воскресенье, 27 сентября 2020 г.

ადამიანი

                                ადამიანი

ცოლი  და ქმარი  ადამიანის ძირითადი ანატომიუყრი მონაცემები გა,მოსახული მოდელებს მოშორებული აქვს  ქალზე  და სახეზე მამაკაცზე. ქალის ფეხის ფხრჩილები ჭითლად არის შეღებილი, მას აცვია საქორწილო ბეჭედი და სარურეები

გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად: მამრი და მდედრი. ადამიანი იკვლევს და ცვლის თავის თავს და გარემო სამყაროს, ქმნის კულტურას და თავისი ისტორიას.

                                                                        

ბილოგიური კლასიფიკაცია

  • მითოლოგიაში უმეტესად ადამიანთა ჯიში მოდის მშობელთა მშობლებისაგან ანუ პირველი ადამიანების მოდგმისაგან რომლებიც გახდნენ ადამიანთა დედა და მამა. სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, მათ ერქვათ ასკი და ემბლა, იუდაიზმში და მისგან წამოსულ რელიგიებში ადამი და ევა.

  • ზოგიერთ მითოლოგიაში ღმერთები ქმნიდნენ ერთდროულად მთლიან ერს.
  • იუდაიზმში, ბერძნულ მითოლოგიაში ადამიანთა ჯიში წარმოიშვა რამდენჯერმე.
  • სამეცნიერო თვალსაზრისით, თანამედროვე ადამიანი გაჩნდა აფრიკაში დაახლოებით 200 ათასი წლის წინ, ევოლუციის შედეგად ადამიანთა (მაიმუნის მაგვარი) წინაპრებისგან. რებეკა კანის მიერ ჩატარებული მიტოქონდრიული დნმ - ის „უხეში“ ანალიზის შედეგად, განისაზღვრა ადამიანთა პირველი მშობლის ევას ასაკი 160 ათასი წელი. ხოლო 196 ათასი წლის არის ადამიანთა თავისქალები ომო-1 და ომო-2 ანუ (homo sapiens) ეთიოპიაში. 100 ათასი წლის წინათ განსახლების დროს პირველყოფილი ადამიანების რაოდენობა არ აღემატებოდა 10000 მამრს. სხვათა შორის, აფრიკიდან გადასახლდა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანთა შტო.
    • 66 ათასი წლის წინ ადამიანებმა მიაღწიეს ინდოეთს. ადამიანებისა და ნეანდერტალელების თანაცხოვრება ახლო აღმოსავლეთში.
    • 40 ათასი წლის წინ გაჩნდა ორინიაკის კულტურა
იხ. ვიდეო საიდან წარმოიშვა ადამიანი


ალტერნატიური თეორიები და ისტორიები ადამინი სახეობის წარმოშობის შესახებ - 
მეცნიერებმა აღმოაჩინეს 47 მილიონი წლის ძუძუმწოვრების გაქვავებული ნეშტი, რომელიც შეიძლება თანამედროვე პრიმატების - მაიმუნებისა და ადამიანის შორეული ნათესავი იყოს და მათი ევოლუციის დაკარგული რგოლია, ნათქვამია მკვლევარების სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში PloS ONE.
პალეონტოლოგთა ჯგუფმა ოსლოში ნორვეგიის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმიდან დოქტორ იორნ ჰურუმის ხელმძღვანელობით აღწერა ცხოველის ძალიან კარგად შემონახული ჩონჩხი, რომლის სიგრძე დაახლოებით მეტრი იყო და ყველაზე მეტად ჰგავდა თანამედროვე ლემურებს. აღმოჩენა კი საშუალებას გაძლევთ ნახოთ ცხოველის თმის ფრაგმენტები და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნაჭამი საკვებიც კი.ნაშთების უჩვეულო დეტალმა პალეონტოლოგებს საშუალება მისცა ენახათ ის მახასიათებლები, რაც ცხოველს, რომელსაც სახეობის სახელი Darwinius masillae მიიღო, საერთო აქვს თანამედროვე პრიმატებთან. ეს მოიცავს ეგრეთ წოდებულ კბილთა ქედის არარსებობას - რამდენიმე მოგრძო წინა საჭრელი და კანიანი წინ გამოსული, აგრეთვე სპეციალური ტიპის ბრჭყალს უკანა ფეხებზე, რომელსაც პრიმიტიული პირველყოფილი სახეობები იყენებენ ბეწვის გასაწმენდად.
იხ. ვიდეო როგორი იქნება მომავალში ადამიანი





Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...