пятница, 11 января 2019 г.

მწერიჭამია მცენარეები

     

                    მწერიჭამია მცენარეები


                                                   Meal worm in venus fly trap.jpg
 მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები, რომლებიც მწერებს (იშვიათად სხვა პატარა ცხოველებს) დამატებით (უფრო აზოტოვან) საკვებად იყენებენ. გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე. ცნობილია 500-მდე სახეობა, რომელიც თავმოყრილია 6 სხვადასხვა ოჯახში. საქართველოში გვხვდება 4 გვარის 
იხ. ვიდეო


(დროზერაალდროვანდაბუშტოსანა და ცხიმურა) 7 სახეობა. იზრდებიან მტკნარ წყალსაცავებში, დაჭაობებულ, აზოტოვანი შენაერთებით და ნაწილობრივ მინერალური მარილებით ღარიბ ნიადაგზე. აზოტის, აგრეთვე ფოსფორისკალიუმისა და სხვა ნაკლებობას ინაზღაურებენ იმ მწერების ხარჯზე, რომლებსაც ისინი იჭერენ სპეციალური დამჭერი ორგანოებით — მეტამორფოზული ფოთლებით. ასეთი ფოთლის ზედაპირი დაფარულია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა (პეფსინის ტიპის) და ორგანული მჟავების (ჭიანჭველმჟავა, ბენზომჟავა და სხვა) გამომყოფი ჯირკვლებით. ფერმენტები ცხოველის ცილებს შლიან უფრო მარტივ შენაერთებად, რომლებსაც ადვილად ითვისებს მცენარე. მწერიჭამია მცენარეები ცხოველური საკვების გარეშეც ნორმალურად ვითარდებიან, თუმცა დამატებითი კვება უფრო აჩქარებს მათ ყვავილობას და ნაყოფმსხმოიარობას. მწერიჭამია მცენარეები (მაგ., დროზერა) მწერს იზიდავს და იჭერს ფოთლის წებოვანი სითხით, ზოგს კი (ნეპენტესი, ბუშტოსანა) საამისოდ აქვს დამჭერი აპარატი — თავისებური ქილა ან მახე მწერიჭამია მცენარეები ცნობილი გახდა XVIII ს. ყველაზე პირველი ზუსტი ბოტანიკრი აღწერა ვენერას ბუზიჭერია აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა ჯონ ელისი წერილში კარლ ლინეის თან 1769წ წერილლში ელისმა იავარაუდა, რომ დაჭეწრილი მწერი უზრუნველყოფს საჭმელს მცენარესთვის.
1782წ გერმანელმა ექიმმა ა. ვ. როტი აღწერა თავისებური მოძრაობა, შესრულებული ფოთლების მცენარის დაჭერისთვის მცერებისთვის და განავითარა აზრი ელისა დაჭერა უხერხემლოების წარმოდგენს კვების  წყაროს ასეთი მცენარეებისთვის. იხ. ვიდეო



ვენერას ბუზიჭერია
Venus Flytrap showing trigger hairs.jpg

ვენერას ბუზიჭერია

 (Dionaea muscipula) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5—10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება.
ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე — ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტისფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს
იხ. ვიდეო

                                              რეკლამა

იხ. ბმულზე . . . ➨➨➨

Комментариев нет:

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...