пятница, 1 февраля 2019 г.

                       გიორგი მთაწმიდელი

                                                   
                                                    გიორგი მთაწმიდელი (საბინინისმიხედვით

გიორგი ათონელი, (დ. სავ. 22–დან 29 მარტის ჩათვლით, 1009 — გ. 29 ივნისი1065კონსტანტინოპოლი, დაკრძალულია ათონის ივერთა მონასტერში) — ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი. ქართული ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო-ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი.
მისი ბიოგრაფის გიორგი მცირის გადმოცემით, გიორგი მთაწმიდელი დაიბადა თრიალეთში, ადგილობრივი დიდებულის იაკობის ოჯახში. სწავლობდა ტაძრისის, შემდეგ კი ხახულის მონასტერში, სადაც მოღვაწეობდნენ მისი ბიძები — გიორგი მწერალი და საბა. ერთხანს ცხოვრობდა გიორგი მწერალთან ერთად ტაოელი დიდებულის ფერის ჯოჯიკის ძის ოჯახში — ტვარწატაფში; ეხმარებოდა ბიძას ქრისტიანული სამღვდელმსახურო წესების აღსრულებაში. 1022 წელს ფერის ჯოჯიკის ძეს იმპერატორ ბასილი II-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის თავი მოჰკვეთეს. ბიძამ გიორგი კონსტანტინოპოლს წაიყვანა. იქ მან საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული ენა და აზიარა ბიზანტიურ კულტურას. 1034 წელს გიორგი მთაწმიდელი სამშობლოში დაბრუნდა და ბერად აღიკვეცა ხახულის მონასტერში. 1036 წელს სირიაშიშავ მთაზე გიორგი შეყენებულსდაემოწაფა. 1039 წელს იერუსალიმს გაემგზავრა. წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა შავ მთაზე თავის მოძღვართან და 1040 წელს მისივე რჩევით ათონს გაემგზავრა. 1044 წელს გიორგი მთაწმიდელი ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მის იშვიათ შემოქმედებით და ორგანიზატორულ ნიჭს სათანადო ასპარეზი მიეცა. მან კიდევ უფრო გააძლიერა მონასტერი და იგი ქართული სულიერი კულტურის მძლავრ კერად აქცია.
იხ. ვიდეო

ბაგრატ IV-მ არაერთგზის შესთავაზა მას საქართველოს მღვდელმთავრობა. მისივე თხოვნით გიორგი მთაწმიდელმა ხუთი წელი დაყო საქართველოში და საეკლესიო საქმეები მოაგვარა. მან უარყო წოდებრივი უპირატესობა საეკლესიო საქმეებში და ადამიანის პირადი ღირსება წამოსწია წინ. გიორგი მთაწმიდელი იცავდა ქართულ ეკლესიას და კულტურას. ანტიოქიის პატრიარქთან გამართულ დებატებში 1057 წელს მან ბრწყინვალედ დაიცვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალობა. გიორგი მთაწმიდელი ნაყოფიერად იღვწოდა ქართული საეკლესიო ლიტერატურის გამდიდრებისათვის. ცნობილია ბიბლიის ახალი, ე. წ. „გიორგისეული რედაქცია”. მან ხელახლა თარგმნა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი (სახარება-ოთხთავი, სამოციქულო, დავითნი), სხვა წიგნები კი გაჩალხა და ბერძნულ დედანს შეაჯერა.
გიორგი მთაწმიდელმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ქართულ ჰაგიოგრაფიასა და აპოკრიფულ მწერლობას, ეგზეგეტიკასჰიმნოგრაფიასა და საეკლესიო სამართალს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გიორგი მთაწმიდლის ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ”, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მხატვრული მატიანეა. ნაყოფიერად იღვაწა გიორგი მთაწმიდელმა ლიტურგუკის სფეროშიც და ქართული მწერლობას შესძინა როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური თხზულებანი („დიდი სჳნაქსარი”, „სახარებაჲ გამოკრებული საწელიქდო”, „პავლე გამოკრებული საწელიწდო”, „თთუენი ათორმეტნივე” და სხვა). გიორგი მთაწმიდლის ორიგინალური იამბიკოები და ნათარგმნი მდიდარი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა მისი პოეტური კულტურის დადასტურებაა. გიორგი მთაწმიდელმა ბერძნულიდან თარგმნა, ბასილი დიდისგრიგოლ ნოსელისათანასე ალექსანდრიელისიოანე დამასკელისნექტარი კონსტანტინოპოლელისდოროთეოს ტვირელისა და სხვათა თხზულებანი. მისი ბიოგრაფის სამართლიანი თქმით, „ესევითარი თარგმანი, თჳინიერ წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთჳმესსა, სხუაჲ არა გამოჩენილა ენასა ჩუენსა”. გიორგი მთაწმიდლის მრავალფეროვანმა მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქართული კულტურის აღმავლობას მომდევნო საუკუნეებში.
ზოგიერთი მოსაზრებით, გიორგის ერთ-ერთი ჰიმნი მოგვიანებით თომას მურს ცნობილი ლექსის «Evening Bell» შექმნაში დაეხმარა

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...