понедельник, 19 октября 2020 г.

ბესო კალანდაძე

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          ბესო კალანდაძე


 (დ.8 დეკემბერი1956თბილისი) — ქართველი მომღერალიბას-გიტარისტი და ბიზნესმენი.

დაიბადა 1956 წელს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი. პროფესიონალური მუსიკალური კარიერა დაიწყო 1974 წელს, როდესაც მიიწვიეს სოლისტ-ვოკალისტად სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში. 1978 წელს ბესო კალანდაძე გადავიდა „ვია 75“-ში, სადაც დაჰყო 1986 წლამდე, ჯგუფის დაშლამდე. „ვია 75“-ში შეასრულა პოპულარული ჰიტები: „ტირიფები“, „თეთრი ღამე“ „გიორგობის თვე“ და სხვა. ასევე იყო ანსამბლის არანჟირების ავტორი.

იხ. ვიდეო



„ვია 75“-ის დაშლის შემდეგ, ბესო კალანდაძე თავის ძირითად სპეციალობას დაუბრუნდა. 1990-იან წლებში კვლავ სცენას დაუბრუნდა და ახალი არანჟირებით ჩაწერა ძველი ჰიტები.

ამჟამად მოღვაწეობს კვლავ „ვია 75“-ში, არის ჯგუფის ბას-გიტარისტი და ვოკალისტი. ანსამბლი აღდგა 2011 წელს, გამოუშვა ალბომი კომპაქტ-დისკის სახით. რამდენიმე კონცერტი გამართა საქართველოს ტერიტორიაზე. 2011 წლის მიწურულს გაიხსნა „ვია 75“-ის ვარსკვლავი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ.

იხ. ვიდეო




Комментариев нет:

სელი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                                    სელი სელი  (Linum) —  ერთ  ან  მრავალწლოვანი მცენარე...