ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -
რიჩარდ მორგანი
(აშშ-ში ცნობილი როგორც რიჩარდ კ. მორგანი; ინგლ. Richard Morgan; დ. 24 სექტემბერი, 1965) — ბრიტანელი მწერალი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრში. მორგანის წიგნების მოვლენები ხშირად დისტოპიურ სამყაროებში ვითარდება.
რიჩარდ მორგანი ლონდინში დაიბადა, გაიზარდა ჰეზერსეტის სოფელში, ნორვიჩთან ახლოს. მორგანმა უმაღლესი განათლება კემბრიჯში, ქუინს კოლეჯში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა და ინგლისურ ენას ასწავლიდა. სწავლის დასრულებიდან 14 წლის და სტრეთკლაიდის უნივერსიტეტში მუშაობის შემდეგ მანდ პირველი რომანი გამოსცდა და თავისი კარიერა მთლიანად მიუძღვნა მწერლის პროფესიას.
იხ. ვიდეო - АБЗАЦ 174. Ричард Морган и «Страна, достойная своих героев»
2018 წელს ინტერნეტ ტელევიზიამ, „ნეტფლიქსმა“ მისი რომანის, „სახეცვლილი ნახშირბადის“ მიხედვით სატელევიზიო შოუ გადაიღო.
მორგანი თავის შეხედულებებს ასე აღწერს:
ციტატა
„საზოგადოება ყოველთვის იყო და იქნება სტრუქტურა, რომელის მეშვეობით, კრიმინალური ელემენტების დახმარებით, ელიტები მოსახლეობის უმრავლესობის ექსპლოტაციას და ჩაგვრას ეწევიან და რომელსაც ხელს უწყობს იმ უმრავლესობის უცოდინრობა და სიჩლუნგე, რომელსაც სისტემა ჩაგრავს.“
სახეცვლილი ნახშირბადი
(ინგლ. Altered Carbon) — ინგლისელი მწერლის, რიჩარდ მორგანის, კიბერპანკის ჟანრის რომანი, გამოქვეყნდა 2002 წელს. მოქმედება მიმდინარეობს მომავალში, როცა კაცობრიობას უკვე განვითარებული აქვს ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობა, სიკვდილი კი დაძლეულია, ადამიანთა გონებას პორტატულ მოწყობილობაზე ინახავენ და ფიზიკური გარსის განადგურების შემთხვევაში მისი ჩამოტვირთვა ახალ სხეულშია შესაძლებელი. რომანი მოგვითხრობს გამომძიებელი ტაკეში კოვაჩის, გაეროს ყოფილი ჯარისკაცის, შესახებ რომელიც მდიდარი მამაკაცის სიკვდილს იძიებს.
წიგნის მიხედვით 2018 წელს ნეტფლიქსმა სატელევიზიო სერიალი გადაიღო
იხ. ვიდეო - Altered Carbon (Takeshi Kovacs #1) Richard K. Morgan Audiobook Part 1
Комментариев нет:
Отправить комментарий