четверг, 31 января 2019 г.

ლეკიანობა

                                  ლეკიანობა

                                               Daghestan, Miscellaneous, Returen of Lezghians from a raid (B).jpg
 დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის (ძირითადად კახეთიქართლი) მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლის, ჭირნახულისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით-დასახლებული ტერიტორიების დაპყრობას და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას.
დაღესტნელთა შემოსევები XVI საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას I-ის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება. აქ, ჭარის, ბელაქნისა და თალის რაიონებში, მათ შექმნეს ე. წ. „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცნენ შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში მთელ ფეოდალთა შემოსევები XVIII საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. უფრო გაძლიერდა „ოსმალობისა“ და „ყიზილბაშობის“ დროიდან. XVIII საუკუნის II ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა. ამ მიზნით 1754 წელს მოწყობილი ხუნძახის მფლობელის ნურსალ-ბეგის ლაშქრობა მარცხით დამთავრდა (მჭადიჯვრის ბრძოლა), ასევე დამარცხნენ ლეკები 1755 წელს ყვარლის ბრძოლაში. 1785 წელს ომარ-ხანის ლაშქრობის დროს ქართველები დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და „საკორდონო ლინიის“ დაარსების შედეგად ლეკიანობა შესუსტდა, ხოლო რუსეთის მიერ დაღესტნის შეერთების შემდეგ საბოლოოდ შეწყდა.
„ლეკიანობას“ ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსაქსულობა საქართველოში. საქართველოში ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად, ფეოდალებს — ერთმანეთის წინააღმდეგ, მათ იყენებდნენ ოსმალები, ყიზილბაშები. ოსმალეთი ხშირად აძლევდა ლეკებს თავშესაფარს თავის ტერიტორიაზე, ამიტომ ისინი ახალციხის მხრიდანაც ესხმოდნენ თავს საქართველოს. ოსმალეთის ტყვეთა ბაზარი გზას უხსნიდა ტყვეებით ვაჭრობას. ფეოდალური ექსპლოატაციით შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა „უბატონო“ ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარ მებატონეთა წინააღმდეგაც. ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან „გალეკება“ მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ქართლისა და კახეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ „ლეკიანობის“ ასლაგმავად, მაგრამ ეს ბრძოლა უშედეგო იყო. „ლეკიანობასთან“ საუკუნოვან ბრძოლებში თავდაცვის გარკვეული წესები და ხერხები გამომუშავდა. აგებდნენ ციხე-სიმაგრეებს, ლეკების გადმოსასვლელ გზებზე აკეთებდნენ თხრილებს, აღრმავებდნენ მდინარის ფონებს, კაფავდნენ ლეკების სამალავ ყტეებს და ა. შ. გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც სამხედრო ძალას ენიჭებოდა, ასეთი საშუალება იყო „ნაპირის ალაგას“ დგომა, „ნაპირის ალაგის“ გამაგრება, ყარაულის დაყენება გზებზე, ხიდებზე, ხეობებში, დაქირავებული ჯარი, „ნოქარი“, ე. წ. „მდევარი“ და რეგულარული ლაშქარი — მორიგე ჯარი. „ლეკიანობამ“ აუნაზღაურებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფიულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისაგან სრულიად დაიცალა. კულტურული მეურნეობა დაეცა.

                            ყვარლის ბრძოლა

ყვარლის ბრძოლა (1755) — საქართველოს ლაშქრის ბრძოლა ავარიის ხანის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ. ნურსალ-ბეგმა ქართლ-კახეთის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი და ჭარ-ბელაქანი დარაზმა. მიიმხრო შამხალის სამფლობელო, ყაზიყუმუხის ხანი და 20 ათასიანი ( ზოგი მონაცემით 30 ათასი) ლაშქრით კახეთს შეესია. იგი ყვარლის ციხე-გალავანს შემოადგა, სადაც ალაზნის გაღმამხრის მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო შეხიზნული.მამა–შვილმა, ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ ჯარის სიმცირის გამო მტერთან შებმა შეუძლებლად მიიჩნიეს. ერეკლე II-მ ციხეში მაშველი რაზმის შეგზავნა გადაწყვიტა. 206 მეომარი ღამით ქიზიყიდან გავიდა, მდ. ალაზანი გადალახა, მიეპარა ლეკთა ყარაულებს და ხმლით გაიკაფა გზა ციხისაკენ. რაზმმა ციხეში დიდძალი თოფის წამალი შეიტანა. მეციხოვნეებმა მოახერხეს დაეწვათ ლეკთა საფრები ციხის გარშემო. ამავე დროს ერეკლე II-მ ჯარი გაგზავნა ჭარის დასარბევად. ჭარელები ციხეს მოსცილდნენ და ცოლ-შვილის მისაშველებლად თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ. მათ გაჰყვა კაკის სულთანი და დაღესტნის სურხაი-ხანი, 28 სექტემბერს ნურსალ-ბეგი და შამხალიც გაეცალნენ ყვარლის ციხეს. საქართველოს აოხრების გეგმა ჩაიშალა.ყვარლის ციხის დაცვას საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, თუ მტერი გაიმარჯვებდა და ციხე დაეცემოდა – ალაზნის გაღმა მხარე მტერს დარჩებოდა,მერე მთელი კახეთის დაპყრობაც არ იყო ძნელი. დასუსტებულ ქართლსაც იოლად დაიპყრობდა ნურსალ–ბეგი, ოსმალთა მეშვეობით დასავლეთ საქართველოშიც გაიოლდებოდა თარეში და ქვეყნის მომავალიც დასაღუპად იყო განწირული
იხ. ვიდეო

                                             რეკლამა

იხ. ვიდეო . . . 
იხ. ბმულზე


Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...