ინდუიზმი სათავეს იღებს ჰარაპის, ანუ ინდის ცივილიზაციიდან, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებში არსებობდა ინდის დაბლობში. ამ ცივილიზაციის რელიგია ეფუძნებოდა იმ ღვთაების თაყვანისცემას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს ინდუისტურ ღმერთ შივასთან. დაახლოებით II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთში არიულმა ტომებმა დაიწყეს შემოღწევა. მათ ენას მოგვიანებით ვედური სანსკრიტი ეწოდა. არიელების შემოჭრას წინ უძღვოდა ინდოევროპულ ენებზე მოლაპარაკე ხალხების გადასახლებების ხანგრძლივი ისტორია. არიელებმა მოიტანეს მსხვერპლთშეწირვის რთული რიტუალი – იაჯნა, რომლის დროსაც ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ საქონლის შემწვარ ხორცს და ჰალუცინოგენურ სასმელს „სომას“.
არიელები შეერივნენ ადგილობრივ ტომებს, რომელთაც რიგვედაში დასას ტომები ერქვათ. ამის შედეგად საზოგადოების შემადგენლობა გართულდა, რომელმაც ჯერ ბარნული სისტემის, შემდეგ კი კასტური სისტემის ჩამოყალიბება გამოიწვია, რომლებიც ინდუიზმის სოციალურ ბაზად გადაიქცნენ. ახალ სისტემაში უმთავრესი როლი ბრაჰმანებს ეთმობოდა – ვედების მცოდნე ადამიანებს, რომლებიც რიტუალებსაც ასრულებდნენ.
ბრაჰმანიზმიინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ ათასწლეულში ვრცელდება. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში ბრაჰმანიზმის პოზიციები შესუსტდა, და იგი სხვა რელიგიებმა დროებით შეასუსტეს, ძირითადად ბუდიზმმა და ჯაინიზმმა. ჩვ. წ–აღმდე პირველი ათასწლეულის მიწირულს ინდოეთში სხვადასხვაგგვარი რელიგიური წარმოდგენების მთელი კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომლებიც ვედებს ღიად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ უმეტესწილად ცხოვრების ახალ პირობებს უფრო შეესაბამებოდნენ
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით უდიდესი ტაძარი მდებარეობს დელიში
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ინდოეთში აღორძინებას იწყებს ბრაჰმანიზმი ინდუიზმის ფორმით. ამ პერიოდში ინდუიზმი და ბუდიზმი პარარელულად ვითარდებოდნენ, ამასთან მათ ფილოსოფიებს შორის დავა მათივე განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ინდუისტური სკოლა „ნია“ ბუდისტური ლოგიკის გავლენით ჩამოყალიბდა, ხოლო „ვედანტას“ სკოლამ სერიოზული ზემოქმედება მოახდინა ბუდისტური სკოლა „მადჰიამიკას“ ჩამოყალიბებაზე. ბუდიზმმა დიდი როლი შეასრულა სისხლიან მსხვერპლთშეწირვაზე უარის თქმაში.
გუპტების დინასტიის მმართველობის პერიოდში (ჩვენი წელთაღრიცხვის IV – VI სს.) ინდუიზმი ქვეყანაში გაბატონებულ რელიგიად იქცა. ბუდიზმი, რომელმაც ინდუიზმზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით, თეორიულ სფეროში, ქვეყნის ფარგლებს მიღმა იქნა განდევნილი, ხოლო XI საუკუნეში საერთოდ გაქრა ინდოეთში. ჯაინაზმი ერთ-ერთ ინდურ რელიგიად იქცა, მაგრამ მისი მიმდევრების რაოდენობა ძალიან მცირეა.
ტერმინი ინდუიზმი ევროპული წარმოშობისაა. ინდოეთში რელიგიას ჰინდუ-სამაია ან ჰინდუ-დჰარმა ჰქვია. ინდუიზმი ფაქტობრივად ერთ მთლიან რელიგიას არ წარმოადგენს, არამედ არის ადგილობრივი ინდური სარწმუნოებების კრებული სისტემა. ინდუიზმი პოლითეისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ვედანტა პანთეისტური რელიგია იყო. ინდუიზმში მთავარი ღვთაებებია – ბრაჰმა, ვიშნუ და შივა, რომლებიც ღვთიურ სამებაში – ტრიმურტიშია გაერთიანებული.
ინდუისტური მსოფლმხედველობის საფუძველია მოძღვრება ადამიანის ცხოვრების სამი მიზნის შესახებ: დჰარმა, ართა და კამა. ინდუიზმში ორი ძირითადი მიმართულებაა – ვიშნუიზმი და შივაიზმი. შივაისტებს შორის გამორჩეულნი არიან ქალური საწყისის თაყვანისმცემლები – შაკტისტები. უძველეს ინდოეთში ძირითად რელიგიურ–ფილოსოფიურ პრინციპებთან – „ვადამისთან“ მიმართებაში ყველა რელიგიური სკოლა ორ ნაწილად იყოფოდა – ასტიკად (თეიზმი) და ნასტიკად (ათეიზმი). XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინდუიზმში გაჩნდა რეფორმისტული მოძრაობა „არია სამაჯი“, რომელსაც დღესდღეობით უამრავი მიმდევარი ჰყავს.
პრამბანანი - გრანდოზური ინდუისტური ტაძრის კონპლექსი კუნძულ იავაზე (ინდონეზიაში)
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
იეთიმ გურჯი
ეთიმ გურჯის ძეგლი თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სიონის ტაძართან, მოქანდაკე : დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე, არქიტექტორი შოთა რავლაშვილი ბრინჯაო 1985
(ნამდვილი სახელი და გვარი იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი; დ. 1875, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1940, იქვე) — ქართველი სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
იხ.ვიდეო
იეთიმ გურჯი ღარიბი ხელოსნის — დაბაღის (მეტყავის) ოჯახში დაიბადა. მისი წინაპრები თურქეთში გადასახლებული და გამაჰმადიანებული ქართველები ყოფილან. გვარი „გურჯი“ (ქართველი) მას მერე შერქმევიათ. თბილისში ჩამოსულმა იეთიმის მამამ ცოლად მუხთელი სომეხი ქალი სარა შეირთო. მალე სომხური წესითაც მოინათლა. თავის ვაჟს მან იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად „ობოლს“ ნიშნავს. მამის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის იეთიმი დედასთან და დასთან ერთად სიღარიბეში ცხოვრობდა. მალე ის მუსიკალური საკრავების ოსტატს შეგირდად დაუდგა და პროფესიონალურად შეისწავლა დაირის, ჭიანურისა და ჩონგურის კეთება. ის შინაც ამზადებდა ინსტრუმენტებს, პარალელურად წიგნებსაც ყიდდა. ოჯახი ხარფუხიდან მეტეხის ხიდთან მდებარე ერთ მიწურში გადმოსახლდა.
1905-1907 წლებში იეთიმ გურჯი ბაქოსნავთობის სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა. ის 1895 წლიდან თხზავდა ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ამავე წელს დაწერა მან პოემა „ანაბაჯის ლექსი“, რომელიც მის პირველ წიგნად 1909 წელს გამოიცა; მას მოჰყვა „ახალი მგოსანი და სიმღერები" — 1911 წელს, „იეთიმის ახალი ლექსები" — 1913, „ტანგო" — 1914 და სხვა. 1928 წელს იოსებ გრიშაშვილმა, ხოლო 1958 წელს ანდრო თევზაძემ გამოსცეს პოეტის „რჩეული ლექსები".
იეთიმ-გურჯის ლექსები უმთავრესად სიმღერების სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური ბოჰემა.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ნინო ჩხეიძე (მომღერალი)
(დ. 6 ივნისი, 1981, თბილისი) — ქართველი მომღერალი. 2006 წელს გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი. ნინო ჩხეიძის რეპერტუარი ქალაქურ ფილკლორს, ეთნო და პოპ-მუსიკის ელემენტებს შეიცავს.ნინო ჩხეიძე დაიბადა1981წლის6 ივნისს, ქალაქთბილისში, პროფესიით ეკონომისტის — გია ჩხეიძისა და მათემატიკოსის — ქეთინო ქოჩიაშვილის ოჯახში. ბავშვობიდან დადიოდაპიონერთა სასახლეში. 1999 წელს დაამთავრა მეხუთე მუსიკალური სკოლა. 1999-2002 წლებში სწავლობდათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიტელე-ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში იგივე განხრით. მისი პირველი სიმღერაა მაცაცო სებისკვერაძის „ჩემი გული შენია“.2005 წელს ნინო ჩხეიძემ დაიწყო ქალაქური სიმღერების ჩაწერა, სადაც ჩაწერა ძველი ქალაქური სიმღერა „ჩემი გმირი გიწოდე“. შემდეგ ჩაწერამარეხ გოძიაშვილის„წაღვერიდა თბილისი“.
იხ. ვიდეო მითხარ სად ხარ
2006 წელს გამოვიდა ნინო ჩხეიძის პირველი ალბომი, სადაც შესული იყო 12 ძველი ქალაქური სიმღერები. 2007 წელს გამოვიდა მეორე ალბომი „უშენოდ“, სწორედ სიმღერა „უშენოდ“-ზე გადაიღო ჩხეიძემ ვიდეო რგოლი, რომლის რეჟისორები იყვნენ ბესო სოლომონაშვილი და ზვიად ალხანაიძე. 2008 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი „ვიცი გიყვარვარ“ და საახალწლოდ ამავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი „საუკეთესო სიმღერების კრებული“. 2008 წელს გადაიღო კიდევ ორი ვიდეო რგოლი სიმღერებზე „სანთელივით დავდნები“ და „ვიცი გიყვარვარ“ რამაზ ჩაჩანიძის რეჟისორობით. 2008 წლის 17 დეკემბერს გახსნა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია „ნიო სტუდიო“. 2009 წელს გამოვიდა კიდევ ორი ალბომი: ალბომი „5“ და ასევე „კარაოკე“.
იხ. ვიდეო მიყვარდა მიყვარდა
2010 წელს გამოვიდა ალბომი „გამახარე“. 2010 წელს ნინო ჩხეიძე რადიო „აფხაზეთის ხმის“ მუსიკალური ხელმძღვანელი გახდა. 2011 წელს გამოვიდა ალბომი „მიყვარხარ ცამდე“. 2011 წელსვე ნინო ჩხეიძემ გადაიღო კიდევ ერთი ახალი ვიდეო რგოლი, დუეტი ნინო ჩხეიძე და კაბუ „მიყვარხარ ცამდე“, რომლის რეჟისორი იყო ზურა მენთეშაშვილი. 2012 წელს ტელეკომპანია „იმედმა“ მიიწვია პირველ მეგა-პროექტ ახალ ქართულ ხმაში ერთ-ერთ მწვრთნელად.
იხ. ვიდეო შენამდე შორია ❤❤❤❤❤❤
2013 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2014-2017 წლებში ნინო ჩხეიძე იყო საავტორო მუსიკალური TV პროექტის — „საქართველოს ფანოღის“ იდეიისა და პროექტის ავტორი. 2015 წელს გამოვიდა კიდევ ერთი ახალი ალბომი „ნინო ჩხეიძე mp3“, სადაც შესულია მისი საუკეთესო სიმღერები. 2015 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე დუეტები“, სადაც შესულია დუეტები. 2016 წელს გამოვიდა ახალი ალბომი „ყველაფერი ხდება“. 2016 წელს შექმნა ბრენდი, რომელსაც დაარქვა „NIO“ და აწარმოებს დღემდე ბრენდირებულ ქუდებს. 2017 წელს გამოვიდა ალბომი „ნინო ჩხეიძე“. 2018 წელს მიიღო მონაწილებოა პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, ხოლო 2018 წელს შექმნა მუსიკალური ბენდი „NIO ბენდი“.
ჰყავს მეუღლე გიორგი კორახაშვილი და შვილი მარიამ კორახაშვილი. მისი ძმა დიმიტრი ჩხეიძე პროფესიით ეკონომისტია.
სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფელ ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა).
სააკაძეთა გაძლიერება მეფისადმი ერთგულების გზით ხორციელდება. გიორგი სააკაძის მამა სიაუში, ბიძები – ზეშთაელი, ზურაბი და ივანე დაახლოებულნი არიან სამეფო კართან და თავდადებით ემსახურებიან სიმონ I დიდს. გივი ჯამბურიას ცნობით: „1569-1578 წლებში სიმონის მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი „ერთგულსა ყმასა და თავდადებით ნამსახურ სააკაძეს გიორგის შვილს ზეშთაელს” წყალობად აძლევს ქალაქ გორში ერთ კომლ ვაჭარს თავისი მამულით.“
ამ ზეშთაელის ერთ-ერთი ძმა, გიორგი სააკაძის ბიძა სახლთუხუცესია ქართლის მეფის კარზე, თანაც ხანგრძლივად 1590-1607 წლებში, სახლთუხუცესობა კი დიდ თანამდებობად ითვლებოდა.
იხ. ვიდეო გიორგი სააკაძე
გიორგი სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ. 1600-1606გიორგი X-ის თანამებრძოლი იყო. სააკაძის სამხედრო და სახელმწიფოებრივი ნიჭი წარმოჩნდა ლუარსაბ II-ის მეფობაში. ამ დროს იგი თბილისის (1608-იდან), ცხინვალისა და დვალეთის მოურავი იყო. შინაფეოდალური ბრძოლების აღკვეთა და თავადების ალაგმვა, ე.წ. „ბატონყმური რიგის“ დაცვა, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება, საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა სააკაძის მოღვაწეობის მთავარ მიზანს შეადგენდა. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა აზნაურობა და ზოგიერთი თავადი, რომელთაც სააკაძის „მოკიდებული კაცნი“ (სააკაძის დასი ან „პარტია“) ეწოდებოდა. მასვე ეხმარებოდნენ ვაჭარ-ხელოსნები და ნაწილობრივ გლეხობაც. სააკაძემ ქართლის მეფეს დაუმორჩილა გამდგარი მთიელები და მათ შორის ოსები და დვალები. დიდი ფეოდალი, არაგვის ერისთავი ნუგზარი თავისთავად შეიქმნა მეფის ერთგული, რადგან გიორგის სიმამრი იყო. შესუსტდა ფეოდალთა ანარქია. სააკაძემ ყურადღება მიაქცია ქვეყნის შენებასაც, ხელი შეუწყო ომიანობის დროს მიმოფანტული მოსახლეობის უკან, ფუძეზე დაბრუნებას. ამას კი მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური მოღონიერება, რაც თავისთავად გადაიზრდებოდა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ძლიერებაში. პლატონ იოსელიანის ცნობით, გიორგი სააკაძემ ცხინვალსა და თბილისში ციხეები შეაკეთა და დვალეთის მთებში ახალი სიმაგრეები ააგო.
სააკაძის დასი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური დაჯგუფება იყო 1608-1612 წლებში. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ლუარსაბ II-მ ცოლად შეირთო სააკაძის და (1611), სააკაძემ და მისმა მომხრეებმა შეძლეს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარი განმტკიცება და ქართლის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა, რამაც განაპირობა ქართლის გამარჯვება ტაშისკარის ბრძოლაში (1609).
გიორგი სააკაძე უცნობი მხატვრის პორტრეტი
1609 წლის ივნისშიქართლშიოსმალთა დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ „თათარხანის ჯარსა“ და „მგლის ტყაოსნებს“ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის მეფე ლუარსაბი, რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. ბერი თევდორე უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ ქვენადრისაკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
ცხირეთში მდგარ მეფეს სულ რამდენიმე კაციღა ახლდა. სიტუაცია გადამწყვეტ მოქმედებას ითხოვდა და სააკაძეს შეეძლო ვითარების სასიკეთოდ შემობრუნება. „მაშინ მოახსენა მოურავმან მეფესა, ვითარმედ: „ნუ აჩქარდებითო და ვნახოთ ღმერთმა რა მოახდინოსო“, რამეთუ იყო ესე მოურავი კაცი გულსრული და კარგი სარდალი, ჭკვიანი და გონიერი.“– ბერი ეგნატაშვილი. სააკაძის რჩევით მეფე ცხირეთში გამაგრდა, თვითონ კი ახლომახლო სოფლებში, უპირველესად კავთისხევში შეკრიბა სახელდახელოდ ორასი კაცი, ყოველმხრივ აფრინა შიკრიკები ჯარის მოსახმობად, ირანის გარნიზონიც დაიბარა თბილისიდან, ხოლო თვითონ ზაზა ციციშვილთან ერთად ამ ორასი კაცით ეკვეთა მტერს სხერტის ჭალაში. გააფთრებული ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტერი მტკვრისაკენ უკუიქცა. თურქების მოზრდილი ჯარი ქართველების „გულსრული“ სარდლის წყალობით მწარედ დამარცხდა. ზაზა ციციშვილმა ერთ ფაშას თავიც კი მოჰკვეთა, როგორც ჩანს, სააკაძის მიერ წარმოებული ბრძოლის ორგანიზაცია სწორედ მტრის დაბნევა-დათრგუნვას ითვალისწინებდა.მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ქართლში იდგა, შუაგულში და გორისაკენ ჰქონდა გეზი აღებული. ერთი მხრივ, მტრის დევნა დაისახა მიზნად სააკაძემ, მეორე მხრივ, გზავნის შიკრიკებს და მოუწოდებს მოლაშქრეებს.
იხ. ვიდეო მთავარდალი გიორგი სააკაძე
მეფე ლუარსაბ და მოურავი გიორგი სააკაძე სოფელ ახალდაბასთან მივიდნენ, მოითათბირეს და გადაწყვიტეს თურქების დევნა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირით კი აღარ განეგრძოთ, არამედ ფონით მეორე მხარეზე გადასულიყვნენ, შემოევლოთ მტრისათვის და შეერთებოდნენ შიდა ქართლიდან მომავალ ჯარებს, მტკიცედ დამდგარიყვნენ სურამთან და ამგვარად ჩაეკეტათ მტრისათვის ბორჯომის მთავარი გასასვლელი - თურქეთში მიმავალი ერთადერთი გზა – პლატონ იოსელიანი.
მტერი ტაშისკარის ბოლოს გავიდა. ახლა საჭირო გახდა, მტკვრის გადალახვა, რათა გზა მოეჭრა ოსმალთათვის, მტკვრის გადალახვა წარმატებით დასრულდა და ქართველთა ჯარები შეერთდნენ, რომლებიც მოვიდნენ ყველა კუთხიდან სააკაძის დამსახურებით. ლუარსაბ მეფე მთლიანად ენდობოდა მოურავს. თათბირზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ „მაშინ განზრახითა მოურავისათა შემოუსხნეს მეთოფენი თხრილსა და თვით ცხენოსანნი მივიდნენ განთიად მინდორსა ზედა, ეკვეთნენ ფიცხდლად და იქმნა ბრძოლა ძლიერი“
„ამ ომსა შინა მხნედ გამოჩნდნენ მეფე ლუარსაბ და უმეტეს მოურავი. მისცათ ღმერთმან ძლევა და მოსწყვიტენ ურიცხვი და ივლტვოდნენ თათარნი, რამეთუ მოსაკიდელთა დედანიცა მესამე დღემდე გამოიყვანდნენ ტყიდან თათართა, განაშიშვლიან და განუტევიან“ – ვახუშტი ბაგრატიონი.
სააკაძესა და მის მომხრეებს ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დიდ თავადთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის სახით, რომელსაც ფარსადან ციციშვილი და შადიმან ბარათაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ფეოდალური კლასის შიგნით, მის რეაქციულ და პროგრესულ ფრთას შორის ბრძოლაში სააკაძე პროგრესული საქმის მეთაურად გამოდიოდა. მის შესახებ არსებული სხვადასხვა აზრი ამ ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური დასის შეხედულებებს გამოხატავს. მას საფუძვლად კლასობრივი თვალსაზრისი უდევს. სააკაძის მოწინააღმდეგებმა შეძლეს მეფის მიმხრობა და სააკაძის საწინააღმდეგო შეთქმულების მოწყობა. ლუარსაბ მეფე შეუშინდა თავადებს და სააკაძე დასაღუპავად გაიმეტა, თანხმობა მისცა დედოფლის გაშვებაზე.
რაკი სააკაძის მოშორება გადაწყდა, შუა გზაზე გაჩერება შეუძლებელი იყო. გიორგი არ იყო უმწეო კაცი, რომ დაეყენებინათ და თავის მამულში ჩაეკეტათ. თავადების ასეთი უკომპრომისობა ადვილი ასახსნელია, მათ იციან, რომ „სააკაძე კაცი დიდად კარგი“ არის, მაგრამ თავიანთი დიდგვაროვანთა ინსტიტუტი ყველა კარგ კაცს და მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. შეადგინეს სამოქმედო გეგმა და გადაწყვიტეს სააკაძე წავკისს მოეწვიათ მეფესთან სანადიროთ, იმ ღამეს თავს დასხმოდნენ და მოეკლათ.
წავკისში სააკაძე მხოლოდ ერთი მხლებლის ამარა მივიდა. დიდ მოურავს წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მისი დამსახურების კაცს სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ, მითუმეტეს მეფისაგან არ მოელის ღალატს. ის სრულიად დამშვიდებული მოვიდა სიძესთან, ღვინო დალია, თავის კარავში შევიდა, რათა დაისვენოს და დილით ნადირობას შეუდგეს. 1612 წლის მაისი, მეფე გაეცალა ასპარეზს თუმცა, ბააკა ხერხეულიძემ შეძლო და მოახერხა ამ საშინელი საქმის აღსრულებამდე სააკაძის გაფრთხილება.
„დაასკუნეს რა საქმე ესე, არა დაფარა ღმერთმან საქმე ესე, არამედ იხსნა მეფე ლუარსაბ უბრალო კაცის სიკვდილისაგან და სისხლთაგან. და მივიდა მოურავთანა ფარეშთუხუცესი ხერხეულიძე ბააკა და გაამჟღავნა მეფე“ – ბერი ეგნატაშვილი.
ბააკა ხერხეულიძემ სასწორზე შეაგდო თავისი სიცოცხლე ამ საქციელით. ბერი ეგნატიშვილი წერს რომ „დააჭრეს ცხვირ-პირი.“ ცხადია, თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ არავინ ჩააგდებს ქვეყნისა და მეფის მოღალატის გამო, არავინ დაისჯის ასე თავს, მაგრამ მან დანამდვილებით იცის, რომ სააკაძე არა ქვეყნის მოღალატეა, არამედ ქვეყნისა და მეფის მხსნელია. ბააკა ხერხეულიძემ მოურავის ფასი იცოდა და სწორედ იმ რწმენით გაწირა თავი, რომ ქვეყნის სამაგალითო მამულიშვილს იხსნიდა. ახლა ჯერი სააკაძეზე მიდგა, მას რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად უნდა ემოქმედა. მოურავი ახალუხის ამარა გავარდა გარეთ, მხოლოდ ხმლის აღება მოასწრო, მოახტა პირველსავე შემხვედრ ცხენს და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.
სააკაძის კეთილშობილური ბუნება და მამობრივი გრძნობები გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც ის წავკისიდან არა პირდაპირ ირანისაკენ, არამედ ჯერ ნოსტეში გაიქცა თავისი ცოლ-შვილის გადასარჩენად. მათ ექვსიოდე მსახური წამოეწიათ, ცხენებიც იშოვეს. ისინი იძულებულნი გახდნენ გამობრუნებულიყვნენ და გიორგის სიმამრის ნუგზარ ერისთავის სამფლობელომდე მიეღწიათ. გიორგიმ თავისი ოჯახითურთ იგივე გზა გამოიარა, რაც წინა ღამეს, სულ ტყე-ტყე იარეს, შეუსვენებლივ, ტანისამოსი შემოეგლიჯათ, ფეხისგულები დაუსისხლიანდათ და მცხეთის ახლოს ტყეში დადგნენ, რადგან გაზაფხული წყალდიდობის გამო მდინარე მტკვარი კალაპოტში ვერ ეტეოდა და მისი გადალახვა რთული იყო. მცხეთის ხიდის დასაზვერავად გაგზავნილმა მსახურმა კარგი ამბავი ვერ მოიტანა. ხიდს იცავდა სამოცი კაცი და ფხიზლად იყვნენ, გაიძახოდნენ დიდ მოურავსა და მის მხლებლებს შევიპყრობთო. გიორგი განრისხდა და გადაწყვიტა იერიშით აეღო ხიდი, მცველები დაეხოცა და ისე გადასულიყო მეორე მხარეს, მაგრამ გიორგი მსახურებმა არ გაუშვეს – ხმაურზე სხვებიც არ შემოუერთდნენ ხიდის მცველებს და საქმე არ დავიღუპოთო. სხვა გზა არ დარჩა, მოურავმა „გადასწერა ყველას პირჯვარი და პირველმა გადაუშვა ცხენი მდინარე მტკვარში მეორე ნაპირზე გასაცურავად. მას მიჰყვა მისი ცოლი და ყველა მხლებელი. ხიდის მცველებმა ვერ შეამჩნიეს მოურავი და მისი ოჯახი, რომელნიც მცხეთის ტაძრისაკენ გაეშურნენ მადლობის უფალი მაცხოვრისთვის შესაწირავად. ბედნიერი, მშვიდობიანი გზის სამადლობლად ოჯახმა ტაძარს 60 მარჩილად ღირებული ოქროს თასი შესწირა.“ – პლატონ იოსელიანი.
სოფელ მისაქციელთან გიორგი სააკაძეს სიმამრი შეეგება. არაგვის მოხუცი ერისთავისათვის განსაცდელი უცხო ხილი არ ყოფილა, მაგრამ საყვარელი ასულისა და სიძის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ის აღაშფოთა.
დევნილებმა მოისვენეს ანანურში. საფრთხე უკვე ჩავლილი იყო, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც. რჩებოდა ორი გზა: ან ბრძოლა უნდა გაემართათ ლუარსაბთან, ან საქართველოდან გადახვეწილიყო გიორგი სააკაძე. ნუგზარი იმ დროისათვის ძლიერი ერისთავია. სამეფოს მთავარი ლაშქარი მისი სამფლობელოებიდან გამოდის. სააკაძეს ქართლში ბევრი მომხრეები ჰყავდა. მას შეეძლო ეს ხალხი შეეკრიბა და ლუარსაბზე გაელაშქრა, სამაგიერო მიეზღო, რადგან შეურაცხჰყვეს და სასიკვდილოდ გასწირეს, მაგრამ სააკაძემ მაინც გაცლა არჩია.
სააკაძემ ბოლოს ირანში შაჰის კარზე წასვლა გადაწყვიტა. 1612 წლამდე შაჰის კარზე მანამდეც ყოფილა, სიმონ მეფესაც ახლდა თურქეთში.
დიდი მოურავი მივიდა ირანი საზღვრებამდე. მან აღჯაყალას ციხეში ცოლ-შვილი დატოვა, თვითონ კი ნუგზარ ერისთავთან ერთად შაჰს ეახლა. შაჰი სიხარულით შეეგება ლტოლვილებს. სააკაძეს მარტოოდენ თავშესაფარის პოვნა როდი აინტერესებდა, იგი თავისი მიზნების აღსრულებისათვის გამოსადეგ გზებს ეძებდა.
რაკი სააკაძე ირანში წავიდა, მათი მოწინააღმდეგეთათვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ის ახლო მომავალში თუ არა ოდესმე დიდი განსაცდელი მოელოდათ მათ მიერ განწირული დიდი მოურავისაგან. გიორგის მტრები უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სააკაძე შაჰის ძალებს გამოიყენებდა მათ ასალაგმავად, ამიტომ სხვა გზა უკან დასახევი არ რჩებოდათ, ხალხი უნდა დაეწმუნებინათ მოურავის მოღალატეობაში და ბოლომდე გაეტეხათ სახელი მისთვის.
1619შაჰ-აბას I-მა სააკაძე დანიშნა ქართლის ხანის სიმონ II-ის ვექილად (რწმუნებული). საქართველოში ჩამოსვლისთანავე იგი შეუდგა აჯანყებისათვის მზადებას. შეურიგდა თავის ყოფილ მტრებს - ფარსადან ციციშვილს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს; „ერთგულების ფიცის წიგნები“ მიიღო მროველი ეპისკოპოსის დომენტისა და ბარძიმ ამილახვრისაგან; დაუკავშირდა იმერთა მეფეს გიორგი III-ს და გამარჯვების შემთხვევაში ქართლის ტახტი აღუთქვა; დაუმოყვრდა ოსმალთა დიდმოხელეს, სამცხის ათაბაგთა ჩამომავალს ფარად-ფაშას, რომელსაც შეეძლო აჯანყების შემთხვევაში სააკაძე ოსმალეთის მთავრობასთან დაეკავშირებინა დახმარების მიღების მიზნით; შეაკეთეს ციხეები, ხიდები და გზები, აშენებდნენ სოფლებსა და სხვა. მოსალოდნელი აჯანყების თავიდან ასაცილებლად შაჰ-აბას I-მა 1625 ადრიან გაზაფხულზე დიდი არმია გამოგზავნა საქართველოში ყარჩიხა-ხანის სარდლობით. მისი მიზანი იყო კახელების მთლიანად გაწყვეტა და ქართველთა ირანში გადასახლება. სააკაძის მიერ გაწეულმა დიდმა სამზადისმა განაპირობა აჯანყების წარმატება. 1625 წლის 25 მარტს აჯანყებულებმა სააკაძის მეთაურობით თითქმის მთლიანად გაწყვიტეს მტრის მთავარი ძალები სოფ. მარტყოფთან. აჯანყების გამარჯვების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს თეიმურაზ I. მარაბდის ბრძოლაში (1625) ქართველთა დამარცხების შემდეგ სააკაძე მთელი ზაფხულის განმავლობაში განაგრძობდა პარტიზანულ ბრძოლებს. ერთ-ერთ ბრძოლაში ქსნის ხეობაში სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ირანელთა 12 ათასიანი ლაშქარი გაანადგურეს. ქართლ-კახეთის 1625 აჯანყების დროს სპარსელებმა საქართველოში სულ დაახლოებით 60 ათასამდე მოლაშქრე დაკარგეს, რაც მთელი სპარსეთის სამხედრო ძალების ნახევარს შეადგენდა. შაჰ-აბას I ფაქტობრივად დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი აეღო თავისი მიზნების განხორციელებაზე. ქართველებმა კი დიდი მსხვერპლის ფასად გაიმარჯვეს და შეინარჩუნეს ფიზიკური არსებობა. თუმცა მალე განხეთქილება მოხდა სააკაძესა და თეიმურაზ I-ს შორის, რასაც მოჰყვა ბაზალეთის ბრძოლა (1626). გამარჯვების შემთხვევაში სააკაძე აპირებდა ქართლ-კახეთის ტახტზე იმერეთის მეფის მემკვიდრის, ალექსანდრეს, დასმას, რასაც უნდა მოჰყოლოდა სამი სამეფოს (ქართლი, კახეთი, იმერეთი) ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება. ამ ბრძოლაში სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც კონიის ვილაიეთის მმართველად დანიშნეს. სააკაძე ოსმალეთის მხარეზე იბრძოდა სპარსეთის წინააღმდეგ.
სააკაძის მიზანი იყო ოსმალთა დახმარებით სპარსეთის დამარცხება და საქართველოს განთავისუფლება. მას შემდეგ, ოსმალთაგან იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ დიდი ვეზირის ხუსრევ-ფაშას ბრძანებით, სააკაძე, მისი ვაჟი ავთანდილი და 40-მდე მხლებელი შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს. განმანთავისუფლებელმა ბრძოლამ სააკაძის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ფიზიკური განადგურებისაგან იხსნა.
იხ. ვიდეო წმინდა თევდორე მღვდელი
თევდორე კველთელი
თევდორე მღვდელი (გ. 1609) — ოსმალ დამპყრობთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი გმირი.
1609 წელს ოსმალთა ჯარი ქართლში შეიჭრა და ცდილობდა გზა გაეკვლია მეფის ბანაკისაკენ. ოსმალებმა სოფ. კველთის მღვდელი თევდორე კველთელი შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. თევდორე კველთელმა მტერი სხვა მიმართულებით გაიტყუა და დააშორა ისინი ცხირეთის ციხეს, სადაც მეფის ბანაკი იდგა. ბოლოს ოსმალები მიუხვდნენ განზრახვას და წამებით მოკლეს. თევდორე კველთელის თავგანწირვამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა და საშუალება მისცა მეფელუარსაბ II-ს მომზადებული დახვედროდა მტერს.
1207 წელს თამარმა თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. მისი საუფლისწულო დომენი ჯავახეთი იყო, რის გამოც იმ პერიოდის მონეტებზე „ჯავახთ უფლადაც“ მოიხსენიებოდა. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.
XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანისთურქი მფლობელები.
პირველი წყაროები გიორგი IV-ის შესახებ სხვადასხვაგვარ ცნობებს გვაწვდიან: ერთნი (ლაშას დროინდელი მემატიანე და სხვ. ლაშა თავის მხრივ, ნიშნავს „ქვეყნის მნათობს“) მას ახასიათებენ როგორც შესანიშნავ მოღვაწეს, რინდსა და გონიერ მმართველს, მეორენი (ჟამთაღმწერელი და სხვ.) კი - როგორც უზნეო და ბეც პოლიტიკოსს. ნდობას უფრო პირველი რიგის ცნობები იმსახურებს. გიორგი IV-ის პოლიტიკა ხშირად იწვევდა დიდგვაროვანთა უკმაყოფილებას და ლაშას უარყოფითი დახასიათებაც ამ ნიადაგზე უნდა გაჩენილიყო. ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი. ეტყობა, მეფე თავიდან იცილებდა არასასურველ მოხელეებს და მათ ახალ ძალებს უპირისპირებდა. მეფეს ბრალად სდებდნენ, რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიასა და სამღვდელოებად და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით:,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“ ლაშა თავისუფალი რწმენისა და აზროვნების ადამიანი იყო. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი ლილე, ხოლო შემდეგ ეს ქალი დააშორეს. გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს
იხ. ვიდეო ლაშაგიროგის უიღბლო სიყვარული
1220 ან 1221 წელს გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმისსელჩუკთაგან გასათავისუფლებლად, მაგრამ ამ დროს საქართველოს საზღვრებს მოულოდნელად მონღოლები მოადგნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.
„ქკსა: ჳმბ: დასაბამითგან: ხყკვ: აქა გ~ი ძე თამარისი მ~კდა და დაჲ მისი რუსუდან მეფედ დაჯდა.“
(აფხაზთა ქრონიკა)
ქართლის ცხოვრებით ლაშა-გიორგი მოკვდა 18 იანვარს, ოთხშაბათს, რომელიც უწევს 1223 წელს. „აფხაზთა ქრონიკით“, ქართული „ჳმბ“ (442) წელი დაიწყო 1222 და დასრულდა 1223 წლის 21 მარტს. აღნიშნული ორი წყარო მეტყველებს იმაზე რომ ლაშა-გიორგი გარდაიცვალა 1223 წლის 18 იანვარს, ხოლო ქართული კალენდრით 442 წელს.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ტრაპიზონის იმპერია
,,ორთავიანი არწივი'' დასავლური ევროპულ პორტუგალიებზე გასახული ტრაპიზონის გერბი
ტრაპეზუნტის იმპერია (ბერძ.Αυτοκρατορία της Τραπεζούντας) — სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდეგ, არსებობდა 1204 წლიდან 1461 წლამდე. მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, ძველი პონტოს სამეფოს ადგილზე. დედაქალაქი ტრაპიზონი. ძირითადი მოსახლეობა ლაზები და ბერძნები. მოსახლეთა უმრავლეოსობა მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. ტრაპიზონის იმპერია იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად ანუ ვანდად, მაცუკის, გიმორის და ტრაპიზონის ვანდებად.
ტრაპიზონის იმპერია (ყავოსფერი) და მიმდებარე ტერიტორია სახელწიფოები 1400წ-ს
მანამდე აღნიშნული ტერიტორია ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. თამარს გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული მიწების საქართველოს ფარგლებში მოქცევა; ამისათვის საბაბად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის, ალექსი III-ის მიერ ბიზანტიაში მოღვაწე ქართველ საეკლესიო მსახურთა გაძარცვა 1203 წელს. საგანგებოდ შეკრებილმა ქართულმა ჯარმა ერთიმეორის მიყოლებით დაიკავა ჭანეთი, ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა, ამასტრისი, ჰერაკლეა, პაფლაგონიისა და პონტოს სხვა ადგილები. ბიზანტიის იმპერატორმა ქართველთა წინსვლას ხელი ვეღარ შეუშალა, რადგან სწორედ იმ დროს კონსტანტინოპოლს დასავლეთიდან ჯვაროსნები შეესივნენ და აიღეს კიდეც. თამარმა ახლადჩამოყალიბებული ტრაპიზონის იმპერიის ტახტზე დასვა უფლისწულები, ძმები ალექსი და დავით კომნენოსები, წარმომავლობით ბერძნები. ისინი თამარ მეფის დის რუსუდანის შვილები და საქართველოს სამეფო კარზე, ქართული ტრადიციებით აღზრდილი იყვნენ.
ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.
იხ. ვიდეო
ტრაპიზონის იმპერია საქართველოს ქვეშევრდომი და ყმადნაფიცი გახდა. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით — დასავლეთიდან ბიზანტიელთა და სამხრეთ-დასავლეთიდან რუმის სასულთნოს შემოტევათა უკუსაგდებად. არსებობის ორნახევარი საუკუნის მანძილზე ტრაპიზონის სამეფო კარზე პირველობისთვის ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური ორიენტაცია და კულტურული ტენდენცია — ქართული და ბიზანტიური. საქართველოს ძლიერების ხანაში კომნენოსთა დინასტია ქართველობას არ ღალატობდა, მაგრამ მონღოლთა შემოსევებისაგან საქართველოს დასუსტების შემდეგ ტრაპიზონელი კეისრები გუშინდელ პროტექტორს უკვე ნაკლებ ანგარიშს უწევდნენ.
1243 წელს ტრაპიზონელები რუმის სასულთნოს და ბიზანტიელებს შეუკავშირდნენ მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ და ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მოხარკეებად გადაიქცნენ. 1282 წელს მეფე დავით VI ნარინმა აღადგინა ქართული ორიენტაციის ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. ქალაქებიდან გააძევა ბიზანტიელთა გარნიზონები და ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. ბოლოს ქართველებმა ტრაპიზონიც აიღეს და ტახტზე ქართველ დიდებულთან დამოყვრებული დედოფალი თეოდორა დასვეს, მაგრამ დავით ნარინის სიკვდილისთანავე, 1293 წელს, ისევ დაკარგეს პოზიციები ტრაპიზონის იმპერიაში.
1297 წელს კი ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II-მ ბიზანტიის კეისარ ანდრონიკე II-ს დამოყვრებაზე უარი უთხრა და ცოლად შეირთო სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის, ასული. ისევ გაიმარჯვა ქართულმა ორიენტაციამ ტრაპიზონში. ალექსი II-მ მესხების ჯარით თურქთა შემოტევაც უკუაგდო და ზღვიდან მოწოლილი მეკობრეებიც გაანადგურა. მაგრამ ალექსი II-ის სიკვდილის შემდეგ (1330 წ.) ისევ მომძლავრდნენ ბიზანტიელები. დაიწყო დევნა და ხოცვა ქართული დასის წარმომადგენლებისა. მაშინ დაიღუპნენ ტრაპიზონის გამოჩენილი ქართველი მოღვაწენი – დიდი დუკა ლეკი ჭანჭიძე და მთავარსარდალი (დიდი დომესტიკოსი) ჯაბა. უკანასკნელად 1341 წელს გიორგი V ბრწყინვალემ აღადგინა ქართველთა ჰეგემონობა ტრაპიზონის იმპერიაში. 1340-1349 წლებში ქართულ და ბიზანტიურ პარტიებს შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომელიც ბიზანტირუი პარტიის გამარჯვებით და ალექსი III კომნენოსის გამეფებით დასრულდა. თემურლენგის შემოსევების დასაწყისში ქართველებმა სამუდამოდ დაკარგეს პირველობა ტრაპიზონში. 1456 წელს ოსმალები შეესივნენ და დახარკეს ტრაპიზონის სახელმწიფო. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ II-მ ტრაპიზონის იმპერია მთლიანად დაიპყრო და ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთ პროვინციად აქცია.