вторник, 24 августа 2021 г.

რიჩარდ ფეინმანი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           რიჩარდ ფეინმანი

(ინგლ. Richard Philips Feynman [ˈfaɪnmən]) (დ. 11 მაისი1918ნიუ-იორკი ― გ. 15 თებერვალი1988ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (1965). 1943-1945 ბირთვული იარაღის შექმნაზე მომუშავე, მანჰეტენის პროექტის აქტიური წევრი ლოს-ალამოსში, ასევე იყო კოსმოსური შატლ „ჩელენჯერის“ კატასტროფის გამომძიებელი პანელის წევრი. ფეინმანი იყო ელემენტარული ნაწილაკების გარდაქმნების ამსახველი, „ფეინმანის დიაგრამების“ შემქმნელი. თეორიულ ფიზიკაში მის ნაშრომებთან ერთად, ფეინმანს ასევე მიიჩნევენ კვანტური კომპიუტერის შექმნის ერთ-ერთ პიონერად და ნანოტექნოლოგიის კონცეფციის შემმუშავებლად. სიცოცხლის ბოლო წლებში ფეინმანი თეორიული ფიზიკის პროფესორი იყო კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.
იხ. ვიდეო

რიჩარდ ფეინმანი დაიბადა მატერიალურად უზრუნველყოფილ ოჯახში. მისი მშობლები, მელვილი და ლუსილი, ცხოვრობდნენ ქუინსის სამხრეთით, ნიუ-იორკში. მის მამას გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიჭი შეეძინებოდათ, იგი აუცილებლად მეცნიერი გახდებოდა. იმ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ქალის სამეცნიერო კარიერა წარმოუდგენელი იყო (თუმცა არაოფიციალურად მათთვის შესაძლებელი იყო აკადემიური ხარისხის მიღება), რიჩარდის უმცროსმა დამ ჯოან ფეინმანმა მიაღწია აღიარებას სამეცნიერო წრეებში, როგორც წარმატებულმა ასტროფიზიკოსმა. მამა ცდილობდა ბავშვობიდან გაეღვივებინა რიჩარდში ბავშვური ინტერესი გარემო სამყაროს მოვლენებისა და მისი შემეცნების მიმართ. იგი ყოველთვის სრულად და დიდი ინტერესით პასუხობდა ბავშვის უამრავ შეკითხვას, პასუხებში კი იყენებდა საკუთარ ცოდნას ფიზიკისქიმიის და ბიოლოგიის სფეროდან. ხშირად მიმართავდა სხვადასხვა ცნობარებს. მისი მეთოდი არ იყო დაძალება. მამა არასდროს არ ეუბნებოდა რიჩარდს, რომ იგი აუცილებლად უნდა გამხდარიყო დიდი მეცნიერი. დედისგან კი, პატარა რიჩარდმა მემკვიდრეობით მიიღო საოცარი იუმორის გრძნობა.

რიჩარდმა, მისი პირველი სამუშაო დავალება შეასრულა რადიომიმღების შეკეთებისას. მას შეეძლო რადიომიმღებების სწრაფად და ხარისხიანად შეკეთება, გარდა ამისა იგი რადიოს გაუმართავობის მიზეზს ეძებდა ლოგიკურად, სიმპტომების მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა შეკეთებას. მან ამ გზით „საპატიო“ სახელი მოიპოვა მეზობლებს შორის — მეზობლები აღტაცებას ვერ მალავდნენ, ბავშვის ნიჭიერების მიმართ.

რიჩარდი ახალგაზრდობაში

რიჩარდ ფეინმანმა დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო პრინსტონის უნივერსიტეტშიმეორე მსოფლიო ომის დროს, ფეინმანი ცდილობდა მოხვედრას მოხალისეთა ჯგუფებში, მაგრამ ფსიქიატრის დასკვნის საფუძველზე, მას უარი გამოუცხადეს


1970 წელს ცნობილი გახდა, რომ იგი ავად იყო კიბოს იშვიათი ფორმით. სიმსივნე, რომელიც მუცლის არეში აღმოაჩინეს, სასწრაფოდ ამოკვეთეს, მაგრამ ამ დროისთვის ორგანიზმი უკვე აუნაზღაურებლად დაზიანებული იყო - შეჩერდა ერთი თირკმელის მუშაობა. განმეორებითმა ქირურგიულმა ოპერაციებმა შედეგი არ მოიტანა. ავადმყოფობა უკან არ იხევდა - ფეინმანი განწირული იყო.

მდგომარეობა უარესდებოდა. ექიმებმა, 1987 წელს დამატებით აღმოაჩინეს კიდევ ერთი სიმსივნე, რომელიც ამოკვეთეს, მაგრამ რიჩარდი ძალზე დასუსტებული იყო და იტანჯებოდა აუტანელი ტკივილით. 1988 წელს იგი ისევ ჰოსპიტალის სტაციონარში მოხვდა, სადაც ექიმებმა სიმსივნის გარდა, მის სხეულზე აღმოაჩინეს ღია წყლული. ყველაფერთან ერთად მეცნიერს მეორე თირკმელმა უმტყუნა.

შეიძლებოდა ხელოვნური თირკმელების გადანერგვა და სიცოცხლის რამდენიმე თვით გახანგრძლივება, მაგრამ მან მიიღო გადაწყვეტილება - და მოაწერა ხელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის განცხადებას. იგი გარდაიცვალა 1988 წლის 18 თებერვალს. იგი დაკრძალულია ალტადანეს სასაფლაოზე (სახელად „მაუნთინ ვიუ“-ში). მისი მეუღლე, გვინეტ ფეინმანი ასევე მის გვერდითაა დაკრძალული.

რიჩარდ ფეინმანმა შთამომავლობას დაუტოვა კვანტური ნაწილაკების ურთიერთქმედების ახალი თეორია. ამას გარდა, 1985 წელს მან გამოსცა თავს გადამხდარი სასაცილო ისტორიების კრებული, სათაურით - „თქვენ, რა თქმა უნდა, ხუმრობთ მისტერ ფეინმან!“. ამ კრებულის მეორე ტომს ეწოდება - „რად გენაღვლება თუ რას ფიქრობენ სხვები?“ ("What do You Care What Other People Think?").

იხ. ვიდეო

1950 წლიდან რიჩარდ ფეინმანი მუშაობდა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მეუღლის გარდაცვალების და მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იგი განიცდიდა დეპრესიას. ამ პერიოდში იგი იღებდა მოწვევებს სხვადასხვა უნივერსიტეტების კათედრებიდან. მან პრინსტონის უნივერსიტეტის მოწვევაც მიიღო (სადაც მოღვაწეობდა ალბერტ აინშტაინი).

ფეინმანი განაგრძობს მუშაობას კვანტური გარდაქმნების საკუთარ თეორიაზე. გარდა ამისა იგი აყენებს ჰიპოთეზას ზედენადობის თეორიაში (იყენებს ერვინ შრედინგერის განტოლებებს). ეს აღმოჩენა, ზეგამტარობის თეორიასთან ერთად, რომლებიც გაცილებით ადრე მიღწეული იყო სხვა სამი, ფიზიკოსის მიერ, ახალ სათავეს უდებს დაბალი ტემპერატურების ფიზიკას. გარდა აღნიშნულისა, ფეინმანი "სუსტი დაშლის" თეორიაზე მუშაობდა მიურეი გელ-მანთან ერთად. „სუსტი დაშლის თეორია“ ყველაზე უკეთესად ჩანს თავისუფალი ნეიტრონისპროტონადელექტრონად და ანტინეიტრინოდ ბეტა-გამოსხივებაში.

1960 წელს, რიჩარდ ფეინმანი აკადემიის თხოვნით, ქმნის ფიზიკის ახალ სასწავლო კურსს. მუშაობის შედეგს წარმოადგენს საავტორო სახელმძღვანელოს შემდეგი სახელწოდებით „ფეინმანის ლექციები ფიზიკაში“ ("The Feynman Lectures on Physics"). ეს წიგნები (ცხრა ტომი) ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე და დღემდე აღიარებულია ფიზიკის სპეციალობის სტუდენტთათვის ერთ–ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოდ.

იხ. ვიდეო

1986 წლის 28 იანვარს, აშშ ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ განახორციელა მრვალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის - „ჩელენჯერის“ მორიგი გაშვება. ეს იყო „ჩელენჯერის“ ბოლო მისია. ხომალდი აფეთქდა გაშვებიდან 73 წამის შემდეგ. კატასტროფის მიზეზების გამოკვლევის მიზნით ჩამოყალიბდა საპრეზიდენტო კომისია. გვინეტმა დაარწმუნა მეუღლე, რომ მას აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში და შეეტანა საკუთარი წვლილი. ფეინმანმა, მართლაც მიაგნო აფეთქების მიზეზს - საწვავის ორი ცილინდრული ავზის შემაერთებელი მილის დამცველი, გარსული რეზინის მილი, დიდი ვიბრაციის გამო, განიცდიდა კრიტიკულ დატვირთვას, რის გამოც გარდაუვალი იყო მისი ფორმის მნიშვნელოვანი ცვლილება და დაცვის ფუნქციის დაკარგვა. ფეინმანის მიერ, ჭიქების, პატარა მილების და ყინულის გამოყენებით ჩატარდა თვალსაჩინო ცდა, რომელიც ამართლებდა თეორიული კვლევის შედეგს: ატმოსფეროს დაბალი ტემპერატურის პირობებში, რეზინის დამცავ მილს მართლაც უნდა დაეკარგა ელასტიურობის უნარი, გამსკდარიყო, ცხელი გაზის გამოშვების შედეგად (შუალედური მილიდან, ნაცვლად „სოპლო“-სი) კი გარდაუვალი იყო ცეცხლის გაჩენა და თხევადი წყალბადის უზარმაზარი ავზის აფეთქება.

ფეინმანის ცდა აჩვენეს პირდაპირი ეთერის სატელევიზო გადაცემაში. შემდგომში აღმოჩნდა, რომ კოსმოსური ცენტრის (ნასა) ტექნოლოგებისთვის წინასწარ ყოფილა ცნობილი, რომ გადადგმული იყო სარისკო ნაბიჯი და უგულვებელყოფილი იყო მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პირობა - ხომალდის გაშვება არ იყო სასურველი გარემოს დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში.

მოყვანილი ვითარებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელებმა საშუალო რგოლის ტექნიკური პერსონალი აიძულეს გაჩუმებულიყვნენ და დაეცვათ გაწეული „რისკის საიდუმლო“. შვიდი ასტრონავტის სიცოცხლე და მრავალ მილიონად შეფასებული ხომალდი შეეწირა კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ამბიციებს. მათ მთავარი მიზანს წარმოადგენდა - ხომალდი გაშვებულიყო ზუსტად 28 იანვარს.

                           საინტერესო ცნობები

                                                             


რიჩარდ ფეიმანის ავტომობილი


1975 წელს რიჩარდ ფეინმანმა იყიდა „დოდჯ ტრეიდსმენის“ მარკის ავტომობილი (მიკროავტობუსი). ავტომობილი შეღებილი იყო, იმ დროისათვის მოდურ - მდოგვის ფერად, შიგნიდან კი მწვანე ფერებში, იგი მოხატული იყო ფეინმანის დიაგრამებით, ანუ იმით, რამაც მის პატრონს ნობელის პრემია მოუტანა. ფეინმანმა ამ მანქანისთვის სპეციალური სანომრე ნიშნები დაამზადებინა - წარწერით "QUANTUM".

ამ მანქანით ძირითადად სარგებლობდა მისი მეორე ცოლი გვინეტ ფეინმანი. ერთხელ, როდესაც მას შუქნიშანზე გაჩერებისას ჰკითხეს, თუ რატომაა გამოსახული ავტომობილზე ფეინმანის დიაგრამები, - მან უპასუხა: „იმიტომ, რომ მე მქვია გვინეტ ფეინმანი“.

რიჩარდ ფეინმანის გარდაცველების შემდეგ ავტომობილი, სიმბოლურ ფასად, ერთ დოლარად იყიდა ოჯახის მეგობარმა, რალფ ლეიტონმა. ერთ დოლარად გაყიდვა იყო ტრადიციული გზა, რომელსაც თავად რიჩარდი მიმართავდა, როდესაც მას სურდა ძველი ავტომობილების გაყიდვა.

ავტომობილი დიდხანს ემსახურებოდა მის ახალ პატრონს. 1993 წელს კი ეს მანქანა მონაწილეობდა რიჩარდ ფეინმანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ავტო-ტურნეში.



Tesla დაანონსა რობოტი-ჰუმანოიდის შექმნა Tesla Bot

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

Tesla  დაანონსა რობოტი-ჰუმანოიდის შექმნა                                 Tesla Bot

                                         
მასქის განცხადებით, Tesla Bot იქნება მეგობრული, ასევე სამკმაოდ ნელი და სუსტი - გარკვეულ წილად დაზღვევა რაც ასე უყვართ ფანტასტ-მწერლებს აღწერა. Tesla Bot -ს ექნება ყველა თანამადროვე ხელეოვნური ინეტლექტის სიტემა რაც კი აქამდე არსებობს და რ-იც იყო გამოყენებული და ჩადებული, როგორც ავტოპილოტი ელექტრომობილების კომპანიის. რობოტი სხვადასხვა დანიშნულების ამეოცანებს შეიასრულებს მათ შორის გარკვეულწილად ადამიანსთვის სარიკოს. ასევე ის უბრალო ბრძანებებს შეასრულებს მაგალითად: გთხოვთ აიღოთ ეს ბოლტი და დაამაგროთ მანქანაზე. ასევე წავა საყიდლებზე თავის მფლობის დავალებით, ის როგორც ზემოთ სურათზეა ნაჩვენები ასე გამოიყურება მასქის სატყვებით სიმაღლე 172სმ, მასსა კი - 55კგ. კორპუსი დამზადებული იქნება მსუბუქი მატერიისგან ხოლო სახეზე ეკრანი ექნება გამოსახულება სასარგებლო ინფორმაციებით.
იხ. ვიდეო Tesla ამზადებს ადამინის მსგავსი რობოტს
რობოტს შეეძლება გაადგილება 8კმ საათის სიჩქარით და შეეძლება 20კგ-მდე ტვირთვის აწევა. აღნიშნული რობოტი იქნება გამოშვებული გაისად.


Starbase

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

          Starbase  (ქალაქი ილონ მასქის)


2021წ-ის მარტის დასაწყისში ილონ მასქმა განაცხადა,რომ იწყებს მშენებლობას საკუთაარ ქალაქის ტეხასში. მეწარმემ დასახლებულ ქალქს 
Starbase  (ინგლ. ,, ვარსკლავური ბაზა) ერქმევა.
მისი სიტყვით, ახალი ქალაქის ფართობი უფრი დიდი იქნება ვიდრე სოფელი ბოკა-ჩიკა, სადაც სფეისიქსის კოსმოდრომია. ბლუმბერგის მონაცემებით,  საუბარია ბოკა-ჩიკის გარდარქმევაზე და გაფართოვებაზე, სადაც კომპანიის ბაზა არის განთავსებული. 2014წ- დან მასქის გუნდი ავითარებს და ტესტავს Starship რაკატებს. როგორც ილონ მასქმა დააზუსტა თვითერზე კომენტარებში, Starbase   დაფარავს ტერირიას გაცილებით დიდი ვიდრე ბოკა-ჩიკა.
იხ. ვიდეო ექსურსია ილონ მაქსის კოსმოსური ქალაქში Starbase  

2021წ-ის მარტის დასაწყიში ბოკა-ჩიკა, რ-იც ,მცირე დასახლებული პუნქტია და სულ 6 ათასი ადამინი ცხოვრობს მუდმივად, დანარჩენი სახლები გამოიყენება როგორც საზაფხულო დაჩები.   დასახლებულ პუქტში არ არის ცენტრალური პუნქტი წყლის მომარაგების, წყალი მოაქვთ ცისტერნებით. Starbase  პროექტით მაქსი აფართოობს თავის გავლენას ტეხასში. კერძოდ ელექტრომიბილების Tesla აშენებს უმსხვილეს საწარმოს ოსტინის აღმოსავლეთით, სადაც ააწყობენ ელექტრომობილ პიკაპებს.ამავე დროს მასქის ფონდი მისი სათაო ოფისი გადადის ოსტინში კალიფორნიიდან, როგორც თვითონ მეწარმემ განაცხადა, რომ გადავიდა საცხოვრაბლად ტეხასში. 
სფეიქისიც აწარმოებს ასევე თავის რაკეტების გამოცდებს ტეხასის ქალაქ მაგრეგორში. პროტორიპები კოსმოსური ხომალდების, რ-იც კომპანია აწამროაბს, უდა უზრუნველყონ განხორციელება ფრენები მთვარეზე და მარსზე.




воскресенье, 22 августа 2021 г.

კრაზანა (მცენარე)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            კრაზანა (მცენარე)

(ლათ. Hypericum) — მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახებისა და ბუჩქბალახების გვარია კრაზანასებრთა ოჯახისა.

300-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ზომიერ და სუბტროპიკულ ოლქებში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთში და აგრეთვე ტროპიკების მთებში. საქართველოში 19 სახეობაა. ჩვეულებრივი კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum) ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ვარიდან ალპურ სარტყლამდე.

მის მიწისზედა ნაწილებს ახმობენ და ნაყენს ამზადებენ (შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს და ეთერზეთებს), რომელსაც იყენებენ მედიცინაში. მისგანვეა მიღებული ანტიბიოტიკი ნოვოიმანინი. კრაზანას ზოგი სახეობა შხამიანია ცხვრისა და ცხენისათვის. ბევრ სახეობას აშენებენ დეკორატიულ მცენარედ.

იხ. ვიდეო

სამკურნალო გამოყენება
აგრეთვე: ჰიპერცინი
კრაზანის  ექსტრაქტი გამოიყენება მცენარეული ანტიდეპრესანტების დასამზადებლად, რომლებიც გაიცემა რეცეპტი ს გარეშე, გამოიყენება დეპრესიისა და ფსიქოვეგეტატიური შფოთვითი აშლილობის დროს. მსუბუქი და ზომიერი დეპრესიის დროს წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატების ეფექტურობა შედარებულია ტრადიციული ანტიდეპრესანტების ეფექტურობასთან, მხოლოდ მძიმე დეპრესიის დროს წმინდა იოანეს ვორტი უფრო დაბალია ვიდრე სტანდარტული ანტიდეპრესანტები .

კრაზანის  ეფექტურობა დეპრესიის მკურნალობაში დადასტურებულია მრავალრიცხოვან კლინიკურ კვლევებში და რამდენიმე მეტაანალიზში; კერძოდ, 20-ზე მეტი კვლევის მეტა-ანალიზი, რომელშიც მონაწილეობდა 1500-ზე მეტი ადამიანი, კოქრინის მიმოხილვა 29 კვლევის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა 5489 ადამიანი, 35 კვლევის სისტემატური მიმოხილვა, რომელშიც მონაწილეობდა 6993 პაციენტი, რომელთა მონაცემები გამოქვეყნდა ქ. სისტემატური მიმოხილვები (ინგლისური)რუსული. სისტემატური მიმოხილვის სისტემატური მიმოხილვა, რომლის მონაცემები გამოქვეყნდა BMJ Open (ინგლისური) rus-ში. 2017 წელს აჩვენა, რომ წმინდა იოანეს ვორტის გამოყენება არის ერთადერთი დამატებითი მედიცინის მეთოდი, რომლის ეფექტურობა დიდი დეპრესიული აშლილობის დროს კარგად არის დადასტურებული.

ორმაგად ბრმა შედარებით კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 712 პაციენტი, წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატების ანტიდეპრესანტული ეფექტების სიხშირე ოდნავ აღემატებოდა ტრადიციული ანტიდეპრესანტების - იმიპრამინის, ამიტრიპტილინის და მაპროტილინის ეფექტების საშუალო სიხშირეს (64 და 58, შესაბამისად). დეპრესიის სიმპტომების სიმძიმე ჰამილტონის შკალაზე 1,8-ჯერ შემცირდა იმიპრამინის გავლენის ქვეშ და 2,3-ჯერ წმინდა იოანეს ვორტის გავლენის ქვეშ. სხვა RCT-ებმა აჩვენეს, რომ წმინდა იოანეს ვორტი თერაპიულად ექვივალენტურია SSRI ანტიდეპრესანტების ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი და სერტრალინი. თუმცა, რემისიის მაჩვენებელი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SSRI-ებს ჯერ კიდევ უფრო მაღალი იყო.

წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატებმა ასევე აჩვენა, რომ ეფექტურია პრემენსტრუალური დაძაბულობის სინდრომის სამკურნალოდ: ქალების 51%-ში სიმპტომების სიმძიმე ნახევარზე მეტით შემცირდა. ფოტოთერაპიასთან ერთად, ეს პრეპარატები შეიძლება რეკომენდებული იყოს როგორც პროფილაქტიკური საშუალება სეზონური აფექტური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ჩათვლით.

კრაზანას თერაპიული პოტენციალი ფსიქოვეგეტატიური დარღვევებისთვის შეფასდა 154 კვლევით ცენტრში 758 პაციენტზე. პაციენტების ანკეტური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კვლევის ბოლოს, მკაფიო გაუმჯობესება აღინიშნა შემთხვევების საშუალოდ 83%-ში, ხოლო დაკვირვებული სიმპტომების სიხშირე შემცირდა საშუალოდ 37%-ით.

ასევე აღინიშნა, რომ წმინდა იოანეს ვორტი ამსუბუქებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიმდინარეობას, აადვილებს ნარკომანიისა და ნარკომანიის მკურნალობას, ამცირებს მუდმივი თავის ტკივილის ინტენსივობას, ხსნის რევმატულ ტკივილს და ა.შ.

ზოგადად წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატები გაცილებით ნაკლებად იწვევენ გვერდით მოვლენებს ტრადიციულ ანტიდეპრესანტებთან შედარებით. ამრიგად, დიდ ბრიტანეთში 23 რანდომიზებული, ორმაგად ბრმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჰიპერიცინის ექსტრაქტი მსუბუქი და ზომიერი დეპრესიისთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე პლაცებო და ისეთივე ეფექტური, როგორც ჩვეულებრივი ანტიდეპრესანტების მიღება, ხოლო გვერდითი მოვლენები თითქმის 3-ჯერ ნაკლები იყო გავრცელებული .

მიუხედავად ამისა, წმინდა კრაზანის  პრეპარატებს არაერთი გვერდითი მოვლენა აქვს. ეს მოიცავს ფოტომგრძნობელობას, აგრეთვე მანიაკალურ მდგომარეობებს პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ბიპოლარული დეპრესია  (ამ პაციენტებში მანიის განვითარება ასევე შესაძლებელია ჩვეულებრივი ანტიდეპრესანტების გამოყენებისას), და ზოგიერთ ადამიანში შფოთვის გამწვავება . გარდა ამისა, შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის გვერდითი მოვლენები, ალერგიული რეაქციები, დაღლილობა, შფოთვა, დაბნეულობა.

ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ წმინდა იოანეს ვორტის მიღება მხოლოდ განწყობის სტაბილიზატორის მიღებისას.

უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოთ წმინდა იოანეს ვორტის გამოყენებისას სხვა მედიკამენტებთან, უპირველეს ყოვლისა, იმუნოსუპრესანტებთან ერთად. როგორც CYP ფერმენტების ძლიერი კატალიზატორი, წმინდა იოანეს ვორტი აჩქარებს მედიკამენტების ორგანიზმიდან გამოდევნას, რითაც ამცირებს მათ თერაპიულ ეფექტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამღუპველი შედეგები. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც იმუნოსუპრესანტებთან პარალელურად წმინდა იოანეს ვორტის უკონტროლო გამოყენებამ გამოიწვია გადანერგილი ორგანოს უარყოფა. წმინდა იოანეს ვორტი შეუძლია შეამციროს სისხლში ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტირეტროვირუსული პრეპარატების, კარბამაზეპინის, ფენიტოინის კონცენტრაცია, რაც ქმნის მათი ეფექტურობის შემცირების რისკს. მას ასევე შეუძლია შეამციროს ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ეფექტურობა. წმინდა იოანეს ვორტი არ უნდა იქნას მიღებული ერთდროულად ანტიდეპრესანტებთან, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები და მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები ეს კომბინაცია ზოგჯერ იწვევს მძიმე გვერდით რეაქციებს, კერძოდ, სეროტონინის სინდრომის განვითარება.

კრაზანა ამცირებს გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატების (მათ შორის დიგოქსინის) სამკურნალო ეფექტს. ასუსტებს ქოლესტერინის დამწევი პრეპარატების (სტატინების) მოქმედებას. აძლიერებს თრომბოზს დაამცირებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში წმინდა იოანეს ვორტის პრეპარატების გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მათი უსაფრთხოების შესახებ მონაცემების ნაკლებობის გამო.

წმინდა იოანეს ვორტის მრავალი განსხვავებული პრეპარატი გაიცემა რეცეპტი ს გარეშე და ისინი განსხვავდებიან აქტიური და არააქტიური, სასარგებლო და პოტენციურად მავნე კომპონენტების რაოდენობით, კონცენტრაციით და ბალანსით.

კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით (2013), ბევრი მცენარეული პრეპარატი, მათ შორის წმინდა იოანეს ვორტიდან დაფუძნებული, საფრთხეს უქმნის მომხმარებლებს ჯანმრთელობისთვის არასასურველი მინარევებისაგან და სხვა დამაბინძურებლების გამო. იმ ნივთიერებებს შორის, რომლებიც არ არის აღნიშნული პროდუქტის დოკუმენტებში, აღმოჩნდა ნივთიერებები ცნობილი ტოქსიკური მახასიათებლებით და გვერდითი მოვლენებით - მაგალითად, გამხმარ წმინდა იოანეს ვორტი შერეული იყო cassia aculifolia-სთან, რომელსაც აქვს გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი. Cassia aculifolia-ს ხანგრძლივი გამოყენება ზიანს აყენებს ღვიძლს, კუჭ-ნაწლავის და იმუნურ სისტემას.


გილბერტ ნიუტონი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                           გილბერტ ნიუტონი

(ინგლ. Gilbert Newton Lewis; დ. 23 ოქტომბერი1875აშშ — გ. 23 მარტი1946აშშ) — ამერიკელი ფიზიკოს-ქიმიკოსი,  ამერიეკელი ფიზიკოქიმიკოსი, კოვალენტური თეორიის ავტორი, ძირითადი სამცნიერო ნაშრომი ქონდა ქიმიური თერმოდინამიკაში, ფოტოქიმიაში, ქიმიური იზოტოპებში, ბირთვულ ფიზიკაში.  შემოგვთავაზა და განავითარა (1912 - 1916) ელექტრონული თეორია ქიმიური კავშირის და ჰემოპოლარულიკავშირი, შეიმუშავა ქიმირური რეაქციების თავისუფალი ენერგიების გამოთვლითი მეთოდი. 1926 წ-ს შემიტანა ტერმინი ფოტონის რადიაციის უმცირესი ერთეულის აღსანიშნავად.
იხ. ვიდეო
სამეცნიერი მიღწევები
ლუისის სამნიერო მიღწევები ძალიან დიდია. მას უწოდებენ ამერიკის ერთ -ერთ უპირველეს ფიზიკურ ქიმიკოსს (და ქიმიკოსს). მეცნიერი ასევე დაინტერესებული იყო სამეცნიერო პრობლემების ფართო სპექტრით.
პირველი ნაშრომი ლუისის იყო თერმოდინამიკაზე, ტ.ვ. რიჩარდთან ერთობლივად მუშაობდა. მას ეწოდა "თუთიის და კადმიუმის ამალგამების ზოგიერთი ელექტროქიმიური და თერმოდინამიკური ურთიერთობა" და ასახავდა მისი სადოქტორო დისერტაციის შედეგებს. პროფესორი მიჰყვებოდა ყველაზე მნიშვნელოვან სამუშაოს [რა?], რომელშიც მან გამოიკვლია თავისუფალი ენერგიის განტოლების მუდმივები. იმ დროის თეორიული თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იყო "თერმოდინამიკური ქიმიის ახალი სისტემის მონახაზი".
1921წ-ს ლუისმა რენდალთან ერთად საფუძველი ჩაუყარა კონცენტრირებული ხსნარების გამოთვლას, რამაც ქიმიკოსები გაათავისუფლა განზავებული ხსნარებით მუშაობის შეზღუდვის აუცილებლობისგან. იმავე წელს, სტატიაში "ძლიერი ელექტროლიტების აქტივობის კოეფიციენტები", კვლავ რენდალთან თანამშრომლობით, მან განიხილა ყველა სახის მეთოდი ხსნარების კოლიგაციური თვისებების გასაზომად. ამ სტატიამ ასევე გამოაცხადა იონური სიძლიერის პრინციპი, რომელიც შემდეგ თეორიულად შეიმუშავეს დებიემ და ჰოკელმა.
1923წ-ს მან ჩამოაყალიბა მჟავებისა და ფუძეების ერთ – ერთი მთავარი თანამედროვე თეორია - ელექტრონული (მისი მეორე სახელია ლუისის თეორია). მისი თქმით, მჟავა არის ნივთიერება, რომელიც იღებს ელექტრონულ წყვილებს, ანუ ელექტრონული წყვილების მიმღებს, ხოლო ფუძე არის ნივთიერება, რომელიც დათმობს ელექტრონულ წყვილებს, ანუ ელექტრონული წყვილების დონორს (ქიმიაში ასეთი ნაერთებია ეწოდება ლუისის მჟავები და ფუძეები, შესაბამისად). ეს განმარტება არა მხოლოდ არ დაეთანხმა ჰიდროქსილის იონების თვისებების კონცეფციას, რომელიც მოგვიანებით შემოთავაზებულ იქნა ბრონსტედისა და ლოურის მიერ, არამედ გაათავისუფლა მჟავის კონცეფცია იმ შეზღუდვისგან, რომ მას უნდა შეეძლოს პროტონის შემოწირულობა. ლუისის თვალსაზრისი ძირითადად შეუმჩნეველი იყო 1930-იან წლებში პროტონ-დონორ-მიმღების თეორიისადმი ენთუზიაზმის ფონზე, რომელიც ითვლებოდა თანამედროვე და სწორი და შესწავლილიც კი დაწყებით კურსებში.


пятница, 20 августа 2021 г.

აფხაზეთის რესპუბლიკა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -

                     აფხაზეთის რესპუბლიკა

(აფხ. Аԥсны́ Аҳәынҭқа́рраრუს. Республика Абхазия) — ნაწილობრივ აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკა ფორმირებული საქართველოს ტერიტორიაზე, (იმეორებს ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებს). აღიარებულია გაეროს 5 ქვეყნისა რუსეთის ფედერაცია (26 აგვისტო2008), ნიკარაგუა (5 სექტემბერი2008), ვენესუელა (10 სექტემბერი2008), ნაურუ (15 დეკემბერი2008), სირია (29 მაისი2018) და სხვა ასევე ნაწილობრივ აღიარებული თუ არაღიარებული ქვეყნების მიერ.

მოვლენები რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
(23 თებერვალი, 1917 — 6 მარტი, 1921)

საბჭოთა პერიოდი
(6 მარტი, 1921 — 9 აპრილი, 1991)

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:

1988 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა „ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ (დამტკიცდა 1989 წლის აგვისტოში), რომელიც ითვალისწინებდა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვას საქართველოს სსრ-ს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-სა და სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსრ-ში აღნიშნული პროექტის აქტიური განხილვა გახდა იმის მიზეზი, რომ 1988 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები სამხრეთ ოსეთის აო-ში „ადამონ ნიხასი“, ხოლო აფხაზეთში — „აიდგილარა“.

1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა. ხელმომწერები იყვნენ: ბ. ადლეიბა, ვ. კობახია, კ. ოზგანი, ვ. ცუგბა და კიდევ რამდენიმე ათასი აფხაზი და სხვა ეროვნების პირი.

„ლიხნის მიმართვას“ მოყვა ტრაგედიები თბილისსა და სოხუმში:

9 აპრილს თბილისში კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზეთბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავაზვიად გამსახურდიაგიორგი ჭანტურიაირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით. რამდენიმე დღეში განვითარდა 9 აპრილის ტრაგედია.

15-16 ივლისს „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმშიც, როდესაც სეპარატისტები თავს დაესხნენ ახლადშექმნილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ტრაგედიამ შეიწირა 14 ადამიანის – 9 ქართველისა და 5 აფხაზის სიცოცხლე, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. სოხუმის ტრაგედიას მოყვა რეგიონში დაძაბვა და სხვადასხვა უწყებების პარალიზება.

„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ დროშა.

25-26 აგვისტოს, სოხუმში ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ შექმნილი „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია“ აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ. სოხუმს — კონფედერაციის დედაქალაქად.

1990 წლის 3 აპრილის — სსრკ კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკების გასვლასთან დაკავშირებით. ანუ მოკავშირე რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას შეეძლო გასულიყო ამ რესპუბლიკიდან ან ამ რესპუბლიკის სსრკ-დან გასვლის შემთხვევაში დარჩენილიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, რესპუბლიკიდან გამსვლელ ავტონომიურ ერთეულს მის ტერიტორიაზე უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი, რომელიც მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო მოსახლეობის 1/10 ნაწილის ხელმოწერით.

28 აპრილს მოწვეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესია, მაგრამ დეპუტატების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო აღნიშნულ განხილვაში და ქვორუმი არ შედგა. 23 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის ვ. კობახიასა და პრეზიდიუმის მდივნის ოფიციალური განცხადებით დაიდო პირობა რომ სესიაზე არ განიხილებოდა საკითხი საქართველოდან აფხაზეთის ასსრ-ის გამოსვლის შესახებ. ამ ცრუ განცხადებების პარალელურად დეპუტატებზე წინასწარ ახდენდნენ ზეწოლას, ცალკეულ შემთხვევებში კი საქმე დანაშაულებამდეც მივიდა. ასე მაგალითად, 24 აგვისტოს დილის 6 საათზე, მოტყუების გზით, პრეზიდიუმში მანდატის ჩაბარების საბაბით, უცნობმა პირებმა საცხოვრებელი ადგილიდან წაიყვანეს დეპუტატი კ. ფიტოზოვი და თავისუფლება აღუკვეთეს. ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემდეგ კი ის 25 აგვისტოს მიიყვანეს სხდომათა დარბაზში, გაატარეს რეგისტრაციაში და დასვეს დარბაზში. ასევე ზეწოლით მიიყვანეს დეპუტატები ნ. კუზნეცოვა და ა. აგრბა. გამოძიებისას დადგინდა დეპუტატებისადმი იძულების ფაქტები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის იგნორირება. სესიის ჩატარების პროცედურების კანონების სხვა სერიოზული დარღვევები მოწმობდნენ სესიაზე დეპუტატთა ქვორუმის არსებობის ფიქტიურობას.

25 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს XI მოწვევის X სესიაზე, სსრკ-ის მოქმედი კონსტიტუციისა და 1990 წლის 3 აპრილის კანონის უხეში დარღვევით, ყველანაირი რეფერენდუმის გარეშე გამოცხადდა „აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ხელმომწერები იყვნენ აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ვ. კობახია და აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ი. კვიცინია.

31 აგვისტოს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს X სესიამ ქვორუმით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად აფხაზეთის ასსრის უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს დადგენილება „აფხაზეთის სახელმწიფობრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ გაუქმდა, როგორც ანტიკონსტიტუციური, უკანონო და იურიდიული ძალის არმქონე. არ იქნა მიღებული აგრეთვე გამოცხადებული დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ, აფხაზეთის მოსახლეობის მიერ, როგორც უმრავლესობის ძირეული ინტერესების საწინააღმდეგო. მიღებული დადგენილება გადაეგზავნა სსრ კავშირის პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვს, საქართველოსა და რსფსრ-ის უზენაეს საბჭოებს.

28 ოქტომბერს საქართველოს სსრ-ის არჩევნებში კომუნისტური პარტია დამარცხდა და ხელისუფლება გადავიდა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ ხელში. ახლადარჩეულმა ქვეყნის უზენაესმა საბჭომ პირველსავე სხდომაზე შეიტანა 1978 წლის კონსტიტუციაში რიგი ცვლილებები, მათ შორის ქვეყნის სახელწოდება საქართველოს სსრ, შეიცვალა — საქართველოს რესპუბლიკით.

17 ნოემბერს თავის გამოსვლაში სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიაზე დეპუტატმა ვლადისლავ არძინბამ, დაეყრდნო რა აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ 1990 წლის 25 აგვისტოს მიღებულ დეკლარაციას, განაცხადა, რომ აფხაზეთს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საწინააღმდეგოდ, განზრახული აქვს საკავშირო გამოვიდეს საბჭოთა ფედერაციის სუბიექტის სახით სსრ კავშირის სხვა სუბიექტებთან თანასწორად, მონაწილეობა მიიღოს სამოკავშირეო ხელშეკრულების შემუშავებასა და დასკვნაში.

21-27 ნოემბერს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში იმყოფებოდა ილია II, რომლის დროსაც მან არაერთი ქადაგება წარმოთქვა. ვიზიტის ბოლოს მას დაგეგმილი ჰქონდა ლიხნის ეკლესიის მონახულება. 2000-მდე აფხაზმა პროტესტით გადაუღობა გზა პატრიარქის კორტეჟს და დაუწყეს სიტყვიერი ლანძღვა.

4 დეკემბერი — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული პოზიციით იყო ცნობილი.

1991 წლის 17 მარტს ჩატარდა საკავშირო რეფერენდუმი (რუს. „Всесоюзный референдум о сохранении СССР“), რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ასსრ-მაც. აღნიშნული რეფერენდუმის მიზანი იყო შექმნილიყო იურიდიული ბაზა ახალი საკავშირო ხელშეკრულებისათვის (სსკ). რეფერენდუმს, ზოგმა მეკავშირე ყვეყანამ და მათ შორის საქართველოს რესპუბლიკამ ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები მაინც გაიხსნა. რეფერენდუმზე მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52.32 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 98.6 %-მა. იქედან გამომდინარე, რომ ახალი საკავშირო ხელშეკრულების პროექტი იყო მიხეილ გორბაჩოვის შემოთავაზებული, მან აზრი დაკარგა 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლითანავე, ხოლო მის საპირწონედ განხილვის საგანი გახდა ელცინისეული პროექტი — დსთ.

31 მარტს ასევე ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი, მიძღვნილი დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისაგან. რეფერენდუმზე აფხაზეთის ასსრ-ში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 61.27 %-მა, ხოლო დადებითად ხმა მისცა ელექტორატის 97.73 %-მა. აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით  ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

პოსტსაბჭოთა პერიოდი
(9 აპრილი, 1991 — 23 ივლისი, 1992)

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო საბჭოთა 70 წლიანი პერიოდი გამოაცხადა საბჭოთა ძალების მიერ საქართველოს ოკუპაციად. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რესპუბლიკა დე ფაქტო და დე იურე თავს აცხადებდა დამოუკდიებლად, მას საბჭოთა კავშირი (ისევე როგორც აფხაზეთის ასსრ-ს, როგორც მის შემადგენელ ნაწილს) კვლავინდებურად თვლიდა მის მოკავშირე რესპუბლიკად.

26 მაისს საქართველოში და მათ შორის აფხაზეთის ტერიოტორიაზეც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზედაც ხმების უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ

29 სექტემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომლის დროსაც აფხაზურ მხარე წარდგა უფრო მეტი მანდატით (აფხ. 28, ქართ. — 26, სხვა — 11). აღნიშულს სამართლებრივი ბიძგი მისცა აფხაზეთის ასსრ-ის 1991 წლის 9 ივლისის კანონმა „აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ (1991 წლის 27 აგვისტოს ცვლილებებით). აღნიშნული კანონი აფხაზი ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც ავტონომიური მოსახლეობის მხოლოდ 18% შეადგენდა, სხვა ერებთან შედარებით საპარლამენტო უმრავლესობის გარანტიას აძლევდა — 28 ადგილს, ქართველობს — 26 ადგილს, ხოლო დანარჩენ ეროვნულ უმცირესობას — 11 ადგილს. საარჩევნო კანონის მითითებული ნორმა ეწინააღმდეგებოდა „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2, მე-7 და 21-ე მუხლების „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების“ საერთაშორისო პაქტის მე-2, 25-ე და 26-ე მუხლების და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრავენ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობას. პრეზიდიუმი, რომლის წევრთა უმრავლესობას შეადგენდნენ აფხაზები, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 103-ე მუხლის დარღვევით ახორციელებდა ფაქტობრივად საკანონმდებლო საქმიანობას, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. მაგალითად 1991-1992 წლებში მიღებულ იქნა ნორმატიული აქტები, რომლითაც საქართელოს რესპუბლიკის მთელი რიგის კანონები აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოცხადებულ იქნა იურიდიული ძალის არმქონედ. ასეთივე ანტიკონსტიტუციური წესით შეიქმნა აფხაზეთის ე. წ. საბაჟო სამსახური, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა უწყება, რომლეიც აფხაზეთის იურისდიქციას დაექვემდებარა. რაც მთავარია უგულვებელყოფილი იყო ელემენტარული კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატების ხმების 2/3 სჭირდებოდა. 1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა დაითხოვა 1991 წლის მოწვევის აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო, ხოლო 1995 წლის 24 თებერვალს „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის მე-3 აბზაცის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტმა დაადგინა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ – ცნობილი იქნეს 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭომ არაკონსტიტუციური გზით დაამხო საქართველოს მთავრობა, გააუქმა 1990 წელს მიღებული კონსტიტუცია და 10 მარტს ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა.

გარდამავალი პერიოდი
(23 ივლისი, 1992 — 12 ოქტომბერი, 1999)

1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესმა საბჭომ შეიტანა რიგი ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, მათ შორის სახელწოდება აფახზეთის ასსრ შეცვალა — აფხაზეთის რესპუბლიკით.

25 ივლისს არაკონსტიტუციურმა დროებითმა ორგანომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.

12 აგვისტოს თვითგამოცხადებულმა აფხაზეთის რესპუბლიკამ საქართველოს რესპუბლიკის სახელზე გააკეთა მიმართვა, რომელიც ეფუძნებოდა ლეგიტიმაციის არმქონე სამხედრო საბჭოს მიერ აღადგინილ 1921 წლის კონსტიტუციას, სადაც აფხაზეთის ავტონომია ნახსენები არ იყო და დასძენდა, რომ აფხაზეთი იძულებულია გამოვიდეს 1990 წლის 25 აგვისტოს აფხაზეთის სსრ-ს აღდგენის აქტიდან და აღადგინოს აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია.

წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებით.

90-იანი წლების დასაწყისში არსებულმა დაძაბულმა სიტუაციამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1992 წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყო საომარი მოქმედებები ქართულ, აფხაზურ, ჩრდილო-კავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებსა და რუსეთის რეგულარულ შენაერთებს შორის. შედეგად, მივიღეთ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, საზღვარი მდ. ენგურთან და აფხაზეთიდან გაძევებული 250 ათასამდე ქართველი. 1993 წელს შეწყდა აქტიური საომარი მოქმედებები, მაგრამ ეთნიკური წმენდა და გენოციდი დღემდე გრძელდება.

1993 წლის 9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს 849 რეზოლუციით სოხუმის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, საბჭომ გენერალურ მდივანს ბუტროს ბუტროს-გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო აფხაზეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი.

ეუთო-ს შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოებმა არაერთხელ გამოთქვეს თავისი ღრმა შეშფოთება „ეთნიკური წმენდის“, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნისა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო (ეუთო-ს 1994 წლის 6 დეკემბრის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია 1996 წლის 3 დეკემბრის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია 1999 წლის 17-18 ნოემბრის სტამბოლის შეხვედრის დეკლარაცია).

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

დაიწვა, გაიძარცვა და განადგურდა 25 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი, მრავალი სკოლა, ბაგა-ბაღი, კულტურის ცენტრი, ეკლესია, ხუროთმოძღვრებისა და ისტორიული ძეგლი, საავადმყოფო, საწარმო და ა. შ.

რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიამ და იქ განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ კარდინალურად შეცვალა ამ კუთხის დემოგრაფიული სურათი. დღეს სეპარატისტული რეჟიმი არსებობს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ხარჯზე და პრობლემის მოუგვარებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ ამ ქვეყანას, რომელსაც არ სურს და არც შეუძლია შუამავალის ფუნქციების შესრულება.

ამდენად, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების როლის მნიშვნელოვან გაზრდას, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლას და აფხაზურ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოებას.

1994 წლის 26 ნოემბერს „აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს“ მე-12 სხდომაზე, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით გამოცხადდა „აფხაზეთის რესპუბლიკის“ კონსტიტუცია, რითაც ჩანაცვლდა მანამდე პირობითად მიღებული აფხაზეთის სსრ-ის 1925 წლის კონსტიტუცია. იმავე სხდომაზე ახლადშექმნილი რესპუბლიკის პარლამენტმა პირველ პრეზიდენტად ვლადისლავ არძინბა (98.5 %) აირჩია. იმისდა მიუხედავად რომ სეპარატისტული აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მის ამ გადაწყვეტილებას არ და ვერ ექნებოდა ლეგიტიმაცია, რადგანაც მას არ გააჩნდა კომპეტენცია მიეღო მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება.

1996 წლის 23 ნოემბერს აფხაზეთში ჩატარდა აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები, რომლის პარალელურად ქართულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დადგენილებით აფხაზეთიდან ლტოლვილ მოსახლეობაში ჩაატარა საპროტესტო გამოკითხვა-პლებისციტი.

1999 წლის 3 ოქტომბერს, 1994 წელს მიღებული გადაწყვეტილების გასამყარებლად გადაწყდა საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დაყრდნობით მიეღოთ ხალხისაგან ის ლეგიტიმაცია რაც მათი აზრით მათ მანამდე არ ჰქონდათ. გაეროს უშიშროების საბჭომ 1255 რეზოლუციით არალეგიტიმურად და მიუღებლად სცნო აფხაზეთის მხარის მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირა გაეროს 15 წევრ ქვეყანამ (მათ შორის რუსეთის ფედერაციამ).

საქართველოს რესპუბლიკისაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობის პერიოდი
(12 ოქტომბერი, 1999 — დღემდე)

1999 წლის 12 ოქტომბერს, 1999 წლის რეფერენდუმზე დაყრნობით მიიღეს „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობის აქტი. შესაბამისად სეპარატისტული აფხაზეთი იურიდიულად, აღნიშნულ დღემდე საქართველოს სუბიექტად მოიაზრებდა თავს.

2004 წლის 3 ოქტომბერს „აფხაზეთის რესპუბლიკაში“ ჩატარდა რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც პრეზიდენტად არჩეულ იქნა სერგეი ბაგაფში (50.1%), ხოლო რაულ ხაჯიმბამ ხმების 35.6% მოაგროვა. რაულ ხაჯიმბა და მისი მომხრეები იყვნენ წნააღმდეგნი არჩევნების შედეგებით და რესპუბლიკაში დაიწყო სახალხო მღელვარება. მიღწეულ იქნა შეთანხმება აღჩევნების თავიდან ჩატარების თაობაზე.

2005 წლის 12 იანვარს 2004 წლის არჩევნები თავიდან ჩატარდა, სადაც პრეზიდენტად კვლავ სერგეი ბაგაფში იქნა არჩეული (91.5%).

2008 წელს აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მალევე „აფხაზეთის რესპუბლიკა“ აღიარა გაეროს ხუთმა წევრ-ქვეყანამ და ოთხმა არაღიარებულმა სახელმწიფო-წარმონაქმნებმა: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.

2009 წლის 12 დეკემბერს ჩატარდა რესპუბლიკის მესამე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც სერგეი ბაგაფშმა კვლავინდებურად გაიმარჯვა (61.1%).

2011 წლის 29 მაისს გარდაიცვალა სერგეი ბაგაფში, რის გამოც დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. იმავე წლის 26 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეოთხე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც გამარჯვება წილად ხვდა ალექსანდრ ანქვაბს (54.9%).

2014 წლის ივნისში რესპუბლიკაში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით საპრეზიდენტო პოსტი დატოვა ალექსანდრ ანქვაბმა. იმავე წლის 24 აგვისტოს ჩატარდა რიგით მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა (50.5%)

2019 წელს ორ ტურად (25 აგვისტოსა და 8 სექტემბერს) გაიმართა რესპუბლიკის რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც რაულ ხაჯიმბა მეორეჯერ იქნა არჩეული რესპუბლიკის პრეზიდენტად (I ტურში 24.83% და II ტურში — 47.39%).

მხარმდამჭერი ქვეყნები და დეფაქტო რესპუბლიკები

გაეროს წევრი ქვეყნები
  • რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 26 აგვისტოს.
  • ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 5 სექტემბერს.
  • ვენესუელის დროშა ვენესუელამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 10 სექტემბერს.
  • ნაურუს დროშა ნაურუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2008 წლის 15 დეკემბერს.
  • სირიის დროშა სირიამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა სცნო 2018 წლის 29 მაისს.
ნაწილობრივ აღიარებული და არაღიარებული ქვეყნები
აღარება უკან წაიღეს ქვეყნებმა
  • ვანუატუს დროშა ვანუატუმ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 23 მაისს, გაიწვია 2013 წლის 20 მაისს.
  • ტუვალუს დროშა ტუვალუმ ცნო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2011 წლის 18 სექტემბერს, გაიწვია 2014 წლის 31 მარტს.
იხ. ვიდეო ეთნიკური ცვლილება აფხაზეთში რუსების დამსახურებით




უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...