воскресенье, 28 ноября 2021 г.

ადამიანის განვითარების ინდექსი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

      ადამიანის განვითარების ინდექსი

ადამინის განვითარების ინდექსი
  0.950 და მეტი
  0.900–0.949
  0.850–0.899
  0.800–0.849
  0.750–0.799
  0.700–0.749
  0.650–0.699
  0.600–0.649
  0.550–0.599
  0.500–0.549
  0.450–0.499
  0.400–0.449
  0.350–0.399
  0.350-ზე ქვემოთ
  მონაცემები არ არსებობს

 (ინგლ. Human Development Index - (HDI)) — მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმოადგენს ინდიკატორს მისი განვითარებისა და ის აერთიენებს ამ განვითარების ისეთ საზომებს, როგორიცაა: სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; განათლების დონე და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით. ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად.

ადამიანის განვითარების ინდექსის მთავარი დანიშნულებაა განსაზღვროს ქვეყნის ადამიანური განვითარების დონე, რომელიც ასევე იმ ჯგუფს განსაზღვრავს, რომელსაც ეს ქვეყანა განეკუთვნება- განვითარებულ, განვითარებად თუ დაბალგანვითარებულ ქვეყანათა ჯგუფს. ზოგადად, „ჰუმანური განვითარება“ — ესაა კონცეფცია, „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის“ (UNDP) მიხედვით, ეხება ადამიანთა შესაძლებლობების ზრდის პროცესს, შემოსავლების ზრდას, დასაქმებას, განათლების მიღებისთვის უკეთესი პირობების შექმნას, ჯანდაცვას და ა. შ.

საინტერესოა, რომ ეს ინდექსი 1980 წელს შეიმუშავეს პაკისტანელმა ეკონომისტმა — მაჰბუბ ელ ჰაქმა და სერ რიჩარდ ჯოლიმ. მას შემდეგ, „გაეროს განვითარების პროგრამა“ თავის ყოველწლიურ „ადამიანური განვითარების ანგარიშში“ იყენებს ამ ინდექსს.

შეიქმნა იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ხალხი და მათი შესაძლებლობები უნდა იყოს ქვეყნის განვითარების შეფასების საბოლოო კრიტერიუმები და არა მხოლოდ ეკონომიკური ან სხვა სექტორული საქმიანობა. ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში კერძოდ, შემდეგ კითხვაზე პასუხის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება, რომ ქვეყნებმა განსხვავებული ადამიანის განვითარების ინდექსი აჩვენონ და რა არის ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზები? ამ კონტრასტებმა შეიძლება გამოიწვიოს დიდი ზეგავლენას მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაზე.

ადამიანის განვითარების ინდექსი ადგენს კრიტერიუმებს და გვიჩვენებს ამ კრიტერიუმების მიხედვით თუ რა საფეხურზეა ესა თუ ის ქვეყანა. ეს ყველაფერი გამოსახულია მაჩვენებლით 0-დან 1-მდე.

მისი თითოეული კრიტერიუმი განსხვავებულად ფასდება. ჯანმრთელობის განზომილება ფასდება დაბადებისთანავე სიცოცხლის ხანგრძლივობით; განათლების განზომილება ფასდება სკოლამდელი ასაკისა და საშუალოასაკის, დაახლოებით 25 წლის და მეტი ასაკის მოზრდილების სექტორის მიხედვით; ცხოვრების განზომილების სტანდარტი კი იზომება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით.

ადამიანის განვითარების ინდექსი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმ ნაწილზე, რაც უშუალოდ ადამიანის, როგორც ინდივიდის განვითარებას გულისხმობს. ეს მნიშვნელოვნად არ ეხება უთანასწორობას, სიღარიბეს, ადამიანის უსაფრთხოებას, უფლებამოსილებას და სხვა მსგავს საკითხებს.

ადამიანის განვითარების ანგარიში უმეტესად 1990 წლიდან მოყოლებული მის შემდგომ პერიოდებში გამოქვეყნდა. 2019 წლის დასკვნაში მოცემულია 189 ქვეყნის და ტერიტორიის, 15 რეგიონის ან ჯგუფის შესაბამისი მონაცემები, 2018 წელს შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. 2010 წლის ანგარიშში დაინერგა უთანასწორობის ადაპტირებული ადამიანის განვითარების ინდექსი (IHDI), რომელიც აფასებს ქვეყნებს უთანასწორობის მეოთხე განზომილებაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”IHDI არის ადამიანის განვითარების რეალური დონედა „HDI შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის განვითარების პოტენციურ განმსაზღვრელ ინდექსად“.

იხ.ვიდეო ადამინი განვითარების ინდექსი


                                            მეთოდოლოგია

ადამიანის განვითარების ინდექსის შემადგენელი კომპონენტები: განათლებაჯანმრთელობა და ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი, სხვადასხვა მეთოდოლოგიით განისაზღვრებოდა დროთა განმავლობაში. კერძოდ, 2011 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, განათლება იზომება სწავლების საშუალო ხანგრძლივობით, რომელიც მოიცავს სწავლების პირველ, მეორე და მესამე საფეხურს და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობით. ჯანმრთელობა კი იზომება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით და ღირსეული ცხოვრების საშუალებით, ქვეყნის მთლიანი შემოსავლით ერთ სულ მოსახლეზე და მსყიდველობით უნარიანობის გათვალისწინებით.

ინდექსის გამოითვლება სამივე მაჩვენებლის გეომეტრიული საშუალოთი, შესაბამისად, ადამიანის განვითარების ინდექსში განათლება, ჯანმრთელობა და შემოსავალი თანაბარი წილითაა წარმოდგენილი. 1990 წლიდან 2011 წლამდე ადამიანების განვითარების ინდექსის მეთოდოლოგია რამდენჯერმე შეიცვალა და განახლდა. ცვლილებები არ შეხებია ინდექსის სამ მთავარ შემადგენელ კომპონენტს, თუმცა, ხშირად იცვლებოდა გამოთვლის წესი და ამავე კომპონენტების შემადგენელი ცვლადები. 2011 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნების კლასიფიკაცია ხდება რეიტინგის მონაცემების კვარტლების მიხედვით ადამიანის განვითარების ძალიან მაღალ, საშუალო და დაბალი დონის რეიტინგის მქონე ქვეყნებად.

2011 წელს შეიქმნა ახალი მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც მოხდა გასული წლის მონაცემების ხელახალი დაანგარიშება. ამის მოტივს წარმოადგენდა იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც ადამიანის განვითარების ინდექსის დადგენის პროცესს თან ახლდა. თუმცა, ხარვეზები ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით მნიშვნელოვნად არ არის კორექტირებული, გარდა უთანასწორობის კომპონენტისა. 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო უთანასწორობის მიხედვით კორექტირებული ადამიანის განვითარების ინდექსის გამოთვლა და ეს ყველაფერი 2011 წლის ანგარიშშიც არის ასახული.

                           შესაძლებლობები და გამოწვევები

1990 წლიდან მოყოლებული, ადამიანის განვითარების ინდექსი არის ძირითადი ღონისძიება, რომელიც ემყარება გაეროს განვითარების პროგრამას და როგორც ასეთი, HDI არის ”საშუალო სტანდარტის მიღწევის შემაჯამებელი ღონისძიება ადამიანის განვითარების მნიშვნელოვან განზომილებებში: ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ამ პარამეტრების გამოთვლას კი ხელს უწყობს უამრავი ცხოვრებისეული პროცესი. გარდა ამისა, ადამიანის განვითარების ინდექსი ფართოდ გამოიყენება აკადემიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ კვლევებში, როგორც ზოგადი განვითარების საზომი და ნორმა, რომელიც უკავშირდება სხვა სოციალურ მაჩვენებლებსაც.

ადამიანის განვითარების ინდექსი ასევე დიდი კრიტიკისა და დავის საგანი გახდა. პირველი კრიტიკა მაგალითად გამომდინარეობს პრაქტიკიდან, რომ ძნელი სათქმელია რიცხვი, რომელიც ადეკვატურად ასახავს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში არსებულ ცვლადებს. იმის გათვალისწინებით, რომ უთანასწორობის შემცირება ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარია მდგრადი განვითარების მიზნებიდან და თვით ადამიანური განვითარების პროცესებიდან გამომდინარე, რისთვისაც მთავარი არის არამხოლოდ საერთო, არამედ ცალკეული ინდექსის გამოთვლა თითოეული ქვეყნისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ესეც ერთ-ერთ მნიშნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის განვითარების ინდექსისათვის ქვეყნებს შორის სხვაობისა და უთანასწორობის დადგენის კუთხით.

ზოგიერთმა ქვეყანამ, განსაკუთრებითუფრო დიდმა ქვეყნებმა, დაინახეს აღნიშნული პრობლემა და ინდივიდუალურად შეუდგნენ აღნიშნული ინდექსის კვლევას და დადგენას თავიანთი ტერიტორიის ფარგლებში. მაგალითად, ინდოეთში, პირველი ქვე-ეროვნული HDI გამოქვეყნდა 1991 წელს. ამის შემდეგ, სხვა ინდურმა ორგანიზაციებმაც გამოთვალეს საკუთარი ქვენაციონალური HDI, მათ შორის 2007 წელს გამოყენებითი ადამიანური რესურსების კვლევის ინსტიტუტმადა თავად გაეროს განვითარების პროგრამამ 2011 წელს. ანალოგიურად, გაეროს განვითარების პროგრამასა(ჩინეთთან) და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ურბანული და გარემოსდაცვითი კვლევების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა წარმოადგენდა ძირითადი დონის HDI-ებს ჩინეთისთვის 2010 წლისთვის.

თუმცა ამ ინდივიდუალურ პროცესებს თან სდევს ისეთი პრობლემა, როგორიცაა სტატისტიკის გაუვრცელებლობა და ბუნდოვანება, რის გამოც უკვე რთულდება სხვადასხვა ქვეყნის განვითარების პარამეტრების მიხედვით ერთმანეთთან შედარება და საერთო სურათის შექმნა. განვითარებას მისი პარამეტრების, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მშპ-ს დადგენის თვალსაზრისით, ხელს უშლის ასევე დღევანდელი გლობალური ხასიათის პრობლემები, როგორიცაა ეკოლოგიური, ტექნოგენური, ტექნოლოგიური და სხვა მსგავსი გამოწვევები.

საბოლოო ჯამში, გამოიყოფა შემდეგი კრიტიკული ტენდენციები:

  • კომპონენტები (ჯანმრთელობა, განათლება და შემოსავალი) ერთნაირად იზომებიან, მაგრამ ისინი თანაბრად არ უწყობენ ხელს ადამიანის განვითარებას
  • კომპონენტები ძალიან ვიწროა და არ შეიცავს თავისუფლებისა და პოლიტიკური განვითარების ინდიკატორებს, რომლებიც დღესდღეობით ბევრად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ინდივიდებს განვითარებისათვის
  • ინდიკატორები არ ითვალისწინებენ უთანასწორობის ზუსტ დადგენას მსოფლიო გლობალურ დონეზე, არამედ ის უფრო ქვე-ეროვნულ და ინდივიდუალურ საკითხს წარმოადგენს თითოეული ქვეყნისათვის.

                          2020 წლის ანგარიში

2020 წლისათვის, განვითარების ინდექსი მსოფლიოს 40 ყველაზე მძლავრი ქვეყნებისათვის მოწინავე ადგილზეა იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ხუთ მილიარდზე მეტ ადამიანზე, როგორც უშუალოდ ზემოაღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე, ასევე, მათ ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებშიც. ამის გამომწვევი მიზეზები ბევრია და აერთიანებს ისეთ ინდექსებს, რომელიც მოიცავს შვიდი განსხვავებული პოლიტიკის სფეროებს: ფინანსები, ინვესტიცია, მიგრაცია, ვაჭრობა, გარემო, დაცვა და ტექნოლოგია.

წლევანდელი განვითარების თვალსაზრისით, პირველ ადგილზეა შვედეთი, შემდეგ მეორე მოდის საფრანგეთი, ხოლო მესამე ადგილზეა ნორვეგიაშვედეთი წარმატებით ახერხებს აღნიშნული შვიდი სფეროდან ექვსის განვითარებას, პირველ რიგში მიგრაციის საკითხს, მესამე- განვითარების დაფინანსებას და პირველ ათეულში ვაჭრობას, ინვესტიციებს და უსაფრთხოებას. მაგრამ, მას აქვს ვალდებულება ტექნოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სადაც ის მე-20 ადგილზეა.

საფრანგეთი მეორე ადგილზეა, მეორე ადგილზეა გარემოს, ხოლო მესამეზე ინვესტიციების პროგრესის კუთხით, მაგრამ გვევლინება საშუალო საფეხურის ქულით ფინანსებისა და მიგრაციის საკითხში. მესამე ადგილი დაიკავა ნორვეგიამ, სადაც მაღალი ქულები აქვსფინანსებსა და მიგრაციას, მაგრამ საზრუნავი აქვს ვაჭრობისა და გარემოს გაუმჯობესების კუთხით. დიდი ბრიტანეთი და გერმანია ეფექტურად აკმაყოფილებენ პირველ ხუთ ინდექსს, თუმცა მიგრაციისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების ვალდებულება მათაც აქვთ, ისინი ძლიერები არიან ინვესტიციებში, მიგრაციასა და ვაჭრობაში, მაგრამ გარემოსდაცვში, უსაფრთხოებასა და ტექნოლოგიების ნაწილში ნაკლებად კარგ შედეგს დებენ.

ქვეყნების შემოსავლის მრავალფეროვნებითა და მზარდი მაჩვენებლით წინ მიიწევს შემდეგი ოთხი ქვეყანა: პორტუგალიასამხრეთ აფრიკაჩილე და უნგრეთინორვეგიალუქსემბურგი და შვეიცარია კი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შემოსავლის დადგენილ სტანდარტს. კოვიდ-19 პანდემია იყო მნიშნელოვანი გამოწვევა და პრობლემა მსოფლიო ხალხთა განვითარების ინდექსისათვის, რომლის დროსაც ცალკეული ქვეყნები წარმატებით და ეფექტურად მონაწილეობდნენ მის გადატანასა და შესაბამისად ჯანდაცვისა თუ სხვა სოციალურ სფეროში კონტრიბუციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი მნიშნელოვანი კონტრიბუტორი იყო სამხრეთ კორეა. პანდემიის განმავლობაში, განვითარების ინდექსების შესაბამისად, ანტიმიკრობულ პროცედურებსა და ზოგადად, მსგავსი საფრთხეების თავიდან აცილებას ეფექტურად ახერხებდა და მოწინავე იყო ამ ნაწილში ნიდერლანდები.

ადამიანის განვითარების ინდექსი და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები

ადამიანის განვითარების მიდგომასა და 2030 წლის დღის წესრიგს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს, მაგრამ, ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ არის. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) არის გლობალურად შეთანხმებული ინსტრუმენტი განვითარებისა და პროგრესის შეფასების მიზნით და ის ორიენტირებულია განვითარების თითქმის ნებისმიერი მიმართულების განხილვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SDG– ები უზრუნველყოფენ განვითარების დანიშნულების ადგილს და ეს თავისთავად იძლევა შანსს და გარემოებას იმისას, რომ უფრო მკაფიოდ და კონკრეტული პარამეტრების ფონზე დადგინდეს ადამიანის განვითარების ინდექსი.

მდგრადი განვითარების მიზნები თითქოს უფრო აფართოებს და ამრავალფეროვნებს განვითარების ინდექსთა საკვლევ სფეროებს. კერძოდ, ახალი დღის წესრიგი მიზნად ისახავს ადამიანის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ინდივიდის ხმა, მონაწილეობა, გენდერული თანასწორობასოციალური სამართლიანობა და სხვა მსგავსი უფლებები ყველასათვის მდგრადი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რის გაანალიზებასაც უნდა ემსახურებოდეს ორივე ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი.

ანალოგიურად, ადამიანის განვითარების ზომებმა შეიძლება ისარგებლოს SDG მაჩვენებლებისგან, რადგან ისინი მომავალი 15 წლის განმავლობაში ვითარდება. დაარსების დღიდან, HDR–მ შემოიღო ადამიანის კომპოზიციური განვითარების მაჩვენებლები და ინდიკატორები, რათა აღმოეფხვრა უთანასწორობა და უკიდურესი სიღარიბე, 2030 წლის დღის წესრიგის დანერგვით, ჩვენ შეიძლება ველოდოთ ფართო მონაცემებსა და ინდიკატორებს, რომლებიც საჭიროა და ამასთანავე, უმჯობესიც, ადამიანის განვითარების უფრო ფართოდ შეფასებისთვის ისეთი კრიტერიუმით მაგალითად, როგორიცაა მდგრადობა. სწორედ ამაში გამოიხატება კორელაცია მდგრადი განვითარების მიზნებსა და ადამიანის განვითარების ინდექსს შორის. სწორედ ზემოთ განხილული საკითხის პოპულარიზაციასა და დღის წესრიგში აქტიურად დაყენებას ემსახურება ახალი ჩარჩო სახელწოდებით-„მდგრადობა და ადამიანის განვითარება.“

ადამიანის განვითარების ინდექსი და საქართველო

2020 წლის ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 189 ქვეყნიდან საქართველო 61-ე ადგილზეა. საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსის მაჩვენებელი 0.812-ია, რაც ადამიანის განვითარების უმაღლესი დონის პროპორციულია. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ადამიანების კეთილდღეობა კომპლექსურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებიც ფულის გარდა, სხვა მაჩვენებლებსაც აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) ჯანმრთელობასთან, განათლებასთან და შემოსავლებთან დაკავშირებულ მონაცემებს აფასებს. 2020 წლის ინდექსში, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველო უსწრებს უკრაინას (74-ე პოზიცია), სომხეთს (81-ე პოზიცია) და აზერბაიჯანს (88-ე პოზიცია), მაგრამ ჩამორჩება რუსეთის ფედერაციას (52-ე პოზიცია), ბელარუსს (53-ე პოზიცია) და თურქეთს (54-ე პოზიცია).[1]

2000-2018 წლებში საქართველოს მაჩვენებელი 0.669-დან 0.786-მდე გაიზარდა, რაც 17.5%-იან ზრდაზე მიუთითებს. სიცოცხლის ხანგრძლივობა 3.2 წლით გაიზარდა, სასკოლო განათლების საშუალო ხანგრძლივობა 1.1 წლით, ხოლო სასკოლო განათლების მოსალოდნელი ხანგრძლივობა კი 3.0 წლით. 1990-2018 წლებში საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19.8%-ით გაიზარდა. თუმცა ამ პროგრესის პარალელურად, უთანასწორობის დაკორექტირებული მაჩვენებელი საგრძნობლად მცირდება, კერძოდ, 12%-ით, რაც მის ადამიანის განვითარების ინდექსის საერთო მაჩვენებელს 0.692-მდე ამცირებს. მნიშნელოვანი საკითხია ასევე გენდერული უთანასწორობის საკითხში ცვლადების დადგენა. საქართველო 162 ქვეყნიდან 75-ზეა. ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 15%-ია. ზრდასრული ქალების 97.4%-ს სულ მცირე საშუალო განათლება აქვს მიღებული. კაცებში იგივე მაჩვენებელი 98.6%-ია. შრომის ბაზარზე კი ქალების მონაწილეობა 57.8%-ია, ხოლო კაცების 78.7%.

იხ. ვიდეო



კეინზიანიზმი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                            კეინზიანიზმი

                                         

ერთ-ერთი ძირათადი მიმართულება ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც აღმოცენდა მაკროეკონომიკური წონასწორობის კეინზიანური თეორიიდან და დიდი როლი შეასრულა ეკონომიკური ზრდის თანამედროვე თეორიების ჩამოყალიბებაში. ამ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა XX საუკუნის გამოჩენილმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რომლის თეორია ძირითადად აისახა მის ცნოვილ ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“.

კეინზიანიზმი წარმოიშვა როგორც რეაქცია 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და მისი შემდგომი პერიოდის დეპრესიაზე, როდესაც არ არსებობდა სტიმულები არა მარტო ახალი ინვესტიციებისათვის, არამედ კაპიტალის განახლებისათვისაც. კეინზმა თავისი არგუმენტები და დასკვნები დაუპირისპირა კლასიკური თეორიის არგუმენტებსა და დასკვნებს, რომლის პოსტულატები, მისი აზრით, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემშხვევაში - როდესაც ეკონომიკური სიტუაცია გამოხატავს შესაძლო წონასწორობის საუკეთესო შემთხვევას, კეინზის თეორია კი, ძირითადად, ეკონომიკის კრიზისული პროცესების ანალიზს ეძღცვნება. იგი უმთავრესად იკვლევს საწარმოთა ქრონიკული დაუტვირთაობის, მასობრივი უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპების გამომწვევ მიზეზებს. ამიტომ მას ხშირად „დეპრესიული“ ან „სტაგნაციური“ ეკონომიკის თეორიას უწოდებენ.

კეინზის თეორიის ცენტრალური იდეა კვლევის მაკროეკონომიკური მეთოდია, მაშინ როდესაც კეინზიანამდელ ეკონომიკურ თეორიაში გაბატონებული იყო მიკროეკონომიკური მიდგომა. აქედან გამომდინარე, კვლევის ცენტრში იდგა ცლაკეული ფირმა, მისი დანახარჯების მინიმიზაციისა და მოგების, როგორც კაპიტალის დაგროვების წყაროს, მაქსიმიზაციის პრობლემა.

კეინზიანური მაკროეკონომიკური თვალთახედვით, ერთი რომელიმე ფირმის აყვავების პირობები შეიძლება არ ემთხვეოდეს მთელი ეკონომიკის განვითარების პირობებს. მათ შორის წარმოშობილი წინააღმდეგობების დაძლევა შესაძლებელია არა ცალკეული ფირმების მოგების მაქსიმიზაციით, არამედ ეროვნული ეკონომიკური პროპორციების აღდგენითა და კვლავწარმოების საერთო პირობების სრულყოფით. კეინზის აზრით, საზოგადოების ყველა სასიცოცხლო პრობლემის გადაჭრის გზა უნდა მოიძებნოს არა რესურსების მიწოდებაში, არამედ მოთხოვნის გაზრდაში, რაც უზრუნველყოფს ამ რესურსების რეალიაზაციას. მან წინა პლანზე დააყენა "ეფექტიანი მოთხოვნა" და, აქედან გამომდინარე რეალიზაციის პირობების რეგულირების პრობლემა. კეინზმა პირველმა განიხილა უმუშევრობა, როგორც "ეფექტიანი მოთხოვნის" არასკმაო დონის შედეგი. ეკონომიკურ მეცნიერებაში მან პირველმა გამოთქვა აზრი, რომ "ეფექტიანი მოთხოვნის" შექმნისათვის აუცილებელია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება, რომ სახელმწიფომ უნდა იკისროს მაკროპროპორციების დაცვა, ბაზრის "შეცდომების გამოსწორებისათვის" მან თავის თავზე უნდა აიღოს მთელი ეკონომიკის მასშტაბით დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის ბალანსირების უზრუნველყოფა. კეინზის ვარაუდით, სახელმწიფო, დანახარჯების გაზრდით ან გადასახადების შემცირებით, ან ორივე ამ ღონისძიების შერწყმით, შეძლებდა გადახდისუნარიანი მოთხოვნილების ამაღლებას და ამით გააფართოვებდა წარმოებას, რომელიც ეკონომიკას დაუბრუნებდა სრულ დასაქმებას. ეს იყო "კეინზიანური რევოლუციის" მთავარი იდეა. კეინზის მაკროეკონომიკური წონასწორობის თეორიამ ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის ნეოკეინზიანური კონცეფციის ჭარმოშობას, რომელიც არ არის მისი იდენტური.

ომის შემდგომ წლებში, ვირე 70-იანი წლების შუა ხანებამდე, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკაში წარმატებით გამოიყენებოდა ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების კეინზიანური მოდელი. მისი რეალური განსახიერებაა შერეული, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შექმნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სკანდინავიისა და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში.

იხ. ვიდეო - ბიზნეს ციკლის თეორია

                          ჯონ მეინარდ კეინზი

კეინზი და მისი მეუღლე ლიდია პოლუხოვა 20-იანი წელი
 (ინგლ. John Maynard Keynes; დ. 5 ივნისი1883 — გ. 21 აპრილი1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.

დაიბადა კემბრიჯში. მისი მოძღვრება და იდეები საფუძვლად დაედო არა მარტო ინგლისის, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოების ეკონომიკურ პოლიტიკას. კეინზის მოღვაწეობის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში. გარკვეული პერიოდის მანძილზე კეინზს ეკავა ინგლისის ბანკის დირექტორის თანამდებობა, მონაწილეობდა ვერსალის საზავო კონფერენციის მუშაობაში, ანტანტის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოში და ა. შ. კეინზის აქტიური მონაწილეობის შედეგად ჩამოყალიბდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (იგივე მსოფლიო ბანკი)

1906 წლიდან იგი მოღვაწეობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ა. მარშალის შეხედულებები იყო გაბატონებული. მიუხედავად იმისა, რომ კეინზი საკუთარ თავს მარშალის მიმდევრად თვლიდა, „კემბრიჯის სკოლის“ კრიზისის შემდეგ მან უკვე დაიწყო მარშალის იდეების გაკრიტიკება. 1936 წელს გამოქვეყნდა მისი მთავარი ნაშრომი „დასაქმების, სარგებლისა და ფულის ზოგადი თეორია“. 1944 წელს აშშ-ში, ბრეტონ-ვუდსში ჩატარებულ კონფერენციაზე იგი დიდი ბრიტანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

საზოგადოების ნორმალური განვითარებისათვის კეინზი მიზანშეწონილად თვლიდა სახელმწიფოს აქტიურად ჩარევას, ანუ ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას. იგი მიიჩნევდა, რომ სრული დასაქმების მიღწევა, ასევე უმუშევრობისა და კრიზისების ლიკვიდაცია ამ გზით იყო შესაძლებელი.

კეინზი მრავალი ნაშრომის ავტორია, მათგან აღსანიშნავია: „ინდოეთის ვალუტა და ფინანსები“„ვერსალის საზავო ხელშეკრულების ეკონომიკური შედეგები“„ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“ და სხვა. საერთოდ, კეინზის ნაშრომებში დიდი ადგილი ეთმობა ფულის თეორიის საკითხებს, იგი იცავდა ფულის ნომინალისტურ თეორიას.

აღსანიშნავია მისი ნაშრომი სახელწოდებით: „ტრაქტატი ფულის რეფორმის შესახებ“, სადაც მან წამოაყენა რეგულირებადი ვალუტის შექმნის იდეა და შეიმუშავა პროგრამაც. იგი მოითხოვდა ინგლისში არსებული ფულის მიმოქცევის იმ სისტემის შეცვლას, რომელიც ემყარებოდა ოქროს სტანდარტის პრინციპებს. კეინსს შესაძლებლად მიაჩნდა ის, რომ კაპიტალისტურ მეურნეობაში ქაღალდის ფულს შეეძლო ფულის ფუნქციების შესრულება ოქროს მნიშვნელობის გარეშე. ამ ნაშრომში კეინსი მოითხოვდა ოქროზე გადაუხურდავებელი ქაღალდის ფულის შემოღებას. „ტრაქტატში“ იგი ერთდროულად ფულის რაოდენობრივ და ნომინალისტურ თეორიებს იცავდა და სწორედ მათი გაერთიანების საუძველზე შექმნა რეგულირებადი ვალუტის თეორია.

იხ. ვიდეო ჯონ კეინზიზსტური თეორია





ჰეგემონია

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                  ჰეგემონია

ძვ. საბერძნ. თებეს ჰეგემონიის ქვეშ, 371–362 ძვ.წ

 სიტუაცია, რომელშიც ერთი სახელმწიფო პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო პოტენციალით სჭარბობს სხვა სახელმწიფოებს და კონტროლს ამყარებს მათზე.  ძველ საბერძნეთში (ძვ. წ. VIII საუკუნე - ძვ.წ. VI საუკუნე), ჰეგემონია ნიშნავდა ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამხედრო ბატონობას სხვა ქალაქ-სახელმწიფოებზე. დომინანტი სახელმწიფო ცნობილია, როგორც ჰეგემონი . [7] XIX საუკუნეში ცნება ჰეგემონია გავრცელდა, რათა აღეწერათ "სოციალური ან კულტურული უპირატესობა ან აღმასვლა; ერთი ჯგუფის მიერ გაბატონება საზოგადოებაში". მოგვიანებით, ეს ტერმინი გამოყენებულ იქნა შემდეგი დეფინიციით: "ჯგუფი ან რეჟიმი, რომელიც საზოგადოებაში არაჯეროვან გავლენას ახდენს".  ასევე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ქვეყნის გეოპოლიტიკური და კულტურული დომინანტობის განსამარტად სხვა ქვეყანაზე, საიდანაც რეალურად წარმოიშვა ტერმინი ჰეგემონიზმი, რასშიც დიდი ძალების ევროპული ჰეგემონიის დამყარებას გულისხმობდნენ აზიასა და აფრიკაში .

კულტურულ იმპერიალიზმში, ლიდერი სახელმწიფო დაქვემდებარებულ სახელმწიფოებს კარნახობს საშინაო პოლიტიკასა და მის სოციალურ ხასიათს, რომლებიც ჰეგემონიური გავლენის სფეროა. ის განსაზღვრავს მხარდაჭერილი მთავრობის ან პირდაპირ, მის მიერ დანიშნული მთავრობის მეშვეობით.

საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ჰეგემონია გულისხმობს (i) დიდი მატერიალური ასიმეტრიის მდგომარეობას ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც აქვს (ii) საკმარისი სამხედრო ძალა სისტემურად დაამარცხოს ნებისმიერი პოტენციური კონკურენტი სისტემაში, (iii) აკონტროლებს ნედლეულის მარაგებს, (ბუნებრივი რესურსები, კაპიტალი და ბაზრები) (iv) აქვს კონკურენტული უპირატესობა დამატებული ღირებულების საქონლის წარმოებაში, (v) ქმნის იდეოლოგიას, რომელიც ასახავს ამ სტატუს კვოს. და (vi) ფუნქციურად განსხვავდება სისტემის სხვა სახელმწიფოებისგან, რადგან მოსალოდნელია, რომ უზრუნველყოს გარკვეული საზოგადოებრივი საქონელი, როგორიცაა უსაფრთხოება, ან კომერციული და ფინანსური სტაბილურობა. 

კულტურული ჰეგემონიის მარქსისტული თეორია, რომელიც ასოცირდება ანტონიო გრამშთან, არის მოსაზრება, რომ მმართველ კლასს შეუძლია მოახდინოს მანიპულირება საზოგადოების ფასეულობათა სისტემასა და ზომებზე, რათა მათი ხედვა იქცეს მსოფლიო შეხედულებად ( Weltanschauung ): ტერი ეგლეტონის სიტყვებით. ”გრამში ჩვეულებრივ სიტყვა ჰეგემონიას იყენებს, როცა გულისხმობს მმართველ ძალას, რომელსაც აქვს ძალაუფლება თავის დაქვემდებარებულებზე.”  ავტორიტარული მმართველობისგან განსხვავებით, კულტურული ჰეგემონია "არის ჰეგემონიური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დაზარალებულები ასევე თანხმდებიან მის ბოროტებაზე და განიცდიან საკუთარ თავზე მის ყველა ცუდ გამოვლინებას.

იხ. ვიდეო გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ახალი ინდუსტრიული სტრატეგია წარმოადგინა, რომლის მიზანია გერმანული ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ამერიკული და ჩინური წინააღმდეგობის პირობებში. დღეს გერმანიას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ეკონომიკურ იმპერიას ევროკავშირში. მათე გაბიცინაშვილი საუბრობს ამ ტრანსფორმაციის მიზეზებზე და გვიყვება თუ როგორ გადაიქცა გერმანია "ევროპის დაუძლურებული ქვეყნიდან" თანამედროვე ეკონომიკურ „სუპერსტარად“. 

პოსტ–კლასიკური ლათინური სიტყვა ჰეგემონია (1513 ან უფრო ადრე) და ბერძნული სიტყვა ἡгеμονία hēgemonía, ნიშნავს „ავტორიტეტს, წესს, პოლიტიკურ უზენაესობას“, რომელიც უკავშირდება სიტყვას leaderγεμών hēgemōn „ლიდერს“. 

                                                                                      

კოპრინთოს ჰეგემონიის ლიგა: მაკედონიის სამეფო (ძვ. წ. 362) (წითელი) და კორინთოს ლიგა (ყვითელი)

ერძნულ-რომაულ სამყაროში მე -5 საუკუნის ევროპის კლასიკურ ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო სპარტა იყო პელოპონესის კავშირის ჰეგემონი (მე-6 დან მე-4 საუკუნეებში) და მეფე ფილიპე II მაკედონელი იყო კორინთის კავშირის ჰეგემონი ძვ.წ 337 წელს (მეფობა მან გადასცა თავის ვაჟს, ალექსანდრე დიდს). ანალოგიური იყო ათენის როლი ხანმოკლე დელიანთა კავშირში. (ძვ. წ. 478–404). [13] ძვ. წ. 550 –330 წწ. სპარსეთის აქემენიდების სუპერ რეგიონალურმა იმპერიამ გაბატონება დაიწყო ამ რეგიონალურ ჰეგემონიებში მისი დაშლამდე.

ისეთი ძველი ისტორიკოსები, როგორებიც არიან ჰეროდოტე (ქრისტეს შობიდან დაახლოებით 484-425 წლები). ქსენოფონტი (დაახლოებით 431-354 წლები ქრსიტეს შობამდე) და ეფორი ( ძვ.წ 400-330 წლები) პირველად გამოიყენეს ტერმინი hēgemonía თანამედროვე ჰეგემონიის გაგებით. [14]

ძველ აღმოსავლეთ აზიაში, ჩინური ჰეგემონია არსებობდა გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში (ძვ. წ. 770–480), როდესაც აღმოსავლეთ ჟოს დინასტიის დასუსტებამ ხუთი ჰეგემონის ავტონომია გამოიწვია და შედარებითი დამოუკიდებლობა გამოიწვია. მათ მართავდნენ ფეოდალები და შესაბამისად, ჟოს დინასტია იძულებული გახდა უარი ეთქვა იმპერიაზე და სახელმწიფო მოწყობო ყოფილიყო დაქვემდებარებულ სახელმწიფოებზე დამყარებული. 

                                                        ახ.წ. 1–14 საუკუნეებში

I და II საუკუნეების ევროპაში გაბატონებული იყო Pax Romana ან იგივე რომის სამყარო, რომელშიც იყო ჰეგემონური მშვიდობა. ის დაარსდა იმპერატორ ავგუსტუსის მიერ და თან ახლდა სასტიკი სამხედრო კამპანიები. 

VII საუკუნიდან მე -12 საუკუნემდე, ომაიანთა სახალიფო და მოგვიანებით აბასიანთა სახალიფო გაბატონდნენ იმ უზარმაზარ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი მართავდნენ, ხოლო სხვა სახელმწიფოები, როგორიცაა ბიზანტიის იმპერია, იხდიდნენ ხარკს. [17]

VII საუკუნეში, ჰარშა იყო დიდი იმპერიის მმართველი ჩრდილოეთ ინდოეთში ახ. წ 606–დან 647 წლამდე. მან ჩრდილოეთის დიდი ნაწილი თავის ჰეგემონიის ქვეშ მოაქცია. მან ამჯობინა ქვეყანა არ ემართა, როგორც ცენტრალურ მთავრობას, არამედ გაათვისუფლა დაპყრობილი მეფეები და დიდი კმაყოფილება და პატივისცემა". 

მე-9 საუკუნის ბოლოდან და ადრეულ მე-11 საუკუნეში, იმპერია იმართებოდა კარლოს დიდის მიერ და მას ჰქონდა მიღწეული ჰეგემონიას ევროპაში საფრანგეთზე, იტალიასა და ბურგუნდიაზე ბატონობით. 

XIV საუკუნის განმავლობაში, არაგონის გვირგვინი გახდა ჰეგემონი ხმელთაშუა ზღვაში. 

                                                მე-15 – მე-19 საუკუნეებში

პორტუგალია 1494 წლიდან 1580 წლამდე ( იტალიის ომების დასრულება ესპანეთ–პორტუგალიის კავშირთან). ვიხილეთ პორტუგალიის დომინანტობა.

ესპანეთი 1516 წლიდან 1659 წლამდე (ჩარლზ I–ის აღზევება პირინეის ხელშეკრულებით). ესპანეთი დომინირება უკავშირდება ევროპის ბრძოლებსა და გლობალური ლიდერობის მოპოვებასა და ახალი სამყაროს კოლონიზაციას .

ნიდერლანდებმა 1580 წლიდან 1688 წლამდე ( უტრეხტის 1579 წლის ხელშეკრულება ხაზს უსვამს ჰოლანდიის რესპუბლიკის ბრწყინვალე რევოლუციას. უილიამ ორენჯის ჩამოსვლა ინგლისში) მოიპოვა ჰეგემონია ჰოლანდიური კრედიტისა და ფულის კონტროლის საფუძველზე.

ბრიტანეთი 1688 - 1792 წლებში (დიდებული რევოლუცია ნაპოლეონის ომებამდე ). ბრიტანული ტექსტილისა და ზღვებზე ბატონობის საფუძველზე. ბრიტანეთი 1815 - 1914 წლებში ( ვენის კონგრესი, პირველი მსოფლიო ომი). ბრიტანული ინდუსტრიული უზენაესობისა და სარკინიგზო მაგისტრალების საფუძველზე.

                                                                        

ბრიტანეთის იმპერიის რუკა (1910 წლის მდგომარეობით).

XX საუკუნის დასაწყისი, ისევე როგორც მე -19 საუკუნის ბოლო, ხასიათდებოდა რამდენიმე დიდი ძალით, მაგრამ არა გლობალური ჰეგემონიით. I მსოფლიო ომმა შეასუსტა იმპერიული ძალაუფლების ძლიერი მხარე - დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ასევე გააძლიერა შეერთებული შტატები და შედარებით მცირედ, იაპონია. ორივე ამ სახელმწიფოს მთავრობამ პოლიტიკის გატარება დაიწყო მათი გავლენის სფეროების რეგიონალურ დონეზე გასაფართოებლად. აშშ-მა ლათინური ამერიკაში და იაპონიამ აღმოსავლეთ აზიაში. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბჭოთა კავშირი და მოგვიანებით ნაცისტური გერმანია (1933-1945) იყვნენ ის სახელმწიფოები, რომელთაგან ყველამ შეინარჩუნა იმპერიალისტური პოლიტიკა. მათი პოლიტიკა დაფუძნებულია გავლენის სფეროებზე, ან ტერიტორიის დაპყრობის მცდელობაზე. ამის მიუხედავად, ვერავინ მიაღწია გლობალური ჰეგემონიური ძალაუფლების სტატუსს
                                                                           
SIPRI- ს ცნობით, ეს არის ცხრილი, რომელიც აჩვენებს ქვეყნის მიერ გლობალურ სამხედრო ხარჯებს 2018 წლისთვის, მილიარდ აშშ დოლარებში

არმოდგენილია მრავალი პერსპექტივა იმის შესახებ თუ რამდენად იყო ან არის აშშ ჰეგემონი ცივი ომის დასრულების შემდეგ. ამერიკელი პოლიტოლოგები ჯონ მეარსაიმერი და ჯოზეფ ნეი ამტკიცებენ, რომ აშშ არ არის ნამდვილი ჰეგემონი, რადგან მას არც ფინანსური და არც სამხედრო რესურსები არ აქვს იმისთვის, რომ ეწოდოს სათანადო, ფორმალური, გლობალური ჰეგემონია.  თავის მხრივ, ანა კორნელია ბეიერი, თავის წიგნში, ანტიტერორიზმის შესახებ, ამტკიცებს, რომ გლობალური მმართველობა ამერიკული ხელმძღვანელობის პროდუქტია და მას აღწერს, როგორც ჰეგემონიურ მმართველობას.  უფრო მეტიც, ნატოს შიგნით, შეერთებული შტატები რჩება ჰეგემონიურ ძალად, რაც ალიანსის საგარეო ღირებულების პროფილის ცვლილებაში ჩანს. 

საფრანგეთის სოციალისტი პოლიტიკოსი უბერ ვედრინი 1999 წელს აშშ აღწერს, როგორც ჰეგემონსა და სუპერ ძალას, რადგან ის ცალმხრივად ახორციელებს სამხედრო ქმედებები მსოფლიოში. 

პენტაგონის სტრატეგი, ედუარდ ლუთვაკირომის იმპერიის დიდ სტრატეგიაში  აღწერს სამ სტადიას, სადაც პირველი არის ჰეგემონიური, რომელსაც მსოდევს იმპერიული. მისი აზრით, ტრანსფორმაცია საბედისწერო აღმოჩნდა და საბოლოოდ გამოიწვია რომის იმპერიის დაცემა. მისი წიგნი საინტერესო რჩევებს აძლევს ვაშინგტონს, რომ გააგრძელონ მიმდინარე ჰეგემონიური სტრატეგია და თავი შეიკავონ იმპერიის დამყარებისაგან.

2006 წელს, ავტორი ჟუ ჟიქენი ირწმუნებოდა, რომ ჩინეთი უკვე არის მსოფლიო ჰეგემონიისკენ მიმავალ გზაზე და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლების მშვიდობიანი განაწილება აშშ-სა და ჩინეთს შორის.

იხ. ვიდეო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო პრიმატი, უპირატესობა, ერთი სახელმწიფოს კონტროლი მეორეზე. ისტორიულად ტერმინი გამოიყენებოდა ბერძნული პოლუსების გაერთიანებიდან ყველაზე ძლიერი ქალაქ-სახელმწიფოს უზენაესობის აღსანიშნავად. ტერმინი ასევე გამოიყენება ბევრ სხვაში. კონტექსტში, მაგალითად, მარქსისტი ფილოსოფოსის ანტონიო გრამშის ჰეგემონიის თეორია - პიროვნება, სახელმწიფო ან სოციალური კლასი, რომელიც ახორციელებს ჰეგემონიას.





განზოგადება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                                   განზოგადება

როდესაც გონება აკეთებს განზოგადებას, ის ამოიღებს კონცეფციის არსს მსგავსების ანალიზის საფუძველზე მრავალი დისკრეტული ობიექტიდან. შედეგად მიღებული გამარტივება უფრო მაღალი დონის აზროვნების საშუალებას იძლევა.
                                                            ზოგადობისა და არსებობის დებულებათა გამოყვანა და დასაბუთება ან დედუქციურ თეორიაში ზოგადობისა და არსებობის კვანტორებისათვის პოსტულირებული წესების თანახმად, ანდა ცდას მონაცემების მიხედვით (იხ. ინდუქცია); ტრადიციულ ლოგიკაში — სახეობრივი ცნებიდან გვარობრივ ცნებაზე გადასვლა ზოგიერთი სახეობრივი ნიშნის გამორიცხვის გზით.
იხ. ვიდეო
შემეცნების თეროიაში -  მეცნიერული შემეცნების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა — ერთეულიდან, ნაკლებ ზოგადიდან ან დაბალი დონის აბსტრაქციიდან ზოგადზე, უფრო ზოგადზე, მაღალი დონის აბსტრაქციაზე გადასვლა საგანთა საერთო თვისებების, მიმართებების, განვითარების ტენდენციების და ა.შ. გამოვლენის საფუძველზე.

განზოგადება მთელი სისრულით მეცნიერული განვითარების პროცესში ხდება (სითბოს ცნებიდან ენერგიის ცნებაზე გადასვლა ან ევკლიდეს გეომეტრიიდან არაევკლიდურ გეომეტრიებზე გადასვლა და სხვ.) იმისდა მიხედვით, თუ როგორია, თუ როგორია შესამეცნებელ საგანთა არე და კვლევის ამოცანები, არსებობს სხვადასხვა დონე — ემპირიული მასალის განზოგადება, უკვე შემუშავებული ცნებების განზოგადება, არსებული თეორიების განზოგადება და სხვ. 





უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   უძველესი უცხოპლანეტელები (სერიალი) ინგლ. Ancient Aliens Ancient Aliens არის ამერიკული...