ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია ელდარ შენგელაია. გამოვიდა 1984 წელს. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს. მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული… მოთხრობას არათუ არავინ კითხულობს, მისი ყველა არსებული ეგზემპლარიც უკვალოდ ქრება. ამ დაწესებულებაში ყველა თავისი საქმით არის გართული: დირექტორი მუდამ გადარბენაზეა — თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც — მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ… ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია… ფილმი ალეგორიული კომედიაა. იგი ნიღაბს ხდის საბჭოთა ბიუროკრატიზმს და უპასუხისმგებლობას. რედაქციაში მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები; ამ სისტემის არაეფექტურობა სრულდება პირდაპირ მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით კი — საბჭოთა სისტემის ნგრევით
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მის კალამს ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:
ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა.
არაჩვეულებრივი გამოფენა
1967 წელს ელდარ შენგელაია„არაჩვეულებრივი გამოფენის“ გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა, პირველივე ფილმებში გამოცდილ კომპოზიტორებთან ერთად მუშაობდა, მაგრამ მაინც არ იყო კმაყოფილი – როგორც მოგვიანებით განაცხადა, მას სჭირდებოდა კომპოზიტორი, „დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით“... „არაჩვეულებრივ გამოფენაზე“ მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა „კინემატოგრაფიულია“.
შერეკილები
1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. აი რას იხსენებს მომღერალინანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ: გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. კომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით, ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა – ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც, მართლაც რომ, ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის „ფოლკლორული თემა“, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ, რომელიც ფინალში, ერთაოზის სიმღერაშია ჩაქსოვილი („ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“). მუსიკალური დრამატურგიის ასეთი განვითარება, ერთი მხრივ, „შერეკილების“ იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის - კინომუსიკაში.
ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
კოკა-კოლა (კომპანია)
ყველაფერი გამოვა კოკა-კოლა
უალკოფოლო გაზიანი სასმელის მწარმოებელი ამერიკული კომპანია. სათაო ოფისი მდებარეობს ატლანტაში.
კომპანიის შექმნის ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს ამერიკის პატარა ქალაქ ატლანტაში. სასმელი შეიქმნა მოყვარული ქიმიკოსის – ჯონ პემბერტონის მიერ საკუთარი სახლის ეზოში.
ყოფილი ამერიკელი კაპიტანი, კავალერისტი ჯონ პემბერტონი, კონფედერატების დამარცხების შემდეგ აღმოჩნდა სამსახურის გარეშე და იძულებული გახდა მოეფიქრებინა რაიმე თავის სარჩენად. გამომდინარე იქიდან, რომ იგი ახალგაზრდა ასაკიდან გატაცებული იყო ქიმიური ცდების ჩატარებით, მან გადაწყვიტა ატლანტაში გაეხსნა პატარა ფარმაცეპტური კომპანია.
პარალელურად იგი ატარებდა სხვადასხვა ქიმიურ ცდებს. ერთ მშვენიერ დღეს (1886 წლის 8 მაისს) ჯონმა მოხარშა ახალი სიროფი და თავისი აღმოჩენის გასაცნობად დაუძახა მეგობარს და კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს (Frank M. Robinson). ფრენკს სიროფი ძალიან მოეწონა და ურჩია მას აუცილებლად ჩაეწერა ამ არაჩვეულებრივი სასმელის რეცეპტი. ძირითადი ინგრედიენტები, რისგანაც იგი შედგებოდა იყო სამი წილი კოკის ფოთლები (ამ მცენარისგან იღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერება კოკაინს) და ერთი წილი ტროპიკული ხის – კოლის ნაყოფი. მიღებული სასმელის დანიშნულება პემბერტონის თქმით იყო სამკურნალო პტეპარატი "ყველა სახის ნერვიული აშლილობისთვის". სიროფი იყო ტკბილი და ბლანტე. ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs’ Pharmacy. იმავე დღეს სიროფის პირველი პორცია გაყიდული იქნა აფთიაქიდან (ერთი ჭიქა 5 ცენტად).
აფთიაქის გამყიდველებმა სიროფში შეურიეს გაზიანი წყალი. მთელი პირველი წლის განმავლობაში სასმელი იყიდებოდა საშუალოდ დღეში ათ ჭიქამდე.
დასახელება "კოკა–კოლა", ისევე როგორც წარწერის შრიფტი შექმნა ფრენკ რობინსონმა. გამომგონებელმა ჯონ პემბერტონმა, რომელმაც ვერ განსაზღვრა კოკა-კოლას სასმელის მომავალი წარმატება, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1888 წელს თავისი საქმე მიჰყიდა რამდენიმე პარტნიორებს.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ატლანტაში გამოჩნდა ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი – აზა კენდლერი, რომელსაც ჯიბეში მხოლოდ დოლარი და 75 ცენტი ჰქონდა, მაგრამ მას ჰქონდა გამართლების დიდი რწმენა. საკმაოდ კარგი კომერციული ნიჭის შედეგად მან მოახერხა გარკვეული კაპიტალის დაგროვება და კოკა-კოლის რეცეპტის შესყიდვა პემბერტონის ქვრივისგან 2300 ამერიკულ დოლარად.
ძმასთან და ორ კომპანიონთან ერთად აზა კენდლერმა 1893 წლის 31 იანვარს ჯორჯიას შტატში დააფუძნა კომპანია სახელწოდებით – "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალით 100 ათასი დოლარი და ოფიციალურად დაარეგისტრირა მისი სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოიყენება 1886 წლიდან. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ თუ პემბერტონი არის კოკა-კოლის სასმელის შემქმნელი, აზა კენდლერი არის კომპანია კოკა-კოლის შემქმნელი. იმავე წელს კენდლერმა გადაიხადა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იმ პერიოდიდან მოყოლებული კომპანია თავის აქციონერებს ყოველ წელს უხდის დივიდენდებს.
აზა კენდლერმა დაიწყო კოკა-კოლას სარეკლამო კომპანია, შექმნა პროდუქტის რეალიზაციის ცალკე განყოფილება, რომელშიც მოიწვია ენერგიული და შრომისმოყვარე თანამშრომლები. გამომდინარე იქიდან, რომ კარგი რეკლამისათვის ეს ყველაფერი საკმარისი არ არის, აზამ გამოიყენა მაშინდელი დროისათვის ახალი სარეკლამო ფორმები. მან დაიწყო ფოსტის საშუალებით კოკა-კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნა კლიენტებისთვის .
ამ სუვენირების აქციამ კომპანიას მოუტანა განუზომლად დიდი პოპულარობა. სასმელი გახდა ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდებოდა მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.
1894 წელს გაიხსნა სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელმა სიმარტივისთვის დაიწყო კოკა-კოლას ბოთლებში ჩამოსხმა და ამ ფორმით გაყიდვა. ხუთი წლის შემდეგ კი ორმა მწარმოებელმა ბენჟამინ ტომასმა და ჯოზეფ უაიტხედმა კენდლერისგან მიიღეს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლება ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ ადვილად დათმო ეს ექსკლუზივი სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა-კოლის გაყიდვიდან მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა-კოლის მოგებას.
1898 წელს ატლანტაში აშენდა სამ სართულიანი კოკა-კოლის ოფისი.
შემდეგი 20 წლის განმავლობაში კოკა-კოლის ქარხნების რიცხვმა მიაღწია ათასს.
1902 წელს ბაზარზე გამოჩნდა ახალი კონკუტენტი - კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).
1906 წელს კოკა-კოლა გავიდა კუბის და პანამის ბაზარზე.
მაგრამ გამოჩნდნენ ყალბი სასმელის დამამზადებლები. მათთან საბრძოლველად კომპანიამ 1915 წელს შექამნა ცნობილი კონტურული ბოთლი. მისი დიზაინი შეიქმნა ინდიანას შტატში.
1977 წელს კონტურული ბოთლი დარეგისტრირდა როგორც კოკა-კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.
აზა კენდლერმა მიჰყიდა კომპანია ერნესტ ბუდრაფს – ბანკირს ატლანტიდან 25 მილიონ დოლარად.
1923 წელს კომპანიას სათავეში უდგება ერნასტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმავლობაში. მან შექმნა კორპორაცია კოკა-კოლა. ამავე დროს შეიქმნა კოკა-კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.
1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებმა ჩაიტანა 1000 ყუთი (ყუთში იყო 6 ბოთლი) კოკა-კოლა, სასმელმა ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამის შემდეგ კოკა-კოლა გახდა ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.
1931 წელს კომპანიამ ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს შეუკვეთა თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინი (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახე დახატა საკუთარი ავტოპორტრეტის სახით.
ამავე პერიოდში დიდ პოპულარობას იძენს პეპსი კოლა. მასთან საბრძოლველად კოკა-კოლამ შეიტნა სარჩელი კონკურენტის მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით (სახელწოდებაში კოლას გამოყენება). საბოლოოდ დიდი და სკანდალური საქმე დამთავრდა მშვიდობიანი შეთანხმებით. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. დაიწყო "ცივი ომი" ორ კონკურენტ კომპანიას შორის.
მსოფლიო ომის პერიოდში 5 მილიონი ბოთლი კოკა-კოლა გაიგზავნა სამხედროებისთვის. .
1960 წელს დაიწყო სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი დაიწყო კოკა-კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.
1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.
1982 წელს გამოვიდა კოკა-კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.
დღევანდელ დღეს კოკა-კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. როგორც ამბობენ ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა-კოლა.
TiO2-ის აღმოჩენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განახორციელეს ინგლისელმა უ. გრეგორიმ და გერმანელმა ქიმიკოსმა მ. ჰ. კლაპროტმა. გრეგორმა, რკინიანი მაგნიტური ქვიშის კვლევისას (კრიდი, კორნოული, გაერთიანებული სამეფო), 1789 წელს, გამოყო უცნობი ლითონის ახალი «მიწა» (ჟანგი) რომელსაც უწოდა მენაკენოური. 1795 წ. გერმანელმა ქიმიკოსმა კლაპროტმა აღმოაჩინა მინერალ რუტილში ახალი ელემენტი და მას უწოდა ტიტანი. ორი წლის შემდეგ კლაპროტმა დაადგინა რომ, რუტილი და მენაკენური მიწა — ერთი და იგივე ელემენტის ჟანგებია, რომელსაც კლაპროტის მიერ შერჩეული სახელწოდება «ტიტანი» შერჩა. 10 წლის შემდეგ ტიტანის აღმოჩენა მოხდა მესამეჯერ. ფრანგმა მეცნიერმა ლუი ვოკლენმა აღმოაჩინა ტიტანი ანატაზში და დაამტკიცა, რომ რუტილი და ანატაზი -ტიტანის იდენტური ჟანგებია.
ლითონური ტიტანის პირველად მიღებული იქნა 1825 წელს, იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ. ტიტანის მაღალი აქტივობისა და მისი გაწმენდის სიძნელის გამო სუფთა Ti ნიმუში ჰოლანდიელებმა ა. ვან არკელმა და ი&bsp;ბურმა 1925 წელს მიიღეს TiI4-ის თერმული იოდიდური ორთქლის დაშლის მეთოდით.
ლითონმა თავისი სახელწოდება მიიღო ძველ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გეას შვილების ტიტანების პატივსაცემად. ელემენტს სახელწოდება მისცა მარტინ კლაპროტმა, თავისი თვალთახედვის მიხედვით ქიმიურ ნომენკლატურაზე, რომელიც ფრანგული სკოლის საწინააღმდეგო იყო, სადაც ცდილობდნენ ელემენტისთვის მიეცათ სახელი თავისი ქიმიური თვისების მიხედვით. რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა თვითონ აღნიშნა რომ ვერ განსაზღვრავდა ახალი ელემენტის თვისებებს მხოლოდ მისი ოქსიდის მიხედვით, მან ამიტომაც მონახა სახელი ძველ მითოლოგიიდან, მის მიერ ადრე აღმოჩენილი ურანის ანალოგიურად.
მაგრამ მეორე ვერსიის მიხედვით, რომელიც ჟურნალმა «ტეხნიკა-მოლოდეჟიმ» გამოაქვეყნა 1980-იანი წლების ბოლოს, ახალ აღმოჩენილი ელემენტი თავის სახელს არა მითოლოგიურ ტიტანებს უმადლოდეს არამედ ტიტანიას - ფერიების დედოფალს გერმანული მითოლოგიიდან (ობერონის ცოლი შექსპირის«სიზმარი ზაფხულის ღამით»). ასეთი სახელწოდება დაკავშირებულია ლითონის უჩვეულოდ «სიმჩატით» (მცირე სიმკვრივით)
TiO2-ის აღმოჩენა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განახორციელეს ინგლისელმა უ. გრეგორიმ და გერმანელმა ქიმიკოსმა მ. ჰ. კლაპროტმა. გრეგორმა, რკინიანი მაგნიტური ქვიშის კვლევისას (კრიდი, კორნოული, გაერთიანებული სამეფო), 1789 წელს, გამოყო უცნობი ლითონის ახალი «მიწა» (ჟანგი) რომელსაც უწოდა მენაკენოური. 1795 წ. გერმანელმა ქიმიკოსმა კლაპროტმა აღმოაჩინა მინერალ რუტილში ახალი ელემენტი და მას უწოდა ტიტანი. ორი წლის შემდეგ კლაპროტმა დაადგინა რომ, რუტილი და მენაკენური მიწა — ერთი და იგივე ელემენტის ჟანგებია, რომელსაც კლაპროტის მიერ შერჩეული სახელწოდება «ტიტანი» შერჩა. 10 წლის შემდეგ ტიტანის აღმოჩენა მოხდა მესამეჯერ. ფრანგმა მეცნიერმა ლუი ვოკლენმა აღმოაჩინა ტიტანი ანატაზში და დაამტკიცა, რომ რუტილი და ანატაზი -ტიტანის იდენტური ჟანგებია.
ლითონური ტიტანის პირველად მიღებული იქნა 1825 წელს, იენს იაკობ ბერცელიუსის მიერ. ტიტანის მაღალი აქტივობისა და მისი გაწმენდის სიძნელის გამო სუფთა Ti ნიმუში ჰოლანდიელებმა ა. ვან არკელმა და ი&bsp;ბურმა 1925 წელს მიიღეს TiI4-ის თერმული იოდიდური ორთქლის დაშლის მეთოდით.
ტიტანის შენადნობებისგან დამზადებული საათი
სახელწოდების წარმოშობა
ლითონმა თავისი სახელწოდება მიიღო ძველ ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟების გეას შვილების ტიტანების პატივსაცემად. ელემენტს სახელწოდება მისცა მარტინ კლაპროტმა, თავისი თვალთახედვის მიხედვით ქიმიურ ნომენკლატურაზე, რომელიც ფრანგული სკოლის საწინააღმდეგო იყო, სადაც ცდილობდნენ ელემენტისთვის მიეცათ სახელი თავისი ქიმიური თვისების მიხედვით. რადგანაც გერმანელმა მეცნიერმა თვითონ აღნიშნა რომ ვერ განსაზღვრავდა ახალი ელემენტის თვისებებს მხოლოდ მისი ოქსიდის მიხედვით, მან ამიტომაც მონახა სახელი ძველ მითოლოგიიდან, მის მიერ ადრე აღმოჩენილი ურანის ანალოგიურად.
მაგრამ მეორე ვერსიის მიხედვით, რომელიც ჟურნალმა «ტეხნიკა-მოლოდეჟიმ» გამოაქვეყნა 1980-იანი წლების ბოლოს, ახალ აღმოჩენილი ელემენტი თავის სახელს არა მითოლოგიურ ტიტანებს უმადლოდეს არამედ ტიტანიას - ფერიების დედოფალს გერმანული მითოლოგიიდან (ობერონის ცოლი შექსპირის«სიზმარი ზაფხულის ღამით»). ასეთი სახელწოდება დაკავშირებულია ლითონის უჩვეულოდ «სიმჩატით» (მცირე სიმკვრივით)
მდგრადია კოროზიის მმართ თავისი ოქსიდის ზედა ფენის გამო, მაგრამ მისი დაფქვის შემთხვევაში, ან მწვრილი ბურბუშელის ან მავთულის სახით ტიტანი პიროფორულია[8].
ტიტანი მდგრადია უმრავლესი მჟავეების და ტუტეების გაზავებული ხსნარების მიმართ (გარდა HF, H3PO4 და კონცენტრირებული H2SO4).
კომპლექსოშემქმნელების თანდასწრებით ადვილად შედის რეაქციაში სუსტ მჟავვებთანც კი, მაგალითად, HF-სთან ურთიერთქმედებს კომპლექსური ანიონის [TiF6]2− წარმოქმნის გამო.
ჰაერზე გახურებისას 1200 °C-მდე Ti ალდება ცვალებადი შემადგენლობის ოქსიდური ფაზების წარმოქმნით TiOx. ტიტანის მარილების ხსნარებიდან ილექება ტიტანის ჰიდროქსიდი TiO(OH)2·xH2O, რომლის ფრთხილი გახურებით მიიღება ოქსიდი TiO2. ჰიდროქსიდი TiO(OH)2·xH2O და დიოქსიდი TiO2ამფოტერულია.
გახურებისას Ti ურთიერთქმედებს ჰალოგენებთან. ტიტანის ტეტრაქლორიდი TiCl4 ნორმალურ პირობებში — უფერო სითხეა, რომელიც ჰაერზ ეძალიან ორთქლიანობს, რაც აიხსნება ძლიერი TiCl4-ის ჰიდროლიზით ჰაერში არსებული წყლის ორთქლთან და მარილმჟავის და ტიტანის ჰიდროქსიდის უმწვრილესი წვეთების წარმოქმნით.
TiCl4 აღდგენით წყალბადით, ალუმინით, სილიციუმით, სხვა ძლიერი აღმდგენელებით, მიღებულია ტიტანის ტრიქლორიდი და დიქლორიდი TiCl3 და TiCl2 — ძლიერი აღმდგენ თვისებებიანი მყარი ნივთიერებები. Ti ურთიერთქმედებს Br2 და I2.
აზოტთან N2 400 °C-ზე მაღლა ტიტანი წარმოქმნის ნიტრიდს TiNx(x=0,58-1,00). ტიტანის ურთიერთქმედებით ნახშირბადთან წარმოიქმნება ტიტანის კარბიდი TiCx (x=0,49-1,00).
გახურებისას Ti შთანთქავს H2-ს ცვალებადი შემადგენლობის ნაერთის წარმოქმნით TiHх (x=1,0). გახურებისას ეს ჰიდრიდები იშლებიან წყალბადის H2 გამოყოფით. ტიტანი წარმოქმნის შენადნობებს მრავალ ლითონთან.
სამხედრო მრეწველობაში (ჯავშან ჟილეტები, ავიაციის ჯავშანი, წყალქვეშა ნავების კორპუსები), სამრეწველო პროცესებში (გამამტკნარებელ დანადგარებში, ცელულოზისა და ქაღალდის დამზადების პროცესებში), საავტომობილო მრეწველობაში, სასოფლო სამეურნეო მრეწველობაში, კვების მრეწველობაში, სამკაულებში პირსინგისათვის, სამედიცინო მრეწველობაში (პროთეზები, ოსტეოპროთეზი), სტომატოლოგიურ და ენდოდონტურ ინსტრუმენტებში, კბილის იმპლატანტებში, სპორტულ საქონელში, საიუველირო ნაკეთობებში (ალექსანდრ ხომოვი), მობილურ ტელეფონებში, მჩატე შენადნობებში და ა.შ. წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკონსტრუქციო მასალას ავია-, რაკეტა-, გემმშენებლობაში.
ტიტანურ ჩამოსხმას ასრულებენ ვაკუუმის ღუმელებში გრაფიტის ფორმებში ყალიბებში. ვაკუუმური ჩამოსხმა ასევე გამოიყენება გამოსადნობ მოდელებში. ტექნოლოგიური სიძნელეების გამო, მხატვრულ ჩამოსხმაში გამოიყენება ძალიან იშვიათად. მსოფლიოში პირველ ტიტანისაგან მონუმენტალურ ჩამოსხმულ სკულპტურას წარმოადგენს იური გაგარინის ძეგლი რომელიც მისი სახელობის მოედანზე დგას მოსკოვში.
ნიტინოლი (ნიკელი-ტიტანი) — შენადნობი, რომელსაც გააჩნია ფორმის მეხსიერება, გამოიყენება მედიცინაში და ტექნიკაში.
ტიტანის ალუმინიდი წარმოადგენს ჟანგვისადმი ძალიან მდგრად და ცეცხლგამძლეს, რამაც თავის მხვრივ განსაზღვრა მისი გამოყენების სფეროები - ავიაცია და მანქანათმშენებლობა როგორც კონსტრუქციული მასალა
ნაერთების სახით
თეთრი ტიტანის დიოქსიდი (TiO2) გამოიყენება საღებავებში (მაგალითად, ტიტანის მათეთრებელი), ასევე ქაღალდისა და პლასტიკის წარმოებაში. საკვები დანამატია - E171.