(ბერძნ.Κωνσταντινούπολις) — თანამედროვე სტამბოლის (თურქეთი) სახელი საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ის ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იყო (ქალაქის ძველი ბერძნული სახელი იყო ბიზანტიუმი). კონსტანტინოპოლი სტრატეგიულად მდებარეობდა ოქროს რქისა და მარმარილოს ზღვის უბეში, იმ ადგილას სადაც ევროპააზიას ხვდება. მან წარმატებულად გაართვა თავი ძველი რომის გადმოცემულ მემკვიდრეობას და უდიდესი და უმდიდრესი ქალაქი იყო ევროპაში მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, რის გამოც მას „ქალაქთა დედოფალი“ შეარქვეს. იხ. ვიდეო
ბიზანტიონის ხელსაყრელმა მდებარეობამ ორი კონტინენტის შესაყარზე და მთავარ საზღვაო მაგისტრალზე შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის, ხელი შეუწყო მის აყვავებულ ქალაქად გადაქცევას. მისი ასეთი მდებარეობის გამო ის ხშირად ყოფილა მაშინდელი დიდი იმპერიების ქიშპობის საგანი და ბევრჯერაც დაურბევიათ. რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ მისი როლი რამდენადმე დააკნინა.
კონსტანტინე დიდმა, ძველი ბერძნული პოლისის ბიზანტიონის ადგილზე, ახალი ქალაქი დააარსა და რომის იმპერატორის ტახტი 330 წელს იქ გადაიტანა. იმპერიის ახალი დედაქალაქი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი გახდა. ბოსფორის პირას, ევროპისა და აზიის გასაყარზე დაარსებული „ახალი რომი“ იყო ბუნებრივი დამაკავშირებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურისა. ახალ დედაქალაქს მოგვიანებით მისი დამაარსებლის პატივსაცემად კონსტანტინოპოლი ეწოდა. კონსტანტინოპოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა, როგორც წარმართული რომის საპირისპიროდ დაარსებულ ქრისტიანულ დედაქალაქს. იხ ვიდეო
1453 წლის 29 მაისს, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ცნობილმა და გამოჩენილმა სულთანმა, მეჰმედ II-მ კონსტანტინოპოლის ალყა დაიწყო. სულთან მეჰმედის წინაპრებს არაერთი მცდელობა ჰქონდათ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის აღების, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქს აღარ გაუმართლა და ოსმალებმა მისი აღება მოახერხეს. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვება. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ბიზანტიის იმპერია საბოლოოდ გაქრა რუქიდან, ხოლო ოსმალეთის სასულთნო ოსმალეთის იმპერიად ჩამოყალიბდა. ოსმალებმა უწოდეს მას სახელი „სტამბოლი“ და დედაქალაქად გამოაცხადეს. ის ამ სტატუსს ოსმალეთის დაშლამდე, 1922 წლამდე ინარჩუნებდა და დღესაც არის თურქეთის რესპუბლიკის უდიდესი ქალაქი. იხ. ვიდეო
კონსტატნტინეპოლის დაცემა უცნობი ვენეციელი მხატვრის მიერ XV —დასწყ.. XVI -ში. ჩანს თურქული , ასევე გენუელი , ვენეციელი, ქრისტიანი და ბიზანტიური გემები.ოქროს კარიბჭე და ციხესიმაგრეზე აღიმართება თურქული დროშები, ქალაქზე — კვამალის კუბები.
იხ. ვიდეო
საერთაშორისო სტატუსი
კონსტანტინოპოლის მონუმენტური ცენტრი
ქალაქი ძველი რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების დაცვას წარმოადგენდა მე-5 საუკუნეში ბარბაროსების შემოსევებისგან. თეოდოსიუს II- ის მიერ აშენებული 18 მეტრის (59 ფუტი) სიმაღლის კედლები, არსებითად, მიუღწეველი იყო დუნაის სამხრეთიდან მომავალი ბარბაროსებისთვის , რომლებიც დასავლეთში უფრო მარტივ სამიზნეებს პოულობდნენ, ვიდრე აზიის აღმოსავლეთით მდებარე უფრო მდიდარ პროვინციებს. მე-5 საუკუნიდან ქალაქს ასევე იცავდა ანასტასიის კედელი , 60 კილომეტრიანი (37 მილი) სიგრძის კედლების ჯაჭვი თრაკიის ნახევარკუნძულზე . ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ დახვეწილმა გამაგრებებმა აღმოსავლეთს საშუალება მისცა შედარებით შეუფერხებლად განვითარებულიყო, სანამ ძველი რომი და დასავლეთი დაინგრა.
მომზადება ვოკალში - პროფესიონალი მომღერალი ოპერის სოლისტი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით, სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77, 5977 872 64 ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი, თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება, აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949
Комментариев нет:
Отправить комментарий