суббота, 6 января 2024 г.

გაუტყეურება

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                          გაუტყეურება

                                                       ტყის გაჩეხვა გვატემალაში, შამპერიკოს სანაპიროზე

გაუტყეურება — ტყის განადგურება, ნიადაგის მისგან გაწმენდა, რომელიც შემდეგ გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისამებრ. ტყის გაჩეხვის შემდგომ ტერიტორიამ შეიძლება სამეურნეო დანიშნულება მიიღოს, ან გადაკეთდეს რანჩოდ, ფერმად და ურბანულ ტერიტორიად. ყველაზე ხშირად გაუტყეურება ხდება ტროპიკულ წვიმის ტყეებში. ამჟამად დედამიწის ხმელეთის ზედაპირის დაახლოებით 31% დაფარულია ტყეებით.

ტყის გაჩეხვის მრავალი მიზეზი არსებობს, ხეებს იყენებენ სამშენებლო მასალად და საწვავად, ხოლო გაწმენდილი მიწა პირუტყვის საძოვრად გამოიყენება ან პლანტაციების გასაშენებლად. გარემოსდაცვითი კანონების დეფიციტი ძირითადი ფაქტორია, რამაც ფართომასშტაბიან გაუტყეურებამდე მიგვიყვანა. 2000 -დან 2012 წლამდე, მთელ მსოფლიოში ტყის საერთო რესურსი შემცირდა 2,3 მილიონი კვადრატული კილომეტრით.

დიდი რაოდენობით ხე-ტყის გაჩეხვამ გამოიწვია გარემოს დაზიანება, ბიომრავალფეროვნების შემცირება და სტიქიური მოვლენების გახშირება. გაჩეხვა ასევე იწვევს გარკვეული სახეობების გადაშენებას, კლიმატური პირობების ცვლილებებს, გაუდაბნოებასა და მოსახლეობის მიგრაციას. გაუტყეურება ნათლად აისახება ატმოსფეროში არსებულ ნახშირბადის დიოქსიდის დონეზე, ვინაიდან მის ძირითად ნაწილს სწორედ მცენარეები ამუშავებენ, ხოლო მისი კონცენტრაციის ზრდა იწვევს გლობალურ დათბობას.

გაუტყეურება ყველაზე უარყოფით გავლენას ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებზე ახდენს, ვინაიდან მსოფლიოში მცენარეთა და ცხოველთა სახეობების ნახევარზე მეტი ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობს.

გამომწვევი მიზეზები

განადგურებული ტყე ინდონეზიაში

გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის თანახმად, ტყის განადგურების ძირითადი მიზეზი სოფლის მეურნეობაა. აგრო-კულტურებზე გაუტყეურების 48% -ზე მეტი მოდის. კომერციულ სოფლის მეურნეობაზე 32%, ხოლო წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე 5%.

თანამედროვე პერიოდში, გაუტყეურება შეიძლება გამოწვეული იყოს სამთავრობო ინსტიტუციებში კორუფცით, მოსახლეობის რაოდენობის ზრდითა  და ურბანიზაცით. გლობალიზაცია ხშირად განიხილება, როგორც ტყეების გაჩეხვის კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გლობალიზაციის გავლენამ ხელი შეუწყო ტყეების აღდგენას.

ტყეების გაჩეხვა წახალისებულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან, როგორც რასურსის მოპოვება უფრო მომგებიანია, ვიდრე დაცვა.  განვითარებადი სამყაროს გადმოსახედიდან, ტყის რესურსების უმეტესობა ხვდება მდიდარ განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებადი ქვეყნები თვლიან, რომ განვითარებული სამყაროს ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საუკუნეების წინ ამოწურა თავისი ტყის მარაგი და ეკონომიკურად ისარგებლა ამით, რაც სიცრუეა, ხოლო მდიდარი ქვეყნების მიერ შექმნილი პრობლემები ისევ ღარიბ ქვეყნებზე აისახება.

გარემოზე ზეგავლენა

ატმოსფერო

ტყის გადაწვა მადაგასკარზე, 2010 წელი.

გაუტყეურება გავლენას ახდენს კლიმატსა და გეოგრაფიაზე. გაუტყეურება გლობალური დათბობის ხელშემწყობი ფაქტორია, და ხშირად მოიხსენიება, როგორც სათბურის ეფექტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ტროპიკული ტყეები სათბურის აირების დაახლოებით 20% -ზე მეტს შთანთქავენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ტროპიკულ რაიონებში ანთროპოგენური საქმიანობების გამო გამოყოფილი სათბურის აირების თითქმის მესამედი შთაინთქმება.  მაგრამ ბოლოდროინდელი გამოთვლების თანახმად, ანთროპოგენური ნახშირორჟანგის ემისია გაუტყეურების გამო საერთო ჯამში, დაახლოებით 12% -ია და მერყეობს 6 –დან 17% –მდე. ტყის გაჩეხვა ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის მატებას იწვევს. როდესაც ატმოსფეროში ნახშირორჟანგი გროვდება, ის წარმოქმნის ფენას, რომელიც მზიდან წამოსულ სითბოს შთანთქავს, რაც იწვევს გლობალურ დათბობას, რომელიც ცნობილია, როგორც სათბურის ეფექტი. მცენარეები ნახშირბადის დიოქსიდის უდიდეს ნაწილს ამუშავებენ ფოტოსინთეზის საშუალებით, გარკვეულ ნაწილს კი ქსოვილის შესაქმნელად იყენებენ, ხოლო როდესაც ხეს ვწვავთ ქსოვილებში დაგროვილი ეს ნახშირბადი გამოთავისუფლდება ნახშირორჟანგის სახით.

ადგილი სადაც ტყე გაიჩეხა, იქ ტემპერატურა უფრო მოიმატებს, ვინაიდან აქამდე არსებული ტყის მასივი გარკვეულწილად ხელს უშლიდა მზის სხივებს, რათა ზედაპირამდე მიეღწიათ. მიუხედავად იმისა, რომ მოდელირება აჩვენებდა კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებებს, შედეგები არასოდეს ყოფილა ბოლომდე განსაზღვრული, რადგან ზოგჯერ მოდელირება ცდება და არ შეესაბამება მოვლენების განვითარებას. ტყის განადგურება ასევე გავლენას ახდენს ქარისა და წყლის ორთქლის ნაკადებზე და მზის ენერგიის შეწოვაზე, რაც აშკარა გავლენას ახდენს ადგილობრივ კლიმატზე.

წვიმის ტყეებს დიდი წვლილი შეაქვთ მსოფლიოს ჟანგბადის საჭირო რაოდენობის არსებობაში,[30] ტყეების გადაწვა, რათა მის ადგილას სამეურნეო სამუშაოები დაიწყოს, დიდი რაოდენობით ნახშირბადის დიოქსიდს გამოჰყოფს ატმოსფეროში. მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ ტროპიკული ტყეების განადგურება ატმოსფეროში ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ტონას ნახშირბადს ათავისუფლებს.

ეკონომიკა

სატელიტური სურათი, რომელიც გვიჩვენებს გაუტყეურების პროცესს მალაიზიაში.

ტყეებისა და ბუნების დაზიანებამ შესაძლოა შეამციროს ცხოვრების დონის სტანდარტი მსოფლიოში და 2050 წლისთვის გლობალური მშპ დაახლოებით 7% -ით დაიწევს, ნათქვამია მოხსენებაში, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, ბონში, 2008 წელს. ისტორიულად, მცენარეულმა რესურსებმა, მათ შორის ხე-ტყის მასალად და საწვავად გამოყენებამ, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ადამიანის განვითარებაში. დღესდღეობით ხეები სამშენებლო მასალად კვლავ გამოიყენება, ისევე, როგორც ფურცლების დასამზადებლად. განვითარებად ქვეყნებში, თითქმის სამი მილიარდი ადამიანი არის დამოკიდებული შეშით გათბობაზე. 

ტყის ინდუსტრია ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ტყის გაჩეხვას მოსდევს, ჩვეულებრივ, იწვევს გრძელვადიანი შემოსავლის დაკარგვას. დასავლეთ აფრიკამადაგასკარისამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და მრავალი სხვა რეგიონი ხეების ნაკლებობის შემცირების გამო შედარებით ნაკლებ შემოსავალს იღებს. უკანონო ჩეხვა ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის ზარალს აყენებს ეროვნულ ეკონომიკებს.

სწრაფად მზარდი ეკონომიკა გავლენას ახდენს ტყეების შემცირებაზე. ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც სწრაფად იზრდება. 1995 წლის მონაცემებით განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურმა ზრდან თითქმის 6% -ს მიაღწია. რაც უფრო იზრდება მოსახლეობა, მით უფრო მეტი ახალი სახლებია საჭირო, რის შედეგადაც იზრდება და ფართოვდება ქალაქები. ყველა ახალ გაფართოებას თან ახლავს გზების გაყვანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მართალია გზები ავითარებს ეკონომიკას, მაგრამ ასევე ხელს უწყობს გაუტყეურებას. ამ მიზნით განადგურებული ტყეების 90% ამაზონზე მოდის, რაც გამოიწვია ას კილომეტრიანმა გზის გაყვანამ.

გავლენა ჯამრთელობაზე

2020 წლის მაისში სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის სერვისების ექსპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ 2019-2020 წლის კორონავირუსის პანდემიაზე პასუხისმგებლები ადამიანები არიან, რადგან ეს უკავშირდება ბუნების განადგურებას და უფრო მწვავე ეპიდემიები შეიძლება თან სდევდეს გარემოს ცვლილებებს, თუ კაცობრიობა არ შეიცვლის გეზს..

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ადამიანებში განვითარებული დაავადებების 75% ცხოველებისგან მოდის. 80-იანი წლებიდან ყოველ ათწლეულში ახალი დაავადებების რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა. ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ძირითადი გამოკვლევების თანახმად, ეკოსისტემების დეგრადაცია ზრდის ახალი ეპიდემიის გავრცელების რისკს. დაავადებები, რომლებიც ადამიანებს ამ გზით გადაეცათ უახლეს ათწლეულებში, მოიცავს აივ ბირუსს, ებოლას, ფრინველის გრიპს, ღორის გრიპსა და ალბათ კორონავირუსს.

2016 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ გამოქვეყნდა მოხსენება სახელწოდებით: „UNEP FRONTIERS 2016 REPORT“. ამ მოხსენებაში, მეორე თავი დაეთმო ზოონოზურ დაავადებებს. ამ თავში ნათქვამია, რომ გაუტყეურება, კლიმატის ცვლილება და მეცხოველეობა ძირითადი მიზეზებია, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე დაავადებების გადატანის რისკს ზრდის. აღინიშნა, რომ ყოველ 4 თვეში ერთხელ ადამიანებში ახალი დაავადება ჩნდება. 2020 წლის აპრილში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა 2 მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, სადაც განმარტავენ, თუ რა კავშირშია ბუნების განადგურება და ველური ცხოველებით ვაჭრობა 2019-2020 წლების კორონავირუსის პანდემიასთან. 

სამხედრო კონტექსტი

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ადამიანებმა სასოფლო-სამეურნეო და ურბანული გამოყენებისთვის გაჩეხეს ტყეები, სამხედრო ზემოქმედებაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

ომების დროს დიდი რაოდენობით ტყის მასივი ნადგურდებოდა. ამის მაგალითია 1945 წლის ოკინავას ბრძოლა, დაბომბვამ და სხვა საბრძოლო მოქმედებებმა აყვავებული ტროპიკული ლანდშაფტი აქცია „ტალახისა და ტყვიის უზარმაზარ ველად“. ასევე ამერიკელების მიერ, ვიეტნამში გამოყენებული აგენტი ფორთოხალი, რომელმაც დიდი რაოდენობით ხე-ტყე გაანადგურა.

მსგავსი ქმედებები განხორციელდა კორეის ომში, ამერიკელების მიერ, მალაიზიაში ბრიტანელების მიერ და რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიაში, მეცხრამეტე საუკუნეში.

იხ. ვიდეო - The Tragedy Of Deforestation | Climate Change: The Facts | BBC Earth

ტყეების გაჩეხვასთან ბრძოლა გარემოს დაცვისა და ბუნების დაცვის ერთ-ერთი სფეროა და ტარდება:

საერთაშორისო სამართლის დონეზე, მაგალითად, გაეროს გარემოსა და განვითარების კონფერენციის მიერ მიღებული კონვენცია, რიო დე ჟანეირო, 1992 წლის 3-14 ივნისი
სახელმწიფო დონეზე
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე, ხეების დაჭერის რადიკალურ მეთოდებამდე
სოციალური ბიზნესის დონეზე.
ტყის დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად:

კვლევა
ორგანიზაციული და ტექნიკური
ნაკრძალებისა და სხვა დაცული ტერიტორიების შექმნა
ტყეების აღდგენა (1990-2010 წლებში დარგული ტყეების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში (1,932 ათასი ჰექტარი წელიწადში), აშშ-ში (805 ათასი ჰა წელიწადში), კანადაში (385 ათასი ჰა წელიწადში), ინდოეთში (251 ათასი ჰექტარი წელიწადში) , რუსეთი (199 ათასი ჰექტარი წელიწადში))
ეკონომიკური
ადმინისტრაციული და სამართლებრივი. მაგალითად, რუსეთში 2008 წელს გამკაცრდა ჯარიმები ხეებისა და ბუჩქების არასანქცირებული ჭრისთვის.
ტყის ხანძრებთან ბრძოლა
ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ტარდება სახელმწიფო დონეზე.

პრევენციული და მოსამზადებელი კონტროლის ღონისძიებები
ცეცხლის პროპაგანდა
ტყეების გაწმენდა ნამსხვრევებისგან
ხანძარსაწინააღმდეგო მონტაჟი
სადარაჯო მცველი
ჩაქრობისას გამოიყენება სახმელეთო საშუალებები და ავიაცია, სატყეო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა
საზოგადოება და კულტურა
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილის სხვადასხვა კულტურას განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვს ხეების მოჭრის ქმედებებზე. მაგალითად, მეიტეის მითოლოგიაში და მანიპურის მეიტეის ფოლკლორში (ინდოეთი), ტყეების გაჩეხვა მოხსენიებულია, როგორც ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედა ბუნება ატირდეს და გლოვდეს მისი ძვირფასი შვილების სიკვდილზე.

Комментариев нет:

მუსიკალური პაუზა

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -                         მუსიკალური პაუზა  ჩვენ ვიკლევთ სამყაროს აგებულებას ოღონდ ჩვენი ...