среда, 11 декабря 2024 г.

მიხეილ ჯავახიშვილი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                      მიხეილ ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი8 (20) ნოემბერი1880
დაბადების ადგილიწერაქვიტფილისის გუბერნიარუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი30 სექტემბერი1937 (56 წლის)
გარდაცვალების ადგილითბილისი
საქმიანობაპროზაიკოსი და მწერალი
ენაქართული ენა
მოქალაქეობა{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ჟანრიმოკლე რომანი
Magnum opusკვაჭი კვაჭანტირაძეჯაყოს ხიზნებიარსენა მარაბდელი და ქალის ტვირთი
ჯილდოებიშრომის წითელი დროშის ორდენი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (დაბადების გვარი ადამაშვილი; დ. 8 (20) ნოემბერი1880წერაქვიტფილისის გუბერნიარუსეთის იმპერია — გ. 30 სექტემბერი1937თბილისი) — ქართველი მწერალი, თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა. წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ის სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

თანამედროვე ბრიტანელი რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე დონალდ რეიფილდი ჯავახიშვილის თხრობის სტილს, იუმორს, ფარულ ირონიასა და მორალურ შემართებას სტენდალისმოპასანისა და ზოლას თვისებებს ადარებს. მისი თქმით „თანამედროვე ქართულ პროზაში მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას შეეძლო მსგავსი საერთაშორისო აღიარების დონის მიღწევა“.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

მიხეილი (მარჯვნივ), ძმა – ფრიდონ (ზემოთ), მესამე უცნობია

მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 8 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.

სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.

მიხეილ ჯავახიშვილი ჟანდარმის ბარათზე 1910 წ.

1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა“ 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“ (1904) და „გლეხს“ (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო (სტატიათა ციკლი „გლეხის წერილები“). ჯავახიშვილის ადრინდელი, 1903—1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები („ჩანჩურა“, „მეჩექმე გაბო“, „კურკას ქორწილი“) გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში. ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო“. ქართული ლიტერატურული კრიტიკა (გ. რცხილაძეკ. აბაშიძე და სხვა) დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთრხობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1913-მდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში კენჭს იყრიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით, იყო სიის 46-ე ნომერი, თუმცა ვერ გახდა დამფუძნებელი კრების წევრი.

შემოქმედების II პერიოდი

მიხეილ ჯავახიშვილი 1910

თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით“ (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების II პერიოდი. მასში შეფარვითაა გადმოცემული რთული ფილოსოფიური საკითხი ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებისა, ერთი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა შეახამოს მწერალმა სახის აზრობრივი და მხატვრული ფუნქცია. ამ მწერლური ნიჭიერების ნიმუშად მიხეილ ჯავახიშვილის ბევრი მოთხრობა და რომანი გამოდგება. მწერალი მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ებრძოდა იმ მავნე ტენდენციებს, რომელიც ქართული მხატვრული პროზის განვითარებას აფერხებდა 20-იან წლებში. ეს იყო ერთი მხრივ, ფორმალისტურ-დეკადენტური ძიებები და, მეორე მხრივ, უსულგულო ნატურალიზმი, ერთმაც და მეორემაც არც ისე მცირე ზიანი მიაყენა ქართულ ლიტერატურას. მიხეილ ჯავახიშვილისათვის ერთნაირად მიუღებელი იყო მხატვრული სახის თვითმიზნად გადაქცევის პრინციპები და ჯანსაღი იდეების პრიმიტიული გადმოცემა. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა ახალი იდეების სათანადო მხატვრულ ყალიბებში მოქცევას.

ჯავახიშვილმა ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე (მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“„ყბაჩამ დაიგვიანა“„მართალი აბდულაჰ“„ორი განაჩენი“„მიწის ყივილი“„ხუთის ამბავი“ და სხვა.). რომანულ იტრიგებზე ჯავახიშვილს რამდენიმე მოთხრობა აქვს აგებული: „შურის მაძიებელი“„ოქროს კბილი“„ყბაჩამ დაიგვიანა“„მუსუსი“„პატარა დედაკაცი“„კურდღელი“ და „ცხრა ქალწული“. აქ არის მოღალატე ქმარზე შურისძიებაც, საყვარელი ადამიანისათვის თავგანწირვაც, გაუმხელელი გრძნობის დრამატული განცდაც, დანგრეული სიყვარულის განახლებაც, ღალატის ტრაგიკული ფინალიც, უბრალოდ მრუშობაც.

მოთხრობები „ლამბალო და ყაშა“ და „მესამე“ უშუალოდ პირველი მსოფლიო ომის პერიოდს ეხება და ეძღვნება იმათ, ვისი ცხოვრებაც ასე ულმობლად დაანგრია ომის ხანძარმა. „ლამბალო და ყაშას“ შესავალი თავი, რომელშიც მწერალი აზერბაიჯანის ერთი ნაწილის, ურმიის ისტორიას გადმოგვცემს რომანტიკულ ფერებში, მკითხველს უხსნის მთელ იმ უბედურებას, რაც ყოფელთვის მოჰქონდათ და მოაქვთ ომებს. ამ ტერიტორიის მოსახლე ძველი და დიდებული სახელმწიფოების ბედი, რომელნიც გათელა და დაანგრია დრომ, განუწყვეტელმა ომებმა, ბევრის მეტყველია და მწერალსაც და მკითხველსაც სევდა ავსებს.

მიხეილ ჯავახიშვილი და მისი შვილი ქეთევანი

ამ ვრცელ მოთხრობაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძალა - ბოროტი და კეთილი. დაჩაგრული, დამონებული ქვექნის ტერიტორიაზე იშლება მოქმედება და ბოროტისა და კეთილი საწყისების კონკრეტული განსახიერებაც ამ ერის შვილები არიან ლამბალო, ერის, ხალხის საუკეთესო თვისებების მატარებელი გმირია. თავისი უშუალობით, სიფაქიზით, გრძნობათა სიწმინდით, თავისუფალი სულით იგი ხიბლავს მკითხველს და მის გულწრფელ სიმპათიებს იმსახურებს. სამაგიეროდ ყაშა იმ გადაგვარებულ ადამიანთა მხატვრული, განზოგადებული სახეა, რომელთაც პირადი კეთილდღეობისათვის ყველაფრის, თავისი ოჯახისა და სამშობლოს გაყიდვაც არაფრად უღით. ყაშა მბრძანებლის მონაა და დაჩაგრულის მბრძანებელი, იგი ფეხქვეშ ედება კოლონიალისტებს და ფეხით სთელავს თავის თანამემამულე უბრალო ადამიანებს. ამ მოთხრობით მწერალმა გაცილებით მეტი თქვა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლამბალო არა მარტო პირად, არამედ თავისი ერის ტრაგედიასაც ხსნის, რომელიც კოლონიურ მდგომარეობაში იმყოფება. თავისი სამშობლოს უბრალო სიყვარული კი არ აპატია სწორედ თავისივე ერის გადაგვარებულმა შვილმა.

მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე“1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები“1925), სათავგადასავლო („გივი შადური“1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი“1933—1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო“1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.

კვაჭი კვაჭანტირაძის გროტესკული სახის შექმნით ჯავახიშვილმა ამხილა სოციალური წყობა, რომელმაც წარმოშვა ასეთი „გმირი“ და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოსახა რუსეთის იმპერიის მმართველი წრეების ზნეობრივი დაცემა, უმეცრებადეგენერაცია.

„ჯაყოს ხიზნებში“ მწერალმა გვიჩვენა ერის ცოცხალი ორგანიზმის ორი წყლული — ფეოდალური არისტოკრატიის უკანასკნელი ნაშიერი, რევოლუციური ეპოქის მიერ გარიყული მოინტელიგენტო ხორცმეტი (თეიმურაზ ხევისთავი) და ბნელი სულითა და მოზღვავებული მტაცებლური ენერგიით აღჭურვილი ჯაყო. მწერალმა განათლებულ უმოქმედებას გაუნათლებელი მოქმედება დაუპირისპირა და ორივე საზოგადოებისათვის საშიშ მოვლენად მიიჩნია.

ახალი ინტერესებით, ახალი სულისკვეთებით გაამდიდრა ჯავახიშვილის შემოქმედება ისტორიულმა რომანებმა, რომლებშიც გაცოცხლდა სოციალური და ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლის სურათები. რომანში „არსენა მარაბდელი“ XIX საუკუნის I ნახევრის გლეხთა მოძრაობის ვრცელი პანორამაა გადმოცემული. „ქალის ტვირთში“ წარმოსახულია XX საუკუნის დასაწყისის რევოლუციური მოძრაობა. ჯავახიშვილს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილი და ნარკვევი, ავტობიოგრაფიული ჩანაწერი. თარგმნა გი დე მოპასანისჰ. სენკევიჩისა. ჩეხოვისპ. ისტრატის და სხვათა თხზულებანი. 1933—1934 წლებში გამოვიდა ჯავახიშვილის რჩეულ თხზულებათა ოთხტომეული. შემოქმედებით ზენიტში მყოფ მწერალს მრავალი საინტერესო ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი.

ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ — 1958—1964 („რჩეული თხზულებანი“, ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.

ბოლო წლები

მიხეილ ჯავახიშვილი რუსეთში

1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ამ უკანასკნელის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი“ ხელახლა გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის“სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ამ ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, ივდითი, რომლის საყვარელი, მიწისქვეშა ბოლშევიკი მუშა — ზურაბი, დაარწმუნებს მას მეფის ჟანდარმერ ავშაროვს გაჰყვეს ცოლად და მოკლას იგი. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშვილმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს — მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „Retour de l’URSS“ და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და, ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ, ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918—1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922—1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

ჯავახიშვილზე ცენზურა მხოლოდ 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

მასზე წერდნენ

მიხეილ ჯავახიშვილი ქართულ საფოსტო მარკაზე. 2022 წ., ავტ. ბ. გაგნიძე

პროფესორი იოსებ მეგრელიძე მწერალზე წერდა:


„მიხეილ ჯავახიშვილი არავის წინაშე ქედს არ ხრიდა. მეტიც, ზოგჯერ გამომწვევ რეპლიკასაც კი წამოიძახებდა ხოლმე. მას სასტიკად აკრიტიკებდნენ, ზოგი უფრო „დიპლომატიურად“ გამოდიოდა, ვიდრე მ. ჯავახიშვილი, კოწია გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე. ქედუხრელი მიხეილ ჯავახიშვილი გარეგნობით არ სტოვებდა გოლიათის შთაბეჭდილებას, მაგრამ იყო უდიდესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი. დადიოდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი და ხელში ჯოხით, ყურადღებას იპყრობდა ინტელიგენტური, დახვეწილი მანერებითა და დინჯი, მკაფიო მეტყველებით, ლაპარაკობდა დარბაისლურად, ბოხი ხმით, მის ქართულ მეტყველებაში კახური აქცენტი იგრძნობოდა. მისივე რუსული ზოგ რუს კარგ მწერალსაც კი მიაჩნდა მისაბაძად. ჭამა ფაქიზი იცოდა და მთვრალი არ გვინახავს.“

გერონტი ქიქოძე წიგნიდან – „მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე“:


„მოგონება მიხეილ ჯავახიშვილზე“: პირველად მიხეილ ჯავახიშვილს 1910 წლის შემოდგომაზე შევხვდი მეტეხის ციხეში. რაღაც შინაურულად, მყუდროდ იყო მოწყობილი საკანის კუთხეში და ყოველთვის აუჩქარებელად საშინაო ფლოსტებით გამოდიოდა შუადღის სეირნობაზე. მკითხველ საზოგადოებაში ის უკვე ცნობილი იყო რამდენიმე მოთხრობით, სადაც მშვენიერი ქართული ენით პატარა ადამიანების ცხოვრება ჰქონდა აღწერილი. ის ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო: განცდილ ამბებს გადმოსცემდა როგორც დაკვირებული ადამიანები, რომელიც შემოქმედებითი ნიჭითაა დაჯილდოვებული. ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათავალიდან; ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას აერთებდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა: რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქოს პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში. მიხეილ ჯავახიშვილს არც იალტის სამეურნეო სასწავლებელი დაუსრულებია და არც სორბონის კურსი. ამისდამიუხედავად თანამედროვე რუს და ქართველ მწერლებს შორის არავის ჩამოუვარდებოდა განათლებით. სიუჟეტის განვითარება, ტიპური მოვლენების დანახვა და ასახვა ისე ეხერხებოდა, როგორც ყველაზე გამოჩენილ თანამედროვე ოსტატებს ეხერხებათ. მისი კვაჭი კვაჭანტირაძეჯაყოდამპატიჟე ძალიან რელიეფურად არიან დახატული, ისინი საზოგადო სახელებად იქცნენ. ესეცაა, რომ ხშირად მკითხველი ძალაუნებურად იფიქრებს „ჯაყოს ხიზნებისა“ და „მუსუსის“ ავტორს პარიზში ალბათ, ბევრი უსეირნია ტამპლის და კაპუცინების ბულვარზე და ხშირად შეუხედავს მონმარტრის კაფეებშიო.“

მწერლის ქალიშვილი, რუსუდან ჯავახიშვილი მამის დაპატიმრების დღეს ასე იხსნენებს:


„მახსოვს ის დილა ქვიშხეთში, როცა ჩეკისტები თავს დაგვადგნენ და მამას დაპატიმრების ორდენი წარუდგინეს. მე და ჩემი ძმა რამაზი ოთახიდან გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ წამოდგა საწოლიდან მამა, როგორ ჩაიცვა თეთრი კოსტიუმი და უსიტყვოდ როგორ გაჰყვა ჩეკისტებს. ჩემი და ქეთევანი მათ რაღაცას უყვებოდა. დედა კი გაოგნებული იდგა. როცა მამამ კიბე ჩაიარა და ეზო გადაჭრა, მე და რამაზი გავიქეცით, ეზო გადავირბინეთ და შემაღლებული ადგილიდან გადავხედეთ; ჩეკისტებს შუაში მოქცეული მიჰყავდათ მამა...“

ივანე გომართელი ჯავახიშვილის შემოქმედების პირველ პერიოდზე წერს:


„სხვა და სხვა ეპოქას სხვა და სხვა ესთეტიკური გემოვნება შეაქვს ხელოვნებაში და აქედან ჩნდება მიმართულება, მოდა, რომანტიზმი, რეალიზმი, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი და სხვა. ყოველივე ეს წარმავალია და ჰქრება. უკვდავია მხოლოდ ჭეშმარიტი ხელოვნება, რომელიც სამუდამოდ რჩება, ვითარცა ქვიშა წარმავალი წყლისა. ჭეშმარიტი ხელოვნება არის მხოლოდ იქ, სადაც შეერთებულია ფანტაზია, თავისებური სტილი, მანერა წერისა, სიმკვეთრე გამოსახვისა, სიცხოველე ამა თუ იმ პრობლემის გაშუქებაში და სხვა. ყოველივე ეს ერთად აღებული წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ მხატვრულ ნიჭს ვუწოდებთ. მ. ჯავახიშვილ-ადამაშვილის პირველი ტომი დადაღულია შემოქმედის უტყუარი ნიჭით. ბელეტრისტი გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე ოცი წლის წინათ. დაწვა ერთ ღამეს უბრალო ადამიანად და ადგა მეორე დღეს უკვე სახელმოხვეჭილ მწერლად: მისი შემოქმედების პირველმა ყვავილებმა საერთო ყურადღება დაიმსახურეს. მაგრამ მ. ადამაშვილი მეტეორივით მოევლინა ჩვენი ხელოვნების ცას; ელვით გაისრიალა და მიიმალა. მთელი თხუთმეტი წლის განმავლობაში ბელეტრისტი სდუმდა და დღეს ისევ ამეტყველდა, ისევ გააშუქა ჩვენი ხელოვნების ცა „კვაჭი კვაჭანტირაძით“ და სხვ. კვაჭი კვაჭანტირაძე ჰღირს იმად, რომ ბელეტრისტის ხანგრძლივი დუმილი გაამართლოს და გამოისყიდოს. ეს ტიპი საკმაო მომწიფებული იყო ჩვენს ცხოვრებაში და ეძებდა თავის მხატვარს, სანამდის არ ნახა მ. ადამაშვილში. პირველი ტომის მოთხრობები ყველა წარსულს ეკუთვნის, გარდა „ტყის კაცისა“, და როდესაც შეადარებთ ერთმანეთს, უსათუოდ ნახავთ დიდ განსხვავებას: სტილი დაიხვეწა, მანერა წერისა უფრო გამოიკვეთა, ასახვა უფრო გაცხოველდა და გასპეტაკდა, შეიჭრა შიგ ბუნება და სხვა; სიუჟეტებში კი არის განუწყვეტელი ჯაჭვი, მსგავსება: ღრმად ჩახედვა საბრალო და უბედური ადამიანის გულში.“

ნოდარ დუმბაძე მწერლის იუბილეზე:


„ორი დიდი პიროვნების – კონსტანტინე გამსახურდიას და გერონტი ქიქოძის საუბარს შევესწარი მწერალთა კავშირის ბაღში.

ბატონი კონსტანტინე ეუბნებოდა ბატონ გერონტის: პრომეთეოსმა იმიტომ კი არ მოპარა ღმერთს ცეცხლი, რომ შემდგომ ადამის გაბრიყვებულ მოდგმას გოეთესა და ჰაინეს წიგნები დაეწვა ამ ცეცხლში, პირიქით, დღე თუ არ ეყოფოდა საკითხავად, ამ ცეცხლის შუქზე ღამითაც ეკითხა ეს ღვთაებრივი ლექსებიო…

ამ წუთში ჩემი და გამახსენდა, ღუმელში დასაწვავად გადადებული წიგნებიდან რამდენიმე რომ მოიპარა და შემდეგ ღამღამობით უჩუმრად კითხულობდა, კითხულობდა და მალავდა, იმ დამალულ წიგნებს შემდეგ მე ვიპარავდი და სახლის სხვენზე ვკითხულობდი, ჩემი და 12 წლისა იყო მაშინ, მე კი ცხრა წლისა. ასეთ ასაკში შეიძლება ადრეც კი იყო ჩვენთვის ჯავახიშვილის დიდებული რომანებისა და მოთხრობების კითხვა, მაგრამ მაშინ ასაკს ვინ დაგიდევდა, ყველაფერი მოსწრებაზე იყო, ქვეყნიერება თავდაყირა იდგა და ყველაფერი უკუღმა იკითხებოდა… მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ორმოცდაოთხი წლის შემდეგ, სახლის სხვენზე კია არა, ამ მზის გულზე საკითხავი წიგნების ავტორის იუბილეს მოვესწრებოდი და განგება ამ საღამოზე სიტყვის წარმოთქმასაც მაღირსებდა…

ჯავახიშვილი შიშით, პარვით, ალიყურით, წყევლითა და კრულვით შეძენილი მწერალია ჩემთვის, ამიტომ მიყვარს იგი ასერიგად, ამიტომ განვიცდი მას დღემდე ყმაწვილივით, ამიტომ მიმაჩნია თავი მის შეგირდად, რითაც უსაზღვროდ ვამაყობ და ვიამაყებ ყოველთვის. ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე. ტკივილი ტკივილად დარჩა. თორემ ჯავახიშვილი იმ პატიოსან თვალსა ჰგავს, ერის საგანძურის სეიფში რომ დევს, რომელსაც ვერც მოიპარავ, ვერც გაყიდი და ვერც იყიდი, რადგან ერთადერთია, უნიკალური და ფასდაუდებელი. ახლა ჯავახიშვილის წიგნები ყველა ოჯახში აწყვია, როგორც განძი, როგორც გაფრთხილება, გამოფხიზლება, სიმართლე, აღიარება, სიყვარული, თავდავიწყება, ინტერნაციონალიზმიც და პატრიოტიზმიც, ყველაფერი ის, რითაც სუნთქავს ქართველი ხალხი. იგი ილიას პირდაპირი მემკვიდრე იყო, ამოღებული ხმალივით შიშველი და სამშობლოს საკურთხეველზე ზვარაკად მიტანილი.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი.“

ბიბლიოგრაფია

რომანები

მოთხრობები

რჩეული ესეები და წერილები

  • მთავრობა (1906)
  • მოჰკლეს პოეტი (ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე) (1907)
  • ქართული ენა (1924)
  • ისევ ქართული ენის შესახებ (1924 წ.)
  • ქართული წიგნი და ქართველი მწერალი (1924 წ.)
  • ლიტერატურული განცხადება (1926)
  • უბის წიგნაკიდან (1924-1935 წწ)
  • როგორ ვმუშაობ
  • წერილი ქალიშვილისადმი
იხ.ვიდეო - მიხეილ ჯავახიშვილი


понедельник, 9 декабря 2024 г.

ჯორდანო ბრუნო (ფილმი)

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                ჯორდანო ბრუნო (ფილმი)
ჟანრის ისტორიული დრამა
რეჟისორი ჯულიანო მონტალდო
პროდიუსერი კარლო პონტი
ავტორები
სცენარის ავტორი ლუჩიო დე კარო
ჯულიანო მონტალდო
ძირითადში
მთავარ როლში ჯან მარია ვოლონტე
კინოოპერატორი ვიტორიო სტორარო
კომპოზიტორი ენიო მორიკონე
კინოკომპანიები Compagnia Cinematografica ჩემპიონი
Les Films Concordia
ხანგრძლივობა 115 წთ.
ქვეყნები იტალია
 საფრანგეთი
ენა იტალიური
1973 წელი
IMDb ID 007010
ჯორდანო ბრუნო“ (იტალ. Giordano Bruno) არის რეჟისორი ჯულიანო მონტალდოს ფილმი, რომელიც გამოვიდა 1973 წელს. ფილმმა მიიღო ორი ნომინაცია ვერცხლის ლენტის ჯილდოსთვის - საუკეთესო მსახიობი კაცისთვის (ჯიან მარია ვოლონტე) და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინში (ენრიკო საბატინი).

ნაკვეთი
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ფილოსოფოსის ჯორდანო ბრუნოს ცხოვრების ბოლო წლებზე. 1592 წელს, მდიდარი ვაჭრის მიწვევით, ის ჩავიდა ვენეციაში და მაშინვე მიიპყრო ყურადღება თავისი არატრადიციული შეხედულებებითა და ხალისიანი ცხოვრების წესით. მთელ ქალაქში გავრცელდა ჭორები, რომ მას შავი მაგია აქვს. ბრუნო მალე დააპატიმრეს ერესის ბრალდებით, მაგრამ მას შეუძლია ვენეციელი ხელისუფლების ლმობიერების იმედი ჰქონდეს, რომლებიც საკმაოდ ლიბერალურია ასეთი ცოდვების მიმართ. თუმცა, რომის ინკვიზიცია დაინტერესებულია საქმით და ცდილობს ბრალდებულის რომში გადაყვანას. ფილოსოფოსს სერიოზულად ემუქრებიან კოცონზე დაწვით...

როლებში
ჯან მარია ვოლონტე - ჯორდანო ბრუნო
ჰანს კრისტიან ბლეხი - კარდინალი სარტორი
მატიე კარიერე - ორსინი
რენატო სკარპა - ტრაგალიოლოს ძმა
ჯუზეპე მაფიოლი - არსენალოტო
ხოსე კუალიო - ვენეციის სამოციქულო ნუნიცი
მარკ ბერნსი კარდინალ ბელარმინის როლში
შარლოტა რემპლინგი - ფოსკა
პაოლო ბონაჩელი - ინკვიზიციის ხელმძღვანელი
ფრანკა სკიუტო - დიდგვაროვანი ქალი
იხ.ვიდეო - pelicula de Giordano Bruno en italiano c/subt en portugues y español


ოლდოს ჰაქსლი

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -  

                         ოლდოს ჰაქსლი
ინგლ.Aldous Huxley - 1925წ
ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (ინგლ. Aldous Huxley; დ. 26 ივლისი, 1894, გოდალმინგი, სურეი, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი - გ. 22 ნოემბერი, 1963, ლოს-ანჯელესი, აშშ) - ინგლისელი პროზაიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი, მოთხრობების ავტორი და ფილოსოფოსი.

ჰაქსლი იყო ჰუმანისტი, პაციფისტი და სატირისტი. მოგვიანებით იგი დაინტერესდა სულიერი საკითხებით: პარაფსიქოლოგია და ფილოსოფიური მისტიკა, კერძოდ უნივერსალიზმი.

სიცოცხლის ბოლომდე ჰაქსლი ფართოდ იყო აღიარებული, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ინტელექტუალი. შვიდჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ლიტერატურაში (1938, 1939, 1955, 1959, 1960, 1961 და 1963 წლებში).
ბიოგრაფია
როგორც მამობრივი, ისე დედობრივი მხრიდან, ჰაქსლი ეკუთვნოდა ბრიტანულ კულტურულ ელიტას, რომელმაც გამოუშვა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი და მხატვარი. მისი მამა მწერალი ლეონარდ ჰაქსლია, მამის პაპა ბიოლოგი თომას ჰენრი ჰაქსლი; დედის მხრიდან ჰაქსლი არის ისტორიკოსისა და განმანათლებლის თომას არნოლდის შვილიშვილი და მწერლის მეთიუ არნოლდის ძმისშვილი. ჰაქსლის ძმა ჯულიანი და ნახევარძმა ენდრიუ ცნობილი ბიოლოგები იყვნენ.

ჰაქსლის დედა კიბოთი გარდაიცვალა, როდესაც ოლდოსი 13 წლის იყო. სამი წლის შემდეგ, 1911 წელს, ეტონზე სწავლისას, ოლდოსმა დაავადდა თვალის ინფექციური კერატიტი, რის გამოც იგი მთლიანად ბრმა იყო მარჯვენა თვალით და რამდენიმე წლის განმავლობაში მარცხენა თვალში თითქმის ვერაფერი დაინახა. თვალის მდგომარეობის გამო, ოლდუსი დაეუფლა ბრაილის შრიფტს და ხუმრობდა, რომ ახლა საწოლში კითხულობს ჩართული განათებით. ამასთან დაკავშირებით, პირველი მსოფლიო ომის დროს იგი გათავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან. მოგვიანებით ოლდუსმა აღწერა მხედველობის კორექციის საკუთარი გამოცდილება ბროშურაში „ხედვის ხელოვნება“ (1943).

ჰაქსლიმ დაწერა თავისი პირველი რომანი, რომელიც არ გამოქვეყნებულა, 17 წლის ასაკში. სწავლობდა ლიტერატურას ოქსფორდის ბალიოლ კოლეჯში. უკვე 20 წლის ასაკში ჰაქსლიმ გადაწყვიტა პროფესიად წერა აერჩია. მისი შემდგომი რომანები ეხება საზოგადოების დეჰუმანიზაციას ტექნოლოგიური პროგრესის პროცესში (დისტოპია „მამაცი ახალი სამყარო“). In Brave New World Revisited (1958), დაწერილი პირველიდან ოცდაშვიდი წლის შემდეგ, ჰაქსლი აღწერს საზოგადოების საპირისპირო მდგომარეობას პირველი წიგნიდან და ავითარებს აზრს, რომ სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უარესი და უარესი იქნება, ვიდრე პირველში. ჰაქსლი თავის შემოქმედებაში პაციფისტურ თემებსაც შეეხო.

ის ასწავლიდა ფრანგულს ეტონ კოლეჯში, სადაც 1917 წლიდან 1921 წლამდე მისი სტუდენტი იყო სტიპენდიის მიმღები ერიკ ბლერი, მომავალი ავტორი ჯორჯ ორუელის ცნობილი დისტოპიური რომანის „1984“. 1937 წელს იგი გადავიდა ლოს-ანჯელესში მეუღლესთან მარიასთან, ვაჟ მეთიუსთან და მეგობარ ჯერალდ გერდთან ერთად იმ იმედით, რომ კალიფორნიის კლიმატი სარგებელს მოუტანდა მის გაუარესებულ მხედველობას. სწორედ აქ დაიწყო მისი მთავარი შემოქმედებითი პერიოდი, რომლის თავისებურება იყო ადამიანის არსის უფრო დეტალური გათვალისწინება. ჰაქსლი ჯიდუ კრიშნამურტის 1938 წელს შეხვდა. ამ უკანასკნელის გავლენით ის მიმართავს სხვადასხვა სიბრძნის სწავლებას და ეწევა მისტიკას.

დაგროვილი რეფლექსია ასახულია მის შემდგომ ნაშრომებში: „მრავალწლიანი ფილოსოფია“ და „ბევრი ზაფხულის შემდეგ...“, ასევე ნაწარმოებში „დრო უნდა შეჩერდეს“. 1953 წელს ის თანახმაა მონაწილეობა მიიღოს ჰამფრი ოსმონდის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში. ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო მესკალინის ეფექტის შესწავლა ადამიანის ცნობიერებაზე. შემდგომში, ოსმონდთან მიმოწერაში, სიტყვა "ფსიქოდელიური" პირველად გამოიყენეს მესკალინის გავლენის აღსაწერად. ესეები "აღქმის კარები" და "სამოთხე და ჯოჯოხეთი" აღწერს დაკვირვებებს და ექსპერიმენტის მიმდინარეობას, რომელიც ავტორმა სიკვდილამდე დაახლოებით ათჯერ გაიმეორა. "აღქმის კარები" გახდა საკულტო ტექსტი 1960-იანი წლების მრავალი რადიკალი ინტელექტუალისთვის და სახელი დაარქვეს ცნობილ როკ ჯგუფს The Doors-ს.

1960 წლის დასაწყისში ჰაქსლი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა მილტონ ერიქსონს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობის ერთობლივი ფსიქოლოგიური შესწავლისთვის[. ფსიქოტროპული ნივთიერებების გავლენა მის შემოქმედებაზეც მოქმედებს. ამრიგად, თავის ბოლო რომანში, კუნძული, მან აღწერა უტოპია, რომელიც დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა მის დისტოპიას, მამაცი ახალი სამყარო.

ჰაქსლი გარდაიცვალა 1963 წლის 22 ნოემბერს (ჯონ კენედის მკვლელობის დღეს) ლოს-ანჯელესში ხორხის კიბოთი. გარდაცვალებამდე მან მოითხოვა LSD-ის ინტრამუსკულური ინექცია - 100 მკგ. ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, ცოლმა შეასრულა მისი თხოვნა, რამაც მშვიდად სიკვდილის საშუალება მისცა, თავიდან აიცილა კრუნჩხვები და დახრჩობა. მან ეს აღიარა ინტერვიუში, რომელიც მან 1986 წელს მისცა ბრიტანულ ტელეკომპანია BBC-ს, როგორც დოკუმენტური პროექტის LSD: The Beyond Within ნაწილი. ჰაქსლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც თითქმის ყველა ხელნაწერი გაანადგურა.

ბუდისტმა ლამამ ოლე ნიდალმა დაიწყო (თუმცა არ დაასრულა) თავისი სადოქტორო დისერტაცია ოლდოს ჰაქსლის აღქმის კარებზე.

პირადი ცხოვრება
1919 წელს ჰაქსლი დაქორწინდა ბელგიელ მარია ნისზე (1899 წლის 10 სექტემბერი - 1955 წლის 12 თებერვალი), ფილიპ და ოტოლინ მორელების პროტეჟე. 1920 წელს შეეძინათ მათი ვაჟი მეთიუ, რომელიც ცნობილი ეპიდემიოლოგი გახდა. 1955 წელს მარია გარდაიცვალა მკერდის კიბოთი.
1956 წელს დაქვრივებული ჰაქსლი დაქორწინდა მწერალ ლორა არჩერაზე (1911–2007).
მისტიკისადმი ინტერესის მიუხედავად, ჰაქსლი თავს აგნოსტიკოსად თვლიდა.

ჰაქსლის შემორჩენილი ხელნაწერების უმეტესობა მდებარეობს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს ანჯელესში. ზოგიერთი ხელნაწერი ინახება სტენფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

ბიბლიოგრაფია
1921 წელი - "ქრომის ყვითელი", ქრომის ყვითელი
1923 - "იესტერების გუნდი
გადფლაი“, ანტიკ ჰეი
1925 წელი - "ეს დაცემული ფოთლები" ეს უნაყოფო ფოთლები
1928 წელი - "კონტრაპუნქტი", წერტილის კონტრპუნქტი
1932 - "მამაცი ახალი სამყარო", მამაცი ახალი სამყარო
1936 წელი - "ბრმა ღაზაში", უყურადღებო ღაზაში
1939 - "ბევრი წლის შემდეგ", მრავალი ზაფხულის შემდეგ გედი კვდება
1941 წელი - "რუხი ემინენცია", რუხი ემინენცია
1943 - "როგორ გაასწორო შენი ხედვა", ხედვის ხელოვნება
1945 წელი - "დრო უნდა გაჩერდეს"
1945 - „მრავალწლიანი ფილოსოფია“, მრავალწლიანი ფილოსოფია
1948 - ”მაიმუნი და არსი”, მაიმუნი და არსი
1952 წელი - "Loudun-ის ეშმაკები", The Devils of Loudun
1954 წელი - "აღქმის კარები", აღქმის კარები
1955 წელი - "გენიოსი და ქალღმერთი", გენიოსი და ქალღმერთი
1956 წელი - "სამოთხე და ჯოჯოხეთი", სამოთხე და ჯოჯოხეთი
1958 წელი - ”დაბრუნება მამაცი ახალ სამყაროში”, მამაცი ახალი სამყარო ხელახლა
1962 - "კუნძული", კუნძული
მოთხრობები და ნოველები
"ჰუბერტი და მინი"
"ახალგაზრდა არქიმედეს"
"ჩოდრონი"
"სამკურნალო დასვენება"
"კლაქსტონები"
"ფეიერვერკის შემდეგ"
”და მას შემდეგ მათ ბედნიერებას ბოლო არ ჰქონდა”
"ევპომპუსმა სიდიადე მიანიჭა ციფრებით მხატვრობის ხელოვნებას"
"კინტია"
"წიგნის მაღაზია"
"ლალის სიკვდილი"
"სერ ჰერკულესი"
"ჯოკონდას ღიმილი"
"ბანკეტი ტილოტსონის პატივსაცემად"
"მწვანე გვირაბები"
"მონაზონი საუზმეზე"
"პატარა მექსიკელი"
"ქილა რუჟის"
"პორტრეტი"
"შაბათი ღამე"
"მონოკლი"
"ჯადოსნური ნათლია"
"რიჩარდ გრინონის ფარული ამბავი"
"ბედნიერი ოჯახები"
იხ.ვიდეო - 1961: Aldous Huxley on the power of TECHNOLOGY! | In Conversation | Classic Interviews | BBC Archive


როლი შემთხვევითი სამეცნიერო აღმოჩენების

ცოდნა სინათლეა - Knowledge is light - Знание свет -   როლი შემთხვევითი სამეცნიერო აღმოჩენების  ამ სურათის ორიგინალური აღწერა, როგორც გამოქვ...