четверг, 14 февраля 2019 г.

ტრირემა

                                         ტრირემა

                                                          
                                                                                    ბერძნული ტრირემა
(ლათ. triremis, от tres, tria — სამი და remus — ნიჩაბი), ტრიეპა (ბერძნ. Τριήρεις) — სამხედრო ხომალდების კლასი , რომლებსაც იყენებდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთის ანტიკური ცივილიზაციები, განსაკუთრებით ფინიკიელები, ანტიკური პერიოდის ბერძნები და ძველი რომაელები.
ტრირემებმა სახელწოდება მიიღეს სამრიგად დაწყობილი ნიჩბების გამო, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ჭადრაკულად იყო განლაგებული. თითოეულ ნიჩაბს ერთი ადამიანი მართავდა. ადრეული ტრირემები წარმოადგენდა უნირემის — ანტიკური საბრძოლო ხომალდების ევოლუციის შედეგს, რომელსაც თითოეულ მხარეს 12-დან 25-მდე ნიჩაბი ჰქონდა განლაგებული და ბირემის — სამხედრო ხომალდები ორმწკრინი ნიჩბებით. შესაძლოა, ტრირემები პირველად ააგეს ფინიკიელებმა. იგი წარმოადგენდა ყველაზე სწრაფმავალ სამანევრო საბრძოლო გემს. ტრირემა დომინირებდა ხმელთაშუა ზღვაში ძვ. წ.VII—IV საუკუნეებში, სანამ არ გამოჩნდა უფრო მსხვილი სამხედრო გემები კვადრირემები და კვინკნირემები. ტრირემები თამაშობდნენ დიდ როლს ბერძენ-სპარსელთა ომებშიათენისსაზღვაო იმპერის შექმნასა და მის დაცემაში, პელოპონესის ომში.. იხ ვიდეო


  • წყალწყვა 80 — 100 ტ.
  • სიგრძე 30-40 მ.
  • სიგანე 4-6 მ.
წყლის დონეზე ან წყალზე ცხვირთან ტრირემებს ჰქონდათ ბასრი სხივი (ტარანი), რომელიც მზადდებოდა რკინის ან სპილენძისგან, შესაძლოა დაემზადებინათ ხისგანაც. ასეთ შემთხვევაში მას მოაპირკეთებდნენ რკინით. პირდაპირი ან ოდნავ ზემოთ მიმართული ტარანი გამოიყენებოდა, როგორც შეტევითი იარაღი. ზოგჯერ მას აძლევდნენ ცხოველის ან ფრინველის ფორმას.
ინფორმაცია ტრიერების აწყობისა და წარმომავლობის შესახებ ამ დრომდე საკამათოა. სკულპტურულ რელიეფებზე და კერამიკაზე აღმოჩენილი ხომალდთა გამოსახულებანი მცირერიცხოვანია და მათი დიდი უმრავლესობა მეტად სქემატური და სტილიზებულია. ლიტერატურული წყაროები შემთხვევითი და ქაოტურია. ამიტომ, საკმაოდ რთულია განსაჯო, ისაუბრო უძველესი გემების მოწყობილობის დეტალებზე. ტრირემების შესახებ პირველი ლიტერატურული ცნობები ჩნდება ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს. თუკიდიდე იხსენებს ვინმე კორინთელ ამინოკლს, რომელსაც ძვ. წ. 704 წელს აუგია ოთხი ტრირემა კუნძულ სამოსისთვის. თუკიდიდეს ჩანაწერები იყო ინტერპრეტირებული მოგვიანო ავტორების პლინიუსის და დიოდორის მიერ, იმის ნიშნად, რომ ტრირემები კორინთოში იქნა დამზადებული. მალე ასეთი სამხედრო ხომალდების ხელოსნებად მოგვევლინენ ფინიკიელები. შემორჩენილია მე–8 საუკუნის რელიეფური ფრაგმენტები ასურეთის დედაქალაქ ნინევიადან ტვიროსისა და სიდონის ფლოტის გამოსახულებით.
იხ. ვიდეო

ჰეროდოტე, ასევე, გადმოგვცემს ეგვიპტის მეფე ნეკოსთვის ფინიკიელთა მიერ ტრირემების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ძვ. წ. 610–595 წ.წ.
ბრძოლაში ტრირემა ებმებოდა ყველა ნიჩბით, ხოლო ლაშქრობაში ნიჩბების მხოლოდ ერთი რიგით. ის ავითარებდა სიჩქარეს 8 კვანძამდე. შემხვედრი ქარის დროს შლიდნენ იალქანს. წინა იალქნის ხშირ გამოყენებას მოითხოვდა გვერდითი ქარიც. ლაშქრობისას, დროის უმეტესი ნაწილი, გემის სიჩქარე აღწევდა მხოლოდ 4–5 კვანძს. ძვ. წ. VII საუკუნის ბოლოს ტრირემები გამოჩნდა ფინიკიაში და გავრცელდა სხვა სახელმწიფოთა ფლოტებშიც. ძველი საბერძნეთის ფლოტში გემებს უწოდებდნენ ტრიერებს (ტრიეპებს), რომისსახელმწიფოს ფლოტში — ტრირემებს. მათ შორის ძირითადი განსხვავება მხოლოდ სააბორდაჟე იალქნებში იყო. მძიმე შეიარაღების სიმცირის გამო, ბერძნული ტრიერები 12 კვანძზე უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობდნენ ბრძოლაში. გემის შეიარაღებაში შედიოდა ამწე, რომელზეც დამაგრებული იყო კავი მოწინააღმდეგის გემბანისა და საბრძოლო კოშკის გასანადგურებლად, აგრეთვე, საბრძოლო კოშკი მეისრეებისთვის. თუმცა, ტრირემების უმთავრეს იარაღს ტარანი წარმოადგენდა, რომელიც მათ წინა მხარეს, გემბანის ცხვირზე, წყლის დონეზე ჰქონდათ გაკეთებული.


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...