понедельник, 7 сентября 2020 г.

ნერვოზი

                                           ნერვოზი

                         Невроз в клинике - Психологос
 (ბერძ. neuron — ნერვი) — ფსიქოტრავმული ფაქტორების მოქმედებით შეპირობებული დაავადებების ჯგუფი. ნევროზი ახასიათებს ფუნქციური შექცევადი ნერვულ-ფსიქოლოგიური მოშლა და რომლის დროსაც ავადმყოფი არ კარგავს დაავადებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, საკუთარი ქცევის მართვის უნარს. ტერმინი „ნევროზი“ შემოიღო შოტლანდიელმა ექიმმა კულენმა. პირველ ხანებში ნევროზს მიაკუთვნებდნენ გაურკვეველი ეტიოლოგიის სხვადასხვა დაავადებას. შემდგომში ნევროზს უწოდებენ ნერვული სისტემის ნებისმიერ ფუნქციურ დარღვევას. ამჟამად ნერვოზი ითვლება ისეთ დაავადებად, რომელიც ვითარდება მწვავე ფსიქოლოგიური ტრავმის ან ხანგრძლივი ნერვული გადაძაბვის შედეგად. ნევროზი უვითარდება სუსტი, გაუწონასწორებელი ნერვული სისტემის მქონე პირებს, უფრო ხშირად — ე. წ. ფსიქოპათურ პიროვნებებს. ნევროზი შეიძლება განუვითარდეს უმაღლესი ნერვული მოქმედების ძლიერ ტიპებსაც. კლინიკური ნევროზი ნერვულ-ფსიქოლოგიურ და სომატური მოშლილობით ვლინდება. დამახასიათებელია ადვილად დაღლა, აწეული აგზნებადობაძილის დარღვევა, ოფლიანობა, უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში და სხვა.
იხ. ვიდეო
პ.პავლოვმა, თავისი ფიზიოლოგიური დოქტრინის ფარგლებში, განსაზღვრა ნევროზი, როგორც მაღალი ნერვული აქტივობის ქრონიკული დარღვევა (VNI), რაც გამოწვეულია თავის ტვინის ქერქში ნერვული პროცესების გადატვირთვით, გარე სტიმულების მოქმედებით და ხანგრძლივობით არასაკმარისია. მე -20 საუკუნის დასაწყისში არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზე გამოყენებული კლინიკური ტერმინის "ნევროზი" გამოყენებამ მრავალი კამათი გამოიწვია.
                                    ნევროზი ვეღარაფერს დაგაკლებთ
27 წლის მამაკაცი ვარ. თავადაც არ ვიცი, ნევროზმა როდის დამრია ხელი. სოფლად ვცხოვრობ და როდესაც ვინმეს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვუამბობდი, გაკვირვებას ვერ მალავდნენ, სოფლელ კაცს ნევროზი როგორ მოგერიაო. არადა როგორც კი ავღელდებოდი, ხელების კანკალს ვინ ჩივის, ენაც კი მიკანკალებდა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი ამ საშუალებას და მინდა, ის         სხვებსაც   ვასწავლო:  
აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის დანაყილი ნაყოფი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
კუნელისგან ნერვების დამაწყნარებელი მეორე საშუალებაც მზადდება:
აურიეთ ერთმანეთში წითელი კუნელის ყვავილი და ნაყოფი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ თერმოსში 2 საათის განმავლობაში. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...