четверг, 2 февраля 2023 г.
ტომატინა
ვერტმფრენი პირველად გაფრინდა პილოტის გარეშე
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვერტმფრენი პირველად გაფრინდა პილოტის გარეშე
среда, 1 февраля 2023 г.
მუსიკალური პაუზა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
როგორ მოვიპაროთ მილიონი (ფილმი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
როგორ მოვიპაროთ მილიონი (ფილმი)
ოგორ მოვიპაროთ მილიონი (ინგლ. How to Steal a Million) - 1966 წელს გამოსული ამერიკული კინოკომედია, გადაღებული უილიამ უაილერის მიერ. მთავარ როლებში პიტერ ო’ტული და ოდრი ჰეპბერნი.
სიუჟეტი
მოქმედება ვითარდება პარიზში 1960-იან წლებში. შარლ ბონე, ნიჭიერი მხატვარი, რომელიც ცნობილი ინპრესიონისტების ნამუშევრების ასლებს ხატავს და როგორც ორიგინალებს, კერძო კოლექციონერებზე ძვირად ყიდის. სახლში ინახავს მამამისის დამზადებულ შიშველი ვენერას პატარა ქანდაკებას, რომელსაც იტალიელი სკულპტორის ბენვენუტო ჩელინის ნამუშევრად ასაღებს. ერთხელ ხელოვნების გალერია „ კლებერ-ლაფაიეტი“ შესთავაზებს რომ ქანდაკება მათთან გამოფენაზე აჩვენონ. შარლის შვილი ნიკოლი (ოდრი ჰეპბერნი) მამამისს ურჩევს რომ თავი შეიკავოს ასეთი შეთავაზებისგან, რადგანაც შეიძლება აფიორას მიუხვდნენ და დაიჭირონ. თუმც შარლი არ დაუჯერებს და „ვენერას“ დიდი დაცვის თანხლებით გამოფენაზე წაიღებენ. შუა ღამით ნიკოლი სახლში უცხო ადამიანს (პიტერ ო’ტული) აღმოაჩენს, რომელიც ვან-გოგის ნახატს მცირე დეტალს აჭრის. ნიკოლს იგი ქურდი ეგონება და ძველი დამბაჩით შემთხვევით მხარში მსუბუქად დაჭრის. მამამისის ავანტურის გახმაურების შიშით ნიკოლი პოლიციას არ გამოუძახებს, დაჭრილს თვითონ უმკურნალებს და სადაც ცხოვრობს, სასტუმრო „რიცშიც“ მიიყვანს. გამოფენაზე ვენერას ნახვით მოიხიბლება ამერიკელი ოლიგარქი და კოლექციონერი დევიდ ლილანდი (ილაი უოლაკი) და მის ხელში ჩაგდებას მოინდომებს. ამისთვის იგი მფლობელის ქალიშვილს, ნიკოლს დაუხლოვდება, ხელს თხოვს და დიდ ბრილიანტის ბეჭედსაც აჩუქებს. მეორე დილას ბონეს სახლში მუზეუმის წარმომადგენელი მივა და “ვენერას“ მილიონი დოლარით დაზღვევაზე მოაწერინებს ხელს, წასვლისას კი დასძენს რომ ორ დღეში ქანდაკებას ფორმალურად ექსპერტიზა უნდა ჩაუტარონ. შარლი მიხვდება რომ გაება, ექსპერტიზა მის აფერისტობას გამოაშკარავებს და ქვეყნიდან გაქცევას გადაწყვეტს. ნიკოლს იდეა მოუვა და სასტუმრო „რიცში“ გაიქცევა, რათა მის სახლში შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს „ვენერას“ მოპარვა შეუკვეთოს. ნიკოლს იგი ქურდი გონია, თუმცა სინამდვილეში დეტექტივი საიმონ დეტმონტია, რომელიც გაყალბებული ხელოვნების ნიმუშების გამოვლენითაა დაკავებული. საიმონს შეუყვარდება ნიკოლი და ქურდობას დათანხმდება. ღამით,საიმონი და ნიკოლი საიმედო სიგზანილიზაციით დაცულ ქანდაკებას მოიპარავენ. ლილანდი კვლავ ვერ მოისვენებს და ქურდებზე გასვლას მოინდომებს, რათა შედევრი მიყიდონ. საიმონი დაპირდება ქანდაკებას, ერთი პირობით, თუ ამას საიდუმლოდ შეინახავს და დანიშნულ ნიკოლს შეეშვება. ლოლანდი მიიღებს „ვენერას“ და ამერიკაში წავა. საიმონი გამოუტყდება ბონეს თუ ვინც არის და ამ აფერისტული საქმის შეწყვეტას ურჩევს. შემდეგ ნიკოლზე იქორწინებს და საქორწინო მოგზაურობში გაემგზავრებიან, ბონეს სახლს კი მორიგი კოლექციონერი მიადგება.იხ. ბმულზე რუსულ ენაზე კინო
მსახიობები
მსახიობი | როლი |
---|---|
ოდრი ჰეპბერნი | ნიკოლ ბონე |
ჰიუ გრიფიტი | შარლ ბონე |
პიტერ ო’ტული | საიმონ დერმონდი |
ილაი უოლაკი | დევიდ ლილანდი |
შარლ ბუაიე | დე სოლნი |
ფერჰაჰ გრავე | გრამონ |
მარსელ დალიო | სენიორ პარავიდეო |
ჯილდოები
Writers Guild of America | 1967 | საუკეთესო ამერიკული კომედია | ჰარი კუნრიტცი | ნომინაცია |
საინტერესო ფაქტები
როდესაც ფილმი 1970-იანებში სსრკ-ში ჩაიტანეს, ყაზახეთის სსრ-ში, ქალაქ ყარაგანდაში ყველა აფიშას მინაწერი გაუკეთეს - ფილმის სათაურს, „როგორ მოვიპაროთ მილიონი“ მიუწერეს „ჰკითხეთ სკკპ ცკ-ს“. რაც დაკავშირებული იყო იმ დროს სსრკ-ში მიმდინარე ბეწვეულის მაფიის საქმესთან.
იხ. ვიდეო - How to Steal a Million 1966 Trailer | Audrey Hepburn | Peter O'Toole
вторник, 31 января 2023 г.
დროის ბურთი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
დროის ბურთი
რობერტ ჰაინლაინი
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რობერტ ჰაინლაინი
(/ˈhaɪnlaɪn/;; დ. 7 ივლისი, 1907 — გ. 8 მაისი, 1988) — ამერიკელი სამეცნიერო ფანტასტი ავტორი, საჰაერო ინჟინერი და საზღვაო ოფიცერი.
აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად წარმოადგენს ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა „დიდ სამეულს“. 1974 წელს რობერტ ჰაინლაინი სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალთა გრანდმასტერად დასახელდა. მისმა ოთმა რომანმა ჰიუგოს ჯილდო მიიღო, ხოლო შვიდმა ნაშრომმა - რეტრო ჰიუგო. მის მიერ ინგლისურ ლიტერატურაში დამკვიდრდა ნეოლოგიზმები: გროკი, ვალდო, სპეკულაციური ლიტერატურა (ფანტასტიკა).
დაიბადა მისურიში. იგი გერმანელ-ამერიკელთა მეექვსე თაობას წარმოადგენდა. მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ძალებში, რადიო კომუნიკაციებში. მისი მეთაური ერნესტ კინგი იყო. მისმა ძმამ სამხედრო-საზღვაო ძალებში მთავარი გენერლის ჩინამდე მიაღწია. საზღვაო ძალებს ჰაინლაინმა 1934 წელს ტუბერკულოზის გამო დაანება თავი.
სამჯერ იყო დაქროწინებული. მისი ჰობი ქვის დამუშავება იყო.
ჰაინლაინის მთავარი სერიებია: 1. მომავლის ისტორიის სერია 2. ლაზარეს გრძელი სერია 3. The Heinlein juveniles
ჰაინლაინი თავის შემოქმედებაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტების საშუალებით პროვოკაციულ სოციალურ და პოლიტიკურ იდეებს იკვლევდა და ცდილობდა განესაზღვრა, თუ რა გავლენას მოახდენდა სამეცნიერო პროგრესი საზოგადოების ფორმირებაზე. მწერლის შემოქმედებაში განმეროებადი სოციალური თემებია: პირადი თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, სექსუალური ურთიერთობების ბუნება, პიროვნების ვალდებულება საზოგადოების წინაშე, ორგანიზებული რელიგიის გავლენა კულტურასა და ხელისუფლებაზე და საზოგადოების მიდრეკილება ნონკონფორმიზმის ჩახშობისაკენ.
ჰაინლაინს ეკუთვნის 32 რომანი, 59 მოთხრობა და 16 კოლექცია. მისი ნაშრომების მიხედვით 4 ფილმი, 2 სატელევიზიო სერიალი, რადიო სერიალების ეპიზოდები და სამაგიდო თამაშები შეიქმნა. ჰაინლაინის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა რადიარდ კიპლინგის ნაშრომებმა. უცხო უცხოთა ქვეყანაში კიპლინგის „ჯუნგლის წიგნის“ მოდერნიზებული ვარიანტია. ცოლმა ჰაინლაინს ურჩია, რომ ბავშვი მგლების ნაცვლად, მარსელებს აღეზარდათ. ნაწარმოებში - „გალაქტიკის მოქალაქე“, ასევე კიპლინგის ნაშრომის - „კიმი“ - ელემენტები ვლინდება.
ჰაინლაინი აღნიშნავდა, რომ მასზე დიდი გავლენა იქონია ბერნარდ შოუს პიესებმა, რომელთა უმრავლესობაც წაკითხული ჰქონდა. ჰაინლაინმა უარყო რაიმე პირდაპირი გავლენა შოუს პიესისა - მათუსალას დაბრუნებასა და მის მათუსალას ბავშვებს შორის.
ჰაინლაინი ჩართული იყო პოლიტიკაშიც. თავდაპირველად ლიბერალი იყო. 1934 წელს დემოკრატებთან თანამშრომლობდა, სინკლერის დამარცხების შემდეგ იგი ანტი-კომუნისტი დემოკრატი აქტივისტი გახდა. შემდეგში იგი კონსერვატიულ შეხედულებებს მიემხრო.
იხ. ვიდეო - Откровенные цитаты. Которые Изменят Вашу Жизнь. Роберт Энсон Хайнлайн Мудрые Цитаты
ვარსკვლავი მანქანა
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ვარსკვლავი მანქანა
უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...
-
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - აფრო-ამერიკელები აფრო-მარეკილების ჯგუფი 1905-10წწ არიან ამ...