четверг, 3 сентября 2020 г.

ცისტიტი

                                                       ცისტიტი
                     Pyuria.JPG
შარდ სასქესო სისტემის იფექცია - შარდში მრავლობითი თეთრი უჯრედები, მიკროკოპის ქვეშ

   ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ინფექციურ-ანთებითი პროცესია, თუმცა შარდის გამომყოფ გზებს ისეთი ანატომიური წყობა აქვს, რომ როდესაც ცისტიტზე ვლაპარაკობთ, შარდის ბუშტის ანთებასთან ერთად შარდსადინარის ანთება - ურეთრიტიც იგულისხმება. ცისტიტი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერიული, ისე არაბაქტერიული (ინტერსტიციული) წარმოშობის.
იხ.  ვიდეო
ცისტიტი (საშარდე ბუშტის ანთება) ძალიან გავრცელებული დაავადებაა. ამ დაავადების სიმპტომებია: ხშირი შარდვა, ქვედა მუცელში ტკივილი ან წვა...ამ დაავადებას იწვევს ინფექციები და ბაქტერიები. თუ ორგანიზმი გადაცივებითაა დასუსტებული, ვიტამინების დეფიციტს განიცდის, ან დარღვეულია პირადი ჰიგიენის ნორმები, ისინი შეაღწევენ შარდის ბუშტში, საფუძვლიანად "მოკალათდებიან" და გამრავლდებიან.
საშარდე გზების ინფექციები ქალებში უფრო მეტია ვიდრე მამაკაცებშო კერძოდ 60% ქალებში მეტჯერ.
შარდის ბუშტის ინფექცია


პირველივე სიმპტომებისთანავე უნდა მიმართოთ უროლოგს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას (ანტიბაქტერიული მკურნალობა გრძელდება 5-10 დღე), ზოგჯერ პაციენტი, როგორც კი უსიამოვნო შეგრძნებები ქრება, წყვეტს მკურნალობას, რაც არ შეიძლება, რადგან ცისტიტი ხდება ქრონიკული და უფრო ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
ანტიბიოტიკების პარალელურად ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფიზიოპროცედურები (მაგნიტოლაზერული თერაპია, მაგნიტოფორეზი, ელექტრომაგნიტოფორეზი და სხვ.) და ფიტოპრეპარატები. მაგალითად, კარგი შარდმდენი თვისებით ხასიათდება დათვის კენკრა, თირკმლის ჩაი, მოცვის ფოთლების, ოხრახუშისა და მინდვრის შვიტას ნაყენი, სასარგებლოა შტოშის წვენი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული და ანთებსაწინააღმდეგო თვისებები (სამკურნალო მცენარეები შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში).
ბიჭებში. ქალების დაახლოებით 20-25% სიცოცხლეში ერთხელ მაინც ავადდება ცისტიტის ამა თუ იმ ფორმით. 10% თითქმის მუდმივად უჩივის ცისტიტის ნიშნებს (ქრონიკული ცისტიტი). თუ ცისტიტით უმეტესად ქალები ავადმყოფობენ, ურეთრიტის სიმპტომებს უფრო ადრე და მწვავედ მამაკაცები შეიგრძნობენ (გრძელი და წვრილი ურეთრის გამო). ქალებს სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული და შესაძლოა, შეუმჩნეველიც დარჩეთ, თუ ანთება
დაიხსომეთ! რომ არ დაავადდეთ ცისტიტით, საჭიროა დაიცვათ რამდენიმე წესი:
- არ გაცივდეთ, ჩაიცვით სეზონის მიხედვით, ფეხები და წელი ყოველთვის გქონდეთ თბილად, არ დაჯდეთ ცივ ადგილას.
- მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5 სითხე.
- თავი შეიკავეთ მარილიანი, მჟავე, ცხარე და ცხიმიანი საკვებისაგან. ჭამეთ უფრო მეტი ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტი.
- დაიცავით პირადი ჰიგიენა. არ გამოიყენოთ ინტიმური ადგილების ჰიგიენისთვის ანტიმიკრობული საპონი, შამპუნი, გელი, რომლებიც არღვევს მიკროფლორას და აღიზიანებს ლორწოვანას.
- ატარეთ ბამბის ქსოვილის თეთრეული. სინთეტიკა დიდხანს ინარჩუნებს სინესტეს, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.
- წელიწადში ერთხელ მაინც ესტუმრეთ გინეკოლოგს.
- ხშირად ისეირნეთ ჰაერზე, არ ინერვიულოთ ყოველ წვრილმანზე. მეტი იმოძრავეთ, რადგან უმოძრაობა, გარდა ცისტიტისა, ბევრი დაავადების მაპროვოცირებელია.
- ანტიბიოტიკების მკურნალობის დამთავრების შემდეგ აუცილებლად ჩაიტარეთ ხელმეორე გამოკვლევები.
იხ. ვიდეო

დაავადების პირველსავე დღეებში სასურველია, ავადმყოფი იწვეს, ფეხები ჩააწყოს თბილ წყალში და მუცლის ქვემოთ დაიდოს სათბურა, დაიცვას რძისა და მცენარეული დიეტა (მწვავე ცისტიტის დროს არ შეიძლება ნოყიერი საჭმლის მიღება, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი თბილი სითხის, ხოლო მაღალი ტემპერატურის დროს - მხოლოდ წყლის მიღება).

ყოველ 2 საათში ერთხელ, 8-იდან 12 საათამდე, სვით 180 მლ მდუღარე წყალში გახსნილი 1 / ლიმონის წვენი (60-60 მლ), რაც აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, აჩერებს სისხლდენას; თუ ტემპერატურა ნორმალურია, დღეში 3-ჯერ მიიღეთ სანახევროდ წყალში გაზავებული სტაფილოს, 1 / თაფლით დამტკბარი და 1 / ლიმონის წვენგარეული კიტრის წვენი.

ცისტიტის მკურნალობის დროს მკაცრად იკრძალება ალკოჰოლის, სანელებლებისა და შებოლილი პროდუქტების მიღება, უნდა შეიზღუდოს რაფინირებული ნახშირწყლები და მარილი. ყოველდღე სვით 1/2 / სოდადამატებული წყალი. თუ შეკრულობა გაწუხებთ, სასწრაფოდ გათავისუფლდით მსუბუქი გამხსნელით ან ოყნით.
...აადუღეთ 3 რძე, 1 ჩაასხით ტაშტში და ჩააწყვეთ ფეხები, შემოიხვიეთ შალი, როდესაც რძე გაგრილებას იწყებს, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი 2 ცხელი რძე.
პროცედურის შემდეგ, რძე შეინახეთ მაცივარში და შემდეგ ისევ გამოიყენეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ ტკივილი არ გაგივლით.

...1 / დაჩეჩქვილ ასკილის ფესვებს დაასხით 4 წყალი. 15 წუთი ადუღეთ, კარგად გაწურეთ და სვით ნახევარ-ნახევარი / ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ.
...გახეხეთ ვაშლი, ხახვი, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ, ყოველ მიღებაზე ახალი უნდა მოამზადოთ.
როგორ დავიცვათ თავი ცისტიტისგან?
    ერიდეთ გადაცივებას.
დაიცავით პირადი ჰიგიენა, რათა ბაქტერიები შარდის გამომყოფ გზებში არ მოხვდეს.
სვით ბევრი სითხე (განსაკუთრებით კარგია შტოშისა და წითელი მოცვის მორსი).
რეგულარულად შედით ტუალეტში - შარდის შეკავება შარდის ბუშტში ბაქტერიების გამრავლებას იწვევს.
ნუ ჩაიცვამთ მეტისმეტად მოჭერილ ტანსაცმელს. ეცადეთ, დიდხანს არ იჯდეთ ერთსა და იმავე პოზაში - ეს მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის შეგუბებას იწვევს.
ყურადღება მიაქციეთ კუჭის მოქმედებას, ერიდეთ შეკრულობას.
იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
 დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ცისტიტის უმნიშვნელო სიმპტომების    შემთხვევაშიც კი ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. სწორი დიაგნოზისა და მართებული მკურნალობის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნებებს და თვით დაავადებასაც იოლად დააღწევთ თავს.
 ვარ 3 თვის გათხოვლი უკვე თვეზე მეტია მოშარდვის შემდეგ წვას. ოდნავ თუ შემცივდება, მეწვის შარდსასქესო გზები. დავაკვირდი და წვა მაქვს მეუღლესთან ურთიერთობის შემდეგ, ორის-სამი დრე არც სქესობრივი კონტაქტი მსიამუვნებს, თიტქოს ვერაფერს ვგრძნობ 9პირველი თვე ასე არ ვიყავი) მირჩიეს შარდი ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება - რაღაც ბაქტერია ამოიტესა რამეს ხომ არ მირჩევტ? რა შედეგს მომცემს ეს ანალიზი რეალურად რა ირკვევა ამით?
პასუხი: ახალგათხოვილებში ხშირია ცისტიტი ამის მიზეზია საქლწულე აპკის ნარჩენები, რ-ბიც სქესობრივი აქტის დროს შარდსადენი მილის გარეთ ხვრელს საშოქსკენ ქჩებიან, რის შედეგადაც საშოს ბუშტიში ხვდება. ეს ციტიტის მორიგ შეტევას იწვევს.
                               

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...