понедельник, 28 сентября 2020 г.

კუჭი

                                    კუჭი

         

(1) კუჭის ფსკერი, (2) უფრო დიდი გამრუდება, (3) სხეული, (4) კუჭის ქვედა ბოძი, (5) პილორიული (პილორიული) ნაწილი, (6) პილორული გახსნა, (7) კუთხოვანი ნაკვეთი, (8) ნაკლები გამრუდება , (9) ლორწოვანი გარსის ნაკეცები, (D) თორმეტგოჯა ნაწლავი, (E) საყლაპავი

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეტ-ნაკლებად გაფართოებული ნაწილი, რომელშიც ხდება საკვების ქიმიური და მექანიკური გადამუშავება. ბევრი ცხოველის კუჭი მხოლოდ ნაწლავის მეტ-ნაკლებად გაფართოებული უბანია (უხერხემლოთა მრავალი ჯგუფი, ხერხემლიანთაგან მრგვალპირიანებითევზების მრავალი ფორმა). ხერხემლიანთა კუჭი წინა ნაწლავის გაფართოებული ნაწილია. უფრო ხშირად იგი მოდრეკილია და დიდი და მცირე სიმრუდე აქვს. კუჭის კედელი შიგნიდან ამოფენილია ერთშრიანი ენტოდერმული ეპითელიუმით, რომელიც მილაკოვან ჯირკვლებს ქმნის. ეს ჯირკვლები წარმოქმნიან კუჭის წვენს და ლორწოს. ხშირად კუჭის სულ წინა, ე. წ. საყლაპავისეული ნაწილი ძლიერაა განვითარებული (ასეთია მაგ., ზოგი მცოხნელის რთული კუჭის წინა 3 განყოფილება — ფაშვი, ბადურა, წიგნარა. ნამდვილი კუჭი აქ მარტო მაჭიკია). კუჭის მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი კედლის გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შრეები. კუჭისა და ნაწლავის საზღვარზე ირგვლივ ჩამკეტი კუნთია (პილორუსის სპინქტერი). ზოგჯერ (ზოგიერთი მოლუსკი, კიბოები, მწერები, ფრინველები, ზოგი არასრულკბილიანი ძუძუმწოვარი) კუჭის ქიმიურ და მექანიკურ ფუნქციას ასრულებენ მისი განცალკევებული ნაწილები ან სულაც 2 კუჭია განვითარებული (ე. წ ჯირკვლოვანი და კუნთოვანი ან საღეჭი კუჭი). 

იხ. ვიდეო

                          პეპტიკური წყლული

                                                                        

პეპტიკური წყლული მრგვალი ან ოვალური ფორმის იარაა, რომელიც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე კუჭის წვენისა ან საჭმლის მომნელებელი წვენების ზემოქმედებით წარმოიშობა.

  • პეპტიკური წყლული შეიძლება განვითარდეს ჰელიკობაქტერიით ინფიცირების შედეგად ან იმ პრეპარატების მიღების შემდეგ, რომლებიც ასუსტებენ კუჭის და თორმეტგოჯას ლორწოვანს
  • წყლულით გამოწვეული დისკომფორტი პერიოდულად ჩნდება და ქრება
  • დიაგნოზი ეფუძნება პაციენტის ჩივილებს კუჭის ტკივილზე და კუჭის ზონდით გამოკვლევის (ენდოსკოპია) შედეგებს
  • ანტაციდები და სხვა წამლები ინიშნება კუჭის მჟავიანობის დასაქვეითებლად, ხოლო ანტიბიოტიკები - ჰელიკობაქტერიის ელიმინაციისთვის.

წყლული პენეტრირდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენ გარსში. გასტრიტი შესაძლოა გადაიზარდოს წყლულში.

წყლულის დასახელება ასახავს მის ანატომიურ ლოკალიზაციას, ან იმ გარემოებას, რომლის შედეგადაც ის განვითარდა. თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რომელიც პეპტიკური წყლულის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თორმეტგოჯას დასაწყისში, პირველ რამდენიმე სანტიმეტრზე გვხვდება. კუჭის წყლული, რომელიც ნაკლებად ხშირია, ძირითადად ლოკალიზებულია კუჭის ზედა სიმრუდეზე. მოსაზღვრე წყლულები ვითარდება კუჭის ნაწილის ქირურგიული მოცილებისას იმ ადგილზე, სადაც დარჩენილი ნაწილი ნაწლავს უერთდება. სტრესით გამოწვეული წყლული, მწვავე სტრესული გასტრიტის მსგავსად, გვხვდება მძიმე დაავადებით, კანის დამწვრობით ან ტრავმით გამოწვეული სტრესის შემდეგ. სტრესული წყლულები აღმოცენდება ხოლმე კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში. წყლული ვითარდება კუჭის ან თორმეტგოჯას ამომფენი გარსის ნორმალური დაცვითი და აღდგენითი მექანიზმების შესუსტებისას, რის გამოც ის უფრო ადვილად ზიანდება კუჭის წვენით.

პეპტიკური წყლულის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია კუჭის დაინფიცირება ჰელიკობაქტერიით და ზოგიერთი წამლის გამოყენება.

ჰელიკობაქტერიის სამკურნალოდ თანამედროვე მეთოდების გამოყენებამდე ეს ბაქტერია თორმეტგოჯას წყლულის დროს გვხვდება პაციენტების 90%-ში, კუჭის წყლულის დროს - 75%-ში. ამჟამად სიხშირის მაჩვენებელი უფრო დაბალია, დაახლოებით 50-დან 75%-მდე.

მრავალი პრეპარატი, განსაკუთრებით ასპირინი, სხვა არასტერიოდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და კორტიკოსტეროიდები აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და ხელს უწყობს წყლულის განვითარებას. ამავე დროს, აასს-ის და კორტიკოსტეროიდების მიღებისას ადამიანების უმრავლესობას პეპტიკური წყლული არ ემართება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტის რჩევით, პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებმა უმჯობესია გამოიყენონ აასს-ს ერთ-ერთი სახეობა - კოქსიბი (COX-2 ინჰიბიტორი), ვიდრე სხვა რომელიმე ძველი ტიპის აასს, რადგან კოქსიბების მიღებისას კუჭის დაზიანების ალბათობა ნაკლებია. კვლევებით დადასტურებულია, რომ კოქსიბების ხანგრძლივი გამოყენება ზრდის გულის შეტევის და ინსულტის რისკს, ამიტომ მათი ხმარებისას სიფრთხილეა საჭირო. ამ გარემოების გათვალისწინებით იმ პაციენტებს, რომელთა პეპტიკური წყლულის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ექიმები ხშირად უნიშნავენ აასს-ს ძლიერ სიმჟავის დამრთგუნველ პრეპარატთან (როგორიცაა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) ერთად.

იხ. ვიდეო



მწეველებს უფრო ხშირად უვითარდებათ და უფრო ნელა უხორცდებათ პეპტიკური წყლული, ვიდრე არამწეველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურ სტრესს შეუძლია გაზარდოს მჟავას წარმოქმნა, ის არ ითვლება პეპტიკური წყლულის წარმოშობის მიზეზად.

პეპტიკური წყლულის იშვიათი მიზეზია ისეთი სიმსივნე, რომელიც იწვევს კუჭის მჟავას ჭარბ პროდუქციას (ზოლინგერ-ელისონის სინდრომი). სიმსივნური და არასიმსივნური წარმოშობის წყლულის სიმპტომები ერთმანეთის მსგავსია, თუმცა სიმსივნური წყლული არ რეაგირებს არასიმსივნურ წყლულის სამკურნალოდ რეკომენდებულ მკურნალობაზე.ტიპური წყლული მიდრეკილია შეხორცებისა და ხელახალი განვითარებისკენ. ამდენად, ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დღეების ან კვირების განმავლობაში, შემდგომ შემცირდეს ან გაქრეს. სიმპტომები განსხვავებულია წყლულის ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით. მაგალითად, ბავშვებს და ხანდაზმულ პირებს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეთ სიმპტომები. ასეთ შემთხვევებში წყლულის დიაგნოსტირება მხოლოდ გართულებების განვითარების შემდეგ არის შესაძლებელი.

თორმეტგოჯას წყლულის მქონე პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აქვს ტიპური სიმპტომები, სახელდობრ: ღრღნის, წვის, ტკივილის, სიცარიელის შერძნება და შიმშილის გრძნობა. ტკივილი მუდმივია, მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის, ლოკალიზებულია უშუალოდ მკერდის ძვლის ქვემოთ. თორმეტგოჯას წყლულის დროს ტკივილი გაღვიძებისას ხშირად არ არის გამოხატული, იწყება მოგვიანებით. რძის ან საკვების, ან ანტაციდების მიღება ტკივილს აყუჩებს, მაგრამ, როგორც წესი, 2-3 საათში ის ისევ იჩენს ხოლმე თავს. ხშირია ტკივილი, რომელიც ღამე აღვიძებს ადამიანს. ზოგჯერ ტკივილი ერთი ან რამდენიმე კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან მეტჯერ არის გამოხატული, შემდეგ კი მკურნალობის გარეშე ქრება. დაავადების პირველი ორი წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ხშირია, მოგვიანებით კი არარეგულარულად იჩენს ხოლმე თავს. გამოცდილი პაციენტები ხვდებიან, როდისაა მოსალოდნელი ავადმყოფობის რეციდივი                                                 კუჭის წყლულის პათოგენეზის სქემატური წარმოდგენა: # H. pylori აღწევს მასპინძლის კუჭში ლორწოს ფენაში და ეპითელურ უჯრედებს ედება; # ბაქტერიები ახდენენ შარდოვანას ამიაკად გადაკეთებას, ანეიტრალებენ კუჭის მჟავე გარემოს; # რეპროდუცირება, მიგრაცია და ინფექციური ცენტრის შექმნა; # ლორწოვანი გარსის განადგურების, ეპითელური უჯრედების ანთების და სიკვდილის შედეგად წარმოიქმნება კუჭის წყლული

დოქტორი 

თორმეტგოჯას წყლულისგან განსხვავებით, კუჭის, ოპერირებული კუჭის დარჩენილი ნაწილის ნაწლავთან მიერთების ადგილზე ლოკალიზებული და სტრესით გამოწვეული წყლულის სიმპტომები არ არის სტანდარტული. საკვების მიღებამ შეიძლება დროებით შეამსუბუწოს ან, პირიქით, გამოიწვიოს ტკივილი. კუჭის წყლული ზოგჯერ იწვევს ქსოვილების შეშუპებას (ედემა), რომელიც წვრილ ნაწლავშიც ვრცელდება და შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭიდან საკვების გადასვლას. ასეთი დაბრკოლება ხანდახან იწვევს შებერილობას, გულისრევას ან ღებინებას საკვების მიღების შემდეგ.

პეპტიკური წყლულის გართულებებს, როგორიცაა სისხლდენა ან გასკდომა, თან ახლავს სისხლის წნევის დაქვეითებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - თავბრუსხვევა და გულის წასვლა.


ადამიანის კუჭი — რეტორტის ფორმის ღრუ ორგანო. კუჭის 3/4 მარცხენა ფერდქვეშა მოდამოში, 1/4 კი მუცლის ზემო (ეპიგასტრიუმი) მიდამოში მდებარეობს. განარჩევენ კუჭის შემდეგ ნაწილებს: შესავალი (კარდია), ფსკერი (ფუნდუსი), ტანი (კორპუსი) და გასავალი (პილორუსი). კუჭს აქვს წინა და უკანა ზედაპირი; იქ, სადაც ზედაპირები ერთიმეორეში გადადის, წარმოიქმნება კუჭის მცირე და კუჭის დიდი სიმრუდეები. კუჭის შესავალი ხერხემლის მარცხნივ, გულმკერდის მე-11 მალის დონეზე მდებარეობს, გასავალი მარჯვნივ, წელის 1-ლი მალის დონეზეა, კუჭის ძირი შუასაძგიდის მარცხენა გუმბათის ქვეშაა მოთავსებული. მოზრდილი ადამიანის კუჭის სიგრძეა 15-18 სმ, სიგანე 12-14 სმ, მისი კედლის სისქე 3-4 მმ. ახალშობილის კუჭის ტევადობაა 30 კუბ/სმ, მოზრდილისა 2.5-3 ლიტრს აღწევს. კუჭის კედელი 3 გარსისაგან შედგება: ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული. კუჭის ლორწოვანი მორუხო-მოვარდისფროა და საყლაპავის ლორწოვანასაგან მკაფიოდაა გამოყოფილი დაკბილული ხაზით.
კუჭის პერისტალტიკა და მისი დაცლა მონელების დროს

კუჭისა და თორმედგოჯას უხდება - ყოველ შემოდგომა გაზაფხულზეზოგს ეწყება კუწის ტკივი და გულძმარვა. ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე აწიხებდა. მივიდა ექიმთან, დაუდგინეს გასტროიდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება. დაიწყომკურნალობა წამლებიტ, მიაშველა ხახლური მედიცინა. რადენიმე კვირის შემდეგ შვება ვიგძენი მოაგწვდით ამ რეცეპტს.
 თუ კუჭი შეგაწუხატ , მოიმაგარაგეთ მარწყვი, ძახველი, შინდი და ხურტკმელი. აირეთ თანაბრად ჩაყარეთ მომინაქრუბულ ჭურჭელში, მოადუღეთ და ჩას მაგივრად სვით.
კუჭი მაღალი მჟავიანობისას აიღეთ  1 კგ სტაფილო, გახეხეთ და კარგად გაწირეთ წვენი დღეში 2-ჯერ დილას და საღამოს სუფრის კოვზი.
კუჭის დაბალი მჟავიანობისას კარგია მოცვისა და აზალი მარწყვის ნაყენი. აირეტ ორივე კომპონენტი თანაბრად დაასხით ადურებული წყალი და 30 წუთი დააყენეთ მომინანქრინებულ ჭურჭელში, მიირეთ უზმოზე სუფრის კოვზით
მწავვე გასტრიტის  დროს დაკრიფეთ მრავლძარღვა კარგად გავრეცხოთ და გავმშრალოთ. აიღეთ 200გრ , კარგად დავსრისოთ, ჩაყაროთ მომინანქრინებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლ ჭაჭის არაყი და 5 წუთი ადუღეტნელ ცეხლძე,ქურიდან გადმოვდგატ,გაგრილეტ, გაწურეტ  და ჩაასხიტ ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დილით , უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე 1 სთ ადრე.
გახსოვდეტ - სანამ წამალს იღებთ, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.
გავააქტიუროთ ზარმაცი კუჭი - ზარმაცი კუჭის სინდრომის მუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებისგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება ფუნქციური დისპერსიის დროს კუჭი იწყებს ,,ჭირვეულობას;; არ სურს  რიტმულად და გამართულად შეკუმშვა. გადაამუშოს საკვები  და გადაადგილოს წინ. შედეგად კუჭში  გროვდება საკვები, რაც უსიამუვნო შეგრძნებებს იწყებს დისპესიის ძირითადი სიმპტომებია ტკივილი და დისკომფორტი გულის კოვზთან კუჭში სიმძისა და გაადვსების შეგრძნება, შებერილობა, პირღებინება, გულძარმვა.
ეს შეგრძნებები ხშირად ჭამის შემდეგ, ცნდება, როდესაც კუჭნაწლავის ტრაქტი იწყებს მუშაობას და თუ სიმპტომები წლის განმავლობაში დიდხნას გრძელდება. ექიმი კი ვერ ქაღმოაჩენს კუწნაწლავის სერიოზულ დაავდებას. ე.ს. თქვენ გაწუხებთ ზარმაცი კუჭის სინდრომი და საჭიროა,კუჭსა და მთელი ძალითი იმუშაოს დაავადების გამწვავების დროს სასურველია  ჭამოთ ხშირად და პატარა ულუფებად გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და კუჭნაწლავის გამრიზიანებელი   (სანალებლები, სოუზები, შებოლილი ხორცი ან თევზეულის მარინადები და ა.შ.). წამლები უნდა მიიღოთ გამოკვლევების შემდეგ. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. თუ აღმოჩნდა, რომ ნერვული აშლილობა გაქვთ - ნერვების დამამშვიდებელი წამლები ,,ზარმაცი'' კუჭის ,,ასამუშავებლად'' უნდა დაიცვატ რეკომნდაციები:
ხშირად მიიღეთ ბოსტნეული, ბურღულეული,
შეზღუდეთ ცხიმიანი საკვების მიღება (ცხიმის დღეაღუმი ნორმა 30-50გ)
 არ ჭამმოტ მაძღრისად განსაკუთრებიტ ძილის წინ საჭმელი გულდასმით უნდა დაღეჭოთ და ჭამოტ ერთსა და იმავე დროს. საღამოს  ჭამეტ დაძინებამდე 2-3სთით ადრე
სვით ბევრი წყალი, რ-იც ასტიმულირებს პერისტალციას ხელს უშლის შეკრულობას, გამოდევნის ტოქსინებს უჯრედსა და ქსოვილებში გადააქვს საკვები ნივთიერება.
გადაეჩვიეთ მავნე ჩვევებს გახსოვდეტ ნიკოტინსა და ალკოჰოლს შეუძლია დაავადოს ყველაზე მაგარი კუჭიც კი.
მეტი იმოძრავეტ, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ეხმარება კუჭსს გააქტიურებაში.
მოერიდეთ ნერვიულობას, კონფლოტებსა და სტრესულ სიტუაციებს
კვირაში ერთხელ შეზღუდეთ მძიმე საკვების მირება.
 გულისრევის შეგრძნების დროს მაქვს კანკალი, შიში. რით ვუშველო თავს? - ეს არის ორგანიზმის ნერვული სისტემის ბუნებრივი რეაქცია. გულისრევაზე, ღებინების შემდეგ შეგრძნებები თავსთავად იხსნება. უფრო მნიშვნელოვანი სხვა საკითხი - რადენად ხშირად გაწუხებტ გულისრევა, როდის აღმოცენდება ის? თუ გუისრევა და ღებინება ხშირია, ექიმტან უნდა მიბრძანდეთ.
ბოყინი - არის კუჭში დაგროვილი აირბის უეცარი ამოტყორცნა, პირის ღრუდან. ამ მოვლენას თან ახლავს დამახასიათებელი ხმიანობა. მართალია ბოყინი პაციენტები ხშირად სერიოზული დაავადების სიმპტომად მიიჩნევენ, მაგრამ რეალურად ყველაზე ხშირი მიზეზი საჭმლის მომელებელ სისტემაში ჰაერის ნაყლაპია.
 ჰაერის ჩაყლაპვა და შედეგეად ბოყინი ჩვეულებრივი რამ არის სწრაფი ჭამისას და ხმის დროს საჭეჭი რეზინის ღეჭვისას და გაზიანი სასმელების (მათ შორის - გაზიანი სამკურნალო მინერალური წყალების) მირება ყოველთვის იწვევს ბოყინს.
 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბოყინი საჭმლის დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს კუჭში საკვების დიდხანს შეცერებამ და მისმა მისმა მონელების შეფერხებამ. კუჭის გასვალი ნაწილის - პალორუსის ოქსტრუქციამ (დახშობამ). ბოყინი ხშირად არენიშნებათ ორსულებს, რაც ჰორმონალური ცვლილებების გამო საჭმლის მონელების პროცესის შენელებასთან არის დაკავშირებული. ბოყინი  სხვა მდგომარეობის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს. მა შორის არსანიშნავია მჟავის რეფლექსი, საყმაპავი დიაფრაგმული ხვრელის თიაქარის ან კუჭის მჟავის დეფიციტი. ასეთ დროს ბოყინი უშუალოდ კვებასთან არის დაკავშირებული და როგორც წესი ქრონიკულია. ამ დროს აუცილებელია ექიმტან მიკსვლა მიზეზის დასადგენად.

გულძმარვა - აირეთ 5-6 ც უმი კარტოფილი გაგახეთ და გამოადინეთ დაახლოებით 1 ჩ/ჭ წვენი დალიეთ უზმოზე. შედეგ კვლავ საწოლში ჩაწექიტ და ს სთის შემდეგ ისაუზმეთ
 გაიმეორეთ ასე 10 დღ. მომდევნო 10 დღ შეისვენეთ და ტუ კვლავ სეგაწუხატ გაიმეორეთ კურსი.
ეს საშუალება გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის იმ დაავადებების დროს, რ-საც ხანგრძლივი და ძლიერი გულძმარვა იწვევს. ეფექტიანია ზოგიერთი მედიკამანტებით გამოწვეული გულძმარბისას, ორონდ გახსოვდეთ, წვენი უნდა სვათ ძალიან ნელა ისე, რომ პროცედურა 3-4 წთ მაინც გასტანოს.
 აურიეთ ერტმანეთს თანაბარი რაოდენობით თაფლი, შავი ღვინო და ნახევარი წილი ალოეს წვენი ჩაასხით მინის ქილაში. მჭიდროდ მოხუფეთ და დადგით საძინებელში 3 დღ. მიიღეთ 1 ღვინის ჭიქა დღეში 3-ჯერ  ჭამის წინ შეინახეთ ბნელ ადგილას.
 თუ თაფლზე ალერგია გაქვთ შეგიძ₾იათ ეს საშუელბა გამოიყენოთ ახალი კვერცხის ცილის შეურიეთ 1 ჩ/კ შაქრის მტვერი 1 ს/კ ზეითუნის ზეთი უნდა გამოვიდეს სქელი მასა მიიღეთ ყოველ დილას უზმოზე 1 ს/კ 10 დღის განმავლობაში
უსიამუვნო სუნი პირის ღრუში - დაგეხმარებათ პირშუშხას ფესვები გაასუფთავეთ 50-70 გრ და გაატარეთ ხოცსაკეპ მანქანაში მოათავსეთ მინის ქილაში დაასხიტ 200მლგრ არაყი და გააჩერეთ 3 დღ მზა ნაყენი გაწურეთ 3-5 წთ გააზავეთ 250 მლ თბილ ანადუღარ წყალში და გამოივლეტ პიკრის ღრუში.
ქვემოთ ჩამოთვლილი მცენარეების ნარევი ამშვიდებს ნერვულს სისტემას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქედებას, სასდარგებლოა გულსისხლძარვთა დაავადებისას:
შეურიეთ ერთაეთს 3-3 ჩ/კ კრაზანა და ვირისტერფა 2,5ჩ/კ პიტნა 2 ჩ/კ გვირილა 1,5-1,5  სიმიდნის ულვაში და ასკილი ჩაი 1 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი დაყენეთ და სცვით ჩაივით.
მაღალი მჟავიანობის დროს - შეურიეთ ერთმანეთს 2-2 ს/კ ბაღის პიტნა, ფარსმანდუკი კრაზანა 1-4 ს/კ კამის თესლი, 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 წიქა ადურებული წყალი, 20 წთ-თ გააჩერეთ, გაწურეთ და მიიღეთ  ჭამამდე ნახევარი სთ-თ ადრე  სვით 2-3 თვის განმავლობაშ
აბალი მჟავიანობის დროს - შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით ბაღის პიტნა გვირილა, კამის თესლი, კვლიავი, კატაბალახა (ნახევარი წილი) სვიას 1 ს/კ ნარევის დაასხით უზმოზე 1 ჭ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წთ და დალიეთ უზმოზე 2-3 თვიოს განმავლობაში.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...