четверг, 14 февраля 2019 г.

                                 ტომას ჰობზი

                                                       
 (ინგლ. Thomas Hobbes; დ. 5 აპრილი1588 — გ. 4 დეკემბერი1679) — ინგლისელი ფილოსოფოსი, რომელიც ფართოდაა ცნობილი მისი ღვაწლისთვის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. ჰობზის მიერ 1651 წელს გამოცემული წიგნი ლევიათანი წარმოადგენს თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს. წიგნში იგი მსჯელობს საზოგადოებისა და ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესსა და მის მიზეზებზე. ლევიათანი სოციალური კონტრაქტის თეორიის ერთ-ერთ ფუძემდებელ ნაშრომად ითვლება.
ლევიათანის ფრონტისპირი
ფილოსოფიის გარდა ჰობზი აგრეთვე მოღვაწეობდა ისტორიისფიზიკისთეოლოგიისეთიკისა და პოლიტიკური თეორიის სფეროებში. მისი იდეა იმის შესახებ, რომ ადამიანთა ბუნება ხელს უწყობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე საზოგადოების სხვა წევრებთან თანამშრომლობას, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმსაზღვრელ თეორიად იქცა. ჰობზი მატერიალიზმის დამაარსებელ ფილოსოფოსთაგან ერთ-ერთია. თომას ჰობზის შეხედულებები ითვლება რეალიზმის ფუნდამენტად. თავის „ლევიათანში,“ ფილოსოფიური დედუქციის საშუალებით ჰობზი ცდილობს ახსნას პოლიტკური სინამდვილის ბუნება. შესავალშივე ჰობზი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ხელოვნური ადამიანი, მხოლოდ უფრო დიდი და უფრო ძლიერი, ვიდრე ბუნებრივი ადამიანი, რომლის უსაფრთხოებისა და დაცვისათვისაც არის იგი შექმნილი. ამ დიდ მანქანას ჰობზი უწოდებს ლევიათანს, რომელიც მისი თქმით, არის იგივე თანამეგობრობა, იგივე სახელმწიფო. მისი ნაშრომის მიზანია ახსნას ამ ხელოვნური ადამინის, სახელმწიფოს, ბუნება. რისგან შედგება და რას წარმოადგენს იგი. როგორია სუვერენის უფლებები, სამართალი და ხელისუფლება. რა შლის და რა ასაზრდოებს სუვერენიტეტს. იმისათვის, რომ გაიგოს პოლიტიკური ცხოვრების ფუნდამენტური არსი ჰობზი წარმოიდგენს ადამიანებს, ქალებსა და კაცებს, საწყის მდგომარეობაში, გარემოში, სადაც ჯერ არ არის გამოგონებული სუვერენული სახელმწიფო
იხ.ვიდეო

. იგი ამ მდგომარეობას უწოდებს „ბუნებრივ მდგომარეობას“ (state of nature). მისი აღწერილობით, ბუნებრივ პირობებში ყოველი მამაკაცი, ქალი და ბავშვი საფრთხეშია ყველა სხვა დანარჩენის მხრიდან. ადამიანებს აქვთ ერთმანეთისადმი მუდმივი შიში, რადგან მათი სიცოცხლე მუდვივად საფრთხის ქვეშაა და არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია. ასეთ სიტუაციაში, რომელსაც ჰობზი აღწერს როგორც ,,ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,” ბუნებრივი მდგომარეობაა „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ.“ ამ „ეული, ღარიბი, საზიზღარი, სასტიკი და მოკლე,“ სიტუაციიდან ჰობზი ხედავს ერთადერთ გამოსავალს, რაც არის სუვერენული სახელმწიფოს შექმნა და ამოქმედება. ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ინსტინქტურად უერთებიან ერთმანეთს და აყალიბებენ უსაფრთხოების პაქტებს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეულის უსაფრთხოებას. ეს საყოველთაო შიში და უსაფრთხოების შეგრძნება აიძულებთ მათ გამოვიდნენ ბუნებრივი მდგომარეობიდან სადაც სუფევს ყველას ომი ყველას წინააღმდეგ. სხვანაირად რომ ითქვას ჰობზი ამბობს, რომ ადამიანები ქმნიან სუვერენულ სახელმწიფოებს არა გონიერებაზე, არამედ ინსტინქტზე დაყრდნობით. ისინი ნებით დებენ სოციალურ კონტრაქტს ერთმანეთთან და ქმნიან სუვერენულ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საჭირო ძლიერება, რათა დაიცვას ისინი საგარეო თუ საშინაო მტრებისა და ხელისშემშლელი ფაქტორებისგან. ასეთ ცივილურ პირობებში რომელსაც ჰობზი „მშვიდობასა და წესრიგს“ უწოდებს ადამაინები თავისუფლდებიან შიშისგან და აქვთ საშუალება იღვაწონ ბედნიერებისათვის. სახელმწიფოს შექმნა მართალია ადამიანებს აძლევს გამოსავალს ბუნებრივი მდგომარეობიდან, მაგრამ წარმოშობს ახალ პოლიტიკურ პრობლემას სახელმწიფოთა დონეზე. ერთი სიტყვით, ბუნებრივი მდგომარეობა პიროვნული დონიდან გადადის სახელმწიფოთა დონეზე და წარმოიქნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემა რაც გამოწვეულია საერთაშორისო სისტემის ანარქიულობით. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ფენომენი, რომელიც პოლიტიკაში ცნობილია როგორც „უსაფრთხოების დილემა.“ ჰობზი ამბობს, რომ ერთი უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრით ადამიანები ძალაუნებურად იწვევენ მეორეს ამ უსაფრთხოების დილემიდან გამოსავალი აღარ არსებობს, რადგან არ არის საშუალება იმისა, რომ შეიქმნას მსოფლიო მთავრობა. სუვერენულ სახელმწიფოებს არანაირი სურვილი არ გააჩნიათ რომ თავიანთი დამოუკიდებლობა დათმონ სხვა, გლობალური მთავრობის სასარგებლოდ. ამ სიტუაციას ჰობზი იმით ხსნის, რომ ბუნებრივი მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე არ არის ისეთი საშიში და მუქარის მომგვრელი, როგორიც პიროვნულ დონეზე. სახელმწიფოებს უფრო ადვილად შეუძლიათ ერთმანეთი დაიცვან გარეშე საფრთხისგან, ვიდრე ეს ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ. ბოლო სურათი, რასაც ჰობზი აღწერს არის საერთაშორისო ანარქია, რომელიც დაფუძნებულია სუვერენულ სახელმწიფოებზე. რადგანაც სუვერენიტეტს დაცვა სჭირდება, ავტომატურად ანარქიული სისტემა გულისხმობს ფაქტობრივ, ან პოტენციური ომის მდგომარეობას. ჰობზი ამბობს, რომ ომი არის უკანასკნელი საშუალება იმისათვის, რომ სახელმწიფოებმა შეაჯერონ შეუთანხმებელი პრობლემები

Комментариев нет:

ათეროსკლეროზი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         ათეროსკლეროზი ძარრვებში ცვლილებები (ათეროსკლეროზის განვითარების...