четверг, 24 января 2019 г.

ბასიანის ბრძოლა

                           ბასიანის ბრძოლა

                                                        ÐšÐ°Ñ€Ñ‚инки по запросу ბასიანის ბრძოლა
ბასიანის ბრძოლა
ქართულ-სელჯუკური ომების ნაწილი
თარიღი27 ივლისი1202
მდებარეობაბასიანი (ახლანდელი ერზრუმითურქეთი)
შედეგისაქართველოს გამარჯვება
მხარეები
Flag of Sultanate of Rum.svg რუმის სასულთნო
Abbasids786-809.png აბასიანთა სახალიფო
Flag of Ayyubid Dynasty.svg აიუბიდები
Coin of Mu'izz al-Din Muhammad in Delhi, India.jpg ღურიდები
ილდეღიზიდები
QueenTamarFlag.svg საქართველო
მეთაურები
რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰიდავით სოსლანი
ზაქარია II მხარგრძელი
შალვა ახალციხელი
ძალები
დაახ. 400,000დაახ. 65,000
საქართველოს სამეფო ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბასიანში (ახლა თურქეთის ტერიტორია), ქალაქ არზრუმიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კმ-ზე.
1195 წელს შამქორის ბრძოლაში აღმოსავლეთ თურქ-სელჩუკთა კოალიციაზე გამარჯვების შემდეგ საქართველო წამყვანი პოლიტიკური ძალა გახდა წინა აზიაში. იგი ესრწაფებოდა საზღვრების გაფართოებას და სელჩუკთა საბოლოო უკუგდებას. რუმის სულთანმა რუქნადინმა მიზნად დაისახა შავიზღვისპირეთის ხელში ჩაგდება და აღმოსავლეთში გაბატონება. მან ერზინკის, აბულისტანის, ბორიტის, არზრუმისა და შამის (სირია) მფლობელებთან ერთად დაახლოებით 400 ათ. ჯარით საქართველოზე გამოილაშქრა. ბოლისტეკს (ჰასანყალა) მოსულმა რუქნადინმა თამარ მეფეს მოციქულის პირით დამორჩილება მოსთხოვა. დროის მოგების მიზნით ქართველებმა სულთნის მოციქულს პასუხი დაუყოვნეს, სასწრაფოდ ჯავახეთში ლაშქარი შეჰყარეს (დაახლოებით 90 ათასი კაცი). დავით სოსლანის რჩევით, გადაწყვიტეს მტერს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს
იხ.ვიდეო

სულთნის ლაშქარს ბასიანში ბუნებრივი სიმაგრეებით დაცული პოზიცია ეკავა, ამიტომ ქართველებმა ხერხს მიმართეს: ღამით ჩუმად მტრის ბანაკს მიადგნენ და ჯარები საბრძოლველად დააწყვეს. მარჯვენა ფრთაზე „აფხაზნი და იმერელნი“ იდგნენ, მარცხენაზე — „ამერელნი და ჰერნ-კახნი“, ცენტრში — 30-40 ათასიანი რაზმი შალვა და ივანე ახალციხელებისა და „სხვათა თორელთა“. წინამებრძოლთა რაზმს სათავეში ედგა ზაქარია მხარგრძელი. ბრძოლის საერთო მეთაური იყო დავით სოსლანი.
ქართველებმა იერიშის წინ მტრის მოციქული გაათავისუფლეს და სანამ იგი რუქნადინთან დაბრუნდებოდა, ქართველთა მეწინავენი განთიადისას მტრის ბანაკში შეიჭრნენ. მოულოდნელმა თავდასხმამ სელჩუკთა ლაშქარში არეულობა გამოიწვია. რუქნ ად-დინმა შეძლო უკუქცეულთა შეჩერება, საბრძოლველად დაწყობა და შეტევაზე გადასვლა. ხელჩართულ ბრძოლაში ორივე მხარეს დიდი ზარალი მოსდიოდა. მთიანი ოღროჩოღრო ბრძოლის ველი ცხენოსანთა მოქმედებას ზღუდავდა, ამიტომ ქართველები ჩამოქვეითდნენ და ისე იგერიებდნენ იერიშებს. მტერმა ბრძოლაში ახალი ძალები ჩააბა. ქართველთა მეწინავეებმა მათი შეკავება ვეღარ შეძლეს. რუქნადინს ბრძოლა მოგებული ეგონა, მაგრამ ქართველებმა ჩასაფრებული მთავარი ძალები აამოქმედეს. ჯერ დავით სოსლანმა მარცხენა მხრიდან შეუტია, როდესაც რუქნადინმა თავისი ძალები მის წინააღმდეგ გადაისროლა, მარჯვენა ფრთიდან ამერთა და ჰერეთ-კახეთის რაზმები გადავიდნენ შეტევაზე. თურქებმა ვერ გაუძლეს ორმხრივ იერიშს და „ზარგახდილნი“ (თავზარდაცემულნი) უკუიქცნენ.
იხ.ვიდეო თამარ მეფის პასუხი რუქნადის

ქართველებმა მტერს დაღამებამდე სდიეს, ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. დაჭრილი რუქნადინი ბრძოლის ველიდან არზრუმს გაიქცა. ბასიანის ბრძოლამ კიდევ უფრო გაამტკიცა საქართველოს ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში.
იხ.ვიდეო

                                      ბასიანი

                                                         
                                                      ბასიანი წითლადაა მონიშნული ვახუშტის რუკაზე
პროვინცია ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიული მესხეთის ნაწილი, მდინარე არაქსის სათავეების რაიონში (თურქეთის ტერიტორია). სახელწოდებას უკავშირებენ ფასიანების (ფაზიანების) კოლხურ ტომს. სომხეთის სამეფოს წარმოქმნისა და მისი გაფართოების შედეგად (ძვ. წ. II ს.) ბასიანი მის ფარგლებში მოექცა. უფრო გვიან იგი შეადგენდა არარატის სამეფოს ერთ-ერთ გავარს (პროვინციას). 384 წელს რომსა და ირანს შორის ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური გავლენის სფეროების განაწილების შედეგად ირანის საზღვრებში მოექცა. VII-VIII საუკუნეებში ბასიანი არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში შევიდა. არაბთა მფლობელობის დასუსტებისა და ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერების პერიოდში ბასიანი საცილობელი გახდა ბიზანტიისა და "ქართველთა სამეფოს" შორის. მალე "ქართველთა სამეფო" მთლიანად დაეუფლა ბასიანს. X საუკუნის I ნახევარში საზღვარი ბიზანტიასა და "ქართველთა სამეფოს" შორის მდინარე არაქსზე დაიდო და ბასიანის ჩრდილოეთი ნაწილი ქართველ ბაგრატიონთა მფლობელობაში დარჩა. 1001 წელს დავით კურაპალატის მემკვიდეობის გამო ბიზანტიასთან კონფლიქტის შედეგად იმიერ-ტაო და ბასიანი მთლიანად ბიზანტიელთა მფლობელობაში გადავიდა. ქართველები დაჟინებით ცდილობდნენ ბასიანის დაბრუნებას ბიზანტიელთაგან, შემდეგ თურქ-სელჩუკთაგან. XII საუკუნიდან ბასიანი კვლავ ფეოდალური საქართველოს მონარქიის ფარგლებში შედიოდა. 1203 წელს ბასიანში ქართველთა ლაშქარმა სძლია თურქ-სელჩუკებს. 1545 წელს ბასიანი ოსმალებმა მიიტაცეს. XVII საუკუნიდან იგი არზრუმის ვილაიეთის ერთ-ერთი სანჯაყია

                       რუმის სასულთნო

                                                                    
რუმის სასულთნო
سلجوقیان روم

სასულთნო
 Buyuk selcuklu devleti.gif1077 — 1307Fictitious Ottoman flag 1.svg 
Seljuk Sultanate of Rum 1190 Locator Map.svg
დედაქალაქინიკეა (1077-1097)
კონია (1097-1307)
ენასპარსული (ოფიციალური)
ოსმალური (სალაპარაკო)
მმართველობის ფორმააბსოლუტური მონარქია
დინასტიასელჩუკები
ფეოდალური სახელმწიფო მცირე აზიაში, რომელიც არსებობდა 1077-1307 წლებში.
შეიქმნა თურქ-სელჩუკთა მიერ ანატოლიის დაპყრობის შემდეგ XI—XIII საუკუნეებში1090 წლისთვის რუმის სასულთნომ მოახერხა დაეპყრო იმ დროისთვის ანატოლიაში არსებული ყველა ბიზანტიური ქალაქი და მისი საზღვრები დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებთან გავიდა. სასულთნოს დედაქალაქი თავდაპირველად ნიკეა იყო, შემდეგ კი კონიაში გადაიტანეს, ამიტომაც ზოგიერთ წყაროში მოხსენიებულია, როგორც კონიის სასულთნო1243 წელს რუმი ქოსე-დაღის ბრძოლაში მონღოლებთან დამარცხდა და მათი ვასალი გახდა. რუმის ტერიტორიაზე XIV საუკუნეში ოსმალეთის იმპერია დაარსდა.


Комментариев нет:

ხიზილალა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                               ხიზილალა ხიზილალის შვიდი სახეობა ხიზილალა  —  თევზის   ქვ...