ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
ჰავა ნაგილა
იხ. ვიდეო
ზოგი ამტკიცებს, რომ სიმღერა შეიქმნა 1917 წელს იერუსალიმში ბრიტანული ჯარების შესვლის აღსანიშნავად, რამაც ებრაელებს სიხარული მოუტანა (რადგან ზოგიერთებს ეს მესიის მოსვლის საწინდარი და წმინდა მიწაზე დაბრუნება მიაჩნდათ). 1918 წელს ეს სიმღერა, რომელიც შესრულებულია სამი ცნობილი კანტორის მიერ, ჩაიწერა გრამოფონზე. ასევე ირწმუნებიან, რომ ეს იყო ებრაული სიმღერის პირველი ჩანაწერი ისრაელში. საუკუნის განმავლობაში რიტმი რამდენჯერმე შეიცვალა და თანამედროვე ვერსია გარკვეულწილად განსხვავდება ორიგინალისგან.
სიმღერის სახელი "hava nagila" ნასესხებია ჰალოლისგან, კერძოდ 117.24 ფსალმუნიდან (118.24).
ტრანსლიტერაცია | ებრაული ტექსტი | ქართული თარგმანი |
---|---|---|
ჰავა ნაგილა | הבה נגילה | მოდი ვიმხიარულოთ |
ჰავა ნაგილა | הבה נגילה | მოდი ვიმხიარულოთ |
ჰავა ნაგილა ვე-ნისმეხა | הבה נגילה ונשמחה | მოდი ვიმხიარულოთ და ვიზეიმოთ |
ჰავა ნერანენაჰ | הבה נרננה | მოდი ვიმღეროთ |
ჰავა ნერანენაჰ | הבה נרננה | მოდი ვიმღეროთ |
ჰავა ნერანენაჰ ვე-ნისმეხა | הבה נרננה ונשמחה | მოდი ვიმღეროთ და ვიზეიმოთ |
ურუ, ურუ ახიმ | !עורו, עורו אחים | გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ძმებო! |
ურუ, ურუ ახიმ ბლევ სამეახ | עורו אחים בלב שמח | გაიღვიძეთ ძმებო, მხიარული გულით |
ურუ, ურუ ახიმ | !עורו אחים, עורו אחים | გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ, ძმებო! |
ბლევ სამეახ | בלב שמח | გაიღვიძეთ ძმებო, მხიარული გულით |
Комментариев нет:
Отправить комментарий