ეცემოდა დისკის სიმბოლოს და ამგვარად დროის მონაკვეთს ასახავდა

იხ. ვიდეო - The Sun Stone (The Calendar Stone) - The Sun Stone (or The Calendar Stone), Aztec, reign of Moctezuma II (1502-20), discovered in 1790 at the southeastern edge of the Plaza Mayor (Zocalo) in Mexico City, stone (unfinished), 358 cm diameter x 98 cm depth (Museo Nacional de Antropología)




ლაქტობაცილინი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                       ლაქტობაცილინი

რძემჟავა ბაქტერიების ორი სახეობის კულტურა, რომელიც გამოიყვანა ი. მენჩიკოვმა რძის შესადედებლად და სამკურნალო მიზნებისათვის (ნაწლავში მიმდინარე ლპობის პროცესების დასათრგუნად). ლაქტობაცილინს უწოდებენ აგრეთვე აღნიშნული კულტურით შედედებულ მაწონს.
მიღება - ბიოლოგიური თვისებები. ლაქტობაცილის შემცველი პრეპარატების თერაპიული ეფექტი განპირობებულია ლაქტობაცილების ანტაგონისტური მოქმედებით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკები, ენტეროპათოგენური Escherichia coli, Proteus, Shigella, რაც განსაზღვრავს პრეპარატის მაკორექტირებელ ეფექტს ბაქტერიოცენოზის დარღვევით. ლაქტობაცილების პრეპარატები აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ხელს უშლის ნაწლავის დაავადებების გაჭიანურებული ფორმების წარმოქმნას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიკურ წინააღმდეგობას. Lactobacilli reuteri წარმოქმნის ნივთიერებას reuterin, რომელიც აფერხებს პათოგენური ფლორის ზრდას ნაწლავში და არ ახდენს გავლენას საკუთარი სასარგებლო ფლორის ზრდაზე.
იხ. ვიდეო - Что такое лактобактерии? Гинеколог о женской флоре кишечнике и не влияет на рост собственной полезной флоры - У здоровой женщины во влагалище должна быть очень кислая среда, в которой присутствует большое количество лактобактерий (палочки Додерлейна). В этом случае никакие патогенные микроорганизмы этот баланс не нарушат, женщина будет хорошо себя чувствовать. Если среда становится слабо-кислой, число лактобактерий уменьшается. Их место занимают условно-патогенные микроорганизмы: Gardnerella vaginalis и Atopobium, что приводит к бактериальному вагинозу. Важно, что эти микроорганизмы обнаруживаются и у здоровых женщин, но у них они составляют незначительную часть всех микроорганизмов влагалища.

Первые лактобактерии появляются в женском организме сразу после рождения — микрофлора заселяется от мамы. Далее при грудном вскармливании и правильных гигиенических процедур. В дальнейшем, когда появляется менструальный цикл, то начинает вырабатываться гормон эстроген и лактофлора появляется в достаточном количестве.

Можно ли получить лактобактерии извне? Да. Но вопрос в том, что такие лактобактерии будут менее жизнеспособны, чем свои собственные. Поэтому самое главное не только получить лактобактерии с помощью лекарственных препаратов, но и создать условия для восстановления своих собственных. Поддерживать нужную кислотность во влагалище поможет врач-гинеколог
კვების მრეწველობაში
ლაქტობაცილის ზოგიერთი სახეობა გამოიყენება ინდუსტრიაში კეფირის, იოგურტის და ყველის წარმოებისთვის. ლაქტობაცილები მონაწილეობენ ბოსტნეულის დამარილების პროცესში, მარინადების და სხვა პროდუქტების მომზადებაში, ასევე იყენებენ სინთეზურ და ბიოტექნოლოგიურ რძემჟავას. სილოსის დუღილი იწვევს ობის განვითარების შეფერხებას, რაც ცხოველებს ძვირფას საკვებს აძლევს.
                                                           

ეს დიაგრამა გვიჩვენებს ბიოაქტიური ნაერთების (ინდოლი და ზოგიერთი სხვა წარმოებულები) ბიოსინთეზს ტრიპტოფანიდან ნაწლავის ბაქტერიების მიერ. ინდოლი წარმოიქმნება ტრიპტოფანიდან ბაქტერიებით, რომლებიც გამოხატავენ ტრიპტოფანაზას. Clostridium sporogenes მეტაბოლიზებს ტრიპტოფანს ინდოლში და შემდგომში 3-ინდოლეპროპიონის მჟავად (IPA),  ძალიან ძლიერი ნეიროპროტექტორული ანტიოქსიდანტი, რომელიც ანადგურებს ჰიდროქსილის რადიკალებს. IPA უკავშირდება ნაწლავის უჯრედებში პრეგნანის X რეცეპტორს (PXR), რითაც ხელს უწყობს ლორწოვანის ჰომეოსტაზს და ბარიერულ ფუნქციას. ნაწლავიდან შეწოვისა და ტვინში განაწილების შემდეგ, IPA ანიჭებს ნეიროპროტექტორულ ეფექტს ცერებრალური იშემიისა და ალცჰეიმერის დაავადების წინააღმდეგ. ლაქტობაცილის სახეობები მეტაბოლიზებენ ტრიპტოფანს ინდოლ-3-ალდეჰიდში (I3A), რომელიც მოქმედებს არილის ნახშირწყალბადის რეცეპტორზე (AhR) ნაწლავის იმუნურ უჯრედებში, თავის მხრივ ზრდის ინტერლეუკინ-22-ის (IL-22) გამომუშავებას. თავად ინდოლი იწვევს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1 (GLP-1) სეკრეციას ნაწლავის L უჯრედებში და მოქმედებს როგორც ლიგანდი AhR-სთვის. ინდოლი ასევე შეიძლება მეტაბოლიზდეს ღვიძლში ინდოქსილის სულფატად, ნაერთი, რომელიც ტოქსიკურია მაღალი კონცენტრაციით და ასოცირდება სისხლძარღვთა დაავადებებთან და თირკმელების დისფუნქციასთან. AST-120 (გააქტიურებული ნახშირი), ნაწლავის სორბენტი, რომელიც მიიღება პირის ღრუში, შთანთქავს ინდოლს, რაც თავის მხრივ ამცირებს ინდოქსილის სულფატის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.


სამედიცინო
რძემჟავა ბაქტერიების შტამები გამოიყენება სამედიცინო პრეპარატების - პრობიოტიკების წარმოებაში, რომლებიც შექმნილია ნაწლავებისა და საშოს ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად (ინფექციური დაავადებების შემდეგ, ანტიბიოტიკოთერაპია). ახალშობილებში lactobacilli reuteri-ს გამოყენება ამცირებს ნაწლავის მიკროფლორას დაქვეითებულ კოლიკის სიმძიმეს.
იხ.  ვიდეო - video - The Benefits of Lactobacillus (a Friendly Microbe)



четверг, 12 января 2023 г.

თენგიზ ზაალიშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     თენგიზ ზაალიშვილი

თენგიზ ზაალიშვილი

იხ. წყარო ბმულზე
დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1928  (94 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1957 წელს.

იხ. ვიდეო - თენგიზ ზაალიშვილი ისევ შენ და ისევ შენ 86 летний тенор



1958 წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (ალფრედი ჯ. ვერდის "ტრავიატა", ლირიული ტენორი); აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვა კომპოზიტორთა ოპერებში; ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას; კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში; იყო ხალხური ანსამბლ "ფიროსმანის" სოლისტი; ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები; 1985 წელს იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად არჩეულია ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ. 2019 წლის 23 იანვარს ზ. ფალიაშვილის სახელობოის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ გაიხსნა თ. ზაალიშვილის სახელობის ვარსკვლავი.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 104; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.173

იხ. ვიდეო - თავო ჩემო თენგიზ ზაალიშვილი Aria from Georgian opera


დავით ანდღულაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  


 (დ. 15 ოქტომბერი [ძვ. სტ. 3 ოქტომბერი], 1895, სოფ. ბახვი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ნოემბერი, 1973, თბილისი) — ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სსრკ სახალხო არტისტი (1950), ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1973).
1925 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ე. ვრონსკის კლასი). 1926 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა მისი დებიური (რიჩარდი, ვერდის „ბალ-მასკარადი“). ამავე სეზონში შეასრულა კანიოს (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), რადამესის (ვერდის „აიდა“) და კავარადოსის (პუჩინის „ტოსკა“) პარტიები. 1927-1929 წლებში ანდღულაძე მოსკოვის სტანისლავსკის სახელობის მუსიკალურ თეატრის სცენაზე მღეროდა ლევკოს (რიმსკიკორსაკოვის „მაისის ღამე“), რუდოლფის (პუჩინის „ბოჰემა“), გრიგორის (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა პარტიებს. 1929-1933 წლებში თბილისის საოპერო თეატრში შექმნა დონ-ხოზესა (ბიზეს „კარმენი“) და გერმანიის (ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“) ვოკალურ-სცენური სახეები.
იხ. ვიდეო - დავით ანდღულაძე - მალხაზის არია



1933-1935 წლებში ანდღულაძე სსრკ დიდი თეატრის სოლისტი იყო. იქ პირველად შეასრულა მანრიკოს (ვერდის „ტრუბადური“) და რაულის (მაიერბერის „ჰუგენოტები“) პარტიები. 1935 წლიდან კი კვლავ თბილისს დაუბრუნდა. მის მიერ განსახიერებულმა აბესალომმა (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართული ხელოვნების I დეკადაზე მოსკოვში (1937). 1947 წელს ტარიელის პარტიის (მშველიძის „ამბავი ტარიელისა“) შესრულებისათვის ანდღულაძეს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1949 წელს ანდღულაძემ იმღერა ოტელოს პარტია ჯუზეპე ვერდის ამავე სახელწოდების ოპერაში. ფართო დიაპაზონის, ძლიერი, ლამაზი ტემბრის დრამატული ტენორი, აქტიორული ნიჭი და სცენური გარეგნობა ხელს უწყობდა ანდღულაძეს შეექმნა მუსიკალური-სცენური სახეების მდიდარი გალერეა. მომღერალმა გასტროლებით შემოიარა ყოფილი სსრკ მრავალი ქალაქი.

1946 წლიდან ანდღულაძე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი იყო (1958 წლიდან პროფესორი). ანდღულაძის მოწაფეები არიან ზურაბ ანჯაფარიძე, ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ სოტკილავა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
იხ. ვიდეო - დავით ანდღულაძე - აბესალომის არია



ბელატრიქსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                ბელატრიქსი


γ ორიონისა, მეორე ვარსკვლავიერი სიდიდის ვარსკვლავი, ორიონის თანავარსკვლავედის ძირითადი კონტურის შემქმნელი ოთხეულიდან ერთ-ერთი. მისი ნათობა 1270-ჯერ აღემატება მზისას, მზიდან დაშორებულია 77 პს.
ფიზიკური მახასიათებლები
ბელატრიქსი არის B2III სპექტრული კლასის ლურჯი-თეთრი გიგანტი, რომელიც 26-ე ადგილზეა ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავთა სიაში, ანტიკურობის 57 სანავიგაციო ვარსკვლავიდან ერთ-ერთი. ბელატრიქსის აშკარა სიდიდე არის 1,64 მ. ის შეუიარაღებელი თვალით ხილული ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ვარსკვლავია, მისი ზედაპირის ტემპერატურა შეფასებულია 21500 კ-ზე, ხოლო სიკაშკაშე 4000-ჯერ აღემატება მზეს. მიუხედავად ზედაპირის საკმაოდ მაღალი ტემპერატურისა და სიკაშკაშისა, ბელატრიქსის რადიუსი მხოლოდ 5,7-ჯერ აღემატება მზის რადიუსს, ხოლო მასა არის 8-დან 9 მზის მასამდე.
                                                        მარცხნიდან მარჯვნივ: ბელატრიქსი, მზე, ალგოლ ბ

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ბელატრიქსი მიეკუთვნება იმავე ვარსკვლავურ ასოციაციას (Orion OB1), როგორც ორიონის თანავარსკვლავედის კაშკაშა ვარსკვლავების უმეტესობა, მაგრამ ჰიპარკოსის მისიის დროს გაზომილი ტრიგონომეტრიული პარალაქსის გარკვევის შემდეგ და, შესაბამისად, მანძილი ვარსკვლავი, აღმოჩნდა, რომ ბელატრიქსი მზესთან ბევრად უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე ორიონის ვარსკვლავური ასოციაცია. ვარსკვლავამდე მანძილი შეფასებულია 243 სინათლის წლით, ხოლო OB1 Orion ასოციაციის ვარსკვლავები 1000 სინათლის წელზე მეტია დაშორებული.

ისტორიულად, ეს ვარსკვლავი ასტრონომებმა გამოიყენეს, როგორც სტანდარტი სხვა ვარსკვლავების ცვლადი სიკაშკაშის დასადგენად. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თავად ბელატრიქსის სიკაშკაშე არ არის მუდმივი. ეს არის ინას კლასის ცვლადი ამოფრქვევის ვარსკვლავი, რომელიც იცვლის სიკაშკაშეს არარეგულარულად 6%-ზე ნაკლებით. ვარსკვლავის სიკაშკაშე 1,59 მ-დან 1,64 მ-მდე მერყეობს.
იხ. ვიდეო - Bright Stars of Orion - Betelgeuse, Rigel, Bellatrix, Belt Stars



ბელატრიქსის ეკვატორიდან ვარსკვლავური მატერია გამოდის დიდი სიჩქარით (ამოფრქვევის ფენომენი), გადინების სიჩქარე დაახლოებით 1600 კმ/წმ-ია, სავარაუდოდ ეს გამოწვეულია ვარსკვლავის საკუთარი ბრუნვის მაღალი სიჩქარით, დაახლოებით 59 კმ/წმ. ამის გათვალისწინებით, ბელატრიქსი შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. Be-stars-ს.

ბელატრიქსი ახალგაზრდა ვარსკვლავია (დაახლოებით 10 მილიონი წლის), რომელიც მაინც უახლოვდება თავისი სასიცოცხლო ციკლის მიმდინარე ფაზის დასასრულს. რამდენიმე მილიონ წელიწადში ის ამოწურავს თავის შიდა წვის რესურსებს და გადაიქცევა წითელ გიგანტად. ბელატრიქსს ჰყავს 12 მეტრიანი კომპანიონი, რომელიც მდებარეობს მთავარი ვარსკვლავიდან 179.0" კუთხით.

მისი მახასიათებლების მიხედვით, ბელატრიქსი ახლოს არის სპიკას, ადარასა და შაულასთან.
Беллатрикс – «звезда амазонок»
ახელი და მითოლოგია
ბელატრიქსი - ლათინური ენიდან შეიძლება ითარგმნოს როგორც "მეომარი ქალი", "ამაზონი", მას ასევე უწოდებენ "ამორძალების ვარსკვლავს". ვარსკვლავის Bellātrix-ის ლათინური სახელი არის მისი არაბული სახელის თარგმანი النجید [Al Nâjed] - "დამპყრობელი", "გამარჯვებული". სახელი Bellātrix პირველად გამოიყენეს 1252 წელს გამოქვეყნებულ ალფონსინის ცხრილებში. ულუგბეკს ასევე აქვს სხვა არაბული სახელი მისი المرزم النجيد [Al Murzim al Nâjed], ეს არის "ღრიალის მეომარი" ან, როგორც თომას ჰაიდი წერს, "ლომის მეომარი". არაბებს სჯეროდათ, რომ ბელატრიქსი, ერთ-ერთი პირველი ცაში ასვლის თანავარსკვლავედში, აღნიშნავს თავის გამოჩენას ცაში „ლომის ღრიალით“, მიესალმება რიგელის ასვლას და გიგანტის გამოჩენას ცაში (სახელი ორიონი). არაბულ ასტრონომიაში). ალ სუფის ფიქსირებული ვარსკვლავების წიგნში არის ორიონის გამას სხვა სახელი - الروزهم [ალ რუზამი].
Კვლევა

მარცხნიდან მარჯვნივ: ბელატრიქსი, მზე, ალგოლ ბ
2005 წლის 14 ივლისს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini-მ დააკვირდა ბელატრიქსის დაბნელებას სატურნის მთვარე ენცელადუსი. დაკვირვებებმა დაეხმარა ენცელადუსის ატმოსფეროს შემადგენლობისა და სიმკვრივის დადგენას.
იხ. ვიდეო -  Bellatrix - Orion's Third Brightest Star



понедельник, 9 января 2023 г.

M2 Bradley

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                             M2 Bradley

                                      M2A1 ბრედლი ოპერაციის Desert Shield-ის დროს, 1991 წლის იანვარი.
 
გენერალ ომარ ბრედლის სახელობის ამერიკული ქვეითი საბრძოლო მანქანა. შეიქმნა 1970-იანი წლების მეორე ნახევარში XM723 პროტოტიპის საფუძველზე, საბჭოთა BMP-1-ის საბრძოლო გამოყენების გამოცდილების გათვალისწინებით, გერმანული BMP Marder-ის დიზაინის მახასიათებლები, როგორც M113-ის უკეთ დაცული და შეიარაღებული ალტერნატივა. ჯავშანტრანსპორტიორი.

BMP M2-ის ეკიპაჟი შედგება სამი ადამიანისგან, რომელსაც შეუძლია ჯარის განყოფილებაში ექვსი ქვეითი ჯარისკაცის გადაყვანა. მის საფუძველზე შეიქმნა საბრძოლო სადაზვერვო მანქანა (Cavalry Fighting Vehicle) M3 Bradley. BMP "ბრედლი" შევიდა სამსახურში 1981 წელს, სულ დამზადდა ყველა ვარიანტის 9753 ეგზემპლარი. მას იყენებდნენ აშშ-ს ჯარები სპარსეთის ყურის, ერაყისა და ავღანეთის ომებში.
იხ. ვიდეო  - M2 Bradley – «убийца танков» теперь у ВСУ - M2 Bradley - "ტანკის მკვლელი" ახლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია

აშშ-ს არმიისთვის ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების შექმნაზე მუშაობა დაიწყო 1964 წელს, როგორც MICV-70 [en] (ქვეითის მექანიზებული საბრძოლო მანქანა) პროგრამის ნაწილი და დასრულდა 1981 წელს M2 Bradley-ის მიღებით. ამ სამუშაოს დროს შეიქმნა BMP-ის რამდენიმე ვარიანტი, რომელიც იყო M113-ის ღრმა მოდერნიზაციის ვარიანტი და ფუნდამენტურად ახალი მანქანები.

პირველი მცდელობა იყო XM701, რომელიც შემუშავებული იყო Pacific Car and Foundry Company-ის მიერ (პროექტი MICV-65 [en]). 1965 წელს ექვსი პროტოტიპი შეიკრიბა. XM701-ს ჰქონდა ჯავშანტექნიკა გაძლიერებული M113 ჯავშანტრანსპორტიორთან შედარებით, ხვრელები დახრილ მხარეებში, 20 მმ-იანი ქვემეხი ორმაგ კოშკში. ამასთან, აპარატის მთელი რიგი ნაკლოვანებები (არასაკმარისი სიჩქარე უხეში რელიეფზე, ჭარბი წონა და საერთო ზომები) არ იძლეოდა მის მიღებას.

M113-ზე დაფუძნებული მსუბუქი BMP-ის შექმნის შემდეგი მცდელობა განხორციელდა FMC (Food Machinery and Chemical Corporation) 1967 წელს. მის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული მანქანა XM765 შედგებოდა ნაწილებისა და შეკრებების 90 პროცენტისგან M113A1. შეიცვალა კორპუსის ფორმა და ზომები, შუბლის და გვერდითი ჯავშანი გამაგრდა ფოლადის ფირფიტებით, დამონტაჟდა 20 მმ-იანი M139 ავტომატური თოფი. 1973 წელს, ვიეტნამის ომის დასრულების გამო, მკვეთრად შემცირდა ჯარისთვის ახალი განვითარების ღირებულება და XM765 პროექტზე მუშაობა ფაქტობრივად შემცირდა. მოდიფიკაცია XM765 - AIFV (Armored Infantry Fighting Vehicle) 25 მმ-იანი ავტომატური იარაღით KVA-B02 Oerlikon ექსპლუატაციაში შევიდა ნიდერლანდებში, ბელგიაში, თურქეთსა და ფილიპინებში.

MICV-70 პროექტი ძალიან რთულ და ძვირად ითვლებოდა, რის შემდეგაც 1971 წელს გადაწყდა, შეექმნათ უფრო მარტივი და იაფი ქვეითი საბრძოლო მანქანა.
                                                                              
მძღოლის ლუქის საფარის დეტალები, პორტის მხარეს სფერული ჩასადები და M242 იარაღის კუთხის ნიღაბი. M2A1 ბრედლი, 1984 წ.
ამ პროექტზე მუშაობა, რომელმაც მიიღო XM723 ინდექსი, დაევალა FMC-ს. XM723 პროტოტიპის აწყობა დასრულდა 1973 წლის დეკემბერში. მანქანის საბრძოლო წონაა 19 ტონა, ეკიპაჟი 3 ადამიანი (მეთაური, მსროლელი, მძღოლი), სადესანტო ძალა არის 9 ადამიანი, ერთი კოშკი 20 მმ-იანი ქვემეხით, ხვრელები (თითოეულ მხარეს 2) ჯარის სროლისთვის. მანქანიდან, მეთაურის ადგილი მძღოლის კორპუსის მანქანებში. ავტომობილის დაცვის მოთხოვნები მოიცავდა: დაცვა 14,5 მმ ტყვიამფრქვევის სროლისგან ირგვლივ, შუბლის ჯავშანი მცირე კალიბრის 20-30 მმ-იანი ჯავშანსატანკო ჭურვისაგან 300 მ მანძილიდან . ბალისტიკური კვლევის ლაბორატორიის მიერ ასეთი მაღალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. 1970-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა ახალი დისტანციური ლამინირებული ფოლადის ჯავშანტექნიკის სისტემა - მრავალშრიანი დაშორებული ჯავშანი. დაცვა შედგებოდა სხვადასხვა სიხისტის  ფოლადისგან დამზადებული გარე ეკრანისგან (60/50 HRC ფენის სიმტკიცე), რომელიც გამოყოფილი იყო მთავარი ჯავშნისაგან 100-150 მმ-ით, შიდა ეკრანი და მანქანის მთავარი ალუმინის ჯავშანი. სხეული. განადგურების მითითებული საშუალებებისადმი წინააღმდეგობის თვალსაზრისით (მინიმალური მასით), მან გადააჭარბა ყველა მასალას და ჯავშანტექნიკას, რომლებიც იმ დროს წარმოებული იყო [3]. პროტოტიპების მშენებლობისა და 1976 წელს ჩატარებული ტესტების შემდეგ, აშშ-ს არმიამ ჩამოაყალიბა საჭირო გაუმჯობესების სია, რომელიც მოიცავდა ახალი ორკაციანი კოშკის დაყენებას 25 მმ M242 Bushmaster იარაღით და TOW ATGM გამშვებით (MICV). TBAT-II პროექტი), ბორტზე სამაგრების დახვეწა და ქვეითი საბრძოლო მანქანების სადაზვერვო ვერსიის შექმნა და წყალსატევების გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებების გამძლეობის უზრუნველყოფა.
იხ. ვიდეო - M2 Bradley «рабочая лошадка» армии США - Названная в честь генерала Брэдли, M2 Bradley – это тяжелая американская боевая машина пехоты, предназначенная как для транспортировки пехоты, так и для ее непосредственной поддержки в бою. Боевая машина разрабатывалась в разгар холодной войны для европейского театра боевых действий, как ответ на создание советских БМП-1 и БМП-2.




1977 წელს MICV TBAT-II პროექტის BMP და BRM მიიღო ახალი აღნიშვნები XM2 და XM3, შესაბამისად. აშშ-ს კონგრესამდე დაისვა კითხვა XM2-ის შემუშავების აუცილებლობის შესახებ 1973 წლის არაბეთ-ისრაელის ომში BMP-1-ის მაღალი დანაკარგების გამო და შემოთავაზებული იყო უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის საბრძოლო მანქანის შექმნა. . XM2-ისა და XM3-ის ექსპერიმენტული პარტია, საბრძოლო მასით 21,3 ტონა, მზად იყო 1979 წლისთვის, ტესტები ჩატარდა აბერდინის პოლიგონზე.

1981 წელს მანქანები ექსპლუატაციაში შევიდა როგორც M2/M3 Bradley. M2/M3 პროგრამის განხორციელების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 5,6 მილიარდი აშშ დოლარი, წარმოების მთლიანი მოცულობების გათვალისწინებით, ერთი მანქანის ღირებულება 3,16 მილიონი დოლარია.

XM723 პროტოტიპთან შედარებით, M2 (A0) საბრძოლო წონა გაიზარდა 22,3 ტონამდე, მედესანტეების რაოდენობა შემცირდა 7-მდე, დამონტაჟდა ახალი ორმაგი (მეთაური და მსროლელი) კოშკი 25 მმ-იანი ქვემეხით (მოთხოვნები. ქვემეხისთვის, რომელიც ითვალისწინებდა BMP-1-ის ფრონტალურ პროექციაში (სსრკ) დამარცხების აუცილებლობას APDS-T ჯავშანსატანკო ჭურვით 1500 მ მანძილზე), 7,62 მმ M240 ტყვიამფრქვევით კოაქსიალური და TOW. ATGM გამშვები კოშკის მარცხენა მხარეს, რათა გაანადგუროს ძირითადი ტანკები 3 კმ-მდე მანძილზე. შენარჩუნებული იყო კორპუსის გვერდებზე არსებული ხარვეზები, დაცული იყო TTZ-ში მითითებული განადგურების საშუალებებისგან დაცვის დონე (და ოდნავ გაიზარდა): ყოვლისმომცველი დაცვა 14,5 მმ KPV ტყვიამფრქვევის ჯავშანსატანკო ცეცხლგამჩენი ტყვიებისგან. , 25 მმ BPS და 30 მმ BT მცირე კალიბრის ჭურვების ცეცხლის წინა სექტორში, 155 მმ მაღალი ფეთქებადი ფრაგმენტაციის ჭურვების ფრაგმენტები 10-15 მ მანძილზე.
იხ. ვიდეო - M2 Bradley Vehicles Demonstrate Combat Power - M2 Bradley crews fire the 25 mm M242 Chain Gun and Tube-launched Optically-tracked Wire-guided (TOW) missiles from their Bradley Fighting Vehicles on simulated objectives during live-fire exercises.



უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...