სატურნი
(ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
პოლარული ნათება ჩრდილოეთ პოლუსებზე სატურნის. ნათება შეფერილობით ცისფერი ფერით, ხოლო ქვემოთ მოფენილი ღრუბელი - წითლად. პირდაპირ ნათებისას ჩანს ექვსკუთხიანი ღრუბელი.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
ბრიტანელმა სტრონებმა აღოჩინეს სატურნის ატმოსფეროში ახალი ტიპის პოლარული ნათება, რ-იც წარმოიქმნის რგოლს გარშემო ერთ ერთ პოლუსზე.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
დაბნელება მზის სატურნის 2006წ-ის 15 სექტემბერი ფოტო გადაღებულია საპლანეტაშორისო სადგურ ,,კასინის'' მიერ დაშორებული 2,2მლნ|კმ. ფოგრაფიაზე მარცხნივ, ლურჯ ნათელ რგოლზე ჩანს პატარა ლურჯი წერტილი - დედამიწა
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ.
იხ. ვიდეო
ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს.
სატურნის თანამგზავრები
პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა. იხ ვიდეო
სატურნის თანამგზავრები
პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა. იხ ვიდეო
სატურნი (მითოლოგია)
სატურნი. რომის ქანდეკება II ს ბარდოს ეროვნული მუზეუმი
(ლათ. Saturnus) — მიწათმოქმედების ღმერთი რომაულ მითოლოგიაში. ერთერთი უძველესი ღმერთი, კულტი რ-იც იყო ყველაზე გავრცელებული იტალიაში. უმაღლესი ღვთაება შეესიტყვება ბერძნ. კრონოსი. ღმერთი-მიწამოწმედების, რ-იც მითოლოგიური სიუჟეტის მიხედვით ჭამდა საკუთარ შვილებს. მისი სახელი დაარქვეს პლანეტას, რ-ის სედის მზის სისტემაში სატურნის სიმბოლოს წარმოადგენს ნამგალს - ნიშანს მიწათმოქმედებისა.
ნანგრევები სალოცავის სატურნის (რვა კოლონა მარჯვნივ), სამი კოლონა სალოცავის ვესპასიენესა და ტიტეს (მარცხნივ) ტრიუმფალური არკა სეპტიმუს სევერუსის (ცენტრში)
Комментариев нет:
Отправить комментарий