пятница, 1 февраля 2019 г.

                        ბაბილონის ტყვეობა

                                                     
                   ჯ. ტისოტი. ტყვეთა გაქცევა. 1896—1902 წლები. ებრაელთა მუზეუმინიუ-იორკი
 (ივრ.. גָּלוּת בָּבֶל‎) — ებრაელი ხალხის ისტორიის პერიოდი ძვ.წ. 598 წლიდან 539 წლამდე. ებრაელთა მნიშვნელოვანი ნაწილის, იუდეის სამეფოს მოსახლეობის იძულებითი წესით გადასხელებების მთელი სერიის კრებითი სახელწოდება, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II–ის მმართველობის დროს.
ეს გადასახლებები მიმდინარეობდა 16 წლის მანძილზე (ძვ.წ. 598—582 წ.წ.) და წარმოადგენდა იუდეაში ანტიბაბილონური აჯანყების საწინააღმდეგო, სადამსჯელო ღონისძიებას. ამ პერიოდში დასრულდა სპარსეთის მეფის კიროს დიდის  ( იხ ლიკზე) დაპყრობების შემდეგ იუდეაში ებრაელთა ნაწილის დაბრუნება. ბაბილონის ტყვეობამ გამოიწვია დიდი ებრაული დიასპორის შექმნა, რაც გახდა ებრაელთა ეროვნულ–რელიგიური განვითარების გარდამტეხი მოვლენა. იხ.ვიდეო
ესწრაფოდა რა, ეგვიპტესთან მოსაზღვრე მიწების უსაფრთხოებას, ძვ.წ. 586 წელს, იუდეის შემდგომი აჯანყებისას, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II–მ დაიპყრო და გაანადგურა იერუსალიმი. დცილობდა რა უსაფრთხოება უზრუნველყო ეგვიპტესთან და მორიგი იდუეველების აჯანყების შემდეგ. მან გაანადგურა იეუსალიმი. ამავე დროს ამასთან, გაანადგურა იაჰვეს ტაძარი (სოლომონის ტაძარი). ბაბილონელებმა ქვეყნიდან გაიყვანეს უზარმაზარი რაოდენობის ტყვეები, რაც შეადგენდა ქვეყნის მთელი მოსახელობის ერთ მეათედს. ტყვეთა შორის იყო იუდეის მეფე სედეკია (ციდკიაჰი), რომელიც ცდილობდა ტყვეობიდან თავის დაღწევას გაქცევის გზით. იუდეის სახელმწიფოებრიობა განადგურდა და ებრაელთათვის დაიწყო დიდი ტყვეობა, რომელიც თითქმის 70 წელი გაგრძელდა. ახალ–ბაბილონური სამეფოს შემადგენლობაში ებრაელმა გადასახლებულებმა შექმნეს ნაციონალური ჯგუფები სამშობლოს არდავიწყების და მასთან კავშირის შენარჩუნების მიზნით.
556 წელს ბაბილონი მეფე გახდა ნაბონიდი. მისი მმართველობა გამოირჩეოდა იმით, რომ ცდილობდა შეესუსტებინა სამოქალაქო–სატაძრო საზოგადოებების გავლენა ბაბილონში და თავის ძირითად დასაყრდენად ექცია თანამემამულე არამეველები. ამ მიზნით მან სახელმწიფოში რელიგიური რეფორმაც კი გაატარა. ამ პოლიტიკამ დაასუსტა სახელმწიფო. როდესაც სპარსეთის მეფე კიროს II შეიჭრა ბაბილონში, მოსახლეობა მას შეხვდა როგორც განმათავისუფლებელს. ბაბილონის სამეფო დაემორჩილა სპარსეთს და შევიდა აქემენიდების იმპერიაში, როგორც ავტონომიური ერთეული იხ. ვიდეო
კიროს II ცდილობდა რა ბაბილონის სამეფოში მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინა, გამოიჩინა ხალხთა მიმართ შემწყნარებლობა და მფარველობა. კერძოდ, თავისი მეფობის პირველ წელს მან გამოსცა ედიქტი, რომლითაც ნებას რთავდა ბაბილონში დეპორტირებულ ებრაელებს უკან, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. როგორც წინასწარმეტყველ ეზდრას წიგნი გვაუწყებს, კიროსის ედიქტის შემდეგ იუდეაში გაემგზავრა 42360 ადამიანი. ამან შესაძლებელი გახადა იერუსალიმის ტაძრის აღდგენა, რომლის მშენებლობა დასრულდა ძვ.წ. 516 წელს. მრავალმა ებრაელმა საჭიროდ ჩათვალა დარჩენილიყო შუამდინარეთში


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...