ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჩვეულებრივი მთვარე თევზი
თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია, ასევე ცნობილი როგორც ქრისტიანია (დან. Fristaden Christiania) — თვითგამოცხადებული ავტონომიური ანარქისტული დასახლება, დაახლოებით 850 დან 1000 მაცხოვრებლამდე. დასახლება გაშლილია 34 ჰექტარზე და მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში. 2011 წელს ეს დასახლება დროებით დაიხურა მაცხოვრებლებისთვის, დანიის მთავრობის მიერ, თუმცა მოგვიანებით ისევ გაიხსნა.
ქრისტიანია 1971 წლიდან, ანუ შექმნის დღიდან იყო სხვადასხვა დაპირისპირების და უთანხმოების მიზეზი. 2004 წლამდე აქ კანაფით ვაჭრობა არ იყო აკრძალული, თუმცა 2004 წელს დასახლებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნამ გამოიწვია კონფლიქტი, რასაც შემდეგ მოჰყვა პოლიციის რეიდები და მოლაპარაკებები.


ქრისტიანია შედგება ყოფილი სამხედრო ყაზარმებისგან და სამხედრო გამაგრებებისგან. აქ სამხედრო სიმაგრეები პირველად აშენდა 1617 წელს მეფე ქრისტიან მე-4 ის მიერ. ეს გამაგრებები მოეწყო პლაჟებსა და პატარა კუნძულებზე, რომლებიც მდებარეობდნენ კოპენჰაგენსა და კუნძულ ამაგერს შორის. მე-19 საუკუნეში დასავლეთით მდებარე თავდაცვის ზღუდეები დაანგრიეს და მხოლოდ ქრისტიანიის ტერიტორიაზე შემორჩა.
ყაზარმები, რომელიც აქ მდებარეობდა ეკუთვნოდა სამეფო არტილერიის, ლოჯისტიკურ და საინჟინრო სამხედრო ნაწილებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყაზარმები აღარ გამოიყენებოდა, შესაბამისად 1967-1971 წლებში ეს ტერიტორია დაიცალა.

2007 წელს ეროვნული ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაცული სტატუსი მიანიჭა შემდეგ სამხედრო ნაგებობებს:
მას შემდეგ რაც სამხედროებმა დატოვეს ეს ტერიტორია, ქრისტიანიას მხოლოდ რამდენიმე დარაჯი იცავდა, ამიტომ უსახლკარო ადამიანები ხშირად იპატრონებდნენ ცარიელ შენობებს. 1971 წლის 4 სექტემბერს, მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებმა ჩამოხსნეს ღობეები და ტერიტორიის ნაწილი გადააკეთეს საბავშვო სათამაშო მოედნად.
ტერიტორიის ათვისება არ იყო ორგანიზებული, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი დაიწყო დანიის მთავრობის გასაპროტესტებლად. მაშინ კოპენჰაგენში საკმაოდ რთული იყო ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის შოვნა.
1971 წლის 26 სექტემბერს ქრისტიანია გამოცხადდა ღია ტერიტორიად იაკობ ლუდვიგსენის მიერ, რომელიც იყო საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი. იაკობი ბეჭდავდა გაზეთ „Hovedbladet“ (მთავარი გაზეთი), რომელიც განკუთვნილი იყო და პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში. მან ასეთი სტატია დაწერა საკუთარ გაზეთში, სათაურით „მოქალაქეებმა დაიპყრეს აკრძალული სამხედრო ქალაქი“:
ქრისტიანია არის მიწა ახალმოსახლეებისთვის. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა რომ ავაშენოთ საზოგადეობა ახლიდან, თუმცა შევინარჩუნოთ არსებული ნაგებობები. საკუთარი ელექტრო სადგური, აბანო, გიგანტური ნაგებობა ათლეტებისთვის, სადაც ყველა მაძიებელმა შეიძლება იპოვოს სიმშვიდე და იოგა ცენტრი. დარბაზები, სადაც თეატრალურ ჯგუფებს შეუძლიათ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ. ეს არის ქალაქის ნაწილი, რომელიც ჩვენგან საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა ეს დასრულდა.
ლუდვიგსენი ასევე არის ქრისტიანიის მისიის დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც ასევე 1971 შეიქმნა. მასში ეწერა:
ქრისტიანიის მიზანია რომ შეიქმნას თვითმმართველი საზოგადოება, სადაცა თითოეული ინდივიდი პასუხისმგებელია მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი.
1976 წლის საპროტესტო სიმღერა „I kan ikke slå os ihjel“ („ჩვენ ვერ მოგვკლავ“) გახდა ქრისტიანიის არაოფიციალური ჰიმნი.

მედიტაცია და იოგა ყოველთვის პოპულარული იყო ქრისტიანელებში, წლების განმავლობაში ქრისტიანიას ჰყავდა სამსახიობო ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ არა მხოლოდ ქრისტიანიაში, არამედ კოპენჰაგენსა და შვედეთშიც. ლუდვიგსენი ხშირად საუბრობდა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხალხი, რომლებიც სხვა საზოგადოებების მიერ გარიყულნი იყვნენ, უნდა მიეღოთ საკუთარ რიგებში. ეს მიდგომა დღესაც არ შეცვლილა. თუმცა ბევრი პრობლემა შეექმნა ქრისტიანიას ნარკოტიკების გამო. (მძიმე ნარკოტიკების გამოყენება და გაყიდვა აკრძალულია ქრისტიანიაში) ბევრი ნარკოდამოკიდებული შედის და რჩება ქრისტიანიაში, რადგან აქ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლებიან, ამის გამო ბევრი დანიელი თვლის, რომ ქრისტიანია წარმატებული სოციალური ექსპერიმენტია.
ქრისტიანია არის სიდიდით მეოთხე ტურისტული ღირთშესანიშნაობა კოპენჰაგენშიბ (ყოველწლიურად ქრისტიანიას ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს).[ ქრისტიანიის მაცხოვრებლებმა შეიმუშავეს წესები ცხოვრებისათვის, ეს წესები დამოუკიდებელია დანიური მთავრობისგან. წესები კრძალავს ქურდობას, ძალადობას, იარაღს, დანებს, ჯავშანჟილეტებს და მძიმე ნარკოტიკებს.. ქრისტიანიაში არის ცნობილი „Pusher“ ის ქუჩა, სადაც ღიად იყიდება ჰაშიში და კანაფი, თუმცა სხვა ნარკოტიკები როგორიცაა კოკაინი, ამფეტამინი, ექსტაზი და ჰეროინი აკრძალულია.
2007 წლის 14 მაისს, რამდენიმე მუშა სატყეო და ბუნების სააგენტოდან პოლიციის თანხლებით შევიდა ქრისტიანიაში ძველი, მიტოვებული, პატარა შენობის დასანგრევად. მათ დახვდათ გაბრაზებული და შეშინებული ქრისტიანელები, რომელთაც ეშინოდათ, რომ პოლიცია მათ სახლებსაც დაანგრევდა. მაცხოვრებლებმა მოაწყვეს ბარიკადები, ქვებისა და ფეიერვერკების გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის მოგერიებას. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და 50-მდე აქტივისტი დააკავა.
იხ.ვიდეო - Freetown Christiania | Town with no laws | Copenhagen | Denmark | Things to do in Copenhagen.
პაულ სიგიზმინდის ძე ერენფესტი დაიბადა 1880 წლის 18 იანვარს ვენაში. ბავშვობაში უფროსმა ძმამ გამოიწვია მისი ფიზიკისადმი დაინტერესება. გიმნაზიის დამთავრების შედგომ მან სწავლა ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც ისმენდა ბოლცმანის ლექციებს ფიზიკაში. 1901 წელს იგი სასწავლებლად გეტინგენში გადავიდა. 1904 წელს ენერფესტმა გეტინგენში გაიცნო და ცოლად შეირთო რუსი ეროვნების ტატიანა ალექსის ასული აფანასიევა, რომელიც პროფესიით მათემატიკოსი იყო.
1903 წელს გამოქვეყნდა ერენფესტის პირველი მეცნიერული ნაშრომი და ამ ნაშრომის შემდეგ მუდამ იბეჭდებოდა სტატიები გერმანულ, ამერიკულ და რუსულ ჟურნალებში. 1906 წელს დაიბეჭდა ცოლ-ქმარი ენერფესტების სტატია „ალბათობათა თეორიის ერთი ამოცანა დაკავშირებული ენტროპიის ზრდის კინეტიკურ ახსნასთან“. ამ ნაშრომით იგი გამოვიდა საკუთარი მასწავლებლის, ბოლცმანის იდეების დამცველი და გამგრძელებელი. 1907 წელს გამოვიდა ენერფესტის მეორე სტატია სახელად „ბოლცმანის თეორემის ორი ცნობილი წინააღმდეგობის შესახებ“. ეს სტატია პირველი სტატიის გაგრძელებაა და ბოლცმანის თეორიის ღრმა ანალიზს წარმოადგენს.
1907 ერენფესტები საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდნენ. 1907-1912 წლების მანძილზე პაულმა დიდი შრომა გასწია, რომ გაეერთიანებინა პეტერბურგის ფიზიკოსები და დაეინტერესებინა ისინი თეორიული ფიზიკით. მისი სემინარებიდან დიიწყო თეორიული ფიზიკის გავრცელება რუსეთში. იგი მალევე გახდა რუსეთის ფიზიკურ-ქიმიური საზოგადოების აქტიური წევრი. ერენფესტი ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალ გამოკვლევებს ფიზიკაში. პეტერბურგში მისი მოღვაწეობა მოიცავს 20 ნაშრომს. თუმცა მისთვის რუსეთი არ წარმოადგენდა შესაფერის სამუშაო ადგილს, ამიტომაც როცა იგი ლეიდენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) მიიწვიეს, მან თანხმობა განაცხადა. ნიდერლანდებში ყოფნისას პირველი ხუთი წლის განმავლობაში ერენფესტმა დაასრულა სამუშაოთა ციკლი, რომელიც დაწყებული ჰქონდა პეტერბურგში, ეგრეთ წოდებულ ადიაბატურ ინვარიანტებზე. ერენფესტი ამ ნაშრომში კავშირს ამყარებს ახალ კვანტურ თეორიასა, კლასიკურ მექანიკასა და ელექტროდინამიკას შორის. ამავე ნაშრომში მის მიერ წამოჭრილ ჰიპოთეზას „ერენფესტის ადიაბატური ჰიპოთეზა“ ეწოდება. ამ სტატიაში იგი განსაზღვრავს ადიაბატურ ინვარიანტებს, როგორც ისეთ სიდიდეებს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას სისტემის მოძრაობაზე ადიაბატური ზემოქმედების შედეგად. კერძოდ, ერენფესტმა აჩვენა, რომ ნებისმიერი პერიოდული მოძრაობისათვის, ერთი ან რამდენიმეთავისუფლების ხარისხით, არსებობს ადიაბატური ინვარიანტი , სადაც:
— სიხშირეა,
— სისტემის საშუალო კინეტიკური ენერგია. მოცემული ჰიპოთეზა ხსნის ბორის ატომში სტანციონარულ მდგომარეობათა არსებობას.
ერენფესტის ნაშრომთა შორის ყველაზი დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაშრომს, რომელიც შეიცავს თეორემას საშუალო მნიშვნელობების შესახებ. ეს თეორემა შეტანილია კვანტური მექანიკის ბევრ თანამედროვე კურსში. თეორემაში საშუალო მნიშვნელობების შესახებ იგი აერთიანებს კვანტურ და კლასიკურ მექანიკას და აჩვენებს, რომ ახალი თეორია შეიცავს ძველა, როგორც სასაზღვრო შემთხვევისას.
აღსანიშნავია ამ შესანიშნავი ფიზიკოსის განსაკუთრებული ადამიანური ღირსებები: პრინციპულობა, თავმდაბლობა, კეთილგანწყობილება ყველასადმი. ამ თვისებებმა ერენფესტს ფიზიკოსებში მოუპოვა დიდი სიყვარული და პატივისცემა. მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ნილს ბორი და ალფრედ აინშტაინი. აინშტაინი ერთ-ერთ წერილში წერდა: „მე უფრო მჭირდებოდა შენი მეგობრობა, ვიდრე შენ ჩემი“.
1933 წლის 25 სექტემბერს მძიმე დეპრესიაში მყოფი პაულ ენერფესტი თვითმკვლელობით გარდაიცვალა.
იხ.ვიდეო - Paul Ehrenfest | Wikipedia audio article
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет - უცხოპლანეტელების დანახვის შესახებ დაფიქსირებული შემთხვევების სია უცხოპლანეტელების და...