Translate

пятница, 4 сентября 2020 г.

არისტოტელე

                                                   არისტოტელე
                                                     არისტოტელეს ბერძნული ბიუსტის რომაული ასლი

             (ბერძ. Αριστοτέλης), დაბადების ადგილის, სტაგირის მიხედვით ასევე მოიხსენიებენ სტაგირიტის (დ. ძვ. წ. 384სტაგირა, მაკედონია ― გ. ძვ. წ. 322ქალკიდა) — ძველი საბერძნეთის ფილოსოფოსი და მეცნიერი, მეცნიერ-ენციკლოპედისტი.
პლატონის მოსწავლე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი ძვ. წ. 343-დან, ძვ. წ. 335 ათენში დააარსა ლიცეუმი (ლიკეიონი), რომელიც ცნობილია პერიპატეტიკური სკოლის სახელით. პლატონთან და სოკრატესთან (პლატონის მასწავლებელთან) ერთად წარმოადგენს თანამედროვე ფილოსოფიის დასავლური სკოლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამფუძნებელს. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ არისტოტელე გაეცალა ანტიმაკედონურ მოძრაობას, გადასახლდა ვებეაზე ქ. ქალკიდაში, სადაც მალე გარდაიცვალა. არისტოტელეს ნაშრომთა სრული კრებული ბერძნულად გამოსცა ალდუს მანუციუსმა ვენეციაში 1491-1498. უახლესია მ. ბეკერის გამოცემა 1831-1870. არისტოტელეს ნაშრომთა ციტირება მიღებულია ამ გამოცემის მიხედვით. ფორმალური ლოგიკის შემქმნელი. არისტოტელე იყო პირველი მოაზროვნე ვინც შექმნა ყოველმხრივი სისტემა ფილოსოფიის, რომელიც მოიცავდა ყველა სფეროს: სოციოლოგიას, პოლიტიკა, ლოგიკა, ფიზიკა. მისი თვალსაზრისი ონტოლოგიაზე იქონის სერიოზული გავლენა შემდეგ განვითარებაზე ადამიანის აზროვნებაზე.
                                                 
პლატონი და არისტოტელე, ან ფილოსოფია ჰორელიეფი XV ს. ლუკა დელა რობია (მარცხნივ არისტოტელე)
 არისტოტელე, რომლის სახელიც ნიშნავს "საუკეთესო მიზანს", დაიბადა სტაგირაში, ქალკედონიაში ძვ. წ. 384 წელს. მისი სამშობლო ქალაქი მდებარეობს თანამედროვე თესალონიკიდან დაახლოებით 55 კმ-ით (34 მილით) აღმოსავლეთით. მამა - ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის, ამინტასის პირადი ექიმი იყო. არისტოტელე აღზარდეს, როგორც არისტოკრატი. დაახლოებით თვრამეტი წლის ასაკში იგი გაემგზავრა ათენში პლატონის აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად. არისტოტელე თითქმის ოცი წლის განმავლობაში დარჩა აკადემიაში, მანამ სანამ ძვ. წ. 348-47 წელს არ დატოვა საბოლოოდ ათენი. ძირითადი ახსნა წარმოადგენს იმას, რომ იგი გულნატკენი დარჩა იმ ფაქტით, რომ აკადემიის მმართველობა პლატონის სიკვდილის შემდეგ გადავიდა მის ძმისწულზე, სპევსიპეზე, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ცოტა უფრო ადრე, ჯერ კიდევ პლატონის სიკვილამდე, ანტიმაკედონურ მოძრაობასაც გაეცალა. შემდეგ მან იმოგზაურა თავის მეგობარ ქსენოკრატესთან ერთად მეგობრის, ჰერმიასის კარამდე ატარნეუსშიმცირე აზიაში. ამავე მოგზაურობის განმავლობაში არისტოტელემ მოინახულა კუნძული ლესბოსი თეოფრასტესთან ერთად, სადაც მათ ერთად გამოიკვლიეს კუნძულის ბოტანიკა და ზოოლოგია. არისტოტელემ ცოლად შეირთო ჰერმიასის ნაშვილები ქალიშვილი (ან ახლო ნათესავი) პითია. მან არისტოტელეს გაუჩინა გოგონა, რომელსაც ასევე პითია დაარქვეს. ჰერმიასის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 343 წელს, არისტოტელე მაკედონიის მეფე ფილიპე მეორემ თავისი შვილის, ალექსანდრეს აღმზრდელად მიიწვია.
იხ. ვიდეო

არისტოტელე დანიშნეს მაკედონიის სამეფო აკადემიის უფროსად. ამ დროის განმავლობაში ის ასწავლიდა არა მარტო ალექსანდრეს, არამედ ორ სხვა მომავალ მეფესაც: პტოლემეს და კასანდრეს. არისტოტელემ წაახალისა ალექსანდრე აღმოსავლური დაპყრობებისკენ და მისი დამოკიდებულება სპარსეთის მიმართ აშკარად ეთნოცენტრული იყო. ერთ-ერთ შემონახულ ცნობილ მაგალითში, იგი ურჩევს ალექსანდრეს, რომ "იყოს ბერძანთა ლიდერი და ბარბაროსთა დესპოტი, შეხედოს ბერძნებს, როგორც მეგობრებსა და ნათესავებს, ხოლო სპარსელებს კი როგორც მხეცებს ან მცენარეებს".
ძვ. წ. 335 იგი დაბრუნდა ათენში და დააარსა თავისი საკუთარი სკოლა, რომელიც ცნობილია ლიცეუმის სახელით. არისტოტელე ამ სკოლაში სწავლებას შემდეგი თორმეტი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ათენში მისი მეუღლე პითია დაიღუპა და არისტოტელემ მოიყვანა მეორე ცოლი, ჰერპილე სტაგირიდან. მათ ვაჟი გაუჩნდათ, რომელსაც პაპის, ნიკომაქოსის სახელი დაარქვეს.
მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პერიოდში, დაახლოებით ძვ. წ. 335-323 წელს შეთხზა არისტოტელემ თავის შრომათა უმეტესობა არისტოტელემ დაწერა მრავალი დიალოგი, რომელთა მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ის შრომები კი, რომელიც შემორჩა, ტრაქტატის ფორმას ატარებს და, როგორც ჩანს, განკუთვნილი არ იყო გამოქვეყნებისათვის და უბრალოდ სალექციო დამხმარე მასალას წარმოადგენდა სტუდენტებისათვის. მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომებია: ფიზიკამეტაფიზიკა, ნიკომაქესეული ეთიკაპოლიტიკა, De Anima (სულის შესახებ) და პოეზია.
არისტოტელემ არა მარტო შეისწავლა იმ დროისათვის შესაძლო ყველა დისციპლინა, არამედ მრავალ მათგანში მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა. ფიზიკის (ბუნებისმეტყველების) სფეროში არისტოტელემ დაამატა თავისი ნაშრომები შემდეგ დარგებში: ანატომიაასტრონომიაემბრიოლოგიაგეოგრაფიაგეოლოგიამეტეოროლოგია, ფიზიკა (საკუთრივ ფიზიკა) და ზოოლოგია. ფილოსოფიის სფეროში (ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერების) მან დაამატა შრომები ესთეტიკაზე, ეთიკაზე, მმართველობაზე, მეტაფიზიკაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზეფსიქოლოგიაზერიტორიკასა და თეოლოგიაზე. იგი აგრეთვე იკვლევდა აღზრდა-განათლებას, უცხოურ ადათ-წესებს, ლიტერატურასა და პოეზიას. ითვლება, რომ არისტოტელე, შესაძლოა, იყო ბოლო პიროვნება, რომელმაც იცოდა ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანს სცოდნოდა თავისი თანამედროვე მეცნიერების შესახებ. პლატონისგან განსხვავებით, რომელიც იყო იდეალისტური სკოლის მამამთავარი, არისტოტელე ითვლება მატერიალისტური სკოლის მამამთავრად.
თავისი მმართველობის ბოლოს ალექსანდრე ეჭვიანი გახდა, ყველგან შეთქმულებას ხედავდა და არისტოტელესაც კი ემუქრებოდა წერილებში. არისტოტელე არ ფარავდა თავის აზრს ალექსანდრეს ღვთაებრიობის პრეტენზიასთან დაკავშირებით. ალექსანდრემაც მოახერხა შურისძიება და არისტოტელეს ძმისშვილიშვილი კალისთენე სიკვდილით დასაჯა, როგორც მოღალატე.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ათენში კიდევ ერთხელ გაღვივდა ანტი-მაკედონური მოძრაობა. ევრიმედონემ, რომელიც იეროფანტი ანუ უმაღლესი ქურუმი იყო ათენში, შერისხა არისტოტელე, რადგანაც იგი ღმერთებს საკადრის პატივს არ სცემდა. არისტოტელე გაიქცა დედულეთში, ქალკისში და თავისი საქციელი ამგვარად ახსნა: მე ვერ მივცემ ათენელებს იმის ნებას, რომ ორჯერ სცოდონ ფილოსოფიის წინაშე (სოკრატეს სიკვდილით დასჯას გულისხმობდა). სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. 322 წელს, იგი ევბეაში, ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა. არისტოტელემ თავისი სურვილის აღმასრულებლად თავისი მოსწავლე ანტიპატრე დანიშნა და დატოვა ანდერძი, რომელშიც მეუღლის გვერდით დაკრძალვას ითხოვდა.    
 ეპონიმები

ანტარქტიდაში არისტოტელეს მთები არისტოტელეს სახელს ატარებს. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც თავის წიგნში „მეტეოროლოგია“ ვარაუდობდა სამხრეთ მაღალი განედის რეგიონში ხმელეთის არსებობას, რომელსაც მან ანტარქტიდა უწოდა . არისტოტელეს კრატერი მთვარეზეა, რომელიც არისტოტელეს სახელს კლასიკურ ფორმას ატარებს. (6123) არისტოტელეს კრატერი , ასტეროიდი მთავარ ასტეროიდულ სარტყელში , ასევე ატარებს მისი სახელის კლასიკურ ფორმას


რეკლამა    -  მომზადება ვოკალში -  პროფესიონალი მომღერალი ოპერის სოლისტი მრავალი კონკურისის ლაურეატი მოამზადებს ნებისმერ მსურველს ვოკალში საოპერო, კამერული, საესტრადო, ფოლკორში. ხმისა და სუნთქვის დაყენება, გაძლიერება, დიაპაზონის გაზრდა სათანადო რეპერტუარით, სწავლების ინტესივობა და მიმართულება განისაზღვრება ინდივიდულურად მასწავლებლის მიერ. ფასი 40ლ. ერთი გაკვეთილი ტ 595 33 01 77,   5977 872 64


ბრიტანეთში სტაჟირებული, სერტირთიფიცირებული ინგლისური ენის სპეციალისტი,  თარგმნა, ინგლისურიდან ქართულში ან პირიქით ტექსტის კორექტირიება,  აკრეფა ვორდში და ინგლისურში ნებისმირი მსურველის მომზადება  ინგლისურში სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს ან სხვა ნებისმიერ მსურველს სათანადო პროგრამით  FCF , TOEFl, IEFLtS სათანადო  აუდიო თუ ვიდეო მასალის გამოყენებით  ფასი შეთანხმებით ასევე ონლაინ მომსახურება და სწავლა ტ. 591 102 949
                                           

Комментариев нет:

ლიფტი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                      ლიფტი                   ტიპიური ლიფტების გარეთ, ნა...