понедельник, 28 января 2019 г.

                             ეთნიკური წმენდა

                                                  
               2008 წლის ომის ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილ ქართველთა ბანაკი წეროვანში
 ეთნორელიგიური ჯგუფების იძულებითი გადაადგილება გარკვეული ტერიტორიებიდან, იმ განზრახვით, რომ ეს ტერიტორია გახდეს ეთნიკურად ან რელიგიურად ჰომოგენური. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებანი შეიძლება იყოს გამოყენებული – იძულებითი და მასობრივი დეპორტაციები, გადასახლება, მოსახლეობის დაშინება, აუტანელი პირობების შექმნა ან მასობრივი მკვლელობებიც.
ეთნიკურ წმენდას, როგორც წესი, თან ახლავს სამიზნე ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და მათი იქ ყოფნის დამადასტურებელი ნიშნების მოსპობაც – მათი სასაფლაოების, სამლოცველოებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილას სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებული ადამიანების დასახლებატერმინი წარმოდგება სერბ-ხორ. etničko čišćenje/етничко чишћење-ს კალკიდან, რომელიც პირველად იუგოსლავიის ომების მიმდინარეობისას გამოიყენეს. ამ ფრაზას ისინი დაახლოებით იგივე მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რასაც ნაცისტები ფრაზას – საბოლოო გადაწყვეტა. მოგვიანებით ამ ტერმინმა შეაღწია აკადემიურ წრეებში დღევანდელი მნიშვნელობით.
იუგოსლავიის არმიის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებდა დაკავებული რაიონის გაწმენდას "საეჭვო" ეთნოსისგან, სავარაუდო პარტიზანული მოძრაობის თავიდან ასაცილებლად. ამ მოქმედებას ეწოდებოდა რაიონის გაწმენდა (სერბ-ხორ. čišćenje terena/чишћење терена), საიდანაც უნდა წარმოდგებოდეს ეს ტერმინი, თუმცა ტერმინს ამ დატვირთვით პირველად სერბი ფილოლოგი და პოეტი ვუკ კარაჯიჩი იყენებს. იგი წერს, რომ 1806 წელს ბელგრადის აღებისას "იგი თურქებისგან გაიწმინდა".
. მსგავსი დოქტრინა არსებობდა საბჭოთა კავშირშიც, სადაც არაკეთილსაიმედო ეთნოსების სასაზღვრო რაიონებისგან გადასახლებას "საზღვრების წმენდა" (რუს. очистка границ) ეწოდებოდა. პრაქტიკაში ეს უკრაინისა და ბელორუსიის სსრ-ების დასავლეთით, 22 კმ-იან სასაზღვრო ზოლში მცხოვრები პოლონელების მიმართ განხორციელდა. ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი რიგი არაკეთილსაიმედო ეთნოსები გადაასახლეს შუა აზიასა და ციმბირში.
იგივე ტერმინოლოგიას აქტიურად იყენებდნენ ამავე პერიოდში უსტაშები და ჩეტნიკები, რომლებსაც ეთნიკურად ჰომოგენური ხორვატიისა და სერბეთის ნახვა 
აძარცვული ხორვატული სახლი ბოსანსკი ბროდშისერბული ნაციონალისტურილოზუნგებითა და სიმბოლიკით


სურდათ. ხოლო ებრაელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ, ნაცისტები ამ ადგილებს "ებრაელებისგან თავისუფალს" (გერმ. Judenfrei) ან "ებრაელებისგან გაწმენდილს" (გერმ. Judenrein) უწოდებდნენმიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის არსებობს შემდეგი განსხვავება – გენოციდის განზრახვა არის სამიზნე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრების ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნიკური წმენდისას ხოცვას იმ მიზნით მიმართავენ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრები აიძულონ დატოვონ სასურველი ტერიტორია. ამგვარად ეთნიკური წმენდისას, როდესაც სამიზნე ჯგუფი იწყებს ტერიტორიის დატოვებას, მათ მიმართ ძალადობა ნელ–ნელა იკლებს, ხოლო გენოციდის დროს მასობრივი ხოცვა გრძელდება იმის მიუხედავად, სამიზნე ჯგუფის წევრები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას თუ არა.ამგვარად, ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ორი სხვადასხვა ტერმინია, თუმცა ურთიერთდაკავშირებული – პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეთნიკური წმენდა ხშირად გენოციდის ფორმებს იღებს, რადგან ადამიანების მკვლელობა მათი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის თავიდან მოშორების მიზნით ხდება.ზოგიერთი მკვლევარი გენოციდს "სისხლიან ეთნიკურ წმენდას" უწოდებს.
იხ. ვიდეო


მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს ჩადენილი დანაშაულები ერთმანეთის მსგავსია, მათ შორის არსებობს შემდეგი განსხვავება – გენოციდის განზრახვა არის სამიზნე ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრების ფიზიკური განადგურება, ხოლო ეთნიკური წმენდისას ხოცვას იმ მიზნით მიმართავენ, რომ სამიზნე ჯგუფის წევრები აიძულონ დატოვონ სასურველი ტერიტორია. ამგვარად ეთნიკური წმენდისას, როდესაც სამიზნე ჯგუფი იწყებს ტერიტორიის დატოვებას, მათ მიმართ ძალადობა ნელ–ნელა იკლებს, ხოლო გენოციდის დროს მასობრივი ხოცვა გრძელდება იმის მიუხედავად, სამიზნე ჯგუფის წევრები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას თუ არა. ამგვარად, ეთნიკური წმენდა და გენოციდი, ორი სხვადასხვა ტერმინია, თუმცა ურთიერთდაკავშირებული – პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ეთნიკური წმენდა ხშირად გენოციდის ფორმებს იღებს, რადგან ადამიანების მკვლელობა მათი ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის თავიდან მოშორების მიზნით ხდება.ზოგიერთი მკვლევარი გენოციდს "სისხლიან ეთნიკურ წმენდას" უწოდებს.ეთნიკური წმენდის მიზანია გარკვეული ტერიტორიების ეთნორელიგიური ჰომოგენობა. მისი ინიციატორი მხარე ხედავს შესაძლო რისკს გარკვეული ეთნორელიგიური ჯგუფის მხრიდან, ან იყენებს მათ როგორც განტევების ვაცს თავისი წარუმატებლობების გადასაფარავად, შემდეგ კი მასობრივი პროპაგანდის საშუალებით იწვევს დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლებში გაუცხოებას, უნდობლობასა და ეჭვს სამიზნე ჯგუფის მიმართ, სამიზნე ჯგუფი მარგინალიზებული და დემონიზებულია, მათ ბრალდებათ ეკონომიკური და პოლიტიკური წარუმატებლობა. შემდეგი ნაბიჯი უკვე რეგულარული ან ირეგულარული ფორმირებების მიერ მათი განდევნაა სასურველი ტერიტორიიდან სტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს ეთნიკურად ან რელიგიურად მოტივირებული ძალადობისა, რომლებიც სამიზნე ჯგუფის გარკვეული ტერიტორიიდან გაძევებას ისახავდა მიზნად. ზოგიერთ მათგანს გენოციდსაც უწოდებენ, თუმცა მათი მიზანი არა სამიზნე ეთნორელიგიური ჯგუფის ფიზიკური მოსპობა, არამედ ეთნიკური წმენდის ტერმინის განმარტების შესაბამისად, მათი სასურველი ტერიტორიიდან გაძევება წარმოადგენდა.

ჩრდილოკავკასიელი მუჰაჯირები

გერმანელები წვავენ სერბულ სოფელს კოსოვოში

ქართველი ლტოლვილები აფხაზეთიდან

Комментариев нет:

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...