პაგანიზმი
Vergilius Romanus, «ღმერთების თავისუფლება». ვატიკანის ბიბლიოთეკა
(ლათინურიდან paganus, ნიშნავს „სოფლის მცხოვრებს“) — სხვადასხვა იდეის გამაერთიანებელია ტერმინი, ძირითადად ამ სიტყვით გულისხმობენ არა-აბრაამისეულ, ადგილობრივ პოლითეისტურ რელიგიურ ტრადიციებს. იგივე კერპთაყვანისმცემლობა
ისტორიულ კონტექსტში, ამ ტერმინით მოიხსენიებენ ბერძნულ-რომაულ პოლითეიზმს, ასევე ევროპისა და ჩრდ. ამერიკის პოლითეისტურ ტრადიციებს გაქრისტიანებამდე. უფრო ფართო ჭრილში, ტერმინი მოიაზრებს თანამედროვე რელიგიებსაც, იგი მოიცავს აღმოსავლური რელიგიების უმეტესობას, ამერიკის, ცენტრალური აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ადგილობრივ ტრადიციებს; ასევე არა-აბრაამისტული ხალხების რელიგიას. უფრო ვიწრო ჭრილში, ტერმინი არ გულისხმობს მსოფლიო რელიგიებს და მიეწერება ადგილობრივ, სასოფლო ტრადიციებს, რომლთაც ცივილიზებულ რელიგიებთან არ აქვთ კავშირი. პაგანურ ტრადიციებს პროზელიტიზმის ნაკლებობა და ცოცხალი მითოლოგიის არსებობა ახასიათებს.
ვენერა არლეზიიდან ქრისტეშობამდე გვიანი I საუკუნე
ქრისტიანული გადმოსახედიდან ტერმინი მოიაზრებს ყველა არა-აბრაამისტულ რელიგიას. იგი მონოთეისტებს შორის გამოიყენება დამამცირებელი მნიშვნელობით - წარმართი, ურწმუნო. ისლამში ამგვარი მნიშვნელობით გვხვდება სიტყვები კაფირი (كافر) და მუშრიკი.
პოლითეისტური რელიგიები და მითოლოგიები
სომხური მითოლოგია
ძველგერმანული მითოლოგია
ძველბერძნული მითოლოგია
დასავლეთსემიტური მითოლოგია
შუმერულ-აკადიური მითოლოგია
ძველეგვიპტური მითოლოგია
ძველსალავური მითოლოგია
ლილირიული მითოლოგია
კავკასიურ-იბერიული სალხების მითოლოგია
ბალტიისპირელი ხალხების მითოლოგია
ვაინახური მითოლოგია
თურქმანების მითოლოგია
ფინურ-უგარელების მითოლოგია
სურვილების ასრულების ხე, არქაული შეკვეთები
იხ. ვიდეო საიდუმლო უძველესი წესჩვეულებების, ბედის ნიშნები.
Комментариев нет:
Отправить комментарий