Translate

четверг, 31 января 2019 г.

Microsoft Windows

                          Microsoft Windows

                                                               
Windows 3.0, გამოვიდა 1990 წელს



          
Microsoft Windows



Windows 10 (Fall Creators Update, ვერსია 1709), მოქმედებათა ცენტრი და დაწყების მენიუ
შემქმნელიMicrosoft
წყაროს მოდელიდახურული წყარო / გაზიარებული
პირველად გამოვიდანოემბერი 20, 1985; 33 წლის წინ, როგორც Windows 1.0
უკანასკნელი გამოშვება1803 (10.0.17133) (მარტი 22, 2018; 10 თვის წინ) [±]
უახლესი ნიმუშიRS4 (10.0.17040) (ნოემბერი 16, 2017; 14 თვის წინ) [±]
მარკეტინგული სამიზნეპერსონალური კომპიუტერები
ხელმისაწვდომი ენები137 ენა[2] ენა
პაკეტების მენეჯერიWindows Installer (.msi), Windows Store (.appx)
მხარდაჭერილი პლატფორმებიARMIA-32Itaniumx86-64DEC AlphaMIPSPowerPC
ბირთვის ტიპი
  • Windows NT-ის ოჯახი: ჰიბრიდული
  • Windows CE: ჰიბრიდული
  • Windows 9x და უფრო ადრეული: მონოლითური (MS-DOS)
მომხმარებლის გრაფიკული გარემოWindows-ის გარსი
ლიცენზიადაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა
ოფიციალური საიტიw
 ან უბრალოდ Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft. იხ. ვიდეო ვინდოუსის დაყენება
MS Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემის სახეობას. მისი ზოგადი კონცეფცია მდგომარეობს მაქსიმალურ უნიფიცირებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ახალი პროგრამების გარჩევისას საჭირო არ არის ტექნიკისა და მართვის ხერხების ხელახალი ათვისება. Windows-დან ნებისმიერი პროგრამის გაშვებისას მუშაობა წარმოებს მსგავსი წესებით და ყველა პროგრამას აქვს იდენტური გაფომრბა. Windows-ში შესაძლებელია მონაცემების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ოპერაცია სრულდება მეხსიების გაცვლის ბუფერის (Clipboard) საშუალებით, რომელიც საერთოა როგორც თვით Windows-თვის, ასევე მასში გაშვებული ყველა პროგრამისათვის.
იხ. ვიდეო

Windows-ის ეკრანი შეიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს. სამუშაო მაგიდა (Desktop) — არე რომელსაც უკავია მთელი ეკრანი. მასზე გამოსახულია სტანდარტული და ხშირად გამოსაყენებელი პროგრამების ნიშნები, მაგალითად:
  • ჩემი კომპიუტერი (My computer) შეიცავს ფანჯარას, რომელშიც მოთავსებულია კომპიუტერის შემცველობა: მართვის პანელი, დისკები, პრინტერები...
  • კალათა (Ricycle Bin) ანუ ელექტრონული სანაგვე ყუთი, რომელშიც დროებით თავსდება წაშლილი ფაილები, საქარალდეები და სხვა რამ, მათი საბოლოოდ განადგურებამდე.
  • იარლიყები (Shortcut) კომპიუტერში დაინსტალირებული სხვადასხვა პროგრამებისა.
  • დავალებათა პანელი (Taskbar) უკავია ეკრანის ქვედა ზოლი. მასზე მდებარეობს მთავარი მენიუს გამოსაძახებელი ღილაკი — დაწყება (Start), პროგრამების სწრაფი გაშვების არე, სადაც გამოისახება სისტემური საათის და კალენდრის მაჩვენებელი და ზოგიერთი ინდიკატორი (პრინტერის, ენის შრიფტების). დავალებათა პანელზე ჩნდება აგრეთვე ყოველი გაშვებული პროგრამის ნიშანი. პროგრამებს შორის გადასვლა ხდება შესაბამის ღილაკზე დაჭერით. პროგრამის დახურვისას მისი ღილაკი ქრება პანელიდან.
Windows-ში სამუშაოდ გამოიყენება ძირითადად როგორც მაუსი, ასევე კლავიატურაც. ყოველი მაუსის მოქმედება შესაძლებელია შესრულდეს ასევე კლავიატურის საშუალებითაც. მაგალითად რომელიმე პროგრამის გამორთვა მაუსის ერთხელ X ღილაკზე დაკლიკებით, ხოლო კლავიატურით კი კლავიშები Alt+F4-ით სრულდება. პროგრამის ჩართვა პროგრამის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაკლიკებით ან კლავიატურაზე Enter-ის დაჭერით ხდება.

ალტერნატიული იმპლემენტაციები

ოპერაციული სისტემის პოპულარობის გამო, გამოვიდა მრავალი აპლიკაცია, რომელთა მიზანია Windows-ის აპლიკაციებთან თავსებადობის უზრუნველყოფა, როგორც სხვა ოპერაციული სისტემის თავსებადობის ფენის , ასევე დამოუკიდებელი სისტემის სახით, რომელსაც შეუძლია Windows-ისთვის დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფის გაშვება. ესენია:

  • WineWindows API- ის უფასო და ღია კოდის იმპლემენტაცია , რომელიც საშუალებას გაძლევთ გაუშვათ მრავალი Windows აპლიკაცია x86-ზე დაფუძნებულ პლატფორმებზე, მათ შორის UNIX-ზე , Linux-სა და macOS-ზე . Wine-ის დეველოპერები მას „თავსებადობის ფენას“ უწოდებენ  და Windows-ის სტილის API-ებს იყენებენ Windows-ის გარემოს იმიტაციისთვის.
    • CrossOver – Wine-ის პაკეტი ლიცენზირებული შრიფტებით. მისი დეველოპერები Wine-ის რეგულარული ავტორები არიან.
    • Proton – Valve-ის Wine-ის ფორკი, რომელიც განკუთვნილია Windows-ის თამაშების Linux-სა და სხვა Unix-ზე დაფუძნებულ ოპერაციულ სისტემებზე გასაშვებად.
  • ReactOS – ღია კოდის ოპერაციული სისტემა, რომელიც განკუთვნილია Windows-ის იგივე პროგრამული უზრუნველყოფის გასაშვებად, თავდაპირველად შექმნილი Windows NT 4.0-ის სიმულაციისთვის, მოგვიანებით კი მიზნად ისახავდა Windows 7-თან თავსებადობას. ის შემუშავების ეტაპზეა 1996 წლიდან.
  • Freedows OS  – ღია კოდის მცდელობა x86 პლატფორმებისთვის Windows-ის კლონის შესაქმნელად, რომლის გამოშვებაც GNU-ს ზოგადი საჯარო ლიცენზიით იყო განკუთვნილი . 1996 წელს რის კ. სელინის მიერ დაწყებული პროექტი არასდროს დასრულებულა და მხოლოდ დიზაინის განხილვის ეტაპზე გადავიდა, რომელიც არაერთ ახალ კონცეფციას მოიცავდა, სანამ 2002 წელს არ შეჩერდა.
 იხ.ვიდეო

რეკლამა  -  მომზადება ვოკალში -  პროფესიონალი მომღერალი ოპერის სოლისტი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით, სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64

ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949


Комментариев нет:

რომაული სამხედრო პირადი აღჭურვილობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   რომაული სამხედრო პირადი აღჭურვილობა                                                  ...