среда, 16 ноября 2022 г.

მითხარ სად სად გეძებო

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

               💕💕მითხარ სად სად გეძებო💕

                           
რას-რას-რას
 
მე წმინდა სიყვარულს სულ გეფიცებოდი,
უშენოდ ვერ ვძლებდი, როცა გშორდებოდი,3
გახსოვს, რომ სიყვარულს შენც მეფიცებოდი,
შენც ხომ ვერა სძლებდი, როცა გშორდებოდი,
 
სულ შენზე ვფიქრობდი, სულ მენატრებოდი,
მე შენს სიყვარულში ვიწვოდი, ვდნებოდი,
შენც ჩემზე ფიქრობდი, შენც გენატრებოდი,
ორივე ვიწვოდით, ორივე ვდნებოდით.
 იხ. ვიდეო - მითხარ სად სად გეძებო (კარაოკე) - Mitxar sad sad Gedzebo (KARAOKE)


მისამღერი:
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად, სად, სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულო რად, რად, რადა ხარ? ჰეეეი
 
არ ვიცი, ღრუბელმა რად ჩამოგვიარა,
რატომ გაგვიჩინა ორივეს იარა,
ბედმა რად გვარგუნა ეს მწარე ფიალა,
ორივე სიმწარეს რად გვაზიარა?
 
დაბრუნდი, რომ მერე არ იყოს გვიანა,
იქნებ განიკურნოს ჩვენს გულში იარა,
სულ სიტკბო შეგვესვას, სიმწარე კი არა,
ტკბილით შეგვეცვალოს ეს მწარე ფიალა.
 
მისამღერი:
მითხარ სად, სად, სად გეძებო?
მითხარ სად, სად,სად, სადა ხარ?
მითხარ რად, რად, რად მაწვალებ?
უგულო რად, რად, რადა ხარ?
💞💞იხ. ვიდეო - Nini Badurashvili & Bichola Tetradze - მითხარ, სად გეძებო ☺ Profile



Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...