пятница, 4 ноября 2022 г.

ჭიაკოკონობა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                     ჭიაკოკონობა

უძველესი ქართული რიტუალი — ცეცხლით განწმენდის დღეობა. დამყარებულია უძველეს წარმოდგენაზე ცეცხლის, როგორც ავი სულების საწინააღმდეგო და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განმწმენდ ძალაზე. ჭიაკოკონობა სხვადასხვა ხალხში წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა: ყველიერის ორშაბათს, დიდმარხვის პირველი ან უკანასკნელი კვირის შაბათს, ივანობას და ა.შ. საქართველოში ჭიაკოკონობა დიდ ხუთშაბათს ან დიდი ხუთშაბათის წინასაღამოს იცოდნენ. ეზოში კოცონს გააჩაღებდნენ, ახალგაზრდები ცეცხლის გარშემო დარბოდნენ, ცეკვავდნენ, ზედ ახტებოდნენ და გაიძახოდნენ „არული კუდიანებსაო“. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება. ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ. მსგავსი ჩვეულება გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ხევსურეთში ჭიაკოკონობას „კუდიან წუხრას“ უწოდებდნენ, რაც აშკარად მიუთითებს ამ დღეობის უშუალო კავშირზე ბოროტ ძალებთან. მას გურიაში „ფაკლობას“
იხ. ვიდეო - Chiakokonoba - چیاکوکونوبا - ჭიაკოკონობა


 ეძახდნენ, ქართლსა და იმერეთში ჭიაკოკონობას. მესხეთ-ჯავახეთში ჭიაკოკონობა წითელ პარასკევს იცოდნენ. სამეგრელოში ჭიაკოკონა 15/28 აგვისტოს, ღამე იმართებოდა. „ჭიაკოკონა“/ჭიაკოკოლა სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ჩალით დანთებულ დიდ ცეცხლს ნიშნავს
იხ. ვიდეო - ჭიაკოკონობა - ხალხური ტრადიცია აღდგომის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე



  

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...