среда, 27 декабря 2023 г.

ისრაელ-ჰამასის ომი (2023)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                   ისრაელ-ჰამასის ომი (2023)
  პალესტინელი მებრძოლების მიერ დაკავებული ისრაელის ტერიტორია
  ევაკუირებული ზონა
  პალესტინელების წინსვლის მაქსიმალური ზღვარი
  ღაზის ტერიტორია, რომლის ევაკუაციაც ბრძანა ისრაელმა
თარიღი7 ოქტომბერი, 2023 — დღემდე
მდებარეობაისრაელი და პალესტინა
სტატუსიმიმდინარე
მხარეები
 ჰამასი
 PIJ
 PFLP
 DFLP
ლომის ბუნაგი
 ჰეზბოლა
ისრაელის დროშა ისრაელი
მეთაურები
 ისმაილ ჰანია
 მუჰამედ აკ-დეიფი
 აბუ ობაიდა
 ჰასან ნასრულა
ისრაელის დროშა ბინიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის დროშა იცხაკ ჰერცოგი
ისრაელის დროშა იოავ გოლანი
ისრაელის დროშა ჰერცი ჰალევი
ისრაელის დროშა კობი შაბტაი
სამხედრო ნაწილები
 ალ-ყასამის ბრიგადები
 ალ-ყუდსის ბრიგადები
 აბუ ალი მუსტაფას ბრიგადები
 ეროვნული წინააღმდეგობის ბრიგადები
 IDF
 ისრაელის პოლიცია
ძალები
არანაკლებ 1000 მებრძოლი, ზუსტი რაოდენობა უცნობია.უცნობი
დანაკარგები
პალესტინის მიხედვით:

  • 925 მოკლული
  • 4690 დაჭრილი[
  • 200 000 იძულებით გადაადგილებული                                                                               

ისრაელის მიხედვით:

  • 1500 მოკლული მებრძოლი ისრაელში
ისრაელის მიხედვით
  • 1200-ზე მეტი მოკლული
  • 3400 დაჭრილი
  • 200-ზე მეტი გატაცებული

ისრაელ-ჰამასის ომი — ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო დაჯგუფება ჰამასს შორის. სამხედრო დაპირისპირება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვა რამდენიმე პალესტინური ტერორისტული ჯგუფების კოორდინირებული შეტევა ღაზას სექტორის საზღართან არსებულ სამხედრო ბაზებზე, კიბუცებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. თავდასხმას ხელმძღვანელობდა ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, სხვა მცირე სამხედრო დაჯგუფების მონაწილეობით, როგორიცაა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტიპალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ დაიცვან თავი „ჩასახლებულებისა და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან“.

ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვიანებით კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნულ მიმართვაში ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბერს დაიწყეს საჰაერო იერიშის მიტანა ღაზის სექტორის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც 25 ოქტომბრის მდგომარეობით ჰუმანიტარული შესვენების გარეშე მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო იერიშის მომზადებას

ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმებისა და შეტაკებების შედეგად 25 ოქტომბრის მდგომარეობით 6500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 17000-ზე მეტი დაიჭრა, უმეტესად ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იძულებით გადააგილებულთა რიცხვი ღაზას სექტორში 1.4 მილიონს შეადგენს. ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მოკლეს 400-ზე მეტი ტერორისტი. ისრაელის მხარეს დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, დაიჭრა 5400-ზე მეტი და იძულებით გადაადგილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. ორივე მხარის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეები და სამხედროები, მათ შორის ბავშვები, ტყვეებად აიყვანეს პალესტინელმა ტერორისტებმა, ჰამასის მიერ ოთხი მძევლის გათავისუფლების შემდომ, ღაზის სექტორში მძევლად რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 222 ადამიანი.

დასავლეთის სახელმწიფოებმა, არგენტინამბრაზილიამ და ინდოეთმა დაგმეს ჰამასის ძალადობა და მის მიერ გამოყენებული ტაქტიკები შერაცხეს ტერორიზმის გამოყენებად, ხოლო არაბულმა სახელმწიფოებმა ესკალაცია დააბრალეს ისრაელის ოკუპაციასა და პალესტინის სახელმწიფოებრიობის უარყოფას. სახელმწიფოთა უმრავლესობამ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.

იხ. ვიდეო - ისრაელის პრემიერი "ჰამასს": "ყველგან გხედავთ და მოვალთ თქვენთან"



სახელები

პალესტინის მებრძოლმა დაჯგუფებებმა თავიანთ თავდასხმას ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა უწოდეს (არაბ. عملية طوفان الأقصى [ʿamaliyya ṭūfān al-ʾAqṣā]), ხოლო ისრაელმა გამოაცხადა კონტრშეტევითი ძალისხმევის დაწყება, სახელწოდებით ოპერაცია რკინის ხმლები (ებრ. מבצע חרבות ברזל [Mivtsa Cherevot Barzel]). პალესტინის თავდასხმის დასაწყისი დაემთხვა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დაწყების 50 წლის იუბილეს.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და დამკვირვებელმა მიმდინარე კონფლიქტს მესამე ინტიფადა უწოდა.

ფონი

ღაზის სექტორი და ისრაელი კონფლიქტში არიან 2005 წელს ღაზის სექტორიდან ისრაელის გასვლისა და 2006 წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის მიერ ღაზის სექტორზე კონტროლის მოპოვებისა და 2007 წელს ფათაჰთან სამოქალაქო ომის შემდეგ. ღაზის სექტორი 2007 წლიდან იმყოფება ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადაში.

თავდასხმა მოხდა ებრაული დღესასწაულის სიმჩატ თორისა და შაბათის დროს,[63] და იომ-ქიფურის ომის 50 წლის იუბილედან ერთი დღის შემდეგ, რომელიც ასევე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო. თავდასხმა ისრაელ-ღაზის გამყოფ ღობეზე სამკვირიან ძალადობას მოჰყვა. 29 სექტემბერს ჰამასმა და ისრაელმა ზავი დადეს, რომელსაც შუამავლობდნენ კატარიეგვიპტე და გაერო. თავდასხმამდე და ორივე მხარის მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, მინიმუმ 247 პალესტინელი მოკლეს ისრაელის ძალებმა 2023 წელს, ხოლო 32 ისრაელელი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა პალესტინელების თავდასხმების შედეგად.

ისრაელი და საუდის არაბეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, საუდის არაბეთის მეფისნაცვალმა მუჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნორმალიზაცია „პირველადაა რეალური“. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „არაერთხელ გააფრთხილა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შემდგომ ძალადობას გამოიწვევს“.

იზ ად-დინ ალ-კასმის ბრიგადების მეთაურმა, მუჰამედ დეიფმა თქვა, რომ თავდასხმა იყო პასუხი „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაზე“ და მოუწოდა პალესტინელებსა და არაბ ისრაელის მოქალაქეებს „გაედევნონ ოკუპანტები და დაანგრიონ კედლები“. ჰამასის ლიდერმა სალეჰ ალ-არურმა თქვა, რომ ოპერაცია იყო პასუხი „ოკუპაციის დანაშაულებზე“ და დასძინა, რომ მებრძოლები იცავდნენ ალ-აქსას მეჩეთს და ათასობით პალესტინელ პატიმარს ისრაელში. პატიმრების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Addameer-ის შეფასებით იქნება დაახლოებით 5200-ზე მეტი პატიმარი პალესტინელია ისრაელში, მათ შორის 33 ქალი, 170 არასრულწლოვანი და დამატებით 1200-ზე მეტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში.

პალესტინის შეტევა

სარაკეტო თავდასხმები

2023 წლის 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე, ჰამასმა გამოაცხადა „ოპერაცია ალ-აქსას წარღვნის“ დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელში 5000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ სულ მცირე 2200 ჭურვი იყო გაშვებული ღაზადან. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შედეგად. აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის მიმდებარე რაიონებში და ქალაქებში შარონის დაბლობში, მათ შორის გედერაში, ჰერცლიაში, თელ-ავივსა და აშკელონში. საჰაერო თავდასხმის სირენები ასევე გააქტიურდა ბეერ-შევაშიიერუსალიმში, რეჰოვოტში, რიშონ ლეზიონსა და პალმაჩიმის საავიაციო ბაზაზე. ჰამასმა გამოაქვეყნა მოწოდება შეიარაღებისკენ, უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი მოუწოდებდა „მუსლიმებს ყველგან განახორციელონ თავდასხმა“. პალესტინელმა ბოევიკებმა ასევე გაუხსნეს ცეცხლი ისრაელის გემებს ღაზის სექტორის მახლობლად, ხოლო შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და IDF-ს შორის ღაზის პერიმეტრის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში.

ბოევიკების შეჭრა ისრაელში

პარალელურად, დაახლოებით 1000  პალესტინელი მებრძოლი შეიჭრა ისრაელში ღაზადან სატვირთო მანქანების, პიკაპების, მოტოციკლების, ბულდოზერების, ჩქაროსნული კატარღების და პარაპლანების გამოყენებით. სურათებსა და ვიდეოებში ჩანს მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი ბოევიკები, რომლებიც შავ სამოსში იყვნენ ჩაცმულნი, რომლებიც ატარებენ პიკაპს და ცეცხლს ხსნიან სდეროთში, მოკლეს რამდენიმე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ღაზადან გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია ისრაელელი ჯარისკაცის ცხედარი, რომელსაც ფეხქვეშ თელავს ხალხი და ყვირიან „ღმერთი დიდია“. როგორც ჩანს, სხვა ვიდეოები აჩვენებდნენ ტყვედ აყვანილ ისრაელელებს და დამწვარ ტანკს, ინფილტრატორები ასევე შენიშნეს ნირ ოზში, ბეერისა და ნეტივ ჰაასარაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აიყვანეს მძევლები და ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, ასევე კიბუციებში ღაზის სექტორის გარშემო. ბრძოლა გაიმართა რეიმ სამხედრო ბაზაზე. ასევე ცნობილია, რომ მძევლები აიყვანეს ოფაკიმში, ხოლო სდეროტში სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ზიკიმში ამფიბიური დესანტი გადასხეს.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ბოევიკები ღაზადან შევიდნენ ისრაელში მინიმუმ შვიდი ლოკაციით და შეიჭრნენ ისრაელის ოთხ პატარა სოფლის თემში, სასაზღვრო ქალაქ სდეროტში და ორ სამხედრო ბაზაზე, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან. ისრაელის მედია იტყობინება, რომ შვიდი თემი მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, მათ შორის ნაჰალ ოზი, კფარ აზა, მაგენი და სუფა ბეჰერი. ცნობილია, რომ სდეროტის პოლიციის განყოფილება მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, ისევე როგორც ერეზის გადასასვლელი, რამაც საშუალება მისცა ბოევიკებს შესულიყვნენ ისრაელში ღაზადან. ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ ამჟამად სამხრეთ ისრაელში 21 აქტიური მაღალი კონფრონტაციის ლოკაცია იყო.

ისრაელის პასუხი

თავდასხმა, რომელიც დაემთხვა სიმჩათ თორას ებრაულ დღესასწაულს, სრული მოულოდნელობა იყო ისრაელის მხარისათვის.

რკინის გუმგათის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გოლანმა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბბინაში, თელ-ავივში, გამართეს უშიშროების საკითხების შესაფასებელი თათბირი. გოლანმა შემდეგ დაამტკიცა ათობით ათასი არმიის რეზერვისტის მობილიზაცია  და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ღაზის სექტორის საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში. მან ასევე განაცხადა, რომ ჰამასმა „დაუშვა დიდი შეცდომა“ და „ისრაელი გაიმარჯვებს“. IDF გადავიდა „ომისათვის მზადყოფნის რეჟიმში“. ასევე IDF-ის განცხადებით, რეზერვისტებს გაგზავნიან როგორც ღაზაში, ისევე დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანისა და სირიის საზღვრებზეც. ღაზის გარშემო მცხოვრებებს მოუწოდეს სახლში დარჩენისაკენ, ხოლო სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის მოსახლეობას მოუწოდეს თავშესაფრებთან ახლოს გაჩერება. ღაზის სექტორისაკენ მიმავალი გზები ჩაკეტა IDF-მა. ასევე ჩაკეტეს თელ-ავივის ქუჩები.

თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გამოაცხადა ომისათვის მზადების მდგომარეობა. IDF-მა დამატებით დაიწყო „ოპერაცია რკინის ხმლები“. ისრაელის პოლიციის კომიარმა, კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს „ომის მდგომარეობა“. მან ასევე დააანონსა ისრაელის სამხრეთში სამოქალაქო გადაადგილების ჩაკეტვა და რეგიონში იამამის კონტრტერორისტული დანაყოფის გაგზავნა. The IDF-ის უფროსმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს ოთხი დივიზია, რომლებიც დაემატნენ არსებულ 31 ბატალიონს.

ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას „ძალიან რთული მომენტის“ წინაშე. სატელევიზიო გადაცემაში ნეთანიაჰუმ განაცხადა „ჩვენ ვართ ომში“ მან ასევე განაცხადა, რომ IDF გაამაგრებდა ისრაელის საზღვრებს, რათა „სხვებმაც არ დაუშვან ამ ომში ჩართვის შეცდომა“. შემდგომ მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა: „ღაზას მიტოვებულ კუნძულად გადავაქცევთ“ და ღაზის მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდა.

სამხრეთ და ცენტრალურ ისრაელში აეროპორტები დაიხურა კომერციული და კერძო თვითმფრინავებისათვის, თუმცა ბენ გურიონისა და ელიატის აეროპორტები ღია დარჩა. LufthansaEmiratesRyanairAegean AirlinesAir FranceTransavia და სხვა ავიალაინერების ფრენები გაუქმდა.

7-8 ოქტომბრის ღამეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურების შესახებ. ისრაელის ელექტრულმა კორპორაციამ, რომელიც ღაზის ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა ღაზის სექტორს.

7 ოქტომბერი

დაპირისპირება ბეერისა და ოფაკიმში

ბეერში ჰამასის მილიტანტებმა ტყვედ აიყვანეს 50 ადამიანი. 18 საათის შემდეგ IDF-მა დააანონსა მძევლების გათავისუფლება.

ურიმში, ოფაკიმის გარეუბანში, ორი ისრაელის მოქალაქე გადაარჩინა IDF-მა. გადარჩენის ოპერაციისას დაიღუპა სამი ჰამასის მებრძოლი და დაიჭრა სამი ისრაელის სამხედრო.

ავიაიერიშები ღაზის სექტორში

IDF თავს ესხმოდა ღაზას მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებით, მათ შეუტიეს ჰამასის 17 სამხედრო საწყობს და ოთ ოპერაციულ სამმართველო ცენტრს. სხვებთან ერთად, ისრაელმა შეუტია 11 სართულიან შენობას ღაზის ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო ჰამასის რადიო სადგურები. ისრაელმა ასევე შეუტია ორ საავადმყოფოს, დაიღუპა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და ექთანი.

8 ოქტომბერი

ღამით ისრაელი თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე არაერთ სამიზნეს, მათ შორის საცხოვრებელ ბლოკებს, გვირაბებს, ალ-ამინის მუჰამედის მეჩეთსა და ჰამასის ოფიციალური პირების სახლებს.

დილით ჰეზბოლამ რაკეტებით და არტილერიით დაბომბა შებაას ფარმების რეგიონი, საპასუხოდ IDF-მა არტილერიით დაბომბა სამხრეთი ლიბანი.

იხ.ვიდეო - ირანი VS ისრაელი (სამხედრო შედარება,ვინ მოიგებს ომს)



რეაქციები

ისრაელი

საპროტესტო ჯგუფმა კაპლანის ძალამ დააანონსა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმება და გამოხატა მხარდაჭერა IDF-ის მიმართ. ფორუმ 555 და ძმები ბრძოლაში, რეზერვისტი სამხედროების საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო გაწვევის ბოიკოტებს ახორციელებდნენ, მოუწოდებენ რეზერვისტებს იბრძოლონ, თუ მათ გამოიძახებენ.მაგენ დავიდ ადომმა ყურადღება გაამახვილა სისხლის ჩაბარებებზე და გახსნა სპეციალური სისხლის ჩაბარების დრაივი ტელ-ავივში. ისრაელის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ქვეყანაში. ჰაიფას საერთაშორისო კინო ფესტივალი გაუქმდა.

გამოძიება დაიწყო ისრაელის მთავრობის წარუმატებლობის შესახებ, რამაც გამოიწვია შეტევის აღკვეთის შეუძლებლობა.

სასწრაფოდ გაერთიანებული მთავრობა

ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ეროვნული ერთიანობის თავმჯდომარე ბენი განცი, ისრაელ ბეიტენიუს პარტიის ლიდერი ავიგდორ ლეიბმანი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მერავ მიხაელი ერთობლივ განცხადებაში მხარს უჭერენ IDF-ისა და მთავრობას, მათ განაცხადეს: „ასეთ დროს ისრაელში არც ოპოზიცია არსებობს და არც კოალიცია.“

ბენიამინ ნეტანიაჰუმ მთავარიო ოპოზიციური პარტიებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ერთიან მთავრობაში, მას შემდეგ, რაც ლაპიდმა ნეთანიაჰუს მოუწოდა „გვერდზე გადადოს განსხვავებები და შექმნას სასწრაფო, ვიწრო და პროფესიონალი მთავრობა.“

პალესტინა

პალესტინის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ღაზის სექტორში. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სისხლის ჩაბარებებს.

პალესტინის მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მუჰამედ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს აქვთ უფლება თავი დაიცვან „ახალდასახლებულებისა და ოლუპაციის სამხედროების ტერორის წინააღმდეგ“. დასავლეთ სანაპიროში, რამალაში, გაიმართა აღნიშვნები. 6 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ჯარებთან შეტაკების შედეგად 7 ოქტომბერს, ხოლო 126 დაიჭრა.

ჰამასის ლიდერის მოადგილემ ალ ჯაზირას განუცხადა, რომ მისმა ძალებმა აიყვანეს საკმარისი ტყვე, იმისათვის, რომ ისინი გაცვალონ ისრაელის მიერ დაპატიმრებულ ყველა პალესტინელში. ჰამასის სპიკერმა, აბუ ობაიდამ განაცხადა, რომ ისინი დატყვევებულ ისრაელის სამხედროებს „უსაფრთხო ადგილებში“ და გვირაბებში ამყოფებენ.

საერთაშორისო

საერთაშორისო ლიდერებმა, მათ შორის არგენტინიდანბრაზილიიდანინდოეთიდანევროპის ქვეყნების უმეტესობიდან და აშშ-დან დაგმეს ჰამასის თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცადეს ისრაელს და განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას ჰამასის თავდასხმებისგან, მათ ჰამასის ქმედებები ტერორიზმად შერაცხეს. არაბთა ლიგის ზოგი სახელმწიფო, როგორიცაა ომანიიემენი და კატარი, ასევე არაარაბული ქვეყნები, როგორებიცაა ირანი და პაკისტანი მხარს უჭერენ პალესტინელებს და ჰამასს, ისინი ესკალაციაში ადანაშაულებენ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციას. ქვეყნების ნაწილმა მხარეებს მოუწოდა დეესკალაციისაკენ და ცეცხლისშეწტვეტისაკენ. იემენში, იორდანიაშილიბანშიქუვეითშითურქეთშიბაჰრეინსა და ირანში გაიმართა პალესტინის მხარდამჭერი აქციები. აქცია გაიმართა ბერლინშიც.

არგენტინა, კანადაგერმანია და საფრანგეთი ზრდიან უსაფრთხოების დონეს ისრაელთან და იუდაიზმთან ასოცირებულ ადგილებში.

ანალიზი

ისრაელის ანალიტიკოსის სეთ ფრანცმანის თქმით, თავდასხმა ნიშნავდა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესამჩნევ ესკალაციას. იგი გამოირჩეოდა თავისი არსებითი მასშტაბით და მიღწევებით, მოიცავდა როგორც სარაკეტო სროლას, ასევე სასაზღვრო თავდასხმებს ღაზაში. ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გადახვევა გააჩინა წინა კონფლიქტებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ეტაპობრივ დაძაბულობის თანდათანობით ესკალაციას.

პოლიტიკურმა ჟურნალისტმა პიტერ ბომონტმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „დაზვერვის წარუმატებლობა“, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მთავრობამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენა ადრე.

იხ.ვიდეო - ქვეყანა რომლის დაპყრობა შეუძლებელია?! (დიადი ისრაელი)


ჰუმანიტარული 
ლტოლვილები
ღაზას სექტორი
13 ოქტომბერს ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზის მოსახლეობას ევაკუაცია მოეხდინათ ზოლის სამხრეთით და ათასობით ბროშურა ჩამოაგდეს თვითმფრინავებიდან ევაკუაციის მოწოდებით. თავდაპირველად ევაკუაციისთვის 24 საათი დაეთმო, მოგვიანებით ვადა რამდენჯერმე გადაიწია. გაერომ მოუწოდა ბრძანების გაუქმებას, რადგან 1,1 მილიონი ადამიანის გადასახლებას „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვებოდა“. ჯანმო მოუწოდა ისრაელს გააუქმოს ევაკუაციის ბრძანება სექტორის 22 საავადმყოფოების სამხრეთით, სადაც დაახლოებით 2000 პაციენტია. UNRWA-ს მონაცემებით, კონფლიქტის პირველი 7 დღის განმავლობაში დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა ღაზა.

ისრაელი
ისრაელის მთავრობამ დაიწყო ქალაქ სდეროტის მაცხოვრებლების ევაკუაცია 15 ოქტომბერს, რაც გახდა მთელი ქალაქის პირველი ევაკუაცია ისრაელის ისტორიაში. 20 ოქტომბერს ასევე გადაწყდა ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმების ფონზე ჩრდილოეთ ისრაელში ქალაქ კირიათ შმონას მაცხოვრებლების ევაკუაცია, ლიბანის საზღვართან ახლოს.

კვების კრიზისი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მსოფლიო ლიდერები 19 ოქტომბერს ითხოვდნენ სასწრაფო დახმარებას ღაზას სექტორისთვის, რადგან ჰუმანიტარული კრიზისი გაღრმავდება ორი მილიონი პალესტინელისთვის, რომლებიც გაქცეულან ისრაელის საჰაერო თავდასხმებს და იბრძვიან თითქმის სრული ალყის ქვეშ მყოფი საკვების, წყლისა და საწვავის საპოვნელად..

30 ოქტომბერს გაერო აგრძელებს დაჟინებით მოითხოვს ქერემ შალომის საგუშაგოს გახსნას ღაზასთვის დახმარების მიწოდების მიზნით.

6 ნოემბერს გაეროს რამდენიმე ძირითადი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა გამოაქვეყნეს ერთიანი მოწოდება ღაზაში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მათ შორის იყვნენ ვოლკერ თურქი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი და გაეროს დახმარების ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი. 18 ხელმომწერი .

15 ნოემბერს გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის უფროსი მარტინ გრიფიტსი სთხოვა ისრაელს დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში კერემ შალომის გადასასვლელის გავლით ისრაელში, როგორც 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილი მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

16 ნოემბერს გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა სურსათის დეფიციტის გამო „შიმშილის გარდაუვალი რისკის“ წინაშე დგას.

23 ნოემბერს საერთაშორისო დამხმარე ჯგუფები აცხადებენ, რომ მზად არიან ათასობით სატვირთო ტვირთი მიაწოდონ ღაზას განადგურებულ საკვებს, წყალს და სხვა მარაგს, თუ საბრძოლო მოქმედებებში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა იქნება.

24 ნოემბერს გაეროს სააგენტოებმა გამოთქვეს იმედი, რომ მყიფე ზავი, რომელიც ძალაში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის, საშუალებას მისცემს დახმარება გაეგზავნოს ჩრდილოეთ ღაზას კვირებში პირველად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იგი მუშაობს საავადმყოფოების შემდგომ ევაკუაციაზე. იმავდროულად, დახმარების ჯგუფები იმედოვნებენ, რომ გამოიყენებენ პაუზას ბრძოლაში, რათა გაზარდონ დახმარების მიწოდება ღაზას სექტორისთვის, რადგან ბოლო დროს საწვავის, სასმელი წყლისა და მედიკამენტების ნაკლებობა გაუარესდა, გაეროს სააგენტოები აფრთხილებენ დაავადების გავრცელების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა. . ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი კვირების განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარე დახმარებისგან, გაეროს ერთმა ოფიციალურმა პირმა მას "ჯოჯოხეთი დედამიწაზე" უწოდა.

26 ნოემბერს გაეროს წარმომადგენელმა, რომელიც მონაწილეობდა ჰუმანიტარული დახმარების კოლონაში ჩრდილოეთ ღაზაში, თქვა, რომ დახმარების ჯგუფები მიდიოდნენ ყველაზე დიდი ტვირთის მიწოდებისკენ.

27 ნოემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის ჰამასს შორის ზავის გაგრძელება უწოდა იმედისა და ჰუმანურობის ნაპერწკალი, მაგრამ გააფრთხილა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა ღაზას დახმარების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

28 ნოემბერს გაეროს ჰუმანიტარული მისიის ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი გეგმავს ეწვიოს იორდანიის დედაქალაქ ამანს, რათა მოლაპარაკება მოახდინოს კერემ შალომის გადასასვლელის გახსნის შესაძლებლობაზე, რათა ჰუმანიტარული დახმარება ისრაელიდან ღაზაში შევიდეს.

29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააფრთხილა, რომ ღაზას სექტორი განიცდიდა "მასიური ჰუმანიტარული კატასტროფის" 

9 დეკემბერს, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ (WFP) განაცხადა, რომ შეუძლებელი ხდებოდა ღაზას სექტორში მშიერი ადამიანების გამოკვება, რადგან ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სამიზნეებზე ჰამასთან ომის დროს.

12 დეკემბერს, 80 სატვირთო მანქანის კოლონა, რომელიც გადაჰქონდა ჰუმანიტარული დახმარება ღაზასთვის, გაგზავნილი იქნა ეგვიპტიდან კერემ შალომის გადასასვლელზე შესამოწმებლად.

15 დეკემბერს ისრაელმა დაამტკიცა ღაზას სექტორისთვის დახმარების მიწოდება კერემ შალომის გადასასვლელით, იტყობინება ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი.

17 დეკემბერს ისრაელმა სრულად გახსნა კერემ შალომის გადასასვლელი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.

21 დეკემბერს, ინტეგრირებული ფაზის კლასიფიკაციის (IPC) ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზას სექტორის 2,3 მილიონი მცხოვრები განიცდის შიმშილისა და ბრინჯის კრიზისულ დონეს.შიმშილი ყოველდღიურად იზრდება, რადგან ომი ისრაელსა და ჰამასს შორის გრძელდება.

23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მოითხოვა ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა ღაზას სექტორისთვის, მაგრამ გაეროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციების წარმართვა „უზარმაზარ დაბრკოლებებს“ უქმნის დახმარების განაწილებას.

სანიტარული
ღაზას სექტორი
29 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მოუწოდა ღაზას მოწყვლადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის დაცვას, რადგან ომით განადგურებული მოსახლეობა ემუქრება ეპიდემიის გაზრდილი რისკის და ინფექციური დაავადებების გამოვლენის გამოწვევებს.
7 დეკემბერს, სამედიცინო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ (MSF) ხელმძღვანელმა თქვა, რომ ღაზას კატასტროფა შეექმნა, რომელიც ბევრად სცილდება ჰუმანიტარულ კრიზისს და აღწერა მჭიდროდ დასახლებულ სექტორში ვითარება, როგორც ქაოტური.

10 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ღაზაში კატასტროფული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტმა კონსენსუსით მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო წინადადება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაფართოების შესახებ.

11 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა გამოთქვა შეშფოთება ღაზაში მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოზე რეიდის შესახებ და თქვა, რომ დაწესებულება დაცული უნდა იყოს.

14 დეკემბერს გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ღაზას სექტორი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კატასტროფის წინაშე დგას ჯანდაცვის სისტემის დაშლისა და დაავადების გავრცელების გამო.

17 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ღაზაში მდებარე ალ შიფას ჰოსპიტალმა უზრუნველყო მხოლოდ ძირითადი ტრავმის სტაბილიზაცია, არ იყო სისხლი ტრანსფუზიისთვის და პრაქტიკულად არ იყო პერსონალი, რომელიც გაუმკლავდა პაციენტების მუდმივ ნაკადს. ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა მომხდარს „სისხლის აბაზანა“ უწოდა.

21 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზა დარჩა მოქმედი საავადმყოფოს გარეშე საწვავის, პერსონალისა და მარაგის დეფიციტის გამო..

რეგიონალური ცვლილებები
იემენელი ტერორისტების მიერ სავაჭრო გემებზე რეგულარული თავდასხმების გამო, დანიის გადამზიდავი კომპანია A.P. Moller-Maersk და გერმანიის კონტეინერების ოპერატორმა Hapag-Lloy შეაჩერეს ყველა კონტეინერის მოძრაობა წითელი ზღვის გავლით.

კომერციულ გემებზე ჰუთის მრავალი თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გამოაცხადეს ოპერაცია წითელ ზღვაში კეთილდღეობის მცველი.ოპერაციის განცხადებული მიზანი: ნაოსნობის თავისუფლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ეკონომიკური
ისრაელის ეკონომიკა მოსალოდნელია 2%-ით შემცირდეს 2023 წელს, რაც წინა შეფასებით 2,7%-ს შეადგენდა, განაცხადა ისრაელის ფინანსთა სამინისტრომ 23 ნოემბერს. 2024 წლისთვის სამინისტრო მთავარ შეფასებად 1,6%-იან ზრდას გეგმავს.
იხ. ვიდეო - ისრაელი პალესტინას დაიპყრობს?!🔴 - აშენდება სოლომონის მესამე ტაძარი



პიროტექნიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           პიროტექნიკა
ფერივერკი

პიროტექნიკა, მოძველებული. პიროტექნიკა (ძველი ბერძნული πῦρ „ცეცხლი, სითბო“ + τεχνικός τέχνηდან „ხელოვნება, უნარი, უნარი“) არის ტექნოლოგიის ფილიალი, რომელიც დაკავშირებულია აალებადი კომპოზიციების მომზადებისა და მათი დაწვის ტექნოლოგიებთან სიგნალის მისაცემად ან ვიზუალური ეფექტის შესაქმნელად.

პიროტექნიკური პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შექმნილია სასურველი ეფექტის მისაღებად პიროტექნიკური კომპოზიციის დაწვით (აფეთქებით).

პიროტექნიკური კომპოზიცია არის კომპონენტების ნაზავი, რომელსაც აქვს უნარი დამოუკიდებლად დაიწვას ან დაწვას გარემოს მონაწილეობით, წარმოქმნას აირისებრი და შედედებული პროდუქტები, თერმული, მსუბუქი და მექანიკური ენერგია წვის პროცესში და შექმნას სხვადასხვა ოპტიკური, ელექტრო, წნევის და სხვა სპეციალური. ეფექტები.
კლასიფიკაცია
პიროტექნიკა იყოფა სამხედრო (როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღი, ელვისებური სპეციალური აღჭურვილობა, კვამლის ბომბები), სპეციალიზებულ (ფილმის სპეციალური ეფექტები, სამოქალაქო სასიგნალო აღჭურვილობა, პირობოლტები, რკინიგზის ცეცხლსასროლი იარაღი) და გასართობად (ძირითადად ფეიერვერკის პროდუქტები - ფეიერკრაკები, ნაპერწკლები, ფეიერკრაკები, რაკეტები. , შადრევნები, ფეიერვერკი). პიროტექნიკაში ასევე შედის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ასანთი და სპეციალური ბალიშები საჰაერო ბალიშებისთვის.

საყოფაცხოვრებო მოხმარება
საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქტებს მიეკუთვნება პიროტექნიკური პროდუქტები, რომელთა ექსპლუატაცია გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანების, ქონების და გარემოს უსაფრთხოებას. :p .1.3

ტექნიკური დანიშნულება
ტექნიკური დანიშნულების პროდუქტებს მიეკუთვნება პიროტექნიკური პროდუქტები, რომელთა გამოყენება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და მოწყობილობებს (მოწყობილობებს) : მუხლი 2.

წარმოება
საწყისი კომპონენტები: ოქსიდიზატორი, აალებადი ნივთიერება, ცემენტატორები და ფლეგმატიზატორები.

ჟანგვის აგენტები არის ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ ჟანგბადის გამოყოფა მაღალ ტემპერატურაზე: ქლორატები, პექლორატები, ნიტრატები, სულფატები, პერმანგანატები, ქრომატები, პეროქსიდები და ლითონის ოქსიდები.

აალებადი ნივთიერებები არის ნივთიერებები, რომლებსაც გარკვეულ პირობებში შეუძლიათ დაჟანგვა ატმოსფერული ჟანგბადით, ან ჟანგბადით გამოყოფილი ჟანგვითი აგენტის მიერ. არაორგანული - ლითონის ნამსხვრევები (Al, Mg, Zr, Si, Fe, Sb, Zn და Al-Mg, Al-Si შენადნობები და სხვ.), გოგირდი, ქვანახშირი, ფოსფორი, ფოსფორის სულფიდი, სულფიდები. ორგანული - ხის ჩიპები, ფისები (იდიტოლი, ბაკელიტი, შელაკი, როზინი, არაბული რეზინა, როზინის მარილები), ზეთები (თეთრეულის ზეთი, აბუსალათინის ზეთი), ნახშირწყალბადები (ნაფტალინი, ანტრაცენი, ნავთობის ჟელე, პარაფინი, მთის ცვილი ან ოზოკერიტი, ნავთობი, ნავთი. ), ნახშირწყლები (ყურძენი, ლერწმის შაქარი, სახამებელი, დექსტრინი, ცელულოზა).

სხვადასხვა ფერის პიროელემენტების შესაქმნელად გამოიყენება სხვადასხვა ლითონის მარილები (ბარიუმი - მწვანე, სტრონციუმი - წითელი, ნატრიუმი - ყვითელი, სპილენძი - ლურჯი, კალციუმი - ნარინჯისფერი). ძირითადი ასაფეთქებელი შემადგენლობა არის დენთი. პროდუქტის კორპუსი დამზადებულია მსუბუქი მასალებისგან, რომლებიც არ წარმოქმნიან საშიშ ფრაგმენტებს - მუყაო, პლასტმასი.
პიროტექნიკური ტრიუკი ბელგიაში Giant Auto Rodéo-ს გამოფენაზე.

ფეიერვერკების პროდუქტებიდან:

შადრევნები აგდებენ ნაპერწკლების სვეტს, ზოგჯერ დამატებითი ეფექტებით;
ჩინური ბორბალი (საქსონური მზე) ბრუნავს ღეროზე, აფრქვევს ნაპერწკლებს;
პომფეიერი ან რომაული სანთელი პერიოდულად ისვრის ფერადი ცეცხლის ბურთებს;
ფიგურული სანთელი იწვის ფერადი ალით;
რაკეტები შეუფერხებლად ამოდის, ქმნიან ნაპერწკლების კვალს და აგდებენ ფერადი ბურთების გარსს ან აფეთქებენ ცაში და ფანტავენ ვარსკვლავებს;
მისალმების ბატარეები ერთ სხეულში აერთიანებს შვიდიდან ექვსას ერთეულ ზალპს, რომლებიც სათითაოდ ისვრიან, ცაში ფეიერვერკით იფეთქებენ;
საფესტივალო ბუშტები ან ნაღმტყორცნები თითო-თითო გამოშვებულია სპეციალური მილიდან (ნაღმტყორცნებიდან) და ფოიერვერკით აფეთქდება ცაში;
ბარიერები გარკვეულ სიმაღლეზე იძლევა გასროლას;
ჭარხალი აგდებს ცეცხლოვან გარსს, რომელიც ანათებს მიწიდან ამაღლების ზედა წერტილამდე;
დუიკერები და კვეკარები დარბიან და წყალში ჩაყვინთვიან, ბოლოს სროლას ისვრის;
ცეცხლსასროლი იარაღით აწარმოებენ მარტივ ბამბას;
დენდარტყმული ტაშით აგდებს კონფეტს ან ნაკადს;
მფრინავი ფეიერვერკი ბრუნავს და აფრინდება ფრთების ამწევი ძალის გამო.
სპეციალიზებული/სამხედროდან:

ცეცხლსასროლი იარაღი (flare gun) გამოიყენება სიგნალების მისაცემად ცაში სროლით;
ფარები გამოიყენება ტერიტორიისა და ცალკეული ობიექტების გასანათებლად ან სიგნალების მისაცემად;
ასაფეთქებელი პაკეტი ახდენს ნაღმების, საარტილერიო ჭურვების, ყუმბარების აფეთქების სიმულაციას და გამოიყენება ჯარში ტაქტიკურ მომზადებასა და წვრთნებში, ასევე გადაღების დროს;
კვამლის ბომბი გამოყოფს კვამლს სიგნალების მისაცემად, სადესანტო ადგილის მითითებით, მანევრების შესრულებისას საგნების შენიღბვას, სასოფლო-სამეურნეო მავნებლების განადგურებას და ყინვის წინააღმდეგ საბრძოლველად;
სარკინიგზო ფანდარა წარმოქმნის ხმამაღალ აფეთქებას, რათა ხმოვანი სიგნალი მისცეს ლოკომოტივის მემანქანეს, რომელიც გამოიყენება სარკინიგზო ტრანსპორტში;
პირობოლტი შექმნილია ნებისმიერი მექანიზმის ნაწილების გათიშვისთვის, უშუალო ადამიანის შემსრულებლის მონაწილეობის გარეშე;
სხვადასხვა ტიპის სკილები - ელექტრო დეტონატორები, რომლებიც შექმნილია საგანგებო და ერთჯერადი მოწყობილობების ერთჯერადი გააქტიურებისთვის (მაგალითად, აირბალიშები მანქანაში, თვითმფრინავის ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ცილინდრიანი სარქველები და ა. მაგალითად, GSh-gun 23-ის დატენვა ან ბლოკის აფეთქება სახელმწიფო საიდენტიფიკაციო სისტემის კოდებით და ა.შ.);
ცეცხლსასროლი იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღის აფეთქების ეფექტის შესაქმნელად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის ან ცეცხლსასროლი იარაღის რამოდენიმეჯერ აფეთქება.
Რეგულირება
პიროტექნიკის გამოყენება, დიზაინი და გამოყენება რეგულირდება საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტით „პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების შესახებ“. 2012 წლის 15 თებერვლიდან საბაჟო კავშირში არ მოქმედებს ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს წარმოებას, ტრანსპორტირებას, შენახვას, რეალიზაციას, ექსპლუატაციას, განადგურებას და პიროტექნიკური პროდუქტების იდენტიფიკაციის წესებს ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისა და ქონების დასაცავად. დასაშვებია სახანძრო უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების დადგენა საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

ზედამხედველობა
საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად პიროტექნიკური პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის, შენახვის, ექსპლუატაციის და ტრანსპორტირების პროცესებზე სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად.

პიროტექნიკური პროდუქტები კლასიფიცირდება როგორც ასაფეთქებელი, მაგრამ რეგულირდება სხვადასხვა კანონმდებლობით.

მიმოქცევის პროცესში საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულების განხორციელების ეტაპზე სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დოკუმენტაციის ანალიზის (დამოწმების) და ნიმუშის ვიზუალური დათვალიერების სახით. პიროტექნიკური პროდუქტები.

ყოველწლიურად ათასობით დაზიანება ხდება პიროტექნიკის გამოყენებისას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის. დაზიანებები ხშირად მიეკუთვნება უსაფრთხოების დარღვევას ან ყალბი პროდუქტების გამოყენებას.
იხ.ვიდეო - საფრთხის შემცველი პიროტექნიკა


უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...